You are on page 1of 3

დავით რაზმაძე

ჯგუფი 15

1. შერჩევა სხვადსხვა ერთეულების (როგორიცაა: ორგანიზაციები, ადამანები და ასე


შემდეგ). ისეთი გზით არჩევის პროცესია რომლის მიღებული შედეგების განზოგადება
შესაძლებელი იყოს მთლიან პოპულაციაზე. შერჩევა არის ორი ძირითადი სახის ეს არის
ალბათური და არაალბათური. ალბათური შერჩევის დროს გენერალური ერთობლიობის
ელემენტს შერჩევით ერთობლიობაში მოხვედრის თანაბარი შანსი გააჩნია, რომელიც
არის შემთხვევითი და ნულოვანი არ არის არცერთი ელემენტი. არაალბათურ შერჩევას,
რაც შეეხება ამ შემთხვევაში გენერალური ერთობლიობის ნებისმიერ ელემენტს
შერჩევით ერთობლიობაში მოხვედრის არათანაბარი შანსი აქვს, ზოგ შემთხვევაში კი
ნულოვანი.

სტრატიფიცირებული შერჩევა გულისხმობს მეთოდს, როდესაც პოპულაციის წევრები


ერთიანდებიან ერთგვაროვან ჯგუფებში, რომლებსაც ეწოდებათ სტრატები ამის
შემდგომ თითოებული სტრატიდან აირჩევიან იმ კონკრეტული პროპორციით რა
პროპორციითაც ეს სტრატა გვხვდება პოპულაციაში. ხოლო ერთგვაროვნების
თვალსაზრისით ქვეჯგუფები შესაძლოა გამოიყოს სქესის, პროფესიის, უბნების,
ტემპერამენტის ტიპის მიხედვით და ასე შემდეგ.

თოვლის გუნდა არის მცირე ჯგუფიდან შერჩევითი ერთობლიობის განსაზღვრის


მეთოდი იქნება ეს ეთნიკური უმცირესობები თუ ნარკომანები, ხოლო მისი გამოყენება
მიზანშეწონილი არის მაშინ, როდესაც არ არსებობს ადეკვატური სია, რომელიც
გამოდგება შერჩევის ჩარჩოდ. თოვლის გუნდას აქვს ერთი დიდი უპირატესობა
ვინაიდან და რადგანაც ის არის პირად რეკომენდაციაზე დაფუძნებული და ამ
შემთხვევაში მოცემული წრის ადამიანები თვივითონვე აცნობენ ერთმანეთს კვლევას. ეს
ფაქტობრივად ერთადერთი გზა არის იმ ადამიანთა ერთობლიობს შესარჩევად,
რომელიც არალეგალურ აქტივობებში არის ჩართული.

2. სკალა და ინდექსი კუმულაციური საზომებს წარმოადგენს, რომლებიც


სოციოლოგიურ კვლევებში გამოიყენება ხშირად. ინდექსები და ასევე სკალები არის
მონაცემების შეკვეცილი მექანიზმები რომლებსაც შეუძლიათ შეაჯამონ რესპოდენტთა
მრავალი პასუხი და წარმოადგინონ ერთი ქულის საშუალებით. რაც შეეხება ამ ორს
შორის განსხვავებას სკალა არის სხვადასხვა პუნქტზე რესპოდენტთა პასუხებისთვის
შესაბამისი ქულების მინიჭება, ხოლო ინდექსი რესპოდენტთა სხვადასხვა პუნქტზე
გაცემული პასუხების შეჯამება. ბოგარდუსის სკალა ზომავს პიროვნებებს შორის
სოციალურ დისტანციას, ამიტომ მას ხშირად უწოდებენ დისტანციის სკალასაც.
ბოგარდუსის სკალის შეკითხვები განსხვავებული არის ინტენსივობის მიხედვით.
მაგალითად ისენი ვინც თანახმები არიან, რომ იმიგრანტი მიიღონ მეზობლად საკუთარ
ქალაქში და ქვეყანაში საცხოვრებლად, თუმცა შესაძლოა თანახმანი არ იყონ საკუთარი
შვილის იმიგრანტზე დაქორწინებაზე

3.

შერჩევის ჩარჩო ეწოდება ადამიანების სიას რომელიც არის გენერალური ერთობლიობის


შემადგენელი ნაწილი, რაც გამოიყენება შერჩეული ერთობლიობის განსაზღვრისათვის.

კოდირება გულისხმობს, თითოეული ცვლადის თითოეული კატეგორიისთვის კოდური


ნიშნების მიწერას.

ანალიზის ერთეული გულისხმობს, შესწავლის ფენომენის ელემენტარულ მაწილს


რომლის მახასიათებლებიც გავლენას ახდენს კვლევის დიზაინზე, ანალიზსა და
მონახემთა შეგროვებაზე.

დემოგრაფიული ბლოკი შეადგნეს ისეთ მახასიათებლებს როგორიც არის: ასაკი, სქესი,


შემოსავალი, განათლების დონე და სხვა.

ორმაგი შეკითხვა ორ ან მეტ კითხვას აერთიანებს ერთ კითხვაში, ანუ იგი ახდენს ორი ან
მეტი კითხვის კომბინაციას. ხოლო ასეთი კითხვა რესპოდენტებს აბნევს, ისინი
შესაძლოა ეთანხმებიდნენ კითხვის ერთ ნაწილს ხოლო მეორეს არა.

რეპრეზენტატიულობა ნიშნავს, რომ კვლევის პროცესში გამოკითხული ადამიანები


პროპორციულად წარმოადგენენ მთელ მოსახლეობას, ან მოსახლეობის იმ ნაწილს ანუ
გენერალურ ერთობლიობას, რომლის შესწავლაც დაგეგმილია კვლევის პროცესში.

4. კითხვარის შედგენისას მკვლევარმა უნდა გაითვალისწინოს ძირითადი პრინციპები


როგორიცაა:
1) კითხვარის დაგეგმვის დაწყება, განსაზღვროს კითხვარის მიზნები და ამოცანები.
2) ჩამოაყალიბოს ცნებები, საკითხები, თემები. ისინი უნდა მოიცვას კითხვარმა
რომლებიც ინტერვიუერს ესაჭიროება მიზის მისაღწევად. ამის გაკეთება ინტერვიუერს
შეუძლია თემასთან დაკავშრებული ლიტერატურული მასალის გამოყენებით.
3) ეთიკური საკითხები, კითხვარის დებულების ტიპები. ეს გულისხმობს რესპოდენტის
ინფორმირებას კვლევის თაობაზე თუ როგორი კითხვებს გამოიყენებს ინტერვიუერი
კვლევი დროს.
5. ვალიდობა არის მაჩვენებელი რომელიც გულისხმობს თუ რამდენად ზომავს საზომი
ინსტრუმენტი იმას რის გასაზომათაც არის განკუთვნილი

6. ინტერვიუ არის ორი სახის, ერთ შემთხვევაში ინტერვიუერი უსვამს შეკითხვას


რესპოდენტს და ინტერვიუ მიმდინარეობს პირისპირ. ხოლო რაც შეეხება მეორე
შემთხვევას ამ დროს ინტერვიუერი ურეკავს რესპოდენტს და ტელეფონის საშუალებით
აწარმოებს ინტერვიუს ამას კი ვუწოდებთ სატელეფონო ინტერვიუს. რაც შეეხება მათ
მიზანშეწონილობას და შეზღუდვებს. მაგალითად თუ ჩვენ გვსურს სკოლაში რომელიმე
კლასთან ჩავატაროთ ინტერვიუ შეგვიძლია კლასის ხელმძღვანელს ვთხოვოთ
მოსწავლეების სრული სია, მაგრამ რაც შეეხება მაწანწალებს მათი სრული სიის მოპოვება
არ არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში მოგვიწევს ქუჩა ქუჩა სიარული და მათთან
პირისპირ გასაუბრება. ამ შემთხვევაში სატელეფონო ინტერვიუ ვერ ჩატარდება.
მაგალითად ისეთი ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ მაღალმთიან რეგინებში და არ
აქვთ სატელეფონო კავშირი და ფოსტის პრივილეგია მიუხედავად დიდი ხარჯებისა
ინტერვიუერს უწევს რესპოდენთან სოფელში ჩასვლა და პირისპირ ინტერვიუს
ჩატარება. პირისპირი ინტერვიუს სუსტ მხარეებად მიჩნეულია: მაღალი ხარჯები,
ინტერვიუს გავლენის ეფექტი და მეტი სოციალური სასურველობის ეფექტი. ხოლო
სატელოფონო ინტერვიუს სუტი მხარეები მაგალითად არის ის, რომ ვისაც არ გააჩნია
ტელეფონი კვლევაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ინტერვიუს
ჩატარების ხანგრძილოვა არის შეზღუდული მკვლევარი ვერ დააკვირდება
რესპოდენტის ემოციებს შეკითხვის დასმის დროს, ასევე შეზღუდულია კომპლექსური
და ღია შეკითხვების გამოყენება.

7. მულტივარიაცული ანალიზი გულისხმობს არსებობას სამი და მეტი ცვლადის.


მულტივარიაცულ ცხრილში შემოდის რამდენიმე დამოუკიდებელი ცვლადი ერთი
დამოუკიდებელი და ერთი დამოკიდებული ცვლადის ნაცვლად. მულტივარიაცული
ანალიზის ტექნიკა არის მრავალფეროვანი და მოიცავს საზომებს როგორიც არის
ფაქტორული ანალიზი, დისპერსიული ანალიზი, რეგრესიის ანალიზი და სხვა.

You might also like