You are on page 1of 45

III ნაწილი

სოციალური ურთიერთქმედება და ურთიერთობა

თავი 8

პიროვნებათაშორისი ატრაქცია

თქვენ იმყოფებით ამერიკის ლიტერატურის სემინარის პირველ გაკვეთილზე, ცალი ყურით უსმენთ
გაჩაღებულ დისკუსიას და ათვალიერებთ ჯგუფში ახალ ამხანაგებს. თქვენ თავიდანვე გაგიჩნდათ
გამოკვეთილი მტრული განცდა გაბღენძილი ახალგაზრდა ვაჟის მიმართ, რომელიც ცდილობს რომ
საუბარში დომინირებული იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის აღებს პირს, თქვენ და თქვენს წინ
მჯდომი ქალი, ერთმანეთს გადახედავთ ხოლმე. ის ქალი მეგობრულად გიყურებთ და თქვენ
გადაწყვიტეთ გაესაუბროთ შესვენების დროს. იმის მიხედვით, თქვენ მზერა როგორ გადადის
სემინარის მაგიდის გასწვრივ, თქვენ აფასებთ თითეულ სტუდენტს, გონებაში აღნიშნავთ მათ, ვინც
მოგეწონათ და მათაც, ვინც არ მოგეწონათ.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე სოციალური ფსიქოლოგები ცდილობდნენ შეეღწიათ


პიროვნებათაშორისი მიზიდულობის საიდუმლოებებში, იკვლევდნენ რა ფუნდამენტალურ
პროცესებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ, თუ როგორი ადამიანები მოგვწონს და რატომ მოგვწონს
ისინი. ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ მიზიდულობის ახალ მეცნიერულ თეორიებზე. ჩვენ დავიწყებთ
სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბების ფუნდამენტური ადამიანური ტენდენციებით. შემდეგ
გადავალთ მარტოობის პრობლემის განხილვაზე, რომელიც საკმაოდ უსიამოვნო და ზოგჯერ
მტანჯველი გრძნობაა, რომელსაც განვიცდით, როდესაც ჩვენი სოციალური ურთიერთობები
არაადექვატური ხდებიან. შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ პიროვნებათშორისი მიზიდულობის ზოგად
პრინციპებზე და შევაფასებთ ისეთი ფაქტორების მნიშვნელობას, როგორიც არის ფიზიკური
მიმზიდველობა, განწყობების მსგავსება და სივრცეში სიახლოვე. ამ თავს დავასრულებთ
პიროვნებათშორისი ურთიერთობების ერთერთი სპეციფიკური ფორმის ანალიზით, როგორიცაა
რომანტიკული სიყვარული.

ხედვა სოციალური ცხოველის შესახებ

ადამიანები არიან სოციალური ცხოველები, რომლებიც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ატარებენ სხვა
ადამიანების გარემოცვაში. ერთ–ერთი გამოკვლევის დროს რიდ ლარსონმა და მისმა კოლეგებმა (Larson
et al., 1982) მიმართეს მოზრდილი ადამიანების და მოზარდების ჯგუფს თხოვნით, რომ ერთი კვირის
განმავლობაში ეტარებინათ ელექტრონული პეიჯერები. შემთხვევითობით არჩეულ დროს, ადრე
დილიდან გვიან ღამემდე, მკვლევარები ააქტიურებდნენ ამ პეიჯერებს ზარის რეკვით, რომელიც
სიგნალი იყო კვლევის მონაწილეებისათვის შეევსოთ მოკლე კითხვარი იმის აღწერით, თუ რას
აკეთებდნენ ისინი მოცემულ მომენტში და მარტო იყვნენ თუ სხვა ადამიანების გარემოცვაში. როგორც
8.1. ცხრილიდან ჩანს, ინდივიდები თავისი სიფხიზლის პერიოდში დროის ¾ ატარებენ სხვა
ადამიანების გარემოცვაში. ადამიანები უფრო მეტი ალბათობით რჩებოდნენ მარტო, როდესაც

1
დაკავებულები იყვნენ სახლში საშინაო საქმეებით, იღებდნენ შხაპს, უსმენდნენ მუსიკას ან
ამზადებდნენ გაკვეთილებს. პირიქით, ადამიანები ხშირად აღმოჩნდებოდნენ კომპანიებში, როდესაც
იყვნენ სკოლაში ან სამსახურში. რატომ იზიდავთ ადამიანებს სხვა ადამიანებთან ურთიერთობა? ამ
კითხვაზე ერთერთ პასუხს გვაძლევს აფილაციისკენ მისწრაფების კვლევები (Perlman, 1998).

ცხრილი 8.1

როგორ ატარებენ ადამიანები თავიანთ დროს

საქმიანობა მოზარდები, % მოზრდილები, %


მარტო სხვებთან ერთად მარტო სხვებთან
ერთად
სახლში
სახლის საქმეები 6,7 5,6 5,4 8,6
საკუთარი თავის მოვლა (შხაპის 2.1 0.5 2.2 1.2
მიღება და სხ.
საშინაო დავალების შესრულება 3.5 1.4 –––– ––––
(მხოლოდ მოზარდებისთვის)
ჭამა 0.6 3.1 0.7 2.4
ურთიერთობა (მათ შორის 2.6 5.4 –––––– 3.8
ტელეფონით)
სატელევიზიო გადაცემების 2.0 3.9 2.2 5.1
ყურება
კითხვა 2.0 1.4 1.5 1.4
ხელოვნებით და ჰობით დაკავება 0.7 0.5 0.3 0.2
დასვენება, მუსიკის მოსმენა 1.8 2.5 2.4 3.3
სახლში საქმიანობის ყველა სახე 20.0 24.3 14.7 26.0
სამსახურში ან სკოლაში
შრომა სამსახურში 1.6 2.2 5.9 20.9
კლასში (მხოლოდ 0.0 15.6 – –
მოზარდებისათვის)
სხვა სახის საქმიანობები 1.2 13.5 3.6 11.5
სამსახურში ან კლასში
სამუშაო და სასწავლო 2.8 31.3 9.5 32.3
საქმიანობის ყველა სახე
საზოგადოებრივ ადგილებში
მგზავრობის დროს (ავტობუსი და 1.3 3.3 2.9 3.6
ა.შ)
სხვა სახის საქმიანობები 1.2 6.2 0.8 1.1
დასვენება 0.6 9.0 1.2 3.6
ყველა სახის საქმიანობა 3.1 18.6 4.9 12.6
საზოგადოებრივ ადგილებში
მთლიანი დრო 25.9 74.1 29.1 70.9
შენიშვნა: ცხრილი გვიჩვენებს, თუ რამდენ ხანს ატარებენ ადამიანები მარტოობაში ან სხვა ადამიანებთან
ერთად ამა თუ იმ სპეციფიური სახის საქმიანობის დროს. მაგალითად, მოზარდები ამბობდნენ, რომ
ხარჯავდნენ თავიანთი დროის 6,7 სახლში სამუშაოს შესრულებაზე მარტოდ.
წყარო: ციტ. R. Larson, M. Csikszentmihalyi & R. Greaf, Time alone in Daily experience: Loneliness or renewal? In
L.A. Peplau & D. Perlman (Eds.), Loneliness, p.43. Copyright 1982 by john Wiley & Sons.

2
აფილაცია

1950–იან წლებში სტენლი შეხტერმა დაიწყო მნიშვნელოვანი ექსპერიმენტების სერიების ჩატარება,


რათა გამოევლინა ფაქტორები, რომელიც უძლიერებდა ადამიანებს სხვა ადამიანების გარემოცვაში
ყოფნას. შეხტერი (Schachter, 1959) ამოდიოდა დამაჯერებელი ჰიპოთეზიდან, რომ ადამიანები
ისწრაფვიან სხვა ადამიანებისკენ იმიტომ, რომ შეიმცირონ შიშის გრძნობა. ამგვარად, თუ მოზრდილ
ცდის პირებს შემთხვევით მოათავსებ იმ პირობებში, როდესაც ისინი განიცდიან ძლიერი ან სუსტი
შიშის გრძნობას, მაშინ ადამიანური საზოგადოებისაკენ მათ მისწრაფებაში შეინიშნება მნიშვნელოვანი
განსხვავებები.

ამ იდეის შესამოწმებლად შეხტერმა შეკრიბა მაღალი კურსის სტუდენტები. როდესაც ცდის პირები
მოდიოდნენ კვლევაში მონაწილეობის მისაღებად, მათ ხვდებოდათ თეთრ ხალათში ჩაცმული
ექსპერიმენტატორი ლაბორატორიაში, რომელშიც უამრავი ელექტრომოწყობილობა იყო.
ექსპერიმენტატორი მათ ეცნობოდა, როგორც დოქტორი გრეგორი ზილშტეინი, ნევროლოგიის და
ფსიქიატრიის ფაკულტეტიდან და უხსნიდა, რომ ექსპერიმენტი დაკავშირებულია ელექტროდენის
დარტყმის ეფექტის შესწავლასთან. იმისათვის, რომ ცდის პირების ერთი ნაწილი უფრო მეტად
შეეშინებინა, ვიდრე დანარჩენი ნაწილი, ექსპერიმენტატორი იყენებდა ორ განსხვავებულ აღწერას
ელექტროდარტყმების გამოყენებასთან დაკავშირებით.

ძლიერი შიშის ექსპერიმენტულ პირობებში დოქტორი ზილშტეინი აღწერდა ელექტრო დარტყმებს,


როგორც ძალიან საშიშს. ცდის პირებს აწვდიდნენ შემდეგი სახის ინფორმაციას: „სერიოზული
ელექტრო დენის დარტყმები იქნება . . . ამ სახის კვლევებში, თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა რაიმე
გავიგოთ, რათა რეალური დახმარება გავუწიოთ ადამიანებს, საჭიროა გამოვიყენოთ ნამდვილად
სერიოზული ელექტრო დარტყმები . . . ეს დარტყმები საკმაოდ მტკივნეული იქნება, მაგრამ
რასაკვირველია, ისინი არანაირ ფიზიკურ ზიანს არ მოგაყენებენ“. როდესაც ამას ეუბნებოდა, დოქტორი
ზილშტეინი ცდილობდა ცდის პირისთვის შეექმნა ძალიან საშიში და მტკივნეული განცდის
გამოკვეთილი მოლოდინი.

სუსტი შიშის ექსპერიმენტულ პირობებში მკვლევარებს ქონდათ მიზანი, მოედუნებინათ ცდის პირები
და დაექვეითებინათ სერიოზული დარტყმების შთაბეჭდილება. დოქტორი ზილშტეინი აღწერდა
ელექტრო დარტყმებს ამგვარად: „გარწმუნებთ, რომ რასაც თქვენ იგრძნობთ, არავითარ შემთხვევაში არ
გეტკინებათ. ეს უფრო გავს მსუბუქ მოღიტინებას ან ჩხვლეტას, შეიძლება გქონდეთ ოდნავ უსიამოვნო
განცდა“. ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფის ცდის პირებს ეუბნებოდნენ, რომ
ექსპერიმენტი დაკავშირებულია ელექტრო დარტყმებთან, ერთი ჯგუფი ელოდებოდა მტკივნეულ და
საშიშ ცდას, ხოლო მეორე თვლიდა, რომ ეს იქნებოდა სრულიად უწყინარი და უსაფრთხო პროცესი.
გამოკითხვის დროს, თუ რას განიცდიდნენ, ცდის პირები, რომლებიც ჩაყენებულები იყვნენ ძლიერი
შიშის ქვეშ, ისინი გაცილებით შეშინებულები იყვნენ.

შიშის აქტივაციის და გაზომვის შემდეგ დოქტორი ზილშტეინი ატყობინებდა ცდის პირებს 10 წუთიანი
შეფერხების შესახებ, რომელიც გამოწვეული იყო აპარატურის მომზადებით. იგი მათ ეუბნებოდა, რომ
შეეძლოთ ექსპერიმენტის დაწყებამდე მოეცადათ მოხერხებულ ოთახებში, სადაც იდგა სავარძლები და
მაგიდაზე ეწყო ჟურნალები. შემდეგ ექსპერიმენტატორი ამბობდა, რომ მას თავში შემდეგი აზრი
3
მოუვიდა: შეიძლება ვინმეს მარტო მოცდის სურვილი აქვს, ზოგს კი სურს სხვა ცდის პირებთან ერთად
ოთახში ყოფნა, რომლებიც ექსპერიმენტში იღებდნენ მონაწილეობას. ყოველ ადამიანს თხოვდნენ
მიეთითებინათ, რა ერჩივნათ: მარტო ოთახში მოცდა თუ სხვებთან ერთად ან სულ ერთი იყო თუ არა.
როგორც წინასწარი პროგნოზი ქონდათ, ცდის პირების 63%–ს „ძლიერი შიშის“ ჯგუფიდან ერჩივნათ
დაეცადათ სხვა მოხალისეებთან ერთად, განსხვავებით 33% ცდის პირებისგან, რომლებიც
მიეკუთვნებოდნენ „სუსტი შიშის“ ჯგუფს. შემდგომი კვლევების უმრავლესობამ, რომლებიც
შესრულებული იყო სიტუაციების ფართო სპექტრით, დაადასტურეს ეს ზოგადი დასკვნა. მაგალითად,
ერთერთ კვლევაში ქალები, რომლებიც განიცდიდნენ უკმაყოფილებას და არადამაჯერებლობას
საკუთარ ქორწინებასთან დაკავშირებით, შედარებას აკეთებდნენ ქალებთან, რომლებიც იყვნენ
ქორწინებით კმაყოფილები და თავდაჯერებულები. პროგნოზის მიხედვით, არათავდაჯერებული
ქალები გაცილებით უფრო მიისწრაფვოდნენ ურთიერთობებისკენ, რაც განისაზღვრებოდა მათ
ქორწინებასთან დაკავშირებით საუბრების რაოდენობით სხვა ადამიანებთან, (Buunk, Van Yperen, Taylor
& Collins, 1991).

თუ შეშინებული ადამიანები, როგორც წესი, მიისწრაფვიან სხვა ადამიანების საზოგადოებისკენ, რას


ელოდებიან ისინი ამ ადამიანებთან ურთიერთობებისგან? რა ფსიქოლოგიური პროცესი მოქმედებს ამ
შემთხვევაში? მკვლევარებმა გააანალიზეს ორი შესაძლო პასუხი. პირველი უკავშირდება ყურადღების
გადატანის ჰიპოთეზას: ადამიანები, რომლებიც განიცდიან შიშს, მიისწრაფვიან ურთიერთობისაკენ,
რათა გათავისუფლდნენ საკუთარი პრობლემებისგან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არ უნდა
ქონდეს იმას, თუ ვისთან ურთიერთობენ ისინი – ამისთვის პრაქტიკულად ყველა გამოდგება. მეორე
ჰიპოთეზა ეფუძნება სოციალური შედარების თეორიას. როგორც მე–4 თავში იყო აღწერილი, ეს
თეორია ამტკიცებს, რომ ადამიანები მიისწრაფვიან შეადარონ თავიანთი საკუთარი შეგრძნებები და
რეაქციები სხვა ადამიანების რეაქციებს და შეგრძნებებს მსგავს სიტუაციებში. როდესაც ჩვენ
აღმოვჩნდებით ახალ ან უჩვეულო სიტუაციაში და არათავდაჯერებულები ვართ, თუ როგორ უნდა
მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სხვა ადამიანებს, როგორც ინფორმაციის წყაროს.
ამგვარად, სოციალური შედარების ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანები, რომლებიც განიცდიან შიშს,
უნდა მიისწრაფვოდნენ აფილაციისკენ, მაგრამ მხოლოდ იმ ადამიანებისკენ, რომლებიც მსგავს
სიტუაციაში არიან.

ორივე თვალსაზრისი შემოწმდა მრავალრიცხოვან კვლევებში და ზოგადად მათი შედეგები ამტკიცებენ


სოციალური შედარების ჰიპოთეზას. კერძოდ ერთერთ კვლევაში, ცდისპირების ჯგუფს არჩევანს
უყენებდნენ: მარტო დალოდებოდნენ თუ დალოდებოდნენ სხვა ადამიანებთან ერთად, რომლებიც
ამავე კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას (Schachter, 1959). სხვა ცდისპირებს უყენებდნენ არჩევანს:
დალოდებოდნენ მარტო თუ დალოდებოდნენ სტუდენტებთან ერთად, რომლებიც მოვიდნენ
თავიანთი ფაკულტეტების კურატორთან შეხვედრაზე. მკვლევარების პროგნოზის მიხედვით, რაც
ეფუძნებოდა სოციალური შედარების თეორიას, შეშინებული ცდის პირები, ამჯობინებდნენ იმ
ადამიანების გარემოცვაში ლოდინს, რომლებიც იმავე სიტუაციაში იყვნენ და არა სხვა სიტუაციაში
მყოფ ადამიანებთან. როგორც შეხტერმა დაასკვნა: „უბედურებას არ მივყევართ ნებისმიერი
ადამიანების გარემოცვამდე, იგი ამჯობინებს უბედური ადამიანების გარემოცვას“ (Schachter, 1959).

თქვენ ალბათ შენიშნეთ, რომ ლაბორატორიული კვლევების დროს, ცდისპირებს არ ქონდათ


შესაძლებლობა ვინმესთან ერთად გაეყვანათ დრო, ვინც უკვე გაიარა ეს ექსპერიმენტი და შესაბამისად,
ზუსტი წარმოდგენა არ ქონდათ იმაზე, თუ რამდენად მტკივნეული იყო ელექტრო დარტყმები
4
სინამდვილეში. ბუნებრივ პირობებთან დაახლოებულმა კვლევებმა მოგვცა სწორედ ასეთი შედარების
შესაძლებლობა (Kulik, Mahler, 1989). ცდისპირები იყვნენ პაციენტები, რომლებსაც კორონარული
შუნტირების ოპერაცია უნდა გაეკეთებინათ. მათ აძლევდნენ საშუალებას აერჩიათ მეგობარი პალატაში:
მეორე პაციენტი, რომელიც იგივე ოპერაციას ელოდებოდა ან პაციენტი, რომელსაც უკვე გადატანილი
ქონდა ეს ოპერაცია. ამ ვარიანტების არსებობის პირობებში პაციენტების უმრავლესობა უპირატესობას
ანიჭებდა ყოფილიყვნენ პალატაში იმასთან, რომელმაც უკვე გაიკეთა ოპერაცია. პაციენტები თავიანთ
არჩევანს ხსნიდნენ შემდეგი სიტყვებით: „ყოველთვის კარგია დაელაპარაკო ისეთ ადამიანს, რომელმაც
ყველაფერი ეს გამოცადა“ ან „ვფიქრობ, რომ საუბარი ადამიანთან, რომელმაც ყველაფერი ეს გამოცადა
თავდაჯერებულობას შემმატებს“ (Kulik, Mahler, 1989). ახალი, პოტენციურად საშიში სიტუაციის
შეხებისას, ადამიანები ხშირად განიცდიან მოთხოვნილებებს იყვნენ მათ გვერდით, რომლებსაც
შეუძლიათ დაეხმარონ მათ და გაარკვიონ ახალ გამოცდილებაში (Kulik, Mahler & Earnest, 1994).

ყოველდღიურ ცხოვრებში ინდივიდები, როგორც წესი, მიისწრაფვიან ქონდეთ აფილაციის და


ფიზიკური სიახლოვის ოპტიმალური დონე სხვა ადამიანებთან, სიტუაციის მიხედვით (O,Connor,
Rosenblood, 1996). არსებობს აგრეთვე ინდივიდუალური განსხვავებები, თუ რა სიხშირით აქვთ
ადამიანებს სოციალური კონტაქტები; ერთნი უფრო ორიენტირებული არიან ადამიანებთან
ურთიერთობაზე, ვიდრე სხვები. გარდა ამისა, ჩვენი აფილაციისკენ მისწრაფება იცვლება თვითონ
სიტუაციის ზეგავლენით. ზოგჯერ ცხოვრებაში ჩნდება სიტუაციები, როდესაც თვით ურთიერთობაზე
ყველაზე ორიენტირებულ ადამიანსაც კი ურჩევნია მარტო დარჩენა, ხოლო სხვა მომენტებში
პრაქტიკულად ნებისმიერი ადამიანი განიცდის ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილებას.

ბავშვური მიჯაჭვულობა

ადამიანის უფრო მნიშვნელოვანი მისწრაფება, ვიდრე აფილაციის ტენდენციაა, არის კონკრეტული


ინდივიდების მიმართ მყარი კავშირების შექმნა. ჩვენთვის არასაკმარისია უბრალოდ სხვა ადამიანების
გარემოცვაში ყოფნა; ჩვენ უფრო გვსურს გვქონდეს მჭიდრო კავშირები ადამიანებთან, რომლებიც
ჩვენზე ზრუნავენ (Baumeister, leary, 1995). ამ მისწრაფების ყველაზე ადრეული ნიშნები ვლინდება
ბავშვობაში, როდესაც ჩვილი ბავშვები იყალიბებენ ძლიერ მიჯაჭვულობას ერთი ან რამდენიმე
მოზრდილის მიმართ. მიჯაჭვულობის ამ დამოკიდებულებას აღწერენ, როგორც ბავშვის პირველ
სიყვარულს.

ჩვილები ეჯაჭვებიან იმ მოზრდილებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ურთიერთობენ მათთან და


ავლენენ უფრო მეტ მზრუნველობას. ასეთები ჩვეულებრივ არიან დედა და მამა, თუმცა ასეთი
ადამიანი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვისთანაც ბავშვს რეგულარული კონტატი აქვს (Bowlby, 1988;
Hazan, Shaver, 1994). მიჯაჭვულობაში (attachment ) ჩვენ ვგულისხმობთ ჩვილის პოზიტიურ რეაქციებს
კონკრეტული ადამიანების მიმართ, რომელიც იმაში გამოიხატება, რომ იგი მათთან ერთად თავს უკეთ
გრძნობს და როდესაც ეშინია, მათ ეძებს.

მიჯაჭვულობა ბავშვებს აძლევს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას (Shaver, Klinnert, 1982). პირველი, ბავშვები
თავს უსაფრთხოდ გრძნობენ, როდესაც თავიანთი მიჯაჭვულობის ობიექტის გვერდით არიან.
როდესაც ბავშვებს ეშინიათ, ან უცხო სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ისინი მიმართავენ ამ ადამიანს
მხარდასაჭერად და დასამშვიდებლად. მაგალითად, ჩვილი ბავშვები გამოხატავენ ნაკლებ

5
მოუსვენრობას უცხო ადამიანის მიახლოების დროს, თუ იგი დედის ხელშია, ვიდრე როდესაც ისინი
არიან დედისგან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით.

მიჯაჭვულობის მეორე ფუნქცია არის, მიაწოდოს ბავშვს ინფორმაცია გარე სამყაროს შესახებ. როდესაც
ბავშვები არ არიან დარწმუნებულები იმაში, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ახალ სიტუაციაში, ისინი
მიმართავენ თავიანთი მიჯაჭვულობის ობიექტს, რათა მათ ასწავლონ. ერთ–ერთი კვლევის დროს,
რომელიც შეისწავლიდა 12–დან 18 თვის ასაკის ჩვილებს მათ დედებთან ერთად, ისინი მოათავსეს
სათამაშო ოთახში და უჩვენებდნენ ისეთ ახალ სათამაშოებს, როგორიც არის დიდი ობობა
დისტანციური მართვით, დინოზავრი დისტანციური მართვით და ა.შ. (Klinnert, 1981). რომელიმე ამ
უცნაური და უცხო ობიექტის გამოჩენაზე ბავშვების უმრავლესობა დედას უყურებდა შეკითხვის
თვალებით. თუ დედა (მკვლევარის ინსტრუქციის მიხედვით) გამოხატავდა შიშს, ბავშვი ჩვეულებრივ
იწევდა და ეკვროდა დედას. თუ დედა გამოხატავდა კმაყოფილებას და იღიმებოდა, ბავშვი მიიწევდა
ახალი სათამაშოსკენ. ბავშვის რეაქციებს წარმართავდა არავერბალური სიგნალები, რომელიც
დედისგან მოდიოდა.

ყველა ბავშვს უმუშავდება მიჯაჭვულობა თავისი პირველი მზრუნველი ადამიანის მიმართ. თუმცა ამ
მიჯაჭვულობის ხასიათი ბავშვსა და მშობლებს შორის შეიძლება შეიცვალოს. მერი ეინსუორტმა და
მისმა თანამშრომლებმა (Ainsworth, 1978) გამოყვეს მიჯაჭვულობის სამი ძირითადი სტილი, რომელიც
ბავშვსა და მშობელს შორის არსებობს:

 მტკიცე მიჯაჭვულობა ჩნდება მაშინ, როდესაც მშობელი ყოველთვის ადვილად მისაწვდომია


და გამოხატავს მზრუნველობას ბავშვის მოთხოვნილებების მიმართ.
 თავიდან არიდების მიჯაჭვულობა ჩნდება, როდესაც მშობელი გამოხატავს უგულისყურობას და
უგულვებელყოფას. ბავშვებმა თავიდან შეიძლება „გააპროტესტონ“ ყურადღების ასეთი
ნაკლებობა, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ისინი „შორდებიან“ თავიანთ მეურვეებს.
 მოუსვენარი/ამბივალენტური მიჯაჭვულობა ჩნდება, როდესაც პირველადი მეურვე გამოხატავს
მოუსვენრობას და არათანმიმდევრულად რეაგირებს ბავშვის მოთხოვნილებებზე. იგი ხან
შეიძლება იყოს ყურადღებიანი და მზრუნველი, ხან ხდება მიუწვდომელი და გაღიზიანებული.

ჩვენ ბავშვის მიჯაჭვულობის სტილი შეიძლება განვიხილოთ, როგორც პასუხი კითხვაზე: „შემიძლია
თუ არა დავეყრდნო ჩემს მშობელს აუცილებლობის შემთხვევაში?“. მტკიცე მიჯაჭვულობის სტილის
მქონე ბავშვის პასუხი იქნება „დიახ“; თავის ამრიდებელი ბავშვის – „არა“, ხოლო ამბივალენტური
ბავშვის პასუხი იქნება „შესაძლებელია“.

ბავშვურ მიჯაჭვულობას მკვლევარები ხსნიდნენ როგორც თანდაყოლილი ბიოლოგიური


ფაქტორებით, ასევე დასწავლის ფაქტორებით. ბიოლოგიური თვალსაზრისი ხაზს უსვამს
მიჭაჭვულობის ღირებულებას ბავშვის გადარჩენისთვის. ადამიანური არსებები ქვეყანას ევლინებიან
ძალიან უსუსურნი, საჭიროებენ, რომ მათზე იზრუნონ, დაიცვან, აჭამონ და სითბოში იყვნენ. როდესაც
ბავშვები იწყებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან არ დაშორდნენ
თავიანთ მშობლებს, რადგან შეიძლება აღმოჩნდნენ საფრთხის ქვეშ ან დაიკარგონ. მიჯაჭვულობა
აღმოჩნდა ადამიანური ევოლუციის ადაპტური ფაქტორი, რადგან ბავშვებს გადარჩენისთვის
აუცილებელი ყურადღების გარანტიებს აძლევდა. მიჯაჭვულობის ბიოლოგიური ახსნა
გამომდინარეობს ხედვიდან, რომ ჩვილების და მშობლების ქცევის და რეაქციების გარკვეული

6
ფორმები „პროგრამირდება“ გენეტიკურად, სწორედ ეს ფაქტორები განაპირობებენ მიჯაჭვულობის
ჩამოყალიბებას.

მეორე ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ხდება მიჯაჭვულობის დასწავლა. ბავშვი ეჯაჭვება მშობელს,
რადგან იგი კვებავს და უვლის მას.; მშობელი ეჯაჭვება ბავშვს, რადგან იგი აჯილდოვებს მშობელს.
მაგალითად, როდესაც ბავშვი ტირის, მშობელი მიდის მასთან, რადგან ტირილი ჩვეულებრივ ნიშნავს,
რომ მას რაღაცა უნდა. მშობელი მიდის და აძლევს ბავშვს საჭმელს ან უცვლის საცვლებს. ბავშვი წყვეტს
ტირილს. ურთიერთობის შედეგად ორივემ მიიღო განმტკიცება: ბავშვი თავს უკეთ გრძნობს, რადგან
მას უკვე აღარ შია ან არ არის მოუხერხებლად; მშობელი იღებს კმაყოფილებას იმისგან, რომ ბავშვი
აღარ ტირის.

სავარაუდოა, რომ ორივე, როგორც ბიოლოგიური, ასევე დასწავლის მიდგომა შეიცავს ჭეშმარიტების
მარცვალს. ნათელია, რომ ბავშვის ქცევის ბევრ თანდაყოლილ ფორმას შეაქვს თავისი წვლილი
მიჯაჭვულობაში. ბავშვს არა აქვს აუცილებლობა ისწავლოს ტირილი, გაიღიმოს ან თავი კარგად
იგრძნოს, როდესაც კომფორტულად არის; ეს თანდაყოლილი რეაქციები მნიშვნელოვანია ბავშვსა და
მშობელს შორის მიჯაჭვულობის გამოსამუშავებლად. მეორე მხრივ, ეჭვს არ იწვევს, რომ ჩვენს
დანახვაზე ბავშვის ღიმილი ან ტირილის შეწყვეტა არის განმამტკიცებელი ფაქტორი და ამ
განმტკიცების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებდით გაგვევითარებინა მის მიმართ ძლიერი მიჯაჭვულობა.
ამიტომ, სრულიად მისაღებად გვეჩვენება, რომ გარკვეული თანდაყოლილი ქცევის ფორმები ეხმარება
მიჯაჭვულობის გამომუშავებას, ხოლო მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ისინი ფუნქციონირებენ,
რეალიზდება მშობლის და ბავშვის ურთიერთობის განმტკიცების საფუძველზე.

მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნა მიჯაჭვულობის კვლევების დროს, მოწმობენ რომ აფილაციის
ტენდენციას ნაწილობრივ მაინც აქვს, ბიოლოგიური საფუძველი. როგორც ბიოლოგიური სახეობის
წარმომადგენლებს, ადამიანებს შესაძლებელია ქონდეთ წინასწარი მზაობა ჩამოაყალიბოს ემოციური
მიჯაჭვულობა მათ მიმართ, ვისთანაც მუდმივად ურთიერთობენ, და ასევე გააჩნდეთ მიდრეკილება,
განიცადონ დიდი კომფორტი და უსაფრთხოება ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ემოციური
მიჯაჭვულობის უნარი, რომელიც პირველად ვლინდება ჩვილობის ასაკში, ვითარდება მთელი
ცხოვრების განმავლობაში.

სოციალური ურთიერთობების სარგებელი

იმის მიხედვით, თუ როგორ ვიზრდებით, ჩვენი სოციალური მოთხოვნილებები ხდება უფრო რთული
და მრავალფეროვანი. ჩვენ ვაყალიბებთ ურთიერთობებს ადამიანებთან, რათა სასიამოვნოდ
გავატაროთ დრო, მივიღოთ დახმარება, გვქონდეს სექსუალური ცხოვრება, ვიგრძნოთ საკუთარი
გავლენა ან მივაღწიოთ აღიარებას. მრავალი თეორეტიკოსი ცდილობდა სარგებლის ძირითადი
ტიპების კლასიფიცირებას, რომელსაც იღებენ ადამიანები ურთიერთობის შედეგად. რობერტ ვეისმა
(Weiss, 1974) შემოგვთავაზა ილუსტრირებული ანალიზის მეთოდი. მან გამოყო ექვსი
ეგრეთწოდებული მთავარი „სოციალური ურთიერთობის რესურსი“ – მნიშვნელოვანი დაჯილდოების
ტიპები, რომელსაც იღებს ინდივიდი ურთიერთობის შედეგად.

 მიჯაჭვულობა – უსაფრთხოების და კომფორტის განცდა, რომელიც გამოწვეულია ყველაზე


ახლო ურთიერთობებით. ბავშვობაში ჩვენ ძლიერ ვეჯაჭვებოდით ჩვენს მშობლებს;

7
მოზრდილობაში, იგივე გრძნობას განვიცდით ჩვენს რომანტიკულ პარტნიორთან, მეუღლესთან
ან ახლო მეგობართან.
 სოციალური ინტეგრაცია – განცდა, რომ სხვა ადამიანები იზიარებენ ჩვენს განწყობებს
(ატიტუდებს) და ინტერესებს. ჩვეულებრივ ისინი უზრუნველყოფენ ურთიერთობებს
მეგობრებთან, კოლეგებთან, სამსახურის ამხანაგებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც იზიარებენ
ჩვენს რელიგიურ შეხედულებებს, მეზობლებთან და ა.შ. ასეთი ურთიერთდამოკიდებულებები
გვთავაზობენ მეგობრულ გარემოცვას და ქმნიან საკუთარი მიკუთვნებულობის განცდას
ჯგუფის მიმართ.
 საკუთარი მნიშვნელოვნების დამტკიცება – რომელიც უზრუნველყოფილია სხვა ადამიანების
მხარდაჭერით საკუთარი კომპეტენტურობისა და ღირებულების განცდაში.
 საიმედო ზურგის განცდა – უკავშირდება იმ ადამიანების არსებობის გაცნობიერებას, რომლებიც
მზად არიან მოვიდნენ დასახმარებლად მაშინ, როდესაც გიჭირთ. როდესაც ჩნდება
გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ჩვენ ხშირად მივმართავთ დასახმარებლად ჩვენი ოჯახის
წევრებს.
 დარიგება – უზრუნველყოფილია აღმზრდელების, მასწავლებლების, ექიმების, მეგობრების და
სხვა ადამიანების მიერ, რომლებსაც ჩვენ მივმართავთ რჩევისა და ინფორმაციისათვის.
 ზრუნვის გამოვლენის შესაძლებლობა – ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენ პასუხისმგებლობას
ვიღებთ ჩვენს თავზე სხვა ადამიანის საკეთილდღეოდ. ვიღაცის მიმართ ზრუნვა გვავსებს
საკუთარი მნიშვნელოვნების და აუცილებლობის განცდით.

შემოთავაზებული იყო სარგებლის კიდევ სხვა ტიპოლოგიები, რომლებიც სოციალური


ურთიერთობებიდან იყო ამოღებული და გამოიყო რამდენიმე სხვა ფუნქცია. მეტ–ნაკლებ ყურადღებას
იმსახურებს კვლევა, რომელშიც გაანალიზებულია, თუ რა გავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და
ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე სოციალური ურთიერთობები. მასში გამოყენებულია ტერმინი
სოციალური მხარდაჭერა, რომელიც ეხება პიროვნებათშორის გაცვლას, რომლის დროსაც ერთი
ადამიანი დახმარებას ან თანადგომას უწევს მეორეს. მკვლევარები გამოყოფენ სოციალური
მხარდაჭერის რამდენიმე მნიშვნელოვან ტიპს. მაგალითად, ინსტრუმენტული მხარდაჭერა
დაკავშირებულია ფინანსურ დახმარებასთან და სხვა სახის კეთილდღეობის და მომსახურების
მიწოდებასთან. ინფორმაციული მხარდაჭერა დაკავშირებულია რჩევებთან, ხელმძღვანელობასთან ან
სასარგებლო ინფორმაციასთან. სოციალურ მხარდაჭერას ჩვენ უფრო დეტალურად შევეხებით მე–14
თავში, რომელიც ჯანმრთელობას ეხება.

კონკრეტული სარგებლის ანალიზი, რომლებიც მიღებულია სოციალური ურთიერთობების შედეგად,


შესაძლებლობას იძლევა გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ეხება ადამიანის
სოციალურ მოთხოვნილებებს. პირველი – ადამიანური ურთიერთობების უპირატესობა ძალზე
მრავალრიცხოვანი და მრავალგვარია. ჩვენ ადვილად შეგვიძლია დავამატოთ ვეისის მიერ
შემოთავაზებულ სიას მრავალი სხვა სოციალური მოთხოვნილებები. მეორე – მსგავსი ანალიზი იმაზე
მიუთითებს, რომ არ არსებობს ურთიერთობის რაიმე უნიკალური ტიპი, რომელსაც შეუძლია
რეალიზება გაუკეთოს ყველა ჩვენს სოციალურ მოთხოვნილებებს. ნებისმიერ ადამიანთან
ურთიერთობამ შეიძლება უზრუნველყოს მიჯაჭვულობა, მაგრამ არა ჯგუფის მიმართ
მიკუთვნებულობის განცდა. მასწავლებელმა შეიძლება მოგვცეს სწავლასთან ან კარიერასთან
დაკავშირებული რჩევები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ გვასესხოს ფული ან წაგვიყვანოს

8
აეროპორტში. შესაბამისად, ჯანმრთელი და სავსე სოციალური ცხოვრება უზრუნველყოფილია
სხვადასხვა სოციალური ურთიერთობების არსებობით, რომლებსაც შეუძლიათ დააკმაყოფილონ
ადამიანური მოთხოვნილებების ფართო მრავალფეროვნება. როდესაც ჩვენი სოციალური
ურთიერთობები არაადექვატური და დაუკმაყოფილებელი ხდება, ჩვენ აღმოვჩნდებით მარტოობაში.

მარტოობა

მარტოობა ხასიათდება სუბიექტური დისკომფორტის განცდით, რომელსაც განვიცდით, როდესაც


ჩვენი სოციალური ურთიერთობები მოკლებულია რაიმე მნიშვნელოვან მახასიათებელს (Perlman,
Peplau, 1998). მსგავსმა დეფიციტმა შეიძლება ატაროს რაოდენობრივი ხასიათი: ჩვენ შეიძლება არ
გვყავდეს მეგობრები ან გვყავდეს ნაკლები მეგობარი, ვიდრე ამის სურვილი გვაქვს. ან შეიძლება იყოს
ხარისხობრივი: ჩვენ შეიძლება ვგრძნობდეთ რომ ჩვენი ურთიერთობები ხელოვნურია ან ნაკლებად
მისაღები, ვიდრე ჩვენ ეს გვინდოდა. მარტოობა და განმარტოება ერთი და იგივე არ არის. მარტოობა
„იმალება“ თვითონ ადამიანში, მისი განსაზღვრა არ შეიძლება მხოლოდ გარეგნულად. ამისგან
განსხვავებით, განმარტოება – არის ობიექტური მდგომარეობა სხვა ადამიანებისგან განზე დგომით.

მარტოობა და განმარტოებას შორის არ არსებობს აუცილებელი კავშირი. ჩვენ შეიძლება ბედნიერები


ვიყოთ მარტოობაში ან თავი მარტოდ ვიგრძნოთ ადამიანების მასაში. მიუხედავად ამისა ადამიანები
უფრო ხშირად გრძნობენ მარტოობას, როდესაც მარტო რჩებიან. ადრე ამ თავში ჩვენ აღვწერეთ კვლევა,
რომელიც ეხებოდა იმას, თუ როგორ ატარებენ ადამიანები თავიანთ დროს (Csikszentmihalyi, Greaf,
1982). ამ კვლევის დროს აღმოჩენილი იყო, რომ ადამიანები თავს გრძნობდნენ უფრო მარტოხელად,
როდესაც მარტო რჩებოდნენ, ვიდრე მაშინ, როდესაც იყვნენ ადამიანების გარემოცვაში. მოზარდებს
მარტოობის განცდა უძლიერდებოდათ, როდესაც ისინი მარტო რჩებოდნენ პარასკევს და შაბათს
საღამოს. მოზარდები არ განიცდიდნენ მარტოობას, თუ ვერ ახერხებდნენ ურთიერთობას მეგობრებთან
კვირის განმავლობაში სწავლის და საყიდლების დროს. თუმცა საღამოები დასვენების დღეებში,
როდესაც პირადი უპირატესობები და სოციალური ნორმები გვკარნახობენ, რომ მათი ადგილი
მეგობრებს შორის არის, ხშირად იწვევდნენ მათში მარტოობის განცდას.

მარტოობის განცდა. ნაციონალური გამოკითხვების დროს დაახლოებით ოთხი ამერიკელიდან ერთი


აღიარებდა, რომ გასული ორი კვირის განმავლობაში ერთხელ მაინც ძლიერ განიცდიდა მარტოობას ან
განმარტოებას სხვა ადამიანებისგან (Perlman, Peplau, 1998). მარტოობა შეიძლება იცვლებოდეს
დისკომფორტის განცდიდან ძლიერ და ხანგრძლივ მტანჯველ განცდამდე.

ზოგჯერ მარტოობის მიზეზი შეიძლება გახდეს ცხოვრებისეული ცვლილებები, რომლებიც გვართმევენ


მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს. ჩვეულებრივ მარტოობას იწვევენ სიტუაციები, როდესაც
გადავდივართ სხვა ქალაქში საცხოვრებლად, გადავდივართ სხვა სკოლაში, ახალ სამსახურში,
ვშორდებით მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს, ვწყვეტთ მნიშვნელოვან ურთიერთობებს. მარტოობა
შეიძლება გაჩნდეს ფიზიკური ავადმყოფობის დროსაც ან მძიმე უბედური შემთხვევის გამო, რომელიც
ხელს უშლის სოციალურ ურთიერთობებს, აჯაჭვებს ადამიანს საწოლს ან ზღუდავს მის ფიზიკურ
უნარებს (Lyons, 1991). ადამიანების უმრავლესობა ბოლოსდაბოლოს გამოდის ამგვარი სიტუაციური
მარტოობიდან და იღდგენს სრულფასოვან სოციალურ ცხოვრებას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგ
შემთხვევაში ამის მიღწევა საკმაოდ რთულია.
9
ზოგი ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში იტანჯება მარტოობით და ეს თითქმის არ არის
დამოკიდებული ცხოვრებისეულ ცვლილებებზე. მათ აქვთ ქრონიკული მარტოობის განცდა. ასეთმა
ინდივიდმა შეიძლება საკუთარ თავს უწოდოს უფრო „მარტოხელა ადამიანი“, ვიდრე ისეთი ადამიანი,
რომელმაც თავის ცხოვრების მანძილზე განიცადა მარტოობის პერიოდი. დაახლოებით მოზრდილი
ამერიკელების 10% იტანჯება ძლიერი და მუდმივი მარტოობის განცდით. აღმოჩნდა, რომ ძლიერი
მარტოობა დაკავშირებულია სხვადასხვა სახის პიროვნული პრობლემებთან, რომელიც გულისხმობს
დეპრესიას, ალკოჰოლის და ნარკოტიკების გამოყენებას, კოლეჯში ცუდად სწავლას, ფიზიკურ
ავადმყოფობას, ხოლო ხანდაზმული ადამიანებისათვის დაკავშირებულია ასევე იმ რისკის
გაზრდასთან, რომ მათ მოათავსებენ ხანდაზმულთა სახლში ან სიკვდილთან.

რობერტ ვეისმა (Weiss, 1973) გამოყო ორი ტიპის მარტოობა, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ
სოციალური რესურსი როგორ აკლია ადამიანებს. ემოციური მარტოობა ჩნდება ახლო მიჯაჭვულობის
არქონის შედეგად – ისეთის, როგორიც აქვთ ბავშვებს მშობლებისგან, მოზრდილებს – მეუღლისგან ან
ახლო მეგობრისგან. სოციალური მარტოობა ჩნდება, როდესაც ადამიანს აკლია სოციალური
ინტეგრაციის განცდა ან თავისი თავის მიკუთვნებულობა საზოგადოებასთან, რაც უზრუნველყოფს
მეგობრების ან სამსახურში ამხანაგების ყოლას. ეს ორი ტიპის მარტოობა ადამიანმა შეიძლება
სხვადასხვაგვარად განიცადოს. ახალდაქორწინებულებმა, რომლებიც ახალი განცდებისათვის
გადავიდნენ ალიასკაზე საცხოვრებლად, შეიძლება არც განიცადონ ემოციური მარტოობა – მათ ხომ
ერთმანეთი ყავთ. თუმცა, შესაძლოა განიცადონ სოციალური მარტოობა, მანამ სანამ ახალ ნაცნობებს არ
შეიძენენ და არ იგრძნობენ თავიანთ მიკუთვნებულობას ახალი საზოგადოების მიმართ. ქვრივმა
შესაძლებელია განიცადოს ძლიერი ემოციური მარტოობა მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა
იგი აგრძელებს მრავალ სოციალურ ურთიერთობებს ნათესავებთან და ნაცნობებთან.

ვის ემუქრება მარტოობის რისკი? საზოგადოების არც ერთ ნაწილს არ გააჩნია მარტოობის იმუნიტეტი,
თუმცა ადამიანების ერთ ნაწილს უფრო ემუქრება გაცილებით ძლიერი რისკი განიცადოს ამგვარი
მდგომარეობა, ვიდრე მეორე ნაწილს (Peplau, Perlman, 1982). ბავშვობაში მიღებულმა გარკვეულმა
გამოცდილებამ შესაძლოა ინდივიდები განაწყოს მარტოობისკენ. მაგალითად, განქორწინებული
მშობლების შვილები მარტოობის უფრო მეტი რისკის ქვეშ არიან მოზრდილობაში, ვიდრე ბავშვები,
რომლებიც სრულფასოვან ოჯახებში გაიზარდნენ. კვლევები, რომლებიც ჩატარებული იყო
მოზრდილებზე, გვიჩვენებენ აშკარა კავშირს დაბალ თვითშეფასებასა და მარტოობას შორის (Olmstead,
Guy, O’Malley & Bentler, 1991). ადამიანი, რომელიც არათავდაჯერებულია, სავარაუდოა, ნაკლებად
გარისკავს სოციალური ურთიერთობებს, რადგან თავისდაუნებურად გადასცემს თავის
არასრულფასოვნებას სხვებს. ამან თავის მხრივ შეიძლება ნიადაგი შექმნას მწირი სოციალური
ურთიერთობებისთვის და მარტოობისთვის.

არ არის გასაკვირი, რომ დაქორწინებული ადამიანები ნაკლებად განიცდიან მარტოობის გრძნობას


(Stack, 1998). ერთობლივი ცხოვრების მოცემული უპირატესობა უფრო აშკარად აქვთ გამოკვეთილი
ოფიციალურად დაქოწინებულებს, ვიდრე წყვილებს, რომლებიც რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობენ.
თუმცა, საინტერესოა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი ცოლიანი მამაკაცი და ქმრიანი ქალი მაინც განიცდის
მარტოობის გრძნობას. ქმარი ან ცოლი შეიძლება გრძნობდეს მარტოობას, რადგან მათი ქორწინება ვერ
აკმაყოფილებს მათ პიროვნულ მოთხოვნილებებს, ან იმიტომ, რომ მათ არ ყავთ მეგობრები და
ნაცნობები. მარტოობა უფრო მეტად გავრცელებულია ღარიბ ადამიანებს შორის, ვიდრე მდიდრებს

10
შორის. უფრო ადვილია კარგი ურთიერთობების შენარჩუნება, როდესაც ადამიანებს აქვთ დრო და
ფული, რათა ერთად გაატარონ დასვენება.

მარტოობა ასევე დაკავშირებულია ასაკთან. გავრცელებული სტერეოტიპები გვკარნახობენ


წარმოდგენებს, რომ ხანდაზმულობა არის დიდი მარტოობის ხანა. თუმცა კვლევები მოწმობენ იმას,
რომ სინამდვილეში მარტოობა უფრო მეტად გავრცელებულია მოზარდებსა და ახალგაზრდებში და
ყველაზე ნაკლებად უფრო მოზრდილ ადამიანებში (Perlman, 1990). ერთერთი ფართო მასშტაბიანი
გამოკითხვის დროს 18 წლამდე ასაკის რესპოდენტების 79% ამბობდა, რომ ისინი ზოგჯერ ან ხშირად
განიცდიან მარტოობის გრძნობას და მხოლოდ 53% 45–დან 54 წლამდე და 37% 55 წლის ზემოთ
ამბობდა იგივეს (Parlee, 1979). მკვლევარებმა ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ამგვარი ასაკობრივი
გამიჯვნის მიზეზი. ნაწილობრივ, ამაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს „თაობებს შორის
განსხვავებულობამ“; ახალგაზრდები შეიძლება უფრო ადვილად გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს და
აღიარებენ მარტოობის განცდას, ვიდრე მოზრდილი ადამიანები. თუმცა, ასევე შეიძლება აღმოჩნდეს,
რომ ახალგაზრდები ხვდებიან მრავალ სოციალურ ცვლილებებს, მაგალითად, როგორიც არის
მშობლების სახლიდან წასვლა, დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება, კოლეჯში მოწყობა ან პირველი
სამსახურის დაწყება, როდესაც თითეულმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს მარტოობა. იმის
მიხედვით, რაც უფრო ემატებათ ადამიანებს ასაკი, მათმა სოციალურმა ცხოვრებამ შესაძლოა შეიძინოს
უფრო მეტი სტაბილობა. ასაკთან ერთად ადამიანები ითვისებენ სხვადასხვა სოციალურ უნარებს და
ჩვევებს და იმუშავებენ უფრო რეალისტურ მოლოდინებს სოციალური კავშირების მიმართ.

ცხოვრების მანძილზე, დაბადებიდან სიკვდილამდე, მხოლოდ ცოტა ადამიანმა თუ შეძლო თავიდან


აერიდებინა მარტოობის განცდა. თუმცა მარტოობა სამართლიანად უნდა განვიხილოთ, როგორც არა
სისუსტის გამოვლენა, არამედ როგორც ჩვენი ადამიანური მოთხოვნილებების ასახვა სოციალური
ურთიერთობების მიმართ – მოთხოვნილებების, რომელიც ყველა ადამიანს ახასიათებს. აი, რატომ არის
ურთიერთობების დამყარება მარტოობის თავიდან აცილების ერთადერთი ეფექტური საშუალება,
რომელიც პასუხობს მიჯაჭვულობის ჩვენს ძირითად ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს.

პიროვნებათშორისი მიზიდულობის ფუნდამენტური პრინციპები

რატომ მოგვწონს ზოგი ადამიანი და რატომ არ მოგვწონს სხვები? რა განსაზღვრავს ჩვენი მეგობრების
და ამხანაგების არჩევანს? ალბათ ამ კითხვაზე ზოგადი პასუხი იქნება შემდეგი: ჩვენ მოგვწონს
ადამიანები, რომლებიც შესაბამისად გვექცევიან და გვეხმარებიან ჩვენი მოთხოვნილებების
დაკმაყოფილებაში. დაჯილდოების ერთერთი მნიშვნელოვანი სახეა სოცილური მოწონება და
მრავალმა მკვლევარმა აჩვენა, რომ ჩვენ მიდრეკილება გვაქვს სიმპათიები გვქონდეს ადამიანების
მიმართ, რომლებიც პოზიტიურად გვაფასებენ. არსებობს აგრეთვე ურთიერთმიზიდვის ტენდენციები:
მოგვწონს ის ადამიანები, რომლებსაც ჩვენ მოვწონვართ და ამ ეფექტის ძალა იზრდება ურთიერთობის
გახანგრძლივებასთან ერთად (Kenny, 1994).

მეორე ზოგადი პრინციპი ეფუძნება სოციალური გაცვლის თეორიას. ადამიანები მაშინ მოგვწონს,
როდესაც ჩვენ მათთან ურთიერთობას აღვიქვამთ, როგორც სარგებლის მომტანს, ანუ როდესაც
სარგებელი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ამ ურთიერთობის შედეგად წონის ჩვენს მიერ გაღებულ საფასურს.
ამგვარად, ჩვენ შეიძლება მოგვეწონოს სტენი იმიტომ, რომ იგი ძლიერი, მხიარული ადამიანია და
კარგი სპორტსმენია, და იმიტომ რომ, ეს მიმზიდველი თვისებები წონის მის აუტანელ თვისებას –

11
დაგვიანებას. სოციალური გაცვლის თეორიები ასევე ხაზს უსმევენ იმას, რომ ჩვენ ვაკეთებთ
შედარებას, შევაფასებთ რა სარგებელს, რომელსაც ვიღებთ ერთი ადამიანისგან, იმ სარგებელთან
შედარებით, რომელსაც ვიღებთ სხვა ადამიანებისგან. სოციალური გაცვლის პოზიციის ეს მიდგომა
დეტალურად იქნება განხილული მე–9 თავში. არ დავივწყოთ ეს ზოგადი პრინციპები და შევეხოთ
უფრო სპეციფიკური ფაქტორების კვლევების განხილვას, რომლებიც ასევე ახდენენ გავლენას
პიროვნებათშორის მიზიდულობაზე. მიზიდულობის ოთხი მნიშვნელოვანი დეტერმინანტი არის
სივრცითი სიახლოვე, ნაცნობობა, მსგავსება და ინდივიდის პიროვნული თვისებები. თითოეული ამ
ფაქტორის განხილვის განმავლობაში ჩვენ ასევე მივუთითებთ გარკვეულ გამონაკლისებზე, რომლებიც
გადახრილია ზოგადი წესიდან.

სივრცითი სიახლოვე

საუკეთესო მაჩვენებელი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, იმეგობრებს თუ არა ორი


ადამიანი, არის ის, თუ რამდენად შორს ცხოვრობენ ისინი ერთმანეთისგან. თუ ერთი ცხოვრობს
ბრაზილიაში, ხოლო მეორე ჩინეთში, ალბათ ისინი ვერ გახდებიან მეგობრები. თუ ერთი ცხოვრობს
ჩიკაგოში, ხოლო მეორე ფენიქსში ან მაშინაც კი თუ ისინი ცხოვრობენ ერთი და იგივე ქალაქის ორ
სხვადასხვა ბოლოში, მაშინაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი მეგობრები იქნებიან. პრაქტიკულად,
თუ ორი ადამიანი ცხოვრობს დაახლოებით 10 კვარტალის მოშორებით, ალბათობა, რომ მეგობრები
აღმოჩნდებიან, გაცილებით მცირეა, ვიდრე მაშინ, თუ ისინი ცხოვრობენ მეზობელ ბინებში. სივრცითი
სიახლოვე – განსაკუთრებით ძლიერი ფაქტორია პიროვნებათშორის მიზიდულობაში.

1950–იან წლებში სოციალური ფსიქოლოგების ჯგუფი სწავლობდა სივრცითი სიახლოვის ეფექტს


ვესტგეიტ–ვესტში, ერთერთ მსხვილ საცხოვრებელ კომპლექსში (Festinger, Schachter & Back, 1950).
ვესტგეიტ–ვესტი შედგებოდა 17 ცალკე განლაგებული ორსართულიანი სახლისგან, რომელთაგან
თითეულში იყო 10 ბინა (5 ბინა თითო სართულზე). ბინები პრაქტიკულად იდენტური იყო. რაც უფრო
მნიშვნელოვანია, მობინადრეებს არ აურჩევიათ ბინები, თუ რომელ ბინაში უნდა ეცხოვრათ; ბინებს
აძლევდნენ იმის მიხედვით, თუ რომელი გათავისუფლდებოდა ძველი მობინადრისგან. შედეგად
ვესტგეიტ–ვესტი აღმოჩნდა საველე ექსპერიმენტულ პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებული,
მობინადრეების შემთხვევითი განაწილების მიხედვით.

ყველა რესპონდენტს უსმევდნენ კითხვას: „ვესტგეიტ–ვესტში რომელ სამ ადამიანთან ურთიერთობთ


ყველაზე ხშირად?“. შედეგებმა ნათლად აჩვენეს, რომ მობინადრეები მეგობრობდნენ მათთან,
რომლებიც უშუალო სიახლოვეს ცხოვრობდნენ. ადამიანები, რომლებიც ერთ სართულზე
ცხოვრობდნენ, თავიანთ უახლოეს მეზობელს უფრო ხშირად ახსენებდნენ, ვიდრე ერთი კარების
მოშორებით მცხოვრებ მეზობელს, ხოლო ერთი კარებით მოშორებით მცხოვრებ მეზობელს უფრო
ხშირად, ვიდრე ბოლო ბინაში მცხოვრებ მეზობელს. 41% მეგობრობდა უახლოეს მეზობელთან, ხოლო
ერთი კარების მოშორებით მეზობელთან მეგობრობდა 22%. მხოლოდ 10% მეგობრობდა ბოლო ბინაში
მცხოვრებ მეზობელთან. გარდა ამისა, სხვადასხვა სართულზე მცხოვრები ადამიანები უფრო იშვიათად
ხდებოდნენ მეგობრები, ვიდრე ერთ სართულზე მცხოვრები მეზობლები, მაშინაც კი, თუ ფიზიკური
სიახლოვე მათ შორის დაახლოებით ერთი და იგივე იყო. სავარაუდოა, ეს ხდებოდა იმიტომ, რომ
კიბეზე ასვლა და ჩამოსვლა მოითხოვდა უფრო მეტ ძალისხმევას, ვიდრე ერთ სართულზე მოძრაობა.
ამგვარად, სხვადასხვა სართულზე მცხოვრები ადამიანები განიცდიდნენ დიდ ფსიქოლოგიურ
დისტანციას, ვიდრე ერთ სართულზე მცხოვრები ადამიანები. მკვლევარებმა ასეთ მანძილს უწოდეს

12
ფუნქციონალური მანძილი, რაშიც გულისხმობდნენ, რომ ურთიერთობის დამყარების ალბათობა
განისაზღვრება, გარდა ფაქტიური მანძილისა, ასევე მრავალბინიანი სახლის განლაგებით. რაც უფრო
ახლო ცხოვრობენ ადამიანები ერთმანეთთან, როგორც ფიზიკურ, ასევე ფუნქციონალურ მანძილზე ,
უფრო მეტი ალბათობაა, რომ ისინი დამეგობრდებიან.

ბოლო წლების გამოკვლევებში მკვლევარები ცდილობდნენ გაერკვიათ, თუ კოლეჯების საერთო


საცხოვრებლის ფიზიკური განლაგება როგორ ახდენს გავლენას სოციალურ ურთიერთობებზე.
კოლეჯების საერთო საცხოვრებლები ჩვეულებრივ შენდება ორი პროექტის მიხედვით. ერთერთი
საერთო საცხოვრებელის ოთახები განლაგებულია გრძელ დერეფანში დასვენების ოთახთან და
სააბაზანოებთან ერთად, რომელსაც მოცემულ დერეფანში მცხოვრები ყველა მობინადრე იყენებს.
მეორე ტიპის პროექტში არის რამდენიმე საძინებლისგან შემდგარი ბინა, რომელიც განლაგებულია
საერთო სასტუმრო ოთახის გარშემო და ამასთან ერთად მათ აქვთ საერთო სააბაზანო. თითეული
მობინადრის საცხოვრებელი სივრცე ორივე შემთხვევაში დაახლოებით ერთნაირია. თუმცა, ეს
დაგეგმარებები, როგორც ჩანს განსხვავებულ გავლენას ახდენს საერთო საცხოვრებლებში მცხოვრებ
სტუდენტებზე. ატარებდნენ რა კვლევებს, ბაუმმა და დევისმა (Baum, Davis, 1980) ნებართვა მიიღეს
გაენაწილებინათ პირველკურსელი სტუდენტი გოგონები საცხოვრებლის შემთხვევითი განაწილების
პრინციპით. იმისათვის, რომ გარემო შემდეგშიც გაეკონტროლებინათ, მკვლევარებმა აირჩიეს ორი
ერთნაირი სართული გრძელი დერეფნებით ერთსა და იმავე საერთო საცხოვრებელში. ერთერთი
სართულის დაგეგმარება უცვლელად დატოვეს; მეორე სართული გადააკეთეს იმგვარად, რომ
დერეფანი დაყოფილიყო რამდენიმე სექტორად დასასვენებელ ოთახებთან ერთად. მკვლევარები
თხოვდნენ სტუდენტებს შეევსოთ კითხვარები სასწავლო წლის დასაწყისში და რამდენჯერმე წლის
განმავლობაში. ისინი აგრეთვე სისტემატურად აკვირდებოდნენ საერთო საცხოვრებელში სოციალურ
ურთიერთობებს. ექსპერიმენტების შედეგები ნათელი იყო. საერთო საცხოვრებელში რამდენიმე კვირის
ყოფნის შემდეგ, სტუდენტები, რომლებიც ცხოვრობდნენ სექტორებად დაყოფილ სართულზე,
ლაპარაკობდნენ დიდ წარმატებებზე, რომ მათ საერთო საცხოვრებელში შეიძინეს ახალი მეგობრები და
რომ მათ მრავალრიცხოვანი კონტაქტები ქონდათ დასასვენებელ ოთახში და დარეფანში. კომპაქტური
ცხოვრება უფრო განცალკევებულთან შედარებით ხელს უწყობდა მეგობრული ურთიერთობების
ჩამოყალიბებას.

სივრცითი სიახლოვის მნიშვნელობის დამატებით მტკიცებას იძლევა კვლევა, რომლის დროსაც


ადამიანებს თხოვდნენ აღეწერათ „ურთიერთობები, რომელიც დაამახსოვრდათ“ – ან ცოტა ხნის წინ
მომხდარი შემთხვევები, როცა ისინი განიხილავდნენ რაიმე მნიშვნელოვანს სხვა ადამიანთან პირად
კონტაქტში (Latane, Liu, Nowak, Bonevento & Zheng, 1995). მონაწილეებს ასევე თხოვდნენ
მიეთითებინათ ფიზიკური მანძილი, რომელიც მას და მეორე ადამიანს ყოფდა, რომელიც
მონაწილეობდა იმ სამახსოვრო ურთიერთობაში. შედეგებმა აჩვენა ფიზიკური მანძილის
მნიშვნელობის დამაჯერებელი მტკიცებულებები. თუმცა, სამახსოვრო ურთიერთობების 10% ხდებოდა
იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ 50 მილზე მეტ მანძილზე, ურთიერთობების უმეტესობა
დაკავშირებული იყო იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობდნენ გვერდით ან იმავე სახლში ან 1
მილის სიშორის ფარგლებში. ეს შედეგები აღდგენილი იქნა განმეორებით გამოკითხვებში სამ
განსხვავებულ შერჩევით ჯგუფში აშშ–ში და ჩინეთში.

13
სივრცითი სიახლოვის გავლენის ახსნა

ადამიანები, რომლებიც უშუალო სიახლოვეს იმყოფებიან, გაცილებით უფრო ადვილად მისაწვდომი


არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც ჩვენგან შორს იმყოფებიან. სრულიად ნათელია, რომ ჩვენ არ შეიძლება
მოგვეწონოს ან გახდნენ ჩვენი მეგობრები ის ადამიანები, რომლებსაც არასოდეს არ შევხვედრივართ.
ჩვენ მეგობრებს ვირჩევთ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ვიცნობთ. ახლოს მყოფი ადამიანების
მისაწვდომობა ასევე ახდენს გავლენას ურთიერთობის პროცესში დაჯილდოების და საფასურის
ბალანსზე – მომენტის, რომელსაც განსაკუთრებით გამოყოფს სოციალური გაცვლის თეორია. ჩვენ არ
გვჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა იმისათვის, რომ წავეჭორავოთ მეზობელს ან ვკითხოთ რა
ავტობუსი მიდის აეროპორტამდე. მაშინაც კი, თუ მეზობლის კომპანია ნაწილობრივ არის სასიამოვნო,
ჩვენ შეიძლება არ მივაქციოთ ამას ყურადღება და მასში სარგებელი ვნახოთ. ამისგან განსხვავებით,
დიდ მანძილზე ურთიერთობა მოითხოვს დროს, დაგეგმვას და ფულს. როდესაც კარგი მეგობრები
აქეთ–იქით გაემგზავრებიან ხოლმე, ისინი ჩვეულებრივ პირდებიან ერთმანეთს, რომ რეგულარულად
შეეცდებიან კონტაქტს. თუმცა, ბევრი მათგანი მალე აღმოაჩენს, რომ მათი კონტაქტები ბოლოს და
ბოლოს დადის დაბადების დღის მისალოცი ღია ბარათის გაგზავნამდე და სატელეფონო ზარებამდე.

სივრცითი სიახლოვის გავლენის მეორე ახსნა დაფუძნებულია კოგნიტური დისონანსის თეორიაზე,


რომელიც აღწერილია მე–5 თავში. ამ თეორიის თანახმად, ადამიანები მიისწრაფვიან შეინარჩუნონ
საკუთარი ატიტუდების ჰარმონიული შესაბამისობა ან თანხმობა – შეთანხმებულად ააგონ თავიანთი
სიმპატიები და ანტიპატიები, თავიდან აიცილონ წინააღმდეგობები. ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია
იცხოვრო ან იმუშავო გვერდიგვერდ მათთან, ვინც არ მოგვწონს და ამის გამო განვიცდით ძლიერ
კოგნიტურ ზეწოლას, რათა სიპათიით განვეწყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც გვიხდება
ურთიერთობა. ჩვენში არსებობს მოტივაცია სიმპათიები გვქონდეს მათ მიმართ, ვისთანაც
დაკავშირებულები ვართ და ვეძებოთ შესაძლებლობები ვიყოთ მათ გვერდით, ვინც ჩვენ მოგვწონს.
მაგალითად, დავუშვათ, რომ თქვენ ჩამოხვედით კოლეჯში და გაიცანით ოთახის მომავალი მეზობელი,
რომელიც მაშინვე არ მოგეწონათ. თქვენ ორი ვარიანტი გაქვთ, კოგნიტური დისონანსის
შესამცირებლად. თქვენ შეძლებისდაგვარად ცდილობთ თავი აარიდოთ თქვენი ოთახის მეზობელს და
გსურთ სხვა ოთახში გადასვლა. ან თქვენ შეგიძლიათ გადააფასოთ თქვენი მეზობელი, დაინახოთ მასში
რაიმე კარგი თვისებები, რათა თავიდან აირიდოთ კონფლიქტები და გამოასწოროთ სიტუაცია.
პრობლემა იქამდე დადის, თუ რისი შეცვლა შეიძლება უფრო ადვილად. ხშირად ურთიერთობის
სრულიად შეწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელი შეიძლება აღმოჩნდეს. საერთო საცხოვრებლის
თქვენი კურატორი შეიძლება მყარად იდგეს იმ აზრზე, რომ სემესტრის ბოლომდე თქვენ ვერ
გამოიცვლით მეზობელს. შედეგად, თქვენ განიცდით ზეწოლას მეზობლისადმი სიმპათიის გაზრდის
მიმართულებით.

სხვა მკვლევარებმა ასევე აჩვენეს, რომ ურთიერთობის უბრალო მოლოდინი ზრდის სიმპათიას.
ერთერთი კვლევის დროს კოლეჯის სტუდენტები დათანხმდნენ ფსიქოლოგების შეთავაზებას, რომ
ხუთი კვირის განმავლობაში ევლოთ პაემანზე (Berscheid, Graziano, Monson & Dermer, 1976). ცდის
პირებს აჩვენებდნენ სხვადასხვა ადამიანის ვიდეოჩანაწერებს, სავარაუდო პარტნიორებს მომავალი
პაემნებისთვის და მათ, ვისთანაც არ იყო დაგეგმილი პაემნები, რომლებიც შემთხვევითობის
პრინციპით იყო განაწილებული. მომავალი პაემნების პარტნიორები სტუდენტებს უფრო ხშირად
მოწონდათ. თუ ვიცით, რომ მოგვიხდება მომავალში კონკრეტულ ადამიანებთან ურთიერთობა, ჩვენ
მიდრეკილება გვაქვს გავაძლიეროთ ამ ადამიანები პოზიტიური თვისებები და იგნორირება
14
გავუკეთოთ, ან მინიმუმამდე დავიყვანოთ ნეგატიური თვისებები. კოგნიტური შესაბამისობისკენ
მისწრაფება მოტივაციას გვაძლევს, სიმპათია გაგვიჩნდეს მეზობლების, ამხანაგების და სხვა
ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს სიახლოვეს იმყოფებიან.

არსებობს, რასაკვირველია, გამონაკლისები სიმპათიებთან მიმართ, რომელიც დაკავშირებულია


სივრცით სიახლოვესთან. ზოგჯერ არანაირი რაოდენობის კოგნიტური გადაფასება არ დაგვარწმუნებს
იმაში, რომ ჩვენი ოფისის უხეში მდივანი სინამდვილეში სასიამოვნო ქალია და რომ ჩემი ჯიუტი და
უზრდელი დაიკო სინამდვილეში პატარა ანგელოზია. სივრცითი სიახლოვე დიდი ალბათობით
უწყობს ხელს მზიდულობას, როდესაც ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს გააჩნიათ მსგავსი
ატიტუდები და მიზნები. სინამდვილეში, როდესაც ადამიანებში დასაწყისიდანვე არსებობს
ანტაგონიზმი ან კონფლიქტი, სივრცითმა დაახლოებამ და კონტაქტების რაოდენობის გაზრდამ
შეიძლება პირიქით, გააძლიეროს ნეგატიური გრძნობები.

ნაცნობობა

ადამიანები, რომელთა გვერდით ვცხოვრობთ ან ვმუშაობთ, ხდებიან ჩვენი ნაცნობები და ამ


ნაცნობობამ შეიძლება გააძლიეროს პიროვნებათშორისი ურთიერთობები. თავისთავად ფაქტი, რომ
ჩვენ ხშირად ვხვდებით თვალში სხვა ადამიანს, შეიძლება მას გაუზარდოს მიზიდულობა ჩვენს
მიმართ. ეს მარტივი წარდგენის ეფექტი ნაჩვენები იყო რობერტ ზაიონცის (Zajonc et al., 1968) და მისი
კოლეგების მიერ.

ერთერთ კველვაში ზაიონცმა კოლეჯის სტუდენტებს უჩვენა ადამიანების ფოტოები. ზოგიერთი სახე
აჩვენეს 25–ჯერ, ზოგიერთები კი მხოლოდ 1 ან 2 –ჯერ. ამის შემდეგ ცდის პირები მიუთითებდნენ, თუ
რამდენად მოეწონათ მათ თითეული სახე და მათი აზრით, რამდენად მოეწონებოდათ თვითონ ეს
ადამიანი. შედეგები წარმოდგენილია ნახ. 8.1. რაც უფრო ხშირად ხედავდნენ ცდის პირები სახეს, მით
უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ მათ იგი მოწონთ და თვლიდნენ, რომ მოეწონებოდათ ეს ადამიანი.
ასეთივე შედეგი იყო მიღებული სიტუაციაში, როდესაც მრავალჯერ აჩვენებდნენ რეალურ ადამიანს.

4.0

3.5

3.0

2.5

0 1 2 5 10 25

ს ი ხ შ ი რ ე

ნახ. 8.1. კავშირი ჩვენების სიხშირესა და მიზიდულობას შორის. ცდის პირებს აჩვენებდნენ სხვადასხვა
ადამიანების ფოტოებს, ამასთან ერთად ჩვენებათა რიცხვი იცვლებოდა. რაც უფრო ხშირად ხედავდნენ ცდის
პირები კონკრეტულ სახეს, მით უფრო ხშირად ამობდნენ იმას, რომ მათ მოწონთ ეს ადამიანი. წყარო.:Zajonc, 1968

15
სხვა კვლევებში მორლენდმა და ბიჩმა (Moreland, Beach, 1992) მიიწვიეს კოლეჯის 4 სტუდენტი გოგონა
თანაშემწის როლში საველე ექსპერიმენტის ჩატარების დროს. წინასწარმა ტესტირებამ აჩვენა, რომ
ყველა სტუდენტი ფასდებოდა მიმზიდველობის თანაბარი ხარისხით. ძირითადი კვლევის დროს,
თითეული სტუდენტი დადიოდა სოციალური ფსიქოლოგიის საკმაოდ მოცულობითი სალექციო
კურსის მეცადინეობებზე, სადაც თავს აჩვენებდა როგორც ამ კურსის მსმენელი. თითეული სტუდენტი
სხვადასხვა რაოდენობით ესწრებოდა მეცადინეობებს – 1; 5; 10 ან 15–ჯერ სემესტრის განმავლობაში.
სემესტრის დამთავრების შემდეგ ჯგუფში სტუდენტებს თხოვეს შეეფასებინათ თითეული მათგანი
ნაჩვენები სლაიდების მიხედვით. რაც უფრო ხშირად ხედავდნენ სტუდენტები გოგონას სემესტრის
განმავლობაში, მით უფრო ხშირად ამბობდნენ, რომ მათ იგი მოწონთ.

ნაცნობობის ეფექტის სხვა ორიგინალური ჩვენება დაკავშირებულია ადამიანების რეაქციასთან


საკუთარი სახის მიმართ. ადამიანის სახე არ არის აბსოლუტურად სიმეტრიული; მარცხენა თვალი
შეიძლება მარჯვენაზე ცოტა მაღლა იყოს, ღიმილი ცოტა გვერდული, თმები ივარცხნება მარჯვენა ან
მარცხენა მხარეს და სხვა. ჩვენი ნაცნობები ჩვენს სახეს ისეთად ხედავენ, როგორც ეს ჩანს გარე
დამკვირვებლის თვალით. ჩვენ ვხედავთ სხვა სახეს – იმის სარკისებურ ასახვას, რასაც ჩვენი ნაცნობები
ხედავენ. ჩვენთვის მარჯვენა თვალი არის ცოტა ზევით, თმები გადავარცხნილია მარცხენა მხარეს და
ა.შ.

მარტივი წარდგენის პრინციპის შესაბამისად, ჩვენი ნაცნობები უპირატესობას უნდა ანიჭებდნენ ჩვენს
სახეს მათთვის ჩვეული რაკურსით, ჩვენ კი უპირატესობას უნდა ვანიჭებდეთ ჩვენს სარკისებურ
გამოსახულებას. კვლევებმა დაადასტურა ეს პროგნოზი (Mita, Dermer & Knight, 1977).
ექსპერიმენტატორები ფოტოებს უღებდნენ კოლეჯის სტუდენტებს და თვითონ მათ და მათ ნაცნობებს
აჩვენებდნენ ამ ფოტოებს. ზოგიერთი ფოტო იყო ჩვეულებრივი სურათი, ზოგი კი გაკეთებული იყო
ნეგატივის მეორე მხრიდან (ანუ, რასაც ვხედავთ სარკეში). თვითონ სტუდენტებმა უპირატესობა
მიანიჭეს სარკისებურ გამოსახულებას (68 წინააღმდეგ 32%–სა). მათი ნაცნობები უპირატესობას
ანიჭებდნენ ჩვეულებრივ სურათებს (61 წინააღმდეგ 39%–სა). თითეულს უფრო მეტად მოწონდა სახე,
რომელსაც უფრო ხშირად უყურებდა.

ნაცნობობის ეფექტის ახსნა

რატომ ზრდის ნაცნობობა კეთილგანწყობას? პირველ რიგში, არაერთჯერადი აღქმა ხელს უწყობს
ცნობადობას, და ეს არის სასარგებლო ნაბიჯი იმისათვის, რომ გაჩნდეს სიმპათია. თუმცა მარტივი
წარდგენის ეფექტები მაშინაც წარმოიშვებოდნენ, როდესაც ცდის პირები ვერ ცნობდნენ ადამიანს ან
შესაფასებელ ობიექტს (Bornstein, D’Agostino, 1992). მეორე, იმის მიხედვით, რაც უფრო ნაცნობები
ხდებიან ჩვენთვის ადამიანები, ისინი ხდებიან უფრო პროგნოზირებადნი. რაც უფრო ხშირად
ვხვდებით ჩვენს მეზობელს, მით უფრო კარგად ვეცნობით მას და უკეთ შეგვიძლია პროგნოზირება, თუ
როგორ მოიქცევა იგი ლიფტში ან სამრეცხაოში. შედეგად, ჩვენ უფრო მშვიდად ვგრძნობთ თავს
მათთან.

მარტივი წარდგენის მესამე შედეგი იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სხვა
ადამიანები ჩვენ გვგავს. მორლენდის და ბიჩის (Moreland, Beach, 1992) ადრე აღწერილი კვლევა,
რომლის დროსაც სტუდენტები ესწრებოდნენ სოციალური ფსიქოლოგიის ლექციების კურსს 1–დან 15–
ჯერ, ეხებოდა ამ საკითხსაც. სტუდენტები აფასებდნენ გოგონებს, რომლებიც ხშირად ესწრებოდნენ

16
მეცადინეობებს, როგორც მათ მსგავსს, როგორც პირად ურთიერთობებში, ისე საგანმანათლებლო
მომზადებაში და მომავალის გეგმებში.

მარტივი წარდგენის ეფექტის შეზღუდვები

როგორც უკვე მიხვდით, არსებობს მარტივი წარდგენის ეფექტის შეზღუდვები. წარდგენა უფრო
ეფექტურად ახდენს გავლენას სიმპათიის გაზრდაზე ადამიანის ან ობიექტის მიმართ, რომელიც
იმთავითვე აღიქმება კეთილსასურველად ან სულ ცოტა, ნეიტრალურად მაინც, მაგრამ არა იმ
შემთხვევაში, როდესაც აღქმა თავიდანვე ნეგატიურია. ამ გარემოებაზე როდესაც მიუთითებდა,
ზაიონსს (Zajonc, 1968) მაგალითის სახით მოყავდა ადამიანი, რომელიც ხშირად გვინახავს
ბორკილებით. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ გვიმტკიცდება რწმენა, რომ იგი დამნაშავეა.
მკვლევარებმა ეს იდეა ექსპერიმენტებით შეამოწმეს, ცდის პირებს აჩვენებდნენ ადამიანების სურათებს,
რომლებიც პოზიტიურად იყვნენ გამოსახულები (მაგ. როგორც მეცნიერები), ნეიტრალურად
(სპორტულ მაისურებში ჩაცმულები) ან ნეგატიურად (ეჭვმიტანილის ამოცნობის პოლიციის
პროცედურა).

პოზიტიური და ნეიტრალური ფოტოების განმეორებითი ჩვენება ზრდიდა სიმპათიას, მაგრამ


ნეგატიური ფოტოებს ჩვენება არანაირ ეფექტს არ იწვევდა (perlman, Oskamp, 1971).

მეორე გამონაკლისი ნაცნობობასა და სიმპათიის კავშირს შორის ჩნდება, როდესაც ორ ადამიანს აქვს
ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები, მოთხოვნილებები ან პიროვნული თვისებები. მათ
რასაკვირველია შეუძლიათ არ მოეწონოთ ერთმანეთი, მაგრამ ამასთან ერთად ნაკლები საფუძველი
აქვთ რომ ქონდეთ ერთმანეთის მიმართ არმოწონება. თუმცა, კონტაქტების გამეორების შემდეგ ეს
წინააღმდეგობები იწყებენ დაგროვებას. ადამიანებს შეუძლიათ უფრო მეტად არ მოეწონოთ ერთმანეთი
ხშირი კონტაქტების შედეგად. მესამე შეზღუდვა იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან დიდი ოდენობით
გამეორებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მობეზრება და მოყირჭება (Bornstein, Kale & Cornell, 1990).
სავარაუდოა, არსებობს წარდგენის (შეხვედრის) რაიმე ოპტიმალური დონე, რომელიც ზრდის
მიზიდულობას გარკვეულ მაქსიმალურ ნიშნულამდე, რომელიც დამოკიდებულია ადამიანებსა და
კონკრეტულ სიტუაციაზე.

მსგავსება

პიროვნებათშორისი მიზიდულობის შემდეგი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მსგავსება. ჩვენ უფრო


ხშირად მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვგავს თავიანთი განწყობებით, ინტერესებით,
ღირებულებებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და პიროვნული თვისებებით (simpson, Harris,
1994). მსგავსების ეფექტი ვრცელდება მეგობრულ ურთიერთობებზე, პაემნის დანიშვნაზე მეუღლის
არჩევაზე. ძველი გამოთქმა „ერთნაირი ბუმბულის მქონე ჩიტები ერთად იყრიან თავს“ ძალიან სწორია.

ერთერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც გვიჩვენა, რომ მსგავსებას მეგობრობამდე მივყევართ, იყო
თეოდორ ნიუკომბი (Newcomb, 1961). მან დაიქირავა დიდი სახლი მიჩიგანის უნივერსიტეტის
მახლობლად და სტუდენტ–ბიჭებს შეთავაზა ეცხოვრათ მასში უფასოდ თავისი ექსპერიმენტების
სანაცვლოდ. მანამ, სანამ ჩასახლდებოდნენ, სტუდენტებმა შეავსეს კითხვარები, რომელიც ეხებოდა მათ
განწყობებს და ღირებულებებს. ნიუკომბი აკონტროლებდა სტუდენტების განაწილებას ოთახებში
იმგვარად, რომ ზოგი ოთახის მეზობლებს უნდა ქონოდათ ძალიან მსგავსი განწყობები, ხოლო სხვებს

17
ძალიან განსხვავებული. სემესტრის ბოლოს, თავიდანვე მსგავსი განწყობების მქონე მეზობლებს
ძირითადად ერთმანეთი მოეწონათ და საბოლოოდ მეგობრებიც გახდნენ; მეზობლები, რომლებსაც
განსხვავებული განწყობები ქონდათ, როგორც წესი, ერთმანეთის მიმართ განიცდიდნენ არმოწონებას
და არ ხდებოდნენ მეგობრები.

მსგავსებასა და სიმპათიას შორის კავშირს მრავალი კვლევა დაეთმო. დონ მირნმა (Byrne et al., 1971) და
მისმა კოლეგებმა შეისწავლეს განწყობებს შორის მსგავსება. სხვა ისეთი ფაქტორების გამოსავლენად,
რომლებსაც შეიძლებოდა გავლენა მოეხდინა სიმპათიაზე, როგორებიც არიან გარეგნობა და
პიროვნული თვისებები, ბირნმა შეიმუშავა ილუზორული სხვების ტექნიკა (phantom other technique).
ტიპიურ კვლევებში მონაწილეები ავსებდნენ კითხვარებს, რომელიც ეხებოდა მათ პირად განწყობებს.
შემდეგ ისინი ათვალიერებდნენ სხვა კითხვარს, რომელიც ვითომ სხვა ადამიანის მიერ იყო
შევსებული. სინამდვილეში არ არსებობდა არავითარი სხვა ადამიანი (სწორედ აქედან არის ტერმინი
„ილუზორული სხვა“). ექსპერიმენტატორები შეგნებულად წერდნენ ცდისპირების პასუხების მსგავს,
ზომიერად მსგავს ან სრულიად არამსგავს პასუხებს. შემდეგ ცდის პირებს თხოვდნენ მიეთითებინათ,
მათი აზრით, როგორ მოეწონებოდათ ეს ადამიანი. კვლევის შედეგებმა, რომელიც ამ მეთოდს
იყენებდა აჩვენეს, რომ განწყობების მსგავსება მნიშვნელოვნად განაპირობებს სიმპათიას. რაც უფრო
მეტია განწყობებს შორის მსგავსება, მით მეტია მოსალოდნელი სიმპათიის ხარისხი. ეს ეფექტი
ნაჩვენები იქნა სრულიად განსხვავებულ ჯგუფებთან, დაწყებული ბავშვებიდან, კოლეჯის
სტუდენტებიდან, სამედიცინო პაციენტებიდან, დამთავრებული – პრაქტიკანტი სტაჟიორებით და
ალკოჰოლიკებით.

მსგავსების მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ განწყობებით. ეთნიკური წარმომავლობის,


რელიგიის, პოლიტიკური შეხედულებების, სოციალური კლასის, განათლების და ასაკობრივი
მსგავსება – ყველაფერი ეს გავლენას ახდენს მიზიდულობაზე. მაგალითად, დაწყებითი და საშუალო
სკოლის მოსწავლეების კვლევებმა აჩვენეს, რომ მეგობრებად გახდომის ტენდენცია ახასიათებს ერთი
რასის და სქესის ბავშვებს. მეგობრები ხდებიან ხოლმე ერთი ასაკის, ერთნაირი წარმატების და ა.შ.
ადამიანები, ასევე აგრესიული ქცევის ტიპის მიხედვით მსგავსი და საზოგადოებრივი აქტიობის
მიხედვით მსგავსი ადამიანები (Kupersmidt, DeRosier & Patterson, 1995). კოლეჯში, ოთახებში
შემთხვევითობის პრინციპით განაწილებული სტუდენტები, რომლებსაც მსგავსი პიროვნული
თვისებები ქონდათ გამოხატავდნენ თავიანთ ურთიერთობებში უფრო მეტ კმაყოფილებას და დიდი
ალბათობით სახლდებოდნენ ერთად ახალ სასწავლო წელს, ვიდრე სხვადასხვა პიროვნული
თვისებების მქონე სტუდენტები (Carli, Ganley & Pierce-Otay, 1991).

მსგავსი პარტნიორის არჩევის ტენდენციამ პაემნის დანიშვნისას და ქორწინებისას მიიღო


შესაბამისობის პრინციპის სახელწოდება. გამოკვეთილ ფემინისტ ქალებს არ ახასიათებთ ისეთ
მამაკაცებთან ურთიერთობა, რომლებსაც სქესობრივ როლებზე ტრადიციული შეხედულებები
გააჩნიათ, ისევე როგორც ორთოდოქს იუდეველებს – პაემანი დაუნიშნონ ფუნდამენტალისტ–
ქრისტიანებს. პაემნის პარტნიორები და მეუღლეები ჩვეულებრივ მსგავსები არიან არა მარტო
ღირებულებების და განწყობების თვალსაზრისით, ასევე გარეგნულადაც, სოციალური წარმოშობით და
პიროვნული თვისებებით (Schoen, Wooldredge, 1989; Stevens, Owens & Schaefer, 1990). მაგალითად,
კვლევებში, სადაც წყვილები ერთმანეთს ხვდებოდნენ, აღმოჩნდა, რომ პარტნიორებს ქონდათ
ასაკობრივი, ინტელექტუალური, განათლების, რელიგიური მიკუთვნებულობის, ფიზიკური
მიმზიდველობის და სიმაღლისაც კი მსგავსების ტენდენცია (Hill, Peplau, 1998). ისინი ასევე
18
იზიარებდნენ მსგავს შეხედულებებს სექსუალურ ქცევებსა და სქესობრივ როლებზე. გარდა ამისა,
წყვილები, რომლებიც გაცნობის პირველი დღიდანვე ყველაზე მეტად მსგავსები იყვნენ თავიანთი
სოციალური წარმოშობით, უფრო მეტი ალბათობით იყვნენ ერთად ერთი წლის და 15 წლის შემდეგაც.

რასაკვირველია, იმის თქმა, რომ მეგობრებს და მეუღლეებს გააჩნიათ ტენდენცია, შეესაბამებოდნენ


ერთმანეთს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ყველაფერში ერთნაირები არიან. როდესაც სხვადასხვა
რასის, რელიგიის და სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობის
შესაძლებლობა, და აღმოაჩენენ, რომ გააჩნით ერთნაირი ინტერესები და ღირებულებები, მეგობრობა
და სიყვარული, არც თუ იშვიათად, გადალახავს ხოლმე განსხვავებული სოციალური წარმოშობის
ბარიერებს. ამის ილუსტრაციაა, აშშ–ში ქორწინებების რაოდენობის ზრდა განსხვავებული რასების
წარმომადგენლებს შორის. მოსახლეობის აღწერის მონაცემების თანახმად, დაახლოებით 1,8%–ია
განსხვავებული რასის ცოლ-ქმრული წყვილი, შედარებით 1,3% 1980 წელთან და 1%–ზე ნაკლები 1970
წელთან (U.S. Bureau of the Census, 1990). ზოგიერთი მცირერიცხოვანი ჯგუფების წარმომადგენლები,
ისეთები, როგორებიც არიან ამერიკელი იაპონელები და ამერიკელი ინდიელები, თანაბარი სიხშირით
ქორწინდებიან როგორც თავისი ჯგუფის წევრებზე, ისე სხვა ჯგუფის წარმომადგენლებზე (John, 1988;
Lee, Fernander, 1998). ასევე გავრცელებულია ქორწინებები სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან;
აშშ–ში დაახლოებით 20% პროტესტანტი, 40% კათოლიკი და 50% იუდეველი ქორწინდება სხვა
რელიგიის წარმომადგენლებთან (Stover, Hope, 1993).

მსგავსების ეფექტის ახსნა

რატომ თამაშობს მსგავსება ასეთ მნიშვნელოვან როლს პიროვნებათშორის მიზიდულობაში? არსებობს


რამდენიმე ახსნა (Rubin, 1973). პირველ რიგში, მსგავსება, როგორც წესი – სასიამოვნო ფაქტორია. ჩვენი
მსგავსი ადამიანები მიდრეკილები არიან დაეთანხმონ ჩვენს იდეებს, რითაც გვიმტკიცებენ ჩვენი
საკუთარი ხედვების ჭეშმარიტების რწმენას. მეორე მხრივ, ნაკლები სიამოვნებაა იმ ადამიანებთან
ურთიერთობა, ვინც ჩვენ არ გვეთანხმება, აკრიტიკებს ჩვენს შეხედულებებს და ჩვენს გემოვნებას და
შეხედულებებს ეჭვქვეშ აყენებს. მსგავსი ღირებულებები და ინტერესები ერთობლივი საქმიანობის
საფუძველს ქმნის, იქნება ეს ატომური იარაღის წარმოების ქარხნის პიკეტირება თუ წინასაარჩევნო
მიტინგში მონაწილეობა. ღირებულებებსა და ინტერესებში განსხვავებამ შეიძლება გამოიწვიოს სხვა
ადამიანის მიმართ არმოწონება და მასთან ურთიერთობისგან თავის არიდება (Risenbaum, 1986; Tan,
Singh, 1995).

მსგავსებასა და სიმპათიას შორის ურთიერთკავშირის მეორე ახსნა ეყრდნობა კოგნიტური დისონანსის


თეორიას. ვინმეს სიყვარული და ამავე დროს ფუნდამენტურ საკითხებში მასთან შეუთავსებლობა
ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავზარდოთ კოგნიტური
შესაბამისობა, ობიექტების მხრიდან ვარჩევთ იმ ადამიანების სიმპათიებს, რომლებიც მხარს უჭერენ
ჩვენს თვალსზრისებს და არ მოგვწონს ისინი, რომლებიც არ გვეთანხმებიან. კოგნიტური
შესაბამისობისკენ მისწრაფებამ შეიძლება გამოიწვიოს ჩვენს მიერ მეგობრებად იმ ადამიანების არჩევა,
რომლებიც ნამდვილად იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს, თუმცა იგი ასევე გვაიძულებს გადავაჭარბოთ
მათი ჩვენდამი დათანხმების ხარისხი. ჩვენ შეიძლება მხარი დავუჭიროთ კოგნიტურ შესაბამისობას,
რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ მსგავსი შეხედულებები, მაშინაც კი თუ ასეთი
შეხედულება მცდარია.

19
მსგავსების ეფექტის მესამე ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანები სპეციალურად ირჩევენ
პარტნიორებს, რომლებიც მათი მსგავსები არიან თავიანთ განწყობებსა და სოციალურ
მოთხოვნილებებში. ნებისმიერ ადამიანს სურს ხვდებოდეს ვინმეს, რომელიც ძალიან ლამაზია,
მდიდარია და ცნობილია, თუმცა უმრავლესობა საბოლოოდ ხვდება ისეთ პარტნიორებს, რომლებიც
მათი მსგავსია. ჩვენი აბსტრაქტული იდეალები იძულებულია დაემორჩილოს შეზღუდულ სოციალურ
რეალობას. ეს სიტუაცია შეესაბამება გადაწყვეტილების მიღების პროცესს მოსალოდნელი სარგებლის
თეორიის მიხედვით, რომელიც განვიხილეთ 1 თავში. ამ თეორიის თანახმად, ადამიანები
მხედველობაში იღებენ არა მარტო დაჯილდოების ღირებულებას რაიმე კონკრეტული არჩევანისთვის
(მაგალითად, მომავალი პაემანის პოტენციური სურვილი), არამედ წარმატების მიღწევის ალბათობას,
როდესაც ამ არჩევანს აკეთებს (ის, თუ როგორ დამთავრდება პაემანი ამ ადამიანთან). რეალურ
ცხოვრებაში სოციალურად შედარებით სასურველ ადამიანებს გააჩნიათ ასევე უფრო მეტი
მოთხოვნები, და ამის გამო შემდგომი უარყოფა მათი მხრიდან საკმაოდ მაღალია. მოსალოდნელი
სარგებლის თეორიის თანახმად, ადამიანებს მიდრეკილება აქვთ შეარჩიონ თავისთვის სასურველი
პარტნიორები მათგან, რომლებიც მეტი ალბათობით შეაფასებენ მათ მიმზიდველობას. ამის გამო
ადამიანებს გააჩნიათ ტენდენცია შეარჩიონ მათთვის უფრო ახლო მდგომი, სოციალური
სასურველობის თვალსაზრისით.

ფიზიკური მიმზიდველობის კვლევები აჩვენებენ ამ პროცესს. ადამიანები, როგორც წესი,


უპირატესობას ანიჭებენ უფრო ლამაზ მამაკაცებს და ქალებს ნაკლებად მიმზიდველ ინდივიდებთან
შედარებით. თუმცა, რეალურ პარტნიორებს ტენდენცია აქვთ ერთმანეთს შეუსაბამონ ფიზიკური
გარეგნობა: ლამაზი ქალები ხვდებიან ლამაზ მამაკაცებს, ხოლო ჩვეულებრივი გარეგნობის კაცები
პაემანს უნიშნავენ ჩვეულებრივი გარეგნობის ქალებს (Feingold, 1988). ვალერი ფოლკსი (Folkes, 1982)
ამგვარად შეისწავლიდა გაცნობის სამსახურის კლიენტებს, რომელიც იყენებდა ვიდეოჩანაწერებს. ამ
მომსახურების ერთერთი შემადგენელ ნაწილად კლიენტებს შესძლებლობა ეძლეოდათ ენახათ
პოტენციური პარტნიორების ვიდეოჩანაწერები, რომლის შემდეგაც იღებდნენ გადაწყვეტილებას
პაემანთან დაკავშირებით. ფოლკსმა შეაფასა კლიენტები მიმზიდველობის ხარისხის მიხედვით და
გამოარკვია თუ ვის ხვდებოდნენ ისინი. აღმოჩნდა, რომ როგორც კაცები, ისე ქალები უფრო ხშირად
ურთიერთობაში შედიოდნენ იმათთან, რომლებიც მათ გავდა ფიზიკური მიმზიდველობის
თვალსაზრისით. მხოლოდ ყველზე მიმზიდველი ადამიანები ეძებდნენ ყველაზე მიმზიდვბელ
პარტნიორებთან შეხვედრას.

მიუხედავად მსგავსების ეფექტის არსებობის ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, ბოლომდე


გაურკვეველი რჩება საკითხი კონკრეტული მექანიზმების შესახებ, რომლებიც გამოწვეულია ახლო
ურთიერთობაში მყოფი ადამიანების განწყობების მსგავსებით. შედარებით მეტ ყურადღებას
იმსახურებს სამი შესაძლო მექანიზმი (მაგ. Aron, 1988; Kalick, Hamilton, 1988). იმისათვის, რომ
თითეული მათგანი გავიგოთ, განვიხილოთ, შეყვარებულ ახალგაზრდებს რატომ შეიძლება ქონდეთ
რელიგიაზე მსგავსი შეხედულებები.

 შერჩევითი მიმზიდველობა. ერთი შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველ ადამიანს


აქვს გარკვეული რელიგიური შეხედულება და იყენებს მათ პოტენციური პარტნიორის შერჩევის
დროს. მისაღებია მხოლოდ საერთო შეხედულების მქონე პარტნიორები; განსხვავებული –
უარყოფილია. ამგვარი შერჩევა შეიძლება ხდებოდეს მეგობრების და რომანტიული
პარტნიორების შერჩევის საწყის სტადიაზე ან მოგვიანებით, როდესაც პარტნიორები უკეთ
20
ეცნობიან ერთმანეთს და იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, გააგრძელონ თუ არა
ურთიერთობა შემდგომში.
 სოციალური გავლენა. მეორე შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ პარტნიორების
განწყობები იმთავითვე განსხვავებულია, მაგრამ ნელ–ნელა ადამიანები უბიძგებენ ერთმანეთს
მათი შეცვლისკენ. როგორც შედეგი, დროთა განმავლობაში მათ შეუძლიათ გახდნენ უფრო და
უფრო ერთმანეთის მსგავები. მექანიზმი არის სოციალური გავლენა, რომლის შედეგად
პარტნიორების განწყობები იცვლება დიდი მსგავსების მიმართულებით.
 გარემოს ფაქტორები. მესამე შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ ორი ადამიანის
ურთიერთობაზე ძლიერ გავლენას ახდენს გარემოს ფაქტორები, რომლებსაც ადამიანები მიყავს
მსგავს განწყობებამდე. მაგალითად, ყველა სტუდენტს, რომლებიც დადიან რელიგიურ
კოლეჯში, შეიძლება ქონდეთ საკმაოდ მსგავსი შეხედულებები რელიგიაზე. ამ შემთხვევაში
მათი აშკარა „შესაბამისობა“ სინამდვილეში არის სოციალური გარემოს გავლენის შედეგი,
რომელიც შემოსაზღვრავს პოტენციური პარტნიორების წრეს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში მსგავსების და შესაბამისობის მიზეზები კომპლექსურია და მათ საერთო


გავლენაში შეიძლება ჩაერთოს სხვადასხვა მექანიზმები, რომლებსაც მივყავართ საბოლოო ჯამში
მსგავსებასა და სიმპათიას შორის კავშირამდე, რომელსაც ასე ხშირად ვაკვირდებით.

მსგავსების ეფექტის გავლენის შეზღუდვები

მართალია მსგავსებას, როგორც წესი, მივყავართ სიმპათიის აღმოცენებამდე, მაგრამ ამ ზოგად წესსაც
აქვს გამონაკლისები. ზოგჯერ მსგავსება თავის თავში ინახავს მუქარას. თუ ვინმემ, ჩვენმა მსგავსმა
გადაიტანა გულის შეტევა ან სხვა უბედურება დაატყდა თავს, ჩვენ შეიძლება შეგვაწუხოს საკუთარმა
ანალოგიურმა დაუცველობამ, რამაც შეიძლება გვაიძულოს თავი ავარიდოთ ამ ადამიანს. ამ მომენტს
თავიანთ კვლევაში ხაზი გაუსვეს ნოვაკმა და ლერნერმა (Novak, Lerner, 1968). „ილუზორული სხვა“–ს
ტექნიკის ერთერთ მოდიფიკაციაში ცდის პირები ეცნობოდნენ პასუხებს კითხვებზე, რომელიც ვითომ
სხვა სტუდენტმა უპასუხა, რომელთა განწყობები იყო ან ძალიან მსგავსი, ან ძალიან განსხვავებული
ცდის პირების განწყობებისგან. მკვლევარებმა ასევე შეუქმნეს სტუდენტებს შეხედულება, რომ ეს
ადამიანი იყო ან ნორმალური, ან ქონდა ემოციური აშლილობა.

„ემოციური აშლილობის“- ექსპერიმენტული ცვლადის პირობებში მეორე ადამიანი წერდა კითხვარის


ბოლოს: „არ ვიცი, ეს მისაღებია აქ თუ არა, მაგრამ წინა შემოდგომაზე მქონდა ემოციური შეტევა,
რომლის შემდეგ მე გარკვეული ხნით მოვხვდი საავადმყოფოში. მას შემდეგ ვიმყოფები ფსიქიატრის
დაკვირვების ქვეშ. როგორც თქვენ შეამჩნევდით, მე ჯერ კიდევ არა ვარ ბოლომდე მდგომარეობიდან
გამოსული. „ნორმალური ადამიანის“ ექსპერიმენტულ სიტუაციაში ეს ინფორმაცია არ იყო. ცდის
პირები, რომლებიც გაეცნენ „ნორმალური ადამიანის“ პასუხებს, განწყობების მსგავსება, როგორც წესი,
უძლიერებდა სიმპათიას. მაგრამ ცდის პირები, რომლებიც კითხულობდნენ „ემოციური აშლილობის“
მქონე ადამიანის პასუხებს, განწყობების მსგავსება ამცირებდა სიმპათიას; ადამიანები უფრო
გაურბოდნენ მეორე ადამიანს, როდესაც იგი მათ გავდა, ვიდრე მაშინ, როდესაც იგი მათ არ გავდა.

მეორე გამონაკლისი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანების განსხვავებას ზოგჯერ მივყევართ ძალიან
დადებით შედეგებამდე. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანს გაუჩნდება სურვილი მეგობრებად ყავდეს
კლონი – ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გვანან მათ. მეგობრობიდან მიღებული სიამოვნება

21
არის მიბაძვა და სიახლე – ახალი იდეების მიღება და ადამიანების განსხვავებული
გამოცდილებებისგან კმაყოფილების მიღება. განსხვავებულობის სარგებელი უფრო მისაღები ხდება,
როდესაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ მეორე ადამიანისთვის ჩვენც მისაღები ვართ. ერთერთ კვლევაში
უოლსტერმა და უოლსტერმა (Walster, Walster, 1963) ივარაუდეს, რომ კოლეჯის სტუდენტები
ხალისით შევლენ ურთიერთობაში მათთან განსხვავებულ ადამიანებთან, თუ წინასწარ ეცოდინებათ,
რომ იმ ადამიანებს ესენი მოწონთ. ცდის პირებს თავაზობდნენ არჩევანს, მონაწილეობა მიეღოთ
დისკუსიებში ადამიანებთან, რომლებიც ან ძალიან გავდნენ მათ (კოლეჯის სხვა სტუდენტები), ან
ძალიან განსხვავებულები იყვნენ (ფსიქოლოგები, ქარხნის მუშები). არჩევანის გაკეთების წინ
სტუდენტების ნაწილს ეუბნებოდნენ, რომ სხვა ჯგუფის ადამიანები ძალიან კეთილგანწყობილები
იყვნენ მათ მიმართ; ნაწილს კი ეუბნებოდნენ, რომ სხვები მათ მიმართ არ იყვნენ კარგად
განწყობილები. როდესაც სტუდენტებს არწმუნებდნენ, რომ ისინი მოწონთ, ისინი უპირატესობას
ანიჭებდნენ არამსგავს ადამიანებს. როდესაც სტუდენტები თვლიდნენ, რომ რომ მათ მიმართ შეიძლება
განწყობილი იყვნენ უარყოფითად, ისინი დისკუსიაში მონაწილეობას ამჯობინებდნენ მათ მსგავს
ადამიანებთან. მიღების განცდა შეიძლება განსხვავებულობის იგნორირების წინაპირობა გახდეს.

განსხვავებული უნარების და ინტერესების მეგობრების ყოფნის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის,
რომ იგი საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ჩვენი ერთობლივი გამოცდილებები ურთიერთ
სასარგებლოდ. მაგალითად ბუნებაში ექსკურსიის დაგეგმვის დროს კარგი იქნება გვერდით გყავდეთ
ისეთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის კარვების და ტურისტული მოწყობილობების შესახებ,
ადამიანი, რომელმა იცის როგორ გაუკეთოს ორგანიზება საკვებს, და ასევე ისეთი ადამიანი, რომელმაც
კარგად იცის ტურისტული ადგილები და დასაბანაკებლად ადგილის შერჩევის უნარი აქვს.
ტრადიციულ ქორწინებაში, სადაც ცოლი არის „საშინაო საქმეების სპეციალისტი“, ხოლო ქმარი
„ფულის შოვნის სპეციალისტი“, ცოლ–ქმრის როლები განსხვავებული აღმოჩნდება, რომლებიც
ერთმანეთს ავსებენ. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ „ერთმანეთის საწინააღმდეგო იზიდავს ერთმანეთს“,
ჩვენ ამაში ხშირად ვგულისხმობთ ერთმანეთის შემავსებელ როლებს, როდესაც ადამიანებს
განსხვავებული უნარებით და ცოდნით შეაქვთ წვლილი საერთო საქმეში. თუმცა, უმრავლეს
შემთხვევაში ურთიერთშემავსებლობა პარტნიორებისგან ითხოვს მსგავსი ღირებულებების და
მიზნების არსებობას, მაგალითად როგორიც არის დასვენების დღეების გატარება ბუნების წიაღში ან
საერთო შეხედულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ოჯახური ცხოვრება.

ზოგადად, კვლევებმა აჩვენეს, რომ მსგავსება, ნაცნობობა და სიახლოვე – განსაკუთრებით ძლიერი


ფაქტორია პიროვნებათაშორისი მიზიდულობის. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ ამ წესის სხვადასხვა
გამონაკლისებზე, რათა შესაძლებლობა მოგვეცა უფრო სრული წარმოდგენა შეგექმნათ
პიროვნებათშორის მიზიდულობაზე. მაგრამ ამ მეორეხარისხოვანმა გამონაკლისებმა არ უნდა
შეაფერხოს ზოგადი პრინციპები.

განხილული ფაქტორები არიან სიმპათიის არა მარტო მიზეზები, არამედ შედეგები. სივრცითი
სიახლოვე იწვევს სიმპათიას; თუმცა, როგორც კი ვინმე მოგვეწონება, ჩვენ ხშირად ვდგამთ ნაბიჯებს,
რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ ამ ადამიანის სიახლოვეს. თავდაპირველად
სტუდენტები შეიძლება სრულიად შემთხვევით აღმოჩნდნენ საერთო საცხოვრებელში ოთახის
მეზობლები. თუ სივრცითმა სიახლოვემ ისინი მიიყვანა მეგობრულ ურთიერთობამდე, მაშინ
სავარაუდოა, რომ შეეცდებიან ერთად იცხოვრონ მომდევნო წელსაც. ზუსტად ასევე მუშაობს
მსგავსებაც. კვლევაში, რომელიც 21 წელი გრძელდებოდა, აკვირდებოდნენ ცოლქმრულ წყვილებს
22
(Gruber-Baldini, Shaie & Willis, 1995). წინასწარმა ტესტირებამ აჩვენა მსგავსება ცოლქმარს შორის ასაკით,
განათლებით და ინტელექტუალური უნარებით, ისეთი როგორიც არის მეტყველების სისწრაფე,
ინდუქციური მსჯელობა და განწყობების მოქნილობა. დროთა განმავლობაში მეუღლეები გახდნენ
კიდევ უფრო მსგავსები ინტელექტუალური უნარების მაჩვენებლებით. როგორც შედეგები მოწმობს,
მსგავსებამ თავიდან შეიძლება ერთმანეთს შეახვედროს ადამიანები, მაგრამ იმის მიხედვით, თუ
რამდენად გრძელდება ურთიერთობა და ერთიანი იდეების და განცდების წარმოშობა, მათ უჩნდებათ
ტენდენცია რომ უფრო დაემსგავსონ ერთმანეთს.

პიროვნული მახასიათებლები

რა გვაიძულებს ჩვენ ერთი ადამიანის მიმართ გვქონდეს უფრო მეტი სიმპათია, ვიდრე მეორეს მიმართ?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგიერთებს ძალიან მოწონთ ჯღალი (წითური)
თმები და ჭორფლი, ზოგიერთებს კი საერთოდ არ მოწონთ. ზოგიერთები ძალიან აფასებენ მეგობრებში
თანაგრძნობას, სხვები – ჭკუას. ადამიანები განსხვავდებიან იმით, თუ სხვა ადამიანების რომელი
თვისებებია მათთვის უფრო მიმზიდველი. არსებობს აგრეთვე მნიშვნელოვანი კულტურული
განსხვავებები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ რომელი პიროვნული თვისებები ითვლება
სოციალურად მისაღებად. მაგალითად აშშ–ში ადამიანების უმრავლესობა ქალის სილამაზეს
აკავშირებს თხელ აგებულებასთან (კარგი ტანი), თუმცა სხვა საზოგადოებაში უფრო მიმზიდველად
ითვლება მსუქანი ქალები. მკვლევარებმა შეეცადეს გამოევლინათ ზოგიერთი საერთო
მახასიათებლები, რომლებიც ასოცირდებოდა ამერიკელებში სიმპათიის გაჩენასთან.

რამდენიმე წლის წინათ ნორმან ანდერსონმა (Anderson, 1968a) შეადგინა 555 პიროვნული თვისების სია,
რომელსაც იყენებდა ადამიანების დახასიათებისას. შემდეგ მან თხოვა კოლეჯის სტუდენტებს
მიეთითებინათ, თუ რამდენად მოეწონებოდათ ადამიანი, რომელსაც ქონდა თითეული ეს თვისება.
აღმოჩნდა, რომ სტუდენტების უმრავლესობის აზრი ემთხვეოდა იმაში, თუ რომელი თვისებაა
სასურველი და რომელი არასასურველი. სასურველი თვისებების სიის თავში იყო ისეთი
მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებული იყო ნდობასთან, გულწრფელობასთან, პატიოსნებასთან,
ერთგულებასთან, სამართლიანობასთან და სანდოობასთან. შედარებით დაბალი შეფასებები მიიღეს
ისეთმა თვისებებმა, როგორიც არის უპატიოსნება და სიცრუე. მაღალი შეფასება მიიღო აგრეთვე
გულითადობამ და კომპეტენტურობამ. ჩვენ კეთილგანწყობილებას ვგრძნობთ იმ ადამიანების მიმართ,
რომლებიც გამოხატავენ გულითადობას და პატივს ვცემთ მათ, რომლებსაც მივიჩნებთ
კომპეტენტურად (Lydon, Jamieson & Zanna, 1988; Rubin, 1973).

გულითადობა

რატომ ახდენს ზოგიერთი ადამიანი გულითადის და მეგობრულის შთაბეჭდილებას, მაშინ, როდესაც


მეორე ადამიანი გვეჩვენება, როგორც ცივი და არამეგობრული? ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია
ამომწურავი პასუხი ამ კითხვაზე, მაგრამ პირველი შთაბეჭდილების მნიშვნელოვანი შემადგენელია
ცხოვრების მიმართ ოპტიმისტური ხედვა (Folkes, Sears, 1977). ადამიანები გულითადად
გამოიყურებიან, როდესაც მათ მოწონთ გარემო სინამდვილე, როდესაც ისინი ამაყობენ თავიანთი
გარშემომყოფებით და ეთანხმებიან მას – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც მათ აქვთ
პოზიტიური განწყობა ადამიანების და საგნების მიმართ. და პირიქით, ადამიანები გვეჩვენება ცივი,
23
როდესაც მათ არ მოწონთ ის, რაც მათ გარშემოა, როდესაც ისინი არ აფასებენ ამას, ამბობენ, რომ
სამყარო საშინელებაა, და საერთოდ კრიტიკულები არიან ყველაფრის მიმართ, რაც მათ გარშემოა.

მოცემული ვარაუდის შესამოწმებლად, მკვლევარები ცდის პირებს აძლევდნენ წასაკითხად ან


მოსასმენად ინტერვიუს, რომლის დროსაც რესპონდენტს თხოვდნენ შეეფასებინათ საგნები და
ადამიანები გრძელი სიიდან, მაგ. პოლიტიკური ლიდერები, ქალაქები, ფილმები, კოლეჯის სასწავლო
კურსები (Folkes, Sears, 1977). ერთ შემთხვევაში რესპოდენტები გამოხატავდნენ უმეტესად დადებით
განწყობებს – მათ მოწონდათ პოლიტიკოსების, ქალაქების, ფილმების და სასწავლო კურსების
უმრავლესობა. როგორც იწინასწარმეტყველეს, ცდის პირებს ძალიან მოეწონათ რესპოდენტები,
რომლებიც გამოხატავდნენ უფრო პოზიტიურ განწყობებს, ვიდრე ნეგატიურს. მკვლევარები მივიდნენ
დასკვნამდე, რომ ამის მიზეზია უფრო მეტი სითბო, რომელიც გადმოიცემა პოზიტიური განწყობით.
სხვა კვლევების მონაცემები მოწმობენ იმას, რომ სიმპათიის ეფექტი არ არის დიდი ჭკუის, აღქმის,
განათლების ან განწყობების მსგავსების შედეგი ოპტიმისტურად განწყობილი რესპოდენტების
მხრიდან. სხვადასხვა საგნების და მოვლენების მიმართ პოზიტიური გამოთქმების გარდა, ადამიანებს
შეუძლიათ გამოხატონ გულითადობა ისეთი არავერბალური ქცევების დახმარებით, როგორიც არის
ღიმილი, ყურადღება მოსაუბრის მიმართ და ემოციის გამოხატვა (Friedman, Riggio & Casella, 1988).

კომპეტენტურობა

ძირითადად ჩვენ მოგვწონს ურთიერთობის უნარის მქონე, ჭკვიანი და კომპეტენტური ადამიანები.


კონკრეტული, მნიშვნელოვანი სახის კომპეტენტურობა დამოკიდებულია ჩვენი ურთიერთობის
ხასიათზე ადამიანთან: ჩვენ გვიზიდავს საინტერესო მოსაუბრეები; მექანიკოსები, რომლებიც კარგად
ერკვევიან მანქანებში; პროფესორები, რომლებიც კარგად კითხულობენ ლექციებს და ა.შ. კომპეტენტურ
ადამიანებთან ურთიერთობა უფრო სასიამოვნო და სასარგებლოა ჩვენთვის, ვიდრე უცოდინარ
ადამიანებთან ურთიერთობა.

კომპეტენტურობის მნიშვნელობის საილუსტრაციოდ არსებობს კვლევები, რომლებიც ეხება იმ


ადამიანების აღქმას, რომლებიც არიან საინტერესო მოსაუბრეები (Leary, Rogers, Canfield & Coe, 1986).
პირველ კვლევაში კოლეჯის სტუდენტები აღწერდნენ მათი აზრით მოსაწყენ ან საინტერესო
ორატორებს. სტუდენტები ამბობდნენ, რომ წყინდებათ, როდესაც უსმენენ ორატორს, რომლებიც
ძალიან ბევრს საუბრობენ საკუთარ თავზე ან ტრივიალურ, ბანალურ თემებზე. სტუდენტები ასევე
მიუთითებდნენ, წყინდებათ ძალიან პასიური, ან ზედმეტად მოლაპარაკე ან ძალიან სერიოზულად
მოსაუბრე ადამიანების კომპანიაში. მეორე კვლევაში სტუდენტები უსმენდნენ საუბრების ჩანაწერებს,
რომლებიც ისე იყო შერჩეული, რომ ორატორი ერთ შემთხვევაში მოსაწყენი ყოფილიყო, ხოლო მეორე
შემთხვევაში – საინტერესო. სტუდენტებმა საკმაოდ უარყოფითად შეაფასეს მოსაწყენი ლექტორები.
მოსაწყენი ორატორები არ მოწონდათ და ისინი აღიქმებოდნენ, როგორც ნაკლებად მეგობრულები,
ნაკლებად დაინტერესებულები, ნაკლებად გამგებიანები და უფრო უღიმღამოები. ამისგან
განსხვავებით, საინტერესო მოსაუბრის უნარი აძლიერებდა ადამიანის მიმართ მიმზიდველობას.

„კომპეტენტურობას მივყავართ სიმპათიამდე“ პრინციპის საინტერესო გამონაკლისია შემთხვევა,


როდესაც ვინმე აღმოჩნდება „ზედმეტად სრულყოფილი“ იმისათვის, რომ თავის კომფორტულად
იგრძნო მის გვერდით. ერთერთი კვლევის მონაწილეებმა მოისმინეს სტუდენტის გამოსვლის
ვიდეოჩანაწერი, რომელიც მონაწილეობას იღებდა შესაჩევ ვიქტორინაში კოლეჯის თასზე (Aronson,

24
Willerman & Floyd, 1966). პირველ შემთხვევაში კანდიდატი აჩვენებდა ბრწყინვალე შედეგებს და
სწორად პასუხობდა პრაქტიკულად ყოველ კითხვას. მეორე შემთხვევაში კანდიდატი აჩვენებდა
საშუალო შედეგებს. ექსპერიმენტის დამატებითი პირობების მიხედვით ცდის პირებს ესმოდათ, თუ
როგორ გადაივლო კანდიდატმა კოსტუმზე ყავა თავისი გამოსვლის დასრულების შემდეგ.

შედეგემბა დაადასტურეს ჩვეული ეფექტი „კომპეტენტურობას მივყავართ სიმპათიამდე“: კანდიდატი,


რომელიც აჩვენებდა ბრწყინვალე მომზადებას, უფრო მეტად მოწონდათ, ვიდრე საშუალო კანდიდატი.
თუმცა, პირველი კანდიდატი მოწონდათ კიდევ უფრო მეტად, როდესაც იგი უმნიშვნელო შეცდომას ან
დაუდევრობას უშვებდა, იმასთან შედარებით, ვიდრე მაშინ, როდესაც მისი გამოსვლა იყო სრულიად
უნაკლო. როგორც ჩანს, გადასხმული ყავა ჭკვიან სტუდენტს უფრო „ადამიანურს“ ხდიდა
აუდიტორიის თვალში, რასაც შედეგად მისდამი უფრო მეტი სიმპათია მოყვებოდა. პირიქით,
დაუდევრობა, რომელსაც უშვებდა საშუალო კანდიდატი, მხოლოდ ამცირებდა მის შეფასებას. იგი
მოწონდათ უფრო ნაკლებად, როდესაც იგი გადაისხამდა ყავას.

ფიზიკური მიმზიდველობა

მართალია, ჩვენ ვამბობთ, რომ წიგნი ყდის მიხედვით არ ფასდება, მაგრამ სინამდვილეში ალბათ
იშვიათია ადამიანების შესახებ შთაბეჭდილების ჩამოყალიბების დროს არ გაითვალისწინო მისი
გარეგნობა (berscheid, Reis, 1998). სხვა დანარჩენ თანაბარ პირობებში, ჩვენ მიდრეკილება გვაქვს უფრო
ხშირად გაგვიჩნდეს სიმპათია მიმზიდველი ადამიანების მიმართ, და არა მათ მიმართ, ვინც „ვერ
წვდება“ სილამაზის მიღებულ სტანდარტებს (Hatfield, Sprecher, 1998). ამ სტერეოტიპის ერთერთი
მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკურად მიმზიდველი ადამიანი შემკული უნდა იყოს სხვა
დადებითი თვისებებით. უფრო სიმპათიური ადამიანები ჩვენს მიერ აღიქმება როგორც უფრო
ჭკვიანები და ურთიერთობაში ეფექტური (მაგრამ უფრო პატივმოყვარენი), ვიდრე ნაკლებად
მიმზიდველი ადამიანები. და ნამდვილად, მრავალი კვლევის მონაცემები ამტკიცებენ, რომ
მიმზიდველი ადამიანები საზოგადოებაში უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს და გააჩნიათ
ურთიერთობის უფრო დახვეწილი უნარები, ვიდრე მათ ნაკლებად მიმზიდველ ოპონენტებს (იხ.
მეტაანალიზი Eagly, Ashmore, Makhijiani & Longo, 1991; Feingold, 1992).

გასაკვირია ის ფაქტი, რომ მიმზიდველ ადამიანებს ასევე აწერენ ისეთ თვისებებს, რომელიც ერთი
შეხედვით არანაირად არ არის დაკავშირებული გარეგნობასთან, როგორიც არის ფსიქიკური
ჯანმრთელობა, დომინანტობა და ინტელექტი (Jackson, Hunter & hodge, 1995). ამაზე მეტყველებს
მრავალი კვლევის შედეგები. მასწავლებლები ლამაზ ბავშვებს აფასებენ, როგორც უფრო ნიჭიერებს და
ურთიერთობაში სასიამოვნოს, ვიდრე არამიმზიდველ ბავშვებს, რომლებსაც ისეთივე უნარები
გააჩნიათ (Glifford, Walster, 1973). სტუდენტები ქალი–ლექტორების ლექციებს უფრო საინტერესოდ
მიიჩნევდნენ და ამ ქალებს, როგორც მასწავლებელს, აძლევდნენ უფრო მაღალ შეფასებას, როდესაც
მათ ისეთნაირ გრიმს უკეთებდნენ, რომ უფრო ლამაზი გამოჩენილიყო, ვიდრე იმ შემთხვევებში,
როდესაც იგი გრიმის გარეშე კითხულობდა ლექციას (Chaikin, Gillen, Derlega, Heinen & Wilson, 1978).
პოლიტიკური კანდიდატების შესახებ სტუდენტების აზრზე გავლენას ახდენს ამ პოლიტიკოსების
ფიზიკური გარეგნობა (Budesheim, DePaola, 1994). სასამართლო დარბაზშიც კი მიმზიდველი
დამნაშავეებისთვისაც კი ნაკლებად მკაცრი განაჩენი გამოაქვთ (Mazzella, Feingold, 1994). კვლევების
მონაცემები ამბობენ, რომ სტერეოტიპები, რომლებიც ადამიანების მიზიდველობას ეხება, არის

25
დაუსაბუთებელი; როგორც ჩანს არ არსებობს ემპირიული კავშირები გარეგნობასა და ინტელექტს,
ბედნიერებას, დომინირებას და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის (Feingold, 1992).

ადამიანები ფიზიკური ნაკლოვანებებით არც თუ იშვიათად აღმოჩნდებიან სტერეოტიპების სამიზნე,


რომელიც ფიზიკურ მიმზიდველობას ეხება. ერთერთი კვლევის დროს კოლეჯის სტუდენტები
ამბობდნენ, რომ ზოგადი კატეგორია „ქალი“ ასოცირდება მათთან ისეთ გაგებებთან, როგორც რბილი“,
„მომხიბვლელი“, „გათხოვილი“ და „განათლებული“, მაგრამ ქალი ფიზიკური ნაკლით ასოცირდება
ისეთ გაგებებთან, როგორიც არის „ულამაზო“, „უმწეო“, „კოჭლი“, „მარტოხელა“, „საცოდავი“ (Hanna,
Rogovsky, 1986). სხვა კვლევაში სკოლის მოსწავლეები აფასებდნენ მოსწავლეს, რომელსაც სასმენი
აპარატი ეკეთა, როგორც ინტროვერტს, მორცხვს, მოუსვენარს, არათავდაჯერებულს, სხვა
მოსწავლეებთან შედარებით (Silverman, Kless, 1989).

ასევე მსუქანი ადამიანები ხშირად აღიქმებიან ნეგატიურად, ნაწილობრივ იმიტომაც, რომ მათ
თავიანთი ზედმეტი წონისთვის პასუხისმგებლობას აკისრებენ (Crandall, Biernat, 1990). მსუქანი
ადამიანების მიმართ ნეგატიური განწყობების შედეგები შესაძლებელია საკმაოდ უსიამოვნო იყოს,
დაწყებული დაცინვიდან დამთავრებული დისკრიმინაციით ხელფასის ოდენობაში. სოციალური
განწყობები განსაკუთრებით სასტიკია მსუქანი ქალების მიმართ. ერთერთ კვლევაში კოლეჯის
სტუდენტებმა შეაფასეს მსუქანი ქალები, როგორც სექსუალურად ნაკლებად მიმზიდველები, მარჯვე
და გულითადი, ვიდრე ნორმალური წონის ქალები, თუმცა ამასთან ერთად მათ არ აჩვენეს განსხვავება,
თუ როგორ აღიქვამდნენ მსუქან და ნორმალური წონის კაცებს (regan, 1996). სხვა კვლევის დროს
აღმოჩენილი იქნა, რომ კოლეჯის მსუქანი სტუდენტები უფრო იშვიათად იღებდნენ ფინანსურ
მხარდაჭერას საკუთარი მშობლებისგან ვიდრე მათი მოხდენილი თანატოლები (Crandall, 1995).
სოციალურად მიღებულ აზრს, რომელსაც იდეალიზირებული აქვს ქალებში მოხდენილობა, ასევე
შეაქვს თავისი წვლილი ახალგაზრდა ქალებში ისეთი საშიში კვებითი დაავადებების
პროვოცირებისთვის, როგორიც არის ანორექსია ან ბულიმია.

გარდა სტერეოტიპისა, რომლის თანახმად ლამაზ ადამიანებს გააჩნიათ ასევე სხვა პოზიტიური
თვისებებიც, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი განეწყო მიმზიდველი ადამიანებისადმი სიმპათიით,
რომელიც დაკავშირებულია „სილამაზით დასხივების“ ეფექტთან. ადამიანები უპირატესობას
გრძნობენ იმით, რომ მას ხედავენ განსაკუთრებით მიმზიდველი ადამიანის გვერდით, და
იმედოვნებენ, რომ ეს გააუმჯობესებს მათ საზოგადოებრივ იმიჯს. მაიკლ კერნისმა და ლედ უილერმა
(Kernis, Wheeler, 1981) გამოთქვეს ვარაუდი, რომ „დასხივების“ ეფექტი ჩნდება, როდესაც როდესაც
მიმზიდველი ადამიანი აღიქმება როგორც შესაფასებელი ადამიანის მეგობარი, და არა როგორც
უბრალოდ გვერდით მდგომი უცნობი.

ამ იდეის შესამოწმებლად, კერნისმა და უილერმა შეიმუშავეს ლაბორატორიეული ექსპერიმენტი.


მონაწილეებს აჩვენეს ორი ადამიანი, ერთი ადამიანი საშუალო გარეგნობით და იგივე სქესის ადამიანი,
რომლის მიმზიდველობა შეფასებული იყო საშუალოზე მაღლა ან საშუალოზე დაბლა. დამატებითი
პირობების თანახმად, ერთ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ მეორე ადამიანი არის მეგობარი, ხოლო მეორე
შემთხვევაში – უცნობი ადამიანი. პროგნოზის მიხედვით, იმ პირობებში, როდესაც მეორე ადამიანი
სახელდებოდა როგორც მეგობარი ან უცხო ადამიანი, იძლეოდნენ ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგებს.
როდესაც ორ ადამიანს თვლიდნენ მეგობრებად, ჩნდებოდა „დასხივების“ ეფექტი. პირველი ადამიანი
ფასდებოდა, როგორც უფრო მიმზიდველი, როდესაც მას ხედავდნენ ძალიან მიმზიდველ მეგობართან

26
ერთად; და ნაკლებად მიმზიდველი, როდესაც მას ხედავდნენ ძალიან შეუხედავ ადამიანთან. თუმცა,
როდესაც ითვლებოდა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ იცნობდნენ, ჩნდებოდა საწინააღმდეგო
ეფექტი. საშუალო გარეგნობის ადამიანი ფასდებოდა ნაკლებად კეთილსასურველად ძალიან
მიმზიდველი უცნობის გვერდით. სქესი შეფასებაზე გავლენას არ ახდენდა. შედეგები უცვლელი იყო,
იმისგან დამოუკიდებლად, შესაფასებელი ადამიანები ქალები იყვნენ თუ კაცები. სხვა კვლევებში ასევე
ნაჩვენები იყო, რომ როგორც კაცები, ისევე ქალები ფასდებოდნენ უფრო კეთილსასურველად, როდესაც
მათ თან ახლდნენ მიმზიდველი პარტნიორები ან მეგობრები, იმ შემთხვევებთან შედარებით, როდესაც
მათ ახლდნენ შეუხედავი პარტნიორები (Geiselman, Haigt & Kimata, 1984).

სხვადასხვა სქესის ადამიანების ურთიერთობა არის ჩვენი ცხოვრების ის ნაწილი, როდესაც ფიზიკური
მიმზიდველობა ძალზე მნიშვნელოვანია. თავის კლასიკურ კვლევებში ელეინ უოლსტერმა და მისმა
კოლეგებმა (Walster et al., 1966) მოაწყეს „კომპიუტერული საცეკვაო მუსიკის“ საღამო, რომლის დროსაც
კოლეჯის სტუდენტებს შემთხვევითობის პრინციპით უნიშნავდნენ მუდმივ პარტნიორებს.
მკვლევარები შეუმჩნევლად აფასებდნენ თითეული მონაწილის ფიზიკურ მიმზიდველობას. საღამოს
დასრულების შემდეგ სტუდენტებს თხოვდნენ შეეფასებინათ, თუ რამდენად მოეწონათ საღამოზე
მათთვის შერჩეული პარტნიორი. მკვლევარების შეფასებით, უფრო მიმზიდველი სტუდენტები
იწვევდნენ უფრო მეტ სიმპათიებს.

მიუხედავად, ფიზიკური მიმზიდველობის ეფექტის ასეთი ფართო გავლენისა, არ ღირს მისი


მნიშვნელობის გადაფასება. სტერეოტიპების უმრავლესობის მსგავსად, მათი გავლენა ჩვენს შეფასებაზე
მნიშვნელოვნად სუსტდება, როდესაც ჩვენ ვიღებთ უფრო სპეციფიკურ და ინდივიდუალურ
ინფორმაციას კონკრეტული ადამიანის შესახებ (Eagly, Ashmore, Makhijani & longo, 1991).

სქესობრივი განსხვავებულობები მეუღლის შერჩევაში

აქამდე ჩვენ განვიხილავდით სამ ინდივიდუალურ თვისებას – გულითადობას, კომპეტენტურობას და


ფიზიკურ მიმზიდველობას, – რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ პიროვნებათშორის
მიზიდულობაზე სოციალური ურთიერთობების ფართო სფეროში. ეს ფაქტორები ასევე ახდენენ
გავლენას სასიყვარულო პარტნიორების ან მეუღლეების შერჩევაზე. გარდა ამისა, ფართო კვლევები,
რომლებიც ეხება საწინააღმდეგო სქესის პარტნიორების შერჩევას, მოწმობენ ზოგიერთი მყარი
სქესობრივი განსხვავებულობების არსებობაზე, რომელიც ვლინდება პარტნიორის გარკვეული
თვისებებისათვის უპირატესობის მინიჭებაში. პირველი, მრავალი გამოკვლევა აჩვენებს, რომ
მართალია ორივე სქესი ფიზიკურ მიმზიდველობას დადებითად აფასებს, მამაკაცები მას გაცილებით
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ქალები (feingold, 1990; Jackson, 1992). ამერიკის ნაციონალური
გამოკითხვის დროს ქალები აჩვენებდნენ უფრო მეტ მზაობას, ვიდრე კაცები, იმ ადამიანთან
ქორწინებას, რომელიც შეიძლება არ ყოფილიყო „ლამაზი“ (Sprecher, Sullivan & Hatfield, 1994). მეორე,
მნიშვნელობა აქვს ასაკს; ქალები უპირატესობას ანიჭებენ მასზე უფროს პარტნიორებს, ხოლო
მამაკაცები გაცილებით უფრო ახალგაზრდა პარტნიორებს. მესამე, ქალები გაცილებით დიდ
მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორის ეკონომიკურ მდგომარეობას, ვიდრე მამაკაცები. ამერიკელმა
მამაკაცებმა დიდი მზაობა გამოთქვეს დაქორწინდნენ ისეთ პარტნიორზე, რომელიც მასზე ნაკლებს
გამოიმუშავებდა, არ ქონოდა სტაბილური სამსახური და ქონოდა უფრო ნაკლები განათლება. ამის
საპირისპიროდ, ქალები თავის მომავალ ქორწინებაში დაინტერესებულები იყვნენ იმ მამაკაცებით,
რომლებიც მეტ ფულს გამოიმუშავებდნენ, ქონდათ სტაბილური სამსახური და კარგი განათლება.

27
მსგავსი სქესობრივი განსხვავებები აღმოჩენილი იყო არა მარტო აშშ–ში, არამედ სხვა კულტურის
წარმომადგენლებთანაც (Buss, 1989).

მკვლევარები გვთავაზობენ ამ მყარი სქესობრივი განსხვავებულობის არსებობის ორ


ურთიერთსაწინააღმდეგო ახსნას (Sprecher et, al., 1994). სოციოკულტურული თვალსაზრისის
თანახმად, ქალებს და კაცებს ტრადიციულად ქონდათ განსხვავებული სოციალური როლები:
მამაკაცები იყვნენ შემომტანები (მომპოვებლები), ოჯახის ეკონომიურ და სოციალურ სტატუსზე
პასუხისმგებლები, ხოლო ქალები ასრულებდნენ დიასახლისის როლს, რომლებიც დაკავებულები
იყვნენ ბავშვების და სახლის მოვლით. ამასთან ერთად, ქალები ჩვეულებრივ იყვნენ უფრო დაბალი
ეკონომიური და განათლების შესაძლებლობებით, ვიდრე მამაკაცები. აქდან გამომდინარე, ადვილად
შეიძლება იმის ახსნა, რომ ქალები ეძებენ ქმრებს, რომლებიც იქნებიან კარგი შემომტანები, ხოლო
მამაკაცები ეძებენ ახალგაზრდა ქალებს, რომლებიც საკუთარ თავს დაუთმობენ ოჯახის მეურნეობას.
თეორეტიკოს–ევოლუციონერები გვთავაზობენ განსხვავებულ ინტერპრეტაციას. დევიდ ბასმა (Buss,
1989) და სხვა მეცნიერებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ქალებმა და კაცებმა ევოლუციის პერიოდში
განავითარეს სხვადასხვა სახის უპირატესობები მეუღლის შერჩევაში თავისი რეპროდუქციული
წარმატების მაქსიმიზაციის მიზნით. იმდენად, რამდენადაც ქალებს დიდი „წვლილი შეაქვთ“ ბავშვის
დაბადებაში და აღზრდაში (9 თვე ორსულობა, ბავშვის კვების პერიოდი, უმწეო ჩვილის მოვლის
პერიოდი), ისინი ეძებენ პარტნიორებს, რომლებიც შეძლებენ მათ უზრუნველყოფას აუცილებელი
მატერიალური რესურსებით. თანამედროვე საზოგადოებაში ეს გამოიხატება იმაში, რომ ისინი
უპირატესობას ანიჭებენ მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ კარგი განათლება და სამსახური. იმდენად,
რამდენადაც მამაკაცებს შეუძლიათ მრავალი ქალის განაყოფიერება და არ არიან იძულებულნი ჩადონ
„მსხვილი დაბანდებები“ ბავშვების შექმნაში, მათთვის საკვანძო საკითხია იმ მახასიათებლებში
გარკვევა, რომელიც იძლევა სიგნალს ქალის რეპროდუქციულობის უნარზე: მამაკაცები უპირატესობას
ანიჭებენ ახალგაზრდა და ფიზიკურად მიმზიდველ ქალებს, რადგან ჩვენი ევოლუციის ისტორიაში
სწორედ ეს თვისებები მიუთითებდნენ ტრადიციულად ჯანმრთელობასა და რეპროდუქციულ
უნარებზე. თუ სოციოკულტურული ახსნა მართალია, მაშინ ორივე სქესის განათლების
შესაძლებლობების და შრომითი უნარების მიახლოების მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ
მამაკაცების და ქალების უპირატესობების გადატანას მეუღლეების არჩევაში. პირიქით, თუ
ევოლუციური ახსნა სწორია, მაშინ ქალების და კაცების სოციალური როლების ცვლილებამ სუსტი
გავლენა უნდა მოახდინოს მეუღლეების უპირატესობებზე.

„ფატალური მიდრეკილება“

და ბოლოს, პიროვნული თვისებები, რომელიც თავდაპირველად გვიზიდავს ამა თუ იმ ადამიანში,


ზოგჯერ ურთიერთობებში შეიძლება შემობრუნდეს ფატალური შეცდომებისკენ. ქალმა, რომელსაც
მამაკაცში მოწონს მისი პროფესიული წარმატებები და თავდაჯერებულობა, შეიძლება შემდგომში
აღმოაჩინოს, რომ იგი მეტისმეტად შრომისმოყვარეა (workaholics). ეს მომენტი იყო ნაჩვენები
კვლევებში, რომელსაც ეწოდებოდა „ფატალური მიდრეკილებები“, კოლეჯის სტუდენტების
სასიყვარულო თავგადასავლების დროს (Felmlee, 1995, 1998). ერთერთ ასეთ კვლევაში სტუდენტებს
თხოვდნენ გაეხსენებინათ თავიანთი ბოლო სასიყვარულო კავშირი, რომელიც დაშორებით დასრულდა
და ჩამოეთვალათ ყოფილი პარტნიორის თვისებები, რომლებმაც ისინი თავიდან მიიზიდეს. პასუხები,
სიხშირის რიგითობის მიხედვით, ეხებოდა ფიზიკურ გარეგნობას („სექსუალური“, „ლამაზი
თვალები“); მხიარულად დროის ტარებას პარტნიორთან („კარგი იუმორის გრძნობა“); ყურადღება,
28
პარტნიორის კომპეტენტურობა და საერთო ინტერესების ქონა. ამის შემდეგ სტუდენტებს თხოვეს
ეფიქრათ თვისებებზე, რომლებიც ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა ამ პარტნიორში. მოცემული
კვლევის საკვანძო მომენტი იმაში მდგომარეობდა, რომ ზოგიერთ თვისებას, რომელიც
თავდაპირველად გიზიდავდა პარტნიორში, საბოლოოდ მიყავდა დაშორებამდე. მაგალითად, ერთ
ქალს მოწონდა მისი ყოფილი მეგობრის პოზიცია: „არაფერს არა აქვს მნიშვნელობა . . მთავარია
მხიარულება იყოს“. კვლევის დროს მან თქვა, რომ მისი ყველზე დიდი ნაკლი იყო მოუმწიფებლობა.
სხვა შემთხვევაში საწყისი „ძლიერი ინტერესი“ პარტნიორის მხრიდან, შემდგომში ხდებოდა მისთვის
დანაშაულის ტოლფასი, როგორც ეჭვიანობის გამოვლენის ტენდენცია და მესაკუთრეობის გრძნობა.
კომპეტენტურობაც შეიძლება ტვირთი აღმოჩენილიყო. ერთ–ერთი მამაკაცს თავის მეგობარ გოგონაში
მოწონდა მისი ჭკუა და თავდაჯერებულობა, თუმცა საბოლოოდ მას აღარ მოწონდა იგი მეტისმეტად
საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამო. დაახლოებით, დაშორების 30%, რომელსაც აღწერდნენ
სტუდენტები, შეიცავდნენ გარკვეულწილად „ფატალურ მიდრეკილებებს“. კვლევის დროს ასევე
აღმოჩენილ იქნა, რომ ფატალურ მიდრეკილებებს ხშირად ადგილი აქვს, როდესაც ინდივიდს
პარტნიორში იზიდავს ისეთი თვისება, რომელიც არის იშვიათი, აშკარად გამოხატული ან მისგან
ძალიან განსხვავებული.

სიყვარული

პოეტების და სიმღერების ავტორების შთაგონების ამოუწურავი წყარო – სიყვარული დღეს გახდა


მეცნიერული კვლევების პოპულარული თემა (Dion, Dion, 1996; Hendrick, Hendrick, 1992). აშშ–ში
ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ სიყვარული ცოლქმრული ცხოვრების წარმატების
მნიშვნელოვანი ფაქტორია. 1960–იან წლებში კეფარტმა (Kephart, 1967) ახალგაზრდებს შორის ჩაატარა
გამოკითხვა რათა გამოერკვია, თუ რას ფიქრობენ ისინი სიყვარულის და ქორწინების კავშირზე.
კოლეჯის 1000 სტუდენტზე მეტს თავაზობდნენ გაეცათ კითხვაზე პასუხი: „თუ რომელიმე
ახალგაზრდა ვაჟს (ქალს) აქვს ყველა სხვა თქვენთვის ღირებული თვისებები, იქორწინებდით თუ არა
მასზე, თუ ის არ გიყვართ? გამოკითხვის შედეგები მოყვანილია ცხრილი 8.2 –ში.

ცხრილი 8.2.

როგორ პასუხობდნენ კოლეჯის სტუდენტები კითხვაზე: „თუ რომელიმე კაცს (ქალს) აქვს ყველა თქვენთვის
ღირებული თვისებები, იქორწინებდით თუ არა მასზე, თუ ის არ გიყვართ?“ (პასუხები მოყვანილია
პროცენტებში).
1967 1976 1984
კაცები ქალები კაცები ქალები კაცები ქალები
დიახ 11.7 4.0 1.7 4.6 1.7 3.6
მიჭირ 23.7 71.7 12.1 15.4 12.7 11.5
პასუხის
გაცემა
არა 64.6 24.3 86.2 80.0 85.6 84.9
შენიშვნა. მონაცემები, ყველა მითითებული წლების მიხედვით მიღებულია სტუდენტი ბიჭებისგან და
გოგონებისგან. ამოსავალი მონაცემები შეგროვილია კეფარტის (Kephart, 1967) მიერ; მისი კითხვა
ფორმულირებულია ზემოთ მითითებულის ანალოგიურად, ერთი სიტყვის (ახალგაზრდა ვაჟი (ქალი), ნაცვლად
„კაცი (ქალი)“ გარდა.

29
წყარო: მონაცემები ციტირებულია: Simpson J.A., Campbell B. & Berschied E. Personality and Social Psychology Bulletin,
Vol. 12, No. 3, September 1986, pp. 364-368. Copyright by The Society for Personality and Social Psychology, Inc.
Reprinted by permission of Sage Publications, Inc.

1967 წელს მამაკაცების უმრავლესობამ პასუხი გასცა „არა“, ისინი არ მოიყვანდნენ ცოლად ქალს,
რომელიც არ უყვართ. თუმცა ბევრ ქალს გაუჭირდა გარკვეული პასუხის გაცემა; მხოლოდ ოთხიდან
ერთი ქალი პასუხობდა ერთმნიშვნელოვნად „არა“–ს. ბოლო წლების მანძილზე ორივე სქესის
წარმომადგენლები – მაგრამ განსაკუთრებით ქალები – უფრო რომანტიკულები გახდნენ ცოლ–ქმრული
ცხოვრების მიმართ. 1976 წელს და კიდევ ერთხელ 1984 წელს მკვლევარებმა ისევ დაიწყევს ახალი
თაობის კვლევა და ისევ იგივე კითხვით მიმართავდნენ ამერიკის კოლეჯების სტუდენტებს (Simpson
J.A., Campbell B. & Berschied, 1986). 1976 წელს 86% მამაკაცების და 80% ქალების პასუხობდნენ, რომ
ისინი არ დაქორწინდებოდნენ სიყვარულის გარეშე; 1984 წელს მამაკაცების პროპორცია, რომლებიც
უარყოფითად პასუხობდნენ, იგივე დარჩა. შეიცვალა ქალების წილი გაიზარდა თითქმის 85%–ით.
იმისათვის, რომ შევიქმნათ წარმოდგენა იმ საზოგადოების დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან
დაკავშირებით, სადაც სიყვარული არ ითვლება ქორწინების აუცილებელ პირობად, იხილეთ ამ თავში
„კულტურის ფოკუსი“-ს განყოფილებაში.

რომანტიკული სიყვარულის განცდები

მანამ, სანამ განვიხილავდეთ იმ კვლევის მონაცემებს, რომლებიც რომანტიკულ სიყვარულს ეხება,


განვიხილოთ შემდეგი საგაზეთო სტატია სიყვარულის ჩასახვასთან დაკავშირებით.

ორშაბათს, ფლოიდ ჯონსონი (23 წლის) და ელენ სკინერი (19 წლის), რომლებიც სრულიად არ
იცნობდნენ ერთმანეთს, ავიდნენ მატარებელში, რომელიც სან–ფრანცისკომდე მიდიოდა და დაიკავეს
ადგილები, რომლებიც ვაგონის გასასვლელის აქეთ–იქით მხარეს იყო. ჯონსონს არ გადუკვეთია
გასასვლელი ოთხშაბათამდე, თუმცა მისმა მომავალმა საცოლემ თქვა: „მე შინაგანად მზად ვიყავი
დავთანხმებულიყავი, თუ იგი შემომთავაზებდა გავსულიყავით იქიდან“. „ძირითადად ჩვენი საუბარი
ცალყბად მიმდინარეობდა“ – თქვა ჯონსონმა. ოთხშაბათს ეს წყვილი ომახაში ჩამოვიდა მატარებლიდან
მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ დაქორწინებულიყვნენ. იმდენად, რამდენადაც ნებრასკაში
ქორწინებისთვის არ იყო პატარძლის მშობლების თანხმობა საჭირო, მათ გადაკვეთეს აიოვაში, კაუნსილ
ბლაფსში მდინარე, სადავ პარასკევს დაქორწინდნენ.

ამ ისტორიამ შეიძლება გაგახსენოთ კლასიკური ლიტერატურის პერსონაჟები – რომეო და ჯულიეტა.


გამოგიცდიათ თუ არა როდესმე პირველი ნახვით სიყვარულის მაგიური გრძნობა?

როდესაც უნივერსიტეტის სტუდენტებს თხოვდნენ მიეთითებინათ, თუ რამდენად გავდა მათი


სიყვარულის განცდა ამ რომანტიკულ მაგალითს, მხოლოდ 40%–მა უპასუხა, რომ ქონდათ მსგავსი
განცდა (Averill, Boothroud, 1977). დანარჩენმა 40%–მა უპასუხა, რომ მათ არასოდეს არ განუცდიათ
ასეთი რამ. დანარჩენებს კი თავიანთი სასიყვარულო განცდები მიაჩნდათ ოდნავ მიმსგავსებულად.
პასუხებში ასეთი განსხვავება ხაზს უსმევს ერთ საკვანძო პრობლემას, რომელსაც ხვდება სიყვარულის
მკვლევარი: ერთი მხრივ, როგორ ასახოს სიყვარულის არსებითი მახასიათებლები და ამავე დროს
მოიცვას შეყვარებული ადამიანების განცდების მთელი მრავალფეროვნება. შედარებით

30
გავრცელებული ხერხები, რომლითაც ადამიანები განსაზღვრავენ სიყვარულს, მოყვანილია 8.3.
ცხრილში.

მკვლევარებმა დაიწყეს სხვადასხვა აზრების, გრძნობების და ქცევების გამოვლენა, რომელიც


ჩვეულებრივ შეესაბამება რომანტიკული სიყვარულის შესახებ წარმოდგენებს. ინფორმაციის დიდი
ნაწილი, რომელიც ეხება სიყვარულის განცდას, მიღებულია აშშ–ს საშუალო კლასის თეთრკანიანი
ახალგაზრდების კვლევის შედეგად. თუმცა სიყვარულის განცდა სხვადასხვა კულტურებში და
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში არსებითად განსხვავდება (Hunt, 1994). ამიტომ საჭიროა თავი
შევიკავოთ მონაცემების განზოგადოებისგან, რომლებიც მიღებულია ახალგაზრდა ამერიკელების
გამოკითხვის შედეგად, და დასკვნების გავრცობისგან, რომელიც ამ მონაცემების ბაზაზეა გაკეთებული
და არა ყველა შეყვარებულის მონაცემების საფუძველზე.

სიყვარულის განსაზღვრა

ცხრილი 8.3.

როდესაც ადამიანები მბობენ „მე შენ მიყვარხარ“, მათ შეიძლება იგულისხმონ სრულიად განსხვავებული რამ.
მკვლევარებმა გამოყვეს 6 განსხვავებული გზა, რითაც ჩვეულებრივ ადამიანები განსაზღვრავენ სიყვარულს. (lee,
1973). სიყვარულის ეს სტილი არის იდეალური ტიპი; თითეულ ადამიანს შეუძლია განსაზღვროს სიყვარული,
რომელშიც შეირწყმება რამდენიმე ასეთი სტილი. ქვემოთ მოყვანილი გამოთქმები ამოღებულია კითხვარიდან,
რომელიც ეხება სიყვარულის სტილს, და რომელიც შეიმუშავეს კლაიდ და სიუზენ ჰენდრიკებმა (Hendrick &
hendrick, 1989).
რომანტიული სიყვარული. სიყვარული ეს არის ყოვლის შთანმთქმელი ემოციური განცდა. პირველი შეხედვით
სიყვარული გამოიყურება ბუნებრივად, ფიზიკური ლტოლვა არის მისი განუყოფელი ნაწილი. რომანტიულად
შეყვარებული შეიძლება დაეთანხმოს ასეთ დებულებას: „ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის არსებობს
ჭეშმარიტად ფიზიკური „ნათესაობა“.
მესაკუთრული სიყვარული. შეყვარებული–მესაკუთრე ემოციურად, ღრმად და ეჭვიანად არის შეპყრობილი
თავისი სიყვარულის ობიექტით. მესაკუთრული სიყვარული ძალიან არის დამოკიდებული თავის ობიექტზე და
ამიტომ ეშინია, რომ ხელი არ ჰკრან. შეყვარებული შეიძლება დაეთანხმოს შემდეგ დებულებას: “როდესაც ჩემი
პარტნიორი არ მაქცევს ყურადღებას, მე მდგომარეობიდან გამოვდივარ“
ერთგული მეგობრების სიყვარული. სიყვარული არის მყუდრო და უშფოთველი სიახლოვე, რომელიც ნელ–ნელა
აღმოცენდება ამხანაგობიდან, ურთიერთდახმარების და გულწრფელობის შედეგად. ერთგული მეგობრობის
სიყვარულით შეყვარებული ადამიანი არის ყურადღებიანი, გულითადი და მეგობრულად დამხმარე. იგი
შეიძლება დაეთანხმოს აზრს: „ჩემი ყველაზე ბედნიერი სიყვარული დაიბადა მტკიცე მეგობრული
ურთიერთობებიდან“.
პრაგმატული სიყვარული. ეს არის „სიყვარული, რომელიც ირჩევს მეუღლეს ისე, როგორც მაღაზიაში ყიდულობ
რამეს, და ყველაფერი რაც მას უნდა ის არის, რომ ურთიერთობა იყოს კარგი, რომ ორი პარტნიორი ერთმანეთს
შეეფერებოდეს და ერთმანეთს დაუკმაყოფილონ საბაზისო მოთხოვნილებები“ (lee, 1973). პრაგმატული
შეყვარებული ეძებს უფრო დაკმაყოფილებას, ვიდრე აგზნებას. იგი შეიძლება დაეთანხმოს, დებულებას რომ
„ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინო პარტნიორის შერჩევისას, დაკავშირებულია იმასთან, თუ
როგორ აისახება იგი ჩემს კარიერაზე“.
ალტრუისტული სიყვარული. სიყვარულის ეს სტილი არის უთქმელად მოსიყვარულე, გამცემი და ყველაფრის
მპატიებელი. სიყვარული ესმის, როგორც პასუხისმგებლობა ემსახუროს ნებისმიერ ადამიანს ყოველგვარი
წინასწარი პირობების გარეშე. ალტრუისტმა შეყვარებულმა შეიძლება ასე თქვას საკუთარ თავზე: „მე ვერ
ვიქნები ბედნიერი მანამ, სანამ ჩემი შეყვარებულის ბედნიერებას არ დავაყენებ ჩემს სიყვარულზე ზემოთ“.
სპორტული სიყვარული. ეს ადამიანი სიყვარულით თამაშობს ისე, როგორც სხვები თამაშობენ ჩოგბურთს და
ჭადრაკს: „სიყვარულით თამაშით“ და მასში გამარჯვებით იღებს სიამოვნებას. ურთიერთობა არ არის
ხანგრძლივი და ჩვეულებრივ მთავრდება, როდესაც პარტნიორი ხდება მოსაწყენი ან ძალიან სერიოზული.
მოთამაშემ შეიძლება თქვას, რომ: „მე ვიღებ სიამოვნებას, როდესაც ვთამაშობ „სასიყვარულო პარტიებს“
სხვადასხვა პარტნიორებთან.
31
შეყვარებულების აზრები. 1970–იან წლებში ზიკ რუბინი ატარებდა კვლევებს, რათა გაეგო
შეყვარებულების ტიპიური აზრები. რუბინი (Rubin, 1970, 1973) განმარტავდა სიყვარულს, როგორც სხვა
ადამიანის მიმართ ატიტუდს – ანუ აზრების სპეციფიურ კრებულს საყვარელი ადამიანის შესახებ.
კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, რომელიც ტარდებოდა კოლეჯის სტუდენტებთან, რუბინმა გამოყო
სამი ძირითადი თემა, რომელზეც არის მიმართული შეყვარებული ადამიანის აზრები. ერთ–ერთი
თემა, რომელსაც რუბინმა უწოდა „მიჯაჭვულობა“, დაკავშირებულია მოცემული პარტნიორის
აუცილებლობის განცდასთან. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ დებულება: „მე ძალიან
გამიჭირდებოდა მის გარეშე ...“. მსგავსი გამოთქმები ასახავს ადამიანის მიერ თავისი
დამოკიდებულების გაცნობიერებას სხვა ადამიანის მიმართ, რომელიც აძლევს მას მნიშვნელოვან
კეთილდღეობას და უპირატესობას. მეორე თემა ეხება სხვა ადამიანზე ზრუნვას, რომელიც ჩანს შემდეგ
დებულებაში: „მე ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის . . .“. ამ ურთიერთობის ცენტრალური მომენტია
სურვილი, ხელი შეუწყოს სხვა ადამიანის კეთილდღეობას და ემოციური რეაგირება გააკეთოს მის
მოთხოვნილებებზე. მესამე თემა დაკავშირებულია ნდობასთან და თვითგახსნასთან. რუბინი იყენებდა
ამ სამ თემას რათა, რომ შეემუშავებინა სიყვარულის შკალა, რომელიც გაზომავდა სხვა ადამიანის
მიმართ სიყვარულის შესახებ აზრების გამოხატვის ხარისხს.

შეყვარებულების ქცევები. იმის შეფასებაში, ვუყვარვართ თუ არა სხვა ადამიანს, ჩვენ ჩვეულებრივ
ვეყრდნობით არა მარტო სიტყვებს, არამედ მის ქცევასაც ჩვენთან მიმართებაში. თუ ადამიანი
გეფიცებათ სიყვარულს, ამასთან ერთად ავიწყდება თქვენი დაბადების დღე და სხვებთან ატარებს
დროს, აკრიტიკებს თქვენს გარეგნობას და არასოდეს არ გიყვებათ თავისი საიდუმლოებების შესახებ,
თქვენ ეჭვს შეიტანთ ამ ადამიანის სიტყვების გულწრფელობაში. სვენსენი (Swensen, 1972) თხოვდა
სხვადასხვა ასაკის ადამიანს, ეთქვათ, თუ რომელ ქცევებს უკავშირებენ სიყვარულის გამოხატვას
რომანტიული პარტნიორის ან მეუღლის მხრიდან. მიღებული პასუხები დაყოფილი იყო 7
კატეგორიად, ან შეყვარებული ადამიანების ქცევის ტიპებად:

1. „მე შენ მიყვარხარ“ – ამ სიტყვების ან სხვა საალერსო სიტყვების წარმოთქმა;

2. სიყვარულის ფიზიკური გამოვლინება, ისეთები, როგორიც არის მოხვევა და კოცნა;

3. გულღია საუბრები;

4. გრძნობის არავერბალური გამოხატვა, მაგ. სიხარული ან გახსნილობა პარტნიორის თანდასწრებით;

5. სიყვარულის მატერიალური ნიშნები, როგორიც არის საჩუქრების ჩუქება ან პრობლემების


გადაწყვეტაში დახმარება;

6. სიყვარულის არამატერიალური ნიშნები, ისეთი როგორიც არის ინტერესის გამოხატვა ადამიანის


საქმეებთან დაკავშირებით, მისი აზრის პატივისცემა ან მორალური მხარდაჭერა;

7. მოთმინების გამოვლენა და ურთიერთობის შესანარჩუნებლად მსხვერპლის გაღება.

სვენსენმა აღმოაჩინა, რომ რომანტიკული სიყვარულის მრავალი ეს ნიშანი ფასდებოდა ისევე, როგორც
მშობლური, და–ძმური და მეგობრული სიყვარული.

კინგმა და კრისტენსენმა (King, Christensen, 1983) გამოყვეს მთელი რიგი სპეციფიკური ქცევები და
მოვლენები, რომლებიც აჩვენებდნენ, თუ შეყვარებულებმა ან ადამიანებმა, რომლებიც ერთმანეთს
32
ხვდებოდნენ, რამდენად შორს წაიწიეს შეუღლების მიმართულებით. უმრავლეს შემთხვევაში
სტუდენტური წყვილები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ამ კვლევაში, გადიოდნენ მოვლენების
პროგნოზირებად თანმიმდევრობას, რომლებიც ვითარდებოდა უფრო მეტი პასუხისმგებლობის
შექმნისკენ ერთმანეთის მიმართ. ქცევები, რომლებიც ხორციელდებოდა ურთიერთობის განვითარების
ადრეულ სტადიაზე, ჩვეულებრივ განეკუთვნებოდა მთელი დღის ერთად გატარებას და
ერთმანეთისთვის ნაზი სიტყვების თქმას. შემდეგ სტადიაზე პარტნიორებს ერთმანეთის მიმართ
უყალიბდებოდათ დამოკიდებულება, როგორც „შეყვარებულისადმი“ და სხვადასხვა ღონისძიებებში
მათ ერთობლივად პატიჟებდნენ, როგორც წყვილებს. მოვლენის შემდგომი განვითარება
დაკავშირებული იყო სიყვარულის აღიარებასთან და მხოლოდ ერთმანეთთან შეხვედრებთან. შემდეგი
ტიპიური ნაბიჯი იყო ერთობლივი ცხოვრების, ქორწინების ან არდადეგების განხილვა. მოვლენები,
რომლებიც მოწმებენ უფრო მეტ პროგრესზე, გულისხმობდნენ ერთობლივ თანაცხოვრებას ან ნიშნობას.
მართალია, სტუდენტური წყვილები განსხვავდებოდნენ იმით, თუ რამდენად შორს წაიწიეს თავიანთ
ურთიერთობაში, ასევე თუ რამდენად სწრაფად განმტკიცდა ეს ურთიერთობები, მაგრამ უმრავლესობა
მაინც გადიოდა საკვანძო მოვლენების მსგავს თანმიმდევრობას.

შეყვარებულების გრძნობები. რომატიკული სიყვარული მეგობრობისგან განსხვავდება არა მარტო


გრძნობებით, არამედმისი გამოვლენის გარკვეული ფიზიკური სიმპტომების არსებობითაც. როგორც
პოპულარულ სიმღერებში მღერიან, შეყვარებულს გული უფრო სწრაფად უცემს, შეყვარებულები
კარგავენ ძილს და ხდებიან უფრო გაფანტულები. სიყვარულის ამ ასპექტის შესასწავლად, მეცნიერებმა
გამოკითხეს უნივერსიტეტის 679 სტუდენტი, რათა შეეფასებინათ განსხვავებული გრძნობების
ინტენსივობა, რომელიც მათ ქონდათ ამჟამინდელი ან წარსული სასიყვარულო კავშირების დროს
(Kanin, Davidson & Scheck, 1970).

უფრო ხშირი რეაქციები იყო სავსე ცხოვრების განცდა (მიუთითა სტუდენტების 79%–მა) და რაიმეზე
ფოკუსირების გაკეთების შეუძლებლობა (მიუთითა სტუდენტების 37%–მა). სხვა რეაქციები იყო
„მეშვიდე ცაზე ყოფნა“ (29%), „სურვილი, ირბინო, იხტუნო და მთელი ხმით იყვირო“ (22%), „ძლიერი
შფოთვის განცდა პაემანზე წასვლის წინ“ (22%) და „სიმსუბუქის და სიმშვიდის“ განცდა (20%). ძლიერი
ფიზიკური განცდების დროს, როგორიც არის „გაყინული ხელები“, გულისრევის შეგრძნება და
„ჭიანჭველები რომ გივლიან“, აღნიშნა 20%–მა, ხოლო უძილობა – სტუდენტების 12%–მა.

მკვლევარებმა ასევე აღმოაჩინეს ბიჭებსა და გოგონებს შორის განსხვავება სიყვარულის განცდაში;


გოგონები ხშირად საუბრობდნენ ძლიერ ემოციურ რეაქციებზე (Dion & Dion, 1973). უცნობია, ეს
რეაქციები სინამდვილეში ასახავენ თუ არა სქესობრივ განსხვავებულობებს სიყვარულის განცდისას
თუ უბრალოდ გოგონები უფრო მეტად საუბრობენ ამგვარ განცდებზე.

მთლიანობაში კვლევებმა გამოავლინეს მთელი რიგი მოსაზრებები, გრძნობები და ქცევები, რომელსაც


აშშ–ში მცხოვრები ადამიანები უკავშირებენ სიყვარულს. თუმცა კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ
ადამიანები განსხვავდებიან თავიანთი სპეციფიკური სიყვარულის განცდებით. ამას მივყავართ
აზრამდე, რომ არსებობს სიყვარულის სხვადასხვა ტიპები. ჩვენი წიგნის შემდეგი განყოფილება
ეძღვნება ვნებიან და მეგობრულ სიყვარულს.

33
კულტურის ფოკუსში

ქორწინება, მშობლების სურვილით

მართალია, სიყვარული შეიძლება მოგვეჩვენოს ღრმად პირად გრძნობად, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოწმობს იმაზე, რომ
ჩვენი სასიყვარულო და რომანტიკული განცდები ყალიბდება კულტურის ზეგავლენით. აშშ–ში ადამიანების უმრავლესობას
ვერ წარმოუდგენია შეუღლება სიყვარული გარეშე. აშშ–ში კულტურის ინდივიდუალისტური ორიენტაცია დიდ
მნიშვნელობას ანიჭებს პიროვნულ არჩევანს სასიყვარულო საკითხებში. პირიქით, ბევრი ტრადიციული საზოგადოება
მთელ მსოფლიოში უარს ამბობს ინდივიდუალურ არჩევანზე და სასიყვარულო ურთიერთობებზე, როგორც ქორწინების
საფუძველი. მაგალითად, ინდოეთში ქორწინებას აწყობენ მშობლები. ჯაირი რაჯ გუპტა (Gupta, 1992) ამბობს, რომ
სიყვარული განიხილება ქორწინების სერიოზულ საფუძვლად. როდესაც მშობლები აჩევენ სარძლოს, ისინი პირველ რიგში
ყურადღებას აქცევენ მის კარგ ხასიათს, დამჯერებლობას, დიასახლისობის უნარს, ღვთისმოსაობას და გარეგნობას. საქმროს
არჩევის დროს უმთავრესი როლი აქვს ოჯახის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, განათლებას და ახალგაზრდა
კაცის პოტენციურ შემოსავალს.

ტრადიციულ საზოგადოებაში გაზრდილი ახალგაზრდა გოგონები და ბიჭები, ხშირად იღებენ მშობლების მხრიდან
დახმარებას მეუღლის შერჩევაში. როდესაც დევიდ და ვერა მეისები (Mace, Mace, 1960) ინდოელ გოგონებს უყვებოდნენ
ამერიკელი ახალგაზრდების შეუღლების ადათებზე უკანასკნელები სერიოზულად შეშფოთდნენ თავისუფალი არჩევანის
სარისკო შედეგების გამო. ერთერთმა გოგონამ იკითხა, ხომ არ მოხდება ისე რომ, მორიდებული ამერიკელი გოგონა,
რომელიც ვერ იპყრობს სხვების ყურადღებას, შეიძლება რომ დარჩეს გაუთხოვარი. მეორე გოგონამ განაცხადა, რომ მისთვის
დამამცირებელი იქნებოდა, რომ ბიჭების ყურადღება მიეზიდა: „ამას ქორწინება მიყავს თავისებურ შეჯიბრებამდე, სადაც
გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებიან ბიჭის გამო. ეს აიძულებს გოგონას, რომ გამოჩნდეს უფრო უკეთესი, ვიდრე
სინამდვილეშია“. სხვა გოგონები მხარს უჭერდნენ თავიანთი მშობლების მოსაზრებას პოტენციურ ქმართან დაკავშირებით:
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი მომავალი ქმარი სწორად იქნეს შერჩეული. მე შეიძლება ადვილად შემეშალოს, თვითონ
რომ მომიხდეს მისი პოვნა“. მშობლების მიერ მოწყობილი ქორწინების დამცველები მიუთითებენ იმაზე, რომ მშობლები
უფრო გამოცდილები არიან და უკეთ ერკვევიან ადამიანებში, რომ გატაცება – არასაიმედო საფუძველია ქორწინებისთვის
და რომ კარგად შერჩეული პარტნიორები ფსიქოლოგიურად თავსებად ოჯახებში დროთა განმავლობაში სწავლობენ იპოვონ
სიყვარული და ერთმანეთის დაკმაყოფილება.

ახალ კვლევებში რობერტ ლივაინმა (Levine et al., 1995) და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს 11 განსხვავებული ქვეყნის
კოლეჯების სტუდენტების ქორწინებისადმი და სიყვარულისადმი ატიტუდები. მკვლევარებმა ივარაუდეს, რომ
დასავლური ინდივიდუალისტური კულტურების წარმომადგენლები მნიშვნელოვნად უნდა განსხვავდებოდნენ
ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებული კოლექტივისტური კულტურების წარმომადგენლებისგან სიყვარულთან
დაკავშირებულ შეხედულებებში. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად მათ თხოვეს სტუდენტებს პასუხი გაეცათ კეფარტის მიერ
შედგენილ კითხვაზე – სიყვარული, როგორც ქორწინების აუცილებელი პირობა. მკვლევარები ასევე აფასებდნენ თითეულ
კულტურას ინდივიდუალიზმიდან კოლექტივიზმამდე კონტინიუმთან მიმართებაში. როგორც მოსალოდნელი იყო
დასავლეთის ინდივიდუალისტური კულტურის წარმომადგენელი ახალგაზრდები (აშშ, ავსტრალია და დიდი ბრიტანეთი)
გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ რომანტიულ სიყვარულს ოჯახის შესაქმნელად, ვიდრე ამას აკეთებდნენ
ნაღმოსავლეთის კოლექტივისტური კულტურის წარმომადგენლები (ინდოეთი, პაკისტანი, ტაილანდი და ფილიპინები).
ინდივიდუალიზმის შეფასებასა და სიყვარულის დიდ მნიშვნელობას შორის კავშირი აღმოჩნდა გაცილებით მაღალი, 0.56
კორელაციით. ცხოვრების ეკონომიკური დონე კულტურაში აღმოჩნდა კიდევ უფრო მეტად დაკავშირებული სიყვარულის
წარმოდგენასთან, კორელაციით 0.76. ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნებიდან ადამიანებს უფრო რომანტიული
წარმოდგენები ქონდათ სიყვარულზე, ვიდრე ღარიბი ქვეყნების წარმომადგენლებს. მკვლევარებმა შენიშნეს, რომ იაპონიაში
და ჰონ–კონგში, ორ ტრადიციულ კოლექტივისტურ კულტურაში, რომლებმაც მიაღწიეს ბოლო ათწლეულში ეკონომიკურ
აყვავებას, ქორწინებისთვის სიყვარულის მნიშვნელობა ფასდებოდა არც ისე მაღლა, როგორც განვითარებულ დასავლურ
ქვეყნებში, მაგრამ მაინც უფრო მაღლა, ვიდრე ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულ აღმოსავლურ ქვეყნებში. და
ბოლოს, არსებობს კორელაციური კავშირების მონაცემები სიყვარულზე წარმოდგენასა და წარმატებულ ქორწინებას შორის.
განქორწინებების მაჩვენებელი გაცილებით მაღალი აღმოჩნდა ისეთ ინდივიდუალისტურ ქვეყნებში, როგორიც არის აშშ,
ვნებიანი
სადაც ადამიანები როდესაც სიყვარული
ქორწინდებიან, და მეგობრული
სიყვარულს სიყვარული
დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე კოლექტივისტურ
კულტურაში, რომელსაც უფრო პრაგმატული მიდგომა გააჩნია ქორწინების მიმართ.

34
ვნებიანი სიყვარული (passionate love) განისაზღვრება, როგორც „არაჩვეულებრივად ბობოქარი,
ემოციური მდგომარეობა: სინაზე და სხეულებრივი ვნება, აღფრთოვანება და ტკივილი, შიში და
სიმშვიდე, ალტრუიზმი და ეჭვიანობა არის ერთმანეთის გვერდით, როგორც ერთმანეთში შერეული
გრძნობები“ (Berchield, Walster, 1978, p.177). ემოციებს ვნებიან სიყვარულში ცენტრალური ადგილი
უჭირავს. ადამიანები მთლიანად აღმოჩნდებიან უმართავი ვნებების ტყვეობაში, რომლებსაც ისინი
შეუკავებლად მიყავს საყვარელი ადამიანისაკენ. ელეინ ჰატფილდმა და მისმა კოლეგებმა შეიმუშავეს
ვნებიანი სიყვარულის შკალა (Pssionate Love scale) ამ ტიპის სიყვარულის განცდის ინტენსივობის
შესაფასებლად (Hatfield, Rapson, 1987). შკალაში შედის ისეთი დებულებები, როგორიც არის „ზოგჯერ
ვგრძნობ, რომ ვერ ვაკონტროლებ საკუთარ აზრებს; მე სრულიად შეპყრობილი ვარ. . .“ და „ მე
განვიცდი ვნებიან მისწრაფებას ... მიმართ“. ჰატფილდის აზრით, ვნებიანი სიყვარულის განცდის
უნარი უნივერსალურია, თუმცა მისი გამოხატვის გზები შეიძლება ჩამოყალიბდეს
სოციოკულტურული ფაქტორების ზეგავლენით.

ფიზიოლოგიურ აგზნებას, რომელიც კვებავს ვნებიან სიყვარულს, შეიძლება ქონდეს მრავალი წყარო.
სექსუალური სწრაფვა, შიში შესაძლო უარყოფასთან დაკავშირებით, ნერვიულობა მეორე ადამიანის
აღიარების გამო, ფრუსტრაცია, რომელიც გამოწვეულია გარე წინააღმდეგობებით, რომელსაც ქმნიან
მშობლები ან კონკურენტი თაყვანისმცემელი, შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ სიბრაზე – ყველაფერი
ეს ხელს უწყობს ძლიერ ემოციებს, რომელიც ახასიათებს ვნებიან სიყვარულს. მაგალითად, როგორც
შახტერმა (Schachter, 1959) აღმოაჩინა, რომ შიში აძლიერებს აფილაციისადმი მისწრაფებას, ჰატფილდმა
და მისმა კოლეგებმა( Hatfield, 1989) გვიჩვენეს, რომ შიშის განცდამ შეიძლება მიგვიყვანოს ვნებიან
სიყვარულამდე. ორი კვლევაში, რომელიც ფსიქოლოგებმა ჩაატარეს, გოგონები და ბიჭები, რომლებმაც
გაზომვისას აჩვენეს შიშის დონის მაღალი მაჩვენებელი, ხშირად საუბრობდნენ ვნებიანი სიყვარულის
განცდაზე. როგორიც არ უნდა იყოს მათი წყაროები, ვნებიანი სიყვარულის განცდა, როგორც ჩანს
ხასიათდება ისეთი თვისებებით, როგორიც არის არაკონტროლირებულობა, რამაც შეიძლება
გაამართლოს შეყვარებულების ქცევა, რომელსაც სხვა შემთხვევაში ჩათვლიდნენ მიუღებელ ქცევად,
მაგალითად ქორწინების გარეშე სექსუალური ურთიერთობა (Berscheid, 1983). მათი საკუთარი თავის
დასაცავი არგუმენტია, რომ „საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდნენ“.

ვნებიანი სიყვარულის კიდევ ერთი ელემენტია ის, რომ ადამიანი აბსოლუტურად შთანთქმულია
მეორე ადამიანით. შეყვარებული შეპყრობილია აზრებით თავის ახალ სასიყვარულო კავშირებზე. იგი
მიდრეკილია იდეალიზირება გაუკეთოს საყვარელ ადამიანს, ჩათვალოს, რომ იგი არის
განსაკუთრებული და სრულყოფილი ყველაფერში. ვნებიან სიყვარულზე ხშირად ამბობენ, რომ ის
უცბად აინთება და უცბადვე ქრება. ამ ტპის სიყვარული არაჩვეულებრივად ნათელია, მაგრამ ძალიან
მყიფე და მოკლეა.

მეგობრული სიყვარული (companionate love) განისაზღვრება, როგორც „მიჯაჭვულობა, რომელსაც ჩვენ


განვიცდით იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც მჭიდროდ გადაჯაჭვულია ჩვენი ცხოვრება“ ((Bercheid,
Walster, 1978, p.177). ეს არის უფრო პრაქტიკული ტიპის სიყვარული, რომლშიც აქცენტი კეთდება
ნდობაზე, ზრუნვაზე და ერთმანეთის შეცდომების და სისუსტეების მოთმენაზე. მეგობრული
სიყვარულის ემოციური ტონი არის უფრო ზომიერი; მისთვის უფრო დამახასიათებელია
გულითადობა და მიჯაჭვულობა, ვიდრე უკიდურესი ვნებები. მეგობრული სიყვარული
თანდათანობით ვითარდება, იმის მიხედვით, თუ ორი ადამიანი როგორ აგებს ურთიერთობას
ერთმანეთთან, რომელიც ორივეს აკმაყოფილებს. ადამიანები სრულიად სხვადასხვაგვარად აფასებენ,
35
თუ რომელი სიყვარული, ვნებიანი თუ მეგობრული ჯობია ან რომელია უფრო ნამდვილი სიყვარული.
თუმცა, ოჯახის მრავალი მკვლევარის აზრით, მეგობრული სიყვარული უფრო მყარ საფუძველს უყრის
ხანგრძლივ ურთიერთობებს.

ვნებიან და მეგობრულ სიყვარულს შორის განსხვავება ბადებს საინტერესო კითხვებს ურთიერთობის


დროს ემოციურ განცდებთან დაკავშირებით. მაგალითად, რომანტიული კავშირების ადრეული
სტადიები ხშირად გამოირჩევა უკიდურესი ემოციებით, მაშინ, როდესაც უფრო გვიან სტადიებს
ახასიათებს ზომიერი ემოციები და გაწონასწორებულობა. რატომ ხდება ასე? ელენ ბერშეიდმა
(Berscheid, 1983) გამოთქვა ვარაუდი, რომ დროთა განმავლობაში ქრება სიახლის განცდა
ურთიერთობაში. პარტნიორის იდეალიზაცია ეჯახება ადამიანის არასრულყოფილების რეალობას.
წყვილი გამოიმუშავებს ურთიერთობის რუტინულ გზებს, რის შედეგადაც ერთობლივი ცხოვრება
ხდება უფრო მოწესრიგებული.

ბერშეიდმა ასევე ივარაუდა, რომ პარტნიორების ურთიერთობის შემდგომი გაგრძელებით და


ურთიერთდამოკიდებულების გაძლიერებით, ძლიერი ემოციების პოტენციალი სინამდვილეში
იზრდება. რაც უფრო ძლიერია ჩვენი დამოკიდებულება სხვა ადამიანზე, მით მეტი შესაძლებლობა აქვს
მეორე ადამიანს გავლენა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე. მაგრამ, პარადოქსი მდგომარეობს იმაში, რომ
რამდენადაც წყვილები, რომლებიც ხანგრძლივად ცხოვრობენ ერთმანეთთან, სწავლობენ ეფექტურად
შეათანხმონ ერთმანეთთან თავიანთი ქცევები, ძლიერი ემოციების გამოვლენის რეალურ სიხშირეს აქვს
შესამჩნევად შემცირების ტენდენცია. თუმცა ძლიერი ემოციების ფარული პოტენციალი ზოგჯერ თავს
იჩენს ხოლმე. როდესაც პარტნიორები ერთმანეთს შორდებიან ხანგრძლივი მივლინების ან
ავადმყოფობის დროს, ისინი ხშირად განიცდიან მარტოობის მწვავე განცდას და ერთმანეთის
მონატრებას. სხვა სიტუაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ემოციები ხანგრძლივ
ურთიერთობაში მყოფ ადამიანებთან, დაკავშირებულია მუქარასთან, რომელიც წარმოიშვება
პარტნიორის სხვა ადამიანით გატაცების შედეგად.

როდესაც ადამიანი აღიქვამს რეალურ ან პოტენციურ სწრაფვას პარტნიორსა და კონკურენტს შორის,


მას ეწყება ეჭვიანობა (DeSteno, Salovey, 1994). ეჭვიანობა – ეს არის რეაქცია, რომელიც ჰიპოთეტურად
ემუქრება ერთიანობას ან ადამიანისთვის ძვირფას ურთიერთობას. ამის მაგალითი შეიძლება იყოს ის,
როდესაც ქმარი აღმოაჩენს, რომ მისი ცოლი ვიღაცას ხვდება ჩუმად. ეჭვიანობა გულისხმობს რეაქციას
ორი ტიპის მუქარაზე: ურთიერთობაზე, რომელსაც ემუქრება დარღვევა, რომლის შედეგად შეიძლება
დაკარგო პარტნიორი და როდესაც ემუქრება ადამიანის თვითშეფასებას, როცა უარყოფილია
პარტნიორის მიერ ან მარცხდება კონკურენტთან ((Mathes, Adams & Davies, 1985). ეჭვიანობა მეტ–
ნაკლებად ვლინდება – სიბრაზით, შიშის განცდით და დეპრესიით.

ეჭვიანობის აღმოცენებას ხელს უწყობს მთელი რიგი ფაქტორები. ეჭვიანობას უფრო ექვემდებარება ის
ადამიანი, რომელიც ძალიან არის დამოკიდებული პარტნიორზე, ღრმად არის მისით
დაინტერესებული და აქვს მისაღები ალტერნატივების მცირე რაოდენობა (White, Mullen, 1989).
მაგალითად, ქორწინებაში მყოფი მეუღლეები, რომლებიც თვლიან, რომ ალბათ ვერც იპოვიან თავისი
პარტნიორის შესაბამის შემცვლელს, თუ იგი მოინდომებს მის მიტოვებას, უფრო დაუცველია
ეჭვიანობისგან (Hansen, 1985). ასევე არსებობს ეჭვიანობასა და არამყარ ურთიერთობას შორის კავშირის
მტკიცებულებები. ადამიანები, რომლებიც გრძნობენ ურთიერთობაში ხარვეზებს ან თვლიან, რომ

36
პარტნიორთან მისი ურთიერთობა არ აკმაყოფილებს მის მოლოდინებს, დიდი ალბათობით განიცდიან
ეჭვიანობას (Attridge, Berscheid & Sprecher, 1998).

როგორც უკვე ვხვდებით, კულტურული განსხვავებულობები ასევე ახდენენ გავლენას ეჭვიანობის


გარკვეულ მიზეზებზე (White, Mullen, 1989). მაგალითად, აშშ–ში ცოლისათვის არ იქნებოდა უცნაური
ეეჭვიანა, თუ შეიტყობდა მისი ქმრის სხვა ქალთან სექსუალური კავშირის შესახებ. ამისგან
განსხვავებით, იმ საზოგადოებებში, სადაც კულტურული ტრადიციები უშვებს შესაძლებლობას, რომ
კაცს ყავდეს რამდენიმე ცოლი, ეჭვიანობა მათთვის უცნაური იქნებოდა. პირიქით, ამ ცოლებს, როგორც
წესი, ერთმანეთთან აქვს ძალიან გულითადი დამოკიდებულება, თუ თვითონ ქმარი რომელიმე ცოლს
და მის შვილებს არ აქცევს ფავორიტად იმ გზებით, რომელიც დაარღვევს მათ კულტურულ ნორმებს.
ასევე იმ კულტურებში, სადაც ქალებს უფლება აქვთ ჰყავდეთ რამდენიმე ქმარი, არ ხდება ქმრებს
შორის ეჭვიანობა.

„სიყვარულის სამკუთხედის“ თეორია

ცდილობდა რა შეემუშავებინა სხვადასხვა სახის ურთიერთობებში სიყვარულის ამომწურავი თეორია,


რობერტ სტერნბერგმა (Sternberg, 1986) ივარაუდა, რომ სიყვარულის ყველანაირი განცდა მოიცავს სამ
კომპონენტს, რომელიც არის 8. 2 ნახაზზე ნაჩვენები სამკუთხედის წვერები.

სულიერი სიახლოვე

სიმპათია, კეთილგანწყობა

რომანტიული სიყვარული მოწიფული სიყვარული მეგობრული სიყვარული

ვნებიანი სიყვარული გონდაკარგული სიყვარული გაცივებული სიყვარული

ვნება ერთგულება

კომპონენტი „სულიერი სიხლოვე“ (intimacy) მიეკუთვნება ერთიანობის, მჭიდრო კავშირის და


პარტნიორთან მყარი ურთიეთობის განცდას. ეს კომპონენტი მოიცავს პარტნიორის მიმართ აღტაცებას
და საყვარელი ადამიანის მიმართ ზრუნვის მოთხოვნილებას. ძალიან მნიშვნელოვანია
ურთიერთობაში ნდობა და სულიერი ურთიერთობები. სტერნბერგი თვლის, რომ ეს კომპონენტი,
რომელიც ძირითადად უცვლელია, ყოველთვის თან ახლავს რომანტიური პარტნიორის, შვილის, ან
საუკეთესო მეგობრისადმი სიყვარულს. თითოეულ ამ ურთიერთობებში ძირითადი ბირთვი არის
სულიერი სიახლოვე.

კომპონენტი „ვნება“ (passion) დაკავშირებულია ისეთ განზრახვებთან, რომელიც იწვევს სასიყვარულო


ურთიერთობებში ინტენსიურ ემოციებს. რომანტიულ ურთიერთობებში წინა პლანზე შეიძლება
გამოვიდეს ფიზიკური სწრაფვა და სექსუალობა. თუმცა ამ კომპონენტმა ასევე შეიძლება ჩირთოს სხვა

37
მოტივები, ისეთები როგორიც არის სხვა ადამიანისადმი ზრუნვა, ან სხვა ადამიანის მიერ ზრუნვა,
თვითშეფასბის და დომინირების მოთხოვნილება.

კომპონენტი „ერთგულება (commitment) დაკავშირებულია მოკლე ვადიანი გაგებით გადაწყვეტილების


მიღებასთან, რომ ადამიანს უყვარს ვიღაც და გრძელვადიანი გაგებით პასუხისმგებლობასთან, რომ იყო
ერთგული სიყვარულში. ეს არის სიყვარულის შედარებით კოგნიტური კომპონენტი.

ამ სამი კომპონენტის ანალიზის საფუძველზე სტრენბერგმა გამოყო სიყვარულის შვიდი ტიპი იმის
მიხედვით შეიცავს თუ არა რომელიმე კომპონენტს:

1. სიმპატია, ეს არის დამოკიდებულება რომელსაც განიცდის ადამიანი სულიერი სიახლოვის დროს


ვნებისა და ერთგულების გარეშე, როგორც ეს ხდება მეგობრობის დროს.

2. ვნებიანი შეყვარებულობა არის ვნებითი განცდა, სულიერი სიახლოვის ან ერთგულების გარეშე,


როგორც ეს ხდება მოზარდების გატაცების დროს.

3. ჩამქრალი სიყვარული არის ერთგულების განცდა ვნების და სულიერი სიახლოვის გარეშე, რაც
შეიძლება შეგვხვდეს ინერციით შენარჩუნებულ, ან ქორწინების შემდეგ დაკარგულ ძველ
ურთიერთობაში.

4. რომანტიული სიყვარული, რომელიც არის ვნების და სულიერი სიახლოვის განცდა ერთგულების


გარეშე, როგორც არის რომანტიული ურთიერთობები.

5. მეგობრული სიყვარული არის სულიერი სიახლოვის და ერთგულების განცდა ვნების გარეშე,


რომელიც აქვთ დიდი ხნის შეუღლებულ ცოლ–ქმარს.

6. უგუნური სიყვარული არის ვნების და ერთგულების განცდა სულიერი სიახლოვის გარეშე, როგორიც
არის ერთი ნახვით სიყვარული.

7. მოწიფული სიყვარული არის სიყვარულის უკიდურესი შემთხვევა, რომელიც მოიცავს თავის თავში
სულიერი სიახლოვის, ვნების და ერთგულების ყველა ჩამოთვლილ ელემენტს, რაც შეიძლება ვნახოთ
მოზრდილი ადამიანების სასიყვარულო უერთიერთობებში, ან მშობლებსა დ შვილებს შორის
გარკვეულ ურთიერთობებში.

სტერნბერგის თეორია არის საინტერესო მცდელობა, თავი მოეყარა სხვადასხვა კონცეფციებისთვის და


სხვა კვლევების მონაცემებისთვის ერთიანობაში.

მოზრდილი ადამიანების რომანტიული მიჯაჭვულობა

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სოციალურმა ფსიქოლოგებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ ჩვენ შეგვიძლია
ავხსნათ მოზრდილი ადამიანების რომანტიული სიყვარული, მიჯაჭვულობის თეორიის (attachment
theory) პოზიციიდან. ამ მიდგომამ, რომელიც პირველად ჩამოაყალიბა სინდი ჰეიზენმა და ფილიპ
შეივერმა (Hazan, Shaver, 1987), ძალიან დიდი გავლენა მოახდინა რომანტიული ურთიერთობების
თანამედროვე კვლევების ხასიათზე და საშუალება მოგვცა ახლებურად შეგვეხედა მოზრდილი
ადამიანების სიყვარულის ბუნებისთვის (Simpson, Rholes, 1998).
38
ადრე ამ თავში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ჩვილი ბავშვი გამოიმუშავებს ძლიერ ემოციურ
კავშირს მასზე მზრუნველი ადამიანის მიმართ – კავშირი, რომელიც უზრუნველყოფს მისი
უსაფრთხოების განცდას. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ბავშვი ეჯაჭვება თავის მზრუნველს, ასეთმა
მიჯაჭვულობამ შეიძლება მიიღოს განსხვავებული ფორმები: მყარი მიჯაჭვულობა, თავის არიდების
მიჯაჭვულობა და მშფოთვარე/ამბივალენტური მიჯაჭვულობა. ჰეიზენის და შეივერის აზრით
მოზრდილი ადამიანების სასიყვარულო ურთიერთობა გარკვეულწილად ჰგავს ბავშვების
მიჯაჭვულობას.

როგორც ბავშვები, ისე მოზრდილები, როგორც წესი, ავლენენ ძლიერ მიდრეკილებას სხვა ადამიანების
მიმართ, ძალიან განიცდიან განშორებას, ცდილობენ იყვნენ მის გვერდით და ერთად გატარონ დრო.
ვარაუდობენ რომ მოზრდილების რომანტიულ ურთიერთობებს, ისევე როგორც ბავშვების
მიჯაჭვულობას, აქვს თავისი ბიოლოგიური საფუძველი: „რომანტიული სიყვარული შეძენილია
ბიოლოგიური პროცესების ევოლუციის დროს, რომლებიც უზრუნველყოფენ მოზრდილ სექსუალურ
პარტნიორებს შორის მიჯაჭვულობის გაჩენას, რომლებიც თავიანთი სასიყვარულო კავშირების
შედეგად ხდებიან ბავშვის მშობლები, რომელიც საჭიროებს საიმედო მოვლას“ (Hazan, Shaver, 1987).

მოზრდილი რომანტიკული მოჯაჭვულობები გამოიხატება ისეთი ფორმებით, რომელიც სამი ტიპის


ბავშური მიჯაჭვულობის ანალოგიურია. მთელი რიგი კვლევებით აღმოჩნდა, რომ მოზრდილი
რომანტიული განცდები ასევე შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც მყარი, თავისამრიდებელი და
მშფოთვარე/ამბივალენტური. სხვადასხვა კვლევებში ჩანს, რომ მოზრდილი ადამიანების
პროპორციული განაწილება, რომლებიც ხვდებიან ამ სამი ტიპის მიჯაჭვულობაში, დაახლოებით
ემთხვევა ბავშვების პროპორციულ განაწილებას. მაგალითად კვლევებში, რომელმაც გამოიყენა
ამერიკელების ფართო ნაციონალური რეპრეზენტაციული შერჩევა, აღმოჩნდა, რომ მოზრდილების
უმრავლეესობას (59%) ქონდა მყარი, დაახლოებით ერთ მეოთხედს თავის ამრიდებლური და 11%
მშფოთვარე/ამბივლენტური მიჯაჭვულობა (Mickelson, Kessler & Shaver, 1997). რასაკვირველია,
ბავშვებისა და მოზრდილების მიჯაჭვულებას შორის არსებობს განსხვავებები. მოზრდილი
ადამიანების მიჯაჭვულობა, როგორც წესი ორმხრივია: თითოეული პარტნიორი არა მარტო ზრუნავს
საკუთარ თავზე, არამედ იგი ზრუნავს მეორე ადამიანზეც. ამ მხრივ ბავშვსა და მოზრდილს შორის
ურთიერთობა ორმხრივი არ არის. კიდევ ერთი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უფროსები
მიჯაჭვულობას ჩვეულებრივ აყალიბებენ თავის თანატოლებს შორის. და ბოლოს, უფროსების
მიჯაჭვულობა ხშირად ჩაირთავს სექსუალურ სწრაფვებს.

ძირითადი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვების და მისი მშობლების ადრეული ურთიერთობების
ხასიათი გავლენას ახდენს იმაზე, თუ ეს ადამიანი როგორი იქნება თავის რომანტიკულ
ურთიერთობაში უკვე მოზრდილობაში (Collins, Read, 1990; Henry, Holmes, 1998). მაგალითად, ბავშვს,
რომელსაც აქვს მიჯაჭვულობის მყარი სტილი, შეიძლება ჩამოუყალიბდეს მოლოდინი, რომ
ადამიანების უმრავლესობა გულისხმიერია, მზრუნველია და ნდობას იმსახურებს. ასეთი ტიპის
შეხედულებებმა მიიღო სახელწოდება - ადამიანის ურთიერთობის სამუშაო მოდელი. მოზრდილ
ასაკში ეს ადამიანი ავლენს მიჯაჭვულობის იგივე მყარ სტილს რომანტიულ პარტნიორთან და აგებს
მასთან მტკიცე და დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს. ამისგან განსხვავებით
მშფოთვარე/ამბივალენტური ბავშვი მოზრდილობაში მიისწრაფვის სიყვარულისკენ, მაგრამ ეშინია არ
იყოს უარყოფილი. თავის ამრიდებელ ბავშვს მოზრდილობაში ეშინია სიახლოვის და არ ენდობა

39
ადამიანებს. რა საკვირველია, მიჯაჭვულობის სტილი შეიძლება შეიცვალოს ადამიანის მიერ ახალი
ცხოვრებისეული გამოცდილების შეძენის მიხედვით. მაგალითად, სრულფასოვანი და წარმატებული
ურთიერთობები ახალგაზრდობაში საშუალებას აძლევს ადამიანს, რომელსაც არ ქონა მიჯაჭვულობის
მყარი სტილი ბავშვობაში, შეიძინოს უფრო ნდობით აღსავსე ურთიერთობის სამუშაო მოდელი და
ისწავლოს თანატოლებთან მიჯაჭვულობის მყარი ფორმების ჩამოყალიბება. მიჯაჭვულობის მუდმივი
სტილის მტკიცებულებას ჩვენ ვპოულობთ ლონგიტუდურ კვლევებში, რომლის დროსაც ინდივიდების
განვითარებას აკვირდებოდნენ მათი ცხოვრების განმავლობაში 1–დან 21 წლამდე (Waters, Merrick,
Albersheim & Treboux, 1995). თუ ადამიანის ცხოვრებაში არ ხდებოდა მიჯაჭვულობასთან
დაკავშირებული მოვლენა, მაგალითად ერთ–ერთი მშობლის სიკვდილი, მშობლების გაცილება, ან
ფიზიკური ძალადობის შემთხვევა, მონაწილეთა უმრავლესობა (72%) მოზრდილობაში ინარჩუნებდნენ
მიჯაჭვულობის იგივე სტილს, რომელიც მათ შეითვისეს ბავშვობაში. პირიქით, ინდივიდები,
რომლებმაც გადაიტანეს რაიმე ნეგატიური მოვლენა მშობლებთან ურთიერთობაში, მხოლოდ 44%
აჩვენებდა მიჯაჭვულობის იგივე პატერნს. სხვა ლონგიტიდურ კვლევებში, სადაც შეისწავლიდნენ 21
დან 52 წლამდე ქალებს, ასევე აღმოჩნდა შესაბამისობა მათ სამუშაო მოდელებში (Klohnen & Bera, 1998).

სულ უფრო მეტი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ მიჯაჭვულობის სტილი გავლენას ახდენს
მოზრდილი ადამიანების ურთიერთობის ხარისხზე. კოლეჯის სტუდენტებზე და ასევე მოზრდილი
ადამიანების სხვა ჯგუფებზე ჩატარებული კვლევების განზოგადებით, ბრენანმა და შეივერმა (Brennan,
Shaver, 1995) შემოგვთავაზეს სამი ჯგუფის შემდეგი კრებითი პორტრეტი.

საკუთარ თავში დარწმუნებული მოზრდილები. ეს მოზრდილები საკუთარ თავს აღწერენ, როგორც იმ


ადამიანებს, რომელთაც უნარი აქვთ ადვილად შევიდნენ ახლო ურთიერთობაში ადამიანებთან და
ამტკიცებენ, მათ იშვიათად აწუხებთ აზრი, რომ უარყოფენ. საკუთარ თავში დარწმუნებულ
მოზრდილებს ტენდენცია აქვთ, აღწრეონ თავიანთი შედარებით მნიშვნელოვანი კავშირები,
ძირითადად, როგორც ბედნიერი, მეგობრული და ნდობით განმსჭვალული. მათ მიდრეკილება აქვთ
თავიანთი აზრები და განცდები გაუზიარონ პარტნიორს, დარწმუნებული მოზრდილები უფრო
ხშირად, ვიდრე სხვები აღწერენ თავიანთ მშობლებს პოზიტიურ ტერმინებში – როგორც მზრუნველები,
სამართლიანები და მოსიყვრულეები, და ასევე ქორწინებით ბედნიერები.

თავის ამრიდებელი მოზრდილები. ეს მოზრდილები საუბრობენ გარკვეული პრობლემების


არსებობაზე სხვა ადამიანებთან სიახლოვის მისაღწევად, ან სრული ნდობის ჩამოსაყალიბებლად
რომანტიულ პარტნიორთან. როდესაც ახასიათებენ საკუთარ შედარებით მნიშვნელოვან სასიყვარულო
კავშირებს, თავის ამრიდებელი შეყვარებულები აღნიშნავენ თავიანთ ემოციურ აღმავლობასა და
დაცემას, ეჭვიანობასა და სიახლოვის შიშს. თავის ამრიდებელი მოზრდილები მიდრეკილები არიან
უარყონ მიჯაჭვულობის მიმართ თავიანთი მოთხოვნილებები, დიდი მნიშვნელობა არ მიანიჭონ
რომანტიული ურთიერთობების დასრულებას და უფრო მეტად კონცენტრირებულნი არიან
სამუშაოზე. ისინი იშვიათად შედიან ნდობით ურთიერთობებში პარტნიორებთან და (კოლეჯის
სტუდენტებს შორისაც) ხშირად ამყარებენ შედარებით მოკლე ვადიან სექსუალურ კავშირებს. საკუთარ
თავში დარწმუნებული მოზრდილებისგან განსხვავებით, თავის ამრიდებელ მოზრდილებს აქვთ
ტენდენცია თავიანთი მშობლები აღწერონ, როგორც მომთხოვნები, კრიტიკულები და განდეგილები.

მშფოთვარე/ამბივალენტური მოზრდილები. დაბოლოს, მოზრდილები, რომლებიც ეძიებენ ახლო


ურთიერთობებს, მაგრამ შფოთავენ იმის გამო, რომ მათი სიყვარული უპასუხოდ დარჩება, თვითონ
40
ისინი კი უარყოფილები აღმოჩნდებიან, ხასიათდება, როგორც მშფოთვარე/ ამბივალენტური
მოზრდილები. ეს მშფოთვარე/ამბივალენტური რესპოდენტები თავიანთ შედარებით მნიშვნელოვან
სასიყვარულო კავშირებს აღწერენ, რომ ეს არის შემოტევა, ერთიანობის და ორმხრივი ურთიერთობის
მწვავე მოთხოვნილება, ემოციის მოზღვავება და ემოციისგან დაცლა, უკიდურესი სექსუალური
მისწრაფებები და ეჭვიანობა. მათ ხშირად უყვარდებათ პირველი შეხედვისთანავე და გრძნობენ, რომ
რომანტიულ პარტნიორებს და მეგობრებს მათი არ ესმით. საკუთარ თავში დარწმუნებული
მოზრდილებისგან განსხვავებით, მშფოთვარე/ამბივალენტურ რესპოდენტებს ტენდენცია აქვთ
აღწერონ თავიანთი მშობლები, როგორც უფრო მომაბეზრებელი და მომთხოვნი ადამიანები, და მათ
ქორწინებას ახასიათებენ, როგორც უიღბლო.

კვლევები გვიჩვენებენ, რომ მიჯაჭვულობის დარწმუნებული სტილის ადამიანებს ტენდენცია აქვთ


ააგონ უფრო დამაკმაყოფილებელი, მყარი, ახლო და კეთილსასურველი ურთიერთობები, ვიდრე თავის
არიდების სტილის ადამიანებს ((Feeney, 1996; Shaver, Hazan, 1993) ერთერთი კვლევის მონაწილეები,
კოლეჯის სტუდენტები, ერთი კვირის მანძი;ლზე აკეთებდნენ ყოველდღიურ ჩანაწერებს თავიანთი
სოციალური ურთიერთობების შესახებ (Tidwell, Reis & Shaver, 1996). ზოგადად დარწმუნებული
ინდივიდები საუბრობდნენ სიახლოვის, კმაყოფილების და დადებითი ემოციების მაღალ ხარისხზე,
მოპირდაპირე სქესის ადამიანებთან კონტაქტისას. თავის ამრიდებელი მონაწილეები საუბრობდნენ
ნაკლებ სიახლოვეზე და ნაკლებ კმაყოფილებაზე; ისინი ასევე განიცდიდნენ უფრო მეტ დაძაბულობას,
ნერვიულობას, გადაღლას, უხერხულობას და ნაკლებად კმაყოფილები იყვნენ თავიანთი
ურთიერთობებით საპირისპირო სქესთან. მშფოთვარე/ ამბივალენტური ინდივიდები როდესაც
აღწერდნენ თავიანთ სოციალურ კონტაქტებს, ბევრ რამეში მსგავსები იყვნენ საკუთარ თავში
დარწმუნებულ ინდივიდებთან.

მიჯაჭვულობის სტილმა ასევე გავლენა შეიძლება მოახდინოს იმაზე, თუ როგორ ექცევიან ერთმანეთს
რომანტიული პარტნიორები. ეს ნაჩვენებია კვლევის შედეგებში, რომლის დროსაც სწავლობდნენ
წყვილების რეაქციებს სიტუაციებზე, რომლის დროსაც ქალი განიცდის სტრესს (Simpson, Rholes &
Neligan, 1992). მონაწილები წყვილები მოდიოდნენ ლაბორატორიაში, სადაც მათ თავაზობდნენ
შეევსოთ კითხვარი, რომელიც ზომავდა მიჯაჭვულობის სტილს. ამასთან ერთად ექსპერიმენტატორი
ეობნებოდა ყველა ქალს, რომ იგი „აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როდესაც საჭირო გახდება გაიაროს
მთელი რიგი ექსპერიმენტული პროცედურები, რომელიც იწვევს მაღალ შფოთვას და ნერვიულობას
ადამიანების უმრავლესობაში. ამ პროცედურების ხასიათი საშუალებას არ გვაძლევს, რომ მოგიყვეთ
ამაზე მეტი ამ მომენტისათვის“. ამის შემდეგ ქალებს აჩვენებდნენ უფანჯრო, ბნელ ოთახს, რომელიც
გამოიყენებოდა ფსიქოფიზიოლოგიური კვლევებისათვის, სადაც ვითომ უნდა ჩატარებულიყო ეს
„პროცედურები“. თუმცა, მკვლევარმა აუხსნა რომ, მოწყობილება, ჯერ კიდევ არ იყო მზად და ამიტომ
ქალს თხოვდნენ მოეცადა რამდენიმე წუთი თავის ახალგაზრდა ვაჟთან ერთად. შემდეგი ხუთი წუთის
განმავლობაში ქალსა და მის პარტნიორს შორის ურთიერთობა ფიქსირდებოდა ვიდეოკამერაზე.
ვიდეოჩანაწერების შემდგომმა ანალიზმა აჩვენა რომ, რაც უფრო იზრდებოდა შფოთვა, რომელიც
გამოწვეული იყო მოსალოდნელი ექსპერიმენტით, მიჯაჭვულობის დარწმუნებითი სტილის ქალები
პარტნიორში ეძებდნენ მხარდაჭერას და ნუგეშს, მაშინ, როდესაც თავის ამრიდებელი ქალები შორს
იჭერდნენ თავს თავისი პარტნიორებისაგან, როგორც ემოციურად, ისე ფიზიკურად. თავიანთი
მეგობარი ქალების შფოთვის ზრდის პასუხად დარწმუნებული მამაკაცები მიდრეკილები იყვნენ
აღმოეჩინათ მხარდაჭერა, როდესაც თავის ამრიდებელი მამაკაცები ნაკლებ მხარდაჭერას ავლენდნენ.

41
ამ და სხვა კვლევების შედეგები იმაზე მიუთითებენ, რომ მიჯაჭვულობის თეორიის პოზიციიდან
მიდგომა მკვლევარებს საშუალებას აძლევთ მნიშვნელოვნად წაიწიონ წინ მოზრდილი ადამიანების
ურთიერთობების გაგებაში, მათ შორის რომანტიკული პარტნიორების ურთიერთობაშიც. ამჟამად
მოზრდილების მიჯაჭვულობის შესწავლა არის რომანტიული ურთიერთობების სოციალურ
ფსიქოლოგიური კვლევების ერთერთი აქტიურად განვითარებადი სფერო.

ამ თავში ჩვენ აღვწერეთ ურთიერთობის ადამიანური მოთხოვნილებები და განვიხილეთ საკითხი იმის


შესახებ თუ, რატომ მოგვწონს ზოგიერთი ადამიანი და არ მოგვწონს სხვა ადამიანები. ჩვენ ასევე
მივაქციეთ თქვენი ყურადღება რომანტიული სიყვარულის და მომწიფებულ ასაკში მიჯაჭვულობის
ფსიქოლოგიური კვლევების მიმოხილვას. შემდეგი თავი ეძღვნება პიროვნულ ურთიერთობებში
ურთიერთქმედების შესწავლას.

რეზიუმე

1. ადამიანები – ესენი არიან სოციალური ცხოველები, რომლებიც თავიანთი ცხოვრების დიდ ნაწილს
ატარებენ სხვა ადამიანების გარემოცვაში.

2. ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აფილაციის ტენდენციები ძლიერდება, როდესაც


ადამიანები განიცდიან შიშს ან გაურკვევლობას.

3. ჯერ კიდევ ჩვილობის ასაკში ბავშვები იყალიბებენ ძლიერ მიჯაჭვულობას მათ ცხოვრებაში
მნიშვნელოვანი უფროსების მიმართ.

4. ფეისი და სხვა მკვლევარები შეეცადნენ კლასიფიცირება გაეკეთებინათ კონკრეტული


სარგებლებისთვის, რომელსაც იღებენ მოზრდილი ადამიანები სოციალური ურთიერთობების
შედეგად, ისეთები, როგორიც არის მიჯაჭვულობა, სოციალური ინტეგრაცია და მართვა.

5. მარტოობა განიცდება, როგორც სუბიექტური დისკომფორტი, რომელსაც განვიცდით, როდესაც ჩვენი


ურთიერთობები ხასიათდება ხარისხობრივი ან რაოდენობრივი დეფიციტით. მარტოობა შეიძლება
იცვლებოდეს, როგორც დროებითი, რომელიც გამოწვეულია ჩვენი სოციალური ცხოვრების
ცვლილებით, მის ქრონიკულ და მყარ მდგომარეობამდე. ემოციური მარტოობა გამოწვეულია
მიჯაჭვულობის ნაკლებობით ურთიერთობაში; სოციალური მარტოობა გამოწვეულია სოციალური
ინტეგრაციის უკმარისობით.

6. ზოგადად ჩვენ მოგვწონს ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობას მოაქვს ჩვენთვის გარკვეული


სარგებელი და რომლებიც გვეხმარებიან ჩვენი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში.

7. პიროვნებათშორის მიზიდულობას აძლიერებს სივრცითი სიახლოვე, ნაცნობობა (უბრალო


წარდგენის ეფექტი) და მსგავსება. ჩვენ ხშირად მოგვწონს ადამიანები, რომლებიც ჩვენი მსგავსნი არიან
თავიანთი განწყობებით, ღირებულებებით, ინტერესებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და
პიროვნული თვისებებით. ტენდენციას ავირჩიოთ ჩვენთვის მსგავსი პარტნიორი საწინააღმდეგო
სქესის ადამიანების გაცნობისას და ქორწინებისთვის, აქვს „შესაბამისობის პრინციპი“–ს სახელწოდება.
პროცესებს, რომლებსაც მივყავართ მეგობრებს შორის მსგავსებამდე, განეკუთვნება შერჩევითი
მიმზიდველობა, სოციალური გავლენა და გარემოს ფაქტორი.
42
8. სიმპათიის გამაძლიერებელი პიროვნული თვისებებია გულითადობა, კომპეტენტურობა და
ფიზიკური მიმზიდველობა. საზოგადოებაში ფიზიკურად მიმზიდველ პარტნიორთან ან მეგობართან
გამოჩენას აქვს დასხივების ეფექტი, რომელიც ადამიანებს უბიძგებს შეგვაფასონ უფრო
კეთილსასურველად.

9. კვლევები, რომლებიც ეხება მეუღლის შერჩევას, გვიჩვენებენ ქალებსა და კაცებს შორის მყარი
განსხვავებების არსებობაზე. მამაკაცები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ქალის ახალგაზრდობას და
სილამაზეს; ქალები დიდ ყურადღებას აქცევენ პარტნიორის სოციალურ და ეკონომიკურ რესურსებს. ამ
კანონზომიერებების ასახსნელად შემოთავაზებული იყო კულტურული და ევოლუციური მიდგომები.

10. ამერიკელების უმრავლესობა სიყვარულს თვლის აუცილებელ პირობად ქორწინებისთვის, თუმცა


მრავალ ტრადიციულ კოლექტივისტურ საზოგადოებებში ქორწინებას აწყობენ მშობლები ან
ნათესავები.

11. მკვლევარები ერთმანეთისგან ასხვავებენ ვნებიან სიყვარულს (ყოვლისმომცველი და მძაფრი


ემოციური განცდა, რომელსაც განიცდის ადამიანი სასიყვარულო კავშირის დაწყებისას) და მეგობრულ
სიყვარულს (ღრმა მიჯაჭვულობა, ნდობა და სინაზე, რომელსაც ადამიანი განიცდის პარტნიორის
მიმართ). ეჭვიანობა არის რეაქცია, როდესაც ჩვენთვის ღირებულ ურთიერთობებს საფრთხე ემუქრება
კონკურენტის მხრიდან.

12. მკვლევარებმა განავრცეს მიჯაჭვულობის თეორია მოზრდილების რომანტიულ ურთიერთობებზე.


მოზრდილი ადამიანები იყოფიან: საკუთარ თავში დარწმუნებლი, თავისამრიდებელი და
მშფოთვარე/ამბივალენტური მიჯაჭვულობის სტილის ტიპებად. მიჯაჭვულობის სტილმა შეიძლება
გავლენა მოახდინოს რომანტიული ურთიერთობების ხასიათზე.

კითხვები ანალიზისთვის

1. შეადარეთ მიჯაჭვულობა ბავშობისა და მოზრდილ ასაკში და იპოვეთ მათ შორის განსხვავება.

2. ადამიანები უფრო ხშირად ქორწინდებიან მათზე ვინც გაიცნეს სკოლაში ან სამსახურში, ვიდრე იმ
ნაცნობებზე, რომლებიც გაიცნეს პლაჟზე, ბარში ან სუპერმარკეტში. გამოიყენეთ ზოგადი პრინციპები,
რომელიც ამ თავშია აღწერილი, რათა ახსნათ ეს კანონზომიერება.

3. ვაისმა გამოყო რამდენიმე ძირითადი ,,რესურსი’’ ან სარგებელი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ


სოციალური ურთიერთობების დროს. აღწერეთ ეს მოდელი, შემდეგ თქვენ თვითონ შემოგვთავაზეთ
და განიხილეთ სარგებლის ორი დამატებითი ტიპი, რომელიც თქვენი აზრით გამოტოვებულია მის
ტიპოლოგიაში.

4. ზოგიერთ საუნივერსიტეტო ქალაქში სტუდენტები ძირითადად მეგობრობენ თავისივე მსგავსი


ეთნიკური ან სოციალური წარმოშობის სტუდენტებთან. დააკვირდით კაფეტერიებში,
ბიბლიოთეკებში, სამრეცხაოებში, საკლასო აუდიტორიებში და თქვენი საუნივერსიტეტო ქალაქის სხვა
ადგილებში სტუდენტების ქცევას. რა კანონზომიერებები აღმოაჩინეთ თუ მსგავსი რამ არსებობს?
განიხილეთ თქვენი დაკვირვება და გამოიყენეთ ის მიდგომები, რომელსაც გაეცანით ამ თავის
წაკითხვისას.
43
5. მრავალი სტუდენტი, რომელიც პირველად მოხვდა კოლეჯში, განიცდის მარტოობის განცდას,
თუმცა უმრავლესობა თავისუფლდება ამ განცდისგან სწავლის პირველივე წლის დასასრულს.
განიხილეთ მარტოობის მიზეზები ახალბედა სტუდენტებს შორის, დაეყრდენით თქვენს პირად
გამოცდილებას და მას, თუ რა გაიგეთ ამ თავის წაკითხვის შემდეგ. შემოგვთავაზეთ ორი გზა, რომლის
დახმარებით კოლეჯები შეძლებდნენ შეემსუქებინათ ეს გარდამავალი პერიოდი ან დახმარებოდნენ
ახალ სტუდენტებს მარტოობის დაძლევაში.

6. საჭიროა თუ არა ვნებიანი და რომანტიული სიყვარული იყოს მეუღლის ან მუდმივი პარტნიორის


არჩევის საფუძველი? განიხილეთ არგუმენტები ,,ვეთანხმები’’ და ,,არ ვეთანხმები’’ რომანტიკული
კავშირებისთვის. როგორია თქვენი პირადი აზრი?

44
ყურადღების ცენტრში

ეხმარება თუ არა ინტერნეტი სოციალური კავშირების გამყარებას თუ აძლიერებს სოციალურ


იზოლაციას?

დღეს ამერიკის 60 მილიონზე მეტი ოჯახი იყენებს პერსონალურ კომპიუტერს ინტერნეტში ჩასართავად (Sleek, 1998). სულ
უფრო მეტი ადამიანი იყენებს ელექტრონულ ფოსტას არა მარტო საქმიანი მიმოწერისთვის, არამედ მეგობრებთან და
ნათესავებთან ურთიერთობებისთვის. იზრდება „ჩატების“ პოპულარობა და კომპიუტერის დახმარებით სულ უფრო მეტი
ადამიანი პოულობს ერთმანეთს ქვეყნის სხვადასხვა ბოლოდან, რომლებსაც აქვთ საერთო ინტერესები ან ერთნაირი
დაავადებები. რა გავლენას ახდენს ინტერნეტი თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაზე?

ზოგიერთი ადამიანის აზრით, ინტერნეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს სოციალური კავშირების დამყარებისთვის,
რომელიც დაფუძნებულია არა გეოგრაფიულ სიახლოვეზე, არამედ საერთო ინტერესებზე. პირიქით, კრიტიკოსები წუხილს
გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ინტერნეტი გვთავაზობს მხოლოდ ზედაპირულ კონტაქტებს უცნობ ადამიანებთან. ისინი
შიშობენ, რომ კომპიუტერული თამაშების დ ვებ–გვერდების ხელოვნურმა მიმზიდველობამ შესაძლებელია წაართვას
ადამიანებს დრო მეგობრებთან და მეზობლებთან რეალური კონტაქტებისთვის.

ამ პრობლემის შესასწავლად, ფსიქოლოგების ჯგუფმა კარნეგი მელონის უნივერსიტეტიდან, რობერტ კრაუტის (Kraut, 1998)
ხელმძღვანელობით, ჩაატარა ინტერნეტის მომხმარებლების ლონგიტუდური კვლევები. ისინი აკვირდებოდნენ
ასსამოცდაცხრა ადამიანს ორი წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ შეემოწმებინათ თუ რა გავლენას ახდენს სოციალურ
ურთიერთობებზე ინტერნეტის გამოყენება, მკვლევარებმა შეკრიბეს მოხალისეების ჯგუფი, რომლებსაც მანამდე
ინტერნეტთან შეხება არ ჰქონდათ. ექსპერიმენტში მონაწილეობის სანაცვლოდ ცდისპირემა უფასოდ მიიღეს კომპიუტერი,
პროგრამული უზრუნველყოფა, თავისუფალი სატელეფონო ხაზი და ინტერნეტთან წვდომა. სოციალური აქტივობის და
ინდივიდების ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ხარისხის გაზომვა განხორციელდა კვლევის დაწყების წინ და
გრძელდებოდა 12–14 თვის განმავლობაში. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ინტერნეტით სარგებლობა დამღუპველად აისახა
სოციალურ აქტივობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ინტერნეტის ხშირი გამოყენება დაკავშირებული იყო ოჯახის შიდა
კონტაქტების შემცირებასთან, ყოველდღიური ურთიერთობის წრის შემცირებასთან, მარტოობის განცდის გაზდასთან და
უფრო მეტ დეპრესიასთან.

რატომ აყენებს ზიანს ინტერნეტის გამოყენება სოციალურ ურთიერთობებს? შესაძლებელია ინტერნეტი ხდება სოციალური
კონტაქტების შემცვლელი, ტელევიზორისმაგვარი გართობის ფორმა, რომელმაც შეიძლება მიგვიყვანოს ცოცხალი
ურთიერთობების დაკარგვამდე, თუმცა მკვლევარებმა უარი თქვეს ამ ჰიპოთეზაზე, რადგან ადამიანები ინტერნეტს იყენებენ
სოციალური მიზნებისთვის, როგორიც არის: ელექტრონული ფოსტით ურთიერთობა, ტელეკონფერენციაში და ,,ჩათის’’
ჯგუფებში მონაწილეობა. თუმცა მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ინტერნეტი, როგორც ჩანს უბიძგებს ადამიანებს შეცვალონ
უფრო ძლიერი უშუალო ურთიერთობები, უფრო დაბალი ხარისხის სოციალური კავშირებით. მკვლევარების აზრით
ურთიერთობების უმრავლესობა, რომლებსაც ამყარებდნენ ცდისპირები ინტერნეტის საშუალებით იყო სუსტი. მაგ: ქალი
ესაუბრებოდა უცნობ ადამიანს ხელთათმანებზე, რომელსაც იგი ,,შეხვდა’’ ქსოვის ვირტუალური კატალოგის ნახვის დროს
და მამაკაცი ეხუმრებოდა ადამიანს, რომელსაც შეხვდა ონლაინის ვებგვერდზე. მკვლევარებმა ეს ახსნეს იმით, რომ
ონლაინის მეგობრებს უფრო ნაკლებად შეუძლიათ დაგვეხმარონ და მოგვცენ ემოციური მხარდაჭერა, ვიდრე მეგობრებს,
რომლებიც შევიძინეთ სკოლაში, სამსახურში, ეკლესიაში ან მეზობლად.

ამ კვლევის შედეგები რასაკვირველია გამოიწვევს კრიტიკას, მსოფლიოს ელექტრონული ქსელის ენთუზიასტების მხრიდან.
აქ საჭიროა გაკეთდეს ორი შენიშვნა: 1) ადამიანები სხვადასხვაგვარად იყენებენ ინტერნეტს და კვლევის შედეგები არ
შეიძლება ყველაზე ერთნაირად ვრცელდებოდეს. მაგ: ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სოფელში შეიძლება ქონდეთ
ურთიერთობის დეფიციტი და მათთვის მნიშვნელოვნი კონტაქტები შეიძლება ნახონ ინტერნეტის საშუალებით. 2)
ჭეშმარიტი მეცნიერული ინტერესები მოითხოვს, რომ ჩვენ სიფრთხილე გამოვიჩინოთ ერთჯერადი კვლევის შედეგების
შეფასებისას. აქ დიდი მნიშვნელობა ექნება დამატებით კვლევებს ინტერნეტთან დაკავშირებულს და მაინც ამ კვლევამ
შეიძლება ჩვენ გვიბიძგოს დავფიქრდეთ ინტერნეტის იმ გავლენაზე, რასაც იგი ახდენს ჩვენს პირად ცხოვრებაში.

45

You might also like