You are on page 1of 2

ფსიქოანალიტიკური მიდგომა, მსგავსება და განსხვავება ზ. ფროიდისა და ე.

ერიკსონის თეორიებს შორის

აღნიშნული ავტორები განიხილავენ ინდივიდის განვითარების სტადიებს, რომლებიც


მისი პიროვნების ჩამოყალიბებაზე ზემოქმედებენ. გამოიკვეთა ფსიქოანალიტიკური
პერსპექტივის ორი მიდგობა ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია და ერიკსონის
ფსიქოსოციალური თეორია. უნდა აღინიშნოს ფროიდის პიროვნების სამი სტრუქტურა:
იდი, ეგო და სუპერეგო, რომლებიც განსაზღვრავენ ინდივიდის პიროვნულ
თავისებურებებს და მის განვითარებას. ერიკ ერიკსონი იყო ნეოფროიდიანელი, მან აღიარა
ფროიდის ფსიქოსექსუალური თეორია და განავითარა იგი. ამრიგად, მათ თეორიებს
შორის არის როგორც მსგავსება ასევე განსხვავება.

მსგავსება მათ თეორიებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ფროიდი ასევე
ერიკსონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის ცნობიერს პიროვნების განვითარებაში,
ერიკსონი აღიარებს ფროიდის ზემოთხსენებულ პიროვნების სამ სტრუქტურას.
ასაღნიშნავია ისიც, რომ პიროვნების ადრეული გამოცდილება დიდ როლს ასრულებს მისი
პიროვნებად ჩამოყალიბებაში, რასაც ორივე ავტორი აღაიარებს. ფროიდი და ერიკსონი
გვთავაზობს საწყის ეტაპზე ინდივიდის განვითარების ერთნაირ ასაკობრივ დაყოფას და
სტადიებს, რომლებსაც ახლავთ გარკვეული გამოწვევები, რაც ადამიანმა წარმატებით
უნდა გაიაროს, წარუმატებლობის შემთხვევაში ფროიდის აზრით ადგილი აქვს
ფსიქოპათოლოგიას, ხოლო ერიკსონის აზრით ნეგატიური კომპონენტი იკიდებს ფეხს,
მაგალითად უნდობლობა, დანაშაულის განცდა, არასრულფასოვნების შეგრძნება.

მთავარი განმასხვავებელი ფაქტორი მათ თეორიებს შორის არის, ის რომ პიროვნების


განვითარება განხილული აქვთ სხვადასხვა ჭრილში. ფროიდი განიხილავს ადამიანის
ფსიქოსექსუალურ განვითარებას, კერძოდ თუ როგორ იცვლება სქესობრივი იმპულსების
ცენტრი, რა ზეგავლენას ახდენს მიღებული გამოცდილება პიროვნების ჩამოყალიბებაში,
ასევე განხილულ სტადიებში, როგორც ვხედავთ ამომავალ წერტილს იდი ასრულებს,
რომელიც არის სექსუალური ლტოლვების საცავი და ყოველი მომდევნო სტადია
სექსუალური ენერგიის გამოხატვასთან არის კავშირში. ხოლო ერიკსონი განიხილავს
განვითარებას ფსიქოსოციალურ ჭრილში, ანუ პიროვნების განვითარებაში სოციუმის
გავლენას ანიჭებს უპირატესობას. იგი დაფუძვნებულია „მე“ს იდენტობის ძიებასთან,
1
ინდივიდის ურთიერთობას სოციუმში და კულტურის ზეგავლენას ადამიანის
ცხოვრებაზე. ერიკსონისთვის, მნიშვნელოვანია იდენტობის განცდის ჩამოყალიბება
ადამიანში, ამიტომ თუ ფროიდი იდს განიხილავს, როგორც განვითარების მნიშვნელოვან
ფაქტორად, ერიკსონი საპირისპიროდ ეგოს მიიჩნევს. გამომდინარე იქიდან, რომ ეგო
ეხმარება ადამიანს იდენტობის ძიებაში. მაშასადამე, ადამიანი დაკავშირებულია
გარკვეულ სოციალურ გარემოსთან და სწორედ ეგოს საშუალებით ახდენს ადაპტირებასა
და განვითრებას. ასევე მათ თეორიებს განასხვავებს მშობლების გავლენის როლი. კერძოდ,
ერიკსონს მიაჩნია, რომ მშობელს ბავშვთან ინდივიდუალური ურთიერთობები უნდა
ქონდეს, რადგან დაეხმაროს გარემოსთან ადაპტირებაში, ხოლო ფროიდის აზრით
მშობელი ერთმნიშვნელოვნად აყალიბებს თავის შვილს პიროვნებად, მაგალითად
„ორალურად პასიური ტიპი“, „ორალურად აგრესიული ტიპი“,“ანალურად შეკავებული
ტიპი“ და ა.შ. თეორიებს განასხვავებს, განვითარების სტადიების რაოდენობაც. ფროიდმა
გამოყო 5 სტადია და მისი ბოლო სტადია მოზარდებში სექსუალური აქტივობის ზრდით
სრულდება, ხოლო ერიკსონმა განიხილა 8 სტადია, რომელიც მოიცავს დაბადებიდან
სიბერემდე პერიოდს. ასევე, მათი შეხედულებები განსხვავდება თავად
ფსიქოსექსუალური კონფლიქტის ბუნებასა და გადაწყვეტილებაზე. ფროიდი მიიჩნევდა,
რომ პიროვნებაზე გავლენას ახდენს არაცნობიერი და ბავშვობაში მიღებული ტრავმა
მოზარდობაში ფსიქოპათოლოგიებით აიხსნება, ხოლო ერიკსონის ფსიქოსოციალურ
სტადიებს თან ახლავს კრიზისები, რომლებიც ცხოვრებისეული წინაღობებია, რომელსაც
აქვს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური მხარე, პოზიტიურის შემთხვევაში ადამიანი
კრიზისს სძლევს და ეგო ითვისებს პოზიტიურ კომპონეტს, რაც ეხმარება ადამიანს
პიროვნულ ზრდაში, ხოლო ნეგატიურის შემთხვევაში პირიქით ავითარებს ნეგატიურ
კომპონენტებს მასში.

ამრიგად, ფროიდისა და ერიკსონის თეორიებს შორის არის მსგავსება, გამომდინარე


იქიდან რომ ერიკსონის თეორია ეფუძვნება ფროიდის თეორიას და წარმოადგენს მის
განვრცობილ ვარიანტს, მიუხედავად ამისა ეს ორი თეორია მნიშვნელოვნად განსხვავდება
ერთმანეთისგან. ფროიდმა უპირეტესობა მიანიჭა ბიოლოგიურ ლტოლვებსა (ეროსი) და
ფიზიკურ მოთხოვნილებებს(თვითშენახვის ინსტიქტი) პიროვნების განვითარებაში,
ხოლო ერიკსონმა სოციო-კულტურულ ზეგავლენას პიროვნების ჩამოყალიბებაში.

You might also like