You are on page 1of 5

სილაბუსი

აკადემიური წელი 2022/2023 მოდული VIII

კოდი MGT405080 დასახელება სტრატეგიული მენეჯმენტი

5 (140 საათი)
საკონტაქტო საათი 33.5 საათი
 ლექცია, სემინარი - 32 საათი
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი
 ფინალური გამოცდა - 1.5 საათი

დამოუკიდებელი მუშაობა 106.5 საათი

ენა ქართული აუდიტორია

დავით
d.markozashvili@freeuni.edu.ge
მარკოზაშვილი, ელექტრონული
ლექტორები n.grigalashvili@freeuni.edu.ge
ნატალია ფოსტა
გრიგალაშვილი

კონსულტაცია: ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
კურსის მიზანია სტუდენტებს ასწავლოს ანალიზი, რომელიც გამოყენებულ იქნება წარმატებული ბიზნესების
სტრატეგიების ღრმად დასანახად, მომგებიანი და რიგ შემთხვევებში - მდგრადი კონკურენტული პოზიციების
შესაქმნელად. აღნიშნული ჩარჩოს ძირითადი ნაწილებია:
1. კომპანიის რესურსებისა და შესაძლებლობების შიდა ანალიზი
2. გარე / ინდუსტრიის ანალიზი
3. თამაშების თეორია
პრერეკვიზიტი
მენეჯმენტის საფუძვლები

სწავლის მიზანი
კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა დაინახონ, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს კონკურენტული პოზიციის დაკავება
შესაბამისი სტრატეგიის გამოყენებით და როგორ ხდება კონკურენტების მართვა, მათი მოქმედებების წინასწარ
განსაზღვრით.
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტი:
 იცნობს სტრატეგიული მენეჯმენტის არსს, პრინციპებს და ანალიზისთვის აუცილებელ ეტაპებს
 აცნობიერებს თუ რა როლს ასრულებს ბაზრის ეფექტიანობა სტრატეგიის ჩამოყალიბების პროცესში
 აანალიზებს ინდუსტრიას
 ახდენს ბაზრის მიმზიდველობის ანალიზს
 ბაზარზე პირველი შესვლისას და კონკურენტული პოზიციების შექმნისას იმუშავებს სტრატეგიას
 წარადგენს საკუთარ მოსაზრებას დაინტერესებულ მხარეებთან
 აყალიბებს საკუთარ დასაბუთებულ პოზიციას
 იახლებს საკუთარ ცოდნას დამოუკიდებლად, საჭიროებიდან გამომდინარე

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსი წარიმართება ლექციებისა და სემინარების საშუალებით. ლექციის დროს სტუდენტები აქტიურად
მონაწილეობენ, სვამენ კითხვებს და ცდილობენ ახალი ინფორმაცია დაუკავშირონ საკუთარ გამოცდილებას, ხოლო
სემინარებისას ხდება სტუდენტების მიერ ქეისების პრეზენტაციები და განხილვა. პრეზენტატორების მიზანია, რაც
შეიძლება ღრმად გაანალიზონ კომპანიები, მათი სტრატეგიები და ეს ყველაფერი საკუთარ გამოცდილებას
დაუკავშირონ.
სწავლებისა და სწავლის მეთოდებია:
 ვერბალური მეთოდი
 დისკუსია
 ანალიზის მეთოდი
 ახსნა-განმარტებითი მეთოდი
 პრეზენტაციის მეთოდი

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის
განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 30 ქულა


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 15 ქულა

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას.

სტუდენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარობისას აუდიო-ვიდეო


გადაღება/ჩაწერა, სთრიმინგი (პირდაპირ ეთერში გადაცემა) აკადემიური პერსონალის/ლექტორის და აუდიტორიის
თანხმობის გარეშე.

შუალედური შეფასების კომპონენტები


კომპონენტი 1. ქეისის პრეზენტაციები 40 ქულა (თითოეული პრეზენტაცია 10 ქულა)
პრეზენტაციებისათვის სტუდენტები შემთხვევითობის პრინციპით განაწილდებიან ჯგუფებში. პრეზენტატორები
წარმოადგენენ კომპანიებს, რომელთა ქეისებსაც ისინი არჩევენ, ამზადებენ, იკვლევენ და წარუდგენენ აუდიტორიას.
პრეზენტაცია პასუხს უნდა სცემდეს სილაბუსის ბოლოს მოყვანილ კითხვებს განვლილი მასალის გამოყენებით.
პრეზენტატორის არჩევა მოხდება ლექტორის მიერ, შესაბამისად ყველა სტუდენტი ყოველ წუთას მზად უნდა იყოს,
რომ დაიწყოს/გააგრძელოს პრეზენტაცია.

კომპონენტი 2. ძიუდოს სტრატეგიის პრეზენტაციები: 10 ქულა


სტუდენტები აირჩევენ ინდუსტრიას, გაანალიზებენ მას ძიუდოს სტრატეგიის მიხედვით და მოიყვანენ
მაგალითებს, თუ როგორ მოახერხა სხვადასხვა კომპანიამ აღნიშნულ ინდუსტრიაში ძიუდოს სტრატეგიის
თითოეული ილეთის გამოყენება. აღნიშნულ პრეზენტაციებზე არსებობს 2 შეზღუდვა: 1. გუნდი ვერ აირჩევს სხვის
უკვე არჩეულ ინდუსტრიას. 2. პრეზენტაციაში არ უნდა იქნას გამოყენებული ლექტორის მიერ ლექციაზე უკვე
განხილული მაგალითები. პრეზენტატორის არჩევა მოხდება ლექტორის მიერ, შესაბამისად ყველა სტუდენტი
ყოველ წუთას მზად უნდა იყოს, რომ დაიწყოს/გააგრძელოს პრეზენტაცია.

კომპონენტი 3. ფინალური პრეზენტაციები: 15 ქულა


სტუდენტები აირჩევენ ინდუსტრიას და გაანალიზებენ მას სემესტრის განმავლობაში ნასწავლი ყველა სტრატეგიის
მიხედვით (როგორ ხდება ინდუსტრიაში სტრატეგიების ფორმირება, რა ქმნის ღირებულებას და როგორ ირჩევენ
კომპანიები კონკურენტულ სტრატეგიებს, ბაზრის ანალიზი 5 და 11 ძალის მიხედვით, ლურჯი ოკეანის სტრატეგიის
ანალიზი, ქსელური ეფექტების და მისი ძირითადი გამოწვევების ანალიზი, თამაშების თეორია). ფინალურ
პრეზენტაციაში არ გამოიყენება ძიუდოს სტრატეგიის ანალიზი, რადგან იგი ცალკე დავალების ფარგლებში უკვე
შესრულებულია. აღნიშნულ პრეზენტაციაზე ვრცელდება იგივე ორი შეზღუდვა, რაც ძიუდოში: 1. გუნდი ვერ
აირჩევს სხვის უკვე არჩეულ ინდუსტრიას. 2. პრეზენტაციაში არ უნდა იქნას გამოყენებული ლექტორის მიერ
ლექციაზე უკვე განხილული მაგალითები. პრეზენტატორის არჩევა მოხდება ლექტორის მიერ, შესაბამისად ყველა
სტუდენტი ყოველ წუთას მზად უნდა იყოს, რომ დაიწყოს/გააგრძელოს პრეზენტაცია.

2
პრეზენტაციების შეფასების კრიტერიუმებია:
კრიტერიუმი კრიტერიუმი კრიტერიუმი
სრულიადაა ნაწილობრივ არის თითქმის /
შესრულებული შესრულებული სრულიად არ
არის
შესრულებული

შინაარსი პრეზენტაციამ მსმენელს უნდა გააცნოს 5 4-3 2-0


ძირითადი მომენტები, დასკვნები და ასევე
აჩვენოს, თუ როგორ მოხდა ამ დასკვნებამდე
მისვლა.

ერთიანობა მესიჯები უნდა იყოს ნათელი და და 1 0.9 - 0.5 0.4 - 0


გასაგები. თემებზე გადასვლა უნდა იყოს
ბუნებრივი. პრეზენტაცია უნდა იყოს ერთი
მთლიანობა.

ორგანიზაცია პრეზენტაცია უნდა იყოს ლოგიკურად 1 0.9 - 0.5 0.4 - 0


ორგანიზებული და წარმოდგენილი. არ
უნდა იქნას ტექნიკური თუ სხვა
პრობლემები.

პრეზენტირების პოზა, მიმიკები, ხმა, ენთუზიაზმი, 0.5 0.4 - 0.3 0.2 - 0


უნარები თავდაჯერებულობა, ემოცია

ბალანსი ყველა პრეზენტატორმა თანაბარი 0.5 0.4 - 0.3 0.2 - 0


მონაწილეობა უნდა მიიღოს პრეზენტაციაში
და კითხვებზე პასუხისას

დროის პრეზენტაცია ზუსტად უნდა ჩაჯდეს 1 0.9 - 0.5 0.4 - 0


მენეჯმენტი დადგენილ დროში (ყველა პრეზენტაციის
დრო 20 წუთია, გარდა ფინალური
პრეზენტაციისა, რომელსაც ეთმობა 40
წუთი)

კითხვებზე რამდენად კარგად პასუხობს გუნდი 1 0.9 - 0.5 0.4 - 0


პასუხი დასმულ კითხვებს

ბონუს ორიგინალურობა, რომელიც პრეზენტაციას 1 0.9 - 0.5 0.4 - 0


კრიტერიუმი: მატებს გამორჩეულობას და აუდიტორიის
კრეატივი ინტერესს იწვევს

ამ ქულების ჯამი 10-ია, რაც პრეზენტაციის შეფასებისას მაქსიმალური შედეგია. ფინალური პრეზენტაცია ფასდება
იგივე კრიტერიუმებით და მიღებული ქულა მრავლდება 1.5-ზე (15 ქულა მაქსიმუმ).

კომპონენტი 4. თამაშების თეორიაში ბონუს დავალება 5 ქულა


თამაშების თეორიის ლექციის (ლექცია 10) მსვლელობისას, სტუდენტები მონაწილეობას მიიღებენ თამაშში, სადაც
საუკეთესო ორი გუნდი დაიმსახურებს ბონუს ქულას (დამატებითი წესები ლექციაზე გახდება ცნობილი).

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა: 35 ქულა
ფინალური გამოცდა შედგება 7 კითხვისაგან, სადაც თითოეული ფასდება მაქსიმუმ 5 ქულით.
5 - პასუხი სრული და ამომწურავია
4-3 - პასუხი სწორია, მაგრამ არა ამომწურავი
3-1 - პასუხი სწორია, მაგრამ კონკრეტიკა აკლია და არაა ამომწურავი
0 - პასუხი არაა სწორი
ფინალურ გამოცდაში კითხვა შესაძლებელია იყოს თეორიული (მაგ. რა ოთხი ნაბიჯის საშუალებით ხდება ლურჯი
ოკეანის შექმნა), ან მინი ქეისი, რომელიც უნდა გააანალიზო.

3
კითხვის მაგალითი:
გამომცემლობა კონტრაქტს უდებს ახალბედა ავტორს, რომლის თანახმადაც ავტორი ვალდებულია დაწეროს წიგნი,
რომელსაც გამომცემლობა გამოუშვებს მდიდრული შეფუთვით (სქელი ყდა, ილუსტრაციები, ა.შ.). რა სტრატეგია
აქვს გამომცემლობას? გააანალიზეთ
5 ქულიანი პასუხის მაგალითი:
გამომცემლობა მიმართავს ვერტიკალური დიფერენციაციის სტრატეგიას, რომლის არსიც მდგომარეობს
კლიენტების დაყოფაში იმის მიხედვით, ვის უფრო მეტად უნდა პროდუქტი და ვის ნაკლებად. შესაბამისად, თუ
არსებობს კლიენტების ის კატეგორია, ვინც ელოდება წიგნის გამოსვლას, გამომცემლობა ეცდება, მათ მეტი ფასი
გადაახდევინოს. კლიენტებს რომ შეუქმნან ღირებულების განცდა, გამომცემლობა წიგნს უშვებს სქელი ყდით,
ილუსტრაციებით და ა.შ., რომელიც თვითღირებულებას კი ზრდის, მაგრამ გამომცემლობას აძლევს საშუალებას
ფასი ბევრად მაღალი დაადოს და კლიენტებმა თავი მოტყუებულად არ იგრძნონ. თუმცა ამ სტრატეგიის გამოყენება
აღნიშნულ სიტუაციაში არის სრულიად მცდარი, რადგან ავტორი ახალბედაა, შესაბამისად არ ყავს ფანები,
რომლებიც მზად არიან მის წიგნში მაღალი ფასი გადაიხადონ.

კომენტარი: როგორც ხედავთ, კითხვა ორი ნაწილისგან შედგება: 1- სტუდენტმა უნდა ახსნას, თუ რა სტრატეგია აქვს
გამომცემლობას და 2 - სტუდენტმა უნდა გააანალიზოს აღნიშნული სტრატეგია. პირველი ნაწილის პასუხი
მდგომარეობს ვერტიკალური დიფერენციაციის განმარტებაში, ხოლო მეორე ნაწილის პასუხია, რომ
გამომცემლობის სტრატეგია არასწორია და მის დასაბუთებაში. თუ სტუდენტი პასუხად დაწერს მხოლოდ პირველ
ნაწილს, მაშინ მისი პასუხი ჩაითვლება ნაწილობრივ სწორად, თუმცა რადგან სტრატეგიის ამოცნობა გაცილებით
ადვილია, ვიდრე მისი ანალიზი, მიიღებს მხოლოდ მაქსიმუმ 2 ქულას, ხოლო სრული ქულის დამსახურება
შესაძლებელი იქნება მხოლოდ კითხვის მეორე ნაწილზე პასუხის გაცემის შედეგად.

შეფასების სკალა
პროცენტული რიცხვითი ეკვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან სკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
მასალები განთავსებულია Google Classroom-ზე, რომლის ლინკიც პირველი ლექციის დროს მიეწოდებათ
სტუდენტებს კლასში. კურსის ფარგლებში კომუნიკაციაც განხორციელდება მხოლოდ Google Classroom-ის
მეშვეობით

კალენდარული გეგმა
კურსი მოიცავს 15 შეხვედრას. თითოეული შეხვედრა მიმდინარეობს 2 საათი.

კვირა მეცადინეობის ტიპი თემა დავალება


კონკურენტული ბაზრები და
1 ლექცია
სტრუქტურული ანალიზი
2 ლექცია ბაზრის ხუთი ძალა
ქეისის პრეზენტაციები:
3 სემინარი ჯგუფური პრეზენტაციები
Narayana Hospital
4 ლექცია კრიტიკული კონკურენტული საკითხები
ქეისის პრეზენტაციები:
5 სემინარი ჯგუფური პრეზენტაციები
Airborne Express
6 ლექცია ლურჯი ოკეანის სტრატეგია
ქეისის პრეზენტაციები:
7 სემინარი ჯგუფური პრეზენტაციები
Justin Trudeau wins 2015 Canada Election
8 ლექცია ქსელური ეფექტები და სტრატეგია
ქეისის პრეზენტაციები:
9 სემინარი ჯგუფური პრეზენტაციები
India’s Alibaba
4
10 ლექცია თამაშების თეორია
თამაშების თეორიის მაგალითები
11 ლექცია
ძიუდოს სტრატეგია
12 სემინარი ძიუდოს სტრატეგიის პრეზენტაციები ჯგუფური პრეზენტაციები
ჯგუფური პრეზენტაციები
13 სემინარი ფინალური პრეზენტაციები
გუნდი 1, 2, 3
ჯგუფური პრეზენტაციები
14 სემინარი ფინალური პრეზენტაციები
გუნდი 4, 5, 6
15 ლექცია შემაჯამებელი ლექცია
ფინალური გამოცდა

დამატებითი მოთხოვნები
პრეზენტაციის კითხვები
გთხოვთ, უპასუხოთ ყველა კითხვას პრეზენტაციის მსვლელობისას
Narayana Hospital
1. ბაზრის ხუთი ძალის გამოყენებით გაანალიზეთ ბაზრის მიმზიდველობა იმ პერიოდში, როდესაც Narayana
Hospital ფუნქციონირებას იწყებს
2. რომელ კონკურენტულ სტრატეგიას იყენებს Narayana Hospital?
3. რა არის ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები ამ ინდუსტრიაში და რამდენად შეესაბამება მას
Narayana Hospital-ის სტრატეგია?
Airborne Express
1. რამდენად მიმზიდველი იყო გადაზიდვების ბაზარი? როგორ ვითარდებოდა?
2. რა არის პოტენციური კონკურენტული უპირატესობების წყაროები გადაზიდვების ბაზარზე?
3. რამდენად კარგადაა პოზიციონირებული Airborne Express კონკურენტებთან მიმართებაში?
4. რა სტრატეგიული ვარიანტები გააჩნია Airborne Express-ს?
Justin Trudeau wins 2015 Canada Election
1. რამდენად შესაძლებელია პოლიტიკაში ლურჯი ოკეანის სტრატეგიის გამოყენება
2. რამდენად შეესაბამებოდა Justin Trudeau-ს სტრატეგია ლურჯი ოკეანის პრინციპებს?
India’s Alibaba
1. რა იყო IndiaMart-ის წარმატების მიზეზები?
2. განიხილეთ ქსელური ეფექტების სამივე გამოწვევა აღნიშნულ ინდუსტრიაში

You might also like