You are on page 1of 2

რა არის ჯგუფი

ჯგუფი წარმოადგენს ორი ან მეტი ინდივიდის ერთიანობას, რომლებიც იმყოფებიან


სოციალურ ურთიერთქმედებაში, არიან ურთიერთდამოკიდებულნი, აქვთ საერთო
მიზნები და ამავდლოულად აღიქვამენ რომ არიან ჯგუფის წევრები. ადამიანები ჯგუფში
ერთიანდებიან გარკვეული მიზეზების გამო როგორიცაა მაგალითად ის, რომ ჯგუფი
გვეხმარება დავიკმაყოფილოთ სოციალური და ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები,
როგორიცაა მივიღოთ და გავცეთ ყურადღება ან გვქონდეს მიკუთვნებულობის გრძნობა.
ჯგუფი გვეხმარება მივაღწიოთ მიზნებს, რომლებსაც დამოუკიდებლად ვერ მივაღწევდით,
ჯგუფის წევრები გვაწვდიან ინფორმაციას და გვამარაგებენ ცოდნით და ასევე ჯგუფის
წევრობა ხელს უწყოფს პოზიტიური სოციალური იდენტურობის ჩამოყალიბებას.
ჯგუფებში ინდივიდები განსხვავებულ საქმეს აკეთებენ და თითოეული წევრისგან
მოელიან ჯგუფისათვის მოცემული სპეციფიკურ საქმის შესრულებას. ჯგუფში ლიდერს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ლიდერი საწყის აძლევს აქტივობებს, ადგენს
რიგს, იღებს გადაწყვეტილებას და ახდენს ჯგუფის წევრებს შორის უთანხმოების
რეგულირებას. არსებობს მცირე და დიდი ჯგუფები.

დეინდივიდუალიზაცია
დეინდივიდუალიზაცია არის პროცესი როდესაც ადამიანი საკუთარი თავს კარგავს, ანუ
ხდება მისი ცნობიერისა და შეფასების უნარის დაკარგვა. დეინდივიდუალიზაციას
ხშირად ვაწყდებით ჯგუფურ სიტუაციაში, რომლებიც უზრუნველყოფენ ანონიმურობას
და არ ახდენენ ყურადღების ფოკუსირებას ცალკე ინდივიდზე. ის პირისგან მოითხოვს
სწრაფ რეაქციებს ჯგუფურ ნორმებზე და აღიარებული წესებზე და ამ მომენტში ხდება ისე
რომ ადამიანი უკუაგდებს თავის შეხედულებას კარგავს საკუთარ „მე“-ს და მიყვება ჯგუფს
ან ბრბოს ნორმებს. მაგალითად, ჩვენთვის ნაცნობი ზიმბარდოს ციხის ექსპერიმენტი,
რომელიც არის დეინდივიდუალიზაციის ნიმუში. ზიმბარდო მიიჩნევს, რომ ციხეში
არსებული მძიმე სიტუაცია არ არის პათოლოგიური ბიროვნებათა ბრალი, არამედ
დეინდივიდუალიზაციის შედეგია, ამრიგად როგორც ციხის ბინადარნი ისე ციხის
ზედამხედველები კარგავენ საკუთარ იდენტობას. მაშასადამე, ზოგიერთი ადამიანი თავს
იკავებს აგრესიის გამოვლენისგან, რადგან მას არ სურს, რომ მისი ქცევების გამო
საზოგადოაბამ გააკრიტიკოს ან გაკიცხოს, ამიტომ ადამიანი დიდ ჯგუფებში, მაგალითად
ბრბოში, უფრო ნაკლებად გრძნობს პიროვნულ პასუხისმგებლობას და ამიტომ ასეთ
შემთხვევაში შეიძლება აგრესიაც გამოავლინოს. ზიმბარდომ ასევე გამოთქვა ვარაუდი,
რომ მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ფაქტორები იწვევენ
დეინდივიდუალიზაციას. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება ანონიმურობა, ჯგუფის
მოცულობა, სიტუაციის სიახლე და გაურკვევლობა და დეინდივიდუალიზაციის მიზეზი
შესაძლოა იყოს ასევე სოციალური გარემოც. დეინდივიდუალიზაციის საპირისპირო
ფენომენია თვითცნობიერება, როდესაც ადამიანი ახდენს საკუთარი აზრების და
შეხედულებების თვითკონტროლს. ადამიანები, რომლებსაც ახასიათებს გაზრდილი
თვითცნობიერება დემონსტრირებენ დიდ შესაბამისობას მას შორის, რასაც ამბობენ და
რასაც აკეთებენ. დეინდივიდუალიზაცია თანამედროვე პირობებში ვლინდება. გარემოება,
როგორიცაა მაგალითად ალკოჰოლური დათრობა, რომლიც აქვეითებს თვითცნობიერებას,
შესაბამისად, ზრდის დეინდივიდუალიზაციას და, პირიქით, დეინდივიდუალიზაცია
მცირდება იმ გარემოებებში, რომლებიც ამაღლებენ თვითცნობიერებას: სარკის და
სატელევიზიო კამერის წინ ყოფნა, პატარა სოფლებში, (გამომდინარე იქიდან, რომ ხალხის
ყურადღება კონცენტრირებულია კერძო ადამიანზე) კაშკაშა სინათლეზე....

You might also like