You are on page 1of 6

სილაბუსი

აკადემიური წელი 2023-2024 სემესტრი I

კოდი BUS103014 დასახელება ბიზნესის საწყისები

3 (84 საათი)
საკონტაქტო საათი 35 საათი:
● ლექცია 15 საათი
● სემინარი 15 საათი
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი
● შუალედური გამოცდები - 3
საათი
● ფინალური გამოცდა - 2 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა 49 საათი

ენა ქართული აუდიტორია

დავით მარკოზაშვილი ელექტრონული d.markozashvili@freeuni.edu.ge


ლექტორები
გიორგი ბისიეშვილი ფოსტა g.bisieshvili@freeuni.edu.ge

კონსულტაცია: ინდივიდუალურად, სტუდენტის საჭიროებისამებრ, დანიშნულ დროს

აღწერა
საგანი ბიზნესის საწყისები წარმოადგენს შესავალს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებში, მეთოდებში,
სტრუქტურებსა და საქმიანობაში. ჩვენი მიზანია სტუდენტებს გავაცნოთ ბიზნესის ენა, ცნებები და გარემო. საგანი
წარმოადგენს ერთგვარ გზამკვლევს თანამედროვე ბიზნესში.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
სტუდენტს დავანახოთ ადამიანებისა და ბიზნესის ურთიერთკავშირი, ის რომ ბიზნესის წარმატების წინაპირობაა
ადამიანებისთვის საჭირო პროდუქტის შექმნა და მის მომგებიანად გაყიდვა:
● სტუდენტს შევუქმნათ წარმოდგენა მარკეტინგულ საქმიანობაზე
● სტუდენტი გავარკვიოთ ძირითადი ფინანსური ანგარიშგებების: საბალანსო ანგარიშგება, მოგება-ზარალის
ანგარიშგება, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება - ელემენტებში
● სტუდენტი გავარკვიოთ მენეჯერის როლებსა და ფუნქციებში, ორგანიზაციულ სტრუქტურებში, ბიზნესის
ორგანიზების ეტაპებში, ძირითად სამართლებრივ ფორმებში
● სტუდენტი გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის ფული და ფასიანი ქაღალდები და როგორ მუშაობს საბანკო
სისტემა

სწავლის შედეგები
კურსის გავლის შედეგად, სტუდენტი:
● იცნობს თანამედროვე ბიზნესის კონცეფციებს
● ადგენს მარტივი სახის საბალანსო, მოგება–ზარალისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებებს,
ანსხვავებს ერთმანეთისაგან ხარჯებს, ატარებს BEP ანალიზს
● მსჯელობს დაფინანსების წყაროებზე და აფასებს ბიზნესის მომგებიანობას
● იცნობს ბიზნესის ორგანიზების ეტაპებს
● იცნობს ბიზნესის ძირითად სამართლებრივ ფორმებს, მათ დადებით და უარყოფით მხარეებს
● აყალიბებს საკუთარ მოსაზრებებს და ამყარებს მათ არგუმენტებით

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსი შედგება როგორც ლექციების, ასევე სემინარებისაგან და მისთვის გამოყოფილია 16 კვირა. ლექციაზე ახსნილ
მასალის ირგვლივ სემინარებზე გაიმართება დისკუსიები, რაც სტუდენტებს მისცემთ საშუალებას განიმტკიცონ
თეორიული ცოდნა და დაფიქრდნენ ისეთ საკითხებზე, რომელთათვისაც მანამდე ყურადღება არ მიუქცევიათ.

სწავლებისა და სწავლის მეთოდებია:


● წიგნზე მუშაობის მეთოდი
● ვერბალური მეთოდი
● დისკუსია
● ანალიზის მეთოდი
● ახსნა-განმარტებითი მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული
მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 11 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15 ქულა.

შუალედური და ფინალური გამოცდები:

სტუდენტები სემესტრის განმავლობაში დაწერენ 2 შუალედურ და 1 ფინალურ გამოცდას, რისი საშუალებითაც


შემოწმდება მათი ცოდნა. შუალედური გამოცდა 1 იქნება 1-5 კვირების განმავლობაში განვლილ მასალაზე,
შუალედური გამოცდა 2 შეამოწმებს 7-11 კვირების განმავლობაში განვლილ მასალას და ფინალური გამოცდა იქნება
მთლიანი სემესტრის განმავლობაში განვლილ საკითხებზე.

სამივე გამოცდა ტარდება დახურული წიგნის პრინციპით.

შენიშვნა: შუალედური გამოცდების აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

● თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
● თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე
შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის
სიმძიმის გათვალისწინებით შესაძლებელია დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია ბიზნესის სკოლის საბაკალავრო
პროგრამის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის)
წინაპირობას.

შუალედური შეფასების კომპონენტები


კომპონენტი 1. შუალედური გამოცდა 1 – 30 ქულა. პირველი შუალედური გამოცდა მოიცავს სავარაუდო პასუხებიან
საკითხებს და ასევე, ღია კითხვიან საკითხებს.

ღია საკითხი ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით:

2
● 5 ქულა - პასუხი სწორია.
● 0 ქულა - პასუხი არ არის სწორი.

სავარაუდო პასუხიანი საკითხები შეიძლება სირთულის მიხედვით იყოს 0,5 ან 1-ქულიანი. თითოეულ საკითხს
შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სწორი პასუხი. ყველა სწორი პასუხის მონიშვნა ფასდება საკითხისათვის
მინიჭებული მაქსიმალური ქულით, ხოლო ყველა არასწორი პასუხის მონიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ქულის
დაკლება. ქულების დეტალური განაწილება საკითხების მიხედვით მოცემულია გამოცდაზე.

კომპონენტი 2. შუალედური გამოცდა 2 – 30 ქულა. მეორე შუალედური გამოცდა მოიცავს ორ საკითხს:

პირველი საკითხი (21 ქულა) ეხება ფინანსურ აღრიცხვას და გულისხმობს მარტივი სამეურნეო ოპერაციების
საბალანსო ტოლობაში აღრიცხვას და შემდეგ ფინანსური ანგარიშგებების მომზადებას (მოგება-ზარალი, კაპიტალის
ცვლილება, ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობა). ანგარიშგების თითოეულ კომპონენტს, რომელიც ერთი ან
რამდენიმე სამეურნეო ოპერაციის (გარიგების) აღრიცხვის შედეგად მიიღება, ენიჭება აღრიცხვის სირთულის
შესაბამისი წონა და შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება:

● კომპონენტი არ არის გამოთვლილი, ან გამოთვლებში დაშვებულია არსებითი შეცდომები, თუმცა ზოგიერთი


შუალედური შედეგი მიღებულია (0%-19%).
● გამოთვლები სწორია ან დაშვებულია მცირედი შეცდომა, გარიგება სწორ ანგარიშებზეა ასახული, მაგრამ
ანგარიშგებაში ან არ არის წარმოდგენილი, ან არასწორ ადგილას არის წარმოდგენილი (20%-49%).
● გამოთვლებში დაშვებულია მცირედი შეცდომა, თუმცა გარიგება სწორ ანგარიშებზეა ასახული და
ანგარიშგებაშიც არის წარმოდგენილი, თუმცა შეიძლება არასწორ ადგილას (50%-79%).
● გამოთვლები სწორია, გარიგება სწორ ანგარიშებზეა ასახული და შესაბამის ანგარიშგებაშიც არის
წარმოდგენილი, თუმცა შეიძლება არასწორ ადგილას (80%-100%).

მეორე საკითხი (9 ქულა) ეხება მენეჯერულ აღრიცხვას და გულისხმობს ერთი სიტუაციური ამოცანის ირგვლივ
დასმულ რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემას. თითოეულ კითხვას გამოთვლის სირთულის შესაბამისი წონა
ენიჭება. თითოეულ კითხვაზე პასუხი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

● კითხვაზე საბოლოო პასუხი არ არის გაცემული, შუალედური შედეგები არ არის წარმოდგენილი, ან ზოგიერთ
მათგანში დაშვებულია არსებითი შეცდომა (0-29%).
● საბოლოო პასუხი არ არის წარმოდგენილი, თუმცა შუალედური შედეგი სწორადაა დათვლილი, ან
დაშვებულია მცირედი შეცდომა (30%-69%).
● საბოლოო პასუხი სწორია და მოყვანილია საშუალედო გამოთვლები (70%-100%).

დასკვნითი შეფასება
დასკვნითი გამოცდა - 40 ქულა. ფინალური გამოცდა მოიცავს სავარაუდო პასუხებიან საკითხებს და ასევე, ღია
კითხვიან საკითხებს.

ღია ან სავარაუდო პასუხიანი საკითხები არის 1-ქულიანი. ღია საკითხის შემთხვევაში თუ პასუხი სწორია,
სტუდენტი იღებს 1 ქულას, ხოლო თუ არასწორია - 0 ქულას. სავარაუდო პასუხებიან თითოეულ საკითხს შეიძლება
ჰქონდეს რამდენიმე სწორი პასუხი. ყველა სწორი პასუხის მონიშვნა ფასდება საკითხისათვის მინიჭებული
მაქსიმალური ქულით, ხოლო ყველა არასწორი პასუხის მონიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს ქულის დაკლება. ქულების
დეტალური განაწილება საკითხების მიხედვით მოცემულია გამოცდაზე.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0

3
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

მასალები
ლექტორების მიერ მომზადებული პრეზენტაციები.

რეკომენდებული დამატებითი მასალა:


All about derivatives by Durbin, M. McGraw Hill Professional, 2nd edition, 2010
Business Essentials, 12th edition, Ronald J. Ebert and Ricky W. Griffin, Pearson Education 2020.

კურსის განმავლობაში სტუდენტებს მიეწოდებათ დამატებითი საკითხავი მასალა. მასალები განთავსებულია Google
Classroom-ზე, რომლის ლინკიც პირველი ლექციის დროს მიეწოდებათ სტუდენტებს კლასში. კურსის ფარგლებში
კომუნიკაციაც განხორციელდება მხოლოდ Google Classroom-ის მეშვეობით

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინეობა თემა დავალება

1 ლექცია ბიზნეს-გარემო ლექტორის მიერ მომზადებული


ბიზნესისა და მოგების ცნება პრეზენტაცია.
ბიზნეს-გარემო და მისი მნიშვნელობა
რეკომენდებული მასალა: Business
Essentials, თავი 1

ლექცია ბიზნეს-გარემო ლექტორის მიერ მომზადებული


მოთხოვნა - მიწოდება პრეზენტაცია.
ეკონომიკური სისტემები
რეკომენდებული მასალა: Business
Essentials, თავი 1

2 ლექცია ანტრეპრენერობა და ბიზნესის ლექტორის მიერ მომზადებული


მფლობელობა პრეზენტაცია.
მცირე ბიზნესი
რეკომენდებული მასალა: Business
ანტრეპრენერობა
Essentials, თავი 3
ბიზნესის დაფინანსება
ბიზნესის ორგანიზაციული ფორმები
სემინარი დისკუსია ანტრეპრენერობაზე და ბიზნესის
მფლობელობაზე

3 ლექცია ბიზნესის მენეჯმენტი ლექტორის მიერ მომზადებული


ორგანიზაციული სტრუქტურა პრეზენტაცია.
ცენტრალიზაცია და დეცენტრალიზაცია
რეკომენდებული მასალა: Business
ბრტყელი ორგანიზაციები
Essentials, თავი 6

სემინარი დისკუსია ბიზნესის მენეჯმენტზე

4 ლექცია თანამშრომლები და მოტივაცია ლექტორის მიერ მომზადებული


თანამშრომლების მართვა პრეზენტაცია.
მოტივაციის თეორიები
რეკომენდებული მასალა: Business
მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები
Essentials, თავი 8

სემინარი დისკუსია თანამშრომლებზე და მათ


მოტივაციაზე

4
5 ლექცია ფასწარმოქმნა და დისტრიბუცია ლექტორის მიერ მომზადებული
ფასწარმოქმნა პრეზენტაცია.
დისტრიბუცია და მისი მნიშვნელობა
რეკომენდებული მასალა: Business
Essentials, თავი 12

სემინარი დისკუსია ფასწარმოქმნაზე და


დისტრიბუციაზე
კონსულტაცია შუალედური გამოცდისთვის

6 შუალედური გამოცდა 1

7 ლექცია ფინანსები და ფინანსური აღრიცხვა ლექტორის მიერ მომზადებული


ძირითადი საბალანსო ტოლობა პრეზენტაცია

სემინარი გარიგებების აღრიცხვა საბალანსო ტოლობაზე

8 ლექცია მოგება-ზარალის ანგარიშგება, ლექტორის მიერ მომზადებული


გაუნაწილებელი მოგების ცვლილების პრეზენტაცია
ანგარიშგება, საბალანსო ანგარიშგება

სემინარი მოგება-ზარალის, გაუნაწილებელი მოგების


ცვლილების და საბალანსო ანგარიშგებების
აგება და წაკითხვა

9 ლექცია ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება ლექტორის მიერ მომზადებული


პრეზენტაცია

სემინარი ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგების


აგება

10 ლექცია ფიქსირებული და ცვლადი ხარჯები, ლექტორის მიერ მომზადებული


ნულოვანი მოგების წერტილი პრეზენტაცია და მასალები

სემინარი ნულოვანი მოგების წერტილის პოვნა,


სიტუაციები გადაწყვეტილების მიღებაზე
(წარმოება თუ ყიდვა, სპეც. შეკვეთის მიღება
თუ არ მიღება, განყოფილების შენარჩუნება თუ
დახურვა)

11 ლექცია კონსულტაცია

სემინარი შუალედური გამოცდა 2

12 ლექცია ფული და საბანკო სისტემა ლექტორის მიერ მომზადებული


რა არის ფული პრეზენტაცია.
ფინანსური ინსტიტუტები
რეკომენდებული მასალა: Business
Essentials, თავი 15

სემინარი დისკუსია ფულზე და საბანკო სისტემებზე

5
13 ლექცია ფინანსების მართვა ლექტორის მიერ მომზადებული
ფულის დროში ღირებულება პრეზენტაცია.
ინვესტირება
რეკომენდებული მასალა: Business
ფასიანი ქაღალდები
Essentials, თავი 16

სემინარი დისკუსია ფინანსების მართვაზე

14 ლექცია ფინანსური ინსტრუმენტები ლექტორის მიერ მომზადებული


ფორვარდები პრეზენტაცია.
ფიუჩერსები
სვოპები რეკომენდირებული მასალა: All
ოფშენები about Derivatives, თავები 2,3,4,5,8

სემინარი დისკუსია ფინანსურ ინსტრუმენტებზე

15 ლექცია ოპერაციების მენეჯმენტი და ხარისხის ლექტორის მიერ მომზადებული


მართვა პრეზენტაცია.
ღირებულების შექმნა
ოპერაციების სტრატეგია რეკომენდებული მასალა: Business
Essentials, თავი 7
ოპერაციების დაგეგმვა და კონტროლი
სემინარი შემაჯამებელი დისკუსია

16 სემინარი კონსულტაცია

სემინარი კონსულტაცია

მწვანედ აღნიშნულ კვირებში, ლექციებსა და სემინარებს გაუძღვება გიორგი ბისიეშვილი, ხოლო ნაცრისფრად
აღნიშნულში - დავით მარკოზაშვილი

დამატებითი მოთხოვნები
დაგვიანება
სტუდენტები დაგვიანების შემთხვევაში არ დაიშვებიან ლექციაზე.

მობილური ტელეფონები და კომპიუტერები


ყოველგვარი ელექტრონული ტექნიკა აკრძალულია ლექციებისა და სემინარების მსვლელობის დროს, ლექტორის
მითითების გარეშე.

საჯარიმო დავალებები
სხვადასხვა დარღვევისათვის (მობილურით სარგებლობა, ლაპარაკი, ა.შ.) სტუდენტებს დაენიშნებათ საჯარიმო
დავალება (დეტალები კლასში გახდება ცნობილი).

ბონუს ქულები
სტუდენტებს, რომლებიც იაქტიურებენ ლექციების/სემინარების დროს, გამოიჩენენ ინიციატივას ან სხვ., შეუძლიათ
მიიღონ ბონუს ქულები.

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-


ვიდეო გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის
და აუდიტორიის თანხმობის გარეშე.

You might also like