You are on page 1of 4

სილაბუსი

აკადემიური წელი 2023/2024 სემესტრი IV

კოდი MKT204050 დასახელება მარკეტინგის მენეჯმენტი I

4 (112 საათი)
საკონტაქტო - 36 საათი:
• ლექცია, სემინარი - 32 სთ
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი
• შუალედური გამოცდა - 2 სთ
• ფინალური გამოცდა - 2 სთ
დამოუკიდებელი მუშაობა 76 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ელექტრონული
ლექტორები დავით ხუციშვილი davit.khutsishvili@freeuni.edu.ge
ფოსტა

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
მარკეტინგის მენეჯმენტის 1 კურსის განმავლობაში სტუდენტი შეისწავლის უნარებს ეფექტური მარკეტინგული
და ბრენდის გადაწყვეტილების მისაღებად. კურსის განმავლობაში მოხდება პრაქტიკული უნარების ათვისება
მარკეტინგული შესაძლებლობების შეფასების, ბრენდის სტრატეგიის ჩამოყალიბების და განსახორციელებელი
გეგმის შექმნის მიმართულებით. ეს კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს : ბაზრის და ბრენდის ანალიზი, ბაზარზე
ორიენტირებული მარკეტინგული და ბრენდის სტრატეგიის შემუშავება, მარკეტინგული კვლევა, სეგმენტაცია და
ტარგეტინგი, კონკურენტული პოზიციონირების შექმნა, კურსის განმავლობაში კომბინირებულად მოხდება
სხვადასხვა სწავლის მეთოდების გამოყენება როგორიცაა, ინტერაქტიული დისკუსიები, ქეისები, პრაქტიკული
მაგალითები, ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოები, შემაჯამებელი პროექტი და წერითი გამოცდები.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

სწავლის მიზანი
ამ კურსის მიზანია ჩამოვუყალიბოთ სტუდენტებს უნარები, რომ მათ შეეძლოთ:

• მარკეტინგული გარემოს (შიდა და გარე ფაქტორები) ეფექტიანი ანალიზი


• ანალიზიდან გამომდინარე სწორი მარკეტინგული მიზნების დასახვა
• სტრატეგიული მარკეტინგული გეგმის შედგენა მიზნების მისაღწევად
• ბრენდის როგორც მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილის ჩამოყალიბება

ამ მიზნების მიღწევა მოხდება ლექციების/დისკუსიების, საშინაო დავალებების, სტრატეგიული მარკეტინგის


გეგმის შემუშავების გზით.

სწავლის შედეგები

კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი/სტუდენტს:

• ხედავს მარკეტინგის ფუნქციას სხვა ბიზნესის ფუნქციებთან მიმართებაში


• იაზრებს ბაზარზე არსებულ ძირითად მარკეტინგულ კონცეპტებს და ბაზრის ტენდენციებს
• ატარებს ბაზრის ანალიზს და აფასებს ბაზარზე შესაძლებლობებს
• ახდენს რაოდენობრივი და თვისებრივი ინფორმაციის ანალიზს
• ესმის როგორ იღებს მომხმარებელი გადაწყვეტილებას როგორც სამომხმარებლო ისევე ბიზნესს ბაზრებზე
• სხვადასხვა ტიპის ანალიზიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სწორ მარკეტინგულ მიზნებს
• იაზრებს მიმართებას მარკეტინგულ და ბიზნესის მიზნებს შორის.
• ავითარებს/ამუშავებს მარკეტინგულ სტრატეგიებს (სეგმენტაცია, ტარგეტინგი, პოზიციონირება),
იმისთვის რომ კომპანიამ მიაღწიოს მარკეტინგულ მიზნებს
• შეუძლია ბრენდის პლატფორმის შექმნა-განვითარება
• ერთიანობაში ხედავს ბრენდის ელემენტებს და ბრენდის მეორად ასოციაციებს

სწავლების და სწავლის მეთოდები


შეხვედრები მოიცავს სალექციო და სემინარულ მეცადინეობებს. სალექციო შეხვედრაზე განიხილება თეორიული
საკითხები. სემინარული მეცადინეობა მოიცავს ჯგუფური დავალების წარდგენას. ყოველ სემინარზე წარდგენილი
იქნება კალენდარულ გეგმაში მოცემული შესაბამისი დავალება და დანარჩენი დრო დაეთმობა დისკუსიას.

სწავლებისა და სწავლის პროცესში ძირითადად გამოყენებული იქნება:


• დისკუსია/დებატები
• წიგნზე მუშაობის მეთოდი
• ვერბალური მეთოდი
• ჯგუფური მუშაობის მეთოდი
• შემთხვევის შესწავლის მეთოდი
• პრაქტიკული მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით, პროექტითა და საშინაო დავალებებით.
საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და
დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ
მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 24 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 16 ქულა.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

• თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
• თუ მან გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და
ორივე შეფასების შედეგად უგროვდება 41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. შემთხვევის
სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხი.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია ბიზნესის სკოლის საბაკალავრო
პროგრამის კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა
საკმარის) წინაპირობას.

შუალედური შეფასების კომპონენტები


კომპონენტი 1. საშინაო დავალებების განხილვა სემინარზე (12 ცალი x 1 ქულა) - 12 ქულა

საშინაო დავალება სტუდენტებს მიეწოდებათ ერთი კვირით ადრე. უნდა მოხდეს საშინაო დავალების
პრეზენტაციის სახით ჯგუფურად (4 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში) მომზადება-წარდგენა. საშინაო დავალების
გამოგზავნა უნდა მოხდეს შესაბამის სემინარის დაწყებამდე. დაგვიანებული დავალებები არ მიიღება.

2
სემინარებზე მოხდება დავალებების წარდგენა პრეზენტაციის სახით. ლექტორი შემთხვევითი შერჩევით
გამოიძახებს ჯგუფებს. გამოძახებული ჯგუფიდან თუ რომელიმე სტუდენტი არ იქნება მას შესაბამის დავალებაში
დაეწერება 0 ქულა.

დავალება შეფასდება შემდეგნაირად:

• 1 ქულა - დავალება შესრულებულია, სტუდენტი სრულყოფილად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ


თეორიულ მასალას და შეუძლია მისი ეფექტური გამოყენება პრაქტიკაში.
• 0.5 ქულა - დავალება არასრულია, აღინიშნება ხარვეზები. სტუდენტი ნაწილობრივ ფლობს პროგრამით
გათვალისწინებულ მასალას და იკვეთება ნაკლოვანებები თეორიული მასალის პრაქტიკაში გამოყენების
კუთხით.
• 0 ქულა - დავალება არადამაკმაყოფილებლად არის შესრულებული ან საერთოდ არ არის შესრულებული.

კომპონენტი 2. შუალედური გამოცდა (1 ცალი x 40 ქულა) - 40 ქულა


ჩატარდება ერთი შუალედური გამოცდა საგამოცდო ცენტრში. გამოცდა ტარდება დახურული წიგნის პრინციპით.
გამოცდაში შესაძლებელია შევიდეს ისეთი საკითხებიც, რომელიც განხილული იქნება მხოლოდ ლექცია-
სემინარებზე.

სტუდენტები გამოცდაზე მიიღებენ ტესტური ტიპის შეკითხვებს. გამოცდაში შევა 40 დახურული ტიპის შეკითხვა.
თითოეულ შეკითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ ერთ ქულას.

კომპონენტი 3. პროექტი - მარკეტინგის სტრატეგიული გეგმის შემუშავება - მაქსიმალური შეფასება 8 ქულაა.

სტრატეგიული გეგმის შემუშავება მოიცავს რეალურ კომპანიაზე დაფუძნებით მარკეტინგული გეგმის შექმნას
განვლილი მასალის მიხედვით. სტუდენტები დაიყოფიან ჯგუფებად (4 სტუდენტი თითოეულ ჯგუფში). ჯგუფები
ირჩევენ რეალურ კომპანიას და მასზე ამზადებენ მარკეტინგულ გეგმას (პრაქტიკული კომპონენტი), რომელიც
გამყარებული უნდა იყოს თეორიული ცოდნით (თეორიის კომპონენტი).

პრეზენტაციის დროს სტუდენტების მოუწევთ წარმოაჩინონ როგორც თეორიული მასალის ცოდნა, ასევე მისი
გამოყენება პრაქტიკაში. თეორიული მასალის გამოკითხვაში შესაძლებელია შევიდეს ის საკითხები, რომლებიც
შესაძლოა განხილული იქნეს მხოლოდ ლექცია-სემინარებზე. ჯამური ქულა გადანაწილდება შემდეგნაირად:

თეორიული კომპონენტი - მაქსიმალური ქულა 8

• 8 სტუდენტი სრულყოფილად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და ამომწურავად


პასუხობს ყველა შეკითხვას.
• 6-7 სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას მცირე ხარვეზებით, ამომწურავად
პასუხობს შეკითხვების უმეტესობას.
• 4-5 სტუდენტი მეტნაკლებად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, დამაკმაყოფილებლად
პასუხობს შეკითხვების ნაწილს.
• 2-3 სტუდენტი ზედაპირულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, შეკითხვების დიდ
ნაწილს ვერ პასუხობს.
• 0-1 სტუდენტი ძალიან ცუდად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას და ვერ პასუხობს
შეკითხვების უმეტესობას.

დასკვნითი შეფასება
კომპონენტი 4. ფინალური გამოცდა (1 ცალი x 40 ქულა) - 40 ქულა
ჩატარდება ერთი ფინალური გამოცდა საგამოცდო ცენტრში. გამოცდა ტარდება დახურული წიგნის პრინციპით.
გამოცდაში შესაძლებელია შევიდეს ისეთი საკითხებიც, რომელიც განხილული იქნება მხოლოდ სემინარებზე.

სტუდენტები გამოცდაზე მიიღებენ ტესტური ტიპის შეკითხვებს. გამოცდაში შევა 40 დახურული ტიპის შეკითხვა.
თითოეულ შეკითხვაზე სწორი პასუხის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ ერთ ქულას.

3
შეფასების სკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან სკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა(ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0

F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
ძირითადი საკითხავი:
Dhruv Grewal, Michael Levy, Marketing, 8th Edition, 2022, Mc Graw Hill Education

კალენდარული გეგმა

სესია მარკეტინგი 1 ლიტერატურა (თავები) შეფასება


1 რა არის მარკეტინგი ? 1
2 მარკეტინგული გეგმა 2 1
3 Global Marketng 8 1
4 გარემოს ანალიზი 5 1
5 მარკ. კვლევა / IS 10 1
6 მომხმ. ქცევა B2C EX 6 1
7 მომხმ. ქცევა B2C IN 6 1
8 DMP B2C 6 1
შუალედური გამოცდა - 40
9 მიზნების ფორმირება - 1
10 სეგმენტაცია B2C 9 1
11 სეგმენტაცია B2B/DMP 7 1
12 ტარგეტინგი 9 1
13 პოზიციონირება 9 1
14 შეჯამება 1
15 პროექტის წარდგენა
8
16 პროექტის წარდგენა
ფინალური გამოცდა 40

დამატებითი მოთხოვნები
1. აკადემიური ეთიკის დაცვა კურსის აუცილებელი ელემენტია. მაგალითად, პლაგიატის გამოვლენის
შემთხვევაში სტუდენტს კურსში ეწერება შეფასება F. (დეტალურად იხილეთ სტუდენტის ეთიკის
კოდექსი).
2. ლექტორები არ არიან თანახმა სტუდენტმა ჩაიწეროს ლექცია ხმის ჩამწერ მოწყობილობაზე.

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და
აუდიტორიის თანხმობის გარეშე. ამასთან, აკრძალულია აუდიო-ვიდეო ჩანაწერის საჯარო გავრცელება.

You might also like