You are on page 1of 5

სილაბუსი

აკადემიური წელი 2021-2022 სემესტრი VII

კოდი CE405014 დასახელება ელექტრომაგნიტური სისტემები

5 (140 საათი)

საკონტაქტო საათი 73:

ძირითადი 
ლექცია 32 საათი
ტიპი ECTS კრედიტი 
სემინარი 32 საათი

შუალედური გამოცდები - 6 სთ
(2*3)
 დასკვნითი გამოცდა - 3 საათი
დამოუკიდებელი მუშაობა 67 საათი

ენა ქართული აუდიტორია

ვახტანგ ჯანდიერი ელექტრონული v.jandieri@freeuni.edu.ge


ლექტორი
ფოსტა

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროებისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
აღნიშნული კურსის გავლისას სტუდენტი საფუძვლიანად შეისწავლის ელექტრომაგნიტური სისტემების -
transmission lines, ტალღგამტარები, ანტენურ სისტემები, მობილური სისტემები – თეორიას და გააკეთებს
პრაქტიკულ ამოცანებს. კურსი ძირითადად წარმოადგენს ფიზიკა 2 - ის ელექტრობა და მაგნეტიზმის და
ელექტრული წრედები 2 - ის გაგრძელებას.

პრერეკვიზიტი
ელექტრული წრედები II

სწავლის მიზანი
 სტუდენტს მიეცეს საფუძვლიანი თეორიული ცოდნა ელექტრომაგნიტური სისტემების შესახებ;
 სტუდენტს მიეცეს ცოდნა პრაქტიკული ამოცანების (მათ შორის რთული) ამოხსნის მეთოდების შესახებ;
 სტუდენტს მიეცეს ცოდნა იმ თანამედროვე ხელსაწყოების შესახებ, რომლებიც ელექტრომაგნიტურ
სისტემებზეა დაფუძნებული.

სწავლის შედეგები
კურსის დასრულების შედეგად სტუდენტი:
 იცნობს ელექტრომაგნიტური სისტემების - transmission lines, ტალღგამტარები, ანტენური სისტემების,
მობილური სისტემების - მუშაობის პრინციპებს.
 ხსნის პრაქტიკულ ამოცანებს, (მათ შორის რთული) ამოხსნის მეთოდების გამოყენებით.
 სვამს დამოუკიდებლად ამოცანს და განსაზღვრავს ამ ამოცანის ამოხსნის გზებს;
 იცნობს თანამედროვე ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს.

სწავლების და სწავლის მეთოდები


თავდაპირველად კურსი დაიწყება transmission lines და მაქსველის განტოლებების შესწავლით. ამის შემდეგ
სტუდენტი შეისწავლის ელექტრომაგნიტური ტალღების გავრცელებას სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიებში
გამოყენებულ სისტემებში. მაგალითად: ანტენური სისტემები, ტალღგამტარები, სხვადასხვა გარემოში
ელექტრომაგნიტური ტალღების ურთიერთქმედება და ა.შ. თეორიული ცოდნის გარდა სტუდენტი გააკეთებს
მრავალ პრაქტიკულ ამოცანას, რათა უკეთ გაიგოს სისტემების მუშაობის პრინციპი.
სწავლისას გამოყენებული იქნება PowerPoint მასალები. სტუდენტს ლექციის შემდეგ მიეცემა საშინაო დავალება.
იმისათვის, რომ სტუდენტმა დავალება შედარებით ადვილად გააკეთოს, ლექციის დროს სტუდენტი გაეცნობა
მსგავსი ამოცანების ამოხსნის გზებს.

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები: ვერბალური მეთოდი,
ანალიზის მეთოდი, პრაქტიკული მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული წავლება.

შეფასების სისტემა
სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის სავალდებულო.
თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

საგანი ითვლება ჩაბარებულად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასებისა და


დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება თითოეულ
მათგანში.

შუალედური შეფასების ჯამის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 24 ქულა


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 16 ქულა

შენიშვნა: შუალედური გამოცდის აღდგენა არ ხდება.

სტუდენტს შეუძლია გავიდეს განმეორებით ფინალურ გამოცდაზე (Fx):

 თუ სტუდენტმა გადალახა შუალედური შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ვერ გადალახა


დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და შუალედური შეფასების შედეგად
უგროვდება 41 და მეტი ქულა/% (მათ შორის, შესაძლოა 41-ზე მეტი სილაბუსის შეფასების სისტემის
შესაბამისად).
 ასევე, სტუდენტი უფლებამოსილია გავიდეს განმეორებით გამოცდაზე, თუ მან გადალახა შუალედური და
დასკვნითი შეფასებების მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და ორივე შეფასების შედეგად უგროვდება
41-50 ქულა/%.

გადაბარებაზე გასვლის წესი და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები იხილეთ ბაკალავრიატის


დებულებაში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტის ეთიკის კოდექსის


პლაგიატსა და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის ნებისმიერი ქვეპუნქტის დარღვევის
შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს წერილობით გაფრთხილებას. დარღვევის
სიმძიმის გათვალისწინებით, შეიძლება დადგეს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გადაწყვეტილება.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, უშუალოდ
შეფასების კომპონენტის დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია შესაბამისი საბაკალავრო პროგრამის
კოორდინატორთან. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის)
წინაპირობას.

საგნის შეფასება მოხდება 100 ქულიანი სისტემით, რომელიც შედგება შემდეგი შეფასებებისაგან:
 შუალედური გამოცდები - 60 ქულა
 დასკვნითი გამოცდა – 40 ქულა

შუალედური შეფასება
კომპონენტი 1. შუალედური გამოცდები - მაქსიმალური 60 ქულა. თითოეული გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 30
ქულით და ფასდება დასკვნითი გამოცდის მსგავსად.

დასკვნითი შეფასება
კომპონენტი 2. დასკვნითი გამოცდა 40 ქულა. დასკვნითი გამოცდების თითოეული ამოცანა შეფასებული იქნება
შემდეგი კრიტერიუმების თანახმად:
4 - პასუხი სრულია, ამოცანა უნაკლოდ არის შესრულებული. საკითხის ამოხსნა ზუსტად და ამომწურავად
არის გადმოცემული. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს განვლილ მასალას.

2
3 - პასუხი სრულია, თუმცა შეკვეცილი. არსებითი შეცდომა არ არის, მაგრამ იკვეთება წვრილმანი ხარვეზები.
სტუდენტი კარგად ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
2 - პასუხი არასრულია, აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. სტუდენტი ნაწილობრივ ფლობს
პროგრამით გათვალისწინებულ განვლილ მასალას.
1 - პასუხი არადამაკმაყოფილებელია, მაგრამ სტუდენტს აქვს მცდელობა და გაკეთებული აქვს უმცირესი
მოთხოვნისა.
0 - პასუხი საერთოდ არ არის მოცემული, ან ამოცანის შესაბამისი არ არის. სტუდენტი არ იცნობს მასალას.

მაგალითად: გამოცდა შედგება 5 კითხვისგან, სტუდენტმა მიიღო შემდეგი შეფასება (3+2+0+4+1=10), რაც
მაქსიმალური შეფასების 50%. შესაბამისად სტუდენტის საბოლოო შეფასება დასკვნით გამოცდაში იქნება 30*0.50=
15 ქულა.

შეფასების შკალა
პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი 4.0
შეფასება აღწერა
ინტერვალი ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 - 40 0
აუცილებელი მასალები
Ulaby, Michielssen and Ravaioli, “Fundamentals of Applied Electromagnetics,” 6th Ed, Prentice Hall, 2010.
S. O. Kasap, “Optoelectronics and Photonics: Principles and Practices,” 2nd Ed, Pearson, 2013.
C. Balanis, “Advanced Engineering Electromagnetics,” 2nd Ed, John Wiley & Sons, 2012.

კალენდარული გეგმა
კურსი მოიცავს 2 სთ ლექციას და 2 სთ სემინარს კვირაში. სულ ჩატარდება 32 სთ ლექცია და 32 სთ სემინარი.

შუალედური გამოცდების თარიღი განისაზღვრება ლექტორის მიერ, სტუდენტს ეცნობება არაუგვიანეს 5 დღისა.

კვირა მეცადინეობის თემა დავალება


ტიპი

ლექცია/ ფარადეის კანონი, მუხტის შენახვის კანონი, თავი 6 (ულაბის წიგნი)


1 სემინარი 1 წანაცვლების დენი (displacement current).

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 1
ლექცია/ მაქსველის განტოლებები დროში ცვლადი თავი 6 (ულაბის წიგნი)
სემინარი 2 ველებისათვის. ტალღური განტოლება.
2
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 2
ბრტყელი ტალღები. ელექტრომაგნიტური თავი 7 (ულაბის წიგნი)
ლექცია/ ტალღების გავრცელება შთანთქმად გარემოში თავი 1 (კასაპის წიგნი)
სემინარი 3 (კომპლექსური დიელექტრიკული
3 შეღწევადობა). სკინ ეფექტი. ჯგუფური სიჩქარე.

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 3
ლექცია/ პოლარიზაცია (წრფივი, ცირკულარული, თავი 7 (ულაბის წიგნი)
4 ელიფსური).
სემინარი 4

3
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 4
ტალღების გარდატეხა ორი სხვადასხვა გარემოს თავი 8 (ულაბის წიგნი)
ზედაპირზე. არეკვლის და გასვლის
ლექცია/ კოეფიციენტების გამოყვანა ნორმალური
სემინარი 5 დაცემის შემთხვევაში (ფრენელის
5 განტოლებები). სნელიუსის კანონი.

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 5
ტალღების გარდატეხა ორი სხვადასხვა გარემოს თავი 8 (ულაბის წიგნი)
ზედაპირზე. არეკვლის და გასვლის
ლექცია/ კოეფიციენტების გამოყვანა კუთხით დაცემის
სემინარი 6 შემთხვევაში. პარალელური და
6 პერპენდიკულარული პოლარიზაციები
ბრიუსტერის კუთხე.

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 6
ტალღების გარდატეხა ორი სხვადასხვა გარემოს თავი 8 (ულაბის წიგნი)
ლექცია/ ზედაპირზე. არეკვლის და გასვლის
სემინარი 7 კოეფიციენტების გამოყვანა კუთხით დაცემის
7 შემთხვევაში (გაგრძელება).

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 7
მეტალური ტიპის ტალღგამტარები. 1- თავი 8 (ულაბის წიგნი)
ლექცია/ განზომილებიანი შემთხვევა. ჯგუფური სიჩქარე,
სემინარი 8 Cutoff სიხშირეები.
8
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 8
მეტალური ტიპის ტალღგამტარები. 2- თავი 8 (ულაბის წიგნი)
ლექცია/ განზომილებიანი შემთხვევა. TM და TE ტიპის
სემინარი 9 მოდები. ჯგუფური სიჩქარე, Cutoff სიხშირეები.
9
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 9
დიელექტრიკული ტიპის ტალღგამტარები. თავი 8 (ბალანისის წიგნი)
ლექცია/ სხვადასხვა ტიპის ტალღგამტარების გამოყენება
სემინარი 10 თავი 2 (კასაპის წიგნი)
10 თანამედროვე ტექნოლოგიებში.

ლექცია/ ამოცანები
სემინარი 10
ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემები (optical fibers). თავი 2 (კასაპის წიგნი)
ლექცია/ სიგნალის გავრცელება ოპტიკურ-ბოჭკოვან
სემინარი 11 სისტემებში. მოდების ანალიზი.
11
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 11
ლექცია/ მოდის დისპერსია (mode dispersion) თავი 1 (კასაპის წიგნი)
სემინარი 12 საკომუნიკაციო სისტემებში.
12
ლექცია/ ამოცანები
სემინარი 12
ლექცია/ ტალღების ინტერფერენცია. ფაბრი-პერო (Fabry- თავი 1 (კასაპის წიგნი)
13 სემინარი 13 Perot) რეზონატორი.

ლექცია/ ამოცანები
4
სემინარი 13
ლექცია/ Light Emitting Diodes. თავი 4 (კასაპის წიგნი)
სემინარი 14
14
ლექცია/ Light Emitting Diodes (გაგრძელება).
სემინარი 14
ლექცია/ ლაზერის მუშაობის საფუძვლები. თავი 5 (კასაპის წიგნი)
სემინარი 15
15 განვლილი მასალის განმეორება, ამოცანები.
ლექცია/
სემინარი 15 ბალანისის და ულაბის წიგნები

ლექცია/ განვლილი მასალის განმეორება, ამოცანები. ბალანისის და ულაბის წიგნები


სემინარი 16
16
ლექცია/ განვლილი მასალის განმეორება, ამოცანები.
სემინარი 16
დასკვნითი გამოცდა
დამატებითი მოთხოვნები

You might also like