You are on page 1of 1

ყოველდღიური ცხოვრება

სამოქალაქო უყურადღებობა- უცხო ადამიანის იგნორირება. ყოველი ადამიანი


მიანიშნებს, რომ ცნობს მეორე პიროვნების იქ ყოფნას, თუმცა არავითარი ჟესტით არ
გამოხატავს ამას, რომ ძალზე მომაბეზრებელი არ იყოს. როცა ერთი ადამიანი მეორეს
უყურებს-ეს გამოხატავს ემოციას, ძირითადად ახლო ადამიანების მიმართ განვიცდით მას .
ხოლო უცხო ადამიანის დაჟინებით ყურება კი შეიძლება აღქმული იქნეს როგორც მტრული
განწყობა.

ყოველდღიური ცხოვრებაში სოციალური ურთიერთქმედების შესწავლა , ნეთელს ჰფენს


უფრო დიდი სოციალური სისტემისა და ინსტიტუტების საქმიანობას, ჩვენ მათთან ვართ
დაკავშირებული.

არაფოკუსირებული ურთიერთქმედება- ინდივიდები დაუფარავად გამოხატავენ რომ


შეამჩნიეს ერთმანეთი. ეს ძირითადად ადამიანთან დიდი თავშეყრის ადგილებში ხდება ,
როდესაც ადამიანები სხვების თანდასწრებით არიან, თუნდაც არ ჰქონდეთ ერთმანეთთან
საუბრის საშუალება, ისინი გამუდმებით ურთიერთობენ არავერბალური კომუნიკაციის
გზით, პოზით, გამომეტყველებით, ჟესტებით, თვალებით.

ფოკუსირებული ურთიერთქმედება- ინდივიდები უშუალოდ ადევნებენ თვალყურს , თუ რას


ამბობენ ან აკეთებენ სხვები.

ადამიანები მგრძნობიარენი არიან იმის მიმართ, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები , და


იყენებენ შთაბეჭდილების მართვის ფორმებს, რომ აიძულონ სხვები , ისეთი რეაქცია
ჰქონდეთ მათზე, როგორც თავად სურთ.

წინა და უკანა პლანი- პოლიკოსები ერთი და იმავე გუნდიდან, კარგად დგამენ


დამუშავებულ წარმოდგენას მათი მეგობრობის შესახებ , როცა რეალუად სძულთ
ერთმანეთი, ღარიბა და მარგველა. უკანა პლანზე, ადამიანები უსაფრთხოდ არიან და
შეუძლიათ განიტვირთონ, თავისუფლად გამოხატონ გრძნობები და ქცევის სტილი
თავისუფალი გახადონ. უკანა პლანზე ხდება დაუდევარი ჟესტები, დიალექტიკა , საუბრის
მანერა, ყვირილი, ბავშვურობა, გაზების გამოშვება, ბოყინი.

სოციალური ცხოვრება თეატრია, ყველა ირგებს ვიღაცის ან რაღაცის როლს, მაგალითად


ექიმთან მისვლისას პაციენტის როლი, ექიმის როლი, ის სხვანაირად საუბრობს.

პიროვნული სივრცე- ინტიმური ზონა, განკუთვნილია მხოლოდ კონტაქტების ძალზე მცირე


რიცხვისთვის, სადაც დაშვებულია რეგულარულად სხეულთან შეხება. პიროვნული
დისტანცია არის ჩვეული მანძილი მეგობრებთან, გარკვეული ინტიმურობა დაშვებულია ,
თუმცა ის მკვეთრად განსაზღვრულია. სოციალური დისტანცია მიღებულია ფორმალურ
გარემოში, მაგალითად ინტერვიუ. საჯარო დისტანცია განკუთვნილია იმათთვის, ვინც
აუდიტორიის წინაშე წარსდგება.

You might also like