You are on page 1of 5

თურქული ენა A1

#1 გაკვეთილი
თურქული ანბანი - ლათინურ ანბანზე აგებულია,
შედგება 29 ასოსგან რომელთაგან 8 ხმოვანია,
დანარჩენი თანხმოვანი. ყველა ასო განასახიერებს
მხოლოდ ერთ ბგერას: იკითხება ისე , როგორც იწერება.
თურქულ ენაში ლათინური ასოები '' Q , W , X
'' ჩაანაცვლა K , V , KS ასოებმა.

თურქულ ენაში 8 ხმოვანი ასოა, რომელიც


იყოფა ორ კატეგორიად მაგარ და რბილ
ხმოვნებად.

Kalın Ünlüler / მაგარი ხმოვნებია : a,ı ,o, u .

İnce Ünlüler /რბილი ხმოვნებია : e , i , ö ,ü .

თურქულ ენაში 21 თანხმოვანია, ესენია :


B,C,Ç ,D ,F ,G ,Ğ, H, J, K, L, M, N, P, R, S, Ş, T, V,
Y, Z.
Yumuşak Ge -ს წარმოთქმა

1. თანხმოვანი ğ სიტყვის თავში არ გვხვდება;


2. სიტყვის შიგნით მაგარი ხმოვნის გვერდით
არ წარმოითქმის, მაგ: kurbağa - (ქურბაა) ბაყაყი, ağaç
- (ააჩ) ხე, mağaza - (მააზა) მაღაზია;
3. რბილი ხმოვნის გვერდით ğ წარმოითქმის
როგორც y, მაგ: öğretmen - (ოირეთმენ)
მასწავლებელი, değil - (დეილ) არა;
4. სიტყვის ბოლოში ğ არ წარმოითქმის, მაგრამ
მის წინ მდგომი ხმოვანი წარმოითქმის გრძლად,
მაგ: dağ - (დაა) მთა;
5. თუ ğ თანხმოვანზე დაბოლოებულ სიტყვას
დაერთვის აფიქსი, იგი წარმოითქმის როგორც
სუსტი “ღ”, მაგ: dağda - (დაღდა) მთაზე.

You might also like