You are on page 1of 6

კონფორმულობა და საზოგადოება

 ადამიანი თავისი სოციალური ბუნების გამო ემორჩილება სოციუმის


გავლენას. თუმცა ეს ხშირად ინდივიდუალურობის დათმობის
ხარჯზე ხდება.
 კონფორმულობა ნიშნავს სოციალური მოლოდინების
შესატყვის ქცევას და შეხედულებებს, რასაც ინდივიდის ან
ჯგუფისგან მომდინარე ზეწოლა იწვევს.
 ამ ზეწოლის შედეგებს შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს რაც
შეიძლება სხვადასხვა უკიდურესობებშიც გამოიხატოს, როგორიცაა
მასობრივი თვითმკვლელობა ან წამხედურობა ჩაცმულობაში ან
კიდევ ამაღლებული- პროფესიული მოვალეობის პირნათლად
შესრულების დროს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება.
 აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ნორმებისადმი
კონფორმულობა ერთმნიშვნელოვნად დადებით ან უარყოფით
მოვლენად ვერ შეფასდება. ის სოციალური კონტექსტის მიხედვით
უნდა შეფასდეს.
 კონფორმულობა შეიძლება ორი კუთხით განვიხილოთ: 1)
საზოგადოების ნორმებისადმი მიდევნება; 2) ჯგუფური ან
ინდივიდუალური ზეწოლის კუთხით.

კონფორმულობა საზოგადოებრივ ნორმებთან


 სოციალური წესრიგის დამყარება და შენარჩუნება საზოგადოების
ფუნქციონირებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხოლო
სოციალური წესრიგის ერთერთი მთავარი კომპონენტია
საზოგადოებრივი ნორმები.
 ნორმები- საზოგადოების მოლოდინები თუ როგორი უნდა იყოს
ქცევა კონკრეტულ სოციალურ სიტუაციაში. ჩვენ ველით რომ
ადამიანი შეასრულებს დაწესებულ ნორმებს და თუ მას გადაუხვევს
უარყოფითად ვრეაგირებთ.
 ნორმები შეიძლება ატარებდეს დანაწესების სახეს- ქცევა
რომელიც უნდა შესრულდეს(გიყვარდეს მოყვასი შენი); ან
აკრძალვების სახეს- ქცევა, რომელიც არ უნდა შესრულდეს(არა
კაც ჰკლა).
 ნორმები- განსხვავდება მნიშვნელობის მიხედვით.
o წეს-ჩვეულებები ზუსტად მიგვითითებს, თუ როგორ უნნდა
შესრულდეს ქცევა, რომელიც ტრადიციითაა განმტკიცებული.
ისინი კანონით ან მორალური იმპერტივით არ არის
გამაგრებული. წარსულსი მნიშ. მიზანს ემსახურებოდა, ახლა
კი, ჩვეულებაში გადასული ქცევაა.
o ზნე-ჩვეულებები ისეთი ნორმებია, რომელიც საზოგადოების
კეთილდღეობისთვისაა მნიშვნელოვანი. ისინი შეიძლება
იყოს ან არ იყოს კანონით გამაგრებული. მათი მნიშვნელობა
იმაშია, რომ მისი მეშვეობით საზოგადოება ადგენს
პატიოსანი/სამართლიანი ქცევის წესებს. (მოექეცი სხვას ისე,
როგორც გინდა, რომ მოგექცნენ)
o კანონები- ნორმები, რომელსაც საზოგადოება
ფორმალურად ადგენს და რომლის შესრულებასაც
კატეგორიულად მოითხოვს.
 ნორმების დამრღვევების წინააღმდეგ ნეგატიური სანქციები-
ჯარიმები გამოიყენება: წეს-ჩვეულებბეის დამრღვევი შეირაცხება
ახირებულ, გაუზრდელ ადამიანად. ზნე-ჩვეულებების დარღვევა
უტიფრობა და ეგოიზმია, მას უფრო მკაცრი სანქციები შეესაბამება
როგორიცაა გარიყვა სოციუმიდან. კანონის დარღვევას კი კანონით
გათვალისწინებული სანქციები მოჰყვება.
 ნორმების გარეშე საზოგადოება ვერ იასრებებდა და
ვიცხოვრებდით ანარქიაში.
 საზოგადოების ნორმებს ვემორჩილებით, ნაწილობრივ იმიტომ,
რომ ჩვენი ნორმები ეფუძნება საერთო ღირებულებებს ანუ ეთიკურ
პრინციპებს. (ბავშვის სოცილაიზაცია მას ეფუძვნება)
 საზოგადოების ნორმებს ვემორჩილებით იმიტომაც, რომ გვსურს
ავირიდოთ ნეგატიურო სანქციები და პოზიტიური სანქციები
მივიღოთ.

ნორმათა შესახებ თანხმობის ხარისსხი


 ნორმების მიმღებლობის ხარისხი მუდმივად იცვლება, და ამდენად,
დროსთან ერთად ნორმებიც იცვლის სახეს.
 ნორმები, რომლებიც არეგულირებდა ქალისა და მამაკაცის ქცევას
და როლებს შეიცვალა. საზოგადოების შიგნითაც არსებობს
სხვაობები.
 ნორმების შეცვლის პროცესი წარმოშობს დაბნეულობას.
კონფორმულობა ჯგუფური ან ინდივიდუალური ნორმებისადმი
 ეტალონური ჯგუფები- რომელთანაც ადამიანი თავს აიგივებს.
გვანიჭებს საკუთარი რაობის განცდას. გვეხმარება პირადი
ღირებულებების, შეხედულებების, ნრომების განსაზღვრაში.
 რეფერენტული ჯგუფებია- ის ჯგუფები ვის შეხედულებებსაც
ადამიანი პატივს სცემს (პოლიტიკური პარტია). ან რომელთა
წევრობას ადამიანი ესწრაფვის. და ჯგუფები, რომლებთანაც
აკავშირებს ერთგულება ( ოჯახი, მეგობრების წრე). ეს გვაწვდის
შეფასების პოზიტიურ და ნეგატიურ სტანდარტებს.
 რეფერენტული ჯგუფის ფუნქციები- რეფერენტული ჯგუფის ორი
თვისება:
o 1. რეფერენტული ჯგუფი ასრულებს ნორმატიულ ფუნქციას
თუკი იგი უწესებს სტანდარტებს თავის ინდივიდუალურ
წევრებს და მათ შესრულებას ითხოვს.
o 2. რეფერენტული ჯგუფი ასრულებს შედარების ფუნქციას
თუკი ჯგუფის წევრები მას მე-სა და სხვების ქცევის, განწყობის
და პიროვნულ ნიშანთა შეფასების სტანდარტად იყენებენ.
 ადამიანები ედრებიან თავის მსგავს ადამიანებს.
 ადამიანი იძულებულია მოიხმოს სხვა ადამიანთა შეხედულებები ,
რაკი ფიზიკური საშუალებით – უშუალო გაზომვით – შეხედულებების
შემოწმება შეუძლებელია.
 თუ არ ვიცით სხვები რას ფიქრობენ, მაშინ არარსებულ აზრებს
ვქმნით, რასაც „მცდარი ერთსულოვნების“ ფენომენი ეწოდება. ამ
დროს ადამიანს სჯერა, რომ გაცილებით მეტი მისნაირი ადამიანები
მისნაირად ფიქრობენ ვიდრე ეს სინამდვილეშია. ასევე
განსხვავებულ ადამიანთან შეხედულების შედარებას გაურბის .
სხვათა დაუთანხმებლობა მასში დისკომფორტს იწვევს.

კონფორმულობის გამომწვევი სოციალური გავლენის სახეები


 თუ ადამიანის შეხედულებები ნამდვილად შეიცვალა ამას
კონვერგენცია ეწოდება. კონვერგენციის სახეებია: იდენტიფიკაცია
და ინტერნალიზაცია.
 თუ ადამიანის შეხედულების ცვლილება არ ეფუძვნება მის ნამდვილ
შეხედულებებს ამას დაყოლა ანუ დამთმობლობა ეწოდება.
 განასხვავებენ სოციალური გავლენის სამ სახეს:
o 1. დაყოლა ანუ დამთმობლობა
o 2. იდენტიფიკაცია-
o 3. ინტერნალიზაცია-
 დამთმობლობა- ამ დროს ადამიანი საკუთარ ქცევას სხვისი
მოთხოვნით ცვლის. მას განაპირობებს ჯილდოს მიღების ან
სასჯელის არიდების მოლოდინი. ამ დროს თუ ადამიანი საჯაროდ
ცვლის ქცევას სხვის დასანახად არ ნიშნავს, რომ პირად
განწყობასაც ცვლის. (უფროს- მომუშავის ურთიერთობა).
 იდენტიფიკაცია- ადამიანის ნამდვილი შეხედულების შეცვლა,
იმიტომ რომ მას უნდა სხვა ჯგუფებს შეუერთდეს. ამ შემთვევვაში
კონფორმულობის აქტი ადამიანს კმაყოფილებას ანიჭებს, რადგან
მას სასურველი ურთიერთობა მოაქვს. (მაგ: თამბაქოს მოხმარება)
ფროიდის აზრით იმის მიმართ ვისთანაც ვახდენთ იდენტიფიკაციას
ყოველთვის განვიცდით ამბივალენტობას.
 ინტერნალიზაცია(გათავისება)- ადამიანის ნამდვილი
შეხედულების შეცვლა, რაც ეფუძვნება იმას, რომ ინდივიდს სურს
ჯგუფის ღირებულებების მიღება-გაზიარება. მაგალითი: თუ მხარს
ვუჭერთ ი პარტიას, რომელიც გვჯერა, რომ დანერგავს იმ
ღირებულებებს რაც გაგვაჩნია, ამას ინტერნალიზაციის გამო
ვაკეთებთ.

კონფორმულობის მიმართულებით გაწეული ზეწოლა


 ჯგუფის მახასიათებლები, რომლებიც ხელს უწყობენ
კონფორმულობას:
o 1) შიდაჯგუფური თანხმობის დონე- ერთსულოვანი ჯგუფის
მიმართ კონფორმულობა უფრო დიდია ვიდრე როდესაც
ჯგუფის წევრები განსხვავებულ ქცევას დ აგანწყობას ავლენენ.
ერთსულოვანი აზრი ადამიანებს ჭეშმარიტებად მიაჩნიათ და
ჯგუფს 1 წევრზე ზეწოლა შეუძლია.
o 2) მაღალი სოციალური სტატუსის მქონე ჯგუფი- ადამიანი
უფრო მარტივად თმობს თავის დამოუკიდებლობას, თუ უფრო
მაღალი და არა დაბალი სტატუსის მქონე ჯგუფს უერთდება.
o 3) კომპეტენტური ჯგუფი- რაც უფრო მეტი ექსპერტია
ჯგუფში უფრო მარტივად მოახდენენ გავლენას კონკრეტულ
წევრებზე. ამ შემთხვევაში, კონფორმულობა ემსახურება
ინდივიდს მოთხოვნილებას იქონიოს სწორი შეხედულება.
o 4) კოჰესიური ანუ შეჭიდული ჯგუფი- მჭიდრო
ჯგუფებისთვის დამახასიათებელი ახლობლობის,
მეგობრობისა და ძმობის განცდა ჯგუფიდან დევიაციას
( ნორმებიდან გადახვევას) თითქმის შეუძლებელს ხდის.
o ძალზე შეჭიდულ ჯგუფებში გამოვლენილ აზროვნების
სტილს “ჯგუფაზროვნებას” ანუ ჯგუფად აზროვნებას
უწოდებენ.

 კონფორმული ქცევის ინდივიდუალური სხვაობები. დაბალი


თვითშეფასების მქონე მაღალთან შედარებით უფრო
კონფორმული უნდა იყოს. ის ვისაც სოციალური მხარდაჭერის
ძლიერი მოთხოვნილება აქვთ უფრო კონფორმულია ვიდრე ის
ვისაც ეს მოტხოვნილება საერთოდ არ გააჩნია. ადამიანები,
რომლებიც ფიქრობენ რომ მის ცხოვრებას გარეგანი ძალები
წარმართავენ (კონტროლის გარეგანი ლოკუსი) უფრო
კონფორმულები არიან ვიდრე ადამიანები, რომლებიც თვლიან,
რომ საკუტარ ცხოვრებას თვითონვე წარმართავენ.
 თუმცა ეს ინტუიცია ყოველთვის არ მარლთდება, რადგან
პიროვნული თავისებურებებიდან გამომდინარე ქცევის
პროგნოზირება ძნელია. ზეწოლა უფრო დამოკიდებულია
სიტუაციაზე.

დეინდივიდუალიზაცია
 დეინდივიდუალიზაციის თეორია, ასევე, პირად პასუხისმგებლობაზე
უარის თქმის ფენომენის ახსნას გვთავაზობს.
 ეს მეტნაკლებად ანონიმურობის მდგომარეობაა, როდესაც ჯგუფის
წევრს აქვს განცდა, რომ იგი ამოუცნობია.
 რაც უფრო დიდია ჯგუფი უფრო დეინდივიდუალიზირებული ხდება
ადამიანი.
 ის ასრულებს სიეთ აქტს რასაც არ იზამდა მისი ვინაობა ნათელი
რომ ყოფილიყო. როგორც ჯგუფის წევრი ადამიანი პასუხს არ აგებს
თავის ქცევაზე.

Contents
კონფორმულობა და საზოგადოება..........................................................................................................1
კონფორმულობა საზოგადოებრივ ნორმებთან....................................................................................1
ნორმათა შესახებ თანხმობის ხარისსხი..................................................................................................2
კონფორმულობა ჯგუფური ან ინდივიდუალური ნორმებისადმი......................................................2
კონფორმულობის გამომწვევი სოციალური გავლენის სახეები.......................................................3
კონფორმულობის მიმართულებით გაწეული ზეწოლა........................................................................4
დეინდივიდუალიზაცია................................................................................................................................5

You might also like