You are on page 1of 17

მთავრობა,

პოლიტიკური
ძალაუფლება
• ძალაუფლება და ხელისუფლება - ინდივიდების ან ჯგუფების უნარი,
განახორციელონ თავიანთი ინტერესები იმ შემთხვევაშიც კი, თუ
სხვები წინააღმდეგობას უწევენ. ის ზოგჯერ ძალის პირდაპირ
გამოყენებასაც გულისხმობს.
• ხელისუფლება არის მთავრობის მიერ ძალაუფლების ლეგიტიმური
გამოყენება. ლეგიტიმურობა ნიშნავს, რომ ადამიანები
ექვემდებარებიან ხელისუფლების კანონიერ ძალაუფლებას,
აღიარებენ მას.
• ძალაუფლება სოციალური თანაცხოვრების ერთ-ერთი
ფუნდამენტური საწყისია.
• (დემოკრატია არ არის მმართველობის ერთადერთი ტიპი,
რომელსაც ხალხი ლეგიტიმურად მიიჩნევს. დიქტატურებს, აგრეთვე
შეიძლება ჰქონდეთ ლეგიტიმურობა)
• ხელისუფლების განსაზღვრება - “კანონიერი ძალაუფლება“ - თუკი
ძალაუფლება სხვათა ქცევაზე ზემოქმედებას გულისხმობს,
ხელისუფლება ამგვარი მოქმედების კანონიერებას ნიშნავს. ამ
გაგებით ხელისუფლება კანონიერებითა და მართებულობით
შემოსილი ძალაუფლებაა.

• მაქს ვებერის მიხედვით არსებობს სამი ტიპის ხელისუფლება:


ისტორიულ ფესვებზე დაფუძნებული ტრადიციული
ხელისუფლება, პიროვნულ გავლენაზე დაფუძნებული
ქარიზმატული ხელისუფლება და საერთო კანონებისა და წესების
ერთობლიობის მიხედვით მოქმედი რაციონალურად
კანონმორჩილი ხელისუფლება.
პოლიტიკა როგორც ძალაუფლება
ფართო გაგებით, პოლიტიკა გულისხმობს რესურსების შექმნას,
გადანაწილებას და გამოყენებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
არსებითად, პოლიტიკა ძალაუფლებაა: ნებისმიერი ხერხის
გამოყენებით სასურველი შედეგის მიღწევის უნარი. პოლიტიკა
მუდამ კონფლიქტების ზღვარზე ბალანსირებს რადგანაც მისი
ძირითადი მახასიათებელი რესურსების შეზღუდულობაა რაც იმ
მარტივი მიზეზით აიხსნება, რომ ადამიანის სურვილები და
მოთხოვნილებები უსაზღვროა, ხოლო მათი
დაკმაყოფილებისათვის საჭირო რესურსები - არასაკმარისი.
ძალაუფლება: პოლიტიკური მოღვაწის შესაძლებლობის
ხარისხი და დონე, აიძულოს პიროვნება, ან პიროვნებათა ჯგუფი
გარკვეულ დონემდე და გარკვეული დროის განმავლობაში
იფიქრონ (ან არ იფიქრონ) და (ან) იმოქმედონ (ან არ
იმოქმედონ) ამ მოღვაწის სურვილის მიხედვით.
• ძალაუფლების ფემინისტური და მარქსისტული გაგება: პირადი
ურთიერთობებიც კი პოლიტიკაა. როგორც პოლიტიკაში, ისე
ცხოვრების სხვა სფეროებში ოდითგანვე მამაკაცი დომინირებდა.
პოლიტიკა განიმარტება როგორც: “ძალაუფლებაზე დაფუძნებული
და იმგვარად ორგანიზებული ურთიერთობები, როცა ადამიანთა
ერთ ჯგუფს სხვა ჯგუფი აკონტროლებს“.
• ამ გაგებით, პოლიტიკა დაქმვემდებარებასა და
დამორჩილებასთანაა დაკავშირებული (რადიკალური ფემინიზმის
გაგებით საზოგადოება პატრიარქალურია - ქალის მამაკაცისადმი
მორჩილება და უთანასწორობა. მარქსისტები - კაპიტალისტურ
საზოგადოებაში ბურჟუაზია ექსპლოატაციას უწევს პროლეტარიატს.
კონფლიქტის თეორია
• უკმაყოფილება და კონფრონტაცია საზოგადოების მუდმივი
ელემენტებია
• ძალაუფლებრივი განსხვავებები სოციალურ კლასებს შორის
• ინტერესთა ჯგუფები ჯგუფები იბრძვიან მწირი (მატერიალური)
რესურსების გამო
• კონკურენცია იწვევს დისბალანსს სანამ ერთერთი (დომინანტი)
ჯგუფი დაამყარებს კონტროლს ძალაუფლების მეშვეობით
მაქს ვებერი
• ეთანხმებოდა მარქსს (ეკონომიკა თამაშობს ცენტრალურ
როლს ძალაუფლების გადანაწილებაში). ხაზს უსვამდა
ორ სხვა ფაქტორსაც:
1. სოციალური პრესტიჟი (სტატუსი) - მაგალითი: ინდივიდი
შეიძლება არ ფლობდეს მატერიალურ სიმდიდრეს და მაინც
გააჩნდეს დიდი ძალაუფლება სოციალური პრესტიჟიდან
გამომდინარე  Mother Theresa
2. პოლიტიკური გავლენა
• Example: Politician who has great power, but does not earn a big salary
• ვებერმა განსაზღვრა ძალაუფლება როგორც “ერთი
ინდივიდის მიერ სხვისთვის საკუთარი ნების მოხვევა
მაშინაც კი, როდესაც ის სხვა ამის წინააღმდეგია“
• ავტორიტეტი: ლეგიტიმური ძალაუფლება რომელიც
ხორციელდება მართულთა თანხმობით
• ძალაუფლებისა და ავტორიტეტის გადანაწილება-=
სოციალური კონფლიქტის საფუძველი
• ავტორიტეტისადმი ნდობა = თავიდან აცილებული
კონფლიქტი
• თუკი ავტორიტეტი არ არის აღიარებული როგორც
ლეგიტიმური = კონფლიქტი
• მათ, ვის ხელშიცაა ძალაუფლება, სურთ მისი
შენარჩუნება
• ისინი, ვის ხელშიც არაა ძალაუფლება, ცდილობენ მის
მოპოვებას
ვებერის 3 ტიპის ავტორიტეტი

• რაციონალურ ლეგალური
• თანამედროვე
• წესებსა და პროცედურებზე დამყარებული
• ბიუროკრატია
• ტრადიციული
• მონარქია, ოჯახი, რელიგია
• მემკვიდრეობით გადაცემული ავტორიტეტი (როგორც
წესი ახასიათებს პრე-მოდერნულ საზოგადოებებს)
• ქარიზმატული
• განსაკუთრებული, პერსონალური, რევოლუციური
• ეფუძნება ლიდერის განსაკუთრებულ მახასიათებლებს
• ფუკომ შეიმუშავა ძალუფლების ახალი ცნება. ჩვენ
ძალაუფლებას განვიხილავთ როგორც ყოველთვის ზემოდან
მომავალს ერთი მიმართულებით, და ერთი წყაროდან -
მმართველი, სახელმწიფო, მმართველი კლასი. ფუკოსთვის
ძალაუფლებას უფრო მოძრავი, წრიული ხასიათი აქვს. ის
არასდროს არის ერთი ცენტრის მიერ მონოპოლიზირებული და
ქსელური ტიპის ორგანიზაციის მატარებელია. ეს კი ნიშნავს, რომ
გარკვეულწილად ჩვენ ყველანი ვართ მონაწილეები -
ერთდროულად წარმოვადგენთ როგორც მჩაგვრელებს, ასევე
ჩაგრულებს. ძალაუფლების ურთიერთობები განმსჭვალავენ
სოციალური არსებობის ყველა დონეს და ფუნქციონირებენ
სოციალური ცხოვრების ყველა სფეროში - ოჯახისა და
სექსუალობის პრივატულ სივრცეებში, ისევე როგორც
პოლიტიკის საზოგადოებრივ სივრცეებში, ეკონომიკასა და
სამართალში.
• ძალაუფლება სოციალური თანაცხოვრების ერთ-ერთი
ფუნდამენტური საწყისია. იგი არსებობს ყველგან, სადაც არის
ადამიანთა მყარი გაერთიანებები: ოჯახი, შრომითი კოლექტივები,
ორგანიზაციები და დაწესებულებები, სახელმწიფო და სხვა.
• სოციალური ურთიერთქმედების კლასიკური გამოხატულებაა
ძალაუფლებრივი დამოკიდებულება მმართველთა და მართულთა
შორის. ყოველი პოლიტიკური კამპანია, ნებისმიერი
ორგანიზებული სოციალური ჯგუფი თუ სოციალური პროცესი
ვარჯიშია ძალაუფლების გამოყენებაში.
• შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოება მთლიანობაში
ძალაუფლებრივ ურთიერთობათა სისტემაა, რომელიც მოიცავს
პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, რელიგიურ, მორალურ,
კულტურულ და სხვა ურთიერთობებს. მთელ სისტემას
გამსჭვალავს სწორედ ძალაუფლებრივი ურთიერთობა, მაგრამ რა
არის ძალაუფლება და ძალაუფლებრივი ურთიერთობა?
• უპირველეს ყოვლისა, ძალაუფლება – ესაა ადამიანთა შორის სოციალური
დამოკიდებულება, რომელიც გულისხმობს ორმხრივ ვალდებულებას იმათ
შორის, ვინც ძალაუფლებას ფლობს და ახორციელებს და ვისზეც ეს
ძალაუფლება ვრცელდება (მათ ხშირად ძალაუფლების ადრესატებსაც
უწოდებენ). ამგვარად, ძალაუფლება, რომელიც ყველაზე უკეთ ბატონობის, ანუ
გარკვეული ბრძანებისადმი შანსში გამოიხატება, გულისხმობს
ურთიერთმოლოდინს ძალაუფლების მქონეთა და ძალაუფლების ადრესატთა
შორის.
• ძალიან ხშირად ძალაუფლებისაკენ მისწრაფებას, შენიშნავს ვებერი,
განაპირობებს სოციალური `პატივი~, რომელიც თან სდევს და მოჰყვება
ძალაუფლებისაკენ სწრაფვას. მიუხედავად ამისა, არა ნებისმიერ
ძალაუფლებას მივყავართ სოციალურ `პატივისცემასთან~. არც მხოლოდ
`ეკონომიკური ძალაუფლება~ – უფრო ნათლად – ფულის ძალაუფლება არ
გვევლინება სოციალურ პატივთა თუ პრესტიჟთა საყოველთაოდ მიღებულ
საფუძვლად. არც ძალაუფლება, როგორც ასეთი არ წარმოადგენს, მ. ვებერის
აზრით, სოციალურ პატივთა ერთადერთ საფუძველს, რამეთუ, სინამდვილეში,
სოციალური პატივი, ანუ პრესტიჟი, თვითონ შეიძლება იყოს პოლიტიკური თუ
ეკონომიკური ძალაუფლების ბაზისი, რაც ხშირად სწორედ რომ ასეც ხდება.
• `საერთოდ და მთლიანად `ძალაუფლების~ ქვეშ ჩვენ გვესმის, –
წერს მ. ვებერი, – ერთი ადამიანის ან ადამიანთა შესაძლებლობა –
რეალიზება გაუკეთოს საკუთარ ნებას ერთობლივ საქმიანობაში, იმ
ადამიანთა მხრივ წინააღმდეგობების მიუხედავად, რომლებიც
მონაწილეობენ მითითებულ მოქმედებაში~
• ასეთ შემთხვევაში ძალაუფლება გაგებულია, როგორც
ინდივიდთაშორისი ან ჯგუფთაშორისი ურთიერთობების ნაწილი,
რომლის მეშვეობითაც გადაილახება სხვა ინდივიდთა ან
სოციალურ ჯგუფთა წინააღმდეგობა.
• ძალადობას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მართული კარგავს
მოქმედების თავისუფლებას, ხოლო მბრძანებელი იყენებს
ფიზიკურ ძალასა და მატერიალურ საშუალებებს საკუთარი ნების
სხვებზე თავს მოხვევის მიზნით. იძულება– ესაა მბრძანებელთა
მიერ შეგნებულად შექმნილ პირობათა ერთობლიობა, რომელთა
დროსაც მორჩილი დგება არჩევანის სიტუაციაში, ანუ, როდესაც
მან უნდა გააკეთოს არჩევანი მატერიალურ და სულიერ-გონით
ფასეულობათა ფლობის ან მათი დაკარგვის რისკს შორის, თუ
მისი მოქმედება არ იქნება მბრძანებლის ნების შესატყვისი.
• გავლენა და ავტორეტეტი ცნების მხრივ ახლოს დგანან
ერთმანეთთან. ყოველი ავტორიტეტის დამახასიათებელია
სხვა ინდივიდთა ფასეულობებზე გავლენის უნარი, მაგრამ
გავლენა ყოველთვის არ გულისხმობს ავტორიტეტს,
როგორც ეს ზემოთ მოყვანილი მაგალითით დავინახეთ.
გავლენა შეიძლება ჰქონდეს პიროვნებას, რომელიც
მოკლებულია პიროვნულ ავტორიტეტს, მაგრამ სხვებზე
გავლენას ინარჩუნებს იმით, რომ არის რომელიმე
ავტორიტეტულ პირთან ან დაწესებულებასთან
დაკავშირებული.
• სახელმწიფოს ცნება - არსებობს იქ, სადაც ფუნქციონირებს
მმართველობის პოლიტიკური აპარატი რომელიც მართავს
გარკვეულ ტერიტორიაზე, მისი ლეგიტიმური ძალაუფლება
განმტკიცებულია სამართლებრივი სისტემით და შეუძლია
სამხედრო ძალის გამოყენება თავისი პოლიტიკური მიზნების
განსახორციელებლად.
• ნაციონალიზმი - სიმბოლოებისა და რწმენების ერთობლიობა,
რომელიც გვაძლევს ერთი პოლიტიკური ერთობის წევრობის
შეგრძნებას. იდენტობის გრძნობის მთავარი გამოხატულება.
• დემოკრატია - როგორ პირობებში (თუკი ისინი არსებობს) უნდა
გამოიყენონ დემოკრატიულმა ხელისუფლებებმა ძალა იმათ
წინააღმდეგ, ვინც არ ეთანხმება მათ პოლიტიკას?
• ლიდერი / ლიდერობის კონცეფციები -

You might also like