You are on page 1of 2

ასიმილაცია გულისხმობს უკვე არსებულ სქემაში ახალი ინფორმაციის ჩართვას მაგალითად:

ბავშვს ყველა კონკრეტულ მომენტში გააჩნია უკვე შემუშავებული კოგნიტური


სტრუქტურები, სქემები , გარკვეული უნარები განვითარებული აქვს. მას შეუძლია ახალი
გამოცდილება ჩართოს ამ, უკვე ჩამოყალიბებულ შემეცნებით სქემებში. 

ამის საპირისპიროს წარმოადგენს აკომოდაცია რომელიც გულისხმობს არსებული სქემის


შეცვლას ან ახალის შეცვლას მაგალითად: ბავშვის სტრუქტურები, სქემები თვითონ
მოერგებიან, აეწყობიან გარემოს, ახალ ინფორმაციას, ჩვევას, იქმნება ახალი სქემები,
რადგან ძველი არასაკმარისი აღმოჩნდა.

წარმოგიდგენთ ასიმილაციის და აკომოდაციის ასეთ მაგალითს: მცირეწლოვანმა ბავშვმა


იცის რომ რაც დაფრინავს ყველაფერი არის ჩიტი. როდესაც ხედავს თვითფრინავს ეძახის
ჩიტს. ამ დროს იყენებს ასიმილაციის შესაძლებლობას. ხოლო შემდგომ ბავშვი ხვდება
რომ თვითფრინავი არ არის ჩიტი და იქმნება ახალი სქემა, ეუფლება ახალ ცოდნას. ეს კი
არის აკომოდაცია.

უმნიშვნელო ცვლილებებს ადგილი აქვს ასიმილაციის დროსააც მაგალითად: მოსწავლე,


რომელიც დაუფლებულია რომელიმე ასო-ბგერის წერას, ის თანდათან უფრო სწრაფად
და ლამაზად წერს მას. 

თუ ბავშვი ყოველ ჯერზე  განახორციელებს ერთსა და იმავე მოქმედებას (ასიმილაცია), ვერ


მოხდება ახლის სწავლა. მეორეს მხრივ, თუ ბავშვს გამუდმებით მოუწევს ახალ-ახალი
მოქმედებების დასწავლა (აკომოდირება), ვერ მოხდება გარემოსთან ადაპტაცია, 
წონასწორობის დამყარება, რაც შეუძლებელს გახდის განვითარებას ეს ორივე ერთმანეთის
განუყოფელი პროცესია.

პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია მოიცავს ოთხ ეტაპს ესენია: სენსომოტორული,


წინაოპერაციული, კონკრეტული ოპერაციების და ფორმალური ოპერაციების სტადიები ამ
სტადიებს ყველა ბავშვი თანმიმდევორბით გადის მაგრამ ზოგს უფრო დიდიხანი სჭირდება
ზოგს ნაკლები

1)სენსო-მოტორული ინტელექტის სტადია (დაბადებიდან 2წლამდე) ამ დროს ბავშვი


გარე გამღიზიანებლებს მოტორული რეაქციებით პასუხობს.  ამ დროს ბავშვი ეუფლება
სხვადასხვა მოქმედებებს. ამ სტადიის ბოლოს ბავშვს შეუძლია გაერთიანოს რამოდენიმე
გონებრივი მოქმედება მაგალითად: დადოს სათამაშო იმისთვის რომ გააღოს კარი.

2) წინაოპერაციული ინტელექტის  სტადია (2 წლიდან 7 წლამდე) ბავშვი  რეალობის


შესახებ  კონკრეტულ, ფიზიკურ სიტუაციებზე დაყრდნობით მოქმედებს. მაგალითად: ერთი
და იგივე რაოდენობის წყალი ჩასხმული სხვადასხვა ფორმის ჭურჭელში ერთი რაოდენობის
გონია . 
ამ სტადიაზე გამოიყოფა 2 პერიოდი.
ოპერაციამდელ სტადიას  თავისებურებები ახასიათებს. თვალსაჩინოება. მაგალითად,
როცა ბავშვს ვეკითხებით, რითი განსხვავდება ვაშლი მსხლისგან? ის გაცილებით
სწრაფად და ადვილად შეასრულებს ამ გონებრივ ოპერაციას, თუ ხედავს აღნიშნულ
ობიექტებს და აწყდება სირთულეებს. კონკრეტულობა. ბავშვი აზროვნებისას ეყრდნობა
მის გამოცდილებაში  არსებულ ცალკეულ კონკრეტულ ფაქტებს. მაგალითად, კითხვაზე –
რატომ არ შეიძლება ცივი წყლის დალევა? ბავშვი პასუხობს კონკრეტულ ფაქტზე
დაყრდნობით:  “ერთმა ბავშვმა დალია და ავად გახდა”. ცენტრირება საგნის ერთ
ნიშანზე. ამ ასაკის ბავშვს არ შეუძლია გაითვალისწინოს ერთდროულად საგნის
რამდენიმე ნიშანი. მაგალითად. როდესაც ბავშვს აჩვენებენ გარკვეული რაოდენობის ხის
ბურთებს, რომელთაგან ზოგი შეღებილია ლურჯად, ხოლო ზოგი ყვითლად და ეკითხებიან
– “რომელი ბურთებია მეტი, ხის თუ ლურჯი?” ბავშვები არასწორად პასუხობენ. მათ არ
შეუძლიათ ერთდოულად გაითვალისწინონ ბურთების ფერი და უფრო ზოგადი კატეგორია
– მასალა. შეუქცევადობა. ბავშვებს არ შეუძლიათ წარმოიდგინონ, რომ რომელიმე
ობიექტი შეიძლება დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას ან, რომ ობიექტებს
შორის არსებობს ორმხრივი კავშირი. 

ცნებამდელი აზროვნება (2-4წ.წ.) წინა პერიოდთან შედარებით ბავშვი იწყებს


სიმბოლოების გამოყენებას. ვითარდება სიმბოლური თამაში და მეტყველება. ამ
შემთხვევაში ბავშვს შეუძლია იმიყაცია გაკეთოს მანამდე ნანახი სიტუციის. ამ სტადიაზე
ბავშვის დასკვნა არის ტრანსდუქციური. ამ სტადიაზე ბავშვის აზროვნებას ახასიათებს
ანიმიზმი - ანუ, თვლის რომ მოძრავი ობიექტები ცოცხლები არიან: მზე, მთვარე,
ღრუბლები და მატარებლებიც კი. 

ბავშვის აზროვნების კიდევ ერთი თავისებურებაა ეგოცენტრიზმი. ბავშვს არ შეუძლია


დადგეს სხვა ადამიანის პოზიციაზე.

 მეორე პერიოდია ინტუიტური აზროვნება (4-7 წწ.). ამ დროს ოთხი წლიდან ბავშვის
აზროვნება ლოგიკურ ფორმას იძენს, მაგრამ მაინც აღქმით, საგნის  თვალსაჩინო
ნიშნებით არის განსაზღვრული და ვითარდება სიმბოლური აზროვნება. ბავშვები ცვლიან
თამაშის ფორმას და ხდებიან უფრო შემოქმედებითები. თუმცა ბავშვის აზროვნება ამ დროს
მაინც ეგოცენტრულია. 

3)კონკრეტული ოპერაციების სტადია (7 წლიდან 11 წლამდე) – ამ სტადიაზე აზროვნება


ოპერაციონალური ბუნების ხდება. ამ ეტაპის საკვანძო ტერმინი “კონკრეტულობაა”.  მათ
უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება ან განზოგადება კონკრეტულ გამოცდილებებზე
დაყრდნობის გარეშე. 

4) ფორმალური ოპერაციების სტადია (11-დან 15 წლამდე და ზევით) – მოზარდი


ოპერირებს  ცნებებით, აბსტრაქტული სიმბოლოებით, აქვს ზრდასრული ადამიანის
კოგნიტური შესაძლებლობები. ამ ასაკში ბავშვს უკვე შეუძლია ისეთი ამოცანების
გადაწყვეტა, რომელიც აბსტრაქტულ აზროვნებას მოითხოვს. 
ამ დროს ბავშვს შეუძლია ჰიპოთეზების წამოჭრა გადამოწმება შეფასება.

სწავლის პროცესის ორი გაგება არსებობს: პირველი გულისხმობს, რომ


მასწავლებელმა მზა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მოსწავლეს, ეს არის ე.წ.
დირექტიული სწავლება. მეორე მიდგომა ასახავს პიაჟეს შეხედულებას, რომელიც
გულისხმობს მოსწავლის აქტიურ მონაწილეობას სწავლების პროცესში. ეს არის
კონსტრუქტივიზმი, რომლის მთავარი არგუმენტია ის, რომ ცოდნა მოსწავლეს მზა
სახით კი არ ეძლევა, არამედ მისი მონაწილეობით იქმნება.

You might also like