You are on page 1of 14

თეა ტეტელოშვილი

აღმართი A1
გაკვეთილი 5

მოსმენა:
ნელა და გარკვევით წარმოთქმული ტექსტიდან / დიალოგიდან საგნების
სიმრავლის შესახებ ინფორმაციის გაგება; მარტივი რიცხვითი სახელების
(1-10) გაგება.

კითხვა:
მარცვლების / სიტყვების სწორად წაკითხვა; ნაცნობი სიტყვებისაგან
აგებული ძალიან მარტივი წინადადებების წაკითხვა.

ლაპარაკი:
საგანთა სიმრავლის გრამატიკული და ლექსიკური გამოხატვა; საუბრისას
მარტივი რიცხვების დასახელება; ძალიან მარტივი წინადადებების აგება
რიცხვში შეთანხმების საკითხის გათვალისწინებით; საგნის მდებარეობის
შესახებ ინფორმაციის გაცემა; წინადადების სხვადასხვა წევრისთვის მარტივი
კითხვის დასმა.

წერა:
ძალიან მარტივი წინადადებების შედგენა შესწავლილი ნაცვალსახელებისა
და რიცხვითი სახელების გამოყენებით.

53
მრავლობითი რიცხვი • რაოდენობის გამოხატვა • ადგილმდებარეობა

1 ა. მოისმინეთ, წაიკითხეთ და შეადარეთ.

ტაქსი ფოტო ტაქს-ებ-ი ფოტო-ებ-ი

ლამპა პასპორტი ლამპ-ებ-ი პასპორტ-ებ-ი

კაფე კომპიუტერი კაფე-ებ-ი კომპიუტერ-ებ-ი

ბ. წაიკითხეთ და შეადარეთ.

ფოტო ო+ებ-ი ფოტოები ...ე / ო / უ +ებ-ი = ...ე / ო / უ -ებ-ი


კაფე ...ი / ა +ებ-ი = ...ებ-ი
ე+ებ-ი კაფეები
მენიუ უ+ებ-ი მენიუები ღვინო, ჩაი, რძე, წყალი...
ლამპა ა+ებ-ი ლამპები თბილისი, პარიზი, ამერიკა, ევროპა... + ებ-ი
ტაქსი ი+ებ-ი ტაქსები გიორგი, დაჩი, ნინო, მარიამი...
პასპორტი ი+ებ-ი პასპორტები

54
გ. დაწერეთ სიტყვები მრავლობით რიცხვში.

მაგალითი: ავტობუსები

ტურისტი

ვიზა

ფირმა

მენეჯერი

ოპერა

ბანკი

2 წაიკითხეთ და შეადარეთ.

მე ვარ სტუდენტი ჩვენ ვართ სტუდენტები

შენ ხარ სტუდენტი თქვენ ხართ სტუდენტები

ის არის სტუდენტი ისინი არიან სტუდენტები

ეს არის სტუდენტი ესენი არიან სტუდენტები

55
3 წაიკითხეთ წინადადებები. აღნიშნეთ სწორი წინადადებები, არასწორი – გაასწორეთ.

მაგალითი: ეს არის ჟურნალისტები. ესენი არიან ჟურნალისტები.

ეს არის ჟურნალისტი.

1. მე ვარ სტუდენტი.

2. თქვენ ხართ სტომატოლოგები.

3. შენ ხარ ჟურნალისტები.

4. ის არ არის უნივერსიტეტები.

5. მე არ ვარ პროფესორები.

6. თქვენ არ ხარ სტუდენტები.

7. შენ ხარ სტომატოლოგები.

8. ჩვენ არ ვართ დირექტორები.

9. ის არის ბანკი.

10. ჩვენ ვართ მენეჯერი.

4 ა. მოისმინეთ და წაიკითხეთ.

1 – ერთი 6 – ექვსი
2 – ორი 7 – შვიდი
3 – სამი 8 – რვა
4 – ოთხი 9 – ცხრა
5 – ხუთი
10 – ათი

ბ. დააკავშირეთ რიცხვი და სიტყვა.

ოთხი ხუთი

ერთი რვა

ექვსი ათი

ორი ცხრა

სამი შვიდი

56
5 წაიკითხეთ და შეადარეთ.

იქ
იქ არის ის.

აქ
აქ არის ეს.

აქ ვარ მე. აქ ვართ ჩვენ.


მე ვარ აქ. ჩვენ ვართ აქ.

აქ ხარ შენ. აქ ხართ თქვენ.


შენ ხარ აქ. თქვენ ხართ აქ.

იქ არის ის. იქ არიან ისინი.


ის არის იქ. ისინი არიან იქ.

57
6 შეადგინეთ წინადადებები, გამოიყენეთ სიტყვები აქ და იქ.
მაგალითი: აქ არის პასპორტი.

იქ არის ყავა.

1.

2.

3.

4.

5.

6.

7.

8.

1. 2.

3. 4. 5.

6. 7.

8. 9. 10.

58
7 წაიკითხეთ და შეადარეთ.

1 ფოტო = ერთი ფოტო 6 ფოტო = ექვსი ფოტო


ეს არის ერთი ფოტო. ეს არის ექვსი ფოტო.
ეს არის ფოტო. ეს არის ფოტოები.

ერთი / ორი / სამი / ოთხი / ხუთი... ფოტო

1 პასპორტი = ერთი პასპორტი 4 პასპორტი = ოთხი პასპორტი


ეს არის ერთი პასპორტი. ეს არის ოთხი პასპორტი.
ეს არის პასპორტი. ეს არის პასპორტები.

ერთი / ორი / სამი / ოთხი / ხუთი... პასპორტი

1 ლამპა = ერთი ლამპა 2 ლამპა = ორი ლამპა


ეს არის ერთი ლამპა. ეს არის ორი ლამპა.
ეს არის ლამპა. ეს არის ლამპები.

ერთი / ორი / სამი / ოთხი / ხუთი... ლამპა

59
1 სტუდენტი = ერთი სტუდენტი 5 სტუდენტი = ხუთი სტუდენტი
შენ ხარ სტუდენტი. თქვენ ხართ ხუთი სტუდენტი.
თქვენ ხართ სტუდენტები.

1 ჟურნალისტი = ერთი ჟურნალისტი 2 ჟურნალისტი = ორი ჟურნალისტი


მე ვარ ჟურნალისტი. ჩვენ ვართ ჟურნალისტები.

8 აღნიშნეთ სწორი წინადადებები.

1. მე ვარ სტუდენტი. 5. ისინი არიან ტურისტები.


ჩვენ ვარ სტუდენტი. ისინი არის ტურისტები.
მე ვარ სტუდენტები. ის არიან ტურისტები.

2. ჩვენ ვართ სამი ჟურნალისტები. 6. ისინი არის პროფესორები.


ჩვენ ვარ სამი ჟურნალისტი. ის არის პროფესორი.
ჩვენ ვართ სამი ჟურნალისტი. ის არიან პროფესორები.

3. იქ არის სამი კომპიუტერი. 7. აქ არის ოთხი ტელეფონი.


იქ არიან სამი კომპიუტერი. აქ არიან ოთხი ტელეფონი.
იქ არიან სამი კომპიუტერები. აქ არიან ოთხი ტელეფონები.

4. თქვენ ხართ ოთხი მენეჯერი. 8. მე ვართ დირექტორი.


თქვენ ხართ ოთხი მენეჯერები. მე ვართ დირექტორები.
თქვენ ხარ ოთხი მენეჯერი. მე ვარ დირექტორი.

60
9 დაალაგეთ სიტყვები ისე, რომ მიიღოთ წინადადებები.

1. (ვართ, ჩვენ, ჟურნალისტები)

2. (ხართ, სამი, თქვენ, სტუდენტი)

3. (არ, დირექტორები, ისინი, არიან)

4. (მენეჯერი, ვარ, მე)

5. (არ, შენ, რაგბისტი, ხარ)

6. (ფოტო, ეს, არის, არ)

7. (არის, ტაქსი, აქ)

8. (არ, ჩვენ, ვართ, სტუდენტი, ხუთი)

9. (პასპორტი, არ, ის, არის)

10. (არის, ვიზა, ეს)

61
10 ფოტოებს მიუწერეთ სიტყვები რაოდენობის მითითებით.

ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი

სტომატოლოგი, ტაქსი, ტელეფონი, პროფესორი, ჟურნალისტი, ჟურნალი,


კომპიუტერი, ტურისტი, სტუდენტი, ლამპა, ავტობუსი, ხაჭაპური

ხუთი სტუდენტი

62
11 ა. გაანაწილეთ სიტყვები ცხრილში მრავლობითი რიცხვის ქონა-არქონის მიხედვით.

ბანკი, ტურისტი,
№ №
ღვინო, ანა, ვიზა,
სტუდენტი, წყალი, 1. ვიზა 1. ანა
სუპერმარკეტი, 2. 2.
პარიზი, თბილისი, 3. 3.
წერეთელი, კაფე, 4. 4.
ევროპა, 5. 5.
ჯავახიშვილი 6. 6.
ლაშა, 7. 7.
აზია, თამარი, 8. 8.
ნინო, პასპორტი, 9. 9.
ჩაი, გამსახურდია, 10. 10.
აეროპორტი, 11. 11.
რძე, ამერიკა, 12. 12.
ჭავჭავაძე, ფირმა, 13. 13.
ათენი, გიდი, 14. 14.
ტაქსი, გიორგი 15. 15.

ბ. დაწერეთ პირველი სვეტის სიტყვები მრავლობით რიცხვში.


1. ვიზები
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
11.
12.
13.
14.
15.

63
12 მოისმინეთ, წაიკითხეთ და დაბეჭდეთ.

ა. გამარჯობა! მე ვარ ლუკა ჯავახიშვილი. მე ვარ მენეჯერი. ეს არის თიკო


ღვინიაშვილი. თიკო არის სტუდენტი. თიკო არ არის პროფესორი.

ბ. – გამარჯობა! მე ვარ გიორგი. თქვენ?


– გამარჯობა! მე ლუკა ვარ.
– ლუკა, შენ სტუდენტი ხარ?
– დიახ, მე სტუდენტი ვარ.
– ის ვინ არის?
– ის ნინოა.
– ნინო დირექტორია?
– არა, ნინო არ არის დირექტორი. ნინო სტუდენტია.
გ. – გამარჯობა, თიკო!
– გამარჯობა, ანა!
– ანა, ეს არის გიორგი. გიორგი, ეს ანაა!
– გამარჯობა, გიორგი!
– გამარჯობა, ანა!
– გიორგი, შენ მენეჯერი ხარ?
– დიახ. შენ?
– მე სტომატოლოგი ვარ.

13 წაიკითხეთ და შეადარეთ.

რამდენი?

ორი ლამპა ხუთი სტუდენტი


– აქ რამდენი ლამპა არის? / – აქ რამდენი სტუდენტი არის? /
– აქ რამდენი ლამპაა? – აქ რამდენი სტუდენტია?
– ორი. – ხუთი.

ოთხი ფოტო ერთი პასპორტი


– აქ რამდენი ფოტო არის? / – აქ რამდენი პასპორტი არის? /
– აქ რამდენი ფოტოა? – აქ რამდენი პასპორტია?
– ოთხი. – ერთი.

64
14 წაიკითხეთ და შეადარეთ.

– სად არის ფოტოები? – სად არის ლამპები?


– ფოტოები არის აქ. იქ – ლამპები არის იქ.
– სად არის ოთხი ფოტო? – სად არის ორი ლამპა?
– ოთხი ფოტო არის აქ. – ორი ლამპა არის იქ.
აქ

– სად არის პასპორტები? – სად არიან სტუდენტები?


– პასპორტები არის აქ. – სტუდენტები არიან იქ.
– სად არის ოთხი პასპორტი? – სად არის ხუთი სტუდენტი?
– ოთხი პასპორტი არის აქ. – ხუთი სტუდენტი არის იქ.

15 ხაზგასმულ სიტყვას დაუსვით კითხვა. გამოიყენეთ კითხვითი სიტყვები:


ვინ, რა, რამდენი, სად.

მაგალითი: თიკო არის ჟურნალისტი. ვინ არის ჟურნალისტი?

1. გიორგი არის მენეჯერი.

2. აქ არის ტაქსი.

3. იქ არის ორი ლამპა.

4. ეს არის ჟურნალი.

5. აქ არის კაფეები.

6. შენ ხარ სტუდენტი.

7. შენ ხარ აქ.

8. იქ არის რვა ჟურნალისტი.

9. ეს არის უნივერსიტეტი.

10. აქ არის თეატრი.

65
16 ასოებით ააწყვეთ სიტყვა და დაუკავშირეთ ფოტოს.

იატსქ

ტაქსი
სიიუტტრ

აიზვ

ეაფკ

სტპპრაოი

66

You might also like