You are on page 1of 1

დესპოტიზმი-

1. ერთი ადამიანის თვითმპყრობელური, განუსაზღვრელი ძალაუფლების ფორმა, შეუზღუდველი


მონარქია, გამოირჩევა განუკითხაობითა და ხელისუფლების უსამართლობით;
2. თვითმპყრობელობა და განუკითხაობა გარშემო მყოფებთან ურთიერთობებში.

კორუფცია-
არაკეთილსინდისიერი ან თაღლითური საქციელი ხელისუფლებაში მყოფი პირების მხრიდან,
როგორც წესი, ქრთამის აღებას.

სენტენცია-
ზნეობრივი ხასიათის სხარტი გამოთქმა, დამრიგებლური შინაარსის მოკლე შეგონება
(სენტენციები დამახასიათებელია დიდაქტიკურ-აღმზრდელობითი და იგავარაკული ხასიათის
ნაწარმოებებისათვის.)

დისონანსი-
კეთილხმოვანების დარღვევა, ბგერათა არაჰარმონიული შეხამება. გადატანითი
შეუთანხმებლობა, შეუწყობლობა.

ირაციონალური-
"უგუნური"
კანონზომიერებას მოკლებული და ამიტომ გონებისთვის მიუწვდომელი, ლოგიკის ცნებებით
აუხსნელი.

არაორდინალური

კონცეფცია (ლათ.conceptio —გაგება, სისტემა) —


რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის გაგების, განმარტების გარკვეული წესი, ძირითადი
თვალსაზრისი, მათი სისტემატური ანალიზის სახელმძღვანელო იდეა.

არასუბსტანციური/ არამატერიალური, არანივთიერი.

თეოდიცეა-
"ღმერთი" და "სამართლიანობა"– "ღვთის გამართლება"
რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ცდილობს შეათავსოს ქვეყნად ბოროტებისა და
უსამართლობის არსებობა და ღვთის სიკეთისა და ყოვლისშემძლეობის იდეა.

You might also like