You are on page 1of 2

ეჯაილ სტრუქტურა

ეჯაილი არ არის მეთოდოლოგია, არ არის ფრეიმვორქი და მითუმეტეს არ არის


პროექტების მართვის ალტერნატიული მოდელი. ეჯაილი არის მიდგომებისა და
ღირებულებების ერთობლიობა, რომელიც გვეხმარება ეფექტურად მოვერგოთ
სწრაფად ცვალებად გარემოს. ეჯაილი ცვლის ჩვენს მიდგომას, შეხედულებას
საქმის მიმართ და, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ცვლის ჩვენს ცხოვრების წესს
(თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ცხოვრების ნახევარს სამსახურში ვატარებთ,
ზოგიერთი კი მეტს). ეჯაილი არის ქოლგა, სხვადასხვა ფრეიმვორქების
გაერთიანება, რომლებიც დაფუძნებულია იტერაციულ მიდგომაზე და
მომხმარებელთან ინტენსიურ კომუნიკაციაზე. მიუხედავად გავრცელებული
სტერეოტიპისა, ეჯაილ მიდგომა არ გამოიყენება მხოლოდ Software
Development გუნდებისათვის, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი
მიმართულებით, სადაც საჭიროა კრეატიული მიდგომა, სწრაფი რეაგირება და
ინტენსიური უკუკავშირი მომხმარებელთან (მაგ. მარკეტინგში, გაყიდვებში).
ეჯაილ მიდგომა აუმჯობესებს ურთიერთობას დამკვეთთან, ბიზნეს
მხარესთან.თანამედროვე სამუშაო გარემო სწრაფად ცვალებადია. წარმატებულ
კომპანიებს სულ უფრო ახალი მიზნები უჩნდებათ, ხოლო სხვადასხვა ტიპის
მიზნის მისაღწევად, ხანდახან, რადიკალური ცვლილებებია საჭირო. ცვლილებები,
რა თქმა უნდა, სამუშაო სისტემაშიც. თანამშრომლის მხრივ კი, როგორც არ უნდა
გიყვარდეთ თქვენი საქმე, თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი არ ხართ, მარტო
თქვენ როდი წააგებთ. წააგებს ორგანიზაციაც, რომელშიც ასობით ადამიანი, თქვენს
მსგავს სიტუაციაშია… ტრიალებს გორგოლაჭებიან სკამზე და ელოდება, როდის
მოვა ნანატრი 6 საათი. ნანატრი „თავისუფლება“… ასეთია თანამედროვე
მოცემულობა და შესაბამისად, ბრენდები ცდილობენ თანამშრომლებს ნატვრა
სამსახურშივე აუსრულონ – მოგცეთ ახალი შესაძლებლობები და თავისუფლება,
მეორე მხრივ კი, უპასუხონ ახალ გამოწვევებს. ეს ეჯაილია. ეჯაილი, ანუ ქართულ
კონტექსტში ძალიან გაბედული ნაბიჯი კომპანიის მხრიდან. ნაბიჯი, რომელიც
საქართველოში, ამ მასშტაბით პირველად თიბისიმ გადადგა. პროცესი ჯერ კიდევ
მიმდინარეობს და ველოდებით შედეგს, ანუ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება
იმუშაოს ამ სისტემამ საქართველოში.ეჯაილი მსოფლიოს წამყვან ორგანიზაციებში
ადაპტირებული მუშაობის თანამედროვე სისტემაა, რომელიც ხელს უწყობს ერთი
მხრივ, თანამშრომლების პროფესიულ ზრდას, მეორე მხრივ კი საუკეთესო
შედეგების მიღწევას. ეჯაილის მუშაობის პრინციპი გულისხმობს კონკრეტული
პროექტის ირგვლივ სხვადასხვა კომპეტენციის თანამშრომლების გაერთიანებას,
ამოცანაზე ფოკუსირებას და მეტ დამოუკიდებლობას. მუშაობის ასეთ სტილზე
გადასვლისას მცირდება რუტინული საქმეები და ბიუროკრატია. თითოეულ
თანამშრომელს მეტი თვითგამოვლენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების
შესაძლებლობა ეძლევა, სამუშაო პროცესი კი უფრო საინტერესო და
მრავალფეროვანი ხდება. ეჯაილ სისტემით უკვე მუშაობენ ისეთი კომპანიები,
როგორებიც არიან: Amazon, Google, Netflix, Ing. თიბისი არის რეგიონში
პირველი დიდი კომპანია, რომელმაც ეს სისტემა დანერგა.

ეჯაილი მართველობის ფორმა, რომელიც ჩემი აზრით ყველა ბიზნესისთვიდ


მისაღებია . ის იძლევა მოტივაციას რომ ადამიანებმა უფრო კარგად შეასრულონ
თავიანთი სამუშაო. აღარ ფიქრობენ იმაზე თუ როდის დამთავრდება სამუშაო
საათები და თავს როდის დააღწევენ მოსაწყენ მაგრამ მათთვის საჭირო სამსახურს.
ეს ფორმა ყველასთვის წახალისებასავითაა , რაც მნიშვნელოვანია კომპანიის
მმართველისთვის, მას აღარ უწევს უკმაყოფილო თანამშრომლების პრეტენზიების
განხილვა , რადგან მართველობის ამ ფორმით ყველა ბედნიერია.ეჯაილის
მართველობის დროს ადამიანებს შეუძლიათ მაქსიმალური შედეგის დადება ასევე
ეჯაილის დადებითი მხარე არის რომ , ადამიანები ერთიანდებიან და
ფოკუსირებენ სამუშაოზე, ასევე დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს.
ეჯაილის სტრუქტურაში დასაქმებულ ადამიანებს არ ყავთ დირექტორები , არ აქვთ
დეპარტამენტები და განყოფილებები. ეჯაილის უარყოფითი მხარე ის არის რომ
გუნდში შეიძლება უთანხმოება იყოს ადამიანებს შორის. ასევე რთულია ეჯაილის
სტრუქტურაზე გადასვლა .

You might also like