You are on page 1of 6

სილაბუსი

აკადემიური წელი 2022-2023 სემესტრი VII

კოდი CIS404005 დასახელება მართვის ინფორმაციული სისტემები

4 (112 საათი)
საკონტაქტო - 29 სთ
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი • ლექცია, სემინარი - 28 სთ
• შუალედური გამოცდა - 1 სთ
დამოუკიდებელი 83 სთ

ენა ქართული აუდიტორია

ელექტრონული
ლექტორი მარიკა კლდიაშვილი m.kldiashvili@freeuni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
21-ე საუკუნეში ძნელად წარმოსადგენია წარმატებული ორგანიზაცია ინფორმაციული სისტემის გარეშე.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იზრდება ადამიანებისა და ორგანიზაციების
დამოკიდებულება ინფორმაციულ სისტემებზე, რაც თავის მხრივ წარმატებული მენეჯერისთვის ამ მიმართულებაში
ცნობიერების ამაღლებას გარდაუვალს თუ არა აუცილებელს ხდის.

მართვის ინფორმაციული სისტემები არის კურსი, სადაც მსმენელები გაეცნობიან საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და სისტემების სფეროში არსებულ ძირითად მიმართულებებს, შემადგენელ კომპონენტებს. გაიგებენ როგორ იქმნება
ინფორმაციული სისტემა, რა ეტაპებს გადის ის დანერგვამდე, რა ფაქტორებს უნდა მიექცეს ყურადღება შექმნისა და
დაგეგმვის პროცესში. გაეცნობიან ძირითად ტერმინოლოგიას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამუშაო გარემოში
სწორ კომუნიკაციას სფეროს სპეციალისტებთან და საბოლოო ჯამში იქნება წინაპირობა ეფექტიანი სისტემის
რეალიზაციისათვის.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
წინამდებარე კურსის ფარგლებში მსმენელები გაეცნობიან:
✓ ინფორმაციული სისტემის არსსა და ფუნდამენტურ ცნებებს
✓ ინფორმაციული სისტემის ფუნქციონირებისათვის საჭირო ძირითად კომპონენტებს
✓ ინფორმაციული სისტემის სასიცოცხლო ციკლსა და მისი შემუშავების ეტაპებს
✓ ინფორმაციული სისტემის როლს ელ. მმართველობაში
✓ ინფორმაციული უსაფრთხოების კლასიფიკაციას
✓ ინფორმაციული უსაფრთხოების მართვასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს

სწავლის შედეგები
კურსის გავლის შედეგად სტუდენტი:
• იაზრებს რა არის და როგორ იქმნება ინფორმაციული სისტემა, რისი გათვალისწინებაა საჭირო
ინფორმაციული სისტემის შექმნის ფარგლებში, რას უნდა მიექცეს ყურადღება უსაფრთხოების კუთხით
ინფორმაციული სისტემის შექმნისას, თუ რა რეგულაციებსა ან სტანდართებთან შეიძლება მოუწიოს შეხება
სამუშაო პროცესში
• ახდენს ელ. მმართველობისა და ბიზნესის ინფორმაციულ სისტემებს შორის საერთო ნაწილის
იდენტიფიკაციას
• ითვალისწინებს ელ. მმართველობის პრინციპებსა და მიდგომებს ორგანიზაციის ინფორმაციული სისტემის
შექმნისას
• ახდენს ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მინიმალური რისკების იდენტიფიკაციას და
იყენებს მათი დაზღვევის მექანიზმებს გადაწყვეტილებების მიღებისას.

სწავლების და სწავლის მეთოდები


სწავლება წარიმართება სემინარისა და ლექციის ფორმატით. მეთოდებად გამოყენებული იქნება:
• ვერბალური მეთოდი
• ახსნა-განმარტების მეთოდი
• წერითი მეთოდი
• ქეისების განხილვის მეთოდი
• დისკუსია
• ანალიზის მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად. სტუდენტს კრედიტი ენიჭება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის
განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამიდან (60 ქულიდან) მინიმალური ზღვარი არის 20 ქულა.


დასკვნითი გამოცდის (40 ქულიდან) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

შენიშვნა: შუალედური გამოცდის აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
• თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე
შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის
სიმძიმის გათვალისწინებით შესაძლებელია დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია ბიზნესის სკოლის საბაკალავრო
პროგრამის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის)
წინაპირობას.

შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის გადაბარებაზე გასვლის წესი, იხილეთ ბაკალავრიატის
დებულებაში.

შეფასების კომპონენტებია:
• მონაწილეობა სემინარების მსვლელობისას განხილვაში - 15 ქულა
• დავალების შესრულება - 15 ქულა
• შუალედური გამოცდა - 30 ქულა
• დასკვნითი გამოცდა (საპროექტო დოკუმენტი) - 40 ქულა

შუალედური შეფასება
2
1. მონაწილეობა სემინარების მსვლელობისას განხილვაში - მაქსიმუმ 15 ქულა
კურსის მსვლელობის ფარგლებში ჩატარდება 15 სემინარი (თითო სემინარი თითო კვირაში). თითოეულ
სემინარში პოზიტიური მონაწილეობა და აქტიურობა შეფასდება მაქსიმუმ 1 ქულით.
• 1 ქულა - პოზიტიურ მონაწილეობად და აქტიურობად განიხილება სტუდენტის ჩართულობა პროცესში,
სადაც ჩანს, რომ იგი გაეცნო სემინარისთვის საჭირო მასალას, აქვს თემასთან დაკავშირებული კითხვები,
ახერხებს მასალაში წარმოდგენილი ცნებებით ოპერირებასა და მსჯელობას მასალაში მოცემული
ინფორმაციაზე დაყრდნობით.
• 0 ქულა - სტუდენტი არ იყო ჩართული სასემინარო განხილვებსა და სხვა აქტივობებში.

2. დავალების შესრულება - მაქსიმუმ 15 ქულა


სტუდენდები დაიყოფიან ჯგუფებად, მიეცემათ დავალება იმიტირებული შეხვედრის ჩატარებისა და
შეხვედრის შედეგად შეგროვებული მოთხოვნების პრეზენტაციის სახით წარმოდგენაზე. დავალება
შეფასდება ჯგუფის ერთობლივი მუშაობის მიხედვით. შეფასება შედგენილი იქნება სამი კომპონენტისგან,
თითოეულ კომპონენტს აქვს თანაბარი წონა. შემადგენელი კომპონენტებია:

იმიტირებულ შეხვედრაზე პოზიტიური მონაწილეობა (მომზადებულია შეხვედრისთვის - იცის საკუთარი


როლი და იცნობს წარმოსახვით კომპანიას) - მაქსიმუმ 5 ქულა. მაქსიმალური ქულის მისაღებად საჭიროა
თითოეულმა სტუდენტმა მიიღოს პოზიტიური მონაწილეობა პროცესში, რადგან ფასდება ჯგუფის ერთიანი
მონაწილეობა.
• 5 - მთელი გუნდი მომზადებულია შეხვედრისათვის, როლები გადანაწილებული აქვთ და თითოეულმა
კარგად იცის თავისი როლი და დეტალურად იცნობს კომპანიას.
• 4-3 - გუნდი წევრების უმეტესობა მომზადებულია შეხვედრისათვის, როლები გადანაწილებული აქვთ
და უმეტესობა მათგანმა კარგად იცის თავისი როლი და დეტალურად იცნობს კომპანიას.
• 2-0 - გუნდი წევრები ნაკლებად არიან მომზადებული შეხვედრისათვის, როლები გადანაწილება
ბუნდოვანია და უმეტესობა მათგანმა კარგად არ იცის თავისი როლი და ნაკლებად იცნობს კომპანიას.

დასწავლილი მასალის გამოყენება მონაწილეობისას - მაქსიმუმ 5 ქულა. მაქსიმალური ქულის მისაღებად


საჭიროა თითოეულმა სტუდენტმა მაქსიმალურად გამოიყენოს დასწავლილი მასალა პროცესში.
• 5 - გუნდის წევრები მაქსიმალურად იყენებენ განვლილ მასალას პრეზენტაციისას და ჩანს თითოეულის
სიღრმისეული ცოდნა.
• 4-3 - გუნდის წევრები იყენებენ განვლილ მასალას პრეზენტაციისას და ჩანს დამაკმაყოფილებელი
ცოდნა. თუმცა უშვებენ რამდენიმე შეცდომას.
• 2-0 - გუნდის წევრები ნაკლებად იყენებენ განვლილ მასალას პრეზენტაციისას და ჩანს ზედაპირული
ცოდნა. უშვებენ რამდენიმე არსებით შეცდომას.

დასწავლილი მასალაზე აგებული მსჯელობითა და ოპერირებით მოთხოვნების ჩამოყალიბება და/ან


რისკების იდენტიფიცირება - მაქსიმალური 5 ქულა. მაქსიმალური ქულის მისაღებად საჭიროა
პრეზენტაციის ეტაპზე წარმოჩინდეს დასწავლილ მასალაზე დაშენებული ცნებებით ოპერირება. სრულად
და უხარვეზოდ გამოყენებისას ამ კომპონენტში ჯგუფს მიენიჭება 5 ქულა, სრულად და მცირე ხარვეზებით -
3-4 ქულა, მეტ-ნაკლებად სრულად, თუმცა გამოყენებაში ხარვეზების გარეშე 2-1 ქულა. არასრულად და
ხარვეზებით კი 0 ქულა.

3. შუალედური გამოცდა - მაქსიმალური 30 ქულა


შუალედური გამოცდა არის წერილობითი. გამოცდაზე სტუდენტს მიეცემა წინასწარ განსაზღვრული ღია
კითხვები, რომელზეც განვლილი მასალაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს დასწავლილი მასალის ცოდნის
წარმოჩენა და მისი შეფასება. კითხვების რაოდენობა და თითოეულის შესაბამისი ქულა დეტალურად იქნება
მითითებული საგამოცდო ფურცელზე.
• 30-25 - მოყვანილ კითხვებზე ან კითხვების უმეტესობაზე პასუხი წარმოდგენილია სრულად და
უხარვეზოდ. სტუდენტი ავლენს განვლილი მასალის სიღრმისეულ ცოდნას.
• 24-19 - მოყვანილ კითხვებზე ან კითხვების უმეტესობაზე პასუხი წარმოდგენილია მეტ-ნაკლებად
სრულად, წარმოდგენილი პასუხები უხარვეზოა ან პასუხი წარმოდგენილია სრულად და მცირე
ხარვეზებით. სტუდენტი ავლენს განვლილი მასალის კარგ ცოდნას.
• 18-13 - მოყვანილ კითხვებზე პასუხები წარმოდგენილია ნაწილობრივ, დაშვებულია მეორეხარისხოვანი
შეცდომები/უზუსტობები. სტუდენტი ავლენს განვლილი მასალის დამაკმაყოფილებელ ცოდნას.
• 12-7 - მოყვანილ კითხვების მცირე ნაწილზეა პასუხები წარმოდგენილი. დაშვებულია შეცდომები.
სტუდენტი ავლენს განვლილი მასალის ზედაპირულ ცოდნას.

3
• 6-0 - მოყვანილ კითხვების უმეტესობაზე არ არის წარმოდგენილი სათანადო პასუხები. სტუდენტი
ავლენს გავლილი მასალის ძალიან ცუდ ცოდნას ან საერთოდ არ იცის გავლილი მასალა./სტუდენტს არ
დაუწერია შუალედური გამოცდა.

დასკვნითი შეფასება
დასკვნითი გამოცდა - საპროექტო დოკუმენტი - მაქსიმალური 40 ქულა. საბოლოო გამოცდა იქნება განვლილი
მასალის საფუძველზე მოდელირებული ორგანიზაციისათვის საინფორმაციო სისტემებსა და ტექნოლოგიებთან
დაკავშირებით 2 დოკუმენტის შემუშავება და პრეზენტაცია. ეს ორი დოკუმენტია:
• ინფორმაციული სისიტემის განვითარების სტრატეგიული გეგმა
• ფუნქციური დავალება

შეფასება მოხდება სისრულისა და მოყვანილი არგუმენტების ცოდნაზე დაფუძნების მიხედვით.


40-37 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია სრულად და უხარვეზოდ. სტუდენტი ავლენს გავლილი მასალის
სიღრმისეულ ცოდნას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. მოყვანილი არგუმენტები არის ლოგიკური,
თანმიმდევრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. სტუდენტის პრეზენტაცია სტრუქტურირებულია
თანმიმდევრულად, სლაიდები მიყვება სტუდენტის მსჯელობას, ვიზუალურად აღქმადი და გამართულია.
სტუდენტი ამომწურავად პასუხობს ლექტორის ყველა შეკითხვას.
36-31 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია კარგად, არის მცირე უზუსტობები. სტუდენტი ავლენს გავლილი
მასალის კარგ ცოდნას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. მოყვანილი არგუმენტები არის ლოგიკური,
თანმიმდევრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. სტუდენტის პრეზენტაცია სტრუქტურირებულია
თანმიმდევრულად, სლაიდები მიყვება სტუდენტის მსჯელობას, ვიზუალურად აღქმადი და გამართულია.
სტუდენტი ამომწურავად პასუხობს ლექტორის შეკითხვების დიდ ნაწილს.
30-25 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია მისაღებ დონეზე, არის უზუსტობები. სტუდენტი ავლენს გავლილი
მასალის კარგ ცოდნას და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. მოყვანილი არგუმენტები არის მეტ-ნაკლებად
ლოგიკური, თანმიმდევრული და მკაფიოდ ჩამოყალიბებული. სტუდენტის პრეზენტაცია სტრუქტურირებულია
თანმიმდევრულად, სლაიდები უმეტესად მიყვება სტუდენტის მსჯელობას, ვიზუალურად აღქმადი და
გამართულია. სტუდენტი პასუხობს ლექტორის შეკითხვების ნაწილს.
24-19 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია საშუალო დონეზე, არის რამდენიმე შეცდომა. სტუდენტი ავლენს
გავლილი მასალის საშუალო დონეზე ცოდნას. მოყვანილი არგუმენტები საჭიროებს მეტ ლოგიკურობას,
თანმიმდევრულობას და სიცხადეს. სტუდენტის პრეზენტაცია სტრუქტურირებულია თანმიმდევრულად,
სლაიდები უმეტესად მიყვება სტუდენტის მსჯელობას, ვიზუალურად აღქმადია. სტუდენტი პასუხობს ლექტორის
შეკითხვების ნაწილს.
18-13 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია შეცდომებით. სტუდენტი ავლენს გავლილი მასალის ზედაპირულ
ცოდნას. მოყვანილი არგუმენტები ნაკლებად ლოგიკურია, აკლია თანმიმდევრულობა და სიცხადე. სტუდენტის
პრეზენტაცია საჭიროებს მეტ თანმიმდევრულობას. სტუდენტი პასუხობს ლექტორის შეკითხვების მცირე ნაწილს.
12-0 - ორივე დოკუმენტი შესრულებულია არსებითი შეცდომებით/ან მხოლოდ ერთ აქვს შესრულებული.
სტუდენტი ავლენს გავლილი მასალის ძალიან ცუდ ცოდნას ან ფაქტობრივად, არ იცის გავლილი მასალა. მოყვანილი
არგუმენტები ალოგიკურია ან საერთოდ არ არის მოყვანილი. სტუდენტის პრეზენტაცია გაუმართავია. სტუდენტი
პასუხობს ლექტორის შეკითხვების მცირე ნაწილს ან საერთოდ ვერ პასუხობს მათ./სტუდენტს არ წარმოუდგენია
დოკუმენტები და პრეზენტაცია.

დასკვნით გამოცდაზე აუცილებელია როგორც დოკუმენტების, ისე პრეზენტაციის წარმოდგენა.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
MIS Essentials by D. Kroenke, Prentice Hall, 2013

4
Cybersecurity and National Security of United Kingdom, Threats and Responses, Chatham House Report by Paul Cornish, Rex
Hughes and David Livingstone, 2009
Software Requirements (Developer Best Practicies) by Wiegers K., Beatty J. Microsoft Press; 3rd edition, 2013
https://www.softwaretestinghelp.com/software-development-life-cycle-sdlc/ (ლექცია 6-ის მასალა)

კალენდარული გეგმა

კვირა მეცადინეობის ტიპი თემა დავალება


გაცნობითი ხასიათის მართვის ინფორმაციული MIS Essentials, D. Kroenke –
შესავალი ლექცია სისტემები, ბიზნეს პროცესი, Chapter 1 & 2, გვ. 3-დან.
1 ინფორმაციული სისტემა და
ინფორმაცია - რაობა, არსი
და ცნებები; SLA
ლექცია/სემინარ აიტი ინფრასტრუქტურის MIS Essentials, D. Kroenke –
კომპონენტები; Chapter 4, გვ. 73-დან.
პროგრამული და
ტექნიკური
უზრუნველყოფა (Software &
2
Hardware) /სემინარზე
განვიხილავთ
წარმოსახვითი
კომპანიისთვის შექმნილ
SLA-ს
ლექცია/სემინარი მონაცემთა ბაზები/ქეისი მე- MIS Essentials, D. Kroenke –
3
4 თავიდან Chapter 5, გვ. 104-დან.
ლექცია/სემინარი კომპიუტერული ქსელი და MIS Essentials, D. Kroenke –
ქლაუდი - ღრუბლოვანი Chapter 6, გვ. 129-დან
4
ინფრასტრუქტურა/ქეისი
მე-5 თავიდან
ლექცია/სემინარი ორგანიზაციები და MIS Essentials, D. Kroenke –
ინფორმაციული სისტემები; Chapter 7, გვ. 163-დან.
5 სისტემების
არქიტექტურა/ქეისი მე-6
თავიდან
ლექცია/სემინარი აიტი სტრატეგია; MIS Essentials, D. Kroenke, Chapter
პროგრამული 10, გვ.253-დან და
უზრუნველყოფის მოდელებამდე სრულად და
6 სასიცოცხლო მოდელებიდან პირველი და მე-7
ციკლი/ინფორმაციული მოდელი
სისტემის მართვა MIS Essentials, D. Kroenke, Chapter
11, გვ. 281-დან
7 შუალედური წერა - თარიღი დადგინდება მოგვიანებით
ლექცია/სემინარი ინფორმაციული სისტემების Wiegers K., Beatty J. - Software
და შესაბამისი Requirements, გვ. 10-დან
ცვლილებების დანერგვის
8
პროცესი; აიტი ბიზნეს
ანალიტიკა და აიტი
პროექტების მართვა
ლექცია/სემინარი ინფორმაციული სისტემის https://www.softwaretestinghelp.c
ხარისხის უზრუნველყოფა - om/software-development-life-
9
ტესტირება; cycle-sdlc/

ლექცია/სემინარი ინფორმაციული სისტემების მოიძიეთ საქართველოში


10
მხარდაჭერა მომხდარი კიბერ-ინციდენტები
ლექცია/სემინარი კიბერ-უსაფრთხოება/ქეის Cybersecurity and National Security
11
სთადი მე-12 თავიდან of UK Chapter 2 &3, გვ. 3-20;

5
შექმენით თქვენი წარმოსახვითი
ორგანიზაცია და ვიმუშავებთ
მისთვის საინფორმაციო
სისტემის შექმნის მოთხოვნების
ჩამოყალიბებაზე
ლექცია/სემინარი ინფორმაციული სისტემის მოთხოვნების დოკუმენტის
12 შერჩევა/შეძენის პროცესი შექმნა
ორგანიზაციაში
ლექცია/სემინარი აიტი ლანდშაფტი მოთხოვნების დოკუმენტის
13
შექმნა
ლექცია/სემინარი ელ. მმართველობასთან და მოთხოვნების დოკუმენტის
პერსონალურ შექმნა
დაკავშირებული
14 კანონმდებლობა
საქართველოში/
მოთხოვნების შეგროვების
იმიტაცია
ლექცია/სემინარი ჯგუფების მიხედვით
შეგროვებული
15
მოთხოვნების
პრეზენტაციები
საბოლოო გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები
სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-
ვიდეო გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური
პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის თანხმობის გარეშე.

You might also like