You are on page 1of 5

სილაბუსი

2020/2021
აკადემიური წელი სემესტრი III

კოდი ECO205019 დასახელება მიკროეკონომიკა

5 (140 საათი)
საკონტაქტო საათი 49,5 საათი:
• ლექცია 21 საათი
ტიპი ძირითადი ECTS კრედიტი • სემინარი 24 საათი
• შუალედური გამოცდა 3 საათი
• ფინალური გამოცდა 1,5 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა 90,5 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ბადრი გელიტაშვილი ელექტრონული b.gelitashvili@freeuni.edu.ge


ლექტორები
ზაზა გელაშვილი ფოსტა z.gelashvili@freeuni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად, სტუდენტის საჭიროებისამებრ, ურთიერთშეთანხმებით დანიშნულ დროს


აღწერა
საგანი ”მიკროეკონომიკა” შეისწავლის მომხმარებლებისა და ფირმების გადაწყვეტილებებს, დაკავშირებულს მათ
არჩევანთან კონკრეტულ სიტუაციებში, მათ ხელთ არსებული რესურსებისა და ინფორმაციის გათვალისწინებით.
ფირმების გადაწყვეტილებების შესწავლისას შევეხებით რამდენიმე ძირითადი ტიპის ბაზრებს. კერძოდ,
განვიხილავთ ერთის მხრივ, ბაზრებს ფასის მიმღებთათვის, ხოლო, მეორეს მხრივ – ფასის მაძიებელთათვის,
შეღწევის მაღალი და დაბალი ბარიერებით. ამასთანავე, გავაანალიზებთ სახელმწიფოს პოლიტიკის ზეგავლენას
საბაზრო მექანიზმების მოქმედებაზე.
პრერეკვიზიტი
ეკონომიკის საფუძვლები
სწავლის მიზანი
ამ კურსის მიზანია სტუდენტებისათვის თანამედროვე მიკროეკონომიკური თეორიისა და მისი პრაქტიკული
გამოყენებისათვის აუცილებელი ცოდნის მიწოდება.
სწავლის შედეგები
კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს შეეძლება:
1. ეცოდინება მიკროეკონომიკური თეორია
2. შეეძლება დანახარჯთა მრუდების ინტერპრეტაცია და მათი გამოყენება ბაზრების ანალიზისათვის
3. შეეძლება სხვადასხვა ტიპის ბაზრების დადგენა და ფირმის მენეჯერის პოზიციიდან სათანადო
გადაწყვეტილების მიღება, დაკავშირებული წარმოების რაოდენობისა და ფასის არჩევასთან
4. შეეძლება სწორი ხედვის ჩამოყალიბება საბაზრო მექანიზმების მოქმედებაზე სახელმწიფოს პოლიტიკის
მოსალოდნელ ზეგავლენასთან დაკავშირებით
5. შეეძლება საკუთარი მოსაზრებების პრეზენტაცია და გაზიარება დაინტერესებული მხარეებისათვის
6. შეეძლება საჭირო ინფორმაციის საფუძველზე საკუთარი დასაბუთებული პოზიციის ჩამოყალიბება
7. შეეძლება მომავალი საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, საკუთარი ცოდნის განახლება.

სწავლების და სწავლის მეთოდები


ყოველი სასწავლო კვირის განმავლობაში სისტემატურად ჩატარდება 3 ტიპის მეცადინეობები:
ა) ლექციები; ბ) პრაქტიკულები; გ) ლექციისა და პრაქტიკულის ნაზავი.
ა) ყოველი ლექციის დროს სტუდენტებს ავუხსნით ახალ მასალას და შევეცდებით, მოვიცვათ ყველა ძირითადი
იდეა, რაც მოცემული თემის ფარგლებში იქნება გათვალისწინებული. ამასთანავე, მიუხედავად მასალის სიახლისა
სტუდენტებისათვის, ვეცდებით მათ აქტიურ ჩართვას მსჯელობებში;
ბ) პრაქტიკული მეცადინეობების დროს, პირველ რიგში, პასუხებს გავცემთ სტუდენტების მიერ დასმულ
შეკითხვებს, ხოლო შემდეგ განვიხილავთ ახალ თემასთან დაკავშირებულ სავარჯიშოებს, აგრეთვე - წინა
პრაქტიკულ მეცადინეობაზე მიცემული საშინაო დავალების იმ ნაწილს, რასაც სტუდენტებმა დამოუკიდებლად
თავი ვერ გაართვეს; შესაძლოა სტუდენტებს მიეცეთ სხვადასხვა სახის წერითი დავალება მეცადინეობაზე
შესასრულებლად;
გ) საჭიროებისამებრ, ზოგიერთი მეცადინეობა ლექციისა და პრაქტიკულის ელემენტთა ნაზავით იქნება
წარმოდგენილი, რაც დეტალურადაა ნაჩვენები კალენდარულ გეგმაში.

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და დასკვნითი შეფასებისათვის
განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ მათგანში.

შუალედური შეფასებების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 18 ქულა;


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ყველა ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში
უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით.

შუალედური შეფასების კომპონენტები


კომპონენტი 1. შუალედური წერითი გამოცდა (30%x2)

სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 2 ქვიზი, ანუ შუალედური წერითი გამოცდა, საგამოცდო ცენტრში. წერა
ყოველთვის იქნება ფურცლებზე და არა ელექტრონულად, გამონაკლისის გარეშე! თითოეული ქვიზი ჩატარდება
დახურული წიგნის პრინციპით და შეამოწმებს სტუდენტთა მიერ ეტაპობრივად შეძენილ ცოდნასა და უნარებს.
იმ სტუდენტს, ვინც ერთ ან ორ ქვიზს გააცდენს ნებისმიერი მიზეზით, მიეცემა მხოლოდ 1 მათგანის აღდგენის
შესაძლებლობა: შესაბამის დროს დაადგენს ლექტორი საგამოცდო ცენტრთან შეთანხმებით. თუ სტუდენტი ამ
შესაძლებლობასაც გაუშვებს ხელიდან, მიზეზის მიუხედავად, მისი აღდგენა აღარ მოხდება!
სტუდენტს მიეცემა 3-4 საკითხი წერილობითი პასუხების გასაცემად. თითოეული საკითხი შეფასდება შემდეგი
კრიტერიუმებით: არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა, კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის
გამოყენება. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 3 ქულამდე შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 40%):

3 - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა და ასაბუთებს თეზისს,


რომელიც გამოთქმულია სტუდენტის მიერ;
2 - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, ცხადი და გასაგები
დასკვნების გასაკეთებლად;
1 - არგუმენტები მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს;
0 - არგუმენტი საერთოდ არ არის მოყვანილი.
კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება, (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში
60%):
3 - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს მთელ გავლილ მასალას;
2 - სტუდენტი გაეცნო მასალას, მაგრამ არა სიღრმისეულად ან ნაწილობრივ;
1 - სტუდენტი სრულყოფილად არ გაცნობია გავლილ მასალას;
0 - სტუდენტი საერთოდ არ იცნობს მასალას.

დასკვნითი შეფასება
დასკვნითი გამოცდა 40%

2
საბოლოო წერითი გამოცდა, რომლის წონაა 40% ჩატარდება დახურული წიგნის პრინციპით და მოიცავს 4-5
საკითხს. თითოეული საკითხი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა,
კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება. თითოეული კრიტერიუმი ფასდება 0-დან 3
ქულამდე შემდეგ პრინციპებზე დაყრდნობით:

არგუმენტაციის ლოგიკა და სტრუქტურა (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში 40%):

3 - არგუმენტები გამართულია ლოგიკურად, განვრცობილია მსჯელობა და ასაბუთებს თეზისს,


რომელიც გამოთქმულია სტუდენტის მიერ;
2 - არგუმენტები ლოგიკური და თანმიმდევრულია, მაგრამ არ არის საკმარისი, ცხადი და გასაგები
დასკვნების გასაკეთებლად;
1 - არგუმენტები მოკლებულია ლოგიკურ სიცხადეს;
0 - არგუმენტი საერთოდ არ არის მოყვანილი.
კურსის ფარგლებში გავლილი თეორიული მასალის გამოყენება, (წონა კომპონენტის ჯამურ შეფასებაში
60%):
3 - სტუდენტი სიღრმისეულად იცნობს მთელ გავლილ მასალას;
2 - სტუდენტი გაეცნო მასალას, მაგრამ არა სიღრმისეულად ან ნაწილობრივ;
1 - სტუდენტი სრულყოფილად არ გაცნობია გავლილ მასალას;
0 - სტუდენტი საერთოდ არ იცნობს მასალას.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0

აუცილებელი მასალები
1) Besanko, Braeutigam – Microeconomics, 5th edition, 2014;
2) Gwartney, Stroup, Sobel, Macpherson – Understanding Microeconomics, 16th edition, 2018.

დამატებითი მასალები:
1) Froeb, McCann, Shor, Ward – Managerial economics: a problem solving approach, 5th edition, 2018;
2) Thomas, Maurice – Managerial Economics: Foundations of Business Analysis and Strategy, 12th edition, 2016;
3) Colander – Microeconomics, 11th edition, 2020.

კალენდარული გეგმა
კურსი მოიცავს 21 ლექციას და 24 სემინარს, 2 შუალედურ გამოცდას.

კვირა მეცადინ. თემა დავალება

ლექცია The Economic Approach; Some Tools of the Economist Gwartney, ch.1-2

1 ლექცია/პრაქტ. Analyzing Economic Problems Besanko, ch.1

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Demand and Supply Analysis Besanko, ch.2

2 ლექცია/პრაქტ. Demand and Supply: Applications and Extensions Gwartney, ch.4

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

3
ლექცია Consumer Preferences and the Concept of Utility Besanko, ch.3

3 ლექცია/პრაქტ. Consumer choice Besanko, ch.4

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია The Theory of Demand Besanko, ch.5

4 პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

შუალედური წერითი გამოცდა

5 შუალედური გამოცდის საკითხების განხილვა

ლექცია/პრაქტ. Inputs and Production Functions Besanko, ch.6

ლექცია Costs and Cost Minimization Besanko, ch.7

6 პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Costs and the Supply of Goods Gwartney, ch. 8

7 ლექცია/პრაქტ. Cost Curves Besanko, ch.8

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Price Takers and the Competitive Process Gwartney, ch. 9

8 ლექცია/პრაქტ. Perfectly Competitive Markets Besanko, ch.9

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Price-Searcher Markets with Low Entry Barriers Gwartney, ch. 10

9 ლექცია/პრაქტ. Price-Searcher Markets with High Entry Barriers Gwartney, ch. 11

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Monopoly and Monopsony Besanko, ch.11

10 ლექცია/პრაქტ. სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Capturing Surplus Besanko, ch.12

11 ლექცია/პრაქტ. სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

შუალედური წერითი გამოცდა

12 შუალედური გამოცდის საკითხების განხილვა

ლექცია/პრაქტ. Game Theory and Strategic Behavior Besanko, ch.14

ლექცია Risk and Information Besanko, ch.15

13 ლექცია/პრაქტ. სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

4
ლექცია Difficult cases for the market, and the role of Gov. Gwartney, ch. 5

14 ლექცია/პრაქტ. The Economics of Collective Decision Making Gwartney, ch. 6

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Externalities and Public Goods Besanko, ch.17

15 ლექცია/პრაქტ. სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

ლექცია Investment, The Capital Market, and the Wealth of Nations Gwartney, ch. 14

16 პრაქტიკული სავარჯიშოები მიმდინარე თემაზე Problems and Exercises

პრაქტიკული კონსულტაცია ფინალური გამოცდისათვის

დამატებითი მოთხოვნები
1. აკადემიური ეთიკის დაცვა კურსის აუცილებელი ელემენტია. მაგალითად, პლაგიატის გამოვლენის
შემთხვევაში სტუდენტს კურსში ეწერება შეფასება F. (დეტალურად იხილეთ სტუდენტის ეთიკის კოდექსი)
2. თუ სტუდენტს რომელიმე ქვიზის შეფასების გაგების შემდეგ გაუჩნდება ეჭვი, რომ მისი შეფასება არ
შეესაბამება მის მოლოდინს, მას შეუძლია, ემისზე ქულების განთავსებიდან 3 დღის ვადაში წერილობით (ელ.
ფოსტით) მიმართოს ლექტორს, სადაც ის აუხსნის დაეჭვების საფუძველს და სთხოვს ლექტორს ნაწერის ხელახლა
გადახედვას. ლექტორი კიდევ ერთხელ გადაამოწმებს ამ სტუდენტის ნაშრომს და აცნობებს სტუდენტს, თუ
რამდენად საფუძვლიანი იყო მისი პრეტენზია და შეიცვალა თუ არა მისი შეფასება. საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელი იქნება სტუდენტის მიერ ნაშრომის ნახვაც და ლექტორთან ერთად შეცდომების განხილვა.

You might also like