You are on page 1of 11

სილაბუსი

სასწავლო კურსი მიკროეკონომიკის პრინციპები


საგანმანათლებლო ბიზნესის ადმინისტრირება
პროგრამა
ფაკულტეტი ბიზნესის და ტექნოლოგიების

სწავლების საფეხური ბაკალავრიატი


სწავლების სემესტრი პირველი სემესტრი
სასწავლო კურსის ქუჯი ბიჭია - მოწვეული ლექტორი
ლექტორ(ებ)ი ტელ: 599 957006
ელ. ფოსტა: q.bichia@iset.ge

საკონსულტაციო შეხვედრები: კვირაში ორი საათი,


შეხვედრის დრო და ადგილი განისაზღვრება სემესტრის
დასაწყისში.
სასწავლო კურსის სტატუსი სავალდებულო

სასწავლო კურსის მიზანი სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ეკონომიკის


საფუძვლები მიკრო დონეზე, კერძოდ, თუ როგორ იღებენ
ფირმები გადაწყვეტილებებს, როგორ ფუნქციონირებენ
ბაზრები სრულყოფილი და არასრულყოფილი კონკურენციის
პირობებში, რა შემთხვევაში ერევა სახელმწიფო ბაზრის
ფუნქციონირებაში და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ
ჩარევას. კურსის დასასრულს სტუდენტები შეძლებენ
მოახდინონ მიკრო დონეზე მიმდინარე ეკონომიკური
პროცესების ანალიზი და ინტერპრეტირება.
კრედიტების რაოდენობა 9 ECTS კრედიტი (1 კრედიტი = 25 სთ) – 225 სთ.
და საათების განაწილება მათ შორის:
94 სთ სტუდენტის საკონტაქტო მუშაობა, მათ
შორის:
60 სთ ლექცია
30 სთ სამუშაო ჯგუფში მუშაობა
2 სთ შუალედური გამოცდა
2 სთ დასკვნითი გამოცდა
131 სთ სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა

სასწავლო სემესტრი მოიცავს 20 კვირას, მათგან:


15 - სასწავლო კვირა, 5 - სასესიო კვირა
სასწავლო კვირები ეთმობა ლექციებს/სამუშაო ჯგუფში
მუშაობას
სასესიო კვირები ეთმობა შუალედურ/დასკვნით გამოცდებს

შუალედური გამოცდა ტარდება სასწავლო სემესტრის მე-8


კვირას,
დასკვნითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-17 - მე-18
კვირას
დამატებითი გამოცდა ტარდება სემესტრის მე-19 - მე-20
კვირას
დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის
შუალედი უნდა იყოს დასკვნითი გამოცდის შედეგების
გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღე.
1
სასწავლო კურსის წინაპირობების გარეშე
შესწავლის წინაპირობები
სასწავლო კურსის სწავლის ცოდნა და გაცნობიერება
შედეგები სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი
 აღწერს სრულყოფილი და არასრულყოფილი
კონკურენციის ბაზრების სტრუქტურას და ფუნქციონირების
მექანიზმს;
 განსაზღვრავს მოთხოვნა-მიწოდებაზე მოქმედ
არაფასისმიერ ფაქტორებს, ხსნის ფასწარმოქმნის
მექანიზმს და განმარტავს საბაზრო წონასწორობის არსსა
და მნიშვნელობას.
 განმარტავს სახელმწიფოს ეკონომიკური ფუნქციის არსსა
და მნიშვნელობას, ხსნის მისი განხორციელების როლს
ეკონომიკაში;
 განიხილავს მიკროეკონომიკის პრინციპების არსსა და
მნიშვნელობას ბიზნესის ადმინისტრირების პროცესში.

უნარი
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტი
 აფასებს ეკონომიკის ფუნქციონირების და ეკონომიკური
აგენტების მიერ გადაწყვეტილებების მიღების სპეციფიკას,
მათზე მოქმედ ფაქტორებს;
 გამოკვეთს და აფასებს მიკროეკონომიკურ პრობლემებს,
ამოიცნობს მათი გადაწყვეტისათვის ადეკვატურ
მეთოდებსა და ინსტრუმენტებს საბაზრო ეკონომიკის
ფუნქციონირების ზოგადი პრობლემების
იდენტიფიცირების საფუძველზე;
 აანალიზებს და აფასებს ეკონომიკურ პროცესებს
ეკონომიკური თეორიისა და მოდელების გამოყენებით;
 განსჯის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის
შედეგებს მიკოროეკონომიკურ დონეზე და გამოაქვს
არგუმენტირებული დასკვნები.
სასწავლო კურსის კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ეკონომიკის
შინაარსი 10 ფუნდამენტალურ პრინციპს, რომელიც საფუძვლად იღებს
ეკონომიკური აგენტების მიერ გადაწყვეტილების მიღებას,
ასევე გაეცნობიან ბაზრის სტრუქტურას მოთხოვნა-მიწოდების
განმსაზღვრელ ფაქტორებს; განხილული იქნება, ბაზრის
ფუნქციონირების მექანიზმები სრულყოფილი და
არასრულყოფილი კონკურენციის პირობებში და
სახელმწიფოს ბაზარზე ჩარევის შემთხვევები და შედეგები.
იხ. დანართი 1

2
სწავლება-სწავლის სწავლება-სწავლის მეთოდებია :
მეთოდები და აქტივობები
ლექცია:-სტუდენტებისადმი სისტემატურად და
თანმიმდევრულად სასწავლო მასალის გადაცემა,
განსახილველი თემის ან რაიმე საკითხის ახსნა-განმარტება.
როგორც წესი ლექცია მიმდინარეობს სასწავლო მასალის
პრეზენტირებისა ან შესასრულებელი ამოცანის
დემონსტრირების აქტივობის გამოყენებით;
სამუშაო ჯგუფში მუშაობა დანიშნულებაა სტუდენტებს მიეცეს
ლექციაზე მოსმენილი თემების გაღრმავების საშუალება.
წამყვანი პროფესორის ან სემინარის წამყვანი პედაგოგის
მითითებით სტუდენტი ან სტუდენტთა ჯგუფი მოიძიებს და
ამუშავებს დამატებ ინფორმაციას, ამზადებს პრეზენტაციას,
წერს ესსეს და სხვა. სემინარზე მოისმონება მოხსენებები,
იმართება დისკუსია, კეთდება დასკვნები. სემინარის
ხელმძღვანელი პედაგოგი კოორდინაციას უწევს ამ
პროცესების მიზანმიმართულად წარმართვას.

სწავლება-სწავლის მეთოდები მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

ვერბალური და ახსნა-განმარტება;
წიგნზე მუშაობა;
ბრეინშტორმინგი და დისკუსია;
სიტუაციური ანალიზი (Case study);
ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება (TBL);
ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.

შეფასების სისტემა სტუდენტის ცოდნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი


სისტემით. 100 ქულა არის მაქსიმალური შეფასება.
კრედიტის მინიჭების წინაპირობაა 100–დან არანაკლებ 51
ქულის დაგროვება.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა ითვალისწინებს:
ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-
70 ქულა;
ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:


ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა,
რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა
სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით
გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება;
ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და
ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული
სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს
შესასწავლი.

დამატებით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება იმ შემთხვევაშიც


თუ მან გადალახა საბოლოო დადებითი შეფასების
მინიმალური ზღვარი (51 ქულა), მაგრამ ვერ გადალახა

3
დასკვნითი გამოცდის მინიმალური ბარიერი.

დასკვნით გამოცდაზე სტუდენტი დაიშვება შუალედური


შეფასების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში.

კრედიტის მინიჭება შესაძლებელია თუ სტუდენტის მიერ


მიღებული შედეგი აკმაყოფილებს პირობებს:
ა) გადალახა დასკვნითი შეფასების მინიმალური
ბარიერი;
ბ) მოაგროვა საბოლოო შეფასების მაქსიმალური 100
ქულიდან მინიმუმ 51 ქულა.

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შუალედური


შეფასებისათვის შეადგენს 30 % -ს (18 ქულა), ხოლო
დასკვნითი გამოცდისათვის კი 50 %-ს (20 ქულა).

შეფასების ფორმები, სტუდენტის ცოდნის შეფასების კომპონენტები:


მეთოდები და
კრიტერიუმები ცოდნის შეფასების კომპონენტები:
შუალედური შეფასებები მაქსიმალური 60 ქულა
დავალება მაქსიმალური 15 ქულა
ქვიზი მაქსიმალური 25 ქულა
შუალედური გამოცდა მაქსიმალური 20 ქულა
დასკვნითი გამოცდა მაქსიმალური 40 ქულა
სულ 100 ქულა

დავალება: სემესტრის განმავლობაში სტუდენტებს მიეცემა 5


დავალება განხილული საკითხებსა და ამოცანებზე. დავალება
შედგება ამოცანებისგან და ყოველი დავალების სწორად
შესრულება ფასდება 3 ქულით. შესაბამისად, სტუდენტს ამ
კომპონენტში შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 15 ქულა
(5*3=15).
3 ქულა: ამოხსნილია ყველა ამოცანა; პასუხი ზუსტად და
ამომწურავად არის გადმოცემული; სტუდენტი ზედმიწევნით
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული
ძირითადი ლიტერატურა.
2 ქულა: ამოხსნილი არაა ან ნაწილობრივ ამოხსნილია
გარკვეული ამოცანები, პასუხი არასრულია; სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგრამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ამოცანებზე პასუხი არსებითად
მცდარია ან არაა მოცემული. გადმოცემულია საკითხის
შესაბამისი მასალის მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.

ქვიზი: სემესტრის განმავლობაში ტარდება 5 ქვიზი.


თითოეული ფასდება 5 ქულით. შესაბამისად, სტუდენტს ამ
კომპონენტში შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 25 ქულა.
ყოველი ქვიზის შეფასებისას გაითვალისწინება შემდეგი
კრიტერიუმები:

5 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად


არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
4
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
4 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი;
ტერმინოლოგიურად გამართულია; საკითხი ამომწურავად
არის გადმოცემული; არსებითი შეცდომა არ არის; სტუდენტი
კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ
მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა.
3 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია;
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას,
მაგრამ აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
2 ქულა: პასუხი არასრულია; ტერმინოლოგია მცდარია;
საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ;
სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული ძირითადი
ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა.
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის
მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.

შუალედური გამოცდა: შუალედური გამოცდა ტარდება


წერითი ფორმით, გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 20 ქულით;
საგამოცდო ბილეთი მოიცავს: 8 ტესტურ შეკითხვას, 2
თეორიულ საკითხს და 3 ამოცანას.
ტესტური შეკითხვა ფასდება ჯამში 8 ქულით
შემდეგნაირად: თითოეული კითხვაზე სწორი პასუხი
შეფასდება 1 ქულით, არასწორი კი - 0-ით. ჯამში, ტესტებზე
პასუხით სტუდენტს შეუძლია დააგროვოს მაქსიმუმ 8 ქულა.

თეორიული საკითხი ფასდება ჯამში 6 ქულით: თითოეული


ფასდება 3 ქულით, ჯამში 4*2=6 ქულა. თეორიული საკითხის
შეფასების კრიტერიუმებია:
4 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა. მსჯელობები
ლოგიკურად გამართული და არგუმენტირებულია.
3 ქულა: პასუხი სრულია, მაგრამ შეკვეცილი; ტერმინო-
ლოგიურად გამართულია; საკითხი სწორადაა გადმოცემული,
თუმცა აკლია სიღრმე და დაშვებულია მცირე უზუსტობები.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას
და ათვისებული აქვს ძირითადი ლიტერატურა, თუმცა,
საკითხებს გადმოსცემს ზედაპირულად, მსჯელობას აკლია
ლოგიკური თანმიმდევრობა და არგუმენტირება.
2 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი
ზედაპირულად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
ძირითად მასალას, გადმოცემისას დაშვებულია რამდენიმე
არსებითი შეცდომა.
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის

5
მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.

ამოცანა - ჯამში ფასდება 6 ქულით. ყოველი ამოცანის


მაქსიმალური შეფასებაა - 2 ქულა. შეფასებისას
გაითვალისწინება შემდეგი კრიტერიუმები:

2 ქულა: სამუშაო კარგადაა შესრულებული. სტუდენტი


თავისუფლად ფლობს ამოცანის ამოხსნის ტექნიკას და
პასუხობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
1 ქულა: სამუშაო დამაკმაყოფილებლადაა შესრულებული.
სტუდენტი პრაქტიკულად ფლობს ამოცანის ამოხსნის
ტექნიკას, მაგრამ აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები.
0 ქულა: სტუდენტი ვერ ფლობს ამოცანის ამოხსნის ტექნიკას,
პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის.

დასკვნითი გამოცდა: საბოლოო გამოცდა ჩატარდება


წერითი ფორმით. გამოცდის დრო იქნება 2 სთ და შეფასდება
მაქსიმუმ 40 ქულით. საგამოცდო ბილეთი შეიცავს 10 ტესტურ
კითხვას, 2 თეორიულ საკითხს და 6 ამოცანას.
ტესტური კითხვა - 10 ქულა. ყოველი სწორად მონიშნული
პასუხი ფასდება 1 ქულით; არასწორი პასუხი - 0 ქ-ით.
თეორიული საკითხი - 3 ქულა. (2*3 = 6 ქულა). ყოველი
საკითხის შეფასებისას გაითვალისწინება შემდეგი
კრიტერიუმები:
3 ქულა: პასუხი სრულია; საკითხი ზუსტად და ამომწურავად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია დაცულია. სტუდენტი
ზედმიწევნით კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი ლიტერატურა.
2 ქულა: პასუხი არასრულია; საკითხი დამაკმაყოფილებლად
არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი
ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას, მაგარამ
აღნიშნება მცირეოდენი შეცდომები.
1 ქულა: პასუხი ნაკლოვანია, ტერმინოლოგია არ არის
გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად
მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის
მხოლოდ ცალკეული ფრაგმენეტები.
0 ქულა: პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის ან საერთოდ
არაა მოცემული.

ამოცანა - 4 ქულა. (4*6=24 ქულა) საგამოცდო ბილეთში


შეტანილია 6 ამოცანა, თითოეული ამოცანა ფასდება 4
ქულით, შემდეგნაირად:

4 ქულა: სამუშაო ზედმიწევნით კარგადაა შესრულებული.


სტუდენტი თავისუფლად ფლობს ამოცანის ამოხსნის ტექნიკას
და სრულად პასუხობს პროგრამით გათვალისწინებულ
განვლილ მასალას. მიღებული პასუხი ზუსტი და ამომწურავია.
3 ქულა: სამუშაო კარგადაა შესრულებული. სტუდენტი
სრულად ფლობს ამოცანის ამოხსნის ტექნიკას, მაგრამ
შესრულების პროცესში დაშვებულია მცირე (არაარსებითი
ხასიათის) უზუსტობა.
2 ქულა: სამუშაოს შესრულება სწორადაა დაწყებული,
სტუდენტი მინიმალურ დონეზე ავლენს ამოცანის შესრულების

6
ტექნიკას; თუმცაღა, შესრულების შემდგომ ეტაპზე
დაშვებულია შეცდომები, რამაც განაპირობა არასწორი
პასუხის მიღება.
1 ქულა: სამუშაოს შესრულება სწორადაა დაწყებული, მაგრამ
საწყის ეტაპზევე დაშვებულია უხეში შეცდომა, რამაც
გამოიწვია არასწორი პასუხის მიღება.
0 ქულა: სტუდენტი ვერ ფლობს ამოცანის ამოხსნის ტექნიკას,
პასუხი საკითხის შესაბამისი არ არის/ამოცანა საერთოდ არ
არის შესრულებული.

დამატებით შევნიშნავთ, რომ შემთხვევის ანალიზის და


დისკუსიის მეთოდი გამოიყენება განმავითარებელი
შეფასების მიზნით, ამიტომ არ აისახება სტუდენტის
განმსაზღვრელი შეფასებისას.

შენიშვნა: პლაგიატი – მიუღებელია, საშინაო დავალების


პრეზენტაციის ან წერითი ფორმით წარმოდგენისას, სხვისი
ნაშრომის, იდეის ან აზრის გამოყენება წყაროს მითითების გარეშე.
ასეთ შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე
დატოვოს სტუდენტის დავალება. გადაწერა/კარნახი – აღნიშნული
ქმედება იკრძალება ნებისმიერი ტიპის აქტივობის (საშინაო
დავალება, გამოცდა, რეფერატი, პრეზენტაცია და ა.შ.) დროს. ასეთ
შემთხვევაში, ლექტორი ვალდებულია შეფასების გარეშე დატოვოს
სტუდენტები. წერილობითი ნაშრომი შემოწმდება პროგრამით
Turnitin.
ადმინისტრაციული სასწავლო კურსის ხელმძღვანელი ვალდებულია პირველ
შენიშვნები ლექციაზე სტუდენტს გააცნოს საგანმანათლებლო პროგრამით
განსაზღვრული მოთხოვნები და შემდგომი მუშაობის
სტრატეგია.
სტუდენტი ვალდებულია:
 ყურადღებით გაეცნოს სასწავლო კურსის სილაბუსს.
 შეასრულოს სილაბუსით გათვალისწინებული
მოთხოვნები (შეასრულოს საშინაო დავალება;
მოემზადოს სემინარული თუ პრაქტიკული
მუშაობისთვის; ტესტირებისთვის; პრეზენტაციისათვის
და ა.შ).
სტუდენტის მიერ დამატებით გამოცდაზე მიღებულ შეფასებას
არ ემატება დასკვნით შეფასებაში მიღებული ქულათა
რაოდენობა.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება არის დასკვნითი
შეფასება და აისახება საგანმანათლებლო პროგრამის
კომპონენტის საბოლოო შეფასებაში.
დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასების
გათვალისწინებით საგანმანათლებლო კომპონენტის
საბოლოო შეფასებაში 0-50 ქულის მიღების შემთხვევაში,
სტუდენტს უფორმდება შეფასება F-0 ქულა.
სავალდებულო გ. მენქიუ „ეკონომიკის პრინციპები“, გამომცემლობა
ლიტერატურა „დიოგენე“, 2008 წ.

დამატებითი ლიტერატურა პ.ჰეინე „ეკონომიკური აზროვნება“, თავისუფალი


და სხვა სასწავლო მასალა უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2009 წ.

7
დანართი 1

სასწავლო კურსის შინაარსი

კვირა თემა (ლექცია/სამუშაო ჯგუფში მუშაობა) სასწავლო


მასალა
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენექიუ
ლექციის თემა თავი1: ეკონომიკის 10 პრინციპი „ეკონომიკის
თავი 2: ეკონომიკური აზროვნება პრინციპები“,
ეკონომიკური აზროვნება, ეკონომიკური მოდელები. პოზიტიური თავი 1, გვ 3-
და ნორმატიული ანალიზი. 17. თავი 2, გვ
ეკონომიკის 10 პრინციპი:როგორ იღებენ ადამიანები 19-46
ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს, როგორ რეაგირებენ
I ეკონომიკურ სტიმულებზე, როგორ მუშაობს ეკონომიკა;

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
ეკონომიკის 10 პრინციპი და მისი არსის განხილვა კონკრეტულ
მაგალითებზე. ჯგუფური დისკუსია თემაზე: ვაჭრობის თეორია და
შედარებითი უპირატესობის კანონი
დისკუსია ლექციაზე განხილულ საკვანძო საკითხებზე
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ
ლექციის თემა თავი 4: მიწოდებისა და მოთხოვნის საბაზრო „ეკონომიკის
ძალები პრინციპები“,
კონკურენტული ბაზრები, მოთხოვნა, მოთხოვნის მრუდი, თავი 4, გვ 63-
მოთხოვნის განმსაზღვრელი არაფასისმიერი ფაქტორები; 85
მიწოდება, მიწოდების მრუდი, მიწოდების განმსაზღვრელი
II არაფასისმიერი ფაქტორები. საბაზრო წონასწორობა

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
მიწოდება, მოთხოვნა და წონასწორული ანალიზი. ამოცანები.
ტესტები.
დისკუსია ლექციაზე განხილულ საკვანძო საკითხებზე
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ ,
ლექციის თემა თავი 5: ელასტიურობა და მისი გამოყენება „ეკონომიკის
პრინციპები“,
მოთხოვნის ელასტიურობა, მოთხოვნის ელასტიურობა ფასის თავი 5, გვ
მიხედვით, მოთხოვნის ელასტიურობა შემოსავლის მიხედვით, 87-109
ელასტიურობის განმსაზღვრელი ფაქტორები, მიწოდების
ელასტიურობა და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები
III
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
მოთხოვნის და მიწოდების არაფასისმიერი ფაქტორების
განხილვა, საფასო და შემოსავლის მიერი ელასტიურობის
გამოთვლა. ამოცანები (TBL)

ქვიზი 1(20 წთ): 1, 4 თავების ჩათვლით განხილული თემები


IV (ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ
ლექციის თემა თავი 6: მიწოდება, მოთხოვნა და სამთავრობო „ეკონომიკის
პოლიტიკა პრინციპები“,
ფასის კონტროლი, ფასის ზედა და ქვედა ზღვარი და მათი თავი 6, გვ
ეფექტები. შეფასება, გადასახადები და საგადასახადო 111-131

8
პოლიტიკის გავლენა ბაზრის ფუნქციონირებაზე

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
ჯგუფური დისკუსია თემაზე: საფასო კონტროლისა და
გადასახადების დაწესების შედეგები ბაზარზე. ამოცანები, ტესტები
(TBL)

(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენექიუ


ლექციის თემა თავი 7: მომხმარებლები, მწარმოებლები და „ეკონომიკის
ბაზრის ეფექტიანობა პრინციპები“,
მომხმარებლის დანაზოგი, მწარმოებლის დანაზოგი ბაზრის თავი 7, გვ
ეფექტიანობა და საბაზრო ჩავარდნა 135-154

V სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
მოხმარებლის და მწარმოებლის დანაზოგის გამოთვლა. ჯგუფური
დისკუსია თემაზე: საერთაშორისო ვაჭრობის შედეგად მოგებული
და წაგებული ჯგუფები. ამოცანები (TBL)

ქვიზი 2 (20 წუთი): 5-6 თავის ჩათვლით განხილულ თემებზე


(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ
ლექციის თემა თავი10: გარეგანი ეფექტები „ეკონომიკის
თავი11: საზოგადოებრივი საქონელი და საერთო რესურსები პრინციპები“
გარეგანი ეფექტები და არაეფექტური ბაზარი, სამთავრობო თავი 10 გვ
პოლიტიკა; 171-212
საზოგადოებრივი საქონლის ძირითადი მახასიათებლები; თავი 11 გვ
მეტოქეობა, გამორიცხვადობა, „უბილეთო მგზავრის პრობლემა“. 213-228
VI
ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, საერთო რესურსების ტრაგედია

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
გარეგანი ეფექტებისა და არაეფექტური ბაზრის მაგალითები.
ამოცანები (TBL)

(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ,


ლექციის თემა თავი 13: წარმოების დანახარჯები ეკონომიკის
დანახარჯების არსი, მთლიანი შემოსავალი და მოგება, პრინციპები
ალტერნატიული დანახარჯი, ეკონომიკური და საბუღალტრო თავი 13 გვ
მოგება, მუდმივი და ცვლაბეადი ხარჯი, საშუალო და ზღვრული 255-274
დანახარჯი. საწარმოო ფუნქცია და მთლიანი დანახარჯები.
დანახარჯები მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდში
VII
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
დანახარჯები, ზღვრული მუდმივი, ცვალებადი დანახარჯები,
საწარმოს გადაწყვეტილებები დანახარჯების ანალიზის
მაგალითზე, ამოცანები. (TBL)

ქვიზი 3 (20 წუთი): 7, 10-11 თავში განხილული თემები.


2 სთ შუალედური გამოცდა
შუალედური გამოცდა
VIII (მოსამზადებელი მასალა - I-დან VII კვირის ჩათვლით განვლილი
საკითხები)
IX (ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ

9
ლექციის თემა თავი 14: ფირმები კონკურენტულ ბაზრებზე „ეკონომიკის
კონკურენტული ბაზრის სტრუქტურა, კონკურენტული ფირმის პრინციპები“
გადაწყვეტილებები, კონკურენტული ფირმის მიწოდების მრუდი, თავი 14 გვ
მოგების მაქსიმიზაცია. მიწოდება გრძელვადიან და მოკლევადიან 275-296
პერიოდში.

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
კონკურენტულ ბაზარზე მოქმედი ფირმების მოგების მაქსიმიზაცია,
შემთხვევის ანალიზი და ამოცანები
ბრეინშტორმინგი
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ
ლექციის თემა თავი 15 მონოპოლია „ეკონომიკის
მონოპოლიის სახეები: ბუნებრივი მონოპოლია, მთავრობის პრინციპები“
შექმნილი მონოპოლიები, მონოპოლიური ფირმის მიწოდების თავი 15 გვ
მრუდი და ფასწარმოქმნა, საბაზრო წონასწორობა. მონოპოლიის 297-328
გავლენა კეთილდღეობაზე
X
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
მონოპოლისტური ფირმის გადაწყვეტილებები. ჯგუფური
დისკუსია: მონოპოლიის გავლენა კეთილდღეობაზე. ამოცანები

ქვიზი 4 (20 წუთი): 13-14 თავის ჩათვლით.


(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ
ლექციის თემა თავი 16 ოლიგიპოლია „ეკონომიკის
ოლიგოპოლიური ბაზრის სტრუქტურა, დუოპოლია, კარტელები, პრინციპები“
ოლიგოოპოლიური ფირმის გადაწყვეტილებები თავი 16 , გვ
329-355
XI სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
სემინარი: ოლიგოპოლიური კონკურენცია და ოლიგოპოლიური
ფირმის გადაწყვეტილებები
ამოცანები
ბრეინშტორმინგი
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ
ლექციის თემა თავი 17 მონოპოლისტური კონკურენცია „ „ეკონომიკი
მონოპოლისტური კონკურენცია და სრულყოფილი კონკურენცია, ს პრინციპები“
კონკურენცია დიფერენცირებული საქონლის თავი 17
პირობებში,რეკლამირება, წონასწორობა გვ355-370
XII
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
მონოპოლისტური კონკურენციის პირობებში ფირმის
გადაწყვეტილებები , ამოცანები

XIII (ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მექნიუ


ლექციის თემა თავი 18: წარმოების ფაქტორთა ბაზრები „ეკონომიკის
წარმების ფაქტორებზე მოთხოვნა და მიწოდება, შრომის პრინციპები“
ზღვრული პროდუქტი და მისი ღირებულება, მწარმოებლურობა, თავი 18 გვ
წარმოების ფაქტორთა ფასები, წონასწორობა შრომის ბაზარზე, 373-392
მიწისა და კაპიტალის ბაზრები

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
წარმოების ფაქტორებზე მოთხოვნა-მიწოდება, წარმოების

10
ფაქტორთა ფასები. ამოცანები

ქვიზი 5 (20 წუთი): 15-17 თავების ჩათვლით.


(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ.მენქიუ
ლექციის თემა თავი 19 : „ეკონომიკის
გამომუშავება და დისკრიმინაცია პრინციპები“
თავი 20 შემოსავლების უთანასწორობა და სიღარიბე თავი 19, გვ
წონასწორული ხელფასების განმსაზღვრელი ფაქტორები, 393-410
ადამიანური კაპიტალი, დისკრიმინაცია შრომის ბაზარზე თავი 20,გვ
შემოსავლების უთანასწორობის მაჩვენებლები და მათი 411-432
გაანგარიშების პრობლემები,შემოსავლების გადანაწილების
XIV თეორიები, უტილიტარიანიზმი,ლიბერალიზმი,
ლიბერტარიანიზმი,შემოსავლების გადანაწილება, გადასახადები
და ტრანსფერები

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
ჯგუფური დისკუსია თემაზე: სიღარიბის დონე და სიღარიბის
დაძლევის სახელმწიფო პროგრამები
ამოცანები
(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ,
ლექციის თემა თავი 21 : „ეკონომიკის
მომხმარებლის არჩევანის თეორია პრინციპები“
სამომხმარებლო კალათა და საბიუჯეტო შეზღუდვა, თავი 21 გვ
მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი არჩევანი, განურჩევლობის 433-460
მრუდები, ფასების ცვლილების ეფექტები: შემოსავლების და
XV
ჩანაცვლების ეფექტი

სამუშაო ჯგუფში მუშაობა:


თემა
ოპტიმიზაციის ამოცანები

(ლექცია 4 სთ., სამუშაო ჯგუფში მუშაობა - 2 სთ.) გ. მენქიუ,


ლექციის თემა თავი 22: „ეკონომიკის
მიკროეკონომიკის საზღვრები პრინციპები“
ასიმეტრიული ინფორმაცია;
პოლიტიკური ეკონომიკა; ქცევითი ეკონომიკა
XVI
სამუშაო ჯგუფში მუშაობა:
თემა
ჯგუფური დისკუსია თემაზე: ადამიანი ყოველთვის რაციონალური
არ არის
ამოცანები

XVII -
დასკვნითი გამოცდა
XVIII

XIX -
დამატებითი გამოცდა
XX

შენიშვნა: სასწავლო მასალაში მითითებული რიგითი ნომერი შეესაბამება მოცემული


სასწავლო კურსის სავალდებულო ლიტერატურაში მითითებული წყაროს რიგით
ნომერს.

11

You might also like