You are on page 1of 2

დასკვნითი პროექტი

თანამშრომელთა შეფასების სისტემა

2023 წლის იანვარში დაარსდა ახალი კონცეფციის კომპანია შ.პ.ს ‘’Books Story’’.
კომპანია აერთიანებს წიგნებს ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის. მათი მიზანია
შემოიტანონ უახლესი ლიტერატურა და ასევე გაიტანონ ქართველი ავტორების
წიგნები საერთაშორისო ასპარეზზე. კომპანია ეძებს პროექტების მართვის,
მარკეტინგის, შესყიდვების, ფინანსების სპეციალისტებს და იურისტებს.

შეფასების სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანური რესურსების


მართვაში. შეფასების რამდენიმე მეთოდი არსებობს, რისი მიხედვითაც შეგვიძლია
ხელმძღვანელობა.

360 გრადუსიანი შეფასება - ეს მეთოდი გულისხმობს თანამშრომლის


კომპეტენტურობის შეფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
ეს პროცესი ორგანიზაციაში მომუშავე თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობას
აძლევს მიიღოს მოსაზრებები თავისი საქმიანობის შესახებ ხელმძღვანელებისგან,
კოლეგებისგან, დაქვემდებარებული პირებისაგან და მომხმარებლებისგან.
თანამშრომლისთვის ცალსახა ხდება, თუ როგორ აღიქვამენ მის საქმიანობას და
ქმედებებს სხვა დანარჩენი ადამიანები, ასევე რა არის მისი ძლიერი და სუსტი
მხარეები, რომელთა გასაუმჯობესებლად საჭირო იქნება დამატებითი ტრენინგები,
განვითარება და ა.შ. პროცესის დასაწყისში აუცილებელია იმ პირების არჩევა,
რომლებიც კომპეტენტურები და ობიექტურები იქნებიან თანამშრომლის შეფასების
დროს. ყველა შემფასებელმა უნდა შეავსოს კითხვარი, რომელიც უნდა იყოს
ანონიმური და დეტალური და შეიცავდეს სხვადასხვა სახის მონაცემებს. ბოლოს
აუცილებელია შედეგების დაჯამება და უკუკავშირი თანამშრომელთან.

შეფასების მიზნებია: არსებული პრობლემების განსაზღვრა, მიღწევების დაფასება,


მომავალი სამუშაო გეგმის შემუშავება, თანამშრომლების განვითრების გეგმის
შემუშავება, ხელფასების ზრდის, დაწინაურების, ბონუსების და სხვ. ჩამოყალიბება.

თვითშეფასება ძალიან დიდ როლს თამაშობს, როდესაც ხდება თანამშრომლის მიერ


საკუთარი თავის შეფასება დადგენილი ფორმის მიხედვით.

დასანერგად შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მაგალითიც.


პოლონეთში სამსახურში მიღების ძირითადი პრინციპია ღიაობა, გამჭირვალობა და
კონკურენტუნარიანობა. ეს უნარები ადამიანს ეხმარება იყოს უფრო გულახდილი და
დისციპლინირებული, რადგან პერიოდულ შეფასებას 24 თვეში ერთხელ აწარმოებენ.
თუ რომელიმე თანამშრომელს არ აკმაყოფილებს შემდგომ მისი შეფასება, ამის
გასაჩივრების საშუალებაც ეძლევა, რომელიც შესაძლებელია შეიცვალოს ან გატარდეს
ახლიდან, ხოლო საჩივრის არ განხილვის ან არ გათვალისწინების შემთხვევაში
დასაქმებულს შეუძლია მიმართოს სასამართლოს გარკვეული დროის განმავლობაში.

ისეთი ახალი კონცეფციის კომპანიისთვის, როგორიც არის ‘’Book Story’’


მნიშვნელოვანი და აუცილებელია კარგად განვსაზღვროთ კომპანიის სტრატეგია,
რათა სწორად შევარჩიოთ მოთხოვნილი კანდიდატები.

ნიკა მჭედლიშვილი

You might also like