You are on page 1of 3

როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლას და განვითარებას

განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირებული სწავლების მიდგომების


ეფექტიანად დანერგვისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებელმა ზედმიწევნით სწორად
გაიაზროს ამ მიდგომების არსი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ეფექტური სასწავლო
გარემოს ზოგადი პრინციპების გათვალისწინება, რომლებიც გადამწყვეტია ნებისმიერი
გაკვეთილის წარმატებით ჩასატარებლად და სასწავლო მიზნების მისაღწევად . ქვემოთ
ჩამოთვლილია რამდენიმე პირობა, რომელთა დაცვის გარეშეც, რაც არ უნდა
ზედმიწევნით იქნას შესრულებული ინსტრუქციები, უშედეგო შეიძლება აღმოჩნდეს
მასწავლებლის მიერ გამოყენებული განმავითარებელი შეფასებისა და დიფერენცირების
ნებისმიერი ინსტრუმენტი. ეს აუცილებელი პირობებია:

1. ყველა მოსწავლე გრძნობს, რომ მას კარგად იცნობენ და თბილად ეპყრობიან


მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის პოზიტიური ურთიერთობა ერთ -ერთი მთავარი
ფაქტორია მოსწავლის სწავლის მოტივაციის გასაზრდელად . მოსწავლესთან პოზიტიური
ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად საჭიროა მასწავლებელი კარგად იცნობდეს
საკუთარი მოსწავლეების პიროვნულ თავისებურებებს, მათ ინტერესებს , სწავლის სტილს ,
ძლიერ და გასაუმჯობესებელ მხარეებს. მოსწავლეთა შესახებ ამ ინფორმაციის
გათვალისწინება მასწავლებელს ეხმარება, დაამყაროს მოსწავლეებთან პოზიტიური
ურთიერთობები და, ამასთანავე, დაგეგმოს მათთვის საინტერესო სასწავლო პროცესი .
როდესაც სწავლების პროცესი საინტერესოა, მცირდება მოსწავლეთა მხრიდან რთული
ქცევის გამოვლენის შემთხვევები, რაც ქმნის პოზიტიურ სასწავლო გარემოს და
აუმჯობესებს აკადემიურ მიღწევებს. სახელმძღვანელოში მოცემული ინსტრუმენტების
გამოყენებით თქვენ შეძლებთ, შეაგროვოთ ინფორმაცია მოსწავლეთა ინდივიდუალური
მახასიათებლების შესახებ, რაც სასწავლო პროცესის ეფექტიანად დაგეგმვაში
დაგეხმარებათ.

2. მასწავლებელს აქვს მაღალი მოლოდინი თითოეული მოსწავლის ქცევისა და


სწავლის მიმართ მასწავლებლისთვის ცნობილია როზენტალისა და ჯეკობსონის
ექსპერიმენტის შესახებ, რომელიც ნათლად აჩვენებს, თუ რამდენად დიდ გავლენას
ახდენს მასწავლებლის მოლოდინი მოსწავლის წარმატებაზე. მოსწავლე მით უფრო
წარმტებულია სწავლაში, რაც უფრო მეტად არის დარწმუნებული მასწავლებელი მის
შესაძლებლობებში და პირიქით. ამ მოვლენას როზენტალმა პიგმალიონის ეფექტი უწოდა .
მასწავლებელი უნდა მოელოდეს მოსწავლისგან წარმატებას და, ამავე დროს ,
ეხმარებოდეს მას სწავლასა და სათანადო ქცევის გამოვლენაში . არის შემთხვევები , როცა
მასწავლებელი მიკერძოებულია ან ბევრს არ მოელის მოსწავლისგან. ის შეიძლება
ფიქრობდეს: „რაც იცის, მისთვის საკმარისია. ამ მოსწავლეს დაბალი აკადემიური
მიღწევები აქვს და მისგან მეტს არც უნდა ველოდო“. ასეთი მიდგომა , რა თქმა უნდა , ვერ
დაეხმარება მოსწავლეს სასწავლო მიზნების დაძლევაში. ამიტომაც, აუცილებელია , რომ
მასწავლებელმა სხვადასხვა ხარისხის დახმარება შესთავაზოს მოსწავლეებს . არ არის
საკმარისი მხოლოდ იმის თქმა, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია სწავლა . აუცილებელია ,
რომ მასწავლებელმა გამოიყენოს წამახალისებელი სტრატეგიები და დაეხმაროს
სწავლაში თითოეულ მოსწავლეს. მაგალითისთვის წარმოვიდიგნოთ, რომ სამი ადამიანი
უნდა მივიდეს რკინიგზის სადგურში. ისინი ამ ადგილისკენ სხვადასხვა პუნქტიდან გადიან ,
თანაც – სხვადასხვა ტრანსპორტით. ცხადია, მათი გზები განსხვავებულია . ერთის გზა
შესაძლებელია უფრო რთული და გრძელი იყოს, ვიდრე დანარჩენებისა, თუ ყველა
მათგანი იქნება მოტივირებული და იმოქმედებს მიზანმიმართულად , სამივე შეძლებს
სადგურამდე მისვლას. წინამდებარე სახელმძღვანელო წარმოგიდგენთ სტრატეგიებს ,
რომლებიც დაგეხმარებათ, მიიყვანოთ თითოეული მოსწავლე დანიშნულების
ადგილამდე.

3. გაკვეთილის გეგმა არის მკაფიო და კარგად გააზრებული ყოველი გაკვეთილი


კონკრეტული სასწავლო მიზნის მიღწევას ემსახურება. რთულია გაკვეთილის მიზნის
მიღწევა, თუ მასწავლებელი წინასწარ არ შეიმუშავებს გაკვეთილის გეგმას
მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობებით, რომლებიც თანმიმდევრულად მიგვიყვანს
სასწავლო მიზნამდე. კარგად დაგეგმილი გაკვეთილი გულისხმობს სათანადო
უკუკავშირის მიწოდებას მოსწავლეებისთვის. მასში გაერთიანებულია აქტივობები ,
რომლებიც აღძრავს მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას, იძლევა სასწავლო თემასთან
დაკავშირებით ცოდნის მიღების შესაძლებლობას, ავითარებს სხვადასხვა უნარს და ,
ამავდროულად, ზუსტად არის როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის სწავლასა და
განვითარებას 15 გათვლილი თემის შესწავლისა თუ კონკრეტული უნარის
განვითარებისთვის საჭირო დრო. სახელმძღვანელოს ბოლოს ნიმუშის სახით იხილავთ
ერთი გაკვეთილის გეგმას.

4. სასწავლო მიზნები ცნობილია მოსწავლეებისთვის. ისინი მკაფიო, კონკრეტული და


საინტერესოა სასწავლო მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, ნათელი და საინტერესო .
მასწავლებელმა უნდა გააცნოს მოსწავლეებს სასწავლო მიზნები და შეფასების
კრიტერიუმები, რათა მათ ზუსტად იცოდნენ, რას მოველით მათგან. საუკეთესო პრაქტიკად
არის აღიარებული გაკვეთილის დაწყებისას გაკვეთილის მიზნის განმარტება და
სტანდარტით განსაზღვრული მისაღწევი შედეგის დაფაზე დაწერა . იმის შესაფასებლად ,
თუ რამდენად ახლოს არიან მოსწავლეები სასწავლო მიზანთან, შეიძლება
მასწავლებელმა გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტი . ეს
შეიძლება იყოს როგორც სწრაფი შეფასების ინსტრუმენტები, ისე გაგება-გააზრების
სიღრმისეული შეფასების ინსტრუმენტები (იხ. ქვეთავში: „განმავითარებელი შეფასების
ინსტრუმენტები“). სახელმძღვანელოს დასაწყისში დეტალურად არის განხილული
სასწავლო მიზნების სწორად განსაზღვრისა და მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის
მნიშვნელობა.

5. სასწავლო გარემო პოზიტიურია; წახალისებულია მოსწავლის ცნობისმოყვარეობა და


მეტის გაგების სურვილი პოზიტიურ სასწავლო გარემოს ქმნის ყველაფერი , იქნება ეს
საინტერესო გაკვეთილი, მოწესრიგებული საკლასო ოთახი თუ იქ შესული
მოსწავლეებისთვის ღიმილით შეგებება. მასწავლებელი ყოველთვის მზად უნდა იყოს
სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად, უპასუხოს მოსწავლეთა კითხვებს, ან მათთან
ერთად მოიძიოს პასუხები. ამავდროულად, ის თავად უნდა შეეცადოს , აღძრას
ცნობისმოყვარეობა მოსწავლეებში. ამის გაკეთება შესაძლებელია საინტერესო
კითხვების დასმით და, ზოგადად, კვლევაზე დაფუნებული სწავლებით . მაგალითად ,
ფრაზას – „ახლა კი გადავდივართ ცხიმების თვისებების შესწავლაზე“, აჯობებს
მოსწავლეების წინაშე წამოვჭრათ პრობლემა და დავსვათ კითხვა : „რატომ არ შეიძლება
ტანსაცმელზე არსებული ცხიმიანი ლაქის წყლით დამუშავება?“ მსგავსი კითხვების დასმა
მასწავლებელს ყოველთვის შეუძლია, თუმცა, რასაკვირველია, კვლევაზე დაფუძნებულ
სწავლებას ყველა გაკვეთილზე ვერ გამოვიყენებთ და ეს არც არის აუცილებელი თუ
მასწავლებელი მოსწავლეებს ხშირად აკრიტიკებს ან კლასში ხშირია ბულინგის
შემთხვევები, ეს არათუ ხელს შეუშლის მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაზრდას , არამედ
მთლიანად გააქრობს მასში სწავლის სურვილს. სახელმძღვანელოში წარმოდგენილი
ინსტრუმენტების გამოყენებით მასწავლებელი შეძლებს დაანახოს მოსწავლეებს , რომ
თითოეული მათგანის წინსვლა თუ მოსაზრება თანაბრად მნიშვნელოვანია . ეს ხელს
შეუწყობს კლასში პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას. მოსწავლეებს გაუჩნდებათ
სურვილი, გაიგონ რაც შეიძლება მეტი.

You might also like