You are on page 1of 6

დასწავლა და ქცევითი ანალიზი

დასწავლა, უმეტესად, გენეტიკურადაა ჩვენში ჩადებული, ისევე, როგორც ჩვენი გამოცდილების სხვა მრავალი
ასპექტი. ადამიანები, ისევე, როგორც სხვა ორგანიზმები, მემკვიდრეობით იღებენ დასწავლის უნარს . დასწავლის
უნარები განსხვავდება გენეტიკური კოდის მიხედვით. ისეთ არსებებს , როგორებიცაა ქვეწარმავლები და
ამფიბიები, დასწავლის უნარი გარემოსთან ურთიერთობით უმტკიცდებათ და სწავლობენ კიდეც ცოტას .

მათი გადარჩენა დამოკიდებულია ისეთ გარემოში ცხოვრებაზე, სადაც მათი თანდაყოლილი უნარებით ,უპასუხონ
გარემოს ამა თუ იმ მოვლენას, ისინი ან იღებენ იმას, რაც სჭირდებათ, ან განერიდებიან არასასურველს .. სხვა
ცხოველებში, ადამიანების ჩათვლით, გენებს გაცილებით უფრო მცირე როლი აქვთ გარემოქცევის
ურთიერთქმედების განპირობებაში და გაცილებით ელასტიური და ვარიაბილურია დასწავლასთან მიმართებაში .
ცხოველებს შესწევთ უნარი, დაისწავლონ იმის მიხედვით, თუ როგორ იცვლება გარემო მათი ქცევის , მოქმედების
შედეგად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გენეტიკურად მხოლოდ დასწავლის უნარს ვიღებთ . როგორ მოხდება ამ
უნარის რეალიზაცია, ეს გენებზე უკვე აღარაა დამოკიდებული.

დასწავლა არის პროცესი, რომლის შედეგადაც ვიღებთ შედარებით სტაბილურ , მუდმივ ცვლილებას ქცევაში ან
ქცევის პოტენციალში და რომელიც დამყარებულია გამოცდილებაზე . თუმცა, ამ განსაზღვრებაში გამოიყოფა სამი
კრიტიკული ნაწილი: 1. ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში. - შეუძლებელია, დავაკვირდეთ უშუალოდ
დასწავლის პროცესს, რადგან, ჩვეულებრივ, ამ პროცესით გამოწვეული ცვლილებები ტვინში არ ჩანს , მაგრამ
დასწავლის პროცესის არსებობა აშკარა ხდება ქცევის განმტკიცებით . თუმცა , მიუხედავად ამისა , ხშირად ქცევაში
არ ვლინდება, რაც ნასწავლია. 2. შედარებით მუდმივი ცვლილება. - იმისათვის, რომ აღვწეროთ, როგორც
ნასწავლი, დასწავლილი ქცევა ან ქცევითი პოტენციალი უნდა იყოს სტაბილური და მუდმივი სხვადასხვა
შემთხვევაში. 3.გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი. - დასწავლა მხოლოდ გამოცდილებით შეიძლება.
გამოცდილება გულისხმობს ინფორმაციის მიღებას (შეფასებას და ტრანსფორმაციას ) და რეაგირებას , რაც
გავლენას ახდენს გარემოზე. დასწავლა შედგება მეხსიერების გაკვეთილების შედეგად აღმოცენებული საპასუხო
რეაქციისაგან.

ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი

თანამედროვე ფსიქოლოგიაში დასწავლის თეორიების დიდი ნაწილი სათავეს ჯონ უოტსონის (ჟოჰნ ჭატსონ , 1878 -
1958) შრომებიდან იღებს. ბიჰევიორიზმი. მისი სიტყვებით: „ცნობიერების მდგომარეობები , ეგრეთ წოდებული
სპირიტუალიზმის ფენომენი, არაა ობიექტურად განსაზღვრადი და ამ მიზეზით ვერასოდეს გახდება მონაცემი
მეცნიერებისათვის” (ჭატსონ, 1919, გვ. 1). უოტსონმა, ასევე, განსაზღვრა ფსიქოლოგიის ძირითადი მიზანი ,
როგორც „ქცევის კონტროლი და პროგნოზი".

სკინერი ეთანხმება უოტსონს შინაგანი მდგომარეობებისა და ფსიქიკური მოვლენების არარსებობაში , თუმცა ,


აქცენტს უფრო მეტად აკეთებს არა მათი, როგორც მონაცემების, გამოყენების შეუძლებლობაზე , არამედ მათ ,
როგორც ქცევის გამომწვევი მიზეზების არარსებობაზე.

ბიჰევიორალური ანალიზი (Behavioral Analysis) - ფსიქოლოგიის განხრა, რომელიც ყურადღებას დასწავლისა და


ქცევის გარემო დეტერმინანტებზე ამახვილებს.

განპირობებულობა (conditioning) - გზები, რომლითაც მოვლენები, სტიმულები და ქცევა ასოცირდება


ერთმანეთთან.
კლასიკური განპირობებულობა (Classical Conditioning)- დასწავლის ტიპი, რომელშიც ქცევა (განპირობებული
რეაქცია) გამოწვეულია სტიმულით (განპირობებული სტიმული), რომელიც, თავის მხრივ, განმტკიცებულია
ბიოლოგიურად მნიშვნელოვან სტიმულთან ასოციაციის გამო (განუპირობებელი სტიმული ).

რეფლექსი (Reflex) - სპეციფიკური სტიმულით გამოწვეული დაუსწავლელი პასუხი, რომელსაც ბიოლოგიური


მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისათვის.

განუპირობებელი სტიმული(Unconditioned stimulus) - კლასიკურ განპირობებულობაში სტიმული, რომელიც იწვევს


განუპირობებელ რეაქციას, პასუხს.

განუპირობებელი რეაქცია (Unconditioned response) - კლასიკურ განპირობებულობაში განუპირობებელი სტიმულის


მიერ გამოწვეული რეაქცია წინასწარი ვარჯიშის ან დასწავლის გარეშე.

განპირობებული სტიმული (Conditioned stimulus) - კლასიკურ განპირობებულობაში აქამდე ნეიტრალური სტიმული,


რომელიც იწვევს განპირობებულ რეაქციას.

განპირობებული რეაქცია (Conditioned response) - კლასიკურ განპირობებულობაში რეაქცია, რომელიც


აღმოცენდება აქამდე ნეიტრალური სტიმულის საფუძველზე. ეს ხდება იმის შედეგად , რომ ნეიტრალური სტიმული
შეწყვილებულია განუპირობებელ სტიმულთან.

შეძენა (Acquisition) _ კლასიკური განპირობებულობის ექსპერიმენტის სტადია, რომლის დროსაც განპირობებული


რეაქცია პირველად არის გამოწვეული განპირობებული სტიმულით.

განპირობებულობის პროცესამდე, განუპირობებელი სტიმული (UCS) ბუნებრივად იწვევს განუპირობებელ


რეაქციას (UCR). ნეიტრალურ სტიმულს არა აქვს გამომწვევი ეფექტი. განპირობებულობის პროცესის დროს
ნეიტრალური სტიმული წყვილდება განუპირობებელ სტიმულთან. ამგვარი დაწყვილების შედეგად ნეიტრალური
სტიმული გადაიქცევა განპირობებულ სტიმულად და განპირობებულ რეაქციას იწვევს , რომელიც განუპირობებელი
რეაქციის მსგავსია.

განუპირობებელი და განპირობებული სტიმულები, საერთოდ, რამდენჯერმე უნდა დაწყვილდეს , ვიდრე


განპირობებული სტიმული განპირობებულ რეაქციას არ გამოიწვევს. განუპირობებელი და განპირობებული
სტიმულების სისტემატური დაწყვილებით, განპირობებული რეაქცია აღმოცენდება მზარდი სიხშირით და ამიტომ
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორგანიზმმა შეიძინა განპირობებული რეაქცია.

ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტიპია შეფერხებული განპირობებულობა, რომელშიც განპირობებული


სტიმული ჩნდება და ნარჩუნდება მანამ, სანამ არ გამოვლინდება განუპირობებელი სტიმული . კვალის
განპირობებულობაში განპირობებული სტიმული შეწყვეტილია, სანამ გამოვლინდება განუპირობებელი
სტიმული. კვალში იგულისხმება ის გავლენა თუ ნაკვალევი, რაც შეიძლება ორგანიზმზე დაეტოვებინა
განპირობებულ სტიმულს. თანხვედრილ განპირობებულობაში ორივე სტიმული გამოვლენილია ერთდროულად,
ხოლო, დროში გადაწეულ განპირობებულობაში, განპირობებული სტიმული გამოვლენილია განუპირობებლის
შემდეგ.

ჩაქრობა (Extinction) _ განპირობებულობაში, განუპირობებელი სტიმულის ან განმამტკიცებლის არარსებობის


შედეგად განპირობებული ასოციაციის შესუსტება.

სპონტანური აღდგენა (Spontaneous recovery) _ ჩამქრალი განპირობებული რეაქციის ხელახალი გამოვლენა


გარკვეული პერიოდის შემდეგ.
სტიმულის გენერალიზება (Stimulus generalization) - განპირობებული სტიმულის ავტომატური გავრცობა ყველა იმ
მსგავს სტიმულზე, რომელიც არ ყოფილა შეწყვილებული განუპირობებელ სტიმულთან. როდესაც რეაქციის
სიძლიერე იზომება მოცემულ განზომილებაში ყოველი შემთხვევისათვის, ცხადი ხდება გენერალიზაციის
გრადიენტი.

სტიმულის დისკრიმინაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზმი სწავლობს, განსხვავებული რეაქცია
მოახდინოს ერთი და იმავე სახის განსხვავებულ სტიმულებზე (მაგალითად, განსხვავება წყალსა და ზეთს შორის ).

შეძენა

გარდა იმისა, რომ განპირობებული სტიმული დროში თანხვედრილი უნდა იყოს განუპირობებელთან , ის ,
აგრეთვე, სანდოდ უნდა მოასწავებდეს განუპირობებელ სტიმულს – ეს ორი პირობა აუცილებელია იმისათვის , რომ
ადგილი ჰქონდეს კლასიკურ განპირობებულობას. (Robert Rescorla 1988).

ბლოკირება (Blocking) – ფენომენი, რომლის დროსაც ორგანიზმი არ დაისწავლის ახალ სტიმულს, რადგან ახალი
სტიმული წარმოდგენილია უკვე არსებულ ეფექტურ სიგნალთან ერთად.

კლასიკური განპირობებულობის გამოყენება

საინტერესოა, რომ, თუ ძლიერი შიშია ჩართული, განპირობებულობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ნეიტრალური
სტიმულისა და განუპირობებელი სტიმულის მხოლოდ ერთხელ დაწყვილებით. ერთი ტრავმატული მოვლენა
შეიძლება განაპირობებდეს ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ რეაქციებს – ეს შეიძლება მთელი ცხოვრება
გაგრძელდეს.

ფსიქონეიროიმუნოლოგია (Psychoneuroimmunology) – კვლევის დარგი, რომელიც სწავლობს ინტერაქციას ისეთ


ფიზიოლოგიურ პროცესებს შორის, როგორებიცაა რეაქცია სტრესზე და იმუნური სისტემის ფუნქციონირება .

ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

ეფექტის კანონი (Law of effect) - დასწავლის ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც სტიმულის ძალა,
გამოავლინოს რეაქცია, ძლიერდება, როდესაც რეაქციას მოჰყვება ჯილდო და სუსტდება , როდესაც მას არ
მოჰყვება ჯილდო. (სტიმული-რეაქცია კავშირი (S-R) ) .(ედუარდ თორნდაიკი).

ოპერანტული განპირობებულობა (Operant condition) - დასწავლის ფორმა, რომელშიც რეაქციის ალბათობა


იცვლება შედეგების მიხედვით.

ოპერანტული ქცევა (Operant Behavior) _ ორგანიზმის მიერ განხორციელებული ქცევა, რომელიც შეიძლება მის
მიერ გარემოში მოხდენილი თვალსაჩინო ცვლილების ტერმინებით აღიწეროს.

პირობითი განმტკიცება (Reinforcement contingency) - მყარი კავშირი რეაქციასა და გარემოს იმ ცვლილებებს


შორის, რომლებსაც ეს რეაქცია იწვევს.

მაგალითისათვის, თუ ბავშვი ღუღუნით აჩქარებს სასურველ კონტაქტს მშობლებთან, სამომავლოდ იგი უფრო მეტს
იღუღუნებს. ოპერანტული განპირობებულობა ამგვარად ცვლის სხვადასხვა ოპერანტული ქცევის ალბათობას
იმდენად, რამდენადაც ისინი, ფაქტობრივად, გარემო შედეგების ფუნქციებად გვევლინებიან .
განმამტკიცებელი არის ნებისმიერი სტიმული, რომელიც მყარადაა ქცევასთან დაკავშირებული და ზრდის ამ
ქცევის გამოვლენის სიხშირეს დროთა განმავლობაში. დასჯა არის დამსჯელის მიწოდება გარკვეულ რეაქციაზე .

თუ თქვენ ირგვლივ სამყაროს გადახედავთ, აღმოაჩენთ სტიმულთა სამ კლასს: (1) სტიმული, რომლის მიმართაც
ნეიტრალურად ხართ განწყობილი; (2) სტიმული, რომელიც გიზიდავთ და (3) სტიმული, რომელიც ავერსიულია , ანუ
ცდილობთ, თავი აარიდოთ მათ. ცხადია, რომ ამ სტიმულთა კლასების შემადგენლობა განსხვავებული იქნება
თითოეული ინდივიდისათვის.

მოვლენას, როდესაც ქცევას სასარგებლო სტიმულის მიწოდება მოჰყვება, დადებითი განმტკიცება

ეწოდება. ადამიანები კვლავაც მოჰყვებიან ანეკდოტებს, თუკი ამის შედეგად მიიღებენ ხალხის სიცილსა და
აღფრთოვანებას, რაც, თავის მხრივ, მათ სიამოვნებას ანიჭებს.

მოვლენას, როდესაც ქცევას ავერსიული სტიმულის ჩამოშორება მოჰყვება, უარყოფითი განმტკიცება


ეწოდება. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მარწყვი არ უყვარს, განახორციელებს ქცევას , რომელიც მას
აარიდებს მარწყვის ჭამას.

ორივე– დადებითი და უარყოფითი განმტკიცება ზრდის იმ რეაქციის ალბათობას , რომელიც წინ უსწრებს მათ .
დადებითი განმტკიცება ზრდის რეაქციის ალბათობას სასარგებლო სტიმულის მიწოდებით , ხოლო უარყოფითი
განმტკიცება აკეთებს იმავეს, ოღონდ საპირისპირო მექანიზმით, ავერსიული სტიმულის ჩამოცილებით ,
შემცირებით ან შეფერხებით. თუ განმამტკიცებელი მცირდება ან საერთოდ ჩამოცილებულია , ადგილი აქვს
ოპერანტულ ჩაქრობას.

დამსჯელია ნებისმიერი სტიმული, რომელიც დროთა განმავლობაში ამცირებს ამა თუ იმ რეაქციას. როდესაც
ქცევას მოყვება ავერსიული სტიმული, მოვლენას ეწოდება დადებითი დასჯა (დადებითი შეგიძლია
დაიმახსოვროთ, როგორც რაღაც, რაც სიტუაციას ემატება). მოვლენას, როდესაც ქცევას მოყვება სასარგებლო ,
სასურველი სტიმულის ჩამოცილება, უარყოფით დასჯას ვუწოდებთ (უარყოფითი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ,
როგორც რაიმე, რაც აკლდება სიტუაციას). განსაზღვრების მიხედვით, დასჯა ყოველთვის ამცირებს ქცევას,
განტკიცება კი ყოველთვის ზრდის მას.

დისკრიმინაციული სტიმული (Discriminative Stimulus) – სტიმული, რომელიც მოასწავებს განმტკიცებას, რადგან


კონკრეტული ქცევა დადებითად იყო განმტკიცებული.

სამპირობიანი ალბათობა (Three Term Coningency) – მექანიზმი, რომლითაც ორგანიზმი სწავლობს, რომ
კონკრეტული სტიმულის შემთხვევაში მისი ქცევა გავლენას მოახდენს გარემოზე.

ორგანიზმი, აგრეთვე, განაზოგადებს რეაქციას სხვა სტიმულზეც, რომელიც დისკრიმინაციული სტიმულის


მსგავსია. თუკი ერთხელ რეაქცია განმტკიცდა დისკრიმინაციული სტიმულით, მსგავსი სტიმულიც შეიძლება იქცეს
დისკრიმინაციულ სტიმულად და იგივე რეაქცია გამოიწვიოს.

განმამტკიცებელთა თვისებები

როცა ამ ქვეყანას მოევლინეთ, აურაცხელი პირველადი განმამტკიცებელი დაგხვდათ, მაგალითად, წყალი და


საჭმელი, რომელთა განმამტკიცებლური თავისებურებანი ბუნებით იყო განსაზღვრული . დროთა განმავლობაში
ბუნებრივი სტიმული ასოცირდა პირველად განმამტკიცებელთან და ახლა , როგორც პირობითი განმამტკიცებელი ,
ისე გვევლინება ოპერანტული რეაქციების დროს. ფაქტობრივად, ადამიანის ქცევის უმეტეს წილზე გავლენას
ხშირად სხვადასხვა ტიპის პირობითი განმამტკიცებელი ახდენს და იშვიათად - ბიოლოგიური პირველადი
განმამტკიცებელი. ფული, ნიშნები, მხარდაჭერის გამომხატველი ღიმილი, ოქროსფერი ვარსკვლავები და ბევრი
სხვა სიმბოლო იმ პირობით განმამტკიცებელთა რიცხვში შედის, რომლებიც ჩვენს ქცევას განსაზღვრავენ .

პრემაკის პრინციპი - დავიდ პრემაკმა (David Premak) 1965 წელს აღმოაჩინა. პრემაკის მიხედვით, უფრო მეტად
ალბათური აქტივობა (ქცევა, რომელსაც ჩვეულ გარემოში გამოვლენის მეტი ალბათობა აქვს), შესაძლოა ,
გამოვიყენოთ ნაკლებად ალბათური ქცევის განმამტკიცებლად. პრემაკის მიხედვით , განმამტკიცებლად
ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი ქცევა ან აქტივობა შეიძლება მოგვევლინოს . პრემაკის პრინციპი
ხშირად გამოიყენება განსაკუთრებით ბავშვთა ინსტიტუციების ისეთი ქცევის სიხშირის გასაზრდელად , როგორიცაა
მშვიდად ჯდომა და ვინმეს საუბრის მოსმენა.

ფიქსირებული განმამტკიცებლის ცხრილებში განმამტკიცებელი გაიცემა მას შემდეგ, რაც ორგანიზმი


გამოავლენს რეაქციათა ფიქსირებულ ოდენობას. როცა განმტკიცებას მოჰყვება ერთი რეაქცია ,ცხრილს ეწოდება
ფიქსირებული პროპორცია-1 (ფპ1; ეს არის თანმიმდევრულად განმტკიცების ცხრილი ). როცა განმამტკიცებელი
მოსდევს ყოველ 25-ე რეაქციას, ცხრილს ეწოდება ფპ-25. ფიქსირებული პროპორციის ცხრილები იძლევა რეაქციის
მაღალ ხარისხს, რადგან რეაქციასა და განმტკიცებას შორის პირდაპირი კორელაციაა .

ვარიაბილური პროპორციის ცხრილში წინასწარ განსაზღვრულია განმამტკიცებელთა შორის რეაქციათა


რაოდენობა. ვპ-10 ცხრილი ნიშნავს, რომ უალოდ ყოველ 10 რეაქციას მოჰყვება განმამტკიცებელი, მაგრამ
განმტკიცებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ერთი რეაქციის ან 20 რეაქციის შემდეგ . ასეთი სახით
განმტკიცებული ქცევა საკმაოდ რეზისტენტულია ჩაქრობის მიმართების მანძილზე , განმამტკიცებელთა გარეშეც კი .
აზარტული თამაშებიც შეგვიძლია ვპ ცხრილების კონტროლს დაქვემდებარებულად მივიჩნიოთ. ამ პრინციპს
ემყარება სათამაშო მანქანების პრინციპი - მასში მონეტის ჩაგდების შემდეგ არ იცით , როდის მიიღებთ შედეგს ,
რომელსაც ელით და კვლავ აგდებთ და აგდებთ მონეტებს. ვპ ცხრილი გაყენებთ გამოცანის წინაშე როდის მოვა
ჯილდო. თქვენ გჯერათ, რომ ის შემდეგი თქვენი რეაქციის თანდართული იქნება და არა უფრო მოგვიანებით .
როცა საქმე გვაქვს ფიქსირებული ინტერვალის ცხრილთან, განმამტკიცებელი მიეწოდება პირველი რეაქციის
შემდეგ, ანუ ფიქსირებული დროის გასვლის შემდეგ.

ცვალებადი ინტერვალის ცხრილში საშუალო ინტერვალი წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად, ცი-20
ცხრილში განმამტკიცებელი მიეწოდება, საშუალოდ, ყოველ 20 წამში ერთხელ. ეს ფორმა იწვევს საშუალო
სისწრაფით, მაგრამ ძალიან სტაბილური ქცევის ფორმის.

წარმატებული მიახლოებების მიხედვით შეიპინგი (shaiping by successive approximations) – ქცევითი მეთოდი,


რომელიც განამტკიცებს იმ რეაქციებს, რომლებიც წარმატებულად უახლოვდებიან და მაქსიმალურად ახლოს
არიან სასურველ რეაქციასთან.

ის შეხედულება, რომ დასწავლის ძირითადი პრინციპები ადამიანებთან და ცხოველებთან მსგავსია , პირველად


ინგლისელმა ფილოსოფოსმა დავიდ იუმმა (David Hume) 1748 წელს წამოაყენა. მან თქვა, რომ „ნებისმიერი თეორია,
რომლითაც ჩვენ გაგების ოპერაციებს ვხსნით ადამიანში, რაღაც დამატებით მნიშვნელობას შეიძენს , თუ ვნახავთ ,
რომ იგივე ფენომენი მსგავსად აიხსნება ყველა დანარჩენ ცხოველთანაც.

დასწავლის ბიოლოგიური იძულება (Biological constraints on learning) – ნებისმიერი ლიმიტი ორგანიზმის


დასწავლის შესაძლებლობაზე, რომელიც განსაზღვრულია ერთი სახეობის ინდივიდების მემკვიდრული
სენსორულ-კოგნიტური უნარებით.
ინსტინქტური სწრაფვა (Instinctual drift) - დასწავლილი ქცევის ტენდენცია, დროთა განმავლობაში ინსტინქტურ
ქმედებაში გადავიდეს.

გემოს ავერსიით დასწავლა (Taste-aversion learning) – დასწავლის ბიოლოგიური კანონზომიერება, რომელშიც


ორგანიზმი სწავლობს ავადმყოფობის გამომწვევი საკვებისაგან თავის არიდებას . განსხვავებით კლასიკური
განპირობებულობის სხვა ასპექტებისაგან, გემოს ავერსიით დასწავლა მხოლოდ ერთჯერადი დაწყვილებით ხდება .
წყვილდება განპირობებული სტიმული (ახალი საკვები/ სურნელი) და მისი შედეგი (განუპირობებლი სტიმულის –
ელემენტის, რომელიც, ფაქტობრივად, იწვევს ავადმყოფობას – შედეგი).

ინსტინქტური სწრაფვის ფენომენი გულისხმობს, რომ ორგანიზმები ლიმიტირებულნი არიან იმ თვალსაზრისით , თუ


რას დაისწავლიან სახეობიდან გამომდინარე ინსტინქტთა გამო. გემოს ავერსია იმდენად ძლიერია ზოგიერთ
ცხოველთან, რომ ის პერმანენტულად დაისწავლება განპირობებული სტიმულისა და განუპირობებელი სტიმულის
ერთჯერადი შეწყვილებითაც კი. ქიმიოთერაპიაზე მყოფ ადამიანთა უმეტესობა განიცდის განპირობებულ გემოს
ავერსიას. მკვლევრები ცდილობენ, გამოიგონონ კლასიკურ განპირობებულობაზე დაყრდნობილი მეთოდები ,
რათა თავიდან აიცილონ, ან გააუქმონ ეს ავერსიები.

კოგნიციის გავლენა დასწავლაზე

კოგნიცია არის ნებისმიერი ფსიქიკური აქტივობა, რომელიც ჩართულია ცოდნის გადამუშავებისა და წარმოჩენის
ისეთ პროცესებში, როგორებიცაა: აზროვნება, მეხსიერება, აღქმა და მეტყველება . Ამიტომ ახლა განვიხილავთ
დასწავლის ისეთ ფორმებს, რომლებიც არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ კლასიკური ან ოპერანტული
განპირობებულობით. აქედან გამომდინარე, ითვლება, რომ ქცევა, ნაწილობრივ, კოგნიტური პროცესების
შედეგია.

ედვარდ ტოლმენი (Eდწარდ თოლმან, 1886-1959) იყო პირველი, ვინც დაიწყო კოგნიტური პროცესების კვლევა
ცხოველებში სხვადასხვა ექსპერიმენტული სიტუაციების გამოგონებით , რომლებშიც მექანიკური , ერთი -ერთზე
ასოციაციები ვერ ახსნიდა ცხოველის ქცევას.

ცხოველთა კოგნიცია (Animal cognition) – ცხოველების კოგნიტური შესაძლებლობები; მკვლევრები ეძებენ


კოგნიტური უნარების განვითარებას სხვადასხვა სახეობებში , სახეობების იერარქიის მიხედვით , ადამიანამდე .

კოგნიტური რუკა (Cognitive map) – ფიზიკური სივრცის გონებრივი რეპრეზენტაცია.

ძალიან ხშირად, სოციალური დასწავლა იმ სიტუაციებში იჩენს თავს, სადაც დასწავლა არ არის გამოწვეული
ტრადიციული განპირობებულობის თეორიით. ადამიანები უბრალოდ სხვებზე დაკვირვებით სწავლობენ , ანუ , თუ
ადამიანი უყურებს, თუ როგორ დაისაჯა ან წახალისდა სხვა რაღაც ქცევისთვის , ცდილობს იგივე ქცევა გაიმეოროს
ან შეიკავოს თავი. ამას დაკვირვებით დასწავლა ჰქვია.

You might also like