You are on page 1of 12

სილაბუსი

სასწავლო კურსი ბიზნესის საფუძვლები

საგანმანათლებლო პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება

ფაკულტეტი სამართლის, განათლების, ბიზნესის და ტექნოლოგიების

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი

სწავლების სემესტრი პირველი სემესტრი

სასწავლო კურსის ლექტორ(ებ)ი გივი ბედიანაშვილი, პროფესორი


ელ.ფოსტა: g.bedianashvili@eu.edu.ge

საკონსულტაციო შეხვედრები: კვირაში ორი საათი, შეხვედრის დრო და


ადგილი განისაზღვრება სემესტრის დასაწყისში სტუდენტებთან
შეთანხმებით.
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ბიზნესის არსი,
მიზნები და ამოცანები, ბიზნესის ორგანიზების (დაწყება, დაგეგმვა
განხორციელება), ეტაპები, მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმები, რათა, მან შესძლოს სამეწარმეო პროცესში ინოვაციური
ფაქტორების ჩართვით საწარმოო რესურსების ეფექტიანი გამოყენება და
მოგების ზრდის უზრუნველყოფა სოციალური და სამართლებრივი
ნორმების დაცვით.
კრედიტების რაოდენობა და 4 ECTS კრედიტი (1 კრედიტი = 25 სთ) – 100 სთ.
საათების განაწილება მათ შორის:
34 სთ სტუდენტის საკონტაქტო მუშაობა, მათ შორის:
15 სთ ლექცია
15 სთ სამუშაო ჯგუფში მუშაობა
2 სთ შუალედური გამოცდა
2 სთ დასკვნითი გამოცდა
66 სთ სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა

სასწავლო სემესტრი მოიცავს 21 კვირას, მათგან:


15 - სასწავლო კვირა, 6 - სასესიო კვირა
სასწავლო კვირები ეთმობა სამუშაო ჯგუფში მუშაობას სასესიო კვირები
ეთმობა შუალედურ/დასკვნით/დამატებით გამოცდებს.

შუალედური გამოცდა ტარდება სასწავლო სემესტრის მე-8-9 კვირას,


დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-18-19 კვირას,
დამატებითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-20 -21-ე კვირას.

დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა


იყოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5
დღე.
სასწავლო კურსის შესწავლის წინაპირობების გარეშე
წინაპირობები
სასწავლო კურსის სწავლის ცოდნა და გაცნობიერება
შედეგები სტუდენტი:

1
• განსაზღვრავს ბიზნესის არსს, მიზანს და ფუნქციებს,
ბიზნესსაქმიანობის სახეებს, ეფექტურ ბიზნეს-მოდელებს მათი
შერჩევის განმაპირობებელ ფაქტორებს (ტექნიკას);
• განიხილავს ბიზნესის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებს;
• განიხილავს ბიზნესის ორგანიზების ეტაპებს და მისი ფინანსური
უზრუნველყოფის წყაროებს;
• განასხვავებს და განიხილავს საქონლისა და მომსახურების
წარმოების პროცესისათვის აუცილებელ მართვის მეთოდებს;
• განსაზღვრავს საქართველოში ბიზნეს სუბიექტების რეგისტრაციის
წესებს;
• განსაზღვრავს ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისათვის
საჭირო ანალიტიკურ ინსტრუმენტებს და ფლობს მათი
გამოყენების ტექნიკას.

• განსაზღვრავს ეკონომიკურ სისტემაში ბიზნეს-სექტორის ადგილსა


და როლს, ბიზნესის მნიშვნელობას ქვეყნის მდგრადი და
უსაფრთხო განვითარებისათვის;
• აფასებს თანამედროვე სამყაროში ბიზნესსაქმიანობაზე ზემოქმედი
ფაქტორებისა და ბიზნესის განვითარების თანამერდოვე
ტენდენციების გათვალისწინების მნიშვნელობას ბიზნეს-მოდელის
შერჩევა-განხორციელების პროცესში;
• კრიტიკულად გაიაზრებს ბიზნესის მართვის სფეროსთან
დაკავშირებულ კომპლექსურ საკითხებს.

უნარი
სტუდენტი შეუძლია:
• ამზადებს სადამფუძნებლო დოკუმენტებს ბიზნესის დაწყებისთვის
და ადგენს ბიზნეს გეგმას;
• შეიმუშავებს საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტებთან
ურთიერთთანამშრომლობის სტრატეგიას ;ფინანსური რესურსების
მოზიდვის მიზნით
• კონკრეტული ბიზნეს სიტუაციების გათვალისწინებით აანალიზებს
და აფასებს ბიზნესის ადმინისტრირების პროცესს, განსაზღვრავს
სამოქმედო ღონისძიებებს;
• ბიზნეს–საქმიანობაში ეკონომიკური, საფინანსო, სადაზღვევო,
მარკეტინგული, ინოვაციური და სხვა პროცესების შეფასების
საფუძველზე იღებს სწორ მმართველობით გადაწყვეტილებებს
დაგეგმვის, ბიზნესის დაწყების, დაფინანსების წყაროების
გამოყენების, ფულადი სახსრების მოძიების, მატერიალური და
შრომითი რესურსების, საწარმოო ოპერაციებისა და რისკების
მართვის სფეროში
სასწავლო კურსის შინაარსი იხ. დანართი 1

სწავლება-სწავლის მეთოდები სწავლება-სწავლის მეთოდებია :


და აქტივობები
• ლექცია
• სამუშაო ჯგუფში მუშაობა

სწავლება-სწავლის მეთოდები მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

• ახსნა–განმარტებითი;
• დემონსტრირება;
• წიგნზე (წყაროზე) მუშაობა;
• წერითი მუშაობა;

2
• შემთხვევის ანალიზი;
• პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება;
• დისკუსია;
• ინდუქცია-დედუქცია;
• ანალიზი და სინთეზი;
შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით. 100
ქულა არის მაქსიმალური შეფასება. კრედიტის მინიჭების წინაპირობაა
100–დან არანაკლებ 51 ქულის დაგროვება.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი – 91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი – 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი – 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – 61-70 ქულა;
ე) (E) საკმარისი – 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ა) (FX) ვერ ჩააბარა – 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს
ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი
მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა – 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის
მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას სასწავლო კურსი/
საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა დადებითი შეფასების
მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა დასკვნითი
გამოცდის მინიმალური ზღვარი, იგი გადის დამატებით გამოცდაზე.
დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური შეფასების მი-
ნიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.
კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ მიღებული
შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური ბარიერი;
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100 ქულიდან მინიმუმ
51 ქულა.
შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 50%,
ხოლო დასკვნითი შეფასების 50%+1

შეფასების კომპონენტები, სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები:


მეთოდები და კრიტერიუმები
ცოდნის შეფასების კომპონენტები:
შუალედური შეფასებები მაქსიმალური 60 ქულა
სამუშაო ჯგუფში მუშაობა მაქსიმალური 28 ქულა
შუალედური გამოცდა მაქსიმალური 20 ქულა
პროექტის მომზადება და მაქსიმალური 12 ქულა
პრეზენტაცია
დასკვნითი გამოცდა მაქსიმალური 40 ქულა
სულ 100 ქულა

1.აქტიურობა სამუშაო ჯგუფში – სულ 28 ქულა. სემესტრის


განმავლობაში გათვალისწინებულია სულ 14 თემის მომზადება.
თითოეული ფასდება მაქსიმუმ 2 ქულით.
შეფასების კრიტერიუმებია:
2 ქულა: სტუდენტი კარგად არის მომზადებული, ზედმიწევნით

3
კარგად ფლობს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას. დასმულ
შეკითხვებზე პასუხები სრულყოფილი, სწორი და დასაბუთებულია.
სტუდენტს გააზრებული აქვს და კარგად ერკვევა პრობლემურ
საკითხში.
1.5 ქულა: სტუდენტი მომზადებულია, კარგად ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებულ მასალას. დასმულ შეკითხვებზე პასუხები სწორია,
თუმცა შეკვეცილი. მას გააზრებული აქვს და ერკვევა პრობლემურ
საკითხში.
1 ქულა: სტუდენტი არ არის კარგად მომზადებული. ფლობს
სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ აღინიშნება
ნაკლოვანებები. სტუდენტი მართალია იცნობს პრობლემურ საკითხს,
მაგრამ გააზრებული არ აქვს იგი. დასმულ შეკითხვებზე გაცემული
პასუხები არ არის სრულყოფილი.
0.5 ქულა – სტუდენტი ფაქტობრივად მოუმზადებელია. არასაკმარისად
აქვს ათვისებული სილაბუსით გათვალისწინებული მასალა. დასმულ
შეკითხვებზე გაცემული პასუხი ბუნდოვანია. სტუდენტი ვერ ერკვევა
პრობლემურ საკითხებში.
0 ქულა: სტუდენტი სრულიად მოუმზადებელია. ფლობს სილაბუსით
გათვალისწინებული მასალის მხოლოდ ცალკეულ ფრაგმენტებს.
დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხები არსებითად მცდარია ან
პასუხი შეკითხვის შესაბამისი არ არის.

2. შუალედური გამოცდა (წერითი) – 20 ქულა


ყოველი სემესტრის მე-8 / 9 კვირას გათვალისწინებულია შუალედური
გამოცდა წერითი ფორმით. შუალედური გამოცდისთვის
განსაზღვრულია 2 საათი. შუალედურ გამოცდაზე წარმოდგენილი
ბილეთი მოიცავს 10 დახურულ ტესტს და 2 თეორიულ საკითხს.
დახურული ტესტი ფასდება 1 ქულით, თიღთოეული თეორიული
საკითხი მაქსიმუმ 5 ქულით.
ტესტი
• თითოეული სწორად მონიშნული ტესტი – ფასდება 1 ქულით,
• თითოეული არასწორად მონიშნული/შეუვსებელი ტესტი - 0
ქულით.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა.
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება
მცირეოდენი შეცდომები.
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.

4
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან
არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმნეტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

3. პროექტის მომზადება და პრეზენტაცია – მაქსიმალური 12 ქულა.


სტუდენტი სემესტრის დასაწყისში ირჩევს სასწავლო კურსის
თემატიკის შესაბამის პრობლემურ საკითხს კონკრეტული პრაქტიკული
კონტექსტით, ათანხმებს მას ლექტორთან, ამუშავებს სემესტრის
განმავლობაში და მე-17 კვირას წარმოადგენს პროექტს და ახდენს მის
პრეზენტაციას.
სტუდენტს ევალება ინდივიდუალური პრეზენტაცია, რაც გულისხმობს
მათ მიერ დამოუკიდებლად მომზადებული პროექტის წარმოდგენას.
სტუდენტმა საპრეზენტაციო პროექტის შინაარსი რეფერატის სახით
უნდა წარმოადგინოს ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით მყარ
დისკზე. რეფერატი არ უნდა აღემატებოდეს 10-15 გვერდს. ტექნიკური
სტანდარტი: სილფაენი, შრიფტი–12, სტრიქონებს შორის დაშორება– 1.5
ინტერვალი. სტუდენტი რეფერატის პრეზენტაციას ახდენს ტექნიკური
საშუალებების/ თვალსაჩინოებების გამოყენებით. პრეზენტაციის
ხანგრძლივობაა 5 წუთი.

პროექტის რეფერატის სახით მომზადებისა და პრეზენტაციის


შეფასების კრიტერიუმებია:
რეფერატის თემის მიზანი/თეზისი - კვლევის ძირითადი იდეის
ჩამოყალიბება - მაქსიმალური 2 ქულა;
1. 2 ქულა: მკაფიოდ არის გამოთქმული თემის ძირითადი იდეა;
2. 1 ქულა: თემის ძირითადი იდეა ბუნდოვანია.
3. 0 ქულა: თემის ძირითადი იდეა არ არის განსაზღვრული.
მომზადებული პროექტის ტექნიკური მხარე და ორგანიზება
(ტექნიკური სტანდარტი, სტრუქტურა-შესავალი, ძირითადი ნაწილი,
დასკვნები) და გამოყენებული რესურსი, რის ბაზაზეც შეიქმნა პროექტი
- მაქსიმალური 1 ქულა;
4. 1 ქულა: ტექნიკური სტანდარტი დაცულია. პროექტის სტრუქტურა
სრულყოფილია, კარგად ჩანს რა ბაზაზე შეასრულა სტუდენტმა
პროექტი, შემოთავაზებული ბიბლიოგრაფია შესაბამისი
ლიტერატურული წყაროებითაა დაკომპლექტებული;
5. 0.5 ქულა: ტექნიკური სტანდარტი სრულად არ არის დაცული.
პროექტის სტრუქტურა არასრულყოფილია, მწირია რესურსები, რის
საფუძველზეც შესრულდა პროექტი, ნაშრომის სტრუქტურა
ნაკლოვანია, არასრულია პროექტის ბიბლიოგრაფია.
6. 0 ქულა: ტექნიკური სტანდარტი არ არის დაცული. არაა გამოკვეთილი
რესურსები, რის საფუძველზეც შესრულდა პროექტი, მას არ აქვს
სტრუქტურა, პროექტს არ აქვს ადეკვატური ბიბლიოგრაფია.
შინაარსის კორექტულობა, ფაქტობრივი საიმედოობა - მაქსიმალური 2
ქულა;
7. 2 ქულა: სტუდენტი იცნობს სავალდებულო, დამატებით ლიტერატურას
და მოძიებული აქვს სხვა სათანადო მასალა. მოხმობილი ფაქტები
სანდოა, რადგან მართებულად ხდება წყაროს ამოკითხვა;
სავალდებულო, დამატებითი ლიტერატურა და სხვა წყაროები
სათანადოდაა დამუშავებული, სტუდენტი ავლენს (შემოქმედებით)
კრიტიკულ დამოკიდებულებას წყაროსადმი.
8. 1 ქულა: მოძიებული მასალა შეიცავს სავალდებულო, დამატებით

5
ლიტერატურას და სხვა წყაროებს. თუმცა წარმოდგენილი წყაროები
ზედაპირულადაა დამუშავებული, ანუ სტუდენტი მხოლოდ
ნაწილობრივად გაიაზრებს მასალას.
9. 0 ქულა: მოძიებული მასალა ძალიან მწირია, სტუდენტი არ იცნობს
სავალდებულო ლიტერატურას და დამატებითი წყაროებიც არა აქვს
დამუშავებული.
წყაროების ურთიერთშეჯერებისა და შეპირისპირების საფუძველზე
საკუთარი პოზიციის შემუშავება - მაქსიმალური 2 ქულა;
10. 2 ქულა: სტუდენტი დამაჯერებლად განასხვავებს ფაქტსა და ვარაუდს
ერთმანეთისაგან, სათანადოდ ამუშავებს სავალდებულო, დამატებით
ლიტერატურას და სხვა წყაროებს. მათი გაანალიზების საფუძველზე
გამოთქვამს სათანადო ვარაუდებს. თანამიმდევრულად დალაგებული
მასალის საფუძველზე ახერხებს აქტუალურ საკითხებზე პასუხის
გაცემას.
11. 1 ქულა: სტუდენტი ავლენს წყაროების ანალიზის უნარს, თუმცა
უჭირს წყაროებში ფაქტებისა და ვარაუდების გარჩევა, შესაბამისად, მის
მიერ გამოთქმული ზოგიერთი ვარაუდი საფუძველს მოკლებულია.
12. 0 ქულა: სტუდენტს არ გააჩნია პოზიცია თემასთან მიმართებაში, მისი
რეფერატი ორიგინალური ნაშრომის შთაბეჭდილებას არ ტოვებს;
სტუდენტი არ ავლენს წყაროების ანალიზის უნარს, შეიმჩნევა
პლაგიატობა.
შეთავაზებული მოსაზრების არგუმენტებითა და მაგალითებით
გამყარება - მაქსიმალური 2 ქულა:
13. 2 ქულა: ავლენს სასწავლო კურსის ცოდნას, დამუშავებული მასალის
მოშველიებით კარგად აყალიბებს საკუთარ პოზიციას და ამყარებს მას
არგუმენტებით, მსჯელობს თამამად, ანგარიშს უწევს, მაგრამ ბრმად არ
ენდობა ავტორების მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს;
14. 1 ქულა: ცდილობს შემოგვთავაზოს საკუთარი ხედვა საკითხთან
მიმართებაში, თუმცა უჭირს საკუთარი პოზიციის დაცვა;
15. 0 ქულა: არ აქვს საკუთარი პოზიცია.
დასკვნები - მაქსიმალური 2 ქულა;
16. 2 ქულა: აჯამებს პროექტის შედეგებს, კარგად ახერხებს ამის
გადმოცემას.
17. 1 ქულა: პროექტში მოცემული დასკვნები ნაწილობრივ
არაარგუმენტირებულია.
18. 0 ქულა: რეფერატში მოცემული დასკვნები არაარგუმენტირებული და
მცდარია.
იყენებს ტექნიკურ საშუალებებს/თვალსაჩინოებებს და იცავს დროის
ლიმიტს - მაქსიმალური 1 ქულა;
1 ქულა: იყენებს ტექნიკურ საშუალებებს/თვალსაჩინოებს და იცავს
დროის ლიმიტს;
0 ქულა: არ იყენებს ტექნიკურ საშუალებებს და არ იცავს დროის
ლიმიტს.

4. დასკვნითი გამოცდა – მაქსიმალური 40 ქულა.


დასკვნითი გამოცდა ტარდება წერითი ფორმით. დასკვნითი
გამოცდისთვის განსაზღვრულია 2 საათი. დასკვნით გამოცდაზე
წარმოდგენილი ბილეთი მოიცავს 10 დახურულ ტესტს და 3 თეორიულ
საკითხს. დახურული ტესტი ფასდება 1 ქულით, თეორიული საკითხი
მაქსიმუმ 10 ქულით.
ტესტი
• თითოეული სწორად მონიშნული ტესტი – ფასდება 1 ქულით,
• თითოეული არასწორად მონიშნული/შეუვსებელი ტესტი - 0

6
ქულით.
თეორიული საკითხის შეფასების კრიტერიუმებია:
9-10 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას,
ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
7-8 ქულა: პასუხი სრულია, მაგარამ შეკვეცილი; ტერმინოლოგიურად
გამართულია; საკითხი ამომწურავად არის გადმოცემული; არსებითი
შეცდომა არ არის; სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ განვლილ მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა.
5-6 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის
გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ აღნიშნება
მცირეოდენი შეცდომები.
3-4 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის
შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს
არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება
რამდენიმე არსებითი შეცდომა.
1-2 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული,
ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია
საკითხის შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენეტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ არაა
მოცემული.

შენიშვნა: სასწავლო კურსის ფარგლებში დისკუსიისა და პრობლემაზე


დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით წარმართული
აქტივობები ფასდება განმავითარებელი შეფასების ფორმატით,
შესაბამისად, სტუდენტის შეფსების შედეგები არ აისახება
ქულობრივად.

პლაგიატი: აკადემიური კეთილსინდისიერების ნორმებისა და


მოთხოვნების სერიოზული დარვევაა. მიუღებელია სხვისი ნაშრომის,
იდეის ან აზრის გამოყენება წყაროს მითითების
გარეშე. ასეთ შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე
დატოვოს სტუდენტის დავალება. წერითი დავალება, რომლითაც
გათვალისწინებულია წყაროს მითითების აუცილებლობა,
შემოწმდება პლაგიატის ამომცნობი პროგრამის (Turnitin)
გამოყენებით. პლაგიატის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში განულდება
სტუდენტის წერითი ნაშრომი. ლექტორი ვალდებულია სტუდენტს
მისცეს შესაბამისი უკუკავშირი. სტუდენტი უფლებამოსილია,
გაასაჩივროს ლექტორის გადაწყვეტილება ნაშრომის განულების
შესახებ. საჩივრის განხილვა ხდება უნივერსიტეტის ,,ეთიკისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის კოდექსის“ შესაბამისად.
ადმინისტრაციული შენიშვნები სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია პირველ ლექციაზე
სტუდენტს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული
მოთხოვნები და შემდგომი მუშაობის სტრატეგია.
სტუდენტი ვალდებულია:
• ყურადღებით გაეცნოს სასწავლო კურსის სილაბუსს.
7
• შეასრულოს სილაბუსით გათვალისწინებული მოთხოვნები
(შეასრულოს საშინაო დავალება; მოემზადოს პრაქტიკული
მუშაობისთვის; ტესტირებისთვის; პრეზენტაციისათვის და ა.შ).
სავალდებულო ლიტერატურა 1. შენგელია თ., ბიზნესის ადმინისტრირების საფუძვლები.
უნივერსალი. თბილისი, 2018.

დამატებითი ლიტერატურა და 1. William M. Pride, Robert J. Hughes, Jack R. Kapoor. BUSINESS. South-
სხვა სასწავლო მასალა Western, Cengage Learning, 2014.
2. მესხია ი. ბიზნესის საფუძვლები. თბილისის უნივერსიტეტის
გამომცემლობა. თბილისი, 2011.
3. სამადაშვილი უ., ბიზნესის საფუძვლები. უნივერსალი. თბილისი,
2015.
4. შუბლაძე გ., ნანიტაშვილი. მ. ბიზნესის საფუძვლები. უნივერსალი.
თბილისი, 2010.
5. საქართველოს კანონი მეწარმეთა შესახებ[კონსოლიდირებული
ვერსია საბოლოო) 25.06.2019]| სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე”
6. https://matsne.gov.ge/ka/document/view/28408?publication=63საქართვე
ლოს კანონი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ
[კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო) 25.06.2019]
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1972742?publication=5
7. ენუქიძე რ., ჯაში თ., ბორცვაძე ც., ჩხეიძე თ. ბიზნესის ენა.
სახელმძღვანელო. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.
თბილისი, 2005.
8. ვაჩნაძე რ, თურქია გ, ლომსაძე პ, ბიზნესი (ტომი I, II), თბილისი,
ESM, 2007 წ.
9. ერქომაიშვილი გ, ბიზნესი - ფირმის ფუნქციონირების ძირითადი
ასპექტები, თბილისი, თსუ, 2007 წ.

დანართი 1
სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა თემა (ლექცია, სამუშაო ჯგუფში მუშაობა) სასწავლო


მასალა
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.28-35
ლექციის თემა
თემა 1. ბიზნესის არსი, კონცეფციები და ფუნქციები
ბიზნესი როგორც საქმიანობა. ბიზნესი, როგორც ეკონომიკურ
ურთიერთობათა სისტემა. ეკონომიკურ სისტემაში ბიზნეს-სექტორის
ადგილი და როლი, ბიზნესის მნიშვნელობა ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო
განვითარებისათვის. ბიზნესის კონცეფციები. ბიზნესის განვითარების
თანამედროვე ტენდენციები და ბიზნეს-მოდელები. საინფორმაციო
I ტექნოლოგიების გავლენა ბიზნესის განვითარებაზე; ციფრული ბიზნესი
როგორც თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში ბიზნესსაქმიანობის
ალტერნატივა.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


სილაბუსის პრეზენტაცია, სწავლის მეთოდოლოგიისა და შეფასების
სისტემის გაცნობა, შეკითხვები სასწავლო კურსის გარშემო საზოგადოების
პრობლემები და ეკონომიკური მიზნები. რესურსების შეზღუდულობა და
ბიზნესი საქართველოს კონტექსტში

8
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.36-43
ლექციის თემა
თემა 2. ბიზნესი და სახელმწიფო
ბიზნესში ჩართული სუბიექტები. საზოგადოებაზე მოქმედი ეკონომიკური
ძალები. წრებრუნვა. სახელმწიფოს როლის ბიზნესის რეგულირებაში.
II

სამუშაო ჯგუფში მუშაობა -


დისკუსია ლექციაზე განხილულ საკვანძო საკითხებზე:
ბიზნესის კონცეფციები. სახელმწიფოს როლის ბიზნესის რეგულირებაში,
თანამედროვე პრობლემების განხილვა საქართველოს მაგალითზე.
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.44-55
ლექციის თემა
თემა 3. ეკონომიკური სისტემები და ბიზნესი
ძირითადი ეკონომიკური სისტემები, რომელშიც ხორციელდება ბიზნესი.
III ბიზნესის თანამედროვე მოდელები. ციფრული ეკონომიკა და ბიზნესი.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


დისკუსია ლექციაზე განხილულ საკვანძო საკითხებზე:
ეკონომიკურ სისტემათა ტიპები. ციფრული ეკონომიკა და ბიზნესი.
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.56-62;
ლექციის თემა .92-95.
თემა 4. ბიზნესის გარემო
ბიზნესის გარემოს არსი. ბიზნესის სამართლებრივი გარემო. ბიზნესის
პოლიტიკური გარემო. ბიზნესის ბუნებრივ–გეოგრაფიული გარემო, ბიზნესის
ტექნოლოგიური გარემო, სოციალურ-კულტურული გარემო.
IV
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
დისკუსია ლექციაზე განხილულ საკვანძო საკითხებზე:
ბიზნესის სამართლებრივი გარემო. ბიზნესის პოლიტიკური გარემო.
ბიზნესის ბუნებრივ–გეოგრაფიული გარემო. სოციალურ - კულტურული
გარემო, ციფრული ტექნოლოგიები და ბიზნესი.

(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.84-92


ლექციის თემა
თემა 5. ბიზნესის საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის ფორმები.
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობ არსი და ფორმები.
ბიზნესი და მომხმარებლები. თანაბარი უფლებების სტიმულირება
დასაქმების სფეროში. ბიზნესი და ინვესტირება. ბიზნესის ეთიკური
პასუხისმგებლობის სტიმულირება.

V
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციის ევოლუცია, არსი და
ფორმები. ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ფილოსოფიური
საფუძვლები. ბიზნესი და ბუნებრივი გარემო.
ბიზნესი და მომხმარებლები. თანაბარი უფლებების სტიმულირება
დასაქმების სფეროში.
PBL – ეთიკური დილემის - ბიზნესის ეთიკური პასუხისმგებლობა - განხილვა
დისკუსია
ბიზნესის ეთიკური პასუხისმგებლობის სტიმულირების საკითხებზე.

9
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.109-127

ლექციის თემა
თემა 6. ბიზნესის ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმები
წარმოების და მომსახურების სფეროში მოქმედი კომპანიები. კომპანიების
VI კლასიფიკაცია საკუთრების ფორმების მიხედვით. საქართველოში ბიზნეს
სუბიექტების რეგისტრაციის წესები
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის დაფუძნების
(რეგისტრაციის) წესი. ბიზნესის სამართლებრივი ფორმები საქართველოში.
პრაქტიკული სავარჯიშო: სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის რეგისტრაცია
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.196-214
ლექციის თემა
თემა 7. ვენჩურული კაპიტალი და ფრენჩაიზინგი, როგორც ბიზნესის
ორგანიზაციის ფორმა
ვენჩურული კაპიტალის არსი და სიდიდე. ვენჩურული დაფინანასების
შესახებ წინადადების მომზადება. ვენჩურული ინვესტირების პირობები.
დამფინანსსბელი ვენჩურული კომპანიების სახეები.
ფინანსური გეგმის მნიშვნელობა ვენჩურული კაპიტალის მოპოვებისათვის.
ფრენჩაიზინგი, როგორც საკუთარი საქმის ორგანიზაციის ფორმა.
ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება.
VII
ფრენჩაიზინგული პაკეტი.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


ვენჩურული კაპიტალის არსი და სიდიდე. ვენჩურული დაფინანასების
შესახებ წინადადების მომზადება. ფრენჩაიზინგი, როგორც საკუთარი საქმის
ორგანიზაციის ფორმა. ფრენჩაიზინგის შესაძლებლობათა შეფასება.
ფრენჩაიზინგული პაკეტი.
დისკუსია
ფინანსური გეგმის მნიშვნელობა ვენჩურული კაპიტალის მოპოვებისათვის.

2 სთ შუალედური გამოცდა
შუალედური გამოცდა
VIII-IX
(მოსამზადებელი მასალა - I-დან VI I კვირის ჩათვლით განვლილი
საკითხები)
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ. 215-232
ლექციის თემა
თემა 8. საერთაშორისო ბიზნესის საფუძვლები
საერთაშორისო ბიზნესის განვითარება. საერთაშორისო ბიზნესი აქტივობის
ფორმები. საერთაშორისო ბიზნეს აქტივობის მოტივატორები. საერთაშორისო
ბიზნესის სახელმწიფო რეგულირება. საერთაშორისო ურთიერთობების
X
ბიზნესზე მოქმედების სფერო. საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების
ფორმები.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


საერთაშორისო საქმიანი ურთიერთობების ფორმები. საქართველოს
პოტენციალი საერთაშორისო ბიზნესში.
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.128-136;
ლექციის თემა 155-170.
XI
თემა 9. ბიზნესის ორგანიზება
როგორ ხდება ბიზნესის ორგანიზება; ინოვაციური და ტრადიციული ბიზნეს

10
იდეები; ბიზნესის ორგანიზების ეტაპები; ბიზნესის გეგმის არსი და
ფუნქციები; ბიზნესის გეგმის სტრუქტურა.
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
ბიზნესის გეგმის არსი და ფუნქციები; ბიზნესის გეგმის სტრუქტურა.
დისკუსია
ბიზნესის გეგმის არსი და ფუნქციები. კონკრეტული ბიზნესი იდეის
რეალიზაციის შესაბამისი ბიზნეს გეგმის განხილვა
პრაქტიკული სავარჯიშო: ბიზნეს გეგმის სტრუქტურაზე მუშაობა
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.266-309.
ლექციის თემა
თემა 10. ლოგისტიკა ბიზნესში
ლოგისტიკის როლი ბიზნესის განვითარებაში. ლოგისტიკის კონცეფციის
XII ევოლუცია. ლოგისტიკა, როგორც მეცნიერული მიმართულება. ლოჯისტიკის
სახეები.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


საქართველოს საგადამხდელო ბალანსი
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ..234-252
ლექციის თემა
თემა 11. ბიზნესის ადმინისტრირება
ბიზნესის მართვის საფუძვლები. ანალიტიკური ჩვევების როლი მართვაში.
მართვის პროცესი. კომპანიის მართვა კრიზისულ სიტუაციაში. ბიზნესის
ორგანიზაციული სტრუქტურის არსი და მნიშვნელობა, ფორმები.
XIII
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
ბიზნესის მართვის საფუძვლები. მართვის პროცესი.კომპანიის მართვა
კრიზისულ სიტუაციაში. ბიზნესის ორგანიზაციული სტრუქტურის არსი და
მნიშვნელობა, ფორმები.
დისკუსია
ანალიტიკური ჩვევების როლი მართვაში.
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1], გვ.324-347
ლექციის თემა
თემა 12. შრომითი რესურსების მართვა და ადამიანური ურთიერთობები
ბიზნესში
შრომითი რესურსების მართვის პროცესი. პროფესიული ფუნქციების
ანალიზი. ახალი კანდიდატების შერჩევა. მომუშავე პერსონალის სწავლება და
XIV კვალიფიკაციის ამაღლება, საქმიანობის შეფასება და ატესტაცია, შრომის
ანაზღაურება (ხელფასი), დამატებითი გადასახდები და მომსახურება,
ოჯახური შემწეობები და შეღავათები.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


შრომითი რესურსების მართვის პროცესი. პროფესიული ფუნქციების
ანალიზი.
(ლექცია 2 სთ) [1], გვ.370-469
ლექციის თემა
თემა 13. მარკეტინგი, როგორც ბიზნესის ფილოსოფია
მარკეტინგის კონცეფციის ევოლუცია. მარკეტინგის ფაქტორები.
XV ინფორმაცია მარკეტინგის სფეროში. სტრატეგიული დაგეგმვა და
მარკეტინგი. ფასწარმოქმნა და პროდუქციის წინსვლა საფირმო ნიშანი და
პროდუქციის განაწილება საერთაშორისო მარკეტინგში.
რეკლამა მარკეტინგის სფეროში ბაზრის შესწავლის სპეციფიკა. გასაღების
პროგრამა მარკეტინგში დიზაინი და შეფუთვა დასავლეთის ბაზარზე.

11
(ლექცია 1 სთ, სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 1 სთ) [1] გვ.584-601
თემა 14. რისკების მართვა და სადაზღვევო ბიზნესი
რისკების არსი და სახეები. რისკების მართვის პროცესი. სადაზღვევო და
დაუზღვეველი რისკები. სადაზღვევო ბიზნესის არსი. სადაზღვევო
ურთიერთობანი. ბიზნესის დაზღვევის სახეები.
XVI

სამუშაო ჯგუფში მუშაობა


სიზნესის დაზღვევის სახეები.
დისკუსია სტრატეგიული დაგეგმვა, მარკეტინგი და რისკების მართვის
პროცესი.
(სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ)
სამუშაო ჯგუფში მუშაობა
XVII
სტუდენტების მიერ შესრულებული პროექტების პრეზენტაცია

XVIII -
დასკვნითი გამოცდა
XIX

XX - XXI დამატებითი გამოცდა

შენიშვნა: სასწავლო მასალაში მითითებული რიგითი ნომერი შეესაბამება მოცემული სასწავლო


კურსის სავალდებულო ლიტერატურაში მითითებული წყაროს რიგით ნომერს.

12

You might also like