You are on page 1of 18

ფროიდის დრაივების კლასიკური თეორია

თავდაპირველად პიროვნების განვითარების ფროიდისეული თეორია იყო


ბიოლოგიურად დასაბუთებული თეორია და ხაზს უსვამდა ინსტინქტური
პროცესების პირველადობას, განიხილავდა რა რომ ადამიანი გადის თანმიმდევრულ
ფაზებს როცა მიმართავს ყურადრებას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე: ორალური
ფაზიდან ანალურ და ფალურ ფაზებზე და შემდეგ- გენიტალურ ფაზაზე.
ამტკიცებდა, რომ ადრეულ ჩვილობაში და ადრეულ ბავშვობაში ბავშვებისთვის
დამახასიათებელია ყურადღების მიპყრობა საკითხებზე, რომელიც უშუალოდ არის
დაკავშირებული გადარჩენასთან: თავიდან ეს მხოლოდ გრძნობითი გამოცდილებაა,
რომელიც დაკავშირებულია დედის ბავშვის სხეულთან ურთიერთობასთან, შემდეგ
ბავშვის ფანტაზიებთან ცხოვრების და სიკვდილის შესახებ და მშობლების
სექსუალური კავშირის შესახებ ფანტაზიებთან.
ბავშვები, და მაშასადამე საკუთარი ,,მე“-ს ინფანტილური ასპექტები რომელიც
ზრდასრულში რჩება, განიხილებოდა როგორც ინსტინქტური დაკმაყოფილების
მაძიებელი, გარკვეული ინდივიდუალური სხვაობებით დრაივების სიძლიერის
თვალსაზრისით. სწორი აღზრდა განიხილება როგორც აღზრდა, რომელიც
მოქნილად იცვლება საზღვრებში, ერთის მხრივ, დაკმაყოფილება, რომელიც
საკმარისია იმისათვის, რომ შექმნას უსაფრთხო და დაკმაყოფილების ატმოსფერო,
მეორეს მხრივ, გარკვეულ ფარგლებში, განვითარების დონისთვის მისაღები
ფრუსტრაციით, რომ ბავშვმა თანდათან (დოზირებულად) ისწავლოს, რომ
ჩაანაცვლოს სიამოვნების პრინციპი (,,მე მინდა ყველა ჩემი სურვილის
დაკმაყოფილება, მათ შორის ურთიერთსაპირისპიროს, ახლავე!“) რელობის
პრინციპით (,,ზოგიერთი სურვილის დაკმაყოფილება პრობლემურია, ხოლო მათ
შორის საუკეთესოს შესრულება ღირს იმად, რომ დაიცადო“). ფროიდი ძალიან ცოტას
საუბრობდა თავისი პაციენტების მშობლების წვლილზე მათ ფსიქოპათოლოგიაში.
როდესაც ის ამ თემას მიმართავდა, მაშინ ის მშობლების შეცდომად მიიჩნევდა ან
ზედმეტად სურვილის დაკმაყოფილებას, რომლის დროსაც არაფერი არ უბიძგებდა
ბავშვს განვითარებისკენ, ან მეტისმეტ შებოჭვაში, ისე რომ ბავშვის მიერ სასტიკი
რეალობის აღქმა მეტისმეტი იყო. ამგვარად, ბავშვის აღზრდა წარმოადგენდა
ბალანსირების ხელოვნებას დათმობას და აკრძალვებს შორის- მოდელი, რომელსაც
მშობელთა უმეტესობა გულის სიღრმეში ეთანხმება.
დრაივების თეორია ამბობდა: თუ ბავშვი მეტისმეტად ფრუსტრირებულია ან
მეტისმეტად დაკმაყოფილებული თავისი ფსიქოსექსუალური განვითარების
ადრეულ სტადიაზე (შედეგი ბავშვის კონსტიტუციური თავისებურებების და
მშობლების მოქმედებების), ის იქნება ,,ფიქსირებული“ ამ ფაზის პრობლემებზე.
პიროვნების ხასიათი გაგებულია როგორც ასეთი ფიქსაციების დროში განგრძობითი
მოქმედების გამოვლენა: თუ ზრდასრულ ადამიანს აქვს დეპრესიული ხასიათი, მაშინ
მათ ან ზედმეტად აიგნორებდნენ ან ანებივრებდნენ დაახლოებით წლინახევრის
ასაკში (განვითარების ორალური ფაზა); ობსესიური სიმპტომების გაჩენისას
ითვლებოდა, რომ პრობლემები გაჩნდა 1.5 და 3 წელს შორის ასაკში (ანალური ფაზა);
ისტერიის შემთხვევაში - ბავშვი უარყოფილი იყო ან ცდუნებული, ან ერთიც და
მეორეც 3 დან 6 წლამდე, როდესაც ბავშვის ინტერესი მიპყრობილია გენიტალიებზე
და სექსუალობაზე (ფალოსური ფაზა, ფროიდის განმარტებით, რომლის ბოლო
ნაწილმაც მიიღო ,,ოიდიპოსის“ ფაზის სახელი, რადგან სექსუალური კონკურენცია
და მასთან დაკავშირებული ფანტაზიები პარალელს ჰყოვებს ოიდიპოსის
ძველბერძნულ ისტორიაში). ფსიქოანალიზის განვითარების ადრეულ ეტაპზე
შეიძლება მოგვესმინა: რომ ვიღაცას აქვს ორალური, ანალური, ფალოსური ხასიათი
იმის მიხედვით რა არის ცენტრალური ადამიანისთვის. მოგვიანებით, როდესაც
თეორია უფრო განვითარდა, ანალიტიკოსებმა დაიწყეს გამოყოფა ორალურ-
დამოკიდებული და ორალურ აგრესიული (წოვა და კბენა) ტიპების, ანალურ
შეკავებული და განდევითი, გვიან ორალური და ადრეულ ორალური, ანალური და
ფალოსური და ა.შ.
იმისათვის, რომ ჩემს მიერ მეტისმეტად გამარტივებული ფროიდის თეორია არ
მოგეჩვენოთ სრულ ფანტასტიკად, უნდა აღინიშნოს, რომ ეს თეორია არ არის
ფროიდის წარმოსახვის ნაყოფი: არსებობდა მონაცემები, რომელიც ასტიმულირებდა
და განამტკიცებდა მის შექმნას. მონაცემები, რომელიც არა მხოლოდ ფროიდის მიერ
იყო შეკრებილი, არამედ მისი კოლეგების მიერაც. ვილჰელმ რაიხის (Wilhelm Reich,
1933) ,,ხასიათის ანალიზში“ დრაივების თეორიამ მიაღწია თავის ზენიტს.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრ თანამედროვე მკითხველს ავტორის ენა შეიძლება
არქაული მოეჩვენოს, წიგნი სავსეა შთამბეჭდავი ხედვებით ხასიათის ტიპების
შესახებ და მისმა დაკვირვებამ ჯერ კიდევ შეიძლება შთაბეჭდილება მოახდინოს
კეთილგანწყობილ მკითხველზე. მაგრამ ბოლოს და ბოლოს მცდელობა გაიგო
ხასიათი მხოლოდ ინსტინქტუალური ფიქსაციით წარუმატებელი აღმოჩნდა.
ფროიდის კოლეგა კარლ აბრაჰამი იკვლევდა კორელაციას ფსიქოლოგიური
ფენომენების გარკვეულ ეტაპებს და ქვე-ეტაპებს შორის, მაგრამ მან საბოლოოდ ვერ
მიიღო დამაკმაყოფილებელი შედეგი. მიუხედავად იმისა, რომ დრაივების თეორია არ
არის უარყოფილი ფსიქოანალიტიკოსების უმეტესობის მიერ, ის შეივსო სხვა
თეორიებით, რომელთაც ახსნის მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ.
ამ გარემოების ერთ-ერთი გამოვლინებაა ის, რომ ფსიქოდინამიური
ორიენტაციის თერაპევტები აგრძელებენ ფიქრს განვითარების სტადიების
ტერმინებში და ფსიქოპათოლოგიას უყურებენ როგორც განვითარების შეფერხებას ან
კონფლიქტს გარკვეულ სტადიაზე. ანალიტიკოსების არც ისე დიდი ნაწილი
ცდილობს ყველა მოვლენა დრაივების კლასიკურ თეორიას დაუკავშიროს, მათი
უმეტესობა გულისხმობს განვითარების ძირითადი ეტაპების თეორიას. დანიელ
შტერნის (Daniel Stern, 1985) მსგავს მცდელობებს, ხელახლა გადაიაზროს
განვითარების ფაზების კონცეფცია, მართალია დიდი პატივისცემით და ინტერესით
შეხვდნენ, თუმცა უმეტესობა თერაპევტები თავიანთი პაციენტების პრობლემებს
განიხილავდნენ განვითარების რომელიმე ფაზის კონტექსტში.
1950-1960 წლებში ერიკ ერიკსონმა ფსიქოსექსუალური განვითარების სტადიის
ხელახალი ფორმულირება მოახდინა ყოველი პერიოდის ინტერსუბიექტური და
ინტრაფსიქიკური ამოცანების ჭრილში და ამით საყოველთაო ყურადღება
დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ერიქსონის ნაშრომები (1950) ითვლება ეგო-
ფსიქოლოგიის წინამორბედად, მისი თეორია განვითარების ეტაპების შესახებ
დიდწილად ეხმიანება ფროიდის განვითარების თეორიას დრაივების ცნებების
თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დამატება ერიქსონის მიერ
ფროიდის თეორიის (თავად ერიქსონი საკუთარ კონცეფციას როგორც დამატებას ისე
უყურებდა და არა ჩანაცვლებას ფროიდის თეორიის) გახდა სახელების ცვლილება
ადრეული ეტაპების ფროიდის ბიოლოგიზმის მოდიფიკაციის მიზნით.
ორალური ფაზა გახდა მდგომარეობა სრული დამოკიდებულების, რომლის
დროსაც ფორმირდება ბაზისური ნდობა (ან მისი არქონა) როგორც სპეციფიკური
შედეგი ორალური მოთხოვნილების (დრაივის) დაკმაყოფილების ან
დაუკმაყოფილებლობის. ანალური ფაზა განიხილება როგორც ფაზა ავტონომიის
მიღწევის (ან არასწორი აღზრდის შემთხვევაში, სომორცხვის და მერყეობის).
ამ ფაზაზე ბრძოლის პროტოტიპია, როგორც ფროიდი აღნიშნავს, ტუალეტის
ფუნქციის ფლობა, მაგრამ ის შეიძლება მოიცავდეს საკითხების ფართო დიაპაზონს,
როგორ სწავლობს ბავშვი თვითკონტროლს და ადაპტირებას ოჯახის
მოლოდინებთან. ოიდიპოსის ფაზა განიხილება როგორც ბაზისური ეფექტურობის
(ინიციატივა-დამნაშავეობა) განცდის განვითარების პერიოდი და სიყვარულის
ობიექტებთან იდენტიფიკაციით მიღებული კმაყოფილების პერიოდი. ერიქსონმა
განავრცო განვითარების ფაზები და მათი ამოცანები მთელი ცხოვრების პერიოდზე.
მან ასევე გაყო ადრეული ფაზები ქვეფაზებად (ორალურ-ინკორპორაციული,
ორალურ- ექსპულსიური; ანალურ- ინკორპორაციული, ანალურ- ექსპულსიური).
1950 წელს ჰარი სალივანმა (Harry Stack Sullivan, 1953) შემოგვთავაზა განვითარების
ფაზების განსხავებული თეორია, რომელიც აქცენტს კომუნიკაციურ მიღწევებზე
აკეთებდა, მაგალითად, მეტყველებაზე და თამაშზე, და არა დრაივების
დაკმაყოფილებაზე. ერიქსონის მსგავსად ის ფიქრობდა, რომ პიროვნება აგრძელებს
განვითარებას და იცვლება 6 წლის ასკის შემდგომაც (რაც ფროიდმა დაადგინა
როგორც ზრდასრული პიროვნების ფუნდამენტის ჩამოყალიბების ასაკი).
მარგარეტ მალერის (Mahler, 1968, 1972а, 1972b; Mahler, Pine & Bergman, 1975)
შრომები სეპარაცია-ინდივიდუაციის პროცესის (ამოცანა, რომელიც გადაწყვეტას
პოვებს დაახლოებით 3 წლისთვის) ფაზების და ქვეფაზების შესახებ კიდევ ერთი წინ
გადადგმული ნაბიჯი გახდა პიროვნების სტრუქტურის გააზრებაში. მის თეორიას
ჩვეულებრივ მიაკუთვნებენ ობიექტთა ურთიერთობის თეორიებს, მაგრამ ფიქსაციას
საფუძვლად ფროიდის განვითარების მოდელი უდევს. ერიქსონის მსგავსად, ის ყოფს
ფროიდის პირველ ფაზებს ორალურ და ანალურს და ბავშვის განვითარებას
განიხილავს როგორც მოძრაობას სხვების შედარებით გაუცნობიერებლობიდან
(პირველადი აუტიზმის ფაზა, რომელიც დაახლოებით 6 კვირა გრძელდება)
სიმბიოზურად დაკავშირებულ (რომელიც დაახლოებით შემდგომი 2 წელი
გრძელდება. ამასთან ეს პერიოდი ასევე იყოფა
ქვეფაზებად ,,გამოჩეკვა“, ,,პრაქტიკა“, ,,შეერთება“, ,,რეპროშმანი“ და ,,ობიექტის
მუდმივობის გზად“) და შედარებით ფსიქოლოგიური გამოცალკევების (სეპარაციის)
და ინდივიდუაციის ფაზებად.
ამ ნაშრომებს თერაპევტები დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. განვითარების
სტადიების პოსტფროიდული განვითერების შედეგად შესაძლებელი გახდა
ახლებურად შეეხედათ იმისთვის სად ,,გაიჭედნენ“ მათი პაციენტები. ახლა მათ
შეეძლოთ შეეთავაზებინათ მათი თვითკრიტიკული კლიენტებისთვის ჰიპოთეზები
და ინტერპრეტაციები, რომელიც უფრო შორს მიდის ვიდრე ის, რომ მათ ზედმეტად
ადრე ან გვიან წაართვეს დედის ძუძუ, ძალიან უხეშად ან დაუდევრად ასწავლეს
ტუალეტის ჩვევები, აცდუნეს ან უარყვეს ოიდიპოსის ფაზისას. ახლა შესაძლებელი
გახდა უთხრა პაციენტს, რომ მათი პრობლემები ასახავს ოჯახში მიდინარე
პროცესებს, რომელმაც გაურთულა მათ უსაფრთხოების განცდის, ავტონომიის მიღება
ან თავისი იდენტიფიკაციით კმაყოფილება (ერიქსონი), ან მათ ერგოთ ბავშვობა,
სადაც არ იყო მოზარდობის წინა უმნიშვნელოვანესი ,,ძვირფასი მეგობარი“
(სალივანი) ან რომ 2 წლის ასაკში მისი დედის ჰოსპიტალიზაციამ ზიანი მიაყენა
განცალკევების პროცესს, რომელიც დამახასიათებელია ამ ასაკისთვის და
აუცილებელია ოპტიმალური სეპარაციისთვის (მალერი). თერაპევტებისთვის ასეთი
ალტერნატიული მოდელები იყო არა მხოლოდ ინტელექტუალურად საინტერესო:
ისინი ადამიანებს შესაძლებლობას აძლევდნენ გაეგოთ საკუთარი თავისთვის და
განეცადათ თანაგრძნობა საკუთარი თავის მიმართ - იმ ახსნისგან განსხვავებით,
რომელსაც თავად ადამიანები ქმნიან საკუთარი გაუგებარი თვისებების ასახსნელად
( კერძოდ: ,,მე ცუდი ვარ“, ,,მე უშნო ვარ“, ,,მე ზარმაცი და მოუწესრიგებელი ვარ“, ,,მე
თავიდანვე საზიზღარი ვარ“, ,,მე საშიში ვარ“ და ა.შ.)
ბევრი თანამედროვე ავტორი აღნიშნავდა, რომ ჩვენი მიდრეკილება
განვიხილოთ პრობლემები განვითარების თეორიის ტერმინებით მხოლოდ
ნაწილობრივ მტკიცდება ემპირიულად და დასტურდება კლინიკურად (კენბერგი).
მიუხედავად ამისა, თერაპევტების მისწრაფება ფსიქოლოგიური მოვლენა განიხილონ
როგორც განვითარების გარკვეულ ეტაპზე პრობლემების არსებობის შედეგი
ნარჩუნდება. შესაძლოა ეს ასახავს იმ ფაქტს, რომ განვითარების საერთო მოდელი
საკუთარ თავში მოიცავს ელეგანტურ სიმარტივესთან ერთად ჰუმანურობასაც. ,,მე აქ
ვიმყოფები მხოლოდ ბედიწერის გამო“ ახასიათებს რწმენას, რომ არსებობს ერთი
არქეტიპული, პროგრესირებადი უნივერსალური განვითარების სქემა და
არასასურველი გარემოებებისას ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდებოდა ჩიხში
ნებისმიერ ფაზაზე. შესაძლებელია ეს არ არის საკმარისი ხასიათის ტიპების ან
ფსიქოპათოლოგიის ასახსნელად, მაგრამ პრაქტიკოსთა უმეტესობა მას განიხილავს
როგორც საერთო სურათის აუცილებელ ნაწილს.
მე-3 მე-4 თავებში მკითხველს შეუძლია დაინახოს, რომ ერთ-ერთი ღერძი,
რომლის გარშემოც მე დავალაგე დიაგნოსტიკური მონაცემები, აქვთ მიდრეკილება
თანდათანობითი განვითარების იდეის მიმართულებით, რომელიც ასახვას ჰპოვებს
სიმბიოტური ფორმით (ფსიქოტური), სეპარაცია-ინდივიდუაციის (მოსაზღვრე) და
ოიდიპური (ნევროტული) დონის ორგანიზაციით და ფსიქოპათოლოგიით.

ეგო-ფსიქოლოგია

პუბლიკაციაში ,,ეგო და იდი“ (1923) ფროიდმა წარმოადგინა მისი


სტრუქტურული მოდელი და დაიწყო ფსიქოანალიტიკური თეორიების
განვითარების ახალი ერა. მკვლევარ-ანალიტიკოსების ინტერესი გადადიოდა
არაცნობიერი შინაარსიდან პროცესზე, რომლის მეშვეობითაც ცნობიერების მიღმა
ნარჩუნდება. ერლოუ და ბრენერი (Arlow & Brenner, 1964) დამაჯერებლად
ამტკიცებდნენ, რომ სტრუქტურულ თეორიას, მისი აქცენტით მიმდინარე პროცესის
გაგებაზე, რომელიც ეგოში მიმდინარეობს დიდი ამხსნელი ძალა აქვს. მაგრამ
არსებობდა პრაქტიკული კლინიკური მიზეზები, რატომ მიესალმებოდნენ
თერაპევტები ფოკუსის გადატანას იდიდან ეგოს ფუნქციონირებაზე, ღრმა
არაცნობიერი მასალიდან მასალაზე, რომელიც დაკავშირებულია სურვილთან,
შიშებთან, ფანტაზიებთან, რომელიც იყო ცნობიერებასთან ახლოს და უფრო
ხელმისაწვდომი გახდა პაციენტის ეგოს დაცვით მექანიზმებთან მუშაობისას. შემდომ
არის მოკლე ექსკურსი სტრუქტურულ მოდელში.
იდი- ტერმინი, რომელიც ფროიდმა გამოიყენა ფსიქიკის იმ ნაწილის
აღსანიშნად, რომელიც შეიცავს პრიმიტიულ სურვილებს, იმპულსებს, ირაციონალურ
მისწრაფებებს, კომბინაციებს ,,შიში-სურვილი“ და ფანტაზია. ის მიისწრაფვის
მხოლოდ დაუყოვნებლივი დაკმაყოფილებისკენ და სრულებით ,,ეგოისტურია“,
მოქმედებს შესაბამისად სიამოვნების პრინციპით. კოგნიტური თვალსაზრისით ის
ვერბალურამდე პერიოდისაა, რომელიც გამოხატება ხატებში და სიმბოლოებში. ის
ლოგიკამდელია, არ აქვს დროის ცნება, მორალის, შეზღუდვების და იმის რომ
საპირისპიროები არ შეიძლება არსებობდეს. ფროიდმა უწოდა ამ პრიმიტიულ
შემეცნებით დონეს, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას სიზმრების ენით, ხუმრობებით
და ჰალუცინაციებით, აზროვნების პირველად პროცესებს.
იდი სრულებით არაცნობიერია, მაგრამ მისი არსებობა და ძალაუფლება შეიძლება
გამოჩნდეს დერივატებით - აზრებით, მოქმედებებით და ემოციით. ფროიდის დროს
გავრცელებული იყო ამპარტავნული წარმოდგენა, რომ ,,ცივილიზებული“ არსება
არის რაციონალურად მოტივირებული, რომელიც ,,უმდაბლესი“ ცხოველის და
არადასავლეთევროპელი ,,ველურის“ გრძნობებზე წინ დგას. ( ის, რომ ფროიდი
ხაზგასმით აღნიშნავდა ჩვენს ცხოველურ ბუნებას, მათ შორის სექსუალური
მოტივაციის დომინირებას, წარმოადგენდა ერთ-ერთ მიზეზს იმისა, რომ მისი
იდეები იწვევდა სიძულვილს ვიქტორიანულ და პოსტვიქტორიანულ ეპოქაში).
ეგო - სახელი რომელიც ფროიდმა დაარქვა ფუნქციების ნაკრებს, რომელიც
ცხოვრებასთან ადაპტირების საშუალებას იძლევა, პოულობს გზებს იდის
მისწრაფებების სამართავად. ეგო ვითარდება უწყვეტად, მთელი ცხოვრების
განმავლობაში, მაგრამ განსაკუთრებით სწრაფად ბავშვობაში, ადრეული ჩვილობიდან
დაწყებული (Hartmann, 1958). ეგო ფუნქციონირებს რეალობის პრინციპის შესაბამისად
და წარმოადგენს აზროვნების მეორადი პროცესის საწყისს (თანმიმდევრული,
ლოგიკური, რეალობის შემეცნებაზე ორიენტირებული). ამგვარად, ის წარმოადგენს
შუამავალს იდის მოთხოვნილებებს და რეალობის და ეთიკის ლიმიტებს შორის. მას
აქვს როგორც ცნობიერი ისე არაცნობიერი ასპექტები. ცნობიერი- ის რაც ადამიანთა
უმეტესობა გულისხმობს ,,საკუთარ მე-ში“ (,,სელფი“ self) ან ,,მე“, მაშინ როცა
არაცნობიერი ასპექტი თავის თავში მოიცავს დაცვით პროცესებს - განდევნას,
ჩანაცვლებას, რაციონალიზაციას და სუბლიმაციას. სტრუქტურული თეორიის
წყალობით ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს ახალი გზები ხასიათის ტიპების
პათოლოგიების გასაგებად. კერძოდ, ყოველი ავითარებს ეგოს დაცვით რეაქციებს,
რომელიც შეიძლება იყო ადაპტირებული ბავშვობაში, მაგრამ აღმოჩნდება
არაადაპტირებული ოჯახის გარეთ.
ერთ-ერთი ასპექტი მოდელის, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც თერაპიისთვის
ისე დიაგნოსტირებისთვის, არის წარმოდგენა იმაზე, რომ ეგოს აქვს მოქმედების
ფართო დიაპაზონი- ღრმა არაცნობიერიდან (მაგ, პრიმიტიული განცდითი რეაქცია
მოვლენაზე, რომელიც ბლოკირებულია ისეთი ძლიერი დაცვით როგორიცაა
უარყოფა) სავსებით გაცნობიერებულამდე. ფსიქოანალიტიკური მკურნალობის
პროცესის დროს ,,დამკვირვებელი ეგო“, ფსიქიკის ცნობიერი და რაციონალური
ნაწილი, რომელსაც შეუძლია ემოციური მდგომარეობის კომენტირება, აყალიბებს
ალიანსს ფსიქოანალიტიკოსთან იმ მიზნით, რომ გაიგონ ერთად მთელი ეგო, მაშინ
როცა ,,განმცდელი (მგრძნობიარე) ეგო“ ათავსებს თავის თავში შინაგან (განცდით)
აზრს იმისა რა ხდება თერაპიულ ურთიერთობაში.
,,თერაპიული გახლეჩილი ეგო“(Sterba, 1934) განიხილებოდა როგორც აუცილებელი
პირობა ეფექტური ანალიტიკური თერაპიის. თუ პაციენტი ვერ ახერხებს ისაუბროს
დამკვირვებლის პოზიციიდან ნაკლებად რაციონალურ, უფრო შინაგან ემოციურ
რეაქციებზე, მაშინ თერაპევტის პირველი ამოცანა არის დაეხმაროს ამ უნარების
განვითარებაში. დამკვირვებელი ეგოს არსებობა ან არარსებობა გახდა
პირველხარისხოვანი დიაგნოსტიკური საზომი, რადგან სიმპტომის ან პრობლემის
არსებობა, დისტონური (უცხო) დამკვირვებელი ეგო, მკურნალობის პროცესს უფრო
სწრაფს ხდიდა, ვიდრე თუ საქმე გვექნებოდა პრობლემასთან, როემელიც გარედან
ანალოგიურად გამოიყურება, მაგრამ რომელსაც პაციენტი არასდროს განიხილავს
როგორც მნიშვნელოვანს ( არ აქცევს ყურადრებას). ეს აღმოჩენა აგრძელებს არსებობას
ანალიტიკური დიაგნისტირებისას, როდესაც ანალიტიკოსები საუბრობენ
პრობლემაზე ან პიროვნულ სტილზე ,,ეგო-დისტონურზე“ ან ,,ეგო-სისტონურზე“.
ეგოს მნიშვნელოვანი როლი რეალობის აღქმაში და ადაპტაციაში საშუალებას
გვაძლევს შემოვიტანოთ მნიშვნელოვანი ფსიქოანალიტიკური ცნება ,,ეგოს ძალა“. ის
გულისხმობს პიროვნების რეალობის აღქმის უნარს, მაშინაც კი როდესაც ის
მეტისმეტად უსიამოვნოა, არ გამოიყენებს რა უფრო პრიმიტიულ დაცვებს,
როგორიცაა უარყოფა. ფსიქოანალიტიკური კლინიკური თეორიის განვითარებისას
დაიწყო სხვაობის გავლება უფრო არქაულ და უფრო გვიანდელ დაცვით რეაქციებს
შორის. პირველი ხასიათდება ფსიქოლოგიური გაქცევით ან რადიკალური
უკუგდებით უსიამოვნო ცხოვრებისეული ფაქტების, მეორე- თავის თავში მოიცავს
მეტ ადაპტაციას რეალობასთან.
სხვა მნიშვნელოვანი კლინიკური მოსაზრება, რომელიც გამომდინარეობს ეგო-
ფსიქოლოგიისგან გახდა მოსაზრება, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისთვის
აუცილებელია გქონეს არა მხოლოდ მეორადი (გვიანდელი) დაცვითი რეაქციები,
ასევე შეეძლოს გამოიყენოს მრავალფეროვანი დაცვითი პროცესები (Shapiro, 1965).
სხვა სიტყვებით, ნათელი გახდა, რომ ადამიანი, რომელიც პასუხობს ნებისმიერ
სტრესს პირველადი რეაქციებით (მაგალითად პროექციით) არც ისე
ფსიქოლოგიურად კარგადაა, როგორც ადამიანი, რომელიც იყენებს სხვადასხვა,
სიტუაციის შესაბამის საშუალებებს. ისეთი ცნება როგორიცაა ,,რიგიდობა“
და ,,ხასიათის ჯავშანი“ (W. Reich, 1993) წარმოადგენს იმ იდეის ასახვას, რომ
სულიერი ჯანმრთელობა დაკავშირებულია ემოციურ მოქნილობასთან.
ფროიდმა შემოიტანა ცნება ,,სუპერ-ეგო“ საკუთარი მე-ს იმ ნაწილისთვის, რომელიც
აკვირდება მიმდინარე მოვლენებს ძირითადად მორალის ჭრილით. ,,სინდისთან“
ახლოს მყოფი ცნება სუპერ-ეგო წარმოადგენს ეგოს იმ ნაწილს, რომელსაც გვიწონებს
როდესაც ვაკეთებთ რაც შეგვიძლია საუკეთესოდ და გვაკრიტიკებს, როდესაც
აღმოვჩნდებით ჩვენი სტანდარტის ქვევით. ეს ეგოს ნაწილია, თუმცა კი ის აღიქმება
როგორც რაღაც ცალკე მყოფი. ფროიდი ფიქრობდა, რომ სუპერ-ეგო ფორმირდება
ოიდიპოსის პერიოდის დროს მშობლების ღირებულებებთან იდენტიფიკაციის გზით,
მაგრამ თანამედროვე ანალიტიკოსები მის ფესვებს გაცილებით ადრე ნახულობენ-
ჩვილის პრიმიტიულ წარმოდგენებში იმის შესახებ რა არის კარგი და რა ცუდი.
სუპერ-ეგო ეგოს მსგავსად, რომელსაც ის მიეკუთვნება, წარმოადგენს ნაწილობრივ
ცნობიერ და ნაწილობრივ არაცნობიერს. და ისევ იმის შეფასება, შეიგრძნობა თუ არა
პაციენტის მიერ არაპროპორციულად გამკიცხავი სუპერ-ეგო როგორც ეგო-
დისტონური თუ ეგო-სისტონური, აქვს მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური
ღირებულება. კლიენტი ქალი, რომელიც ამბობს, რომ ის ცუდია, რადგან ცუდად
ფიქრობდა თავის მამაზე, ძალიან განსხვავდება კლიენტისგან, რომელიც ამბოს, რომ
მისი ერთი ნაწილი გრძნობს, რომ ის ცუდია, როდესაც მას უჩნდება ამგვარი აზრები.
ორივე პაციენტი შეიძლება იყოს დეპრესიული, თვითბრალდებით შეპყრობილი
პიროვნება, მაგრამ პირველი ქალის პრობლემა იმდენად უფრო ღრმაა მეორესთან
შედარებით, რომ ჭირდება სხვაგვარი კლასიფიკაცია.
და ისევ, სუპერ-ეგოს კონცეფციის განვითარებაში იყო ბევრი სასარგებლო
კლინიკური თვალსაზრით. თერაპია უფრო შორს წავიდა ვიდრე არაცნობიერის
ცნობიერად ქცევაა; თერაპია უფრო შორს წავიდა და სხვა საკითხებთან ერთად
თერაპიულ ამოცანად აყენებს კლიენტის სუპერ-ეგოს ცვლილებასაც. მე-20 საუკუნის
პირველ ნახევარში, როდესაც საშუალო და საშუალოზე მაღალ ფენებში არსებობდა
ტენდენცია აღეზარდათ ძალიან მკაცრი სუპერ-ეგო, ჩვეულებრივ თერაპიული
ამოცანა ხდებოდა დახმარებოდა პაციენტს ზედმეტად მაღალი მორალური
სტანდარტების გადაფასებაში (მაგალითად, ანტისექსუალური სტრუქტურების, ან
საკუთარი თავის გვემა აზრების, განცდების და ფანტაზიების გამო). ფსიქოანალიზი
როგორც მოძრაობა, განსაკუთრებით ფროიდთან, ატარებდა ხაზგასმით
არაჰედონისტურ ხასიათს, მაგრამ არაადამიანურად მკაცრი სუპერ-ეგოს
მოდიფიკაცია იყო მისი ძალიან ხშირი მიზანი. სინამდვილეში ეს უფრო მეტად
იწვევდა უფრო მორალურ, და არა პირიქით ამორალურ, ქცევას, რადგან ადამიანები
მეტისმეტად მკაცრი, კრიტიკული სუპერ-ეგოთი ხშირად არ ემორჩილებოდნენ მას,
განსაკუთრებით ინტოქსიკაციის პირობებში და როდესაც მათი ქცევა შეიძლებოდა
გამართლებულიყო (რაციონალიზებულიყო).
იდის ფუნქციონირების გახსნის მცდელობას, პაციენტის არაცნობიერი ცხოვრების
გარეთ გამოტანას არ ჰქონდა დიდი თერაპიული ეფექტი, თუ პაციენტი უყურებდა
ამას როგორც თავისი მანკიერების მტკიცებულებას.
ეგო ფსიქოლოგიის მიღწევა პროცესების აღწერაში, რომელიც დღეს ერთიანდება
საერთო ცნებით ,,დაცვა“, წარმოადგენს ცენტრალურს ხასიათის დიაგნოსტირებაში.
მსგავსად იმისა, როგორ ვცდილობთ გავიგოთ ადამიანი, განვითარების ფაზიდან
გამომდინარე, რომელიც გამოხატავს მიმდინარე ბრძოლას, ჩვენ ასევე შეგვიძლია
ადამიანების კლასიფიცირება მათთვის დამახასიათებელი უნარის შესაბამისად
გაუმკლავდეს შფოთვას. წარმოდგენა იმის შესახებ,რომ ეგოს ძირითადი ფუნქცია
არის საკუთარი ,,მე“-ს დაცვა შფოთვისგან, რომელიც ჩნდება ძლიერი ინსტინქტური
სურვილების (იდის) შედეგად, რომელიც იწვევს აფორიაქებას რეალობაში (ეგო),
ასევე დანაშაულის გრძნობას და ამასთან დაკავშირებული ფანტაზიები (სუპერ-ეგო),
იყო მეტად ელეგანტურად წარმოდგენილი ანა ფროიდის (1936) წიგნში ,,ეგო და მისი
დაცვითი მექანიზმები“.
ზიგმუნდ ფროიდის ორიგინალურ იდეებს შორის შეიძლება შეგვხვდეს შენიშვნას
იმის შესახებ, რომ შფოთვითი რეაქციები გამოწვეულია დაცვებით და უფრო
აშკარად- დათრგუნვით (რეპრესიით, მოტივირებული დავიწყებით). განცდები
რომელიც გამოსავალს ვერ პოულობენ განიხილება როგორც შინაგანი დაძაბულობის
სათავე, რომელსაც განმუხტვა ჭირდება და შეიგრძნობა როგორც შფოთვა. როდესაც
ფროიდი შეჯერდა სტრუქტურულ თეორიის პოზიციაზე, მან პირიქით განიხილა
განდევნა როგორც ერთ ერთ რეაქცია შფოთვაზე, რომლის საშუალებითაც ადამიანები
ცდილობენ თავიდან აიცილონ აუტანელი განცდები ან ირაციონალური შიში.
ფროიდმა დაიწყო ფსიქოპათოლოგიის გაგება როგორც მდგომარეობის, რომლის
დროსაც დაცვითი მექანიზმები არ მუშაობს, როცა შფოთვა შეიგრძნობა, მიუხედავად
ჩვეული ბრძოლის საშუალებების მასთან, როცა ქცევა, რომელიც ნიღბავს შფოთვას,
წარმოადგენს თვითგამანადგურებელს. მე-5 და მე-6 თავებში ჩვენ განვიხილავთ
დაცვებს, რომელიც აღმოაჩინეს ზიგმუნდ და ანა ფროიდმა, ასევე სხვა მეცნოერებმა,
მათ შორის წინავერბალური დონის, არქაული პროცესების, რომელიც პირველად
შეისწავლა მელანი კლაინმა. ეს მიმოხილვა ქმნის ფუნდამენტს შემდგომ ხასიათის
ტიპების განსახილველად.

ობიექტთა ურთიერთობის ტრადიცია

მაშინ როცა ეგო-ფსიქოლოგიამ განსაზღვრა პაციენტების თეორიული გაგება,


ფსიქოლოგიური პროცესები რომელიც აღიწერებოდა სტრუქტურული მოდელით,
ზოგიერთი თეორეტიკოსი ევროპაში, განსაკუთრებით ინგლისში, ინტერესდებოდა
სხვა სახის არაცნობიერი პროცესებით და მათი გამოვლინებებით. ზოგიერთი,
მაგალითად, მელანი კლაინი (Klein, 1932, 1957) მუშაობდა ბავშვებთან, ასევე
პაციენტებთან, რომელსაც ფროიდი განიხილავდა როგორც
ზედმეტად ,,დაზიანებულს“, რომ ანალიზს დაქვემდებარებულიყვნენ. ამ
ე.წ ,,ბრიტანული სკოლის“ წარმომადგენლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მათ
ესაჭიროებათ სხვა ენა მიმდინარე პროცესების აღსაწერად. მათ ნაშრომები იყო
საპირისპირო დიდი დროის განმავლობაში, ნაწილობრივ სკოლის
წარმომადგენლების პირადი თვისებების, მიდრეკილებების და მოსაზრებების გამო,
ნაწილობრივ იმის წყალობით, რომ რთულია დაწერო თანმიმდევრულად
პრიმიტიულ პროცესებზე. ობიექტთა ურთიერთობის თეორეტიკოსები ცდილობდნენ
სირთულეებს გამკლავებოდნენ, რომლებიც ჩნდებოდა მცდელობისას გადაეტანათ
მეტყველებამდელი, აზროვნებამდელი პროცესები ენაში, რომელსაც ლოგიკა
მართავს. თუმცა არაცნობიერის ძალის პატივისცემა აქვთ, მიუხედავად ამისა ისინი
ფროიდისგან გარკვეულ საკითხებში განსხვავდებიან.
მაგალითად, ფეირნბერნი (W.R.D. Fairbairn, 1954) პირწმინდად უარყოფდა
ფროიდის ბიოლოგიზმს, ამტკიცებდა რა, რომ ადამიანები ეძებენ არა იმენად
სურვილის დაკმაყოფილებას, რამდენადაც ურთიერთობის დამყარებას. სხვა
სიტყვებით, ბავშვი არა იმდენად ფოკუსირებულია დედის რძის მიღებაზე,
რამდენადაც მასზე ზრუნვის აღქმაზე და სითბოს და მიჯაჭვულობის განცდაზე.
ზოგი ფსიქოანალიტიკოსი, შანდორ ფერენცის გავლენის ქვეშ (როგორიცაა Michael и
Alice Balint, რომელთაც ხანდახან ფსიქოანალიზის ,,უნგრულ სკოლას“
მიაკუთვნებენ), სწავლობდა პრიმიტიულ გამოცდილებას სიყვარულის, მარტოობის,
შემოქმედების, საკუთარი მე-ს ინტეგრაციის- მოვლენის, რომელიც არ ჯდება
სტრუქტურული თეორიის მოდელში.
მსგავსი ორიენტაციის ადამიანები ყურადღებას უთმობდნენ არა იმდენად იმას,
რა სურვილმა ვერ განიცადა სათანადო მოპყრობა ბავშვობაში, ან ის რომელი ფაზა
იყო ძნელად გავლილი, ან ეგო-ს რომელი დაცვითი მექანიზმები დომინირებს,
რამდენადაც იმას როგორი იყო მთავარი ობიექტები ბავშვის სამყაროში, როგორ
განიცდიდა ის მათ, როგორ იყვნენ ისინი და მათ გრძნობითი ასპექტები
ინტერნალიზებული და მათი შინაგანი ხატები და რეპრეზენტაციები ( მათზე
წარმოდგენა) აგრძელებდნენ არსებობას ზრდასრულის არაცნობიერში. ობიექტთა
ურთიერთობის ტრადიციაში ოიდიპოსის კომპლექსის თემა გამოკვეთილია არა ისე
მკაფიოდ, როგორც სეპარაციის და ინდივიდუაციის თემა. საინტერესოა, რომ ოტო
რანკის (Otto Rank, 1929, 1945) შრომები დიდწილად წინ უსრებს ობიექტთა
ურთიერთობის შრომებს. ოტო რანკმა გადაუხვია ფსიქოანალიზის ძირითად გზას
ფროიდთან მისი მტკივნეული დაშორების შემდეგ და მისი მნიშვნელოვანი
კვლევები შემდგომში იყო თავიდან აღმოჩენილი (Menaker, 1982).

თავად ფროიდის წარმოდგენებისთვის უცხო არ იყო ობიექტთა ურთიერთობის


თეორიის მიგნებები. ობიექტების მნიშვნელობა, რომლებთანაც ბავშვს აქტუალურად
აქვს საქმე და ის, მათ ბავშვი როგორ განიცდის, მის კონცეფციაში ,,საოჯახო რომანი“
ჩანს, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ოიდიპოსის ფაზა შეიძლება
მიმდინარეობდეს ძალიან განსხვავებულად მშობლების პიროვნების
გათვალისწინებით და ბოლოს, სულ უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა მკურნალობის
დროს ურთიერთობის როლს. რიჩარდ სტერბა (Richard Sterba, 1982) ერთ-ერთი ბოლო
ანალიტიკოსთაგანი, რომელიც კარგად იცნობდა ფროიდს მიუთითებდა, როგორ
გაამდიდრა ობიექტთა ურთიერთობის თეორიამ ფროიდის თავდაპირველი
დაკვირვებები, გულისხმობდა რა, რომ ფროიდი მიესალმებოდა ამ მიმართულების
გაძლიერებას ფსიქოანალიზში.
მე-20 საუკუნის შუაში ობიექტთა ურთიერთობის თეორიის ბრიტანულმა და
უნგრულმა სკოლებმა ამერიკელი თერაპევტების - ე.წ ,,ურთიერთობის
ფსიქოანალიტიკოსების“ შრომებში დიდი დასაბუთება ჰყოვეს. ეს თეორეტიკოსები,
რომელთა შორისაა ჰარი სტაკ სალივანი, ერიხ ფრომი, კარენ ჰორნი, კლარა
ტომპსონი, ოტო უილი, ფრიდა ფრომ-რაიხმანი და სხვები, ისევე როგორც მათი
ევროპელი კოლეგები, ცდილობდნენ ემუშავად ფსიქოდინამიურად ძლიერ
დაზიანებულ პაციენტებთან. ისინი განსხვავდებოდნენ ობიექტთა ურთიერთობის
თეორიის ოკეანისმიღმელი ანალიტიკოსებისგან ძირითადად ადრეული ობიექტების
ურთიერთობის შინაგანი ბუნების ხაზგასმის ხარისხით: ამერიკელი თერაპევტები
ნაკლებად აკეთებენ აქცენტს ადრეული ობიექტების და მათი ცალკეული მხარეების
არაცნობიერი ხატების მდგრად შენარჩუნებაზე.
ფროიდმა ნაბიჯი გადადგა ურთიერთობის თეორიის მკურნალობის
მიმართულებით, როდესაც პაციენტის გადატანას აღარ უყურებდა როგორც
გადახრას, რომელიც უნდა აიხსნას, რომ განადგურდეს და გადატანის განხილვა
დაიწყო როგორც კონტექსტის, რომელიც აუცილებელია მკურნალობისთვის: ,,
შეუძლებელია რაიმეს დანგრევა მისი არარსებობის ან ხატის გზით“. მოსაზრება, რომ
ემოციური კავშირი თერაპევტს და პაციენტს შორის შეადგენს თერაპიის ყველაზე
არსებით ფაქტორს ფართოდ გამოიყენება თანამედროვე თერაპევტებს შორის,
რომლების საკუთარ თავს ურთიერთობაზე ორიენტირებულებს უწოდებენ. ეს
მოსაზრება მტკიცდება ასევე მნიშვნელოვანი ემპირიული სამუშაოთი
ფსიქოთერაპიის შედეგების შესახებ (Strupp, 1989).
ურთიერთობის კონცეფცია თერაპევტებს საშუალებას აძლევს განავრცოს
თავისი ემპათია ფაქიზ სფეროზე კლიენტის მიერ ურთიერთობის განცდის. ისინი
შეიძლება იმყოფებოდნენ მეორე ადამიანთან ფსიქოლოგიური შერწყმის
მდგომარეობაში, სადაც საკუთარი ,,მე“ და ობიექტი ემოციურად განურჩეველია.
ისინი შეიძლება იყონ დიადურ სივრცეში, სადაც ობიექტები შეიგრძნობოდნენ
როგორც ,,მომხრე“ ან ,,მოწინააღმდეგე“. ან კლიენტები განიხილავენ სხვა პირებს
როგორც პიროვნებებს, რომლებიც სავსებით მათგან დამოუკიდებლად არსებობენ.
ბავშვის გადასვლა სიმბიოზური მსოფლმხედველობიდან (ადრეული ჩვილობა)
ბრძოლის გავლით ,,მე- თქვენს წინააღმდეგ“ ( დაახლოებით 2 წელი), შედარებით
უფრო რთული იდენტიფიკაციით ( 3 წლიდან ზევით) გახდა ამ თეორიაში
უპირატესი ორალურ, ანალურ და ოიდიპურ ეტაპებთან შედარებით. ოიდიპოსის
ფაზა განიხილება როგორც კოგნიტურ განვითარების ეტაპი და არა მხოლოდ
ფსიქოსექსუალური და ამ ეტაპზე ხდება არსებითი ნახტომი, გამარჯვება ჩვილის
ეგოცენტრიზმზე- იმ გარემოების გაგება, რომ ორი ადამიანის ურთიერთობას
(კლასიკურ პარადიგმაში- მშობლები) შეიძლება არ ჰქონდეს არაფერი საერთო თავად
ბავშვთან ( მის საკუთარ ,,მე:-სთან).
ობიექტთა ურთიერთობის ევროპელი თეორეტიკოსების და ამერიკელი
ურთიერთობის ანალიტიკოსების კონცეფციების გაჩენამ დიდი წარმატება მოიტანა
თერაპიაში, რადგან ბევრი პაციენტის ფსიქოლოგია, განსაკუთრებით მათი ვინც
იტანჯება უფრო გამოფიტვის ფსიქოპათოლოგიით, ძნელად ექვემდებარებიან
ანალიზს იდის, ეგოს, სუპერ-ეგოს ტერმინებით. მთლიანი ეგოს ნაცვლად მისთვის
დამახასიათებელი თვითდაკვირვების ფუნქციით, ასეთ პაციენტებს, როგორც ჩანს,
აქვთ სხვადასხვა ,,ეგო მდგომარეობები“ - მდგომარეობა, როდესაც ისინი გრძნობენ
და იქცევიან სრულებით სხვაგვარად, ვიდრე სხვა დროს. იმყოფება რა ამ
მდომარეობის ზეწოლის ქვეშ, მათ შეუძლიათ ობიექტურად განიხილონ ის, რაც მათ
თავს ხდება და ამბობენ, რომ ახლანდელი ემოციური მდგომარეობა წარმოადგენს
ბუნებრივს და გარდაუვალს არსებულ ვითარებაში.
ექიმები, რომლებიც ცდილობენ დაეხმარონ ასეთ რთულ პაციენტებს,
აღმოაჩინეს: მკურნალობა მიმდინარეონს უფრო წარმატებით, როდესაც შესაძლებელი
ხდება გარკვევა რომელი ,,შინაგანი“ მშობელი ან რომელიმე სხვა მნიშვნელოვანი
ადრეული ობიექტი აქტივირდება ყოველ მოცემულ პერიოდში ნაცვლად იმისა, რომ
ეცადოს პაციენტის მიმართ დამოკიდებულება გქონდეს ისეთი, თითოს მას ჰქონდეს
არაწინააღმდეგობრივი საკუთარი დაცული ,,მე“, რომელიც შეიძლება საკუთარ
მხარეს იმხრობდეს. ამგვარად, ობიექტთა ურთიერთობის თეორიის გაჩენას ჰქონდა
დიდი მნიშვნელობა სფეროს განვითარებისთვის და მკურნალობის გაღრმავებისთვის
(L. Stone, 1954). თერაპევტებმა ახლა შეძლეს მოესმინათ ,,ინტროექტების“
პოზიციისთვის, ამ ინტეგრირებული სხვებისთვის, რომლებმაც გავლენას ახდენდა
ბავშვზე და აგრძელებდა ცხოვრებას ზრდასრულ ცხოვრებაში და რომლისგანაც
პაციენტი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად გამოცალკევებული.
ამგვარი ფორმულირებით ხასიათი შეიძლება განიხილებოდეს როგორც
საკუთარი ქცევის საფუძვლიანი პროგნოზირებადი პატერნები, ადრეული
ობიექტების განმეორებითი მოქმედება ან როგორც არაცნობიერი სწრაფვა აიძულოს
სხვები მოიქცნენ ადრეული ბავშვობის ობიექტების მსგავსად. ,,მდგრადი
არასტაბილურობა“ მოსაზღვრე პაციენტების (Kernberg, 1975) ხდება უფრო
თეორიული ცნება და შესაბამისად, უკეთ ექვემდებარება თერაპიას. ობიექტთა
ურთიერთობის თეორიის მეტაფორების და მოდელების წყალობით, გაფილტრული
თერაპევტის შინაგანი ხატების და ემოციური რეაქციების გზით პაციენტთან
ურთიერთობისას, პრაქტიკოსმა ახლა მიიღო დამატებითი საშუალება იმის გასაგებად
რა ხდება თერაპიაში, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტის
დამკვირვებელი ეგო ადრე მიუწვდომელი იყო. მაგალითად, როდესაც აღელვებული
პაციენტი ფეთქდება პარანოიდული მბრალდებლური ტექსტით, თერაპევტს შეეძლო
ამ რეაქციის გაგება შემდეგნაირად: პაციენტი გრძნობს თავს მკაცრად და
არასამართლიანად გაკრიტიკებულ ბავშვად.
კონტრგადატანის ახალი გაგება, რომელიც მიღწეულ იქნა ფსიქოანალიტიკურ
საზოგადოებაში, წარმოადგენს ასახვას თერაპევტების მიერ დაგროვილი კლინიკური
ცოდნის და თეორეტიკოსების, რომლების წერდნენ პაციენტების მიმართ თავიანთ
შინაგან რეაქციებზე. შეერთებულ შტატებში შეიძლება გამოვყოთ ჰაროლდ სირლზი,
რომელიც ღიად აღწერს ბუნებრივ კონტრგადატანის შეტევას სტატიაში 1959 წელს
(სტატია ეძღვნება ფსიქოტიკების მცდელობას გამოიყვანოს თერაპევტი წყობიდან).
ბრიტანეთში დონალდ ვუდ ვინიკოტი ცნობილი გახდა თავისი ყველაზე თამამი
თვითგახსნით (მაგალითად, კარგად ცნობილ სტატიაში 1949 წელს ,,სიძულვილი
კონტრგადატანაში“). ფროიდი განიხილავს ძლიერ ემოციურ რეაქციას პაციენტზე
როგორც ანალიტიკოსის არასრული ცოდნის დასტურს საკუთარი თავის შესახებ,
ასევე როგორც უუნარობას უზრუნველყოს ეფექტური პოზიტიური, სამკურნალო
დამოკიდებულება მეორე პირთან.
ამ რაციონალური პოზიციის საპირისპიროდ ანალიტიკოსებმა, რომლებიც
მუშაობდნენ ფსიქოტურ და მოსაზღვრე პაციენტებთან, აღმოაჩინეს, რომ საუკეთესო
საშუალება ამ დეზორგანიზებული, სასოწარკვეთილი, დატანჯული ადამიანების
გადატრვირთული განცდების გასაგებად, იყო მათი საკუთარი ინტენსიური
კონტრგადატანის რეაქცია.
ამ მიმართულებით ჰენრიხ რაკერი(Heinrich Racker, 1968), სამხრეთამერიკელი
ანალიტიკოსი, მელანი კლაინის გავლენით, გვთავაზობს კლინიკურად
ფასდაუდებელ კატეგორიებს: შესატყვისი (კონკორდანტული) და დამატებითი
(კომპლემენრატული) კონტრგადატანა. პირველი ტერმინი აღნიშნავს თერაპევტის
(ემპათიურ) განცდას იმ გარემოების, პაციენტი ბავშვობისას რას გრძნობდა ადრეული
ობიექტის მიმართ; მეორე ტერმინი გულისხმობს, რომ თერაპევტის გრძნობა
(არაემპათიური, კლიენტის თვალსაზრისით) შეესაბამება ობიექტის განცდას
ბავშვთან მიმართებაში.
მაგალითად, მე მეჩვენებოდა, რომ ერთ ერთი ჩემი პაციენტი რამდენიმე
შეხვედრის განმავლობაში არცერთი მიმართულებით არ იძვრის. მე შევნიშნე, რომ
ყოველ ჯერზე, როდესაც ვიღაცას ახსენებდა სიტყვიერ ჩანართს აკეთებდა,
მაგალითად: ,,მარგარეტი - ესაა მდივანი მესამე სართულიდან, ვისთან ერთადაც მე
ვიყავი ლანჩზე სამშაბათს“, მაშინაც კი როდესაც ის ხშირად საუბრობდა მარგარეტზე
ადრე. მე მას მივუთითე ამ ჩვევაზე, ვკითხე რომ ხომ არ იყო მის ოჯახში ვინმე, ვინც
მას დიდი ყორადღებით არ უსამენდა: ჩემმა პაციენტმა ივარაუდა, რომ მე არ
მახსოვდა არანაირი მნიშვნელოვანი ფაქტები მისი მიმდინარე ცხოვრებიდან. მან
ნაწყენმა გააპროტესტა. მისი მშობლები ძლიანაც ინტერესდებოდნენ მისით,
განსაკუთრებით დედა. შემდეგ პაციენტმა დაიწყო დიდი ხნის განმავლობაში
დედამისის დაცვა.ამ დაცვის პროცესში მე ისე რომ ამას ვერ მივხვდი, თავი ვიგრძენი
გადაღლილად. უეცრად მე მივხვდი, რომ არ მესმოდა არაფერი იქიდან რასაც ის
ამბობდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ დროს მე ფანტაზიებში ვიყავი წასული,
როგორ წარვუდგენდი ჩემს ნაშრომს მასი ისტორიის შემთხვევას რომელიმე კოლეგას,
იმაზე, რა შთაბეჭდილებას ახდენს მათზე ჩემი მოხსენება ჩემი ოსტატობის
წყალობით. როდესაც მე გამოვფხიზლდი ამ ნარცისული ფიქრებისგან და ხელახლა
დავიწყე პაციენტის მოსმენა, ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომელიც მას
მოჰყავდა დედის დასაცავად, კერძოდ: ყოველ ჯერზე, როდესაც ის მონაწილეობდა
სასკოლო პიესაში, დედა მას უკერავდა საუკეთესო კოსტიუმს, ისევ და ისევ მასთან
ერთად გადიოდა რეპეტიციას ყოველი სტრიქონის დიალოგის, იჯდა წინა რიგში
გამოსვლის დღეს, მთელი თავისი შესახედაობით სიამაყეს აფრქვევდა.
ჩემს ფანტაზიაში მე გავხდი საოცრად მსგავსი პაციენტის დედის მისი ბავშვობის
წლებში, მასში ვხედავდი მხოლოდ პოტენციურ შესაძლებლობას გაზარდოს ჩემი
რეპუტაცია. რაკერი ასეთ კონტრგადატანას დაარქმევდა დამატებითს, რადგან ჩემი
ემოციური მდგომარეობა იმეორებდა მნიშვნელოვანი ობიექტისას პაციენტის
ბავშვობიდან. თუკი მე პირიქით, აღმოვაჩენდი შეძლებისდაგვარად იგივეს, რასაც
ჩემი პაციენტი გრძნობდა ბავშობაში- მე განმიხილავენ ძირითადად როგორც
მხოლოდ საკუთარი თვითშეფასების აწევის საშუალებას (თანაფარდი შედეგი
ემოციურ ატმოსფეროში, რომელიც ჩვენს შორის შეიქმნა)- მაშინ ჩემი კონტრგადატანა
შეიძლება განხილულიყო როგორც თანმხვედრი.
ეს პროცესი ემოციური მდგომარების არაცნობიერი ინდუქციის, შედარებული
აღქმული (ასიმილირებული) ადრეულ ჩვილობაში, შეიძლება ჩანდეს საკმაოდ
მისტიკური. მაგრამ მოცემულ ფენომენს შეიძლება შევხედოთ სავსებით
რაციონალური თვალსაზრისითაც. მოდით გავიხსენოთ, რომ ურთიერთობა ჩვილს
და სხვა ადამიანებს შორის უმეტესად არავერბალურია. ადამიანები, რომელთაც საქმე
აქვთ ბავშვებთან, მათი საჭიროებების შესახებ გებულობენ ემოციური, ინტუიტიური
რეაქციების მეშევობით. არავერბალური კომუნიკაციები შეიძლება იყოს ძალიან
ძლიერი და ყველას, ვისაც საქმე ჰქონია ახალშობილთან, ძალიან ემოციურად
აღიქვამს ან მოულოდნელად უყვარდება, ამის დადასტურება შეუძლია.
ანალიტიკური თეორია გულისხმობს: ყოველ ჯერზე კონტაქტში შესვლისას, ჩვენ
ვბრუნდებით ჩვენი ჩვილობის ადრეულ გამოცდილებაში, რომელიც წინ უსწრებს და
ამეტებს ფორმალურ, ლოგიკურ ურთიერთობას, რომელსაც ჩვენ ადვილად ვდებთ
სიტყვაში. პარალელური პროცესის ფენომენი(Ekstein & Wallerstein, 1958), რომელიც
მომდინარეობს იგივე ემოციური და წინავერბალური სათავიდან, ფართოდ იყო
დოკუმენტირებული კლინიკურ ლიტერატურაში სუპერვიზიის შესახებ.
ასეთი გარდაქმნა კონტრგადატანის- წინაღობიდან ღირებულებად -
წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წვლილს ობიექტთა ურთიერთობის
თეორიის (Ehrenberg, 1992). გარკვეული დროის შემდეგ გაცნობიერებული იქნა
კონტრგადატანის მნიშვნელოვანი როლი პიროვნული სტრუქტურის სწორი
შეფასებისთვის. დიაგნოსტიკურმა გამოყენებამ ემოციური რეაქციის ინტერვიურის
კლიენტზე ჯერ კიდევ ვერ ჰყოვა ჯეროვანი ასახვა დიაგნოსტიკის შესახებ
სახელმძღვანელოებში ( გამონაკლისია MacKinnon & Michel, 1971). აღიარების ის
ხარისხი, რომელიც ,,ირაციონალური“ კონტრგადატანის გამოყენებით დაეხმარება
დიაგნოსტირებას, ჯერ კიდევ არსებობს ზედმეტი მგრძნობელობა. სწორედ ამ
საკითხზე ვეცდები გავამახვილო ყურადღება.

სელფ-ფსიქოლოგია

თეორია არა მხოლოდ გავლენას ახდენს პრაქტიკაზე, არამედ უკუგავლენაც


მტკიცდება. როდესაც საკმარისი რაოდენობით თერაპევტები აღმოჩნდნენ
ფსიქოლოგიური პრობლემების პირისპირ, რომლებიც არაადექვატურად აისახებოდა
არსებულ მოდელებთან, მოვიდა დრო პარადიგმის შეცვლის (Kuhn, 1970; Spence,
1987). 1960-იანების დასაწყისში პრაქტიკოსებმა დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მათი
პაციენტების პრობლემები კარგად არ აღიწერებოდა თანამედროვე თეორიის ენაზე:
ადამიანების ჩივილების არსი, რომელთაც დახმარება ჭირდებოდათ ყოველთვის არ
უკავშირდებოდა პრობლემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო ინსტინქტურ
სურვილებთან და მათ გზაზე არსებულ წინაღობებთან (დრაივების თეორია), ან
შფოთვის წინააღმდეგ ზოგიერთი დაცვის არამოქნილ ფუნქციონირებასთან (ეგო
ფსიქოლოგია), ან შინაგანი ობიექტების აქტივაციასთან, რომელთაგანაც პაციენტი
არაადექვატურად სეპარირდებოდა (ობიექტთა ურთიერთობის თეორია). ასეთ
ცნებებზე დაყვანა შეუძლებებლი იყო, მაგრამ ამასთან მოცემულ პროცესს არ
ყოფნიდა ლაკონური და ამხსნელი ძალა, რომელიც აქვს კარგ თეორიებს.
გადავსებული ამბოხებული პრიმიტიული ინტროექტების ნაცვლად ( რაც იყო
ასე კარგად აღწერილი ობიექტთა ურთიერთობის თეორიაში) ეს ადამიანები
უჩიოდნენ სიცარიელეს- უფრო შინაგანი ობიექტების არქონას, ვიდრე მათით
მოცულობას. ან არ ჰქონდათ შინაგანი მიმართულების და საიმედო
მაორეიენტირებელი ღირებულებების გრძნობა, ისინი მიმართავდნენ თერაპიას, რომ
ცხოვრების აზრი ეპოვნათ. გარეგნულად ისინი შეიძლება გავდნენ საკუთარ თავში
დარწმუნებულებს, მაგრამ შინაგანად იმყოფებოდნენ მუდმივ ძებნაში იმ ფაქტის, რომ
მათი ესმით, უყვართ და აფასებენ. იმ შემთხვევებშიც კი, როდესსაც პრობლემები,
რომელზეც კლიენტები საუბრობდნენ, სხვა ლოკუსი ჰქონდათ, შეიძლება გეპოვათ
შინაგანი ეჭვი საკუთარ ღირებულებაში და თვითპატივისცემის არამდგრადობა.
ადამიანები მსგავსი ქრონიკული ყურადღების მოთხოვნილებით
გარშემომყოფების მხრიდან კლასიფიცირდებოდნენ ანალიტიკოსების მხრიდან
როგორც ნარცისული, მაშინაც კი თუ შეესაბამებოდნენ სტერეოტიპს ,,ფალოსურ“
ნარცისულ ხასიათს (ქედმარალი, პატივმოყვარე, მომხიბლავი), აღწერილი რაიხის
მიერ. ინტერვიუერში ისინი იწვევდნენ კონტრტრანსფერულ ინტერესს არა მათ
დაძაბულობის მიმართ, არამედ იმ მოწყენილობის, მოუთმენლობის და გაურკვეველი
გაღიზიანების, რომელსაც ისინი მათში აღვიძებდნენ. ადამიანები, რომლებიც ასეთ
პაციენტებს მკურნალობდნენ ამბობდნენ, რომ გრძნობდნენ უმნიშვნელობის განცდას,
იმის შეგრძნებას რომ მას ვერ ხედავენ, არ აფასებენ სათანადოდ ან ზედმეტად
აფასებენ. ისინი ვერ გრძნობდნენ, რომ მათ აფასებენ მცდელობისთვის დაეხმარონ
სხვას. პირიქით, ჩანდა, რომ მათ განიხილავდნენ როგორც ადვილად ჩანაცვლებად
წყაროს ემოციური ავსების ან გამოცარიელებისთვის.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასეთი პაციენტების პრობლემები მდგომარებს მათ
გრძნობებში იმასთან დაკავშირებით, ვინ არიან ისინი, რა არის მათი ღირებულებები
და რა უნარჩუნებს მათ თვითპატივისცემას. მათ ხანდახან შეეძლოთ თქმა, რომ არ
იციან ვინ არიან და რომ მათთვის მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმაში დარწმუნებას,
რომ თავად ისინი რაღაცას წარმოადგენენ. ეს პაციენტები ხშირად არ ჩანდნენ
მართლაც ,,ავად“ ტრადიციული თვალსაზრისით (აკონტროლებდნენ საკუთარ
იმპულსებს, ფლობდნენ ეგოს საკმარის ძალას, სტაბილურობას ურთიერთობებში და
ა.შ.), მაგრამ ისინი ვერ გრძნობდნენ სიხარულს საკუთარი ცხოვრებისგან და იმისგან
ვინც იყვნენ.
ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევდა რომ ასეთი პაციენტები არ
ექვემდებარებიან მკურნალობას, რადგან საკუთარი მე-ს განვითარების მიზანი არის
რამდენადმე უფრო გრანდიოზული, ვიდრე ცვლილება ან ხელახალი ორიენტაცია
უკვე არსებული ,,მე-ს“. სხვა მეცნიერები მუშაობდნენ ახალი მოდელების შექმნაზე,
რომელთა წყალობითაც ასეთი პაციენტების უკეთ გაგება იქნებოდა შესაძლებელი და
შესაბამისად, უფრო ეფექტური მკურნალობაც. ამასთან ზოგიერთი მეცნიერი
რჩებოდა არსებული მოდელის ფარგლებში (მაგალითად, ერიქსონი და როლო მეი
ეგო-ფსიქოლოგიის ფარგლებში; კენბერგი და მასტერსონი ობიექტთა ურთიერთობის
თეორიის ფარგლებში); სხვები ეძებდნენ რაღაც ახალს. ამგვარად, კარლ როჯერსი
(Rogers, 1951, 1961) გამოვიდა ტრადიციული ფსიქოანალიზის საზღვრებს გარეთ და
განავითარა თეორია და თერაპია, რომელმაც განამტკიცა ცნებები საკუთარი ,,მე’ს
განვითარება და თვითპატივისცემა.
ფსიქოანალიზის თეორიის შიგნით ჰაინც კოჰუტმა ჩამოაყალიბა ახალი თეორია
საკუთარი ,,მე“-ს: განვითარება, შესაძლო დარღვევები და მკურნალობა. სხვა
პროცესებს შორის მან გამოჰყო ნორმალური მოთხოვნილება იდეალიზაციის, ასევე
უშვებდა შესაძლებლობას შედარებით ზრდასრული ფსიქოპათოლოგიის იმ
შემთხვევებში როდესაც ზრდის პროცესი მიდის ობიექტების გარეშე, რომლებიც
შეიძლება ყოფილიყო პირველად იდელიზირებული, ხოლო შემდეგ თანდათან
უმტკივნეულოდ დეიდეალიზებული. კოჰუტის (Kohut, 1971, 1977, 1984) წვლილი
აღმოჩნდა სასარგებლო არა მხოლოდ იმით, რომ ის ეძებდა ახალ გზებს ნარცისული
კლიენტების გაგების და დახმარების. მან ასევე ხელი შეუწყო საერთო ორიენტაციის
შეცვლას რომ პაციენტების სელფ-სტრუქტურა განეხილათ, საკუთარ ,,მე“-ს
წარმოდგენაზე ( სელფ-რეპრეზენტაცია), საკუთარი თავის და იმის გაგების, როგორ
ხდება თვითპატივისცემა დამოკიდებული შინაგან პროცესებზე. სიცარიელის გაგება
და მათი ტანჯვა, რომელთაც არ აქვთ საიმედო სუპერ-ეგო, დაიკავა თავისი ადგილი
თანაგრძნობაში, რომელთან ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია გრძნობდენ მათ
მიმართ, ვისი სუპერ-ეგოც იყო მეტისმეტად მკაცრი.
კოჰუტის შრომამ და მისმა გავლენამ სხვა ავტორებზე (Alice Miller, Robert
Stolorow, George Atwood, Arnold Goldberg, Sheldon Bach, Paul и Anna Ornstein, Ernest
Wolf), საერთო განწყობამ გადაეაზრებინათ ფსიქოლოგიის საკითხები დიდი
მნიშვნელობა იქონია დიაგნოსტიკაში, იმის მიუხედავად, რომ როგორც ადრე
აღინიშნა, ტრადიციული პროცესი შესაფასებელი ინტერვიუსი ბევრი სელფ-
ფსიქოლოგის მიერ მიღებული იქნა ეჭვით.
ამ ახალმა გზამ კლინკური მასალის გააზრების, ფსიქოანალიტიკური თეორია
გაამდიდრა საკუთარი მე-ს (სელფის) ცნებით და უბიძგა მკვლევარებს გაეგოთ სელფ-
განცდების მოცულობა. თერაპევტებმა დაიწყეს იმის დანახვა, რომ იმ პაციენტებშიც
კი, რომლებსაც საერთო ჯამში აშკარად ნარცისულად ვერ განიხილავდი,
შეიძლებოდა გენახა მოქმედების მექანიზმები, რომელიც მიმართულია
თვითპატივისცემის შენარჩუნებაზე, სელფ-ფუნქციის დაკავშირების და უწყვეტობის
გრძნობა, რომელშიც ადრე ლიტერატურაში არ ეთმობოდა დიდი ყურადღება. დაცვა
ხელახლა იყო გადააზრებული არა მხოლო როგორც საშუალება შფოთვის
წინააღმდეგ, რომელიც გამოიწვია იდმა, ეგომ და სუპერ-ეგომ, არამედ ასევე
საშუალება შენარჩუნება საკუთარი ,,მე’-ს არაწინააღმდეგობრივი, პოზიტიური
განცდა (Goldberg, 1990a). ახლა ინტერვიუერებს შეეძლოთ გაეგოთ პაციენტი უფრო
სრულად, ტრადიციულ კითხვებთან ერთად (რისი ეშინია? რას აკეთებს შიშის
შემთხვევაში? [Waelder, 1960]) დაესვათ კითხვები როგორიცაა: ,,რამდენად
მოწყვლადია ამ ადამიანის თვითპატივისცემა? რას აკეთებს ის, როდესაც მის
თვითპატივისცემას რაიმე ემუქრება?
შემდეგ კლინიკური მაგალითს შეიძლება დაამტკიცოს ასეთი თეორიული
დამატების მნიშვნელობა. ორი პაციენტი შეიძლება იყოს კლინიკურად დეპრესიული
და ამასთან აქვთ პრაქტიკულად ერთიდაიგივე ვეგატატიური გამოვლინება:
უძილობა, მადის დარღვევა, ცრემლიანობა, ფსიქომოტორული შეფერხება და ა.შ.
მაგრამ ისინი რადიკალურად განსხვავდებიან თავიანთი სუბიექტური განცდებით.
ერთი გრძნობს თავს ცუდ ადამიანდ თავისი მორალური არასრულყოფილების
თვალსაზრისით. ის ფიქრობს თვითმკვლელობაზე, რადგან მიაჩნია, რომ მისი
არსებობა მხოლოდ ამწვავებს სამყაროს პრობლემებს და ის პლანეტას
გაანთავისუფლებს მისი არსებობისგან. მეორე გრძნობს თავს არა იმდენად
ამორალურად, რამდენადაც შინაგანად ცარიელად, დეფექტურად, უშნოდ. ის ასევე
ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მაგრამ არა იმისთვის რომ სამყარო უკეთესი გახდეს-
ის ვერ ხედავს ამ ცხოვრების აზრს. პირველი გრძნობს მტანჯველ დანაშაულის
განცდას, მეორე - ყოვლისმომცველ სირცხვილს (Blatt, 1974). ობიექტთა
ურთიერთობის ენაზე პირველი გადავსებულია ინტერნალიზებული ობიექტებით,
რომლებიც მას ეუბნებიან, რომ ის ცუდია; მეორეს არ ყავს ინტერნალიზებული
ობიექტები, რომლებიც შეძლებდნენ ის ემართად.
დიაგნოსტიკური განსხვავება პირველი ტიპის დეპრესიას, რომელსაც
ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში ხანდახან მელანქოლიას უწოდებენ და მეორე,
უფრო ნარცისულ ფსიქიკის გამოფიტვას შორის, ძალიან მნიშვენელოვანია
პრაქტიკული მიზეზით. პირველი ტიპი დეპრესიული კლიენტის არ უპასუხებს ღიად
ინტერვიუერის თანამგრძნობ, გამამხნევებელ ტონს; ის ჩათვლის, რომ ის ჩათვალეს
უფრო ღირსეულ ადამიანად, ვიდრე სინამდვილეშია და უფრო მეტად დაითრგუნება.
მეორე ტიპი დეპრესიული ადამიანის დიდ შვებას გრძნობს მხარდაჭერის და გაგების
ღიად გამოხატვისას. მისი სიცარიელე დროებით შევსებულ იქნება და მისი
სირცხვილის აგონია შემცირებული. მოგვიანებით მე უფრო დაწვრილებით აღვწერ ამ
ტიპებს შორის სხვაობას. ახლა უნდა აღვნიშნო, რომ სელფ-ფსიქოლოგიის გაჩენა
ფსიქოანალიზში დიაგნისტიკის თვალსაზრისით დიდად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

პიროვნების შეფასებაში სხვა ფსიქოანალიტიკური წვლილი

დრავივების, ეგო-ს, ობიექტთა და სელფ-ორიენტაციის თეორიის გარდა


ფსიქოანალიტიკურ მიმდინარეობაში არსებობს კიდევ რამდენიმე სხვა თეორია,
რომელმაც გავლენა იქონია ჩვენს მიერ ხასიათია გაგებაზე. ისინი მოიცავენ საკუთარ
თავში (მაგარამ ამით არ შემოიფარგლება) იუნგის, ადლერის და რანკის იდეებს;
მიურეის ,,პერსონოლოგიას“; ბერნის ტრანსაქტულ ანალიზს;
ტომკინსის ,,სცენარების თეორიას“; სემპსონის და ვეისის ,,კონტროლი-დაუფლების“
თეორია; სალივანის და კრიგმანის (Slavin & Kreigman, 1990) ევოლუციურ
ბიოლოგიურ მოდელს. ბევრი თერაპევტი ეყრდნობა როგორც ამ თეორიებს, ისე
უფრო ფართო თეორიებს, რომლებიც ზევით აღვწერეთ. სანამ ეს წიგნი
გამოქვეყნდება, ალბათ გამოვა ქაოსის თეორიის დამატება, რომლებიც გვთავაზობს
კიდევ ერთ მოდელს და კონსტრუქციას, რომელიც განიხილავს განვითარებას,
სტრუქტურას, ფუნქციას და დარღვეულ პიროვნულ ფუნქციონირებას.
ბოლოს მე მინდა აღვნიშნო დინამიური პროცესების მნიშვნელობა ხასიათში.
ფსიქოანალიტიკური თეორიები აქცენტს აკეთებს დინამიკაზე და არა პიროვნების
ნიშნებზე. სწორედ ყურადღება ცვალებად პატერნებში ხდის ანალიტიკურ გაგებას
უფრო მდიდარს და კლინიკურად უფრო საჭიროს, ვიდრე ის ნიშნები, რომელიც
შეიძლება ვიპოვოთ უმეტეს სახელმძღვანელოებში, როგორიცაა DSM.
ადამიანები წარმოადგენენ ორგანიზებულს მათთვის მნიშვნელოვანი
განზომილებებით და როგორც წესი, აჩვენებენ თვისებებს, რომელიც გამოხატავს
ორივე პოლუსს ნებისმიერი მათში წარმოადგენილი განზომილების. ფილიპ
სტეიტერმა (Philip Slater, 1970) ამ იდეის არსი გამოხატა თანამედროვე ლიტერატურის
კრიტიკის და ბიოგრაფიის ციტირებით:
,,ჰუმანისტების თაობა აღფრთოვანებული იყო თავად და აღაფრთოვანებდნენ
თავიანთ მკითხველებს, აჩვენებდნენ რა მათ ,,წინააღმდეგობებს“ და ,,პარადოქსებს“
რეალური და გამოგონილი ხასიათების უბრალოდ იმიტომ, რომ და გარკვეული
თვისებები და მათი საწინააღმდეგო აღმოჩნდებოდა ერთ ხასიათში. სინამდვილეში
საწინააღმდეგო თვისებები ყოველთვის თანაარსებობს, თუ ისინი რამდენადმე მაინც
ინტენსიურია და მთელი ტრადიცია ამოჩიჩქნოს ჭკვიანი სახით ხასიათის
პარადოქსები ემსახურება შთაბეჭდილების მოხდენას მხოლოდ მკითხველის
ფსიქოლოგიურ გულუბრყვილობაზე.
ამგვარად, ადამიანები, რომლებსაც პრობლემა აქვს სიახლოვესთან
დაკავშირებით, შეიძლება წუხდნენ როგორც ურთიერთობებში სიახლოვისგან, ისე
დისტანციის გამო. ამასთან ერთად, ადამიანები, რომლებიც მიილტვიან
წარმატებისკენ, ხშირად ყველაზე ძლიერ ეწინააღმდეგებიან მას. მანიაკალური
პირები ფსიქოლოგიურად უფრო დეპრესიულის მსგავსია და არა შიზოიდურის; კაცი,
რომელსაც უწესრიგო სექსუალური ცხოვრება აქვს, უფრო მეტად გავს იმას, ვინც
გადაწყვიტა თავისი სექსუალური დაუქორწინებლობით და არა იმას, ვისთვისაც
სექსუალობა არ წარმოადგენს პრობლემას. ადამიანები რთულები არიან, ხოლო მათი
საწინააღმდეგო- იშვიათი არაა. ანალიტიკური თეორია გვთავაზობს ჩვენ საშუალებას
ჩვენი კლიენტების დახმარების ცხოვრების საზრისის პოვნაში. ის ეხმარება
გადააქციოს თავისი სისუსტეები თავის ღირსებად.

You might also like