You are on page 1of 4

აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი

მიღებული შეფასება:

გამსწორებლის
ხელმოწერა

ფაკულტეტი: ბიზნესისადაინჟინერიისფაკულტეტი

განათლებისსაფეხური: მაგისტრატურა

სტუდენტისგვარი, სახელი: ელენე ხიზანიშვილი

სტუდენტის პირ.ნომერი: 31001052321

გამოცდის თარიღი: 11/17/2021

საგანი: ტალანტების მართვადაადამიანურირესურსებისპროფესიულიგანვითარება

პედაგოგი: ხათუნა ჩხაიძე

გამოცდის ხანგრძლივობა: 2 საათი

გამოცდის მაქსიმალური შეფასება:30

კომპონენტები:

დასაშვები მასალა:
1. ჩამოთვალეთ და განიხილეთ შეფასების პროცესის ფაზები
შეფასების პროცესის ფაზები შესაძლოა მოიცავდეს თვითშეფასების, უშუალო
ხელმძღვანელის შეფასებებს, კალიბრაციას, ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ
დამოწმებას და შეფასების უშუალო ხელმძღვანელთან განხილვას. ზოგადად, PM-ის
შეფასების მიზნებს დაგეგმვა, მოტივაცია, სწავლა/განვითარება და კომუნიკაცია
წარმოადგენს.
პერფორმანსის შეფასებისას ხდება მიზნებსა და განვითარებასთან დაკავშირებული
მიღწევების განხილვა, თანამშრომლის კომპეტენციის დონის განსაზღვრა,
ორგანიზაციულ კულტურასა და ღირებულებებთან მისი თავსებადობის დონე, ამასთან,
იმ პრობლემათა იდენთიფიცირება, რომლებიც ხელს უშლის მის ეფექტიან შესრულებას
ან თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობის მაღალ ხარისხს და შესაძლო
დაძლევის გზების გაზირება. PM-ის შეფასების ტიპებს წარმოადგენს რეიტინგების
სკალა, იძულებითი განაწილება, ქცევაზე დაკვირვების რეიტინგის სკალა და შეფასების
ალტერნატიული სკალები.

2. ჩამოთვალეთ ანაზღაურების ტიპები.


ანაზღაურების ტიპებს მიეკუთვნება კომპენსაცია და წახალისების კომპონენტები.
თავის მხრივ, კომპენსაციაში მოიაზრება ხელფასი, ზეგანაკვეთური სამუშაოს
შესრულების ანაზღაურება და შვებულება;
წახალისება შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან გრძელვადიანი. მოკლევადიანს
მიეკუთვნება პრემია, ან ბონუსი გაწეული სამუშაოსთვის. გრძელვადიანს კი-საპენსიო
ფონდი ან აქციები.

3. რა სახის ბენეფიტებს დააწესებდით კომპანიაში?


გამომდინარე იქიდან, რომ ჯილდო/ანაზღაურების მენეჯმენტის მიზანი კომპანიის
მიზნების მიღწევაში მხარდაჭერის, თანამშრომელთა საჭიროებებისა და ანაზღაურების
მეთოდების შესაბამისობასთან ერთად, თანამშრომელთა მოტივირება და
მაღალკვალიფიცირებული პერსონალის მოზიდვა/შენარჩუნებაა, კომპანიის ბენეფიტები
უნდა წარმოადგენდეს ამ მიზნების მიწევის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს. შესაბამისად,
კომპანიაში თანამშრომელთათვის დავაწესებდი ჯანრთელობის დაზღვევის ბენეფიტს;
პანდემიის პერიოდიდან, გადაადგილების პრობლემის შექმნის გათვალისწინებით,
აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნებოდა ტრანსპორტირების ბენეფიტი;
კორპორატიულ ნომერს ან მობილურ ანაზღაურებას, კვების ბენეფიტს, თანამშრომელთა
მოტივირებისა და შენარჩუნებისთვის, ასევე, განვითარებისთვის დავაწესებდი სწავლის
დაფინანსების ბენეფიტს, პროდუქციის/მომსახურების განახევრებულ ფასებში
სარგებლობის ბენეფიტს და სოციალურად დაუცველი თანამშრომლის/ების
გაძლიერების მიზნით, შვილების სწავლის დაფინანსების ბენეფიტს.

4. როგორ მოახდენდით ხელფასის ყოველწლიურ ზრდას?


ხელფასის ზრდაზე გავლენას ახდენს ის გარე-ფაქტორები, როგორიცაა ინფლაციის
დონე, ბაზრის ანალიზი, ბიუჯეტი და პერფორმანს გრეიდების სისტემა. ამ
კომპონენტების ანალიზი გვეხმარება სახელფასო პოლიტიკის ფორმირებაში. თუკი ჩვენი
მიზანი იქნებოდა ხელფასის ყოველწლიური ზრდა, ვფიქრობ, მისაღწევად,
დეტალიზებული ანალიზი გახდებოდა საჭირო. მაგალითად, ვალუტის სტაბილიზაცია
მომცემს შესაძლებლობას გრეიდების სისტემის მიხედვით, ხელფასი გავუზარდო
მაღალი მიღწევის/შესრულების მქონე თანამშრომელს; მეორეს მხრივ, ყოველთვიური
ხარჯების შემცირებაზე მუშაობა და სწორი ბიუჯეტირება, წლიურ შედეგებზე აისახება.

5. რა სახის recognition-ს შემოიღებდით კომპანიაში?


კომპანიის მიზნების მისაღწევად თანამშრომელთა აღიარების პოლიტიკა
მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც მაღალკვალიფიციური პერსონალის შენარჩუნება/
მოზიდვას განაპირობებს. იმისთვის, რომ ამ ტიპის თანამშრომლების მოდინებასა და
ხანგრძლივი ვადით შენარჩუნებას შევუწყო ხელი, ვფიქრობ, კომპანიაში შემოვიღებდი,
უპირველესად, დაწინაურებისა და მონეტარული აღიარების ტიპებს (ბიუჯეტის
გათვალისწინებით). პასუხისმგებლობის გაზრდა ან ახალ პოზიციაზე გადასვლის
პერსპექტივა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორიც ხდება. რაც შეეხება მონეტარულ
აღიარებას, წლიურად პრემიის სახით დანამატი ან საგზური კომპანიის მაღალი იმიჯის
ფორმირიებასაც შეუწყობს ხელს.
მასლოუს საჭიროებათა იერარქიის მიხედვით, ადამიანის ერთ-ერთ მოთხოვნილებას
აღიარება წარმოადგენს. შესაბამისად, ნებისმიერი კომპანიის HR-მართვის სისტემა,
ვფიქრობ, აუცილებელია ითვალისწინებდეს სოციალური აღიარების ტიპებს,
როგორიცაა საჯარო და პირადი შექება, მადლობის გამოცხადება და უკუკავშირი.
დავაფასებდი შრომისმოყავრეობის და პასუხისმგებლობის გრძნობას.
ზოგადი პროცესების ციფრულიზაციის ტენდენციებიდან გამომდინარე, კომპანიაში
დავაწესებდი ინოვაციური და კრეატიული ჯილდოების, ასევე, მყარი უნდარების
დასწავლის ჯილდოებსაც.

6. რა მიზნებისთვის შეიძლება თანამშრომელთა შეფასების შედეგების გამოყენება?


(ჩამოთვალეთ და განიხილეთ)
თანამშრომელთა შეფასების შედეგების გამოყენება შესაძლებელია იმის დასადგენად,
რამდენად კარგად ასრულებს თანამშრომელი სამუშაოს. აქდან გამომდინარე,
აღნიშნული შედეგები შეგვიძლია გამოვიყენოთ, სუსტი თანამშრომლების, მათი
საჭირობების და მაღალიშესრულებისმქონეთა დასაიდენთიფიცირებლად; მათი სუსტი
და ძლიერი მხარეების, სუსტი და მყარი უნარების გასაცნობად; ამავე დროს,
შესრულებული სამუშაოს ჯილდო/აღიარების პროცედურების სარეალიზაციოდ;
ქოუჩინგის, მუდმივი უკუკავშირისა და მონიტორინგის სისტემების დასანერგად.

You might also like