You are on page 1of 37

დასწავლა და ქცევითი

ანალიზი
7 თავი
„ჯადოქარი ლორენცო“ - რობერტ ფრანკლინ ლესლი.

ლორენცომ „შეიძინა პრაქტიკული ცოდნა“, რომელიც შეიძლება არაერთხელ


გამოიყენოს ცხოვრების მანძილზე.

ფსიქოლოგები დიდი ხანია დაინტერესებულები არიან განპირობებულობით, ანუ იმ


მექანიზმებით, რომელთა საშუალებითაც ქცევა და მოვლენა დაკავშირებულია
ერთმანეთთან.

განპირობებულობა - გზები, რომლითაც მოვლენები, სტიმულები და ქცევა


ასოცირდება ერთმანეთთან.

განიხილება ორი ტიპის განპირობებულობა:

• კლასიკური განპირობებულობა
• ოპერანტული განპირობებულობა
დასწავლის უნარის კვლევა

რა არის დასწავლა?

დასწავლა არის პროცესი, რომლის შედეგადაც ვიღებთ შედარებით სტაბილურ,


მუდმივ ცვლილებას ქცევაში ან ქცევის პოტენციალში და რომელიც დამყარებულია
გამოცდილებაზე.

თუმცა, ამ განსაზღვრებაში გამოიყოფა სამი კრიტიკული ნაწილი:

• ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში;


• შედარებით მუდმივი ცვლილება;
• გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი.
დასწავლის უნარის კვლევა
ცვლილება ქცევაში ან ქცევით პოტენციალში

დასწავლის პროცესი მაშინ შეიძლება ჩაითვალოს განხორციელებულად, როდესაც


სახეზე გვაქვს შედეგი.
მაგ. მანქანის მართვა, ცურვა, თხილამურებით სრიალი და სხვა.

შეუძლებელია უშუალოდ დავაკვირდეთ დასწავლის პროცესს, რადგან ამ ქცევით


გამოწვეული ცვლილებები ტვინში არ ჩანს, მაგრამ დასწავლის პროცესის არსებობა
აშკარად ჩანს ქცევის განმტკიცებით.

თუმცა, ხშირად ქცევა არ ვლინდება, რაც ნასწავლია. მაგ. ადამიანს აქვს ცოდნა
აღმოსავლურ ფილოსოფიაში ან ხელოვნებაში, რაც არ ვლინდება გაზომვად
მოქმედებებში.

ასეთ შემთხვევაში მიღწეულია პოტენცია ქცევითი ცვლილებებისათვის, რადგან


ნასწავლია დამოკიდებულება და ღირებულებები, რომლებიც გავლენას ახდენენ
ლიტერატურის შერჩევაზე, ასევე თავისუფალი დროის გატარების ფორმაზე და სხვა.
დასწავლის უნარის კვლევა
შედარებით მუდმივი ცვლილება

იმისათვის, რომ აღვწეროთ ქცევა, როგორც ნასწავლი, დასწავლილი ქცევა ან


ქცევითი პოტენციალი, იგი უნდა იყოს სტაბილური და მუდმივი სხვადასხვა
შემთხვევაში.

მაგ. თუ ერთხელ ვისწავლეთ ცურვა, ყველა შემთხვევაში შევძლებთ ამ ცოდნის


გამოყენებას: ზღვაზე თუ საცურაო აუზზე.

აღსანიშნავია, რომ სტაბილური ცვლილება ყოველთვის არ არის მუდმივი


ცვლილება.

მაგ. შეიძლება გავხდეთ ბადროს კარგი მტყორცნელი, მაგრამ თუ თავს დავანებებთ


ამ სპორტს, გარკვეული დროის შემდეგ შევნიშნავთ, რომ კარგად ვეღარ ვფლობთ
მას, თუმცა ხელახლა სწავლის შემთხვევაში, უფრო ადვილად ვსწავლობთ.
დასწავლის უნარის კვლევა
გამოცდილებაზე დაფუძნებული პროცესი

დასწავლა მხოლოდ გამოცდილებით შეიძლება..

გამოცდილება გულისხმობს ინფორმაციის მიღებას (შეფასებას და


ტრანსფორმაციას) და რეაგირებას.

დასწავლა შედგება მეხსიერების გაკვეთილების შედეგად აღმოცენებული საპასუხო


რეაქციისგან.

ნასწავლი ქცევა არ გულისხმობს ცვლილებას ფიზიკური მომწიფების ან ტვინის


განვითარების შემთხვევაში, ორგანიზმის ასაკის მატებასთან ერთად.

ფსიქოლოგები განსაკუთრებით დაინტერესებულები არიან იმით, თუ ქცევის რა


ასპექტები შეიძლება შეიცვალოს და რა მექნიზმებით შეიძლება განხორციელდეს ეს
ცვლილებები.
ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი

დასწავლის თეორიების დიდი ნაწილი სათავეს ჯონ უოტსონის შრომებიდან იღებს.

უოტსონმა დააარსა სკოლა, რომელიც ცნობილია, როგორც ბიჰევიორიზმი.

უოტსონის აზრით ინტროსპექცია - ადამიანების ვერბალური მოხსენებები მათი


განცდების, ხატებისა და შეგრძნებების შესახებ, არ იყო მისაღები საშუალება ქცევის
შესასწავლად, როგორც ზედმეტად სუბიექტური მეთოდი.

თუ ინტროსპექცია უარყოფილია, რაღა უნდა იყოს ფსიქოლოგიის საგანი?

უოტსონის პასუხი: დაკვირვებადი ქცევა.

უოტსონმა განსაზღვრა ფსიქოლოგიის ძირითადი მიზანი, როგორც „ქცევის


კონტროლი და პროგნოზი“.
ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი
სკინერმა განავრცო უოტსონის იდეები.

მისი პოზიცია ცნობილია, როგორც რადიკალური ბიჰევიორიზმი.

სკინერმა აღიარა, რომ ევოლუციის შედეგად, ყოველი სახეობა აღჭურვილია ქცევათა


განსაზღვრული პატერნებით, მაგრამ ამ პატერნების მიღმა არსებული ყველა სახის ქცევა
განხილულ უნდა იქნეს, როგორც დასწავლის მარტივი ფორმები.

მისი აზრით, ფსიქიკური მოვლენები, როგორებიცაა აზროვნება და წარმოსახვა, არ იწვევენ


ქცევას, მეტიც ისინი განიხილებიან, როგორც ქცევის ფორმები, რომელიც გარემო სტიმულით
არიან განპირობებული.

მაგ. ვაშიმშილოთ მტრედი 24 საათის განმავლობაში. მოვათავსოთ მოწყობილობაში, სადაც


მას შეუძლია პატარა დისკზე ნისკარტის დაკაკუნებით მოიპოვოს საკვები.

სკინერი ასაბუთებს, რომ მტრედის ქცევა განპირობებულია გარემო მოვლენებით - შიმშილით


და საკვებით, როგორც განმამტკიცებლის გამოყენებით.

შიმშილის სუბიექტური განცდა არ არის ამ ქცევის მიზეზი (დისკზე დაკაკუნება), ამიტომ


არაფრის მთქმელია იმის დასკვნა, რომ მტრედმა შიმშილის ან საკვების მოპოვების გამო
დაიწყო დისკზე კაკუნი.
ბიჰევიორიზმი და ბიჰევიორალური ანალიზი

იმისათვის, რომ ავხსნათ, თუ რას აკეთებს სინამდვილეში მტრედი, არ არის საჭირო


მისი შინაგანი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გარკვევა.

საჭიროა უბრალოდ გავეცნოთ დასწავლის მარტივ პრინციპებს, რომელიც


საშუალებას აძლევს მტრედს ასოციაცია დაამყაროს ქცევასა და ჯილდოს შორის.

სწორედ ეს შეხედულება დაედო საფუძვლად ბიჰევიორალურ ანალიზს.

ბიჰევიორალური ანალიზი - ფსიქოლოგიის განხრა, რომელიც ყურადღებას


დასწავლისა და ქცევის გარემო დეტერმინანტებზე ამახვილებს.
კლასიკური განპირობებულობა
წარმოიდგინეთ კინოში უყურებთ საშიანელებათა ფილმს. ფილმის გმირი
უახლოვდება დახურულ კარს, მუსიკა იძაბება, თქვენ კი გიჩნდებათ სურვილი
იყვიროთ „არ შეხვიდე“. გულისცემა აგიჩქარდათ, შეიძლება გაიოფლოთ კიდეც.

რატომ?

რაღაცნაირად, თქვენმა სხეულმა ისწავლა ფიზიოლოგიური რეაქციის წარმოშობა


(გულისცემა), როდესაც ერთი გარემო მოვლენა დაკავშირებულია მეორესთან
(დაძაბული მუსიკა საშიშ ვიზუალურ ეფექტთან).

ამ ტიპის დასწავლა ცნობილია, როგორც კლასიკური განპირობებულობა.

კლასიკური განპირობებულობა - დასწავლის ტიპი, რომელშიც ქცევა


(განპირობებული რეაქცია) გამოწვეულია სტიმულით (განპირობებული სტიმული),
რომელიც თავის მხრივ, განმტკიცებულია ბიოლოგიურად მნიშვნელოვან
სტიმულთან ასოციაციის გამო (განუპირობებული სტიმული).
კლასიკური განპირობებულობა
პავლოვის დაკვირვებები

პავლოვი კლასიკურ განპირობებულობას შემთხვევით, საჭმლის მომნელებელი სისტემის


კვლევისას წააწყდა.

პავლოვს გამიზნული ჰქონდა გამოეკვლია საჭმლის გადამუშავების პროცესი ძაღლებში.


მათ ჯირკვლებსა და საჭმლის მომნელებელ ორგანოებში მილების ჩადგმით.

სეკრეციის გამოსაწვევად პავლოვის ასისტენტი ძაღლს პირში დამუშავებულ ხორცს


უდებდა. ეს პროცედურა მეორდებოდა განსაზღვრული რაოდენობით, რის გამოც
პავლოვმა აღმოაჩინა, რომ ძაღლს ნერწყვი გამოეყოფოდა მანამ, სანამ მის პირში ხორცი
მოხვდებოდა, უბრალოდ საჭმლის დანახვაზე, ასისტენტის დანახვაზე და მის ნაბიჯების
გაგონებაზეც კი.

პავლოვმა აირჩია მარტივი სტრატეგიული გეგმა, რათა ძაღლებში ნერწყვის გამოყოფა


განეპირობებინა.

ექსპერიმენტში ძაღლი სპეციალურ მოწყობილობაში იყო მოთავსებული, სადაც


რეგულარული ინტერვალებით იღებდა სტიმულს ზარის სახით, რის შემდეგაც მას
გარკვეული რაოდენობის საჭმელი ეძლეოდა.
კლასიკური განპირობებულობა
პავლოვის დაკვირვებები

ძაღლისთვის არანაირი კავშირი არ არსებობდა ზარსა და საკვებს შორის.

თავდაპირველად ზარის დარეკვაზე იძლეოდა საორიენტაციო რეფლექსს - ძაღლი


თავს აბრუნებდა ზარის ხმის მიმართულებით.

ზარის და საკვების მიწოდების განმეორებითმა დაწყვილებამ გამოიწვია


საორიენტაციო რეფლექსის შეწყვეტა და ნერწყვის გამოყოფა.

კლასიკური განპირობების ბირთვად ითვლება რეფლექსები.

რეფლექსი არის სპეციფიკური სტიმულით გამოწვეული დაუსწავლელი პასუხი,


რეაქცია, რომელსაც ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ორგანიზმისთვის. (მაგ.
ნერწყვის გამოყოფა, თვალების ხამხამი და სხვა).

ნებისმიერ სტიმულს, რომელიც ბუნებრივად იწვევს რეფლექსურ ქცევას,


განუპირობებელი სტიმული ეწოდება.
კლასიკური განპირობებულობა
პავლოვის დაკვირვებები

ქცევა, რომელიც გამოწვეულია განუპირობებელი სტიმულით, განუპირობებელი


ქცევაა.

ნეიტრალურ სტიმულს, მაგ. ზარს, დაწყვილებულს განუპირობებელ სტიმულთან,


ეწოდება განპირობებული სტიმული.

როდესაც, რამდენიმე ცდის შემდეგ განპირობებულ სტიმულს მოყვება რეაქცია,


ეწოდება განპირობებული რეაქცია.
განპირობებულობის პროცესი
შეძენა და ჩაქრობა

განუპირობებელი და განპირობებული სტიმულები რამდენჯერმე უნდა დაწყვილდეს,


ვიდრე განპირობებული სტიმული განპირობებულ რეაქციას არ გამოიწვევს.

კლასიკურ განპირობებულობაში დრო ძალიან მნიშვნელოვანია.

განპირობებული და განუპირობებელი სტიმულები დროში უკიდურესად ახლოს უნდა


გამოვლინდნენ იმისთვის, რომ ორგანიზმმა ისინი დაკავშირებულად აღიქვას .

განპირობებულობა იშვიათად აღმოცენდება თანმხვედრი ან დროში გადაწული


პროცესების დროს.

რა ემართება განპირობებულ სტიმულს, რომელიც აღარ წინასწარმეტყველებს


განუპირობებელ სტიმულს?

ასეთ შემთხვევაში განპირობებული რეაქცია დროთა განმავლობაში სუსტდება და


თანდათან ქრება.
განპირობებულობის პროცესი
სტიმულის განზოგადება (გენერალიზაცია)

დავუშვათ ძაღლმა ისწავლა, რომ გარკვეული სიხშირის ზარის ხმა ნიშნავს საკვების
მიღებას.

სპეციფიკურია თუ არა ძაღლის რეაქცია მხოლოდ ამ სტიმულის მიმართ? პასუხია


„არა“.

მსგავსმა სტიმულმა შეიძლება იმავე წარმატებით გამოიწვიოს მსგავსი რეაქცია.


(მაგ. მაღალი და დაბალი სიხშირის ზარი, დიდი და პატარა ძაღლი, როცა ბავშვს
ძაღლი უკბენს, ყველანაირი ძაღლის ეშინია).

სტიმულის ავტომატურ დაწყვილებას, რომელიც არასოდეს ყოფილა


დაკავშირებული განუპირობებელ რეაქციასთან, სტიმულის განზოგადება
ეწოდება.

რაც უფრო მიმსგავსებულია მოცემული სტიმული საწყის განპირობებულ


სტიმულთან, მით უფრო ძლიერი იქნება რეაქცია.
განპირობებულობის პროცესი
სტიმულის დისკრიმინაცია

ზოგიერთ გარემოებაში მნიშვნელოვანია, რომ რეაქცია სტიმულის მცირე


რაოდენობაზე აღმოცენდეს.

ორგანიზმი არ უნდა გარბოდეს ყველანაირი ცხოველისგან.

სტიმულის დისკრიმინაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ორგანიზმი


სწავლობს, განსხვავებული რეაქცია მოახდინოს ერთი და იმავე სახის განსხვავებულ
სტიმულებზე (მაგ. განსხვავება წყალსა და ზეთს შორის).

ორგანიზმის მიერ სტიმულის დისკრიმინაციის დასწავლა შესაძლებელია


ექსპერიმენტულად. მაგ. საკვების მიწოდება ხდება მხოლოდ 1,200 ჰერცის სიხშირის
ზარის დროს. სხვა სიხშირეებზე არ ხდება. ორგანიზმი რეაგირებას იწყებს
განუპირობებელი რეაქციით მხოლოდ ამ სტიმულზე.

უნდა არსებობდეს ბალანსი სტიმულის დისკრიმინაციას და განზოგადებას შორის.


ამან შეიძლება შეზღუდოს ორგანიზმის რეაქცია.
კლასიკური განპირობებულობის გამოყენება
ემოციები და უპირატესობების მინიჭება

კლასიკური განპირობებულობის ცნება გვეხმარება გავიგოთ ყოველდღიური ქცევა.


მაგ. მისი როლი ემოციებსა და ნივთიერებებთან დამოკიდებულებაში.
• დალევდით თუ არა წყლისა და შაქრის ხსნარს, თუ შაქარი ჩაყარეს ყუთიდან,
რომელსაც „შხამი“ აწერია?
• დალევდით თუ არა ვაშლის წვენს, რომელშიც სტერილიზებული ტარაკანა
ტივტივებს?

კლასიკურად განპირობებული რეაქცია „არა“, შედეგია აქამდე მიღებული


გამოცდილებისა და ცოდნისა.

პატარა ალბერტის შეძენილი შიში.

განპირობებული შიში ძალიან გამძლეა. დროის გასვლის შემდეგ ადამიანს


შეიძლება დაავიწყდეს კიდეც რატომ ვლინდება რეაქცია, მაშინაც კი, როდესაც
საწყისი განუპირობებელი სტიმული აღარასოდეს აღმოცენებულა გამოცდილებაში .
კლასიკური განპირობებულობის გამოყენება
ნივთიერებებზე დამოკიდებულების დასწავლა

პავლოვმა (1927) და მოგვიანებით მისმა კოლეგამ ბიკოვმა (1957) აღმოაჩინეს, რომ


მიმღებლობა ნარკოტიკების მიმართ შეიძლება მაშინ განვითარდეს, როდესაც ადამიანი
ელოდება წამლის ფარმაკოლოგიურ მოქმედებას.

შეფარდ სიგელმა დახვეწა ეს იდეები.

იგი თვლიდა, რომ გარემო, რომელშიც გამოიყენება წამალი, აქცევს მას განპირობებულ
სტიმულად იმ სიტუაციისთვის, რომელშიც ორგანიზმი ეწინააღმდეგება წამლის ჩვეულ
ეფექტს.

წამალი იწვევს განსაზღვრულ ფიზიოლოგიურ რეაქციებს, რაზეც ორგანიზმი რეაგირებს


საწინააღმდეგოდ ჰომეოსტაზის დამყარების მიზნით. --ეს არის განუპირობებელი რეაქცია.

დროთა განმავლობაში კომპენსატორული რეაქციაც განპირობებული ხდება.

ეს ნიშნავს, რომ გარემოში, რომელიც ჩვეულებრივ ასოცირებულია წამლის მიღებასთან


(განპირობებული სტიმული), ორგანიზმი ფიზიოლოგიურად ამზადებს თავს
(განპირობებული რეაქცია) წამლის მოსალოდნელი ეფექტისთვის.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

ეფექტის კანონი

ეფექტის კანონი - დასწავლის ძირითადი კანონი, რომლის მიხედვითაც სტიმულის


ძალა, გამოავლინოს რეაქცია, ძლიერდება, როდესაც რეაქციას მოყვება ჯილდო და
სუსტდება, როდესაც მას არ მოყვება ჯილდო.

ედუარდ თორნდაიკი აკვირდებოდა კატებს, რომლებსაც უნდა ეპოვათ


გამოსასვლელი ყუთი-ლაბირინთიდან.

შედეგები და დასკვნა - კატები თავდაპირველდ იბრძვიან მხოლოდ დატყვევების


წინააღმდეგ. მაგრამ ერთხელ მათმა რომელიღაცა იმპულსურმა მოქმედებამ
გამოიწვია კარების გაღება.

„ყველა წარუმატებელი და გამოუსადეგარი იმპულსები ჩაიხშო და წინ წამოიწია


მხოლოდ მან, რომელსაც კატები მიყავდა სასურველ შედეგამდე“ (1898).
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

ეფექტის კანონი

თორნდაიკის ანალიზის მიხედვით დასწავლა იყო ასოციაცია სიტუაციის სტიმულსა


და რეაქციას შორის, რომელიც ცხოველმა ისწავლა (S-R კავშირი).

ეტაპობრივად ის ქცევები, რომელთაც დადებითი შედეგი ჰქონდათ, გახშირდა.


ისინი თანდათან იქცნენ დომინანტურ რეაქციებად, როდესაც ცხოველი კვლავ
ხვდებოდა ლაბირინთში.

თორნდაიკმა ამ კავშირს ქცევასა და მის შედეგს შორის, ეფექტის კანონი უწოდა.


ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი

სკინერმა შეიმუშავა კვლევის პროგრამა, რომლის მიზანიც იყო სტიმულის განპირობებულობის


სისტემატური ვარიაციების მიგნება.

სკინერის ანალიზი უფრო ექსპერიმენტული იყო , ვიდრე თეორიული .

ქცევის ექსპერიმენტულად გასაანალიზებლად, სკინერმა განავითარა ოპერანტული


განპირობებულობის პროცედურა. იგი მანიპულირებდა ორგანიზმის ქცევის შედეგით , რათა
მიღებული ეფექტი დაენახა.

ოპერანტული განპირობებულობა - დასწავლის ფორმა, რომელშიც რეაქციის ალბათობა


იცვლება შედეგების მიხედვით.

ოპერანტული ნიშნავს გარემოზე გავლენას/ მისით ოპერირებას .

ოპერანტული ქცევა - ორგანიზმის მიერ განხორციელებული ქცევა, რომელიც შეიძლება მის


მიერ გარემოში განხორციელებული თვალსაჩინო ცვლილებების ტერმინებით აღიწეროს .

ოპერანტული ქცევა არ აღმოცენდება განსაზღვრული სტიმულით , როგორც კლასიკური


განპირობებულობის დროს.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი

მტრედები კენკავენ, ვირთხები ეძებენ საკვებს, ბავშვები ტირიან. ამ ქცევათა ალბათობა


მომავალში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს იმ შედეგების მიხედვით, რაც მათ
მოყვება.

სკინერმა შექმნა აპარატი - ოპერანტული კაბინა, რომლის საშუალებითაც ის


აკონტროლებდა ქცევის შედეგს.

როდესაც ვირთხა გამოიმუშავებს იმ ქცევის მექანიზმს, რომელიც ექსპერიმენტატორს აქვს


განსაზღვრული, ვირთხა აჭერს ღილაკს და სანაცვლოდ იღებს საკვებს.

ეს მექანიზმი საშუალებას აძლევს მკვლევარს, იკვლიოს ის ცვლადები, რომლებიც


გავლენას ახდენენ დასწავლაზე ან დაუსწავლელობაზე. (მაგ. თუ ღილაკის დაჭერით
ვირთხა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს საკვებს, როცა კაბინას შემოუვლის).

ის სწრაფად ისწავლის, რომ ღილაკის დაჭერამდე კაბინას უნდა შემოუაროს.

ეს მეთოდოლოგია საშუალებას აძლევდა სკინერს გაერკვია პირობითი განტკიცების


ეფექტი ცხოველის ქცევაზე.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

პირობითი განმტკიცება

პირობითი განმტკიცება არის მყარი კავშირი რეაქციასა და გარემოს იმ


ცვლილებებს შორის, რომლებსაც ეს რეაქცია იწვევს.

ექსპერიმენტი: მტრედის მიერ ფირფიტის კენკვას (რეაქცია) მოყვება მარცვლების


მიწოდება (შესაბამისი ცვლილება გარემოში).

ეს მყარი კავშირი, ანუ პირობითი განმტკიცება, იწვევს კენკვის ინტენსიობის


განცდას.

კენკვის სიხშირის გასაზრდელად, მარცვლები უნდა მიეწოდოს კენკვის შემდეგ,


მკაცრად განსაზღვრულ პერიოდში.

სკინერის შრომაზე დაყრდნობით, თანამედროვე ბიჰევიორალური ანალიზი


ცდილობს ქცევა ახსნას პირობითი განმტკიცების კონტექსტში.

რა იქნა აღმოჩენილი პირობით განმამტკიცებლებთან დაკავშირებით.


ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

დადებითი და უარყოფითი განმტკიცება

ქცევის სიხშირის გასაზრდელად საჭიროა განმამტკიცებლის გამოყენება.

განმამტკიცებელია ნებისმიერი სტიმული, რომელიც მყარადაა ქცევასთან


დაკავშირებული და ზრდის ამ ქცევის გამოვლენის სიხშირეს დროთა
განმავლობაში.

დასჯა არის დამსჯელის მიწოდება გარკვეულ რეაქციაზე.

განმამტკიცებელი ყოველთვის ემპირულადაა განსაზღვრული იმ ეფექტის


მიხედვით, რომელსაც ის ქცევის სიხშირის ალბთობაზე ახდენს.

თითეული ინდივიდისთვის არსებობს სტიმულთა სამი კლასი:

1. სტიმული, რომლის მიმართაც ნეიტრალურად ვართ განწყობილი;


2. სტიმული, რომელიც გვიზიდავს;
3. სტიმული, რომელიც ავერსიულია, ანუ ვცდილობთ თავი ავარიდოთ მათ.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

დადებითი და უარყოფითი განმტკიცება

მოვლენას, როდესაც ქცევას სასარგებლო სტიმულის მიწოდება მოჰყვება,


დადებითი განმტკიცება ეწოდება.

ვირთხა შემოუვლის ყუთს, თუკი ამ ქცევის შედეგი იქნება საკვების მიწოდება.


ადამიანები კვლავაც მოყვებიან ანეგდოტებს, თუკი ხალხი გაიცინებს და
აღფრთოვანდება.

მოვლენას, როდესაც ქცევას ავერსიული სტიმულის ჩამოშორება მოყვება,


უარყოფითი განმტკიცება ეწოდება.

მაგ. ადამიანს, რომელსაც მარწყვი არ უყვარს, არ შეჭამს.


ქოლგის გამოყენება წვიმის დროს, რათა არ დავსველდეთ.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

დადებითი და უარყოფითი განმტკიცება

დადებითი და უარყოფითი განმტკიცება რომ გავარჩიოთ, დავიმახსოვროთ შემდეგი


კანონზომიერება: ორივე - დადებითი და უარყოფითი განმტკიცება - ზრდის იმ
რეაქციის ალბათობას, რომელიც წინ უსწრებს მათ.

დადებითი განმტკიცება ზრდის რეაქციის ალბათობას სასარგებლო სტიმულის


მიწოდებით.

უარყოფითი განმტკიცება აკეთებს იგივეს ავრსიული სტიმულის ჩამოშორებით,


შემცირებით ან შეფერხებით.

თუ განმამტკიცებელი მცირდება ან საერთოდ ჩამოცილებულია, ადგილი აქვს


ოპერანტულ ჩაქრობას.

ამგვარად, თუკი ქცევა აღარ იწვევს მოსალოდნელ შედეგს და ეფექტს, ის ბრუნდება


იმ დონეზე, რომელზეც იყო ოპერანტულ განპირობებულობამდე.
ოპერანტული განპირობებულობა: სწავლება შედეგების შესახებ

დადებითი და უარყოფითი დასჯა

დამსჯელია ნებისმიერი სტიმული, რომელიც დროთა განმავლობაში ამცირებს ამა თუ იმ


რეაქციას.

დასჯა არის დამსჯელის მიწოდება, რასაც მოყვება რეაქცია.

დადებითი და უარყოფითი დასჯა ისევე შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც დადებითი და


უარყოფითი განმტკიცება.

როდესაც ქცევას მოყვება ავერსიული სტმული, მოვლენას ეწოდება დადებითი დასჯა


(დადებითია, რაც სიტუაციას ემატება).
მაგ. ცხელი ღუმელის შეხება იწვევს ტკივილს, რაც „სჯის“ მასზე ადრე აღმოცენებულ ქცევას.

მოვლენას, როდესაც ქცევას მოყვება სტიმულის ჩამოცილება, უარყოფით დასჯას


ვუწოდებთ (რაც აკლდება სიტუაციას).

მაგ. როდესაც ბავშვი ურტყამს პატარა ძმას და მშობელი სჯის, რომ აღარ გაიმეოროს
მსგავსი ქცევა.
განმამტკიცებელი თვისებები

პირობითი განმამტკიცებლები

ადამიანი, როდესაც ამ ქვეყანას ევლინება, ხვდება უამრავი განმამტკიცებელი.

პირველადი განმამტკიცებელი - ბიოლოგიურად განსაზღვრული


განმამტკიცებელი. მაგ. წყალი, საჭმელი.

პირობითი განმამტკიცებელი - კლასიკური განპირობებულობის მიხედვით


ყოფილი ნეიტრალური სტიმული, რომელიც განმამტკიცებლად იქცა. მაგ. ფული,
ნიშნები, მრავალი სიმბოლო იმ პირობით განმამტკიცებლად იქცა, რომლებიც ჩვენს
ქცევას განსაზღვრავენ.
განმამტკიცებელთა ცხრილები
რა ხდება მაშინ, როდესაც არ გინდათ თქვენს შინაურ ცხოველს განუმტკიცოთ კონკრეტული
ქცევა?

სკინერს მოუწია თავის ლაბორატორიაში 1 კვირით ყოფნა ისე, რომ არ ქონდა საკმარისი
განმამტკიცებელი საკვები ვირთხებისთვის. იგი აკეთებდა ეკონომიას და საჭმელს გარკვეული
ინტერვალით აძლევდა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენჯერ დააჭერდნენ ისინი თათს ღილაკს.

აღმოჩნდა, რომ ვირთხები უფრო მეტად რეაგირებდნენ ამ პარციალური (ნაწილობრივი)


განმამტკიცებლის ფორმაზე, ვიდრე მუდმივ მოქმედ განმტკიცებაზე.

როდესაც ისინი ქცევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ და მეტი საჭმელი აღარ იყო?

ის ვირთხები, რომელთა ქცევაც იშვითად განმტკიცდებოდა, გაცილებით ინტენსიურად


აჭერდნენ ღილაკს თათს, ვიდრე ისინი, რომლებსაც განმამტკიცებლები ყოველ ჯერზე
ეძლეოდათ.

ამ პარციალური განმამტკიცებლის ეფექტურობამ მიიყვანა კვლევამდე განმამტკიცებელთა


განსხვავებული ინტენსივობით მიწოდების შესახებ.

სკოლაში გაგვიცდია განმამტკიცებლის განსხვავებული ეფექტი. როდესაც ხელს წევთ კლასში


მასწავლებელი ხან გიძახებთ და ხან არა.
ბიოლოგია და დასწავლა
ინსტინქტური სწრაფვა

ცირკში ცხოველები ათასგვარ ილეთებს აკეთებენ.

კელერ ბრელანდი და მარიონ ბრელანდი წლების მანძილზე იყენებდნენ ოპერანტული


განპირობებულობის ტექნიკებს, ცხოველების გასაწვრთნელად.

თუმცა წვრთნის რაღაც ეტაპზე ზოგი ცხოველი იწყებდა „ცუდად მოქცევას“.


მაგ. ენოტი იწვრთნებოდა რომ აეღო და ყულაბაში ჩაეგდო მონეტა. გარკვეული დროის
სემდეგ ენოტი აღარ იღებდა მონეტებს, სამაგიეროდ ხელით ხეხავდა ყველა მონეტას
ერად და სემდეგ ტენიდა ყულაბაში.

ენოტებს ხშირად ახასიათებთ რეცხვისა და ხეხვის ინსტინქტური ქცევა, როდესაც


ნიჟარებიდან საკვებს მოიპოვებენ.

ღორებს, როდესაც წვრთნიდნენ მონეტების ყულაბაში ჩასაყრელად, ისინი ჯერ დინგით


სუნავდნენ მათ.

მიუხედავად იმისა, რომ რაღაც ეტაპზე ცხოველებმა დაისწავლეს ოპერანტული რეაქცია ,


დასწავლილი ქცევა ისწრაფვის ინსტინქტური ქცევისკენ დროთა განმავლობაში.
ბიოლოგია და დასწავლა
გემოს ავერსიით დასწავლა

ვირთხები, რომლებიც აწყდებიან ახალ საკვებს ძალიან ფრთხილობენ. ისინი მცირე


რაოდენობას სინჯავენ. თუ საკვები არაფერს დაუშავებს მათ, ისინი მიირთმევენ ამ
საკვებს, მაგრამ თუ ნივთიერება ავად ხდის მათ, არასოდეს აღარ უბრუნდებიან ამ
საკვებს.

ამ ფენომენს ეწოდება გემოს ავერსიით დასწავლა.

გემოს ავერსიით დასწავლა - დასწავლის ბიოლოგიური კანონზომიერება,


როდესაც ორგანიზმი სწავლობს ავადმყოფობის გამომწვევი საკვებისგან თავის
არიდებას.

გემოს ავერსიით დასწავლა მხოლოდ ერთჯერადი დაწყვილებით ხდება -


წყვილდება განპირობებული სტიმული (ახალი საკვები) და მისი შედეგი
(განუპირობებელი სტიმულის ელემენტის, რომელიც ფაქტობრივად იწვევს
ავადმყოფობას - შედეგი).
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
არსებობენ თუ არა დასწავლის ისეთი ტიპები, რომლებსაც უფრო კომპლექსური
კოგნიტური უნარები სჭირდებათ?

კოგნიცია არის ნებისმიერი ფსიქიკური აქტივობა, რომელიც ჩართულია ცოდნის


გადამუშავებისა და წარმოჩენის პროცესებში, როგორებიცაა აზროვნება,
მეხსიერება, აღქმა და მეტყველება.

განვიხილოთ დასწავლის ისეთი ფორმები, რომლებიც ვერ აიხსნება მხოლოდ


კლასიკური ან ოპერანტული განპირობებულობით.

აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ქცევა ნაწილობრივ კოგნიტური პროცესების


შედეგია.

განვიხილოთ ცხოველური დასწავლის ორი ტიპი, რომლებიც მიუთითებენ


ცხოველთა კოგნიტურ უნარებზე.
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
კოგნიტური რუკები

ედვარდ ტოლმენი (1886-1959) იყო პირველი, ვინც დაიწყო კოგნიტური პროცესების


შესწავლა ცხოველებში.

ტოლმენმა და მისმა სტუდენტებმა აჩვენეს, რომ, როდესაც


ლაბირინთში ბლოკირებულია თავდაპირველი ბილიკი,
ვირთხები იქ ადრეული გამოცდილებით აირჩევენ უმოკლეს
გზას გამოსვლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არანაირი
განმტკიცება არ მიუღიათ.

თუმცა ვირთხები იქცეოდნენ ისე, თითქოს ისინი


ემორჩილებოდნენ განსაზღვრულ კოგნიტურ რუკას -
ლაბირინთის ზედხედს, ნაცვლად იმისა, რომ ბრმად
დაეწყოთ გამოსავლის ძებნა ცდისა და შეცდომის მეთოდით.
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
კოგნიტური რუკები

ტოლმენმა აჩვენა, რომ განპირობებულობა შეიცავს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ


ასოციაციურ დაწყვილებას.

ის მოიცავს დასწავლას და შემდეგ, დასწავლილი მასალის წარმოჩენას ქცევით


კონტექსტში.

კოგნიტური რუკის გასაგებად ყურადღება მივაქციოთ იმ ფუნქციებს, რომლებსაც


ისინი ემსახურებიან:

• ცხოველები სივრცობრივ მეხსიერებას იყენებენ საკუთარი გარემოს თვისებების


ამოსაცნობად.
• მათთვის მნიშვნელოვნი სამიზნე ობიექტების მისაგნებად.
• გარემოში საკუთარი რუტინის დასაგეგმად.
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
კონცეპტუალური ქცევა

კოგნიტური რუკები, ნაწილობრივ ეხმარება ცხოველებს გრემოში ორიენტაციაში, მაგრამ


სხვა რა კოგნიტური პროცესები უნდა ჰქონდეთ ცხოველებს და რაში უნდა იყენებდნენ მათ?

მეტყველების დაწყებისას ბავშვებისთვის ერთერთ მთავარ ამოცანად ითვლება ახალი


ცნებებისა და კატეგორიების დასწავლა.

თუმცა, ბავშვები არ არიან ერთადერთი არსებები, რომლებსაც ამ ამოცანის დაძლევა


შეუძლიათ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მტრედებს გაჩნიათ კოგნიტური უნარი,
გამოიყენონ კონცეპტუალური განსხვავებები.

ედუარდ ვასერმანმა და მისმა კოლეგებმა

მტრედებს წარუდგინეს ადამიანების, ყვავილების, მანქანების და სკამების ფოტოები.


ყოველი მტრედისთვის 4 ცნება დაყოფილი იყო 2 კატეგორიად. ერთი მტრედი მიიღებდა
საკვებს, თუ ნისკარტს დაარტყამდა ნარინჯისფერ ღილაკს ადამიანის ან მანქანის ჩვენების
შემდეგ და წითელ ღილაკს, - ყვავილის ან სკამის ჩვენების შემდეგ.

მტრედებმა ისწავლეს ადეკვატური რეაგირება.


კოგნიციის გავლენა დასწავლაზე
დაკვირვებით დასწავლა

ხშირად სოციალური დასწავლა იმ სიტუაციებში იჩენს თავს, სადაც დასწავლა არ


არის გამოწვეული ტრადიციული განპირობებულობის თეორიით.

ადამიანები სწავლობენ სხვებზე დაკვირვებით. თუ ადამიანი უყურებს როგორ


წახალისდა ან დაისაჯა ვიღაცა რარაცა ქცევისთვის, ცდილობს გაიმეოროს იგივე
ქცევა ან თავი შეიკავოს.

ამას დაკვირვებით დასწავლა ჰქვია.

კლასიკური მაგალითია ალბერტ ბანდურას ექსპერიმენტი, როდესაც ბავშვები


უყურებდნენ, თუ როგორ ექცეოდა მოზრდილი ადამიანი თოჯინას.

რა ცვლადები განსაზღვრავენ იმას, თუ რომელი მოდელი მოახდენს გავლენას


ჩვენზე?
კოგნიციის გავლენა დასწავლაზე

დაკვირვებით დასწავლა

კვლევებმა აჩვენა, რომ მოდელი განსაკუთრებით დიდი გავლენის მქონეა, როცა:

• ადგილი აქვს ქცევის შედეგების განმტკიცებას;


• მოდელი აღიქმება დადებითად, მოსწონ და ენდობიან;
• არსებობს მსგავსება მოდელისა და დამკვირვებლის თვისებებს შორის;
• დამკვირვებელი იღებს ჯილდოს მოდელის ქცევაზე ყურადღების მიქცევისთვის;
• მოდელის ქცევა ხილული და თვალშისაცემია - ის ცხადად გამოირჩევა სხვა
მოდელებისგან;
• დამკვირვებლის კომპეტენტურობის ხარისხზეა დამოკიდებული ქცევის
წამოწყება.

You might also like