You are on page 1of 22

მოკლე შესავალი დიალექტიკურ

მატერიალიზმში

¿რა არის ფილოსოფია?


კაცობრიობის არსებობის ყოველ ეტაპზე, ადამიანები იგონებდნენ
ხოლმე გარემომცველი სამყაროს ინტერპრეტაციის მეთოდს და მათი
გონება ირეკლავდა იმას რაც მათ გარშემო იყო , ასე იქმნებოდა
ფილოსოფია , სწავლება რომელსაც იყენებდნენ ,რათა განემარტათ
ის ,რასაც ბუნებაზე დაკვირვებით ან ყოველდღიურ ცხოვრებაში
სწავლობდნენ.

არიან ადამიანებიც ვინც ფიქრობს ,რომ არ გვჭირდება არანაირი


ფილოსოფია ან სამყაროზე ხედვა. და მაინც პრაქტიკაში ყველას
გვაქ გარკვეული ფილოსოფია, მიუხედავად იმისა არის ის თუ არა
თანმიმდევრული და განვითარებული. ბევრი ადამიანი ფიქრობს
რომ ცხოვრებაში სხვადასხვა მოვლენებს შეაფასებს უბრალოდ
„საღი აზრით“(common sense) და რაიმე მწყობრი თეორია საჭირო
არაა ეს ძალიან გავრცელებლი მოსაზრებაა. მარქსის აზრით
კლასობრივ საზოგადოებაში დომინირებული მოსაზრებები
მმართველი კლასის მოსაზრებებია. ,რათა გაიმყარონ და
გაამართლონ საკუთარი მმართველობა ამიტომაც
კაპიტალისტების კლასი იყენებს ყველა საშუალებას ,რათა
აურიოს გონება მუშებს. სკოლები,ეკლესიები,ტელევიზია,გაზეთები
ეს ყველაფერი გამოიყენება მუშების ინდოქტრინიზანიისთვის
,რათა მუშებმა არსებული სისტემა მიიღონ როგორც ყველაზე
ბუნებრივი და სამართლიანი.მუშები სოციალისტური
ფილოსოფიის სწავლების და პროპაგანდის არარსებობის
პირობებში ძალაუნებურად იჯერებენ კაპიტალისტური
ფილოსოფიის სისწორეს .
კლასობრივი საზოგადოების არსებობის ყველა ეტაპზე
რევულუციური კლასები ,რომლებსაც ცხადია ქონდათ მიზნად
შეეცვალათ არსებული საზოგადოება, უხდებოდათ ბრძოლა ახალი
ფილოსოფიური იდეებისთვის და ძველ ფილოსოფიურ იდეებზე
თავდასხმა ,რომელიც ემსახურებოდა ძველი წესრიგის
ლეგიტიმაციას.

იდაელიზმი და მატერიალიზმი
ფილოსოფიის ისტორიაში არსებობდა და დღემდე არსებობს ორი
დაპირისპირებული ბანაკი , იდეალისტური და მატერიალისტური.
გავრცელებულ იდეას ,რომ იდეალისტები მამაცები, და პატიოსნები ,
რომანტიკოსები არიან ხოლო მატერიალისტები ეგოისტები და ხარბები,
არაფერი არ აქ საერთო ამ ცნებების ფილოსოფიურ განმარტებასთან.

არერთი დიდი მოაზროვნე იყო იდეალისტი ,მაგალითად პლატონი


და ჰეგელი. ეს აზროვნების სკოლა ისტორიას და ბუნებას უყურებს
როგორც ცნობიერების ანარეკლს. ეს თეორიაა ,რომლის თანახმად
ადამიანები და ყველაფერი მატერიალური შექმნა ღვთიურმა
ცნობიერებამ , ეს იდალიზმის საბაზისო კონცეპციაა. ეს მოსაზრება
სხვადასხვა გზებით გამოიხატება ,მაგრამ მისი არსი ერთია იდეები
წარმართავენ მატერიალური სამყაროს და ისტორიის არსებობას და
განვითარებას . ადამიანის ქმედებები განიხილება როგორც
აბსტრაქტული აზროვნების შედეგი და არა მატერიალური
საჭიროებების პროდუქტი. ჰეგელის აზრით ცნობიერება
არსებობდა ადამიანის ტვინისგან და საერთოდ მატერიალური
სამყაროსგან დამოუკიდბლად ეს უკანსაკნელი კი ამ ცნობიერების
ანარეკლია. რელიგიაც ფილოსოფიურ იდეალიზმის ეყრდნობა.

მეორე მხრივ მატერიალისტი მოაზროვნეები ფიქრობენ ,რომ


მატერიალური სამყარო რეალურია და ის პირველადია. ცნობიერება
სხვა არაფერია თუ არა ტვინის პროდუქტი. ცნობიერბა
წარმოიქმნება მატერიის განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე
მატერიალიზმის ფუნდამენტური პრინციპები შემდეგია
 მატერიალური სამყარო რომელსაც ჩვენ შევიცნობთ
მეცნიერების საშუალებით რეალურია. სამყაროს განვითარება
მიმდინარეობს თავისი კანონების შესაბამისად და არა
ზებუნებრივი აქტორის ჩარევით.
 არსებობს მხოლოდ მატერიალური სამყარო . აზროვნება
მატერიის პროდუქტია გონება და იდეები ვერ იარსებებენ
მატერიის დამოუკიდებლად ,ისინი მხოლოდ ირეკლავენ
მატერიალურ სამყაროს მარქსი წერდა რომ „ჩემთვის იდეა
არაა არაა სხვა რამ- მატერიისგან გამიჯნული“ ამიტომაც
„გარემოება აყალიბებს ადამიანს“
იდეალისტების აზრით აზროვნება მატერიისგან უცხოა. ის
სრულიად გამიჯნულია მისგან არსებობს კორელაცია
აზროვნების და ბუნების კანონებს შორის ,რადგან ბუნების
ცნობიერებას ირეკლავენ . აზროვნებას არ შეუძლია თავისი
კატეგორიები შექმნას რომელსაც მატერიალური სამყაროდან
აირეკლავს.არადა ყველაზე აბსტრაქტული კონცეპციებიც კი
სინამდვილეში (მაგლითად მათემატიკური თეორემები)
მატერიალური სამყაროს დაკვირვებით აღმოცენდნენ.

ასევე მეცნიერება ისეთვე აბსტრაქტული ,როგორც მათემატიკაა


ნაწარმოებია რეალურ სამყაროზე დაკვირვების შედეგად და ის
ადამიანს არ გამოუგონებია. სკოლაში ბავშვები ითვლიან თავიანთ
თითებზე სანამ აბსტრაქტულ არითმეტიკულ ამოცანას ამოხსნიან.
ეს მოგვაგონებს თავად მათემატიკის წარმოშობასაც. ათობითი
თვლის სისტემა იმიტომ შევიმუშავეთ რომ ათი თითი გვაქ.თავიდან
რომეული ციფრებიც თითების საფუძველზე შეიმუშავეს
ლენინის სიტყვებით- „მატერია მოქმედებს ჩვენს გრძნობის
ორგანოებზე. გრძნობები დამოკიდებულნი არიან
ტვინზე,ნერვებზე ,ერთი სიტყვით მატერიაზე“
ადამიანი ბუნების ნაწილია და ავითარებს საკუთარ იდეებს
გარემომცველ სამყაროსთან ურთიერთობაში. მენტალური
პროცესები რეალური პროცესების პროდუქტია და არ არიან
,რაღაც ბუნებისგან გამიჯნული დროში გაყინული მატერიისგან
ცალკე მდგომნი. ჩვენ უნდა შევისაწლოთ მატერიალური და
სოციალური პროცესები ,რომლის წყალობითაც წარმოიშვება
ადამიანის ფიქრები. „ფანტაზიები რომელსაც ადამიანის ტვინი
ქმნის დაქვემდებარებულია მატერიალური პროცესებს“ წერდა
მარქსი. მოგვიანებით ის წერდა ,რომ „მორალს რელიგიას ,
მეტაფიზიკას იდეოლოგიას არ არსებობენ დამოუკიდებლად. არ
აქვთ განვითარების დამოუკიდებელი ისტორია, მაგრამ
ადამიანაები ავითარებდნენ მატერიალურ წარმოებას და საწარმოო
ურთიერთობებს და პარალარულად აყალიბებენ საკუთარ
აზროვნებას ამიტომაც. ცხოვრაბას არ განსაზღვრავს აზროვნება
არამედ აზროვნებას განსაზღვარვს ცხოვრება“

მატერიალიზმის წარმოშობა
„თანამედროვე მატერიალიზმის სამშობლო ეს მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისია“
წერდა ენგელსი

ამ ეპოქაში ძველ ფეოდალურ არისტოკრატიასთან ბრძოლას იწყებს


ახლად გამოჩეკილი ბურჟუაზიული კლასი. ფეოდალიზმის
ბასტიონი იყო კათლოლიკური ეკლესია ,რომელიც აძლევდა
სულიერ ლეგიტიმაციას ფეოდალურ ინსტიტუტებს. ამიტომ ეს
ლეგიტიმაცია უნდა დანგრეულიყო ,სანამ თავად ფეოდალიზმი
მოისპობოდა. ამიტომ მაშინდელი ბურჟუაზია წავიდა მაშინ
გაბატონებული საეკლესიო იდეების წინააღდეგ ,რომლითაც
ძველი რეჟიმი იღებდა ლეგიტიმაციას.
ბურჟუაზიის გამოჩეკასთან ერთად ვითარდებოდა მეცნიერება ასტრონომია, მექანიკა
,ფიზიოლოგია. ბურჟუაზიას ინდუსტრიის განივთარებასთან ერთად ჭირდებოდა
ბუნებრივი მოვლენების და მათი კანონების გამოკველვა. აქამდე მეცნიერება ვერ
იქნებოდა სხვა რამ თუ არა ეკლესიის მსახური და ვერ წავიდოდა მისი დადგენილი
ჩარჩოების შორს. ამ დროიდან მეცნიერება აუჯანყდა ეკლესიას ბურჟუაზიაც ვერ
განვითარდებოდა მეცნიერების გარეშე ამიტომ ის შეუერთდა აჯანყებას [1]

ამ ეპოქაში ფრენსის ბეკონი (1561-1626) ავითარებდა თავის


რევულუციურ იდეებს მატერიალიზმზე . მისი აზრით ჩვენი
შეგრძნებები ნამდვილი იყო და ყველანაირი აზროვნება მათგან
გამომდინაერობდა. მეცნიერება ეფუძნებოდა გამოცდილებას ,
კონკრეტულ რიცხვებს და რაციონალურ აზროვნებას ,ინდუქციას
ანალიზს და ექსპერიმენტებს.

ამას გარდა თომას ჰობსმა (1588-1679) გააგრძელა და სხვა დონეზე


აიყვანა ბეკონის მატერიალიზმი. ჰობსის აზრით იდეები და
კონცეპციები იყო მატერიალური სამყაროს ანარეკლი
„შეუძლებელია გავმიჯნოთ აზროვნება მატერიისგან“.
მოგვიანებით ინგლისელმა მოაზროვნებ ჯონ ლოკმა (1632-1704)
ახალი კონტრიბუცია შეიტანა იმ დროის მატერიალიზმის
განვითარებაში.
მატერიალიზმის ამ სკოლის განვითარება ხდებოდა საფრანგეთშიც
მაგალითად რენე დეკარტის(1596-1650) და მისი მიმდევრების მიერ.
ამ პერიოდის მატერიალისტები არა მხოლოდ ეკლესიას
აკრიტიკებდნენ ,არამედ, იმ დროის ყველა ინსტიტუციას და იდეას.
ისინი ებრძოდნენ ამ ყველაფერს გონების სახელით ეს იყო იარაღი
რომელსაც მაშინდელი, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბურჟუაზია
იყენებდა ფეოდალური არისტოკრატიის წინააღდეგ. საფრანგეთის
დიდი რევულუციის(1789-1793) იდეოლოგია სწორედ
მატერიალიზმი იყო. საფრანგეთის და ინგლისის რევულუციებმა
მთლიანად გაანადგურეს ძველი ფეოდალური რეჟიმი. როგორც
ენგელსი წერდა მოგვიანებით „
„ჩვენ ახლა ვიცით რომ ეს გონების სამეფო სხვა არა იყო რა თუ არა ბურჟუაზიის
გაიდეალებული სამეფო , სამარადისო სამართლიანობამ თავისი განხორციელება
ბურჟუაზიულ იუსტიციაში ჰპოვა , რომ თანასწორობა გადაიქცა ბურჟუაზიულ
თანასწორობად კანონის წინაშე ,რომ ბურჟუაზიული საკუთრების უფლება ერთერთ
ყველაზე არსებით ადამიანურ უფლებად გამოცხადდა რომ გონიერი სახელმწიფო
რუსოს „საზოგადოებრივი ხელშეკრულება“ განხორციელდა და იგი შეიძლება
განხორცილებულიყო როგორც ბურჟუაზიული დემოკრატიული რესპუბლიკა XVIII
საუკუნის დიდ მოაზროვნეებს ისევე არ შეეძლოთ თავიანთი ეპოქის ჩარჩოებს
გასცდენოდნენ როგორც ეს არ შეეძლოთ მათ წინამოდბედთ“ (ენგელსი ანტი
დიურინგი)

ამ მატერიალიზმის სისუსტე იმაში მდგომარეობდა ,რომ ის


ბუნებას უხეშად და მექანიკურად აღწერდა. ეს არაა შემთხვევეითი
,რადგან მატერიალისტების ეს სკოლა აღმოცენდა XVIII
საუკუნეში ,როცა ისააკ ნიუტონმა თავისი აღმოჩნების წყალობით,
მექანიკა თავისი დროისთვის საკმაოდ მაღალ დონეზე აიყვანა.
ენგელსის სიტყებით “ასეთი მატერიალიზმის სისუსტე
მდგომარებდა იმაში ,რომ ის სამყაროს აღწერდა ,როგორც
ერთგვაროვანი ტიპის მოძრაობას“ [2]
საფრანგეთის რევულუციას ცივილიზებულ სამყაროზე ღრმა
ეფექტი ჰქონდა ისევე როგორც 1917 წლის რუსულ რევულუციას.
რევულუცია განიცადა პოლიტიკამ,ფილოსოფიამ,მეცნიერებამ.
ახალი რევულუციური ფილოსოფია ეყრდნობოდა
საბუნებისმეტყველო მეცნირებების,გეოლოგიის ,ბოტანიკის ,
ქიმიის,პოლიტიკური ეკონომიის განვითარების მაშინდელ დონეს.

ამ პერიოდშივე დაიწყო მექანიკური მატერიალისტების კრიტიკა.


გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი (1724 -1804), ის იყო
პირველი ვინც გააკრიტიკა მექანიკური მატერიალიზმი იმ
არგუმენტით ,რომ დედამიწა და მზის სისტემა ყოველთვის არ
არსებობდნენ და მათ ფორმირების გარკვეული გზა განვლეს ისივე
როგორც გეოლოგიამ,მცენარებმა,ცხოველებმა.

კანტის ეს რევულუციური იდეები განავითარა მეორე ბრწყინვალე


მოაზროვნემ ჰეგელმა (1770-1831). ჰეგელი იყო იდეალისტი
მოაზროვნე ,რომელიც ფიქრობდა ,რომ სამყარო იყო
„უნივერვალური გონების“ ანუ ღმერთის ანარეკლი.

ჰეგელი აკვირდებოდა სამყაროს ,არა როგორც საზოგადოების


აქტიური წევრი ,არამედ, როგორც ფილოსფოსი ,რომელიც
ყველაფერს გარედან აკვირდებოდა. ის განმარტავდა ისტორიას ,
აზროვნებას და სამყაროს ,როგორც იდეების განვითარების
პროცესს ,როგორც იდეალურ სამყაროს. ჰეგელისთვის
პრობლემები და წინააღმდეგობები აზროვნების და არა
რეალური სამყაროს ნაწილია და შესაძლებელია იყვნენ
აზროვნების განვითარების რეზულტატები. იმის მაგივრად ,რომ
კონტრადიქციები საზოგადობაში ადამიანების მიერ
გადაჭრილიყო ჰეგელი გამოსავალს ცნობიერებაში ხედავადა
,კერძოდ ,აბსოლიტურ იდეაში.
მიუხადავად ყველაფრისა ჰეგელი ხედავდა მექანიკური
მატერიალიზმის შეცდომებს. ასევე ფორმალური ლოგიკის
არასრულყოფილებას და ფიქრობდა ,რომ სამყაროში არსებული
მოვლენების აღწერა შესაძლებელი იყო წინააღმდეგობის და
მუდმივი მოძრაობის საფუძველზე.

მიუხედავად იმისა ,რომ ჰეგელმა შეძლო აღმოეჩინა კანონები


მოძრაობის და ცვლილებების შესახებ მისი იდეალიზმი ყველაფერს
თავდაყირა აყენებდა. ამიტომ გააკრიტიკეს ის ე.წ ახალგაზრდა
ჰეგელიანელებმა ლუდვიგ ფოიერბახის (1804-1872)
ხელმძღვანელობით, მათი აზრით საჭირო იყო ჰეგელის
შეხედულებების შესწორება და ფეხზე წამოყენება. მაგრამ
ფოეირბახმა - „რომლის ერთი ნახევარი იდეალისტური იყო მეორე
ნახევარი მატერიალისტური“(ენგელსი) ვერ შეძლო მთლიანად
გაეწმინდა ჰეგელიანიზმი იდეალისტური ჩენჩოსგან. ეს სამუშაო
შეასრულეს მარქსმა და ენგელსმა ,რომლებმაც დიალექტიკურ
მეთოდს მისტიური საბურველი ჩამოაშორეს ,რომელიც აქამდე
ჰქონდა. ჰეგელის დიალექტიკური მეთოდი შეერია მატერიალიზმს
და მოგვცა რევულუციური ფილოსოფია ,რომელსაც
დიალქეტიკური მატერიალიზმის სახელით ვიცნობთ.

რა არის დიალექტიკა ?
ჩვენ უკვე ვიცით რომ მატერიალიზმი მიიჩნევს მატერიას
პირველადად და იდეებს ,როგორც მაღალორგანიზებული მატერიის
შედეგს.

მაგრამ რა არის დიალექტიკა ?


„დიალქტიკა არის მეცნიერება ბუნების,საზოგადოების მოძრაობისა და ევულუციის
ზოგადი კანონების შესახებ” (ენგელსი ანტი-დიურინგი).
დიალექტიკა მარქსამდე და ენგელსამდეც არსებობდა ,მაგრამ
მათ ის მეცნიერულ დონემდე მიიყვანეს ,რათა უკეთესად
აღწერილიყო საზოგადოების განვითარება.
ძველ ბერძნებს შორის იყვნენ დიდი დიალექტიკოსი მოსაზრებები
მათ შორის პლატონი,ზენონი,არისტოტელე. ჩვენს ერამდე 500 წლის
წინ ჰერაკლიტემ გამოთქვა აზრი „ყველაფერი არის თან არ არის.
ყველაფერი მუდმის დინებაშია ყველაფერი იცველება ყველაფერი
კვდება და თან იბადება ვერ შეცურავ ერთ მდინარეში ორჯერ“

ეს ფრაზა დიალექტიკის ფუნდამენტს შეიცავს ,რომ ყველაფერი


ბუნებაში მუდმივ ცვლილებებში იმყოფება და ეს ცვლილებები
წინააღმდეგობის შედეგია.
„უდიდესი მოსაზრებაა ,რომ სამყარო არაა მზა საგნების ნაკრები არამედ
მოძრაობაში არსებული პროცესების ერთობლიობა ,საგნები მუდმივ
ცვალებადობაში იმყოფებიან წარმოშობაში და გაქრობაში“(ენგელსი
ანტიდიურინგი)

„დიალექტიკაში არაფერია დასრულებული აბსოლუტური და ურყევი.


დიალექტიკა ყველაფერში გარდამავალ მდგომარეობას ხედავს ყველაფერი
ცვალებადია გარდა ,მუდმივი წარმოშობისა და განადგურებისა მუდმივი
მოძრაობა დაბალი ფორმებიდან მაღალ ფორმებში. დიალქტიკური პროცესი
სხვა არაფერია თუ არა ამ პროცესის ასახვა გონებაში“

დიალექტიკა და მეტაფიზიკა
ჯერ კიდევ ბერძენმა ფილოსოფოებმა დაიწყეს დიალექტიკის
განვითარება ისევე როგორც სხვა მეცნიერებების. მაგრამ მათი
პროგნოზები სრულყოფილი არ იყო,საწარმოო ძალების
განვითარების დაბალი დონის და ბუნების მოვლენებზე არსებული
ინფორმაციის სიმწირის გამო.

მათი იდეები თითქმის სწორი იყო ,მაგრამ ისინი გენიალური


აღმოჩენების ინსპირაცია აღმოჩნდა და არა თავად დასრულებული
თეორიები. უფრო შორს წასვლისთვის საჭორო იყო ამ გზის
მიტოვება და სამყაროს გამოკველვისას უფრო კონკრეტული და
რუტინული მოვლენების შესაწავლა ,ცალკე განყენებული
ფაქტების და თეორიების ექსპერიმაენტალურად დამტიკცება.
ამ ემპირიულმა და ექსპერიმანტალურმა მიდგომამ მეცნიერებაში
უდიდესი პროგრესი მოახდინა. ბუნების მეტყველებაში უკვე
ინდივიდუალურად არსებულ მოვლენებს სწავლობდნენ და
გამოჰქონდათ კონკრეტული დასკვნები უკვე არსებული ფაქტების
საფუძველზე. მაგრამ ამ ახალ ემპირიულ მიდგობას არ ჰქონდა
უნარი განეხილა მოვლენები ურთიერთკავშირში,
არაიზოლირებულად მათ მოძრაობაში და არასტატიკურად.
მკაცრად ემპირიულ აზროვნებას „მეტაფიზიკური“ ეწოდება
,რომელიც დომინირებს თანამედროვე ფილოსოფიაში და
ბურჟუაზიულ მეცნიერებებში.
დიალექტიკა არაა დაკავებული უბრალოდ ფაქტების კვლევით
,არამედ ფაქტების კვლევით მათ ურთიერთკავშირში ,არამხოლოდ
იზოლირებული პროცესების შესწავლითაა დაკავებული
,არამხოლოდ კერძო შემთვევების ,არამედ, მას ზოგადის შესაწავლაც
სურს.

დიალექტიკურ აზროვნებას მეტაფიზიკურ აზროვნებასთან იმავე


ურთიერთობა აქვს ,რაც მთლიან ფილმს ფილმის იზოლირებულ
კადრთან. ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან არამედ ავსებენ
ერთმანეთს,მაგრამ სიუჟეტს უკეთესად ფილმი აღწერს ვიდრე
ცალკეული კადრი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტაფიზიკური ინდივიდუალური და


გამარტივებული გათვლები გამოსადეგია ,მაგრამ მას სისუსტეებიც
აქ რადგან ზოგადი სიტუაციის აღსაღწერად არ გამოგვადგება. მისი
მთავარი სისუსტე ისაა, რომ მას არ ესმის პროცესები მოძრაობაში
და მუდმივ ცვლილებებში , რომელიც შიდა წინააღდეგობების
საფუძველზე მიმდინარეობს.
"მეტაფიზიკოსისთვის საგნები და მათი აზროვნებითი ასახვანი ცნებები, წარმოადგენენ
კვლევა ძიების განცალკევებულ ერთი მეორის მიყოლებით დამოუკიდებელად არსებულ
მყარ,გაქვავებულ, ერთხელ და სამუდამოდ მოცემულ საგნებს. იგი აზროვნებს აშკარა
უბრალო დაპირისპირებებით ,ის ამბობს „ჰო“ „არა“, ამას გარდა ყოველივე
ბოროტებააო.მისთვის საგანი არსებობს ან არ არსებობს ასევე შეუძლებელია საგანი ამავე
დროს ერთი და იგივე იყოს და სხვაც დადებით და უარყოფითი აბსოლიტურად
გამორიცხავენ ერთმანეთს მიზეზი და შედეგიც ერთიმეორისადმი გაქვავებულ
დაპირისპირებაშია. აზროვნების ეს წესი ერთი შეხედვით იმიტომ გვგონია სიმართლის
მსგავსი ,რომ იგი ეგრედწოდებული საღი ადამიანური განსჯის დამახასიათებელია.
მაგრამ საღი ადამიანური განსჯა ,რომელიც ესეოდენ პატივსადები თანამგზავრია
შინაურობაში, ოთხ კედელს შუა,გასაოცარ თავგადასავალს განიცდის ,როცა კი გაბედავს
ფართო ასპარეზზე გამოსვლას, მეტაფიზიკური აზროვნება ,თუმცა მართებულია და
აუცილებელი გარკვეულ სფეროებში საგნის ბუნების მიხედვით, მეტ ნაკლებად ფართო
ასპარეზზე ადრე თუ გვიან აღწევს იმ ზღუდეს ,რომლის იქით ,ცალმხრივი შეზღუდული
და აბსტრაქტული ხდება.“ (ენგელსი ანტიდიურინგი).

შედარებით გამარტივებული საკითხებისთვის ,მაგალითად


გარკვეული სიდიდეების დათვლისას ან ცალკეული ცხოველის ან
მცენარის სასიცოცხლო ციკლის აღსაწერად მეტაფიზიკური მეთოდი
ნამდვილად ეფექტურია, მაგრამ უფრო რთულია ვთქვათ
მაგალითად როდის ხდება ფეტუსი ადამიანი ან სიკვდილის ზუსტი
მომენტის დადგენა. ფიზიოლოგიამ დაადგინა ,რომ სიკვდილი არაა
მომენტალური პროცესი ,არამედ დროში გაწელილია.

როგორც ჰერაკლიტე ამბობდა „იგივე საგანი ერთდროულად


მკვდარიცაა და ცოცხალიც , ღვიძავს და ძინავს, ჩვენც ვართ და თან
არც ვართ, ერთი მდინარე არის და არც არის.“

ტროცკი თავის „დიალექტიკური მატერიალიზმის ანაბანაში“


აღწერდა დიალექტიკას ,როგორც მეცნიერებას აზროვნების
კანონების შესახებ ,რომელიც არაა გამარტივებული ყოველდღიური
პრობლემების გადაჭრამდე, არამედ, უფრო ზოგადი და
კომპლექსური პრობლემების გადაჭრისთვის გამოიყენებოდა.

შეგვიძლია შევადაროთ დიალექტიკა და ფორმალური


ლოგიკა(მეტაფიზიკა). ელემენტარულ მათემატიკას და უმაღლეს
მათემატიკას. არისტოტელე პირველი იყო ვინც ფორმალური
ლოგიკის კანონები ჩამოაყალიბა ,რომელიც მეტაფიზიკური
ფილოსოფოსების მიერ აღიარებულია ,როგორც სამეცნიერო
აზროვენბის ერთადერთი წესი.
“არისტოტელეს ლოგიკა ანუ მარტივი სიმბოლიზმი არის აქსიომა
,რომელიც გამოდგება ყოველდღიური ადამიანური საქმიანობისთვის და
ელენეტარული განზოგადებებისთვის. პოსტულატი იწყება
წინადადებიდან a = a. მაგრამ რეალურად a არ უდრის a-ს იმ შემთხვევაში
თუ ამას იმ პერსპექტივიდან შეხვედავთ ,რომ ისინი სრულიად
განსხვავებული სიდიდეები არიან ერთმანეთისგან. არ შეგვიძლია
დავსვათ კითხვა ასოების პარამეტრებზე ,რადგანაც ისინი მხოლოდ
სიმბოლოები არიან განსაზღვრული სიდიდეებისთვის. საქმე მხოლოდ
ამაში არაა სინამდვილეში 1 კილო შაქარი ვერასდროს იქნება 1 კილო
შაქრის ტოლი-უფრო სიღრმისეულ დონეებზე რომ დავუკვირდეთ მათ
შორის განსხვავებებს აუცლებლად დავინახავთ, ასევე შეიძლება ითქვას
რომ 1 კილო შაქარი თავისი თავის ტოლიც არაა - ყოველი სხეული
იცვლის ზომას,წონას,ფერს და ა.შ ისინი თავიანთ თავს არასდროს
უდრიან. სოფისტი გვიპასუხებს ,რომ ერთი კილო შაქარი თავის თავს
უდრის ნებისმიერ მოცემულ მომენტში ეს აქსიომა თეორიულ კრიტიკას
ვერ უძლებს ,როგორ განვსაზღვროთ „მომენტი“ როგორც წმინდა
მათემატიკური თუ დროის ნულოვანი მომენტი ? მაგრამ ყველაფერი
არსებობს დროში ,თავად არსებობა ტრანსფორმაციის უწყვეტი
პროცესია. თუ ჩავთვლით ,რომ a თავის თავს უდრის და უძრავად
არსებობს ესეიგი ის საერთოდ არ არსებობს“

„ერთი შეხედვით შესაძლოა მოგვეჩვენოს ,რომ ამგვარი მსეჯლობა


პრაქტიკაში არ გამოგვადგება , მაგრამ მას უდიდესი მნიშვინელობა აქვს
პოსტულატი a = a ერთი მხირივ არის ყველა ჩვენი ცოდნის საწყისი
,მაგრამ ასევე ყველა ჩვენი შეცდომის საკითხი. აქსიომას a = a
წარმატებით გამოვყენებთ მხოლოდ შეზღუდულ ფარგლებში. როცა
ერთერთ a ში შეგვიძლია თვისობრივი ცვილებები ვუგულვებელყოთ.
ჩვენ შეგვიძლია ჩავთვალოთ ,რომ a= a ,როგორც მყიდველი და
გამყიდველი თანხმდებიან ,რომ შაქარი 1 კილოა. ასევე ჩვენ
ვთანხმდებით მზის ტემპერატურაზე. მაგრამ რაოდენობრივი
ცვლილებები გარკვეულ ზღვრებში უკვე თვისობრივ ცვლილებებად
იქცევიან. 1 კილო შაქარმა შესაძლებელია შეწყვიტოს შაქრად ყოფნა
წყლის ზემოქმედებით ,მაგალითად დოლარი პრეზიდენტის ხელში
წყვეტს დოლარად ყოფნას.(ეს ვერ გავიგე ზუსტად რას ნიშნავს ესე წერია
ინგლისურ ვერსიაში A dollar in the embraces of a president ceases to be a
dollar). იმის განსაზღვრა თუ როდის ხდება რაოდენობრივი ცვლილებიდან
თვისობრივი ცვლილება არის ნებისმიერი მეცნიერების რთული და
მნიშვნელოვანი ამოცანა. , (ტროცკი დიალექტიკის ანაბანა )

ჰეგელი
ანტიკური დიალექტიკა ,რომელიც მიივიწყეს შუა საუკუნეებში
გააცოცხლა ჰეგელმა მეცხრამეტე საუკუნეში. ჰეგელი იყო თავისი
დროისთვის უდიდესი მოაზროვნე მან გააკრიტიკა ფორმალური
ლოგიკის პოსტულატები და აღმოაჩინა მისი სისუსტეები ,კერძოდ,
საგნებზე შეზღუდული ხედვა. ჰეგელმა შეიმუშავა დიალექტიკის
კანონების დასრულებული ვერსია.
"ჩვენს დროში განვითარების ,ევულუციის იდეა თითქმის მთლიანად შევიდა
საზოგადოებრივ ცნობიერებაში ,თუმცა სხვა გზებით და არა ჰეგელის ფილოსოფიის
მეშვეობით. მაგრამ ეს იდეა იმ ფორმულირებით ,რომელიც ჰეგელზე დაყრდნობით
მოგვცეს მარქსმა და ენგელსმა, ბევრად უფრო ყოველმხრივი და შინაარსით
მდიდარია ვიდრე ევულუციის გაცვეთილი იდეა განვითარება რომელიც თითქოს უკვე
იმეორებს განვლილ საფეხურებს(„უარყოფის უარყოფა) განვითარება ასე ვთქვათ
სპირალურად და არა პირდაპირი გზით - განვითარება კატასტროფული
რევულუციური „თანდათანობით შეწყვეტანი“ რაოდენობის გადაქცევა თვისობრიობად
განვითარების შინაგანი იმპულსები ,რასაც იძლევა შეტაკება სხვადასხვა ძალებისა და
ტენდენციებისა ,რომელიც მოქმედებენ მოცემულ სხეულზე ან მოცემული მოვლენის
ფარგლებში ან მოცემული საზოგადოების შიგნით თითოეული მოვლენის ყველა
მხარის ურთიერთ დამოკიდებულება და კავშირი (ამასთან ისტორია ააშკარავებს სულ
უფრო და უფრო ახალ მხარეებს) კავშირ ურთიერთობა რომელიც იძლევა ერთიან
კანონზომიერ მსოფლიო პროცესს ასეთია ზოგიერთი ნიშანი დიალექტიკისა ,როგორც
განვითარების მაგრსმ უფრო შინაარსიანის(ვიდრე ჩვეულებრივი) მოძღვრებისა.
(ლენინი,კარლ მარქსი).

"თავისი დასრულება ამ უახლესმა გერმანულმა ფილოსოფიამ ჰპოვა ჰეგელის


სისტემაში რომლის უდიდესი დამსახურებაა ის რომ მან მთელი ბუნებრივი ,სულიერი
და ისტორიული სამყარო პირველად გამოსახა როგორც პროცესი ე.ი როგორც მუდმივ
მოძრაობაში,ცვალებადობაში გარდაქმნაში და განვითარებაში და შეეცადა ამ
მოძრაობასა და განვითარებაში შინაგანი კავშირი გამოემჟღავნებინა.

"ამ თვალსაზრისით კაცობრიობის ისტორია აღარ წარმოადგენდა უაზრო


ძალმომარეობათა უწესრიგო დომხალს ,რომლიც დღეს მთლიანად უარსაყოფელია, ახლა
უკვე მომწიფებული ფილოსოფიური გონების სამსჯავროს წინაშე და რომელიც რაც
შეიძლება ჩქარა უნდა მიეცეს დავიწყებას იგი წარმოადგენს თვით კაცობრიობის
განვითარების პროცესს;და ახლა აზროვნების ამოცანა მდგომარეობდა იმაში ,რომ
კვალდაკვალ მიყოლოდა ამ პროცესის ერთი მეორის მომდევნო საფეხურებს მისი
ხეტიალის დროს გამოეკვლია მისი შინაგანი კანონზომიერება ყველა მოჩვენებით
შემთხვევითობას შორის.“(ენგელსი ანტი დიურინგი)

ჰეგელმა გენიალური სისტემა შემოგვთავაზა ,თუმცა ის მაინც


იდეალისტი იყო. მიუხედავად მისი მისტიური ხედვებისა ჰეგელის
მიერ შემუშავებული დიალექტიკის კანონები მაინც
უმნიშვნელოვანესია.

რაოდენობრივი ცვლილებიდან
ხარისხობრივ ცვლილებებში გადასვლა.
"მიუხედავად პროცესების შესაძლო გაწელილობისა , ტრანსფორმაცია არის ერთი
ფორმიდან მეორეში არის გადამწყვეტი ცვლილება“(ენგელსი ანტიდიურინგი)

ცვლილების და ევულუციის იდეა დღეს უნივერსალურად


აღიარებულია ,მაგრამ ფორმები თუ როგორ ხდება ეს ცვლილებები
მხოლოდ ახსნილია მარქსისტული დიალექტიკის მიერ. ის
გავრცელებული მოსაზრება ,რომ ევულუცია მშვიდი უწვეტი
პროცესია მხოლოდ ცალმხრივია და მცდარია ,მაგალითად
პოლიტიკაში საზოგადოების განვითარების მხოლოდ
თანმიმდევრული,რაოდენობრივი ცვლილებების თეორია არის
რეფორმისტული მოძრაობების საყრდენი.

ჰეგელმა შეიმუშავა ერთგარი საკვანძო წერტილის იდეა ეს არის


განსაზღვრული პუნქტი, სადაც წმინდა რაოდენობრივი ცვილებები,
საფუძველს უდებენ თვისობრივ ნახტომს:“ მაგალითად წყლის
შემთხვევაში, დუღილის და გაყინვის წერტილები არიან საკვანძო
პუნქტები სადაც ნორმალური წნევის პირობებში ის ახალ
აგრეგატულ მდგომარეობაში გადადის და რაოდენობრივი
ცვლილება საფუძველ უდევს თვისობრივ ცვლილებას“ (ენგელსი
ანტი დიურინგი)
ასევე ზემოთ მოყვანილ მაგალითში ,როცა წყალი გადადის აირად ან
მყარ მდგობარეობაში ეს არ ხდება ,მხოლოდ ნაბიჯ ნაბიჯ
თანმივდევრული ცვლილებებით ,არამედ უცებ განსაზღვრული
ტემპერატურის პირობებში . მოლეკულების სიჩქარის ცვლილების
აკუმულაციური ეფექტი წარმოშობს განსაზღვრულ თვისობრივ
ცვლილებას.

შეგვიძლია მოვიყვანოთ არაერთი მაგალითი მეცნიერების


სხვადასხვა სფეროდან ასევე სოციოლოგიიდანაც მათ შორის
ყოველდღიური ცხოვრებიდან(მაგალითად როცა სუპში ზედმეტად
ბევრ მარილს ვყრით განსაზღვრულ წერტილში ის უკვე საჭმელად
გამოუსადეგარი ხდება).

ჰეგელისებური საკვანძო წერტილი ანუ რაოდენობრივი გადასვლის


პუნქტი თვისობრივ ცვილებაში არის უდიდესი მნიშვნელობის
მქონე, არამხოლოდ მეცნიერებაში(ისევე როგორც დიალექტიკის
სხვა კანონების შემთხვევაში ,როცა მას მეცნიერები
გაუცნობიერებლად იყენებენ ვინც არ არიან გაცნობიერებულად
დიალექტიკოსები) ,არამედ ისტორიის ანალიზში და მუშათა
მოძრაობის პრაქტიკულ საქმოაბობაში.

წინააღმდეგობათა ერთიანობა და
დაპირისპირებულობა.
მეტაფიზიკური აზრი ,არამხოლოდ უარყოფს რაოდენობრიობიდან
თვისობრიობაში რევულუციურ გადასვლას ,არამედ ამტიკიცებს
რომ საგნებში არსებული წინააღდეგობანი აბსოლიტურად
ურთიერთგამომრიცხავნი არიან.

მაგრამ,“უფრო ზუსტი განხილვის დროს ჩვენ ვხედავთ ,რომ


რომელიმე დაპირისპირებულობის ორივე პოლუსი, დადებითი და
უარყოფითი ისევე გაუთიშავი არიან ერთიმეორისგან როგორც
ერთიმეორისადმი როგორც ერთი მეორისადმი
დაპირისპირებულნი არიან ,და რომ ისინი
ურთიერთდაპირისპირებულობის მიუხედავად ერთმანეთს
მსჭვალავენ: აგრეთვე,მიზეზი და შედეგი წარმოდგენებია
,რომლებთაც ძალა აქვთ ,როგორც ასეთებს ცალკე შემთხვევაზე
გამოყენების დროს ,მაგრამ როგორც კი ცალკე შემთხვევას
განვიხილავთ მის ზოგად კავშირში მსოფლიო მთლიანობასთან
ერთდებიან და უნივერსალური ურთიერთ ზემოქმედების
წარმოდგენაში გადადიან ,სადაც მიზეზები და შედეგები მუდამ
თავიანთ ადგილებს იცვლიან და ის ,რაც ახლა ან აქ შედეგი იყო
,იქ ან მაშინ მიზეზი იქნება და პირიქით“ (ენგელსი ანტი დიურინგი)
"დიალექტიკა მეცნიერაბაა ურთიერთკავშირის შესახებ, მეტაფიზიკისგან
განსხვავებით ,რომელიც საგნების იზოლირებულად შეისწავლის დიალექტიკას სურს
აღმოაჩინოს ურთიერთკავშირები, მიზეზები ,შედეგები ,რომელიც მთლიანობაში
აყალიბებს სამყაროს . დიალექტიკური ანალიზის პირველი ამოცანა არის ,რომ
დაინახოს შესასწავლი ფენომენის ყველა ობიექტური კავშირი, ასპექტი და
ტენდენცია“ (ლენინი ფილოსოფიის რვეულები)

დიალექტიკა შესასწავლ ფენომენს აკვირედება განვითარების


პერსპექტივიდან: როგორ წარმოიქმნება და როგორ კვდება ის, ასევე
შეისწავლის მოცემული საგნის შინაგან წინააღმდეგობრივ
ტენდენციებს.

მოძრაობა ეს მთელი მატერიალური სამყაროს არსებობის წესია.


ენერგია და მატერია ერთმანეთისგან განუყოფელია. მოძრაობა სხვა
არაფერია თუ არა საგანში არსებული შიდა წინააღდეგობების
გამოვლინება, არამხოლოდ ცოცხალ არამედ ნებისმიერი ტიპის
მატერიაში. განვითარებას და ცვლილებებს ადგილი აქვთ,
შიდაწინააღდეგობების წყალობით. დიალექტიკური ანალიზი უნდა
დაიწყოს წინააღდეგობის ემპირიულ აღმოჩნესთან ერთად
,რომელიც საფუძველს ცვლილებებს და მოძრაობას უდებენ.

დიალექტიკური ხედვიდან გამომდინარე ყველა


ურთიერთგამომრიცხავი ცნებები ძაან პირობითი რამაა. მათ შორის
სიმართლეს და ტყულის შორის განსხვავება. მარქსიზმი არ ცნობს
მუდმივ დროში გაყინულ ჭეშმარიტებებს. ნებისმიერი სიმართლე
და სიცრუე ფარდობითია. რაც სიმართლეა განსაზღვრულ
გარემოებებში სხვა დროს სიცრუე იქნება: სიმართლე და ტყუილი
ერთმანეთს ენაცვლებიან. ამ თვალსაზრისით მეცნიერების
განვითარება არაა უბრალოდ მცდარი თეორიის უარყოფა.
ნებისმიერი თეორია მხოლოდ რეალობის ერთ ნაწილს აშუქებს.
ისინი „სწორია“ სანამ არ შევამჩნევთ ,რომ თეორია არაა გამოსადეგი
ყველგან და ყველა გარემოებაში და აღმოჩნედება ,რომ ზოგად წესში
გამონაკლისები ყოფილა ეს გამონაკლისები უნდა აიხსნას შემდეგ
იქმნება ახალი თეორიები ,რომლის საშუალებიდან ეს
გამონაკლისები უნდაიყოს ახსნილი . მაგრამ ახალი თეორიები
უბრალოდ არ უარყოფენ ძველ თეორიებს არამედ ისინი აყავთ ახალ
ფორმაში.
მხოლოდ მაშინ შეგვიძლია გამოვრიცხოთ წინააღდეგობების
არსებობა ,როცა საგნების შევხედავთ ინდივიდულურად,
უმოძრაოდ და უსიცოცხლოდ. როცა კი საგნებს მოძრაობაში და
ცვლილებებში, მათ ურთიერთკავშირში შევხედავთ აღმოვაჩენთ
წინააღდეგობებს.
მოძრაობა თავად უკვე წინააღდეგობაა. მათ შორის მექანკური
გადაადგილებაც . საგანი ერთ დროულად ერთ წერტილშიც არის და
ამავე დროს სხვაზეც.

ცოცხალ ორგანიზმების არსებობასაც იგივე ეხება. „არსება ისიც


არის იმავე დროს და ამავე დროს სხვაც“ (ენგელსი ანტიდიურინგი)

ცოცხალი არსება მის გარშემო არსებულ ნივთიერებებს შთანთქავს


და ამავე დროს სხვა ნივთიერებებს გამოყოფს. ბუნებაში გვხვდება
ასევე მუდმივი ტრანსფორმაციები. მაგალითად კლდე მუდმივ
დაშლას განიცდის წნევის ზემოქმედებით, ყველაფერი ამავე დროს
ისიც არის და სხვაც. შეიძლება ითქვას ,რომ წინააღდეგობების
არსებობის უარყოფა რეალობის უარყოფაა.

უარყოფის უარყოფა
"¿და მაინც რა არის უარყოფის უარყოფა ? ეს არის უზოგადესი კანონი, რომელიც
უმნიშვნელოვანეს რომლს ასრულებს,ბუნების,ისტორიის აზროვნების განვითარებაში ის
ასევე გვხვდება ცხოველთა და მცენარეთა სამყაროში,გეოლოგიაში მათემატიკაში
ისტორიაში და ფილოსოფიაში“(ენგელსი ანტი დიურინგი)

ეს კანონი უფრო ადრე იქნა აღმოჩენილი ვიდრე მასზე რამე


დაიწერებოდა, ის ყველაზე პირველად შეიმუშავა ყველაზე
ჩამოყალიბებული და ნათელი ფორმით ჰეგელმა და
ანტიდიურინგში ნაშრომში ამ კანონზე არაერთი მაგალითია
მოყვანილი.

უარყოფის უარყოფის კანონი ბუნების განვითარებას უყურებს ,


როგორც წინააღდეგობათა სერიას , რომლებიც უარყოფენ იმ
თეორიებს ,რომლებიც წინ უსწრებდა მათ ,მაგრამ თავის მხრივ
ისინიც უარყოფილნი იქნებიან. მოძრაობა,
ცვლილებები,მიმდინარეობენ ამ წესით ანუ განუწყვეტელი
უარყოფების ფორმით.

უნდა ითქვას ,რომ უარყოფა დიალექტიკური გაგაებით უბრალოდ


ანულირებას არ ნიშნავს ,რადგან წინა მდგომარეობა ბოლომდე
უარყოფილი არაა და მისი გარკვეული კომპონენტები ახალ
სისტემაშიც გვაქ შენარჩუნებული.

ჰეგელმა თავის წიგნ „გონის ფენომენოლოგიაში ასეთი მაგალითი


მოიყვანა.
“როგორც კვირტი ქრება ,როცა კოკორი აყვავილდება ასევე შეიძლება ითქვას ,რომ
თავდაპირველი ფორმა არის უარყოფილი შემდგომი ფორმის მიერ, მსგავსად
ამისა ,როცა ხილი იზრდება ხის ყვავილიდან ,როგორც მისი რეალური ფორმა ეს
ეტაპები ურთიერთშენაცვლებადნი არ არიან ,არამედ ბუნებისადმი თანდაყოლილი,
ბუნება მათ ორგანული ერთიანობის აუცილებელ კომპონენტებად ხდის ისინი
ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებიან ,არამედ ერთი აუცილებელია მეორესთვის ამ
პროცესების თანაბარი აუცილებლობა წარმოშობს სიცოცხელეს როგორც მთლიან
პროცესს“

ამ თვითანულირების პროცესში,რომელიც უსასრულოდ


მომდინარეობს შესაძლებელია მოგვეჩვენოს ,რომ ერთმანეთს მერე
უბრალოდ განმეორდა ფორმა ან თეორია რომელიც ოდესღაც
უარყოფილი იყო. ამიტომაც ამბობენ რეაქციონერი
ისტორიკოსები ,რომ „ისტორია მეორდება“ - ო უნდათ
დამტკიცება ,რომ ისტორია სხვა არაფერია თუ არა წარსულის
გარემოება და ისტორია არის დაუსრულებელი წრე.

მაგრამ დიალქეტიკა პირიქით განასხვავებს ერთმანეთისგან თითქოს


უკვე განმეორებულ ფორმებს. სინამდვილეში ეს განმეორებითობა
არის განმეორება უფრო დაბალი ფორმიდან მაღალ ფორმებში
ევულუცია სადაც იგივე ფორმა შესაძლებელია განმეორდეს მაგრამ
ამჯერად უფრო მაღალ მდგობარეობაში ,რომელიც უკვე განვლილი
ფორმებიდანაა გამდიდრებული.

ეს პროცესი შეიძლება უფრო ზუსტად განვიხილოთ ადამიანური


იდეების განვითარებაში. ჰეგელი უკვე გვასწავლიდა ,რომ
ფილოსოფია ვითარდებოდა წინააღდეგობების საფუძველზე:
ფილოსოფიის ერთი სკოლა უარყოფს მეორეს ,მაგრამ ის სწავლობს
და ითვისებს ძველი თეორიების გარკვეულ კომპონენტებს
აზროვნების ახალ სისტემაში.

იგივე ეხება მეცნიერების განვითარებას. შუასაუკუნეების


ალქიმიკოსები ცდილობდნენ აღმოეჩინათ ფილოსოფიური ქვა
,რომელიც გადააქცევდა ჩვეულებრივ მეტალებს ოქროდ. იმის
გამო ,რომ საწარმოო ძალების განვითარების დონე დაბალი იყო და
ბუნებაზე ცოდნაც ,არც ისე სრულყოფილი იყო, მეტალების ოქროდ
გადაქცევა იმ დროისთვის უბრალოდ ფანტასტიკა იყო. მაგრამ
ალქიმიკოსებმა აღმოაჩინეს ნამდვილად მეცნიერული ფაქტები
ქიმიურ რეაქციებზე ,რომელიც თანამადროვე ქიმიაში დღესაც
გამოიყენება.

კაპიტალიზმის დაბადებასთან ერთად ქიმია ყალიბდებოდა


მეცნიერებად ,რომელმაც უარყო ფილოსოფიური ქვის მეშვეობით
მეტალების გარდაქმნის იდეა. მაგრამ როგორც ზემოთ ვახსენეთ
ძველი ალქიმიის ვალიდური აღმოჩენები დარჩა რეალური ქიმიის
სამსახურში , თუმცა ახალგაზრდა ქიმია აცხადებდა ,რომ
ელემენტები მუდმივად უცვლელნი იყვნენ და მათი გარდაქმნა
შეუძლებელი იყო.
მეოცე საუკუნეში მოხდა რევულუცია მეცნიერებაში ბირთვული
ფიზიკის აღმოჩენის წყალობით ახლა ვიცით ,ერთი ელემენტის
გარდაქმნა მეორე ელემენტად შესაძლებელია. მათ შორის
თეორიულად შეგვიძლია ჩვეულებრივი მეტალები ოქროდ
გარდავქმნათ, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ძვირი და კომპლექსურია
და ამიტომაც ის არცთუ ისე ხშირად მიმდინარეობს პრაქტიკაში.
მთელი ეს მეცნიერული ისტორია ელემენტების გარდაქმნაზე
შეიძლება 3 ეტაპად დაიყოს. 1) ელემენტების გარდაქმნა
შესაძლებელია 2)ელემენტების გარდაქმნა შეუძლებელია 3)
ელემენტების გარდაქმნა შესაძლებელია.

პროცესის განმეორებადობა ნათელია, რეალურად თანამედროვე


მეცნიერება დაუბრუნდა იმავე იდეას რის განხორცილებასაც
შუასაუკუნეების ალქიმიკოსები ცდილობდნენ ,მაგრამ მან შეითვისა
უდიდესი აღმოჩენები ,რომელიც XVIII, XIX საუკუნეებში იქნა
აღმოჩენილი. იდეები რომელიც ადრე უარყოფილ იქნა ახლა ახალი
სოცოცხლე ჰპოვეს ,მაგრამ ბევრად უფრო მაღალ დონეზე, ისინი
გამდიდრდენ მანამდე არსებული მეცნიერების მიერ დადებული
მიღწევებით .

დიალექტიკა დაფუძნებულია დეტერმინიზმზე. სხვა სიტყვებით


,რომ ვთქვათ შემთხვევითობები არ არსებობენ და ის ,რაც შეიძლება
შემთხვევითობათ მოგვეჩვენოს ის უფრო ღრმა და ჯერ კიდევ
უცნობი აუცილებლობის და კანონზომიერების შედეგია.

ზედაპირულად ,რომ შევხედოთ პირველი მსოფლიო ომი უბრალოდ


პრინც ფერდინანდის მკვლელობამ გამოიწვია. მაგრამ მარქსისტები
ამ ახსნით ვერ დავკმაყოფილდებით პირველი მსოფლიო ომი ამ
შემთხვევას არ გამოუწვევია ,არამედ ეს შემთხვევითობა უფრო ღრმა
პროცესების კატალიზატორი იყო. ომი მაშინდელი იმპერიაზლიმის
ეკონომიკური და პოლიტიკური წინააღმდეგობების გამო,
გარდაუვალი მოვლენა იყო პრინც ფერდინანდი რო არ მოაკლათ
ომი სხვა საბაბით და სხვა კონტექსტში მაინც დაიწყებოდა
ყველაფერი რაც ხდება ,გამომდინარეობს განსაზღვრული
აუცილებლობიდან ,ასევე ყველაფერი მუდმივ მოძრაობაში და
ტრანსფორმაციაშია. რაც ახლა აუცილებელი და სწორია სხვა
გარემოებებში და სხვა დროს შეიძლება მცდარი და მოძველებული
იყოს. ეს დებულება სწორია,როგორც ბუნებისთვის ასევე
საზოგადოებისთვის.

ყოველი საზოგადოებრივი ფორმაცია არსებობს იმიტომ რომ ის


განსაზღვრულ გარემოებებში კაცობრიობის განვითარების
აუცილებელი ეტაპია.

"არცერთი საზოგადოებრივი ფორმაცია არ ისპობა, სანამ არ


განვითარდება საწარმოო ძალების საჭირო დონე . არასდროს არ
გამოჩნედება უფრო მაღალი დონის საწარმოო ურთიერთობები,
სანამ საჭირო დონეზე არ მომწიფდება საწარმოო ძალები ძველი
ფორმაციის წიაღში, ამიტომაც კაცობრიობა მხოლოდ იმ მიზნებს
ირჩევს მისაღწევად და სხვადასხვა ამოცანები წარმოიშვება
მხოლოდ მაშინ ,როცა მათი გადაწყვეტისთვის არსებობს
მატერიალური პირობები (მარქსი პოლიტკური ეკონომიის
კრიტიკისთვის)

მონათმფლობელური ფირმაცია თავისი დროისთვის უდიდესი წინ


გადადგმული ნაბიჯი იყო, პირველყოფილ თემურ წყობილებასთან
შედარებით. ის აუცილებელი ეტაპი იყო საწარმოო
ძალების,კულტურის ერთი სიტყვით საზოგადოების
განვითარებისთვის . როგორც ჰეგელი აღნიშნავდა “არა მონობისგან
არამედ მონობის წყალობით გახდა ადამიანი თავისუფალი.

ამის მსგავსად კაპიტალიზმი იყო კაცობრიობის განვითარების


აუცილებელი ეტაპი. თუმცა ,როგორც
მონათმფლობელობა,პირველყოფილი თემური წყობილება,
კაპიტალიზმმაც შეწყვიტა არსებობა ,როგორც პროგრესულმა
სისტემამ. ის გაიხლართა ღრმა წინააღმდეგობებში ,რომლებიც
მისთვის თავიდანვე თანდაყოლილი იყო დღეს უკვე ის აბრკოლებს
საწარმოო ძალების განვითარებას ,რომელსაც დღეს თანამედროვე
პროლეტარიატი წარმოადგენს.კერძო საკუთრება,ერი სახელმწიფო
კაპიტალიზმის ეს განუყოფელი ელემენტები, თავის დროზე
უდიდესი პროგრესი იყო მაგრამ ახლა ისინი აბკოლებენ საწარმოო
ძალებისა და კაცობრიობის განვითარებას.

თანამედროვე კაპიტალიზმი უკვე მთლიანად დეგრადირებული


ფორმაციაა,რომელიც უნდა ჩანაცვლდეს კომუნიზმით თუ
კაცობრიობას სურს გადარჩენა და განვითარება.

მარქსიზმი დეტერმინისტული ფილოსოფიაა ,მაგრამ არა


ფატალისტური ,რადგან საზოგადოებაში არსებული
წაინააღმდეგობის გახსნა შესაძლებელია მოხდეს, მხოლოდ
ადამიანების მიერ ,რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ძირეულ
ცვილებას. კლასობრივი ბრძოლა არაა პრედეტერმინირებული ის
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მზარდი პროგრესულ
კლასს ანუ პროლეტარიატს ბევრად მეტი უპირატესობა აქვს ძველი
რეჟიმის რეაქციულ ძალებზე

საბოლოო ჯამში ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე ,რომელი


მხარე იქნება უფრო კარგად ორგანიზებული და უფრო
მიზანმიმართული თავისი მიზნისკენ.

მარქსისტული ფილოსოფია არის ზოგადი გზამკვლევი


მოქმედებისთვის და არა დოგმა“აქამდე არსებული ფილოსოფოსები
განმარტავდნენ სამყაროს, ჩვენ მიზანია შევცვალოთ იგი”(მარქსი
გერმანული იდეოლოგია”)

კომუნიზმის გამარჯვება ხარისხიბრივად ახალ ფორმაციაში


შეიყვანს კაცობრიობას. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ ის დაასრულებს
კაცობრიობის პრეისტორიას და დაიწყება დაიწყება ახალი
ნამდვილი ისტორია.

თუმცა კომუნიზმი წარმოადგენს ერთგვარ დაბრუნებას


საზოგადოების არსებობის უძველეს ფორმაციასთან ,კერძოდ,
პრიმიტიულ კომუნიზმთან ,მაგრამ ახალ უფრო მაღალ ფორმებში
,რომელიც გამდიდრებული იქნება კლასობრივი საზოგადოებების
მიღწევებით. გეგმიური ,პოსტ დეფიციტური ეკონიმიკა მოგვცემს
,საშუალებას ახალ დონეზე ავიდეს ინდუსტრია ,მეცნიერება გაქრება
სხვაობა გონებრივ და ფიზიკურ შრომას შორის, სოფელს და ქალაქს
შორის ,კლასთა ბრძოლას ბოლო მოეღება ,კაცობრიობა მთელ
ძალებს დაუთმობს ბუნების შესწავლას და მეცნიერების
განვითარებას, თავისი კეთილდღეობისთვის, ენგელსის
სიტყვებით-“კაცობრიობა გადაინაცვლებს აუცილებლობის
სამეფოდან თავისუფლების სამეფოში.

You might also like