You are on page 1of 12

მეცამეტე ლექცია

სკოლისათვის მზაობის კომპონენტები. დიაგნოსტიკა, კორექცია.

ლიტერატურა:

1. „საკითხავი მასალა“

დ.უზნაძე, „ბავშვის ფსიქოლოგია“, გვ.296-305, 306-362

სასკოლო სწავლების დასაწყისის პრობლემისათვის

რა არის სკოლის დანიშნულება? სკოლის უპირველესი დანიშნულებაა მოზარდის


სწავლება.

როგორ უნდა გვესმოდეს სწავლის ცნება, რას ნიშნავს ის? განა უდავო არაა, რომ
სწავლა სკოლის გარეშეც ხდება? განა ბავშვს ბევრი რამ არა აქვს ნასწავლი, სანამ
სკოლაში შევიდოდეს? მაშ, რატომ უნდა მივიჩნიოთ სკოლის ფუნქციად სწორედ სწავლა,
თუ იგი სკოლის გარეშეც და სკოლის ასაკის დაწყებამდეც ხდება?

ვნახოთ, არის თუ არა რაიმე განსხვავება სწავლაში, რომელიც სკოლის ასაკის


დაწყებამდე და მას შემდეგ, ე.ი. სკოლაში მიმდინარეობს.

ცნობილია. რომ თავის სიცოცხლეში ცხოველიც ბევრ რამეს “სწავლობს”.


მეცნიერებაში მრავალი მეთოდია ცნობილი, რომელიც ცხოველის “სწავლის”
შემთხვევებსა და წესებს იკვლევს. შევჩერდეთ ე.წ. “ცდისა და შეცდომის” მეთოდზე!
მისი აზრი დაახლოებით ასეთია: მრავალგზის გამეორების შედეგად ცხოველი
თანდათანობით ეჩვევა სულ უფრო და უფრო იშვიათად მიმართოს მცდარ მოძრაობებს
და ბოლოს, პირდაპირ მიზანშეწონილი ქცევით დაიწყოს. ასე “სწავლობს” იგი გალიიდან
გამოსვლას. ეს გვიდასტურებს, რომ სწავლა ცხოველსაც შესძლებია.

რა არის ამ შემთხვევაში დამახასიათებელი სწავლის ამ ფორმისათვის? ცხოველის


ძირითად მიზანს გალიის გარეთ მოთავსებული საკვების ხელში ჩაგდება შეადგენდა. ეს
წარმართავდა თავიდან ბოლომდე მის ქცევას.

ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ ცხოველი არა “გალიიდან გამოსვლას” სწავლობს,


არამედ ის სწავლობს “გალიის გარეთ მოთავსებული გარკვეული საკვების დაუფლებას”.
ამიტომ საკმარისია საკვები შევცვალოთ, რომ ცხოველმა მის დასაუფლებლად, ნაცვლად
ნასწავლი ქცევის გამოყენებისა, ხელახლა “ცდისა და შეცდომის” გზას მიმართოს.
ამოცანა ამ შემთხვევაში შედარებით სწრაფად, შედარებით ადვილად წყდება, მაგრამ
პრინციპულად იგი მაინც ხელახალ გადაწყვეტას და არა უკვე ნასწავლი ხერხის
უბრალოდ განმეორებას წარმოადგენს. რამდენადაც უდავოა, რომ ამ ცდების ხელახალი
განმეორების შემთხვევაში ამოცანის გადაჭრა სულ უფრო და უფრო ადვილდება, ჩვენ
უფლება გვეძლევა ვთქვათ, რომ ცხოველმა აქ გალიიდან გამოსვლა ისწავლა.

ამდენად სწავლა ცხოველსაც შეუძლია. მაგრამ რაა სპეციფიკური აქ


“სწავლისათვის”. ეს არის პირობითი რეფლექსების შემუშავება პავლოვის მეთოდით.
ცხოველი პირობითი რეფლექსის გამღიზიანებელთან კავშირში “სწავლობს” გარკვეულ
რეაქციას: ასეთი კავშირის გარეშე მისთვის შეუძლებელია რაიმე ახალი რეაქციის
“შესწავლა”. შეიძლება ვთქვათ, რომ ცხოველი თავის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებს
იკმაყოფილებს და რამდენადაც იგი ამ აქტშია ჩართული, თანდათანობით ეჩვევა,
თანდათანობით სწავლობს ზოგიერთი ისეთი აქტის შესრულებასაც, რომელსაც
პირდაპირი კავშირი არ აქვს მისი აქტუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილებასთან.

ამრიგად ირკვევა, რომ სწავლის შემთხვევებს ცხოველის სიცოცხლეშიც აქვს


ადგილი, მაგრამ სწავლა აქ არასდროს დამოუკიდებელ მიზანს არ წარმოადგენს: ის
ყოველთვის ცხოველის ბიოლოგიური მიზნის დაკმაყოფილების, შეიძლება ითქვას,
მხოლოდ თანმხლებ მოვლენას წარმოადგენს. სწავლა, ცხოველის შემთხვევაში, არ არის
დამოუკიდებელი, თავისთავადი ქცევის ფორმა.

რა უნდა ითქვას სწავლის შესახებ, როცა საკითხი ადამიანის ქცევას ეხება? ხშირად
ადამიანი რაღაც ახალსაც სწავლობს. მაგალითად, ხშირად იტყვიან ხოლმე _ ბავშვმა
პურის ჭამა ისწავლაო. მაგალითად, თვითმომსახურების პროცესში ჩაცმა-დახურვას
სწავლობს. თამაშის პროცესში აქტების მთელ რიგს ეუფლება და “სწავლობს” მათ; და
სხვ. მოკლედ, როდესაც ადამიანი რაიმე ქცევის აქტს აწარმოებს, რათა ის მიზანი
განახორციელოს, რისთვისაც ამ აქტს მიმართავს. ხშირად ხდება, რომ იგი ქცევის
ცალკეულ აქტებსა და მთლიანად თვითონ ქცევასაც სულ უფრო და უფრო ადვილად
ასრულებს.

რა ხასიათი აქვს აქ სწავლას? სწავლის ცალკეული აქტები აქ ყველგან დასახული


მიზნის თანმხლებ ეფექტს უფრო წარმოადგენენ, ვიდრე მის პირდაპირ პასუხს. როგორც
ცხოველის შემთხვევაში, სწავლას აქაც თანხლები აქტის როლი აქვს დაკისრებული.
შეიძლება ითქვას, რომ ეს არც არის ნამდვილი სწავლა. მაშ რა შემთხვევაში გვაქვს საქმე
სწავლასთან, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით?

თუ სწავლას ქცევის დამოუკიდებელ ფორმად ჩავთვლით, ცხადია უნდა


ვიგულისხმოთ, რომ მას თავისი დამოუკიდებელი მიზნები აქვს. რა მიზანს ემსახურება
ქცევის ის ფორმა, რომელიც სწავლის სახელწოდებითაა ცნობილი?
ცოცხალი ორგანიზმი მარად აქტიობის მდგომარეობაში იმყოფება, თუკი ამაში მას
დაღლილობა არ უშლის ხელს. მასში მარად მოქმედებს აქტიობის ტენდენცია, რომელსაც
ფუნქციონალური ტენდენცია შეიძლება ვუწოდოთ. ამიტომ გასაგებია, რომ უძრაობა
მისთვის უჩვეულო მდგომარეობას წარმოადგენს, როდესაც მას ჯერ კიდევ არ შესწევს
ძალა დამოუკიდებლად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნილებები, როდესაც ის
ბავშვობის ხანაში იმყოფება და ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის მომწიფებული იმ
ქცევისათვის, რომელიც მისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. მაშინ
ერთადერთი რაც მას დარჩენია ესაა: ან უძრავ, უმოქმედო მდგომარეობაში დარჩეს, რაკი
უნაყოფო მოქმედებას არავითარი აზრი არ ექნებოდა, ანდა აშკარად უნაყოფო
მოქმედებას მიჰყოს ხელი. ისე ხდება, რომ ორგანიზმი თავის ფუნქციონალური
ტენდენციის იმპულსებს მიჰყვება და თავისი განვითარების დონის შესატყვის აქტიობას
ახორციელებს. ესაა ქცევის ის სპეციფიური ფორმა, რომელიც განსაკუთრებით ბავშვობის
ასაკისათვისაა დამახასიათებელი და სხვადასხვაგვარი თამაშის სახით იჩენს ხოლმე
თავს.

თამაში ემსახურება ბავშვის ძალების ამოქმედების რეალიზაციას, მათ სწრაფვას


აქტიობისაკენ, მათ ფუნქციონალურ ტენდენციას. სულ სხვაა სწავლა!

სწავლა ობიექტივაციის პროცესს გულისხმობს და მასში ობიექტივირებული


ვითარების უკეთ შეთვისებას ესწრაფვის. როდესაც სუბიექტს ამოცანა უჩნდება, მის
წინაშე დასმული საკითხი გადაწყვიტოს, რთულ შემთხვევებში საქმე ჩვეულებრივი
წესით აღარ მიმდინარეობს. სუბიექტი ჩერდება და ქცევა მას ე.წ. იდეურ სფეროში
გადააქვს. ეს შესაძლებლობას აძლევს აზროვნება დაიწყოს, რომელიც მან საბოლოოდ
ერთერთის, უფრო მიზანშეწონილი ქცევის შესრულების გადაწყვეტილებაზე უნდა
შეაჩეროს.

რა მნიშვნელობა აქვს ობიექტივაციის ფაქტს? ძალიან დიდი. შეიძლება ითქვას,


რომ ადამიანის წინსვლის, მისი ცხოველთა სამყაროდან გამოყოფისა და სწრაფი
კულტურული განვითარების ფაქტს საფუძვლად პირველ რიგში ობიექტივაციის უნარი
უდევს.

სწავლა, მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს: იგი


ცნებითი აზროვნების განვითარების მთავარი პირობაა.

შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ საზოგადოდ ობიექტივაციისა და კერძოდ


ცნებათა შემუშავების უნარი შეუძლებელია განვითარდეს სწავლის გარეშე. არა,
ყველაფერი ეს სწავლის გარეშეც შეიძლება მოხდეს: ადამიანის მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილების სირთულე და ამასთან დაკავშირებული მისი გამოცდილების
მძლავრი გაფართოება საკმარისი პირობაა ობიექტივაციის პროცესების და მაშასადამე
ცნებითი აზროვნების ჩასახვისა და გაძლიერებისათვის. მაგრამ ცნებათა შემუშავების ეს
ბუნებრივი გზა გრძელია და ძნელი სავალი. პირადი გამოცდილების ნიადაგზე
შემუშავებული ცნებითი აზროვნებით ადამიანი შორს ვერ წავიდოდა. ის ცნებები,
რომლითაც ჩვენ ვსარგებლობთ, კაცობრიობის ხანგრძლივი გამოცდილების დაგროვების
შედეგად ყალიბდებიან. თავისი დასრულებული სახით ისინი მეცნიერებაში არიან
მოცემული და მათი დაუფლება ბუნებრივი განვითარების გზით, მეცნიერების
საგანგებო დახმარების გარეშე, სრულიად შეუძლებელი იქნებოდა.

აქედან ნათელი ხდება ის დიდი როლი, რომელიც სწავლას აქვს. ჩვენს ხანაში
სწავლა სწორედ მეცნიერულ ცნებათა მოზარდისათვის გადაცემას ისახავს მიზნად. იგი
არსებითად მეცნიერული ცნებითი აზროვნების განვითარებას ემსახურება.

მისაწვდომია თუ არა სწავლა, როგორც დამოუკიდებელი ქცევის ფორმა, ყოველი


ასაკის ბავშვისათვის? თუ არა და მაშინ რა ასაკი შეიძლება სწავლის დასაწყის ასაკად
ჩაითვალოს? სკოლა სასწავლებელია. მისი საქმე სწავლებაა. მაშასადამე, სკოლა მხოლოდ
იმისთვისაა შექმნილი, ვისაც სწავლა შეუძლია. მაგრამ განა ყველას შეუძლია სწავლა?

სწავლა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ობიექტივაციის უნარს


გულისხმობს, სწავლის ძალა მხოლოდ მას შესწევს, ვისაც ეს უნარი აქვს. იქ, სადაც
ობიექტივაცია ჯერ არაა მომწიფებული, შეუძლებელია ადამიანს სწავლის, ინტერესი
ჰქონდეს. თუმცა არაა გამორიცხული რაიმეს “სწავლობდეს”, ე.ი. იძენდეს რაიმე ცოდნას
და ჩვევას, მაგრამ ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ მას თვითონ ეს ცოდნა ან ჩვევა
აინტერესებს თავისთავად, არამედ იმიტომ, რომ ის ამ ცოდნასა და ჩვევას როგორც
საშუალებას ეუფლება, რომელიც მას ნამდვილი მიზნის განხორციელების უნარს
აძლევს. მაგ., შესაძლებელია აიძულო ბავშვი ისწავლოს რამე, თუ რომ მას ეცოდინება,
რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკად იქნება დასჯილი, ან და თუ ისწავლის,
დაჯილდოვდება. რასაკვირველია, ჩვენ იძულებული ვართ დასჯისა და დაჯილდოების
საშუალებათაც მივმართოთ, რათა ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ მოზარდს, ზოგჯერ
თავისი ინერტობა გადალახოს _ სწავლის ნამდვილი გემო ნახოს და მისი ნამდვილი
ინტერესი გაუჩნდეს. მაგრამ სწავლას, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით,
საფუძვლად უშუალო ინტერესი უდევს, რომელიც მის ნამდვილ მოტორს წარმოადგენს.
ეს უშუალო ინტერესი მხოლოდ ობიექტივაციის ნიადაგზე შეიძლება აღმოცენდეს.
მაშასადამე, ნათელი ხდება, რომ სწავლა, ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით,
მხოლოდ იმას შეუძლია, ვისაც ობიექტივაციის უნარი საკმარისად განვითარებული აქვს.

როდის, რა ასაკში უმწიფდება ბავშვს ობიექტივაციის უნარი? ექვს წელზე ადრე


ობიექტივაციის ბევრი არაფერი აქვს ბავშვს. იგი მხოლოდ მეშვიდე წელში ჩნდება ამ
უნარის მოქმედების ნიშნები, მაგრამ მხოლოდ უშუალოდ “აღქმულის ველში”. 7 წლის
შემდეგ მისი “მოქმედების სფერო თვასაჩინოების ფარგლებს შორდება და წარმოსახულ
სიტუაციაში იწყებს მოქმედებას”. შეიძლება ითქვას, რომ შვიდი წელი ის ასაკია,
როდესაც ბავშვი საკმარისად ფლობს თავისი ობიექტივაციის უნარს. ამიტომ ეს ის
ასაკია, როდესაც ბავშვს პირველად სწავლის მოთხოვნილება უჩნდება, ამ სიტყვის
ნამდვილი მნიშვნელობით.. ამიტომ, დ.უზნაძის აზრით, სასკოლო ასაკის დასაწყის
ხანად, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, სწორედ შვიდი წელი უნდა ჩაითვალოს.

ბავშვი სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა დროში სხვადასხვა ასაკში იწყებდა


სწავლას სკოლაში. ჩვენში სასკოლო ასაკი ადრე 8 წლიდან იწყებოდა. შემდეგ კი ბავშვი 7
წლისა შედიოდა სკოლაში. კაროლინ შარპს თავის სტატიაში ” შცჰოოლ შტარტინგ Aგე:
Eუროპეან Pოლიცყ ანდ ღეცენტ ღესეარცჰ“, (LGA ჩონფერენცე ჩენტრე, შმიტჰ შქუარე,
Lონდონ, 1 Nოვემბერ 2002) მიმოხილული აქვს ევროპის გამოცდილება. ევროპის
უმეტეს ქვეყნებში ბავშვები სკოლაში სწავლას იწყებენ ექვსი წლის ასაკში (ავსტრია,
ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი,
უნგრეთი, ისლანდია, ირლანდიის რესპუბლიკა, იტალია, ლიხტენშტეინი, ლიტვა,
ლუქსემბურგი, ნორვეგია, პორტუგალია, სლოვაკია, სლოვენია, ესპანეთი). შვიდი წლის
შეყავთ ბავშვები სკოლაში ბულგარეთში, Eესტონეთში, დანიაში, ფინეთში, ლატვიაში,
პოლონეთში, რუმინეთში, შვეციაში. ხუთწლიანები სწავლას იწყებენ ინგლისში,
მალტაში, ნიდერლანდებში, შოტლანდიასა და უელსში. ხოლო ოთხწლიანები –
ჩრდილო ირლანდიაში (შოურცე: Eუროპეან ჩომმისსიონ. EUღYDIჩE ანდ EUღOშთAთ
(ფორტჰცომინგ) Fიგურე D1.).

ბუნებრივად დგება საკითხი: რატომ ხდება ასე? რაზეა დამოკიდებული სკოლის


ასაკის დასაწყისი? ერთი რამ, რაც დადგენილად უნდა ვცნოთ ისაა, რომ სწავლას, ამ
სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, ჩვეულებრივ, ექვს წელზე ადრე მაინც, ბავშვი ვერ
ახერხებს...

ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება დღეს უკვე იმ დონეზე დგას, რომ


შესაძლებელია სასკოლო ასაკის დასაწყისის საკითხი უფრო პრინციპული
თვალსაზრისით იქნას დასმული და გაშუქებული, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა.

უკვე რამდენი წელია საქართველოს სკოლებში სწავლების დასაწყის ასაკად ექვსი


წელი გამოცხადდა.

საზღვარგარეთ ექვსწლიანთა კლასები მოსამზადებელი კლასებია ამ სიტყვის


სრული მნიშნელობით. ისინი მოზარდებს სასკოლო ცხოვრებისთვის ამზადებენ: მათ
ადაპტირებას ახდენენ სასკოლო ცხოვრების პირობებისადმი, მათ ფიზიკურ-
ინტელექტუალურ და სოციალურ-პიროვნულ მომზადებას იწვევენ ნამდვილი სასკოლო
სწავლისადმი.

ჩვენში განსხვავებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე: თითქმის უცვლელი დარჩა


სასწავლო გარემო, სწავლების ორგანიზაციის ფორმა, სასწავლო გეგმები და პროგრამები,
სწავლების ხერხები და მეთოდები, სახელმძღვანელოები და მასწავლებელიც, თავისი
ცოდნითა და გამოცდილებით.

სკოლაში სწავლისადმი ფსიქოლოგიური მზაობა 17

სკოლაში სწავლისადმი ფსიქოლოგიური მზაობის საკითხი საკმაოდ ფართო განხილვის


საგანი იყო ფსიქოლოგიაში. უცხოეთში (ა.ანასტაზი, ა. იირასეკი, ც.შტრემბელი) განიხილავენ
პრობლემას სკოლისადმი მომწიფების ასპექტში. საბჭოთა ფსიქოლოგები (ვიგოტსკი,
ელკონინი, ბოჟოვიჩი) აქცენტს აკეთებენ ამ საკითხის თეორიულ დამუშავებაზე.

საბავშვო ბაღში ფსიქოლოგი აქტიურ მონაწილეობას იღებს ბავშვების მომზადებაში


სასკოლო სწავლებისათვის:
1. აკეთებს სკოლისადმი ბავშვების მზაობის ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკას (პირველად
სექტემბერში, შემდეგ დასკვნითი – აპრილში);
2. შეიმუშავებს რეკომენდაციებს მშობლებისათვის და პედაგოგებისათვის ბავშვების
მზაობის დონის ასამაღლებლად სხვა სპეციალისტებთან ერთად;
3. ახდენს კორექციულ და განმავითარებელ მუშაობას სასკოლო სწავლებისადმი მზაობის
პრობლემების მქონე ბავშვებთან;
4. კონსულტაციას უწევს პედაგოგებს და მშობლებს სკოლისათვის მომზადების პროცესის
ინდივიდუალიზაციის საკითხებზე;
ბავშვის სასკოლო სწავლებისთვის მზაობის დიაგნოსტიკური გამოკვლევის დროს
აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ შემდეგ მომენტებს:
 ბავშვის კომუნიკაბელურობა (როგორ შედის კონტაქტში – თავისუფლად თუ იგრძნობა
დაძაბულობა);
 მეტყველების განვითარება, გრამატიკულად გამართულობა, ენის სიმდიდრე;
 დავალებების ინსტრუქციების გაგება, ყურადღების სისწრაფე, კონცენტრაცია ან
გაფანტულობა დავალების შესრულებისას შეუძლია თუ არა მოისმინოს ინსტრუქცია
ბოლომდე ან ხომ არ იწყებს დავალების შესრულებას ინსტრუქციის დამთავრებამდე;
 დავალების შესრულების ტემპი (სწრაფი, ნელი, შესვენებებით, ყურადღების სხვა რამეზე
გადატანით, თანაბარი, ნახტომისებრი); შეუძლია თუ არა ბავშვს იმუშაოს ხანგრძლივად
ან მალე იღლება.
დავალებებს შორის შეიძლება გავაკეთოთ პატარა შესვენებები, რომლის დროსაც საუბარი
ამა თუ იმ პრობლემაზე რომელიც გამოვლინდება ბავშვთან, მოგვცემს მასზე ფასეული
ინფორმაციის შეგროვების საშუალებას. მაგალითად, თუ ბავშვს უჭირს კონტაქტში შესვლა,
ერიდება მოზრდილ ადამიანს, შეიძლება ვკითხოთ ახლობლებზე, მეგობრებზე, რას თამაშობს
და რა სურვილები აქვს.

სპეციალურ ლიტერატურაში არის ბევრი დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც


საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ ბავშვის სკოლისათვის მზაობის დონე. ფსიქოლოგი
თვითონ წყვეტს რომელი მეთოდიკები გამოიყენოს. შერჩევის კრიტერიუმები უნდა იყოს:
ინფორმატიულობა, დროის მიხედვით ეკონომიურობა, დამუშავების სიადვილე და სხვ.

“ფსიქოფიზიოლოგიური მზაობა სკოლისათვის” 17

სკოლისათვის ფსიქო-ფიზიოლოგიურ მზაობაში შედის:

1. ყურადღების განვითარების დონე


2. ბავშვის შრომისუნარიანობის განვითარების დონე
3. ფიზიკური განვითარების ასაკობრივ ნორმებთან შესაბამისობა
4. ბავშვის ნერვული სისტემის ტიპისა და ტემპერამენტის გათვალისწინება

ყურადღება _ ეს არის ინდივიდის უნარი მოახდინოს კონცენტრაცია მოცემულ მომენტში


საგანზე, ობიექტზე, მოვლენაზე, ხატზე და ა.შ. სკოლამდელებისა და დაწყებითი სკოლის
მოსწავლეების ყურადღება არამყარია და უნებლიე. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება,
რათა არ გადავტვირთოთ ბავშვები. ყურადღების თავისებურება დამოკიდებულია ადამიანის
ინდივიდუალურ-ტიპოლოგიურ მახასიათებლებზე, ნერვული სისტემის ტიპზე.

ნერვული სისტემის ტიპი _ ნერვული სისტემის თვისებების ერთობლიობა რომლის


საფუძველზეც გამოყოფენ ტემპერამენტის 4 ტიპს.

ტემპერამენტი _ ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელი, განაპირობებს ფსიქიკური


პროცესების სისწრაფეს, სიჩქარეს, ტემპსა და რიტმს. ტემპერამენტი არ განსაზღვრავს უშუალოდ
პიროვნების მახასიათებელს, მაგრამ ის გავლენას ახდენს პიროვნების ამათუიმ თვისების
ფორმირების შესაძლებლობასა და სიჩქარეზე. ტემპერამენტი დამოკიდებულია ბავშვის
ნერვული სისტემის ტიპზე.

ნერვული სისტემის ტიპი

ძლიერი სუსტი

აგზნება ჯობნის შეკავებას შეკავება ჯობნის აგზნებას

ქოლერიკი მელანქოლიკი

სანგვინიკი

ფლეგმატიკი
შრომისუნარიანობა _ ინდივიდის პოტენციალური შესაძლებლობა შეასრულოს
მიზანდასახული ქცევა მოცემულ დონეზე გარკვეული დროის განმავლობაში.

ამრიგად, ნერვული სისტემის ტიპი _ ტემპერამენტი _ ყურადღება _ შრომისუნარიანობა


არის უშუალო და პირდაპირ ურთიერთკავშირში.

ბავშვების სკოლისათვის მზაობა კომუნიკაციურ სფეროში 17

სოციალურ-ფსიქოლოგიური მზაობა მოიცავს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას,


რომელთა მეშვეობით ისინი შეძლებენ ააწყონ ურთიერთობები თანაკლასელებთან და
მასწავლებელთან. ბავშვი მიდის კლასში, სადაც ბავშვები დაკავებული არიან ერთი საქმით, და
მას სჭირდება მოქნილი ხერხების ფლობა რომ დაამყაროს ურთიერთობა სხვა ბავშვებთან.

ურთიერთობის სფეროში ბავშვის სკოლისათვის მზაობა მოიცავს:

 სხვა ბავშვებთან და ზრდასრულ ადამიანებთან ურთიერთობის მოთხოვნილების


განვითარებას
 ჯგუფის ტრადიციებისა და წესებისადმი დამორჩილების უნარი, საკუთარი ინტერესების
უარყოფის გარეშე
 უნარი გაუმკლავდეს სკოლის მოსწავლის როლს სასკოლო სწავლების სიტუაციაში.

კომუნიკაცია მოიცავს:

1. სხვებთან კონტაქტების აწყობის უნარი ხელს უწყობს სკოლასთან და ახალ სოციალურ


ურთიერთობებთან ადაპტაციის პროცესს.

2. თანატოლებთან ურთიერთობების აგების უნარი არის ნებისყოფის სკოლისათვის მზაობის


მნიშვნელოვანი კომპონენტი.

მნიშვნელოვანია რომ ბავშვს ჰქონდეს განვითარებული შემდეგი თვისებები:

 კეთილგანწყობა
 მეგობრების პატივისცემა
 კომუნიკაბელურობა
 თანაგრძნობის გამოვლენის მზაობა

სკოლამდელებს საკლასო კოლექტივში ჩართვის ფსიქოლოგიური წანამძღვრები


უვითარდებათ თანატოლებთან ჯგუფში ერთობლივი საქმიანობის პროცესში. ეს არის:

 უნარი შეათანხმო საკუთარი მოქმედებები სხვების მოქმედებებთან


 გააცნობიერო საკუთარი წარმატებები და წარუმატებლობა ურთიერთობებში
ერთობლივი საქმიანობით საერთო მიზნის მიღწევისას.
ემოციურ-ნებელობითი მზაობა სკოლისათვის 18

6 წლისთვის ბავშვს უყალიბდება ნებისმიერი ქცევის ძირითადი ელემენტები, რაც


გამოიხატება შემდეგ უნარებში:

 დაისახო მიზანი
 მიიღო გადაწყვეტილება
 დააწყო მოქმედებების გეგმა
 შეასრულო დასახული გეგმა
 რაიმე წინააღმდეგობის გაჩენის შემთხვევაში ძალისხმევის გამოვლენა
 შეაფასო საკუთარი მოქმედების შედეგი

სკოლისათვის მზაობის ემოციურ-ნებელობითი სფეროს მზაობის განვითარებაში მთავარი


აქცენტი უნდა გაკეთდეს მიზნის მიღწევის მოტივების აღზრდაზე:

 არ შეეშინდეს სიძნელეების
 მიისწრაფოდეს ამ სიძნელეების გადალახვისკენ
 უარი არ თქვას დასახულ მიზანზე

მოკლედ რომ ვთქვათ, მზაობა ეს არის მოსმენის უნარი + შესრულების უნარი

დამოუკიდებლობის, როგორც ბავშვის ნებისყოფის გამოვლენის ძალისხმევის ძირითადი


მაჩვენებელია ყოველდღიურად ბავშვის მიერ შეხსენების გარეშე რაიმე დავალების ან
მოვალეობის შესრულება.

როგორ განვავითაროთ ნებისყოფის მზაობა:

1. გავზარდოთ ბავშვის დამოუკიდებლობა და პასუხისმგებლობა:


 ბავშვს უნდა ჰქონდეს რაიმე მოვალეობა და ჩვენ უნდა განვამტკიცოთ მისი
შესრულება მუდმივად
 ბავშვებმა უნდა დაისწავლონ ლექსები, მოგვიყვენ ზღაპრები, ამბები.
2. განვავითაროთ თვითკონტროლი:
 გამოვიყენოთ თამაშები “გააკეთე როგორც მე”, “ნიმუშის მიხედვით
კონსტრუირება”, “მონახე ხუთი განსხვავება”, “არ თქვა ”კი” და “არა” და სხვ.
3. ხშირად გამოვიყენოთ შეფასება თანატოლების მხრიდან
4. განვავითაროთ მისწრაფება იმოქმედოს მორალური მოტივებით
5. დავიცვათ თანდათანობის პრინციპი მოთხოვნების დაწესებისას, რადგან ნებისმიერი
მოქმედება ამ ასაკში მხოლოდ იწყებს განვითარებას
6. განვავითაროთ საკუთარ თავში, თავის ძალებში დარწმუნებულობა წარმატების
სიტუაციის შექმნის მეშვეობით.
ემოციური მზაობის განვითარება საჭიროა იმისთვის, რომ სხვადასხვა სიტუაციებში ბავშვმა
შეძლოს თავისი ემოციების რეგულირება, შეძლოს გამოავლინოს ემოციური მდგრადობა.
წარმატებით სწავლისთვის აუცილებელი პირობაა ბავშვს შეეძლოს რეაგირება ესთეტიურ
მხარეებზე, გამოავლინოს ემპათია.

სკოლამდელის ემოციური სფერო არის:

 ბავშვი ემოციებს გამოავლენს უშუალოდ და ინტენსიურად


 ბავშვის ემოციები სწრაფად გადაერთვება, განწყობილება სწრაფად იცვლება
 ემოციები არის ზედაპირული.

უნდა განვავითაროთშემდეგი პიროვნული თვისებები:

 ემოციების მდგრადობა
 ემოციებისა და გრძნობების სიღრმე
 ამათუიმ გრძნობის აღმოცენების მიზეზების გაცნობიერება
 უმაღლესი გრძნობების გამოვლენა (ესთეტიურის, მორალურის, შემეცნებითის)
 გაცნობიერებული მოლოდინი წარმატების ან მარცხის

ემოციური და ნებელობითი სფეროს განვითარებაში შეიძლება დაგვეხმაროს მაგალითების


გამოყენება ზღაპრებიდან, მოთხრობებიდან (მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ზღაპრების
დადგმა ბავშვების თეატრში, სურათების თვალიერება, მუსიკის მოსმენა).

მოტივაციური მზაობა სკოლისადმი 18

სწავლის მოტივაციის ფორმირება სკოლისადმი მზაობის ერთერთი მთავარი ხაზია. ეს


არის ცოდნის მიღების ღრმა და მდგადი ინტერესი. სწავლის მოტივაციას აღძრავს:
მოთხოვნილებები, ინტერესები, სურვილები, ემოციები, განწყობები, იდეალები. ყველაზე
ადეკვატური არის სასწავლო-შემეცნებითი მოტივის ფორმირება, რადგან შინაგანი პოზიციის არ
ქონა ხელს უშლის მოსწავლეს სკოლასთან ადაპტაციაში.

სკოლისადმი მზაობის მოტივაცია :გულისხმობს:

 პოზიტიურ წარმოდგენებს სკოლაზე


 სურვილს წავიდეს სკოლაში, რომ გაიგოს და ისწავლოს ბევრი ახალი რამ

სკოლისათვის მოტივაციური მზაობისთვის აუცილებელია:

1. ხელი შევუწყოთ ბავშვის ინტერესს ყველაფერი ახალისადმი, ვუპასუხოთ მის კითხვებს,


მივაწოდოთ ახალი ინფორმაცია ნაცნობ საგნებზე;
2. მოვაწყოთ ექსკურსიები სკოლაში, გავაცნოთ სასკოლო ცხოვრების ძირითადი
ატრიბუტები
3. საბავშვო ბაღში სკოლის მოსწავლეების ვიზიტების ორგანიზება
4. გამოცანები სკოლის თემაზე
5. განმავითარებელი თამაშები “ჩაალაგე სასკოლო ჩანთა”, “დაალაგე რიგირს მიხედვით, რა
არის ზედმეტი? და სხვ.

ამრიგად, ძირითადი ამოცანაა ვაჩვენოთ ბავშვს, რომ ძალიან ბევრი უცნობი და საინტერესო რამ
შეუძლია გაიგოს სკოლაში.

თვითშეფასების ფორმირება

ცნობილია რამდენად მიშვნელოვანია ადამიანისთვის ადეკვატური თვითსეფასების ქონა.


ადეკვატური თვითსეფასება, პრეტენზიის დონე თამაშობენ უმნიშვნელოვანეს როლს ბავშვის
პიროვნების ფორმირებაში. განსაკუთრებით დიდია ადეკვატური პრეტენზიის როლი ბავშვის
სკოლისათვის მომზადების საქმეში. ასევე ცნობილია, რომ ბავშვი არ იბადება გარკვეული
დამოკიდებულებით საკუთარი თავისადმი. თვითშეფასება ყალიბდება აღზრდის პროცესში,
სადაც ძირითადი როლი ეკუთვნის ოჯახს და საბავშვო ბაღს.

აუცილებელია შეთანხმება მოქმედებების ოჯახისა და საბ.ბაღის სკოლამდელის ადეკვატური


თვითშეფასების ფორმირებისთვის. ფსიქოლოგმა უნდა გააკეთოს ორგანიზება მშობლების
სემინარების. ეს სემინარები დაეხმარება მშობლებს არ დაუშვან სეცდომები აღზრდაში.
მშობლებს უნდა ახსოვდეთ ძირითადი წესები:

1. ბავშვის მოქმედებების ნეგატიურად შეფასებისას არ უნდა ვთქვათ: “შენ არ იცი აშენება,


ხატვა... დაგვა”. ასეთ შემთხვევაში ბავშვი ვერ შეინარჩუნებს სურვილს გააგრძელოს
საქმიანობა , კარგავს საკუთარ თავში, ძალებში და უნარებში დარწმუნებულობას.
ზრდასრული ადამიანების დამოკიდებულებით გამოწვეულია დაბალი თვითშეფასებიდან
იწყება ბავშვის ნევროტული განვითარება.
2. არ უნდა დავუშვათ, რომ ბავშვის ქცევის ნეგატიური შეფასება გავრცელდეს მის
პიროვნებაზე. უნდა გავაკრიტიკოთ ბავშვის ქცევა და არა პიროვნება. პიროვნების შეფასება
ბლოკავს ბავშვის განვითარებას

სკოლამდელის ხელის მომზადება წერისთვის 12

აუცილებელია ბავშვს ვასწავლოთ სწორად ჯდომა ხატვის ან წერისას, კალმის ხელში


სწორად დაჭერა და სივრცეში ორიენტაცია. სწავლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა მარჯვენა და
მარცხენა მხარის გარჩევა. ამისთვის პედაგოგმა უნდა:

1. ასწავლოს მარჯვენა და მარცხენა ხელის ჩვენება


2. ბავშვს თხოვოს აწიოს რიგრიგობით მარჯვენა და მარცხენა ხელი. ასწავლოს საგნების აღება
მარჯვენა და მარცხენა ხელით.
3. ასწავლოს სხეულის სხვა წყვილი ნაწილების გარჩევა.
ამის შემდეგ მნიშვნელოვანია სივრცეში ორიენტაციის ფორმირება. ამისთვის:

a) განსაზღვროს სივრცეში ბავშვთან მიმართებაში საგნების მდებარეობა


b) სივრცითი მიმართებების განსაზღვრა რამდენიმე საგანს შორის.

ამ სამუშაოს ჩასატარებლად შეიძლება გამოვიყენოთ:

 გასაფერადებლები და ფერადი ფანქრები;


 გამჭვირვალე ფურცლებზე ნახატების გადახატვა/კოპირება;
 ორნამენტების კოპირება და ხატვა
 პლასტელინით და თიხით მუშაობა
 აპლიკაციების გაკეთება პლასტელინის ნაკუწებით ან დახეული ქაღალდებით
 მძივების ასხმა, ღილებისა და კნოპების შეკვრა და გახსნა;
 ხელის თვითმასაჟი, თამაშები თითებით და სხვ.

რეკომენდაციები სკოლამდელი ბავშვის აქტივობის განვითარებისათვის


1. მიეცით ბავშვს თავისუფლად აარჩიოს რისი გაკეთება უნდა. ეს უზრუნველყოფს პიროვნულ
მნიშვნელობას იმისა, რასაც აკეთებს.
2. საჭიროა პოზიტიური მოტივაცია. ამისთვის აუცილებელია გამუდმებით დადასტურება
იმისა, რომ ის სწორად მოქმედებს, რომ მას გამოსდის ის, რასაც აკეთებს. ამას ხელს შეუწყობს
ასევე წარმატების სიტუაციის შექმნა, რომელშიც ბავშვს ჩამოუყალიბდება საკუთარ ძალებში
დარწმუნებულობა და წინსვლის სურვილი.
3. თამაშები და სავარჯიშოები, უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის მიზნებს და განვითარების
დონეს.
4. ბავშვებისთვის შეთავაზებული მასალა უნდა იყოს ემოციურად შეფერილი, მოსახერხებელი
ვიზუალურად აღქმისთვის (გამოყოფილი ფერით, გრაფიკულად აღნიშნული და ა.შ.)
5. უნდა დომინირებდეს ბავშვების მოქმედებები და მსჯელობა, და არა მასწავლებლის.
6. მასალის წარმატებით დაუფლების/დასწავლის მაჩვენებელი იქნება ბავშვის მიერ
დასწავლილი ჩვევების გადატანა ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათი გამოყენება სხვადასხვა
სიტუაციაში.

You might also like