You are on page 1of 24

2021 წ.

 სოციალური გავლენა, როგორვ ცალმხრივი და ორმხრივი


პროცესი;
 კონფლიქტის როლი სოციალურ გავლენაში;
 სოციალურ-ფსიქოლოგიური გავლენის სფეროები-პიროვნება
და საზოგადოებასთან მისი ურთიერთობა; ფსიქოლოგიური
კონსულტაცია,როგორც სოციალური გავლენის პირობა;
 სოციალური გავლენა ურთიერთმიმართებების
მქონე ორმხრივი პროცესია, რომელიც მოიცავს
გავლენის წყაროსა და გავლენის სამიზნის
მოქმედებასა და უკუქმედებას.
 კონფორმულობის კვლევის სამი ძირითადი
საკითხი:
1) ადამიანის კონფორმულობისა და იმ საშუალებების
კვლევა, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს იყვნენ
კონფორმულები;
2) რატომ და როგორ ცდილობს ჯგუფი მიაღებინოს
სხვას თავისი შეხედულება;
3) რა გზით იღებს ინდივიდი ან ჯგუფი ლიდერის, ან
ჯგუფის შეხედულებებს.
 კონფორმულობის მიზეზად ჯგუფში სოციალური გავლენის
არათანაბარი გადანაწილება მიიჩნევა (ცალმხრივადაა
მიმართული).
 გავლენისთვის აუცილებელია გავლენის წყაროს და გავლენის
სამიზნის არსებობა;
 გავლენის სამიზნე: ინდივიდები/ქვეჯგუფები, რომელთაც არ
უჭირავთ პრივილეგირებული მდგომარეობა, არ ფლობენ ძალას,
ან რაიმე რესურსებს და აქვთ მიდრეკილება, იყვნენ
გადამხრელები.
 გადამხრელი ეწოდება ინდივიდს, რომელიც იქცევა იმ
ჯგუფის ან კულტურის საპირისპიროდ, რომელშიც ის
ფუნქციონირებს.
 გადახრა: განსხვავებულად ყოფნის ფსიქოლოგია
( ფრიდმანი და დუბი);
 ნონ-კონფორმიზმი - დამოუკიდებლობა განხილულია
როგორც პროტესტი, როგორც ჯგუფთან
ურთიერთობაზე უარის თქმა.
 თუ სოციალური კონტროლის მოთხოვნები თავს იყრის
ოფიციალური ავტორიტეტის ერთ პოლუსზე, ხოლო
გადამხრელი იმყოფება მეორეზე, ჯგუფის იდეალური
ფუნქციონირების პირობები ასეთია: ჯგუფის წევრებს შორის
განსხვავებები მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. (ჰეარი)
 ეს თეორია არ ადგენს, რომ ზეწოლა უსათუოდ უმცირესობამ
ან ქვეჯგუფმა უნდა განიცადოს, ზეწოლას უმრავლესობა ან
ავტორიტეტული პიროვნებაც შეიძლება დაექვემდებაროს.
 სოციალური გავლენის პროცესის კვლევაში
დამოკიდებულების ცნებას მინიჭებული აქვს ძრითადი
დამოუკიდებელი ცვლადის სტატუსი. გავლენის ეფექტებს
ხსნიან დამოკიდებულების ცნებით.
 ეფექტური დამოკიდებულება სოციალური
დამოკიდებულების ქვეკატეგორიაა, როდესაც ერთი
პიროვნება მიმართავს მეორეს მოთხოვნილების პირდაპირი
დაკმაყოფილებისათვის. ანუ, მეორე პიროვნებას შეუძლია
უზრუნველყოს მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
 ინფორმაციული დამოკიდებულება - სოციალური
დამოკიდებულების ქვეკატეგორიაა, როდესაც ერთი
პიროვნება მიმართავს მეორეს გარემოს, მისი
მნიშვნელობისა და მასზე ზემოქმედების შესაძლებლობის
შესახებ ინფორმაციისთვის.
 დამოკიდებულების მოქმედება ყოველთვის დადგენილია,
როცა შემჩნეულია ცვლილება შეხედულებაში ან შეფასებაში
(ჰოლანდერი).
 ინსტიტუციონალური დამოკიდებულება - ინდივიდი ან
ჯგუფი დამოკიდებულია მეორეზე იმ მდგომარეობის,
სტატუსის გამო, რაც დადგენილია საზოგადოებაში.
 ინსტრუმენტული დამოკიდებულება - როცა გავლენას
განსაზღვრავს ინდივიდის საჭიროება, მიმართოს სხვებს
თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.
 ცვლილების ძალის მქონე შეიძლება იყოს ინდივიდი ან
კოლექტივი. ძალაუფლება ან ძალაუფლების სტატუსი
არათანაბრადაა გადანაწილებული. ჯგუფის იმ ნაწილს,
რომელსაც აქვს უფრო მეტი ძალაუფლება, შეუძლია მეტი
გააკეთოს, ვიდრე ძალაუფლების უქონელმა ნაწილმა.
(იგულისხმება არა მხოლოდ რიცხობრივი უპირატესობა,
არამედ არათანაბრობა ძალაუფლების განაწილებაში,
უპირატესობის ლოგიკაში).
 მიმართება გავლენასა და სტატუსს შორის რთულია,
თითოეული ინდივიდი, მიუხედავად სტატუსისა,
ემორჩილება გავლენას და ესწრაფვის იყოს კონფორმული,
რათა მოიპოვოს სხვების მხარდაჭერა.
 მიუხედავად პიროვნული სტატუსისა, სხვა ფაქტორები,
როგორიცაა მაგ. კომპეტენტურობა, უზრუნველყოფს
ინდივიდის ავტორიტეტს ჯგუფის შიგნით და აღიარებს მას,
როგორც გავლენის აგენტს.
 სოციალური სამყარო, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ,
არამყარია და განუსაზღვრელობა გარემოს ნებისმიერი
სტიმულის ფუნდამენტური თვისებაა. როცა ინდივიდები
ურთიერთქმედებენ, სადაც მრავალგვარია ალტერნატივები,
წარმოიქმნება და იცვლება ნორმები, როცა მთლიანობაში
დაკარგულია ობიექტური სტრუქტურა, ინდივიდები
ხდებიან თავიანთ თავში დაურწუნებელი.
 ქცევის ან აზრის, ან ორივე მათგანის შეცვლა იმის
გამო, რომ გვჯერა სხვა ადამიანებზე დაკვირვებისას
ხშირად ვიღებთ სასარგებლო ინფორმაციას.
 ქცევის ან აზრის, ან ორივე მათგანის შეცვლა იმის გამო, რომ
გვინდა ვიყოთ სხვების მიერ მოწონებული და მიღებული.
 ინდივიდს, რომელიც კარგადაა ადაპტირებული
გარემოსთან და პასუხობს მის სტიმულებს, შეუძლია
წინააღმდეგობა გაუწიოს სოციალურ ზეწოლას და აიცილოს
სხვებთან ურთიერთობაში დისკომფორტი.
 როცა ინდივიდი არაა ადაპტირებული და პასუხობს
არასწორად, იგი ემორჩილება სოციალურ ზეწოლას.
 “იდეოსინკრეტული კრედიტი” - წარმოადგენს იმ
დადებითი დისპოზიციების აკუმულაციას, რაც ინდივიდის
მიმართ აქვთ ჯგუფის დანარჩენ წევრებს. რაც მეტია ეს
კრედიტი, მით უფრო დიდია მისადმი რწმენა და უფრო
ხელსაყრელია მისი პოზიცია გადახრისათვის.
 უმცირესობა გავლენას ახდენს უმრავლესობაზე იმის
მეოხებით, რომ ჯგუფში ნაკლები ხარისხითაა
ინტარნალიზირებული გარკვეული ნორმები, უმრავლესობის
ცნობიერებაში ფართოდაა წარმოდგენილი ალტერნატიული
ქცევის შესაძლებლობა და ამის გამო, უმრავლესობა ამ
დარღვევებისადმი უფრო შემწყნარებელია.
 თუ უმცირესობა შეეცდება ზეგავლენა მოახდინოს
საზოგადოებაზე იმ მხრივ, რომ იერიში მიიტანოს ძალიან
მკაცრ ინტერნალიზებულ ნორმებსა და პასუხებზე, იგი ბევრად
ძლიერ წინააღმდეგობას ხვდება უმრავლესობის მხრიდანნ.
 ის, რომ შინაგანი კონფლიქტი ალტერნატიულ ქცევასა და
ჯგუფის ერთსულოვან ნორმას შორის ცოცხლადაა შენახული
ცნობიერებაში, ერთ-ერთი შესაძლებელი წყაროა
უმრავლესობაზე უმცირესობის გავლენისა.
 ფაქტორი, რომელიც უმცირესობის მხრიდან უმრავლესობაზე
გავლენის ხელისშემწყობად შეიძლება ჩაითვალოს, არის
ადამიანებში თანხმობის მიღწევის მოთხოვნილება.
 სოციალური ბრალის განცდა - გადამხრელებისა და
უმცირესობის დიდი ნაწილი წარმოადგენს დაქვემდებარებულ
მდგომარეობაში მყოფ ჯგუფებს, რომლებიც განიცდიან
სხვადასხვაგვარ დისკრიმინაციას: ეკონომიკურს, სოციალურს,
რასობრივს, ეროვნულს, პოლიტიკურს.
 შეუსაბამობა პრონციპებსა და რეალობას შორის არა მხოლოდ
ქმნის უმრავლესობის წევრებში შინაგან კონფლიქტებს, არამედ
წარმოშობს დანაშაულის გრძობასაც.
 გაბედულობა;
 ორიგინალობა;
 გულწრფელობა
 ჯგუფები ან ინდივიდები შეიძლება იყვნენ ნომიკურნი ან
ანომიკურნი იმის მიხედვით, ფლობენ თუ არა მნიშვნელობათა
საერთო კოდს, აღიარებულ ნორმებს, დომინანტურ პასუხებს
და იდენტიფიცირებულ შეთანხმებებს.
 ანომიკური - უთანხმოება და გადახრა წარმოადგენს
დარღვევას;
 ნომიკური - გამომდინარეობს ალტერნატიული ნორმებისადმი
გაცნობიერებული ოპოზიციიდან.
 ჰეტეროდოქსული (კონტრ ნორმატიული) - განსხვავებული -
ფერხდება კომუნიკაცია და შეუძლებელი ხდება შეთანხმების
მიღწევა;
 ორთოდოქსალური - (ნორმატული) გულისხმობს მეტ
უნიფორმიზმსა შეხედულებებსა და რწმენებში.
 “კონფლიქტი არის სოციალური აქტი, რომელზეც პასუხს
წარმოადგენს ცვლილება”. (გეორგ მიდი)
 “კოგნიტური გადნობა” - ინდივიდის რაიმეში დარწმუნების
მცდელობამდე, მისი დაეჭვება საკუთარ შეფასებაში (ლევინი)

You might also like