You are on page 1of 6

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

სილაბუსი

აკ. წელი 2020-21 სემესტრი 3/4

კოდი PH204616 დასახელება ფილოსოფია

4 (სულ 112 საათი):


• საკონტაქტო 36 სთ 30 წთ.:
- ლექცია 16 სთ.
ტიპი სავალდებულო ECTS კრედიტი - სემინარი 16 სთ.
- ქვიზები 2 სთ. 30 წთ.
- დასკვნითი გამოცდა 2 სთ.
• დამოუკიდებელი 75 სთ. 30 წთ.

ენა ქართული აუდიტორია

მიხეილ მირაშვილი m.mirashvili@freeuni.edu.ge


ლექტორი ელ. ფოსტა
გიორგი ბიჩინაშვილი g.bichinashvili@freeuni.edu.ge

კონსულტაცია ინდივიდუალურად სტუდენტის საჭიროემისამებრ დანიშნულ დროს

აღწერა
კურსის განმავლობაში სტუდენტები გაეცნობიან ფილოსოფიური იდეების ისტორიას. ასევე, გაანალიზებული
იქნება მნიშვნელოვანი ფილოსოფიური თემები და ნაჩვენები იქნება მათი კავშირი დღევანდელობასთან.
ფილოსოფია გააზრებული იქნება, როგორც ერთ-ერთი საშუალება იმისა, თუ როგორ გავხდეთ ადამიანები
უკეთესნი.

პრერეკვიზიტი
არ აქვს

მიზანი
კურსის მიზანია:
• სტუდენტებს გააცნოს ფილოსოფიური აზროვნების წესი და ფილოსოფიის ბაზისური ტერმინოლოგია.
• ფილოსოფია წარმოაჩინოს არა მხოლოდ როგორც განყენებული თეორიული დისციპლინა, არამედ,
აგრეთვე, როგორც ცხოვრების წესი.
• სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ფილოსოფიაში დასმული მნიშვნელოვანი საკითხებისა და ამ
საკითხთა გადაჭრის მრავალფეროვანი გზების შესახებ.
• სტუდენტები გაავარჯიშოს იმ მიმართულებით, რომ მათ გაუადვილდეთ პიროვნული თუ ზოგადი
პრობლემების / სირთულეების იდენტიფიცირება, მკაცრად ფორმულირება და მათი გადაწყვეტის გზების
დასახვა.
• ფილოსოფიური თემების თანამედროვე კონტექსტში განხილვა, მათი რე-აქტუალიზება და რე-
ინტერპრეტირება.

სწავლის შედეგები
სტუდენტს სასწავლო კურსის გავლის შემდეგ:
- ექნება წარმოდგენა იდეების ისტორიის შესახებ;

1
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

- ეცოდინება ფილოსოფიის ბაზისური ტერმინოლოგია;


- შეეძლება ინფორმაციის ადეკვატურად გაგებისა და პრობლემის ზუსტად გამოკვეთა;
- შეეძლება თანმიმდევრული, მეთოდოლოგიური დაეჭვების, როგორც რაიმეს სანდოობის გადამოწმება;
- შეეძლება მის წინაშე წამოჭრილი პრობლემური საკითხების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების
მოძიება;
- შეეძლება რეფლექსია ამა თუ იმ ფილოსოფიურ თემებზე (შემეცნების ბუნება, სიკვდილი, ენისა და
აზროვნების მიმართება და ა. შ.);
- შეეძლება თეორიული ცოდნის გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება და დაასაბუთოს ის;
- შეეძლება საკუთარი იდეებისა და მისთვის სასურველი ინფორმაციის გადაცემა დაინტერესებული
პირებისათვის;
- შეეძლება დამოუკიდებლად მოიძიოს მისთვის საჭირო მასალა;
- შეეძლება მოვლენებისადმი ფილოსოფიური მიდგომა, რაც გულისხმობს ჩვეულებრივში - უჩვეულოს,
ხოლო უჩვეულოში - ჩვეულებრივის შემჩნევას.

სწავლების და სწავლის მეთოდები


კურსი შედგება ლექციებისა და სემინარებისგან. სემინარზე ხდება ლექციებზე გავლილი საკითხების
განხილვა, ანალიზი, დისკუსია.

კურსის განმავლობაში გამოყენებული იქნება სწავლებისა და სწავლის შემდეგი მეთოდები:


• დისკუსია/დებატები
• ვერბალური მეთოდი
• წერითი მუშაობის მეთოდი
• ევრისტიკული მეთოდი
• ინდუქციური მეთოდი
• დედუქციური მეთოდი
• სინთეზის მეთოდი
• ანალიზის მეთოდი
• ახსნა-განმარტებითი მეთოდი

შეფასების სისტემა
მნიშვნელოვანი შეხსენება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის
სტუდენტის ეთიკის კოდექსის პლაგიატთან და აკადემიურ თაღლითობასთან დაკავშირებული მე-5 მუხლის
ყველა ქვეპუნქტის დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს საგანში უფორმდება F შეფასება და იღებს
წერილობით გაფრთხილებას.

სტუდენტის ცოდნა ფასდება შუალედური და დასკვნითი შეფასებებით. დასკვნითი შეფასება არის


სავალდებულო. თუ სტუდენტი არ მიიღებს დასკვნით შეფასებას, მას კურსი არ ჩაეთვლება გავლილად.

სტუდენტს კრედიტი ენიჭება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან გადალახა შუალედური შეფასებისა და


დასკვნითი შეფასებისათვის განსაზღვრული მინიმალური ზღვრები და მიიღო დადებითი შეფასება
თითოეულ მათგანში.

შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები, მათ შორის გადაბარებაზე გასვლის წესი, იხილეთ
ბაკალავრიატის დებულებაში.

სტუდენტის მიერ მიღწეული სწავლის შედეგების შეფასება ხდება 100 ქულიანი სისტემით:

2
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

შუალედური შეფასება - 60 ქულა


დასკვნითი შეფასება - 40 ქულა

შუალედური შეფასების ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 25 ქულა.


დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

თუ სტუდენტი ვერ ახერხებს საგნის შეფასების რომელიმე კომპონენტზე დასწრებას და სურს აღდგენა, საგნის
შეფასების დადგომამდე, წინასწარ უნდა გაიაროს კონსულტაცია სტუდენტების დეკანთან - შაკო თავაძესთან
კონკრეტულ გარემოებაზე. აღნიშნული წარმოადგენს შეფასების აღდგენის აუცილებელ (მაგრამ არა საკმარის)
წინაპირობას.

შუალედური შეფასება
შუალედური შეფასება შედგება 3 ქვიზისაგან:

ქვიზები - ჯამში 60 ქულა (თითო ქვიზი მაქსიმუმ 20 ქულა)


სემესტრის განმავლობაში ჩატარდება 3 ქვიზი, თითოეული ქვიზი შეფასდება მაქსიმუმ 20 ქულით. ქვიზები
ჩატარდება ელექტრონულად, წერილობითი ფორმით, დახურული წიგნის წესით. ქვიზებზე წარმოდგენილი
იქნება ღია ტიპის შეკითხვები. სტუდენტი ფასდება სწორად შესრულებული დავალებების ჯამური ქულით.
შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.

შუალედური შეფასებების ჯამური მინიმალური კომპეტენციის ზღვარია 25 ქულა.

დასკვნითი შეფასება
ფინალური გამოცდა - 40 ქულა
ფინალური გამოცდა ჩატარდება წერითი ფორმით, ელექტრონულად, დახურული წიგნის წესით.
სტუდენტებს მიეცემათ რამდენიმე დავალება (შეკითხვები, განსახილველი თემები) და მათ უნდა
გამოავლინონ განვლილი მასალის ცოდნა, შეძლონ პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება და ფორმულირება,
მისი გადაჭრის მეტნაკლებად დასაბუთებული ალტერნატივების მოფიქრება ან დასაბუთება იმისა, რომ
პრობლემის გადაჭრა შეუძლებელია. წერითი გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 40 ქულით. წარმოდგენილი იქნება
ღია ტიპის შეკითხვები. სტუდენტი ფასდება სწორად შესრულებული დავალებების ჯამური ქულით.
შეფასების კრიტერიუმები იხილეთ ქვემოთ.

დასკვნითი გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 12 ქულა.

შეფასების კრიტერიუმები
როგორც ქვიზების, ასევე გამოცდის თითოეული შეკითხვა იქნება 5 ან 4 ქულიანი. თითოეული შეკითხვა
შეფასდება ქვემოთ მოცემული სქემების მიხედვით (ამ კონტექსტში ‘სწორი პასუხი’ გამოყენებულია შემდეგი
მნიშვნელობით: პასუხი, რომელიც შეესაბამება დასმულ შეკითხვას და, ამავდროულად, დასაფუძვლებულია
შესაბამის მასალაზე დაყრდნობით. პასუხი, რომლის მყარი საფუძველიც შესაბამის ტექსტში არ დაიძებნება
და/ან არ შეესაბამება, არ პასუხობს დასმულ შეკითხვას, ჩაითვლება ‘არასწორ’ პასუხად):

5 ქულიანი შეკითხვა:
• 5 - სტუდენტი შეკითხვას პასუხობს სწორად, სრულყოფილად;
• 4 - სტუდენტი შეკითხვას პასუხობს არსებითად სწორად, თუმცა პასუხის სისრულეს რაიმე ერთი დეტალი
აკლია;
• 3 - სტუდენტი შეკითხვას პასუხობს არსებითად სწორად, თუმცა აქვს ერთი არსებითი შეცდომა, ხარვეზი;

3
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

• 2 - სტუდენტის პასუხი სრული სწორი პასუხის ნაწილს შეიცავს, თუმცა ერთზე მეტ მნიშვნელოვან
დეტალს აკლებს და/ან უშვებს ერთზე მეტ მნიშვნელოვან შეცდომას;
• 1 - სტუდენტი უშვებს უხეშ შეცდომებს და/ან სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პასუხი მეტწილად
არასრულია, თუმცა მასში (პასუხში) არის მცირედი ნიშნები სწორი პასუხისა;
• 0 - სტუდენტი საერთოდ არ პასუხობს დასმულ შეკითხვას, ან პასუხობს არასწორად.

4 ქულიანი შეკითხვა:
• 4 - სტუდენტი შეკითხვას პასუხობს სწორად, სრულყოფილად;
• 3 - სტუდენტი შეკითხვას პასუხობს არსებითად სწორად, თუმცა პასუხის სისრულეს რაიმე ერთი დეტალი
აკლია ან პასუხში დაშვებულია ერთი შეცდომა;
• 2 - სტუდენტის პასუხი სრული სწორი პასუხის ნაწილს შეიცავს, თუმცა ერთზე მეტ მნიშვნელოვან
დეტალს აკლებს და/ან უშვებს ერთზე მეტ მნიშვნელოვან შეცდომას;
• 1 - სტუდენტი უშვებს უხეშ შეცდომებს და/ან სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პასუხი მეტწილად
არასრულია, თუმცა მასში (პასუხში) არის მცირედი ნიშნები სწორი პასუხისა;
• 0 - სტუდენტი საერთოდ არ პასუხობს დასმულ შეკითხვას, ან პასუხობს არასწორად.

შეფასების შკალა

პროცენტული რიცხვითი ექვივალენტი


შეფასება აღწერა
ინტერვალი 4.0 ბალიან შკალაში
A ფრიადი 91 – 100 3.39 – 4.0
B ძალიან კარგი 81 – 90 2.78 – 3.38
C საშუალო 71 – 80 2.17 – 2.77
D დამაკმაყოფილებელი 61 – 70 1.56 – 2.16
E საკმარისი 51 – 60 1.0 – 1.55
FX ვერ ჩააბარა (ხელახლა ჩაბარების უფლება) 41 – 50 0
F ჩაიჭრა (საგანი ახლიდან შესასწავლი) 0 – 40 0

მასალები
1. პლატონი, სახელმწიფო
2. პლატონი, პარმენიდე
3. არისტოტელე, მეტაფიზიკა
4. მარკუს ავრელიუსი, ფიქრები
5. მიშელ დე მონტენი, ფილოსოფოსობა, როგორც სიკვდილისთვის მზადება
6. პორფირიოსი, სენტენციები
7. პროკლე, თეოლოგიის საფუძვლები
8. რენე დეკარტი, მეტაფიზიკური განაზრებანი
9. იმანუელ კანტი, პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?
10. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ლექციები ფილოსოფიის ისტორიაზე
11. ‘ჰეგელის ესთეტიკა - ხელოვნების მეტაფიზიკა და ისტორია’
12. ფრიდრიხ ნიცშე, კერპების მწუხრი
13. ფრიდრიხ ნიცშე, ასე იტყოდა ზარატუსტრა
14. ფრიდრიხ ნიცშე, სიკეთისა და ბოროტების მიღმა
15. სიორენ კირკეგორი, შიში და თრთოლვა
16. ალბერ კამიუ, სიზიფეს მითი

4
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

17. ჟან პოლ სარტრი, ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია

კალენდარული გეგმა

მეცადინეობის
კვირა თემა დავალება
ტიპი
ლექცია ფილოსოფიის მნიშვნელობა პლატონი, სახელმწიფო (შერჩეული
(1 სთ.) სოკრატემდელი ფილოსოფოსები მონაკვეთები: I წიგნი)
1
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
სოფისტები
ლექცია სოკრატე პლატონი, სახელმწიფო (შერჩეული
(1 სთ.) პლატონის ფილოსოფიის მონაკვეთები: II წიგნი)
2
საფუძვლები
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ლექცია პლატონის იდეათა თეორიის პლატონი, სახელმწიფო (შერჩეული
(1 სთ.) ფორმირება მონაკვეთები: IV, VI-VII წიგნები)
3
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
პლატონი, პარმენიდე (შერჩეული მონაკვეთები);
ლექცია იდეათა თეორიის კრიტიკა.
არისტოტელე, მეტაფიზიკა (შერჩეული
(1 სთ.) პლატონიდან არისტოტელესაკენ
4 მონაკვეთები)
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ლექცია არისტოტელეს ფილოსოფიის არისტოტელე, მეტაფიზიკა (შერჩეული
(1 სთ.) ძირითადი პრინციპები მონაკვეთები)
5
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
მარკუს ავრელიუსი, ფიქრები (შერჩეული
ლექცია მონაკვეთები);
ელინიზმის პერიოდის ფილოსოფია
(1 სთ.) მიშელ დე მონტენი, ფილოსოფოსობა, როგორც
6
სიკვდილისთვის მზადება
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
პორფირიოსი, სენტენციები (შერჩეული
ლექცია შუა საუკუნეების ფილოსოფია მონაკვეთები);
(1 სთ.) (ზოგადი მიმოხილვა) პროკლე, თეოლოგიის საფუძვლები (შერჩეული
7
მონაკვეთები)
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ქვიზი #1 (50 წთ)
ლექცია ახალი დროის ფილოსოფია რენე დეკარტი, მეტაფიზიკური განაზრებანი
8 (1 სთ.) (ზოგადი მიმოხილვა) (შერჩეული მონაკვეთები)
სემინარი ტექსტის განხილვა. დისკუსია. -

5
თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

(1 სთ.)
ლექცია რენე დეკარტი, მეტაფიზიკური განაზრებანი
კარტეზიანული ფილოსოფია
(1 სთ.) (შერჩეული მონაკვეთები)
9
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ლექცია იმანუელ კანტის ფილოსოფია იმანუელ კანტი, პასუხი კითხვაზე: რა არის
(1 სთ.) (ზოგადი მიმოხილვა) განმანათლებლობა?
10
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ლექციები
ლექცია გერმანული კლასიკური იდეალიზმი ფილოსოფიის ისტორიაზე.
(1 სთ.) და მისი კრიტიკა ‘ჰეგელის ესთეტიკა - ხელოვნების მეტაფიზიკა
11
და ისტორია’.
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ლექცია სიორენ კირკეგორი, შიში და თრთოლვა
სიორენ კირკეგორის ფილოსოფია
(1 სთ.) (შერჩეული მონაკვეთები)
12
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ქვიზი #2 (50 წთ)
ფრიდრიხ ნიცშე, კერპების მწუხრი (შერჩეული
სიცოცხლის ფილოსოფია და მისი
ლექცია მონაკვეთები).
საფუძვლები
(1 სთ.) ფრიდრიხ ნიცშე, ასე იტყოდა ზარატუსტრა
13 (ზოგადი მიმოხილვა)
(შერჩეული მონაკვეთები).
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ფრიდრიხ ნიცშე, სიკეთისა და ბოროტების მიღმა
ლექცია ნიცშეს ფილოსოფია
(შერჩეული მონაკვეთები)
(1 სთ.) მორალი და ნება ძალაუფლებისადმი
14
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ლექცია ალბერ კამიუს ფილოსოფია ალბერ კამიუ, სიზიფეს მითი
(1 სთ.) ‘აბსურდის ფილოსოფია’ (შერჩეული მონაკვეთები)
15
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
ქვიზი #3 (50 წთ)
ლექცია ჟან პოლ სარტრის ფილოსოფია ჟან პოლ სარტრი, ეგზისტენციალიზმი
(1 სთ.) ეგზისტენციალიზმის საფუძვლები ჰუმანიზმია
16
სემინარი
ტექსტის განხილვა. დისკუსია. -
(1 სთ.)
დასკვნითი შეფასება

You might also like