Professional Documents
Culture Documents
როგორც შექსპირმა თქვა: „კალამი მახვილზე ძლიერია“ , თუმცა მხოლოდ კალამი არ არის
საკმარისი იმისათვის, რომ კარგად ვწეროთ: გარკვეული ცოდნა და უნარ-ჩვევებიც
საჭიროა. ჰუმანიტარულ მეცნიერებებში იდეების მკაფიოდ, ეფექტურად გადმოსაცემად ხშირად
მიმართავენ ესეს, რომელიც გვეხმარება მოვუთხროთ მკითხველს, რას ვფიქრობთ ამა თუ იმ საკითხზე,
წარმოვუდგინოთ არგუმენტები, რომლებიც დაარწმუნებენ მას, რომ ჩვენი მოსაზრებები
ანგარიშგასაწევი, საინტერესო და დამაჯერებელია.
წინამდებარე სტატიაში მოგითხრობთ ხუთაბზაციანი ესეს სტრუქტურაზე და გაგიზიარებთ
რჩევებს, რომლებიც გამოგადგებათ ესეს წერის პროცესში.
▪ ძირითადი ნაწილი.
▪ დასკვნა.
▪ არანაკლებ…
▪ მაშასადამე…
▪ ამ მონაცემების საფუძველზე….
ზოგადი რეკომენდაციები:
▪ სასურველია ესეს წერა გეგმის შედგენით დავიწყოთ. მართალია დროის სიმცირის გამო,
განსაკუთრებით გამოცდის პერიოდში, რთულია გეგმის შესადგენად დროის გამონახვა, თუმცა
სანაცვლოდ საქმეს მნიშვნელოვნად გაიიოლებთ.
▪ ესეს წერის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ენობრივ გამართულობას და ლექსიკურ
სიმდიდრეს. ნაშრომი, სადაც ავტორი ძირითადად ერთსა და იგივე სიტყვებს იყენებს, არ ახდენს
მკითხველზე დადებით შთაბეჭდილებას.
▪ უნდა გვახსოვდეს რომ ესეს წერის ეფექტური ხერხების შესასწავლად თეორია არ არის
საკმარისი, რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ სასურველი ტექნიკის დაუფლებაში.
განმარტებები:
თეზისი – დებულება, რომლის ჭეშმარიტება უნდა დამტკიცდეს.
თემატური წინადადება – წარმოადგენს აბზაცის ყველაზე მნიშვნელოვან წინადადებას.
ოფიციალურ ნაშრომებში ის აბზაცის პირველი წინადადებაა და ერთგვარად აჯამებს აბზაცში
გადმოცემულ ინფორმაციას.