You are on page 1of 9

თავი 2

განვითარების განსაზღვრება
ტერმინი განვითარება იმ ცვლილებებს გულისხმობს, რომლებსაც ადამიანები (ან
ცხოველები) დაბადებიდან სიკვდილამდე განვიცდით. განვითარებას განეკუთნება
მხოლოდ ის ცვლილებები, რომლებიც კანონზომიერად ჩნდება და ხანგრძლივი
პერიოდის მანძილზე რჩება. მაგალითად, ხანმოკლე ავადმყოფობით გამოწვეული
დროებითი ცვლილება განვითარების ნაწილად არ მოიაზრება. ფსიქოლოგები დიდი
სიფრთხილით აფასებენ ცვლილებას, რათა განსაზღვრონ, მიაკუთვნონ თუ არა ესა
თუ ის ცვლილება განვითარებას. ცვლილებები – ყოველ შემთხვევაში სიცოცხლის
ადრეულ პერიოდში მიმდინარე – მიჩნეულია, როგორც სასიკეთო, ვინაიდან მათი
შედეგი ისეთ ქცევაზე აისახება, რომელიც ხდება უფრო ადაპტური, უფრო
ორგანიზებული და ეფექტური.
ადამიანის განვითარება შეიძლება სხვადასხვა ასპექტებად დავყოთ :
 ფიზიკური განვითარება სხეულში მომხდარ ცვლილებებს გულისხმობს.
 პიროვნული განვითარება ტერმინია, რომელიც ზოგადად გამოიყენება ზრდის
პროცესში მიმდინარე ცვლილებებისთვის.
 სოციალური განვითარება- სხვებთან ურთიერთობისას მომხდარი
ცვლილებები.
 კოგნიტური განვითარება აისახება ცვლილებების აზროვნებაში.
განვითარების მანძილზე მრავალი ცვლილება უბრალოდ ზრდისა და მომწიფების
შედეგია. მომწიფება დროის განმავლობაში გე ნეტიკურად პროგრამირებული,
ბუნებრივად მიმდინარე, უშუალოდ გამოვლენილი, მრავლის მომცველი
ცვლილებებია. ასეთი ცვლილებები დროთა განმავლობაში ხდება და მათზე გარემო
პირობები ნაკლებად მოქმედებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რ ოდესაც ცვლილება
საკვების ნაკლებობით ან სერიოზული ავადმყოფობითაა გამოწვეული.
განვითარების ზოგადი პრინციპები
არსებობს რამდენიმე ზოგადი პრინციპი, რომლებსაც თეორეტიკოს ები უჭერენ მხარს:
 ადამიანები სხვადასხვა სისწრაფით ვითარდებიან. ზოგიერთი მოსწავლე უფრო
დიდია, უკეთ კოორდინირებული, ან აზროვნებაში და სოციალურ
ურთიერთობაში უფრო მომწიფებული. ზოგი მოსწავლის განვითარების
პროცესი ამ სფეროებში უფრო ნელა მიმდინარეობს.
 განვითარება მეტნაკლებად გარკვეული წესრიგით მიმდინარეობს. ადამიანები
უნარებს ლოგიკური თანამიმდევრობით ასაკში ისინი ჯერ ჯდომას სწავლობენ
და შემდგომ სიარულს, იწყებენ ტიტინს და შემდგომ მეტყველებას სწავლობენ.
სამყაროს საკუთარი აღქმა გააჩნიათ მანამ, სანამ სხვების თვალით დანახული
სამყაროს წარმოდგენას დაიწყებენ.
 განვითარება თანდათანობით ხდება. ცვლილება ძალიან იშვიათად ხდება
სწრაფად. მოსწავლეს, რომელიც ფანქარს კარგად ვერ იყენებდა ან კითხვებს
ვერ პასუხობდა, ამ უნარების განვითარება შეუძლია, მაგრამ ამ ცვლილებას
დრო სჭირდება.
ტვინი და კოგნიტური განვითარება
არსებობს ტვინის რამდენიმე არე და გარკვეული ზონა კონკრეტულ ფუნქციას
პასუხობს. ზოგიერთმა მკვლევარმა ტვინი, დაახასიათა როგორც შრეების და
მარყუჟების ჯუნგლები, ურთიერთდაკავშირებული და კომპლექსური ორგანული
სისტემა. თავის ტვინის ქერქი ისეთი უდიდესი ადამიანური მიღწევების საშუალებას
იძლევა, როგორიცაა რთულ პრობლემათა გადაჭრა და მეტყველება. ადამიანებში ეს
არე გაცილებით ფართოა, ვიდრე დაბალგანვითარებულ ცხოველებში. თავის ტვინის
ქერქი ყველაზე ბოლოს ვითარდება და, შესაბამისად, ის უფრო მგრძნობიარედ
მიიჩნევა გარემოს გავლენის მიმართ, ვიდრე ტვინის სხვა არეები.
ტვინის განვითარება: ნეირონები.
ჩასახვიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ იწყება ტვინის განვითარება.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში პაწაწინა მილაკში, რომელიც ადამიანის ტვინის
ჩანასახია, ნეირონული უჯრედები გასაოცარი სისწრაფით მრავლდებიან. ამ
უჯრედებს ეზრდება გრძელი ხელის და ტოტის მსგავსი წანაზარდები სხვა
უჯრედებთან დასაკავშირებლად და ინფორმაციის გასაზიარებლად ქიმიური
ნივთიერებების გამოყოფით, რომელიც წანაზარდების დაბოლოებებთან ახტება
სინაპსისად წოდებულ პაწაწინა სივრცეებს. დაბადების დროისათვის ჩვენ უკვე ყველა
დაახლოებით 100-დან 200 მილიარდამდე ნეირონი გვაქვს.
2, 3 წლისათვის ყოველ ნეირონს დაახლოებით 15000 სინაპსი აქვს. ამ ასაკის
ბავშვებს გაცილებით მეტი სინაპსი აქვთ, ვიდრე ზრდასრულობაში. ფაქტობრივად,
მათ იმაზე მეტი რაოდენობის ნეირონები და სინაპსები აქვთ, ვიდრე გარემოსთან
ადაპტაციისათვის სჭირდებათ. თუმცა გადარჩება მხოლოდ მუშა ნეირონები, ხოლო
„გამოუყენებელი“ ნეირონები შემცირდება. ამგვარი შემცირება აუცილებელია და
ხელს უწყობს კოგნიტურ განვითარებას. სინამდვილეში გონებრივი ჩამორჩენილობის
ზოგიერთი ფორმა უკავშირდება გენის დეფექტს, რომელიც გავლენას ახდენს
შემცირებაზე.
მიმდინარეობს ორი სახის პროცესი – ჭარბწარმოება და შემცირება. ერთს ეწოდება
გამოცდილების მომლოდინე, რადგან განვითარების კონკრეტულ პერიოდში
სტიმულაციის მოლოდინში, ტვინის კონკრეტულ უბნებში ხდება სინაპსების
ჭარბწარმოქმნა. მაგალითად, სიცოცხლის პირველ თვეებში ტვინი მხედველობითი
და სმენითი სტიმულაციის მოლოდინშია. თუკი ბავშვი ნორმალური მხედველობით და
სმენით იბადება, ვითარდება ტვინის მხედველობისა და სმენის შესაბამისი არე ები.
ბავშვები, რომლებიც სმენის გარეშე იბადებიან, ვერ იღებენ სმენით სტიმულაციას და
შედეგად ტვინის სმენის დამუშავების არე მხედველობითი ინფორმაციის
გადამუშავებას ემსახურება. გამოცდილების მომლოდინე ჭარბწარმოებისა და
შემცირების პროცესები განაპირობებს ტვინის ფართო არეების ზოგად განვითარებას.
ამით შეიძლება აიხსნას ის სირთულეები, რომლებიც ზრდასრულებს აქვთ
არამშობლიურ ენაზე სიტყვების წარმოთქმისას.
სინაპსების ჭარბწარმოებისა და შემცირების მეორე ფორმას გამოცდილებაზე
დამოკიდებული ეწოდება. ამ შემთხვევაში სინაპსური კავშირები ინდივიდის
გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება. ახალი სინაპსები ყალიბდება ნერვული
აქტივობის პასუხად ტვინის ძალზედ ლოკალიზებულ არეში, როდესაც ინდივიდი
წარმატებით ვერ ახერხებს ინფორმაციის გადამუშავებას.
სტიმულაცია მნიშვნელოვანია როგორც განვითარების (გამოცდილების
მომლოდინე პროცესები), ასევე სწავლის (გამოცდილებაზე დამოკიდებული
პროცესები) დროს. ადრეული სტიმულაცია ასევე მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის.
თუმცა ზედმეტი სტიმულაცია ტვინის განვითარების ცალსახად ხელშემწყობი ვერ
იქნება იმ ბავშვებში, რომლებიც იღებენ შესატყვის ან ჩვეული რაოდენობის
სტიმულაციას. ამრიგად, ძვირფას სათამაშოებზე ან ბავშვის სწავლების
ძვირადღირებულ პროგრამებზე ფულის ხარჯვას შესაძლოა, შედეგად საჭიროზე მეტი
სტიმულაცია მოჰყვეს.
მიუხედავად იმისა, რომ ტვინი სწარაფად ვითარდება ადრეულ ბავშვობაში, სწავლა
მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება. ადრეულ ასაკში სტიმულების
მკვეთრად გამოხატულ არარსებობას შესაძლოა შორსმიმავალი შედეგები მოჰყვეს,
მაგრამ ტვინის პლასტიკურობისა და ადაპტაციის უნარის გამო, შეიძლება მოხდეს
კომპენსაცია და დაიძლიოს სტიმულის არარსებობის ან ტვინის დაზიანების შედეგები.
რა თქმა უნდა, სტიმულების არარსებობის გარდა მრავალი ფაქტორი მოქმედებს-
დედა, რომელიც ფეხმძიმობისას მედიკამენტებს იღებს, ტოქსინები გარემოში ან
არასრულფასოვანი კვება შესაძლოა პირდაპირი და სავალალოდ უარყოფითი
გავლენის მქონე იყოს ტვინის განვითარებაზე.
ტვინის განვითარება: თავის ტვინის ქერქი.
თავის ტვინის ქერქი უფრო ნელა ვითარ დება, ვიდრე ტვინის სხვა ნაწილები. ქერქის
სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით მწიფდება. თავდაპირველად ყალიბდება
ქერქის ის ნაწილი, რომელიც ფიზიკურ მოტორულ მოძრაობებს აკონტროლებს.
შემდეგ ის არეები, რომლებიც აკონტროლებს ისეთ გრძნობებს, როგორიცაა
მხედველობა და სმენა, ხოლო ბოლოს შუბლის წილი, რომელიც მაღალი რიგის
აზროვნებით პროცესებს აკონტროლებს. თავის ტვინის ქერქის საფეთქლის წილები,
რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ემოციებსა და მეტყველებაში, სრულად არ ვი-
თარდება სკოლის დამთავრებისას და ზოგჯერ უფრო გვიან ასაკამდეც.
ნეიროფიზიოლოგები იწყებენ იმის გაგებას, თუ როგორ არის დაკავშირებული
ტვინის განვითარება ბავშვობისა და მოზარდობის ისეთ ასპექტებთან, როგორიცაა
დაგეგმვა, რისკის აღება, გადაწყვეტილების მიღება და იმპულსური ქცევის მართვა.
გაბრაზება ან სამაგიეროს გადახდის სურვილი შეურაცხყოფაზე ან წყენაზე
ჩვეულებრივი ადამიანური ემოციებია. ქერქის წინაფრონტალური წილი
აკონტროლებს ასეთ იმპულსებს აზროვნების, დაგეგმვის ან ჯილდოს დაყოვნების
გზით. ტვინის იმპულსის შეკავების უნარი დაბადებიდანვე არ არის წარმოდგენილი.
ჩამოუყალიბებელი წინაფრონტალური წილით შეიძლება აიხსნას 2 წლიანთა
იმპულსურობა და ბრაზის შეტევები. ემოციური რეგულაცია უფრო რთულია ამ ასაკში.
ამრიგად, საბაზო და უფროსი კლასების მოსწავლეებს ჯერ კიდევ არა აქვთ
საკმარისად განვითარებული ტვინი იმისათვის, რომ შეძლონ იმპულსის
გაწონასწორება საღი აზრითა და დაგეგმვით.
სპეციალიზაცია და ინტეგრაცია
ტვინის ფუნქციონირების სხვა ასპექტი, რომელიც კოგნიტურ განვითარებაზე ახდენს
გავლენას, ლატერალიზაცია, ანუ ტვინის ორი ნახევარსფეროს სპეციალიზაციაა.
ვიცით, რომ ტვინის თითოეული ნახევარსფერო სხეულის საწინააღმდეგო მხარეს
აკონტროლებს. ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს დაზიანება სხეულის მარცხენა
ნახევრის მოძრაობაზე მოახდენს გავლენას და პირიქით. ამას გარდა, ტვინის
კონკრეტული უბნები კონკრეტულ ქცევას განაპირობებს. უმრავლესობისთვის ტვინის
მარცხენა ნახევარსფერო გადამწყვეტია მეტყველებისას, ხოლო მარჯვენა
ნახევარსფერო-სივრცობრივ-ვიზუალური ინფორმაციისა და ემოციების
(არავერბალური ინფორმაციის) მართვისას.
ლატერალიზაციამდე ტვინის ქერქის ერთი ნაწილის დაზიანების დაძლევა
შესაძლებელია იმდენად, რამდენადაც ქერქის სხვა ნაწილები კისრულობენ
დაზიანებული უბნის ფუნქციებს. მაგრამ ლატერალიზაციის შემდეგ ტვინს ნაკლებად
შესწევს კომპენსაციის უნარი. თითქმის ყველა ამოცანა, განსაკუთრებით რთული
უნარები, რომელთა განვითარებაც მასწავლებლების საზრუნავია, მოითხოვს ტვინის
მრავალი განსხვავებული უბნის მონაწილეობას ერთმანეთთან მუდმივი
ურთიერთობის საფუძველზე. უნდა გვეშინოდეს სწავლების ისეთი მიდგომებისა,
რომლებიც ტვინის ფუნქციონირების შესახებ გამარტივებულ შეხედულებას ემყარება ,
რომელსაც კეიტ სტანოვიჩი უწოდებს „მარცხენა ტვინის-მარჯვენა ტვინის აბსურდს,
რომელმაც წალეკა განათლება სემინარებით, კვალიფიკაციის ამაღლების
კურსებითა და დარგობრივი გამოცემებით“.
ინსტრუქტირება და ტვინის განვითარება
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა და ადამიანების შესწავლამ ცხადყო, რომ
ორივე, როგორც გამოცდილება, ისე პირდაპირი სწავლება ტვინის ორგანიზაციასა და
სტრუქტურაში ცვლილებებს განაპირობებს. გარკვეული პრობლემების მქომე
ადამიანს ინტენსიური ინსტრუქტირება და პრაქტიკა ტვინში ახალი კავშირების
ჩამოყალიბებისა და ტვინის ახალი ზონის ფორმირების შედეგად ფუნქციის
აღდგენაში ეხმარება.
ბენეტ შეივიცმა და მისმა კოლეგებმა წარმოადგინეს შედეგები, რომლებიც
სწავლების შედეგად ტვინში მომხდარ სერიოზულ ცვლილებებს ასახავდა. კერძოდ,
მკვლევარებმა 6-დან 9 წლამდე 28 კითხვაში დახელოვნებული ბავშვი და 49 კითხვაში
ცუდი შედეგების მქონე ბავშვი შეისწავლეს. ფუნქციური მაგნიტური რეზონანსის
ასახვად ცნობილმა პროცესმა ორ ჯგუფს შორის ტვინის სხვადასხვა აქტივობა აჩვენა .
ცუდი შედეგების მქონე ბავშვებმა ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ნაწილის
ნაკლებად დატვირთვა და ხანდახან ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს ზედმეტად
გადატვირთვა აჩვენა. ასოებისა და ბგერების კომბინაციის 100 საათიანი ინტენსიური
სწავლების შემდეგ, ამ ბავშვების ტვინმა კითხვაში დაოსტატებული ბავშვების ტვინის
მსგავსი ფუნქციონირება დაიწყო, რამაც მომდევნო წელსაც გასტანა.
პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
შვეიცარიელმა ფსიქოლოგმა ჟან პიაჟემ შემოგვთავაზა მოდელი, რომელშიც
ჩამოყალიბებული და დახასიათებულია, თუ როგორ ახდენს ადამიანი ინფორმაციის
შეგროვების და გაერთიანების გზით სამყაროს შეცნობას. პიაჟეს მიხედვით, ის რაც
მარტივად ჟღერს მოზრდილი ადამიანისთვის, არცთუ ისე მარტივია ბავშვისთვის.
მაგალითად, პიაჟემ 9 წლის ბავშვს ჰკითხა: რა ეროვნების ხარ? – მე შვეიცარიელი
ვარ. რატომ? – იმიტომ, რომ მე შვეიცარიაში ვცხოვრობ. შენ ჟენეველიც ხარ? – არა, ეს
შეუძლებელია, ვინაიდან მე უკვე შვეიცარიელი ვარ, მე ვერ ვიქნები ჟენეველიც.
წარმოვიდგინოთ, რომ ეს მოსწავლე გეოგრაფიას სწავლობს. ის ერთი კონცეფციის
(ჟენევა) მეორის (შვეიცარიის) ქვეპუნქტად კლასიფიცირებასთან დაკავშირებული
პრობლემის წინაშე დგას. გარდა ამისა, ბავშვებისა და უფროსი ადამიანების
აზროვნებაში სხვა განსხვავებებიცაა. ბავშვებს ჩვენგან განსხვავებული დროის
შეგრძნება აქვთ. მათი წარმოდგენით შესაძლოა, მაგალითად, ერთ დღეს უფროსი
დედმამიშვილის ასაკის დაწევა შეძლონ, აერიოთ წარსული და მომავალი.

ზეგავლენა განვითარებაზე
კოგნიტური განვითარება გაცილებით მეტია, ვიდრე უკვე არსებულ ინფორმაციაში
ახალი ფაქტების და აზრების დამატება. პიაჟეს მიხედვით, ჩვენი აზროვნების პროცესი
დაბადებიდან მომწიფებულობის ასაკამდე რადიკალურად იცვლება. ამის მიზეზს კი
ადამიანების მიერ სამყაროს შეცნობის მუდმივი მცდელობა წარმოადგენს.
პიაჟე ოთხ ფაქტორს გამოყოფს: ბიოლოგიური მომწიფება, აქტივობა, სოციალური
გამოცდილება და წონასწორობა:
 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარემო ფაქტორი, რომელიც ჩვენს მიერ
სამყაროს აღქმაზე ზემოქმედებს, მომწიფებაა- დროის განმავლობაში
გენეტიკურად პროგრამირებული, ბუნებრივად მიმდინარე ცვლილებები.
მშობლებს და მასწავლებლებს კოგნიტური განვითარების ამ ასპექტზე მცირე
გავლენა აქვთ, თუ რა თქმა უნდა, ბავშვი სათანადო საკვებს და
ჯანმრთელობისთვის აუცილებელ ზრუნვას იღებს.
 აქტივობა კიდევ ერთი ზემოქმედების ფაქტორია. ფიზიკურ
მომწიფებულობასთან ერთად გარემოზე ზემოქმედების შესაძლებლობა და ამ
ზემოქმედებით მიღებული ცოდნაც იზრდება. მაგალითად, როდესაც ბავშვის
კოორდინაცია საკმარისად განვითარებულია, მას ბალანსის პრინციპების
აღმოჩენა აიწონა-დაიწონაზე ქანაობით მიღებული გამოცდილების
საფუძველზე შეუძლია.
 პიაჟეს მიხედვით კოგნიტურ განვითარებაზე ზემოქმედებას სოციალური
ტრანსმისია ან სხვებისგან სწავლა ახდენს. სოციალური ტრანსმისიით
მიღებული ცოდნის მოცულობა ადამიანის კოგნიტური განვითარების მიხედვით
იცვლება. მომწიფება, აქტივობა და სოციალური გადაცემა- ყველა ერთად კოგ-
ნიტურ განვითარებაზე ახდენს ზეგავლენას.
ძირითადი ტენდენციები აზროვნებაში:
 ორგანიზაცია
ადამიანები ფსიქოლოგიურ სტრუქტურაში საკუთარი აზროვნების პროცესების
ორგანიზების ტენდენციით იბადებიან. ეს ფსიქოლოგიური სტრუქტურები ჩვენს მიერ
სამყაროს აღქმისა და ინტერაქციის სისტემებს წარმოადგენენ. მარტივი
სტრუქტურების მუდმივი გაერთიანება და კოორდინირება მათი დახვეწის მიზნით
ხდება. შედეგად, ისინი უფრო ეფექტურია.
პიაჟემ ამ სტრუქტურას კონკრეტული დასახელება მიანიჭა: სქემები. მისი თეორიის
მიხედვით, სქემები აზროვნების საბაზო სამშენებლო ბლოკებია. ისინი ქმედების ან
ფიქრის ორგანიზებული სისტემებია, რომლებიც სამყაროში არსებული საგნების და
მომხდარი მოვლენების მენტალურად გამოხატვის და „მათ შესახებ ფიქრის“
საშუალებას გვაძლევს.
 ადაპტაცია
ადაპტაცია ორ ძირითად პროცესს მოიცავს: ასიმილიაცია და აკომოდაცია :
 ასიმილიაციას ვხვდებით მაშინ, როდესაც ადამიანი იყენებს მის არსებულ
სქემას სამყაროში მომხდარი მოვლენის გაგების მიზნით. ასიმილაცია რაიმე
ახლის გაგების მცდელობას უკვე ნაცნობ ინფორმაციასთან მისადაგებით
გულისხმობს. ზოგიერთ შემთხვევაში, მისადაგების მიზნით, ჩვენ
ინფორმაციას ვამახინჯებთ.
 აკომოდაცია ახალი სიტუაციის პასუხად არსებული სქემების შეცვლას ან
ახლის შექმნას გულისხმობს. თუ მონაცემების უკვე არსებულ სქემებთან
მისადაგება ვერ ხერხდება, მაშინ სათანადო სტრუქ ტურების განვითარება
უნდა მოხდეს. ახალი ინფორმაციის აღქმის მიზნით, ჩვენ საკუთარ
აზროვნებას ვცვლით იმის მაგივრად, რომ შევ ცვალოთ ახალი ინფორმაცია
აზროვნებასთან მისასადაგებლად.
ადამიანები მოერგებიან მათ გარშემო მზარდ კომპლექსურ გარემოს არსებული
სქემების გამოყენებით, თუ სქემები მუშაობს (ასიამილიაცია ), და ახლის აღქმის
საჭიროების შემთქვევაში (აკომოდაცია), არსებული სქემების მოდიფიცირების ან
დამატების მეშვეობით. ორივე პროცესია საჭირო.
 წონასწორობა
პიაჟეს მიხედვით ორგანიზება, ასიმილიაცია და აკომოდაცია შესაძლოა
განხილული იქნეს, როგორც ბალანსის კომპლექსური ქმედება. მისი თეორიის
მიხედვით აზროვნებაში მიმდინარე ცვლილება წონასწორობის საფუძველზე ხდება –
ეს არის ქმედება ბალანსის ძიებაში. პიაჟე თვლიდა, რომ ბალანსის მიღწევის მიზნით,
ადამიანები მათი აზროვნების პროცესების ადეკვატურობას მუდმივად ამოწმებენ .
მოკლედ, წონასწორობის პროცესი ასე მუშაობს: თუ ვადარებთ ჩვენს კონკრეტულ
სქემას მოვლენას ან სიტუაციას და სქემა მუშაობს – არსებობს წონასწორობა. თუ
სქემა დამაკმაყოფილებელ შედეგს არ გვაძლევს, მაშასადამე წონასწორობის
დარღვევას აქვს ადგილი და თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ.
კოგნიტური განვითარების 4 საფეხური
 ჩვილობის ასაკი: სენსომოტორული - დაბადებიდან 2 წლამდე - ჩვილები
თვალებით, ყურებით, ხელებითა და პირით „ფიქრობენ“. ამის შედეგად ისინი
სენსომოტორული პრობლემების გადაჭრის ისეთ გზებს პოულობენ,
როგორიცაა რადიოს ღილაკზე თითის დაჭერა მუსიკის მოსასმენად,
დამალული სათამაშოების პოვნა და კონტეინერზე საგნების დაწყობა და აღება.
ამ პერიოდში ჩვილები საგანთა მუდმივობას ავითარებენ. იწყებს იმიტაციის,
მეხსიერების და ფიქრის გამოყენებას. იწყებს გაგებას, რომ საგნები არ ქრება
როცა დამალულია. რეფლექსტორული ქმედებიდან მიზანმიმართულ
ქმედებაზე გადადის.
 ადრეული ბავშვობიდან დაწყებითი სკოლის ასაკამდე: წინა (პრე)
ოპერაციული - 2-7 წელი - სკოლამდელები სიმბოლოებს თავიანთი ადრეული
სენსომოტორული „აღმოჩენების“ გამოსახატავად იყენებენ. ვითარდება
მეტყველება და ფანტაზია. მიუხედავად ამისა, აზროვნება მომდევნო ორ
საფეხურზეც არასაკმარისი ლოგიკურობით ხასიათდება. თანდათანობით
ავითარებს მეტყველების და სიმბოლური ფორმით აზროვნების
შესაძლებლობის გამოყენებას. ეუფლება ერთი მიმართულებით აზროვნების
ლოგიკურ ოპერაციას.
 დაწყებითი სკოლის გვიანდელი პერიოდიდან საშუალო სკოლის
წლებამდე: კონკრეტული ოპერაციების - 7-11 წელი - ბავშვის აზროვნება
ლოგიკური ხდება. სკოლის ასაკის ბავშვები ხვდებიან, რომ ლიმონათისა და
სათამაშო ცომის რაოდენობა განსხვავებულ ჭურჭელში მოთავსებით არ
იცვლება. ისინი საგნებს კლასებისა და ქვეკლასების იერარქიის მიხედვით
აჯგუფებენ. მიუხედავად ამისა, აზროვნება ჯერ კიდევ შორსაა ზრდასრულის
აზროვნებისაგან. ის ჯერ კიდევ არ არის აბსტრაქტული.შეუძლია ლოგიკურად
აზროვნების გზით კონკრეტული პრობლემების გადაჭრა. ესმის კონსერვაციის
კანონები, შეუძლია კლასიფიკაცია და თანმიმდევრული განლაგება. ესმის
შექცევადობა.
 საშუალო სკოლა და კოლეჯი: ფორმალური ოპერაციების - 11 წლის შემდეგ
- აბსტრაქციის უნარი მოზარდებს რეალურ სამყაროში არარსებული
სიმბოლოებით აზროვნების საშუალებას აძლევს, მაგალითად, მათემატიკაში.
მათ მეცნიერული პრობლემის ყველა შესაძლო (და არამარტო აშკარა) შედეგზე
ფიქრიც შეუძლიათ. შეუძლია ლოგიკის მოშველიებით აბსტრაქტული
პრობლემების გადაჭრა. აქვს უფრო მეცნიერული აზროვნება. ინტერესს იჩენს
სოციალური საკითხების, იდენტობის მიმართ.
ყველა ვაღწევთ მეოთხე სტადიას თუ არა?- პიაჟეს თეორიის პირველ სამ სტადიას
ყველა ადამიანში ფიზიკური რეალობა განაპირობებს. ობიექტები ნამდვილად
მუდმივია. წყლის მოცულობა სხვა ჭიქაში გადასხმის შემთხვევაშიც კი ნამდვილად
უცვლელი რჩება. და მაინც, ფორმალური ოპერაციები ფიზიკურ გარემოსთან
მჭიდროდ არაა მიბმული. ისინი ჰიპოტეზური პრობლემის გადაჭრაში შესაძლოა
პრაქტიკის შედეგს და ფორმალური სამეცნიერო მსჯელობის გამოყენებას
წარმოადგენდნენ – უნარები, რომლებიც განათლებულ საზოგადოებაში ღირებულია
და რომლებსაც ასწავლიან, განსაკუთრებით კი კოლეჯში. მაგრამ მიუხედავად ამისა,
სკოლადამთავრებულ მოსწავლეთა 50% პიაჟეს ფორმალური ოპერაციული ტესტები
ვერ გაიარა. თავად პიაჟე თვლიდა, რომ ახალგაზრდა ადამიანთა უმრავლესობას
ფორმალური ოპერაციული აზროვნების გამოყენება გარკვეულ სფეროში შეეძლო,
კერძოდ კი იმ სფეროებში, რომლებშიც დიდი გამოცდილება ან რის მიმართაც დიდი
ინტერესი ჰქონდათ.
ინფორმაციის დამუშავება და ნეოპიაჟისეული თეორიები კოგნიტურ
განვითარებასთან დაკავშირებით
ზრდასთან და ტვინის განვითარებასთან ერთად, ბავშვები უკეთ ახდენენ
ყურადღების ფოკუსირებას, უფრო სწრაფად ამუშავებენ ინფორმაციას ,
იმახსოვრებენ მეტ ინფორმაციას და უფრო ადვილად და მოქნილად იყენებენ
აზროვნების სტრატეგიებს. სიგლერი ვარაუდობს, რომ ბავშვები, ზრდასთან ერთად,
პრობლემის გადაჭრისთვის და ლოგიკურად მსჯელობისთვის უფრო პროგრესულ
წესებსა და სტრატეგიებს ავითარებენ. მასწავლებლებს ბავშვებში ფორმალური
აზროვნების განვითარების ხელშეწყობა შეუძლიათ. ამისთვის მათ მოსწავლეებს
ისეთი სიტუაციები უნდა შესთავაზონ, რომლებიც აზროვნების მიმართულების
შეცვლას და მათ ლოგიკურ მსჯელობაში ნაკლოვანებების გამოაშკარავებაში
დაეხმარება.
პიაჟეს თეორიის გარკვეული ნაკლოვანებები:
 სტადიებთან დაკავშირებული სირთულეები
ზოგ ფსიქოლოგს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი პიაჟეს მიერ აღწერილ ბავშვებში
მიმდინარე ცვლილებებს ეთამხმებიან, აზროვნების ოთხი ცალკეული სტადიის
არსებობასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები გააჩნიათ. ეტაპის მოდელის
ერთ პრობლემას ბავშვების აზროვნების თანმიმდევრობის ნაკლებობა წარმოადგენს .
მაგალითად, ბავშვებს რიცხვის დამახსოვრება ერთი ან ორი წლით ადრე შეუძლიათ,
ვიდრე წონის დამახსოვრებას შეძლებენ. რატომ არ შეუძლიათ ბავშვებს ყველა
სიტუაციაში კონსერვაციის მუდმივად გამოყენება? სამართლიანობისთვის უნდა
აღვნიშნოთ, რომ თავად პიაჟე თავის გვიანდელ ნაშრომებში კოგნიტური
განვითარების სტადიებს ნაკლებ ყურადღებას ანიჭებდა და ძირითად აქცენტს
აზროვნების წონასწორობით განპირობებულ ცვლილებაზე აკეთებდა. ცალკეულ
სტადიებთან დაკავშირებულ კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პროცესი
შესაძლოა უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს.
 ბავშვების უნარების შეუფასებლობა
დღევანდელი გადმოსახედიდან თითქოს გვეჩვენება, რომ პიაჟემ ბავშვების,
განსაკუთრებით კი პატარების, კოგნიტური შესაძლებლობები სათანადოდ ვერ
შეაფასა. მის მიერ ბავშვებისთვის მიცემული ამოცანები შესაძლოა ძალიან რთული,
ხოლო მათი მიმართულება დამაბნეველი იყო. სავსებით დასაშვებია, რომ ბავშვებმა
ამოცანები გაიგეს და ჩასწვდნენ კიდეც მის არსს, მაგრამ მათ აღნიშნულის
გამომჟღავნება ვერ შეძლეს. მაგალითად, გელმანის და მისი კოლეგების კვლვა
გვიჩევენებს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა, ზოგ შემთხვევაში, დაშვებული
შეცდომების და დაბნეულობის გათვალისწინებითაც კი, ციფრების შესახებ
გაცილებით მეტი იციან, ვიდრე პიაჟე თვლიდა.
 კოგნიტური განვითარება და კულტურა
პიაჟეს თეორიის კრიტიკის კიდევ ერთი და ბოლო საგანია მის მიერ ბავშვის
კულტურული და სოციალური ჯგუფის მნიშვნელოვანი ზეგავლენის უგულებელყოფა.
კონკრეტული ოპერაციებიც კი, მაგალითად კლასიფიკაცია, სხვადასხვა კულტურის
წარმომადგენლებში სხვადასხვანაირად ვითარდება. მაგალითად, მკვლევარებმა
აფრიკის, კპელეს ტომის ბავშვებს 20 საგნის დახარისხება სთხოვეს. ბავშვებმა
მათთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მქონე ჯგუფები შექმნეს- თოხი
კარტოფილთან, დანა ფორთოხალთან. მკვლევარებმა კპელეს მიერ კატეგორიების
ცვლილება ვერაფრით შეძლეს. ისინი ამბობდნენ, ასე ბრძენი ადამიანი
დაახარისხებდაო. საბოლოოდ, იმედდაკარგულმა მკვლევარებმა ბავშვებს საგნების
დახარისხება სთხოვეს ისე, როგორც ამას “უგნური ადამიანი” გააკეთებდა, და
უეცრად საგნები ოთხ ჯგუფად დახარისხდა, ზუსტად ისე, როგორც მკვლევარები
მოელოდნენ- საკვები, იარაღები და ა.შ.

You might also like