You are on page 1of 20

თამაში როგორც ქცევის წამყვანი ფორმა

სკოლამდელ ასაკში 3

ყველა ფსიქოლოგი აღიარებს, რომ სკოლამდელ ასაკში თამაში არის ბავშვის


ცხოვრების წამყვანი ქცევის ფორმა. შეიძლება ითქვას, რომ თამაში არის ის
ერთადერთი სინამდვილე, რომელშიც ცხოვრობს ბავშვი. აგრეთვე თამაშის დიდი
მნიშვნელობას ფსიქიკური განვითარებისათვის.

დგება საკითხი: რატომ თამაშობს ბავშვი? რა არის თამაშის მიზეზი და მიზანი?

სპენსერის თეორია ცდილობს გასაგები გახადოს თამაშის მიზანი და


დანიშნულება. ამ თეორიის მიხედვით “თამაში ჭარბი ენერგიის განტვირთვას
ემსახურება”. ბავშვს აქვს მეტი ენერგია, ვიდრე მას სჭირდება მისი აქტუალური
ყოველდღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის და ამ ზედმეტ ენერგიას
თამაშის სახით ხარჯავს.

კ.გროოსის ე.წ. “წინასწარი ვარჯიშის თეორიაში” აქცენტი გაკეთებულია


მიზანზე. გროოსის მიხედვით მოცემულ მომენტში თამაშის მოძრაობები უშუალოდ
არავითარ კონკრეტულ მიზანს არ ემსახურება, მაგრამ თამაშს აქვს შორეული მიზანი,
იგი ბავშვს ამზადებს შემდგომი ცხოვრებისათვის ავარჯიშებს იმ ძალებს, რომლებიც
შემდგომ დასჭირდება ცხოვრებისათვის შეგუებისას. პიაჟეს აზრით, კ.გროოსის
უდიდესი დამსახურება იმაშია, რომ ტრადიციული ფსიქოლოგიისგან განსხვავებით,
რომელიც თამაშს განიხილავდა როგორც “ფსიქიკურ ზარალს”, მან მიანიშნა, რომ
თამაში დაკავშირებულია ადამიანის ფსიქო-ფიზიოლოგიურ მომწიფებასთან და
თამაშს მისცა გარკვეული ღირებულება.

კ.ბიულერი თამაშის არსს ფუნქციის სიამოვნებაში ხედავს. მას მიაჩნია, რომ


სუბიექტს აქტუალური მოთხოვნილებით მიღებული სიამოვნების გარდა, აქვს მეორე
სახის სიამოვნების შესაძლებლობა, რომელიც ფუნქციის მოქმედებით მიიღება _ ე.წ.
ფუნქციის სიამოვნება; იგი თამაშის დანიშნულებას სწორედ ფუნქციის
სიმამოვნებაში ხედავს.

სტენლი ჰოლის ე.წ. განმეორების თეორია ეყრდნობა მემკვიდრეობას: 1.


თამაშობები შედარებით მყარი შინაარსებით მისდევენ ურთიერთს ბავშვთა ასაკის
მიხედვით; 2. ეს შინაარსები შეესატყვისება წინაპართა აქტივობებს, რომელიც
განვლო კაცობრიობის ისტორიამ. 3. თამაშის ფუნქციაა გაათავისუფლოს ინდივიდი
იმ უსარგებლო და უსიამოვნო ტენდენციებისაგან, რაც მას მემკვიდრეობით აქვს
მიღებული.

პიაჟე ცდილობს თამაში განიხილოს როგორც ბავშვის აზროვნების


განვითარების კანონზომიერების გამოვლენა. გარემოსთან შეგუების პროცესში
სუბიექტის ურთიერთობის ორგვარ ფორმას განასხვავებენ: ასიმილაციას, რომელიც
გულისხმობს გარემოზე სუბიექტის ზემოქმედებას და აკომოდაციას _ სუბიექტის
აქტივობის გარემოსადმი დაქვემდებარებას. თამაში იწყება ასიმილაციასა და
აკომოდაციას შორის პირველი დისოციაციით. ასიმილაცია გამოეყოფა აკომოდაციას
იმორჩილებს მას, მიისწრაფვის რა დამოუკიდებელი ფუნქციობისაკენ. ბავშვის
განვითარების საწყის ეტაპზე ეს ორი პროცესი გულისხმობს მათ
გამოდიფერენცირებას შემდგომ გაერთიანებამდე.

ზ.ფროიდი და ა.ადლერი თამაშის არსს ხედავენ განდევნილი სურვილების


რეალიზაციაში. ეს თეორია ხელმძღვანელობს იმ ფაქტით, რომ ზოგჯერ ბავშვის
თამაშის შინაარსი გამოხატავს სურვილებს, რომლებიც მას აქვს და სხვადასხვა
გარემოების გამო ვერ დაუკმაყოფილებია. ადლერის აზრით თამაში ბავშვებში
დაბალი თვითღირებულების განცდის კომპენსაციის შესაძლებლობას იძლევა;
თამაშის დანიშნულება იმაშია, რომ ზეკომპენსაციით მოახდინოს ბავშვებში
არსებული უკმარისობის გრძნობის ლიკვიდაცია.

დ.უზნაძის ფუნქციონალური ტენდენციის თეორია. დ.უზნაძის აზრით, ბავშვის


შესაძლებლობათა მარაგში ძალთა ორი ჯგუფი უნდა გავარჩიოთ: ერთი ჯგუფი მისთვის
ბიოლოგიურად არის აუცილებელი, მეორე _ ბიოლოგიურ გამოყენებას მოკლებულია,
მაგრამ ფუნქციონალური ტენდენციის ნიადაგზე იჩენს აქტივობას. თამაშის ძირითად
არსს შეადგენს ბავშვის ბიოლოგიურად არააქტუალურ შესაძლებლობათა
ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით გამოწვეული აქტივაცია.

თამაშში სწორედ ის ძალები მოქმედებენ, ვითარდებიან და იწვრთნებიან,


რომელნიც ზრდადამთავრებული ადამიანის ცხოვრების ამოცანათა გადასაჭრელად
არიან აუცილებელი. ცხადია, რომ თამაში მართლაც მომავალი ცხოვრებისათვის საჭირო
ძალების მოსამზადებელ სკოლას წარმოადგენს.

თამაში არა ზედმეტი ენერგიის, არამედ მოცემული ასაკის ბავშვის ასაკობრივ


გარემოსათვის ზედმეტი ძალების, ზედმეტი ფუნქციების ამოქმედებას წარმოადგენს.

ახლა რაც შეეხება სიამოვნებას. თუ თამაში ფუნქციონალური ტენდენციის


ნიადაგზე ხდება, თუ იგი იმის შედეგს წარმოადგენს, რომ ბავშვს გარკვეული ძალების
შესაძლებლობანი აქვს და მათ არ შეუძლიათ იმოქმედონ, მაშინ გასაგებია, რომ ყოველი
დახშობა მათი აქტივობისა (ე.ი. თამაშის) ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი
მდგომარეობის დარღვევა იქნებოდა და უსიამოვნების სახით განიცდება. ხოლო აღდგენა
ამ ბუნებრივი მდგომარეობის (ე.ი. ამოქმედება არსებული ფუნქციების) სიამოვნებად
განიცდება. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ თამაში თავისი შედეგებით არც ერთ
სასიცოცხლო მოთხოვნილების დაკმაყოფილებას არ წარმოადგენს, იგი მაინც
სიამოვნებას აღძრავს ბავშვში.

უზნაძე თვითონ მიუთითებს, რომ მისი ფუნქციონალური ტენდენციის თეორიის


მიხედვით გამოდის, თითქოს თამაში ბავშვის შინაგანი მემკვიდრეობით მიღებული
შესაძლებლობანი განსაზღვრავს. და მაშასადამე გარემო ამ შემთხვევაში არავითარ როლს
არ ასრულებს. ის ამბობს, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის და ბავშვის თამაში იმაზეა
დამოკიდებული, თუ რა გარემოში უხდება მას ცხოვრება.

რა უნდა ითქვას დ.უზნაძის თამაშის თეორიის მიხედვით გარემოს როლის


შესახებ?

ჯერ ერთი, თამაშისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ასაკობრივ გარემოს აქვს.


ასაკობრივი გარემო ყოველთვის გარკვეულ ამოცანათა გადაჭრას ავალებს ბავშვს:
ზოგჯერ მეტის და ზოგჯერ ნაკლების. მაშასადამე, თუ რა ძალები მოქმედებენ
ფუნქციონალური ტენდენციის იმპულსით და რა ძალები _ აქტუალური
მოთხოვნილებების ზემოქმედების გამო, ე.ი. როგორია ბავშვის თამაშის და როგორია
მისი სერიოზული საქმიანობის შინაარსი _ ყოველ მოცემულ შემთხვევაში მისი
ასაკობრივი გარემოთი განისაზღვრება. მაგრამ ასაკობრივი გარემო ხომ ბავშვის წრის
სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული.
ცხადია, ბავშვი ყველგან და ყოველთვის ერთნაირად როდი თამაშობს. მისი თამაშის
სახეები და ფორმები გარემოს მიხედვით იცვლებიან: სოფლელი ბავშვის თამაშის
შინაარსი ერთია და ქალაქელი ბავშვისა _ მეორე, ზღვის ნაპირას მცხოვრების სხვაა და
უდაბნოში მცხოვრების კიდევ სხვა.

ბავშვის განვითარების ამათუიმ ასაკობრივ საფეხურზე თამაშის რა სახეებია


გავრცელებული და რას აძლევს თამაში ბავშვს განვითარების თვალსაზრისით? 4

1. თამაშის მრავალი სახეობა არსებობს და ბავშვის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე


იგი განსხვავებული სახით გვევლინება. სკოლამდელ საფეხურზე თამაშის
გაბატონებულ ფორმას ე.წ. ილუზიის თამაში წარმოადგენს, რომელიც 2 წლიდან 5
წლამდე გრძელდება. თამაშის ამ ფორმისთვის არსებითად დამახასიათებელია ის
გარემოება, რომ ბავშვი რეალობასთან ამყარებს გაშუალებულ დამოკიდებულებას
_ მას ასახავს სიმბოლურად.

2. სკოლამდელის ზედა ასაკში ილუზიის თამაში იშვიათად გვხვდება. მის მაგივრად


გვაქვს თამაშის ისეთი ფორმები, რომლებიც სინამდვილის ასახვის პროცესში
ბავშვის ფანტაზიის თავისუფალ მოქმედებას ზღუდავენ და წინასწარ
განსაზღვრულ წესებს ემორჩილებიან. წამყვანი ქცევის ფორმას სკოლამდელი
ასაკის პერიოდში თამაშის სპეციფიკური ფორმა _ ე.წ. როლების თამაში _
წარმოადგენს. თამაშის ეს ფორმა, როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ერთბაშად არ
ჩნდება. იგი თანდათანობით ფორმირდება. მისი წარმოშობის ძირითად და
არსებით პირობად მიაჩნიათ საკუთარი მოქმედების უფროსის მოქმედებასთან
შედარება და გაიგივება. უფროსის მოქმედება ხდება ბავშვთა ნიმუშად არა
მხოლოდ ობიექტურად, არამედ სუბიექტურადაც, ე.ი. თვითონ ბავშვისათვის.
წინა პერიოდში ბავშვის თამაშში უფროსი ერეოდა. მაგალითად, აჩვენებდა
როგორ მოექცეს სათამაშოს და სხვ. ამ ეტაპზე უკვე ბავშვი ხდება
დამოუკიდებელი არსება და უჩნდება ტენდენციები თვითონ შეიჭრას დიდის
მოქმედების სფეროში. როლების თამაში თავისი ბუნებით სოციალური
წარმოშობისაა. იგი დიდების მოქმედების წარმონაქმნია. ბავშვი სადილის
მომზადების დროს არავითარ შემთხვევაში არ კმაყოფილდება საგნების მიმართ
მხოლოდ მანიპულაციით; მისთვის მთავარია ამ მანიპულაციაში ჩართული
მოქმედების აზრი _ სადილის დამზადება და სხვ. როლების თამაშში არჩევენ
შინაარსს და სიუჟეტს. თამაშის სიუჟეტები მრავალფეროვანია.

3. სკოლამდელ ასაკში აღინიშნება აგრეთვე წესებიანი თამაში. ასეთ თამაშში წესი,


ჩვეულებრივ, ფორმირდება თამაშის წინ, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა
მოთამაშე. როლების თამაში არის ფარულად ნაგულისხმევი წესი, წესებიანი
თამაშში კი წესები არის აშკარა. სკოლამდელი ასაკის დაბალ საფეხურზე
ფსიქოლოგიური შინაარსის მიხედვით, არ არის პრინციპული სხვაობა სიუჟეტურ
და წესებიან თამაშს შორის. წესებიანი თამაშის ათვისება მზადდება სიუჟეტური
როლების თამაშის წიაღში.

თუ წინა პერიოდის ბავშვის თამაში მიმართული ან მოტივირებული იყო გარე


სინამდვილის _ ობიექტური სამყაროს საგნობრიობის ასახვისაკენ, სკოლამდელ
ასაკში გაბატონებული თამაშის მოტივი უკვე საგნობრივ სინამდვილეს სცილდება
და საგანთა და ადამიანთა შორის არსებულ დამოკიდებულებათა წვდომისაკენ
არის მიმართული.
4. სკოლამდელ ასაკში აღინიშნება თამაშის კიდევ ერთი სახეობა _ ე.წ.
“დიდაქტიკური თამაშობანი”. თამაშის ეს სახე ჩნდება მაშინ, როდესაც ბავშვს
უჩნდება უნარი იმოქმედოს წინასწარ განსაზღვრული ამოცანით. ეს არ არის
თამაშის ის ფორმა, რაც ამ ეტაპზე განსაზღვრავს ბავშვის განვითარებას, _ მისი
როლი დაქვემდებარებულია. ამ პერიოდში ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაში
ყველაზე დიდ მნიშვნელობას მიაწერენ დრამატიზაციის თამაშს. ეს ფორმა არ
გულისხმობს უბრალო იმიტაციას, რაც წინა პერიოდში აღინიშნებოდა. აქ
მოცემულია შემოქმედებითი მომენტი, მისთვის მისაწვდომ გარე სინამდვილეში
მოქმედების გამიზნულობა, სინამდვილესთან გაშუალებული დამოკიდებულება,
ბავშვის მიერ სინამდვილის ასახვა უკვე უპირატესად ობიექტური რეალობით
არის განსაზღვრული.

თამაშის დროს მრავალი უნარ-ჩვევა ყალიბდება. სპონტანური თამაში ხელს


უწყობს ბავშვების განვითარებასა და მათ მიერ ახლის შესწავლას. ბავშვები ყველაზე
უკეთ მაშინ სწავლობენ, როდესაც არსებობს სასწავლო აქრტივობების გეგმა, რომელიც
გარკვეული თემის ან ცნებების შესწავლას ემსახურება და ამავე დროს, მათთვის
ყოველდღიურად გამოყოფილია დრო თავისუფალი, სპონტანური თამაშისათვის.
რას სწავლობენ ბავშვები თამაშით.
ბავშვები თამაშის დროს სწავლობენ:
 ადამიანების, ცხოველების და სხვა საგნების თვისებებს;
 უვითარდებათ შემოქმედებითი უნარი, იმის შეგრძნება, რომ “იციან და შეუძლიათ”;
 უვითარდებათ პრობლემების გადაწყვეტის უნარი;
 უვითარდებათ ურთიერთობის უნარი როგორც თანატოლებთან, ასევე საერთოდ;
 ვითარდებიან ყოველმხრივ (აზროვნების, მეტყველების, სოციალური, ემოციური და
ფიზიკური თვალსაზრისით);
 ერთობიან და მხიარულებენ.

თამაშის პროცესში ბავშვები:

 ხდებიან დამოუკიდებელნი;
 აკეთებენ არჩევანს და ითვალისწინებენ შედეგს;
 იქცევიან და რეაგირებენ სწორად (სიტუაციიდან გამომდინარე და საჭიროებისამებრ);
 უვითარდებათ ანალიტიკური აზროვნების უნარი;
 ხვდებიან და გამოხატავენ იმას, თუ რა სჭირდებათ;
 პატივს სცემენ გარშემომყოფთ.

ჯგუფში გარემო ხელს უწყობს კვლევასა და სწავლას.


ეფექტიანი და შემოქმედებითი სასწავლო გარემოს ძირითადი მახასიათებლებია:
 სივრცე დაყოფილია აქტივობის ცენტრებად (წერა-კითხვის, ხელოვნების, კუბურების,
წყლისა და ქვიშის, ოჯახის, დრამატული თამაშის და სხვ.);
 სასწავლო მასალები დაჯგუფებულია ლოგიკურად და განთავსებულია სათანადო
ადგილებში;
 აქტივობის ცენტრები გამოყოფილია ერთმანეთისაგან. თაროები, მოლბერტები,
მაგიდები და სხვ. გამოიყენება ცენტრების გამოსაყოფად;
 სასწავლო მასალებზე აქტივობის ცენტრებში და თვით ცენტრებზე მითითებულია
მათი სახელწოდება;
 ავეჯი და მასალები ოთახში ისეა განლაგებული, რომ ბავშვებისათვის მოძრაობა
უსაფრთხო იყოს, მაგრამ ოთახში სირბილი შეიზღუდოს;
 ოთახი ისეა მოწყობილი, რომ საშუალებას იძლევა როგორც ინდივიდუალური
თამაშისათვის, ასევე პატარა და დიდ ჯგუფებთან მუშაობისთვის;
 ხმაურიანი და წყნარი აქტივობის ცენტრები დაშორებულია რათა ბავშვები არ
შეწუხდნენ მუშაობისას. ოთახში არის ე.წ. “რბილი ადგილები” (იატაკზე დაგებულია
ხალიჩა, ლეიბი, არის ბალიშები და ა.შ.), სადაც ბავშვები ათვალიერებენ წიგნებს, მათ
უკითხავენ, ისვენებენ, უსმენენ მუსიკას;
 იმ ადგილებში, სადაც ბავშვები ხატავენ ან თამაშობენ წყალთან და ქვიშასთან, არის
ხის იატაკი ან დაგებულია ლინოლეუმი;
 ოთახი ისეა მოწყობილი, რომ მასწავლებელი ხედავდეს როგორ მუშაობენ ბავშვები
სხვადასხვა ცენტრებში;
 ბავშვებს აქვთ ჰაერზე გასასვლელი და სათამაშო ადგილი;
 მასალები და ბავშვების ნამუშევრები განთავსებულია ბავშვის თვალის დონეზე;
 ბავშვებს აქვთ ადგილი, სადაც ინახავენ პირად ნივთებს

სკოლამდელი აღზრდის მოდელები

მარია მონტესორის მოდელი 1

მარია მონტესორიმ თავისი მოძრაობა დააარსა 1907 წელს.


მონტესორის მთავარი იდეა არის რომ ბავშვები სწავლობენ ინდივიდუალურად
მასწავლებლების ხელმძღვანელობით. ბავშვები მონაწილეობენ სხვადასხვა სახის
აქტივობებში. სათამაშო მასალები შექმნილია სპეციფიკური მიზნებისთვის. მონტესორი
ხაზს უსვამდა პერსონალურ პასუხისმგებლობას ბავშვების წახალისებით, რომ იზრუნონ
თავის პერსონალურ საჭიროებებზე, როგორიცაა საჭმლის მომზადება, სათამაშოების
მილაგება. სხვადასხვა ასაკის ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ ერთ საკლასო ოთახში და
დაეხმარონ ერთმანეთს სწავლაში.

ინდივიდუალურ სწავლაზე ყურადღების გამახვილება ბავშვს აძლევს საშუალებას


იმუშაოს საკუთარი ტემპით, რაც ქმნის ჯანსაღ გარემოს სპეციალური საჭიროებების
ბავშვებისათვის.

ყველა ბავშვი არის უნიკალური პიროვნება კრეატიული პოტენციალით, სწავლის


მოთხოვნილებით და უფლებით პატივი სცენ მის ინდივიდუალობას.

 რადგან ბავშვები განიცდიან საზოგადოებისა და მათი უშუალო გარემოს


გავლენას, ჩვენ ვქმნით გარემოს ბავშვის ბუნებრივ განვითარებასთან ჰარმონიაში.
 ბავშვებს უნდა მივცეთ თავისუფლება იმუშაონ და იმოძრაონ ოთახში ან ეზოში
მეთვალყურეობის ქვეშ. შედეგად ისინი ხედავენ საკუთარ თავს როგორც
თავისუფალ პიროვნებას და როგორც გუნდის წევრს.
 მონტესორის მასალები ეხმარება ბავშვებს შეისწავლონ და გამოიკვლიონ გარემო
აქტივობების დახმარებით რომელთა მიზანია მთლიანი პიროვნების განვითარება
 ბავშვებს წაახალისებენ იმუშაონ თავის საკუთარ სივრცეში, ინდივიდუალურად ან
სხვებთან ერთად.
 შერეული ასაკის ჯგუფები ქმნის ბავშვებისთვის შესაძლებლობებს განავითარონ
სოციალური ჩვევები
 ბავშვებს რეგულარულად აკვირდებიან ინდივიდუალურადაც და ჯგუფებშიც.

მონტესორის მიდგომა ეხმარება ბავშვს განავითაროს კრეატიულობა, პრობლემების


გადაჭრის უნარი, სოციალური და დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევები, რომ გახდეს
პიროვნება და იპოვოს თავისი ადგილი სამყაროში. მონტესორის კლასში პატივს სცემენ
ბავშვის ინდივიდუალურ არჩევანს იკვლიოს და იმუშაოს. ატმოსფერო არის თბილი,
მასტიმულირებელი, სადაც ბავშვს შეუძლია იმუშაოს თავისი ტემპით. კლასი ისეა
მომზადებული, რომ დაეხმაროს ბავშვს მიაღწიოს დასახულ მიზნებს, სანამ მუშაობენ.

სავარჯიშო პრაქტიკული ცხოვრება იწყება მოსამზადებელი სავარჯიშოებით, გარემოზე


ზრუნვა, პიროვნებაზე ზრუნვა, თავაზიანობა, ეტიკეტი, მოძრაობა. ჯგუფში არის
მასალები ყველა ამ სფეროსთვის, ადაპტირებული ბავშვის ზომებთან, ინტერესებთან და
უნარებთან.
სენსორული მასალები არის მათემატიკურად დახარისხებული, ისინი გამოყოფენ
მხოლოდ ერთ ნიშანს/თვისებას და განკუთვნილია მხოლოდ ინდივიდუალური
მუშაობისა და ვარჯიშისთვის. ეს შესაძლებელს ხდის ბავშვებისთვის განაზოგადოს ცნება
კონკრეტულ მასალაში, დაარქვას სახელი, და გამოიყენოს.


მეტყველების განვითარება

მეტყველებისთვის განკუთვნილი მასალები ნებას აძლევენ ბავშვებს წერონ და


იკითხონ სპონტანურად. მაგალითად, მოძრავი ანბანით ააწყონ სიტყვები,

მათემატიკის მასალები აძლევს ბავშვებს სენსორულ გამოცდილებას - რა არის


მათემატიკა, და როცა დრო მოვა, უკეთ შეძლონ აბსტრაქტული ტერმინების გაგება.


ჩულტურე


ეზოში ყოფნა პოზიტიურ გავლენას ახდენს ბავშვების განწყობააზე, ეხმარება ყველა
ასპექტის განვითარებას. ბავშვს შეუძლია გააკეთოს რაღაცეები განსხვავებულად, ვიდრე
ოთახში. პატარებს უშუალო კონტაქტი აქვთ ამინდთან, წელიწადის დროებთან,
ბუნებასთან. აძლევს საშუალებას თავისუფლად იკვლიონ გარემო, გამოიყენონ გრძნობის
ორგანოები/შეგრძნებები, იყონ ფიზიკურად აქტიურები.

ვალდორფის მოდელი

ვალდორფის ფილოსოფია - ვალდორფის პირველი სკოლა დააარსდა 1919 წელს,


ავსტრიელი პედაგოგის რუდოლფ შტაინერის იდეების ბაზაზე. ამ სისტემის მიზანი არის
ბავშვის ემოციური და ფიზიკური განვითარება ისევე, როგორც ინტელექტუალური
განვითარება. ვალდორფის სკოლა კარგია ბავშვებისთვის, რომლებიც ვითარდებიან
პროგნოზირებადი რიტმით.

მთავარი პრინციპი ვალდორფის პროგრამის არის სანდო რუტინა. ყოველდღიური


და ყოველკვირეული გეგმა ქმნის რიტმს და ამ რუტინას მასწავლებლები ხშირად
იყენებენ ბავშვების ერთდაიმავე ჯგუფთან მთელი ცხრა წლის განმავლობაში, რაც
საშუალებას აძლევს მათ შექმნან ნდობითი ურთიერთობები. ატმოსფერო არის სახლის
მაგვარი, ნატურალური ავეჯით და სათამაშოებით და ჯგუფზე ორიენტირებული
კურიკულუმით. ვალდორფი ხაზს უსვამდა კრეატიულ სწავლებას, როგორიცაა თამაში
(play-acting), ამბის მოყოლა, სიმღერა, საჭმლის მომზადება. მრავალი ეროვნული და
საერთაშორისო ასოციაცია არეგულირებს ვალდორფის პროგრამებს, სკოლა უნდა იყოს
აფილირებული ადგილობრივ ორგანიზაციასთან რომელიც ვალდორფის სახელს
ატარებს. მასწავლებლებმა უნდა ისწავლონ ვალდორფის ორგანიზაციაში.

მიდგომა High/scope
ეს მიდგომა 1970 წელს დაარსდა დრ. დავიდ ჭეიკარტ შრომებზე დაყრდნობით (perry
Preschool Project ). პროგრამა დაიწყო 1962 წელს, მასში ჩართული იყვნენ მასწავლებლები,
რომლებიც რამდენიმე საათი მუშაობდენ 3-4 წლის ბავშვებთან სკოლებში, ქონდათ
რეგულარული შეხვედრები და ყოველ კვირას ქონდათ ვიზიტები ოჯახებში. პროგრამის
ძირითადი იდეა იყო, რომ ადრეულ განათლებას შეუძლია აგვაცილოს წარუმატებლობა
უფროსი კლასების მოსწავლეებში. ეს პროექტი არის ერთერთი ადრეული ბავშვობის
სფეროში ჩატარებული რამდენიმე ლონგიტუდური კვლევიდან, რომლებშიც მიიღეს
საყურადღებო შედეგები. მაგალითად, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ამ
პროგრამის ბავშვებიდან მეტმა დაამთავრა სკოლა და ნაკლები მოხვდა ციხეში.

მიდგომა ეყრდნობა კონსტრუქტივიზმს. კონსტრუქტივისტებს სჯეროდათ, რომ


ჩვენ ვსწავლობთ ფიზიკური და გონებრივი ინტერაქციით გარემოსთან და სოციუმთან.
შეცდომები, რომლებიც შეიძლება დავუშვათ ამ ინტერაქციისას, მათ მიერ განხილულია
როგორც სწავლის პროცესის ნაწილი.

კონსტრუქტივიზმიც და მონტესორის მეთოდიც მოიცავს სწავლას კეთებით,


თუმცა არის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. High/scope-ში ბავშვების წახალისებულია
კრეატიული კვლევა და ამას ზოგჯერ მივყავართ თამაშთან, მაშინ როცა მონტესორის
მიდგომაში ხაზგასმულია რეალური ცხოვრებისეული მუშაობა. კონსტრუქტივიზმი არის
სწავლის თეორია სწავლების თეორიის საპირისპიროდ. ეს პროგრამა არის სწავლების
მიდგომა, რადგან ხელს უწყობს კონსტრუქტივისტების რწმენას – ბავშვები სწავლობენ
აქტიური ჩართულობით ადამიანებთან, მასალებთან და იდეებთან ინტერაქციაში.

პროგრამა ხაზს უსვამს სოციალურ და ემოციურ განვითარებას აკადემიური უნარ-


ჩვევების განვითარების დახმარებით. ბავშვები და ზრდასრულები სწავლობენ
თანამშრომლობით (collaboratively) და მოსწავლეებს წაახალისებენ გააკეთონ
დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და არჩევანი მასალების თუ აქტივობების. ეს
მიდგომა მხარს უჭერს სასწავლო გამოცდილებას (როგორიცაა საგნების აწყობა, თვლა და
ლაპარაკი), ისევე როგორც უფრო კრეატიულ და სამეტყველო აქტივობებს (როგორიცაა
სიმღერა და ამბების თხრობა). ზოგიერთი პროგრამა მოიცავს კომპიუტერის მოხმარებას
სწავლის პროცესში. ეს პროგრამა კარგია და წარმატებული ქალაქის რისკ-ჯგუფების
ბავშვებისთვის და ბავშვებისთვის სპეციალური საჭიროებებით.

Reggi Emilia Approach 1

რეჯიო ემილიას მიდგომა (reggio emilia approach) არის საგანმანათლებლო


ფილოსოფია ფოკუსირებული სკოლამდელ და დაწყებით განათლებაზე. ის განავითარა
ლორის მალაგუზზიმ, რომელიც თვითონ იყო მასწავლებელი და მშობლებმა ქალაქ
რეჯიო ემილიას გარშემო სოფლებიდან. იტალიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
ადამიანებს სწამდათ, რომ ბავშვებს ჭირდებოდათ სწავლის ახალი გზა. ამოსავალი იყო,
რომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავის პიროვნებას განვითარების ადრეულ წლებში. ამ
მიდგომის მიზანი არის ასწავლონ ბავშვებს როგორ გახდენ სასარგებლო ყოველდღიურ
ცხოვრებაში.

ისტორია

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დიდი იყო მოსახლეობის სურვილი შეცვალათ და


შექმნათ ახალი, უფრო უკეთესი სამყარო, თავისუფალი ჩაგვრისგან, რომ
გაეერთიანებინათ ძალები და საკუთარი ხელით აეშენებინათ სკოლები თავიანთი
ბავშვებისათვის. ლორის მალაგუზის (1920-1994) ხელმძღვანელობით, მასწავლებლებისა
და მშობლების ჯგუფმა შექმნეს ადრეული ბავშვების სკოლამდელთა განათლების
ცენტრების სისტემა პატარა ქალაქ რეჯიო ემილიაში.

ჯონ დიუის, პიაჟეს, ვიგოტსკის, გარდნერის, ბრუნერის იდეებისა და მიდგომების


გავლენასთან ერთად, რეჯიო ემილიას მასწავლებლები განიცდიდენ თავის თემზე
ცენტრირებული კულტურის გავლენასაც. მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მალაგუზის
მეთოდი უკვე ფართოდ ცნობილი იყო.

ბავშვზე ორიენტირებული სწავლება

ეს მიდგომა თავისი ფილოსოფიის ცენტრში აყენებს ბავშვის ბუნებრივ


განვითარებას და ახლო ურთიერთობებს. მას აქვს ბავშვის უნიკალური ხედვა. ამ
მიდგომის წარმომადგენლებს სწამთ, რომ ბავშვებს აქვთ უფლებები და მათ უნდა მიეცეთ
შესაძლებლობები განავითარონ თავისი პოტენციალი. ბავშვი ასევე განიხილება როგორც
არსება რომელიც აქტიურად აგებს თავის ცოდნას. ეს გულისხმობს მკვლევარის როლს.
სწავლების მეთოდების უმეტესობა რეჯიო ემილიას სკოლებში არის პროექტები, სადაც
ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა შესწავლის, კვლევის, დაკვირვების, ჰიპოთეზების
წამოყენების, კითხვების, და დისკუსიების რომ სიცხადე შეიტანონ თავის ცოდნაში.
ბავშვები ასევე განხილულია როგორც სოციალური არსებები და ყურადღება ექცევა
უფრო ბავშვის ურთიერთობებს სხვა ბავშვებთან, ოჯახთან, მასწავლებლებთან, თემთან,
ვიდრე იზოლირებულად თითოეულ ბავშვს.

პროგრამის ძირითადი პრინციპები

 ბავშვებს უნდა ქონდეთ გარკვეული კონტროლი თავისი სწავლაზე


 ბავშვებს უნდა შეეძლოთ ისწავლონ შეხებით, მოძრაობით, მოსმენით, ყურებით
და სხვა გრძნობის ორგანოების მეშვეობით;
 ბავშვებს აქვთ ურთიერთობები სხვა ბავშვებთან და მასალებთან და უნდა მივცეთ
უფლება შეისწავლონ სამყარო. ბავშვებს უნდა ქონდეთ ულევი გზები და
საშუალებები გამოხატონ საკუთარი თავი;
 მასწავლებლებმა უნდა დაარწმუნონ ბავშვები რომ მათი პატივისცემა არის
მნიშვნელოვანი, რადგან ყოველი მათგანი არის “კანონიერი სუბიექტი (“legal
subject”) და ჯგუფის წევრი.

გარემო

ფიზიკური გარემოს ორგანიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია პროგრამისთვის და


ხშირად განიხილება როგორც ბავშვის ”მესამე მასწავლებელი”. ახალი სივრცის
დაგეგმვის და ძველის გადაკეთების ძირითადი მიზანი არის ინტეგრაცია საკლასო
ოთახის დანარჩენ სკოლასთან, დ სკოლისა - მის გარშემო არსებულ თემთან. გარემოს
მნიშვნელობა იმაშია, რომ ბავშვებმა შეიქმნან საუკეთესო წარმოდგენა და შეიგრძნონ
თავიანთი სამყარო გარემოს მეშვეობით.

ბაღები, ზოგადად, სავსეა ოთახის მცენარეებით და განათებულია დღის


სინათლით. ოთახები გადის საბავშვო ბაღის მოედანზე (პიაცაზე), სამზარეულო ღიაა და
მისაწვდომია დიდი ფანჯრების მეშვეობით, შიდაეზოსა და კარებების მეშვეობით.
შესასვლელი იპყრობს როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების ყურადღებას სარკეებით
(კედლებზე, იატაკზე, ჭერზე), ფოტოებით, და ბავშვების ნამუშევრებით, რომელსაც
ერთვის მათი გამონათქვამები დისკუსიების დროს. ასეთივეა საკლასო ოთახების
ინტერიერებიც, სადაც არის პროექტების ნამუშევრები მიმობნეული ნაპოვნი ობიექტების
დიდი კოლექციებით და საკლასო მასალებით. თითოეულ შემთხვევაში მასწავლებელი
ინფორმაციას აძლევს და ჩართავს დამთვალიერებელს.
გარემოს სხვა დამხმარე ელემენტი მოიცავს ფართო სივრცეს, ხშირად იცვლება,
რომ მიიპყროს/მიიზიდოს ყურადღება თავისი ესთეტიკური მახასიათებლებით.
თითოეულ ოთახში არის სტუდიო სივრცე დიდი, ცენტრში მოთავსებული ატელიეს
ფორმით და უფრო პატარა მინი-ატელიე და გარკვევით გამოკვეთილი/ორგანიზებული
სივრცეებით დიდი და პატარა ჯგუფების აქტივობებისათვის. მთელ სკოლაში
ცდილობენ შექმნან შესაძლებლობები ბავშვების ინტერაქციისთვის. გასახდელი არის
ცენტრალურ მოედანზე (პიაცა); კლასები დაკავშირებულია ტელეფონებით, დერეფნებით
ან ფანჯრებით, სასადილო და სააბაზანო ოთახები ისეა მოწყობილი, რომ წაახალისონ
ერთობა.

ბავშვების ჯგუფი რჩება ერთ მასწავლებელთან სამი წლის მანზილზე, იქმნება


მუდმივობა/სიმტკიცე და გარემო, სადაც არ არის ახალი ურთიერთობების ფორმირებით
გამოწვეული დამატებითი სტრესი.

კომუნიკაცია

ტერმინი “ბავშვების ათასი ენა” გულისხმობს, რომ ბავშვებს თავისი თავის


გამოსახატავად აქვთ ბევრი გზა. მასწავლებლები აძლევენ ბავშვებს განსხვავებულ გზებს
აზროვნების, შესწავლის, კონსტრუირების, მოლაპარაკების, განვითარებისა და თავისი
აზრებისა და გრძნობების სიმბოლური გამოხატვისთვის. უფროსების და ბავშვების
მიზანია უკეთ გაუგონ ერთმანეთს.

როდესაც ბავშვები იკვლევენ, აყალიბებენ და ამოწმებენ თავის ჰიპოთეზებს, მათ


წაახალისებენ, რომ გამოხატონ/აღწერონ როგორ გაიგეს მრავალი სიმბოლური ენით,
რომელშიც შედის ხატვა, ძერწვა, დრამატული თამაში და წერა. ისინი ერთად მუშაობენ
იმ პრობლემების გადასაწყვეტად, რომლებიც ჩნდება. მასწავლებლები ახდენენ
ფასილიტაციას და შემდეგ აკვირდებიან დებატებს იმის შესახებ რამდენად გამოხატავს
ბავშვის ნახატი ან სხვა ფორმა რეპრეზენტაციის მათ განზრახვას. ნახატის (და იდეების)
განხილვა წახალისდება და მასწავლებლები ნებას აძლევენ ბავშვებს გაიმეორონ
აქტივობები და შეცვალონ ერთმანეთის ნამუშევარი კოლექტიური მიზნისთვის, რომ
უკეთ გაიგონ თემა. მასწავლებლები ხელს უწყობენ ბავშვების ჩართვას შესწავლისა და
შეფასების პროცესში, აღიარებენ მათი ნამუშევრების, როგორც ურთიერთგაცვლის
საშუალების, მნიშვნელობას.

მასწავლებლის როლი

მასწავლებელი განიხილება როგორც თანაშემსწავლელი და თანამშრომელი


ბავშვის და არა ინსტრუქტორი. მასწავლებლები ახდენენ ფასილიტაციას ბავშვის
სწავლის აქტივობებისა და გაკვეთილების დაგეგმვით, რომლიც ეფუძნება ბავშვის
ინტერესებს, უსვამენ კითხვებს უკეთ გაგებისთვის და აქტიურად არიან ჩართული
აქტივობებში ბავშვთან ერთად, იმის მაგივრად, რომ გვერდით მიუჯდენ და მხოლოდ
დააკვირდენ ბავშვის სწავლას. მასწავლებელი არის ბავშვის პარტნიორი.

მასწავლებლების დამოუკიდებლობაზე მიგვანიშნებს სახელმძღვანელოების,


კურიკულუმის გზამკვლევების ან მიღწევის ტესტების არარსებობა. მასწავლებლები
არიან გავარჯიშებული დამკვირვებლები ბავშვებზე, რომ მოახდინონ კურიკულუმის
დაგეგმვა და იმპლემენტაცია.

ბავშვთან ერთად პროექტებზე მუშაობისას, მასწავლებელს შეუძლია


ასევეგააფართოვოს ბავშვის ცოდნა მონაცემების მოგროვებით, რომლებიც შეიძლება
განიხილონ მოგვიანებით. მასწავლებელს ჭირდება შეინარჩუნოს აქტიური, მუდმივი
მონაწილეობა აქტივობაში რომ დაეხმაროს ბავშვმა კარგად გაიგოს რა “ისწავლა”.

დოკუმენტაცია

სხვადასხვა მედიის გამოყენებით, მასწავლებელი გულმოდგინე ყურადღებას


აქცევს დოკუმენტაციას და ბავშვების აზროვნების წარმოჩენას უფრო მეტად, ვიდრე
მსჯელობას ბავშვის შესახებ, მასწავლებელი გამოიკვლევს და კარგად უსმენს ბავშვებს.
დოკუმენტაციის მაგალითი შეიძლება იყოს წიგნი ან პანელი ბავშვის სიტყვებით,
ნახატებით, ფოტოებით. სწავლის გათვალსაჩინოებით მასწავლებლები ასრულებენ
რამდენიმე რამეს. მათ უნდა შეისწავლონ მოსწავლეთა აზრები და გრძნობები, რომ
გაიგონ რამდენად კარგად მიხვდნენ/ისწავლეს. ასევე, დოკუმენტაცია ეხმარება
მასწავლებელს შეაფასოს საკუთარი სამუშაო და განაახლოს კურიკულუმი
საჭიროებისამებრ. დაბოლოს, ეს აძლევს ინფორმაციას მშობლებს მათი ბავშვის შესახებ,
როდესაც იქმნება არქივი კლასის და სკოლის.

მშობლების ჩართვა

ბავშვების ოჯახების მხარდაჭერა განიხილება როგორც ლოკალური თემის


კოლექტიური პასუხისმგებლობა. სკოლამდელთა პროგრამები სასიცოცხლო ნაწილია
თემის. რამდენადაც საჭიროებს მაღალი დონის ფინანსურ მხარდაჭერას. ამისთვის არის
მოქალაქეთა საბჭო, სკოლის კომიტეტი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს
სახელისუფლებო პოლიტიკაზე.
მშობელი განიხილება როგორც ბავშვების პარტნიორი, თანამშრომელი და
დამცველი. მასწავლებლები პატივს სცემენ მშობლებს როგორც ბავშვის პირველ
მასწავლებელს და ჩართავენ მშობელს კურიკულუმის ყველა ასპექტში. უჩვეულო არ
არის მშობელი მოხალისე კლასში ან მთელ სკოლაში. ეს ფილოსოფია არ მთავრდება
როცა ბავშვი ტოვებს კლასს. მშობლების უმეტესობა იღებს ბევრ პრინციპს და იყენებს
სახლში. ბევრს აინტერესებს რა ხდება როცა ამ ბაღიდან ბავშვი სხვა სკოლაში გადადის.
სკოლების უმეტესობაში ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა ჯილდოვდება.
მშობლების როლი ასახავს როგორც სარკეში თემის როლს, როგორც სკოლის, ისე კლასის
დონეზე. მშობლები მოელიან რომ მონაწილეობას მიიღებენ დისკუსიებში სკოლის
პოლიტიკის შესახებ, განიხილავენ ბავშვის განვითარებას და კურიკულუმის დაგეგმვას
და შეფასებას. რადგან მშობლების უმრავლესობა მუშაობს, შეხვედრები ტარდება
საღამოს, რომ ვისაც სურს ყველამ მიიღოს მონაწილეობა.

თემატური მუშაობა

კურიკულუმში აისახება კვლევები ბავშვებზე, როგორიცაა რეალური


ცხოვრებისეული პრობლემების გადაწყვეტა თანატოლებს შორის, უამრავი
შესაძლებლობებით კრეატიული აზროვნებისა და შესწავლისთვის. მასწავლებლები
ხშირად მუშაობენ პროექტებზე მცირე ჯგუფებთან, მაშინ როცა დანარჩენები ბავშვები
ჩართული არიან მრავალგვარ აქტივობაში, რომელსაც თვითონ ირჩევენ.

პროექტებში კვლევის თემა შეიძლება მოდიოდეს პირდაპირ მასწავლებლის


დაკვირვებიდან ბავშვების თამაშზე და მოქმედებებზე. პროექტების იდეები ასევე
შეიძლება შეირჩეს აკადემიური ინტერესებიდან ან მშობლების და მასწავლებლებისგან,
ან განსაკუთრებული შემთხვევებიდან რომელმაც მიიქცია ბავშვების და
მასწავლებლების ყურადღება. წარმატებული პროექტებია ისინი, რომლებიც იწვევს დიდ
ინტერესს და აღძრავს კრეატიულ აზროვნებას და პრობლემის გადაწყვეტას. რამდენადაც
კურიკულმი ეფუძნება განვითარებისა და სოციოკულტურულ მოსაზრებებს, ბავშვების
მცირე ჯგუფი სხვადასხვა უნარებით და ინტერესებით, სპციალური საჭიროებების
ჩათვლით, მუშაობენ ერთად პროექტებზე.

პროექტი იწყება მასწავლებლის დაკვირვებით და ბავშვების გამოკითხვით რა თემა


აინტერესებთ. ბავშვების პასუხების საფუძველზე მასწავლებლები აცნობენ მასალებს,
სვამენ კითხვებს, უჩვენებენ შესაძლებლობებს და უბიძგებენ ბავშვებს გამოიკვლიონ
თემა. პროექტები ხშირად მიდის მოულოდნელი მიმართულებით. კურიკულუმის
დაგეგმვა და იმპლემენტაცია ტრიალებს ღია დაბოლოებიან და ხშირად ხანგრძლივი
პროექტების გარშემო. ყველა პროექტი ინტერესები მოდის ბავშვებისგან. პროექტულ
მიდგომაში ბავშვებს ეძლევათ შესაძლებლობა დააკავშირონ ძველი ცოდნა ახალ
ცოდნასთან როცა ჩართული არიან ავთენტურ დავალებებში. .

მიდგომების შედარება

მონტესორის სკოლა

ძირითადი კომპონენტები

სოციალური:

 კავშირი ოჯახსა და სკოლას შორის არის მნიშვნელოვანი


 ჯგუფში სხვადასხვა ასაკის ბავშვებია, რაც მეტ შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს
ისწავლონ ერთმანეთისგან
 ბავშვები უფრო კარგად სწავლობენ კეთებით
 ბავშვებმა უკეთ რომ ისავლონ, მასწავლებელი კი არ ეუბნება, არამედ ჩუმად
აჩვენებს როგორ შეიძლება გამოიყენო სასწავლო მასალები
 ამის შემდეგ შეუძლიათ იმუშაონ დამოუკიდებლად, რაც აფართოვებს მათ
სამყაროს

კურიკულუმი

 სენსორული სწავლება. ბავშვები სწავლობენ შეხებით, ყურებით, ყნოსვით, გემოს


გაგებით, და კვლევით უფრო მეტს, ვიდრე მოსმენით
 ბავშვის მუშაობას უნდა ქონდეს მიზანი. საქმის დასრულება ძალიან ღირებულია.
ეს გამოიყენება როგორც პრაქტიკულ ცხოვრებაში, ისე მეტყველებაში
 ძირითადი მასალები კლასში არის “დიდაქტიკური”. ეს მასალები მოიცავს
სენსორულ გამოცდილებას და თვით-კორექციას. მონტესორის მასალები არის
ესთეტიურად მიმზიდველი და შექმნა რომ ორგანიზების უნარის განვითარებაში
დახმარებოდა ბავშვებს.
 შეიძლება სამ ფაზად დავყოთ მონტესორის სკოლის კურიკულუმი: ვარჯიში
პრაქტიკული ცხოვრებისთვის, სენსორული განათლება და მეტყველების
აქტივობები.

გარემო

 გარემო შეიძლება მოვამზადოთ დიდაქტიკური მასალების მეშვეობით


 გარემო კომფორტული უნდა იყოს ბავშვისთვის (მაგალითად, ავეჯი უნდა იყოს
ბავშვის ზომის და მსუბუქი)
 გარემო უნდა გავდეს სახლს, ასე ბავშვი შეძლებს ისწავლოს პრაქტიკული
მოქმედებები. მაგალითად, შეიძლება იყოს ადგილი, სადაც ისწავლის ხელის
დაბანას, საჭმლის მომზადებას და სხვ.
 მარია მონტესორის სწამდა. რომ მშვენიერება ეხმარება კონცენტრაციას. ამიტომ
გარემო უნდა იყოს ესთეტიურად სასიამოვნო
 ყველა ბავშვს უნდა ქონდეს თავისი ადგილი

რა არის უნიკალური ამ მოდელში

გარემო მომზადებულია მასალებით სამუშაოდ და არა თამაშისათვის. მონტესორის


მეთოდი ეხმარება ბავშვს ორგანიზებაში, ამდენად თამაში და შესაძლებლობა ისწავლო
კრეატიულად შეცდომებიდან ნაკლებ მოსალოდნელია ასეთ კლასში. მონტესორი
ეთანხმებოდა პიაჟეს, რომ ბავშვი შეცდომებზე სწავლობს, თუმცა მონტესორის კლასში
მეცდომების კონტროლი ხდება დიდაქტიკური მასალებით, და არა უფროსის მიერ
შესწორებით ან მითითებით.

High/scope approch

ძირითადი კომპონენტები:

სოციალური

 ბავშვებს წაახალისებენ იყონ აქტიურები სწავლაში მოზრდილებთან ინტერაქციის


დახმარებით
 აქ მოიაზრება დრო სხვადასხვა გამოცდილების ჯგუფებისთვის კლასში. არის
სპეციალური პერიოდები ყოველდღე მცირე ჯგუფებისთვის, დიდი
ჯგუფებისთვის და ბავშვების დამოუკიდებელი თამაშისთვის სასწავლო
ცენტრებში მთელ ოთახში
 ბავშვებს წაახალისებენ გაუზიარონ თავისი ფიქრები/აზრები მასწავლებლებს და
თანატოლებს
 წახალისებულია სოციალური ინტერაქცია კლასში. მასწავლებლები ახდენენ
პრობლემების გადაჭრის ფასილიტაციას როცა კონფლიქტები ჩნდება
 როცა ბავშვი ლაპარაკობს, მასწავლებელი უსმენს და ღია კითხვებს უსვამს; ღია
კითხვებით უფრო წაახალისებენ ბავშვებს გამოხატონ თავისი აზრები და იყონ
კრეატიულები, ვიდრე დახურული კითხვები. რომლებიც ითხოვენ მარტივ პასუხს
ან კი/არა-ს
 მასწავლებელი ყოველდღე აკვირდება და ინიშნავს რას აკეთებენ ბავშვები. წლის
ბოლოს ავსებს დაკვირვების ანგარიშს ყოველდღიური დაკვირვების შეგროვების
საფუძველზე.

კურიკულუმი

1. საკვანძო გამოცდილებები
 კრეატიული რეპრეზენტაცია
 კლასიფიკაცია
 სერიაცია
 მეტყველება და წიგნიერება
 ინიციატივა და სოციალური კავშირები
 რიცხვი
 მოძრაობა
 სამყარო
 მუსიკა
 დროს
2. დაგეგმე-გააკეთე-განიხილე”:
 დაგეგმე სად გინდა მუშაობა
 გააკეთე
 განიხილე თანატოლებთან ამ პერიოდში რას აკეთებდენ
 დალაგება მასალების თავის ადგილას წარწერების/იარლიყების მიხედვით
ბავშვებს კონტროლის გრძნობას უვითარებს.
 კლასში არის შესაფერისი რუტინა. ეს ეხმარება ბავშვებს მიხვდნენ რა იქნება
მერე და წაახალისებს მეტად აკონტროლონ საკუთარი ქმედებები.
o დაგეგმე-გააკეთე-განიხილე შეიქმნა იმისთვის, რომ თამაში გამხდარიყო
აზრიანი.
3. გარემოს მოწყობა
 ეს არის მასალებით მდიდარი სასწავლო გარემო. ჩვეულებრივ, მასალების
ადგილი არის წარწერებით აღნიშნული, რომ დაეხმაროს ბავშვს იწავლოს
ორგანიზაციული ჩვევები
 მასალები ისეა განლაგებული, რომ ბავშვებისთვის ადვილად მისაწვდომია, ეს
წაახალისებს აქტიურ კვლევას
 მასწავლებლები აწყობენ კლასში მიზნობრივ არეებს (ცენტრებს) სხვადასხვა
აქტივობებისთვის, რათა ბავშვებმა დაამყარონ სოციალური კავშირები,
უნილკალურობა
მასწავლებლებს, რომლებისთვისაც უცხოა ეს მიდგომა/კურიკულუმი, ზოგჯერ
უჭირთ თავისი როლის დანახვა. ზოგჯერ აქტივობების განრიგი კედელზე არის, მაგრამ
დღის დიდი ნაწილი მიდის მასწავლებლის დირექტივებით შერჩეული აქტივობებით.
უფრო მეტიც, მასწავლებლები პასიურობენ და ფასილიტატორები არ არიან ბავშვების
თამაშისას. მასწავლებელი უნდა იყოს აქტიური დამკვირვებელი და შექმნას
პრობლემების გადაწყვეტის სიტუაციები ბავშვებისთვის.

Reggio emilia approach 1

ძირითადი კომპონენტები

სოციალური

 კოოპერაცია და კოლაბორაცია არის ცნებები, რომლებიც ხაზს უსვამენ


სოციალური დასწავლის ღირებულებას. ერთი, რომ ბავშვები უნდა გახდნენ
ერთობის წევრები, რაც ნიშნავს მუშაობას ერთად (კოოპერაცია). როცა
ჩამოყალიბდება ნდობა ბავშვებსა და მოზრდილებს შორის, კონსტრუქციული
კონფლიქტი შეიძლება დაეხმაროს ახალ ინსაიტებს (კოლაბორაცია)
 კო-კონსტრუქტივიზმი ეყრდნობა ფაქტს, რომ გამოცდილების აზრი აიგება
სოციალურ კონტექსტში
 “ატელიერისტა” არის მასწავლებელი, რომელიც სპეციალურად არის
მომზადებული და ხელს უწყობს კურიკულუმის განვითარებას. რეჯიო-ემილიას
ყველა ბაღში არის ატელიერისტა
 “პედაგოგისტა” არის განათლების კონსულტანტები რომლებიც ცდილობენ
იმპლემენტაციას ამ ფილოსოფიის და სურთ დაინახონ ბავშვები როგორც
კომპეტენტური და უნარიანი ადამიანები. ასევე ქმნიან კავშირებს ოჯახს, სკოლას
და საზოგადოებას (თემი) შორის.

კურიკულუმი

 დოკუმენტაცია. ფიქსირდება რამდენად ხდება გარემოს მიზნობრივი გამოყენება,


რომ ჩანდეს პროექტების ისტორია და სასკოლო ერთობა. ის ხშირად შედგება
კონკრეტული მაგალითებისაგან როგორც პროცესების, ისე შედეგების და არის
ნაწილი ბავშვის განათლების.
 კო-კონსტრუქტივიზმი ზრდის ცოდნის დონეს. ეს ხდება როცა აქტიური სწავლა
ხდება სხვებთან ერთად მუშაობისას (მაგალითად, არის შესაძლებლობა
დისკუსიის, კითხვების დასმის და კვლევის), რადგან უნდა აუხსნა იდეები
სხვებს, ეს ახარისხებს იდეებს. კონფლიქტები და კითხვები აყალიბებს მეტ
კავშირებს და იწვევს ცოდნის/თვალსაწიერის გაფართოებას. კო-
კონსტრუქტივიზმის ფასილიტაციისას მასწავლებელს ჭირდება “აგრესიული
მოსმენა” და კოლაბორაციის დაჩქარება ერთობის ყველა წევრს შორის,
რამდენადაც ეს შესაძლებელია. ნამდვილ სწავლას ადგილი აქვს როცა ისინი
იწერენ და აფასებენ მიმდინარე პროცესებს და ბავშვის უნარების განვითარებას.
 ხანგრძლივი პროექტები არის კვლევები, სადაც მასწავლებელი და მოსწავლე
ერთად მუშაობენ.
 არის ორგანიზებული სისტემა ჩანაწერების, კურიკულუმის დაგეგმვის და
შეფასების
 პორტფოლიო არის ბავშვის ნამუშევრების კოლექცია, რაც გვიჩვენებს ბავშვის
მცდელობას, პროგრესს და მიღწევებს

გარემოს მოწყობა

 გარემოს მოწყობა ისეთივეა როგრც მონტესორის სკოლებში. გარემოს “მესამე


მასწავლებელს” ეძახიან
 მონტესორის მსგავსად სწამთ, რომ სილამაზე ეხმარება კონცენტრაციას. მოწყობა
ესთეტიურია, ლამაზი
 შექმნილია სახლის მაგვარი გარემო. სახლისმაგვარი ატმოსფერო იქმნება, რომ
ბავშვებმა კომფორტულად იგრძნონ თავი
 ყველა ბავშვს აქვს ადგილი
 დოკუმენტაცია არის მთავარი

You might also like