You are on page 1of 4

სავარაუდო სახელები - GEedu, MentorIt, schoolhouse, scale-up/skill-up/level-up, smart

start, essential learn, mindedu, proclass, mindflame ამ სახელებიდან ზოგი ქვია უკვე
კომპანიებს და რამეს თუ განსხვავებულს მოვიფიქრებთ კარგი იქნება.

ვწერთ საგანმანათლებო ორგანიზაციაზე, რომელშიც დასაქმებული არიან


მაღალკვალიფიციური მასწავლებლები. ეს არის კერძო კომპანია, რომელიც
გამიზნულია სკოლის მოსწავლეებზე და მათ სთავაზობს მომზადებას სკოლის
საგნებში ანუ სთავაზობს მათ მომსახურებას. რადგან ქართულ კომპანიას ვაკეთებთ
რეალობასთან ახლოს იყოს და ჩავთვალოთ რომ ამზადებენ ქართულ ენასა და
ლიტერატურაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში,
ბიოლოგიაში, ინგლისურში(სხვა უცხო ენების დამატებაც შეიძლება). ორგანიზაცია
იყოს რეალური დაწესებულება, ანუ არ იყოს ონლაინ კომპანია, რადგან მსგავსი
ონლაინ კურსები უკვე არსებობს და ძაან ერთნაირი რომ არ გამოვიდეს.

ქვემოთ რაც წერია თითო ფერს თითო წევრი დაწერს და მოამზადებს, ზოგადი
მითითებები წერია და დეტალები უკვე თქვენით დაამატეთ. კვირები რაც უწერია
ეგენი არის სილაბუსის შესაბამისი კვირები, სილაბუსში მაგ კვირებში წიგნის
გვერდები წერია და წიგნში გადაავლეთ თვალი შესაბამის თემას, იმის მიხედვით
ადვილად დაწერთ(თან სოფიომ თქვა რეფერატს მკაცრად შევაფასებ და კარგ ქულას
მხოლოდ იმ შემთხვევაში დავწერ თუ წიგნის მასალა გამოყენებული გექნებათო).
თითომ დაახლოებით ვორდის ორი გვერდი უნდა დაწეროთ რომ 10 გვერდი
გამოვიდეს.

ორგანიზაციის სექტორი, მისია, მიზნები და სამუშაო გეგმა - ორგანიზაცია


საგანმანათლებლო, განათლების სექტორშია, მისია დევიზივით უნდა იყოს და რამე
მოიფიქრეთ შეგიძლიათ უნივერსიტეტების მისიებს გადახედოთ და რამე მსგავსი
დაწერეთ, მიზანი არის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდება სკოლის
მოსწავლეებისთვის და მათი დახმარება გაიღრმავონ სკოლაში მიღებული განათლება
(რამე ამის მსგავსი ან შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ რამე), სამუშაო გეგმაში როგორც
მივხვდი უნდა აღწეროთ ზოგადად რას საქმიანობს ორგანიზაცია.
ორგანიზაციის ლიდერობის სტილი, მე-6 კვირა

რადგან ორგანიზაციაში დასაქმებული არიან მაღალკვალიფიციური მასწავლებლები,


ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, შესაბამისად შეიძლება გამოვიყენოთ
ლიდერობის დემოკრატიული სტილი (როდესაც მენეჯერი არ ახორციელებს ყველა
დეტალის კონტროლს და თანამშრომლებს აქვთ თავისუფლება დამოუკიდებლად
მიიღონ ზოგიერთი გადაწყვეტილება), ზოგ შემთხვევაში გამოიყენება ლიდერის
ჩანაცვლების მოდელიც, თუმცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღება
ერთობლივად მენეჯერთან ერთად.

ადამიანური რესურსებისა (მე-11 კვირა) და კონფლიქტების მართვის სტრატეგიები


(მე-8 კვირა)

ადამიანური რესურსებისთვის გამოიყენება როგორც შიდა ასევე გარე შერჩევა,


თანამშრომლის აყვანისას ყურადღება ექცევა გამოცდილებას, ცოდნას და თვისებებს
რამდენაც შეესაბამება კანდიდატი მასწავლებლის პროფესიას. აქტიურად
გამოიყენება ტრენინგები რათა თანამშრომლები არ ჩამორჩნენ თანამედროვე
სწავლების მეთოდებს. გამოიყენება უკუკავშირი როგორც მენეჯერის მხრიდან ასევე
თავად მომხმარებლებისგან რათა გააუმჯობესონ სწავლება და მასწავლებების
უნარები.

კონფლიქტის წარმოშობის შემთხვევაში ხდება მხარეების აზრთა მოსმენა და


გადაჭრის გზებზე მუშაობა, ცდილობენ კონფლიკტის მიზეზის მიკვლევას და მის
გადაჭრას.

მოტივაციისა (მე-7 კვირა) და კონტროლის მექანიზმები (მე-9 და მე-10 კვირა)

მოტივაციისთვის გამოიყენება ხელფასი და სხვა ჯილდოები რომლებიც


თანამშრომლებს წაახალისებს საქმე კარგად შეასრულონ. მათი გაცემა ხდება
სამართლიანობის პრინციპზე დაყრდნობით ანუ რაც უფრო კარგად იმუშავებენ მით
უფრო მეტი ხელფასი და ჯილდო ექნებათ, დასჯის მეთოდები ნაკლებად
გამოიყენება. იმისათვის რომ ორგანიზაციამ ხელი შეუწყოს თანამშრომლების
მოტივაციას მათ აქვთ ზუსტად განსაზღვრული მიზნები და მენჯმენტი ცდილობს
გაცემულმა ჯილდოებმა დააკმაყოფილოს მათი სურვილები და მოთხოვნები.

კონტროლისთვის შედგენილია კრიტერიუმები რომლებიც უნდა დაიცვან


მასწავლებლებმა რათა მაღალი სახის მომსახურება აწარმოონ(ასწავლონ
მოსწავლეებს), ამ კრიტერიუმების დაცვა ნიშნავს საქმის კარგად შესრულებას, ასევე
კონტროლდება რამდენად აღწევენ კომპანიის მიზნებს თანამშრომლები.

ხარისხის მართვისა და საწარმოო მართვის პრინციპები (მე-11 და მე-12 კვირა)

ორგანიზაციის სტრუქტურა (მე-4 კვირა), გადაანაწილეთ მენეჯმენტის დონეები და


როლები

ორგანიზაციის სტრუქტურად შეგვიძლია გამოვიყენოთ პროდუქტის სტრუქტურა,


თავშია დირექტორი/ხელმძღვანელი, ორგანიზაცია დაყოფილია დეპარტამენტებად
საგნების მიხედვით(თითო საგანს თავისი დეპარტამენტი და ხელმძღვანელი ყავს),
სტრუქტურა არის დეცენტრალიზებული და ახასიათებს ბრტყელი ორგანიზაციული
იერარქია, ძალაუფლება გადაცემულია თანამშრომლებზე მენეჯერი ახორციელებს
დამხმარის როლს და არა ზედამხედველის. (ვინც ამ ნაწილს გააკეთებს
ორგანიზაციული სტრუქტურის სქემაც უნდა გააკეთოს, რამე ამის მსგავსი):

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში შექმენით


ორგანიზაციული კულტურა (მე-14 კვირა), შეაფასეთ ორგანიზაციული გარემო
ორგანიზაციის ღირებულებები არის ეთიკური და კანონთან შესაბამისი, მთავარი
ყურადღება ექცევა ახალგაზრდების განათლებას და სწორად აღზრდას, სოციალური
პასუხიმგებლობის ჭრილში შეგვიძლია ვთქვათ რომ ორგანიზაცია წელიწადში 2
მოსწავლეს რომელსაც არ აქვს საშუალება უფასოდ ამზადებს ან რამე მოვიფიქროთ
სხვა. ორგანიზაციული გარემო არის მეგობრული და პროფესიონალური.

You might also like