You are on page 1of 13

კვირა 1

ფსიქომორფოლოგიზმი - ფსიქიკური ცხოვრების მისი სხეულის სხვადასხვა


სუბსტრატში, უმეტესად თავის ტვინში ლოკალიზება.

ემპედოკლე და არისტოტელე თვლიდნენ, რომ ადამიანის ფსიქიკა, შემეცნებითი


პროცესები გულიდან მომდინარეობას.

ჰიპოკრატე და კროტონი თვლიდნენ, რომ ეს პროცესები თავის ტვინში


ხორციელდებოდა.

პლატონის ვერსიით სამი ნაწილისგან შედგებოდა: 1. ხორციელი 2. რაციონალური,


რომელიც თავის ტვინშია 3. ენერგიული.

ჰალენი თვლიდა, რომ ადამიანი შთაბეჭდილებებს გარედან თვალების


საშუალებით იღებს ფლუიდების სახით, რომლებიც თავის ტვინის პარკუჭებში
მიმემართება, იქვე მიდის ღვიძლიდან ე.წ. „საციცოცხლო ფლუიდები“ და ამ ორი
ტიპის ფლუიდის გაერთიანებით გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად. (ეს იდეა
ნემეზიუსმა გაავრცო, წინა პარკუჭი წარმოსახვის და აღქმის ადგილია, შუა პარკუჭი
– აზროვნების, უკანა პარკუჭი კი – მეხსიერების.)

დეკარტი - სხეული და სული სხვადასხვა სუბსტანციებია, მოქმედებს გარკვეული


კანონზომიერებების მიხედვით. (შეადარა მანქანის პრინციპს, აქვს სივრცითი
განფენილობა და რეფლექსურად რეაგირებს გარემოს გამღიზიანებლებზე.)
„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ“.

ჟალღუზისებრი სხეული აკონტროლებს სარქველებს, რომელთა საშუალებითაც


თავ–ზურგის ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების და კუნთებისკენ
და ამოძრავებს მათ.

დუალიზმი - სხეული და სული თანაარსობენ, მაგრამ მათი ურთიერთთანაქმედობა


ვერ დაემორჩილება ფიზიკის კანონებს (დეკარტისეული შეხედულება).

დუალიზმის საპირისპირო -მონიზმი - სული და სხეული ერთი სუბსტანციის


ნაწილია. მას ორი ფილოსოფიური მიმართულება აქვს: მატერიალიზმი და
ფენომენალიზმი.

ყველაფრის საფუძველი მატერიაა.


სუბიექტური რეალიზმი,
მხოლოდ ფსიქიკაა რეალური.

მართალია, ბავშვი იბადება მისთვის უნიკალური, გენეტიკურად განსაზღვრული და


მუცლადყოფნის პერიოდში ჰორმონული გავლენით ფორმირებული ნეიროქსელით,
მაგრამ დაბადების შემდეგ, ნეირობიოლოგიურ ანატომიაზე გავლენას ახდენს
ინტერპერსონალური ურთიერთობები.

ადამიანის ტვინი, ფილოგენეტური განვითარების თვალსაზრისით, სამი დონისაა:


პრიმიტიული, ემოციური და „მოაზროვნე“. ყველაზე „ძველ“ და, შესაბამისად,
ყველაზე მარტივ ტვინად მიიჩნევა რეპტილიური ტვინი. ამ სტრუქტურის
(ძირითადად, ტვინის ღერო და ნათხემი) ფუნქცია არის სიცოცხლის შენარჩუნება,
გადარჩენაზე ზრუნვა.

ლიმბური სისტემა, პირველი სტრუქტურა, რომელიც მეტწილად ემოციურ-


მოტივაციურ კომპონენტების და ავტონომიური ნერვული სისტემის ფუნქციების
ინტეგრაციას უზრუნველყოფს.

ფილოგენეტურად ყველაზე ახალგაზრდაა ნეოკორტექსში მდებარე „მოაზროვნე“


ტვინი. თავის ტვინის ქერქი წარმოდგენილია ორი დიდი ჰემისფეროთი, რომელიც
დომინანტურ როლს თამაშობს და პასუხისმგებელია ადამიანის მეტყველების,
აბსტრაქტული აზროვნების, წარმოსახვის უნარებსა და ცნობიერებაზე.
ნეოკორტექსი ძალიან მოქნილია და დასწავლის უნიკალური შესაძლებლობებით
გამოირჩევა.

ფილოგენეტური სტრუქტურა = ინსტიქტი + ინტელექტი + ემოცია, ერთმანეთთან


შეთანხმებულად მოქმედებს, რაც უამრავი სხვადასხვა ტიპის ნეირონული გზით
ხორციელდება.

ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრია წარმოადგენს არა მხოლოდ ადამიანების, არამედ


ცხოველების ტვინის ფუნქციონირების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონზომიერებას.

“გახლეჩილი ტვინის“ კვლევა: მარჯვენა ჰემისფეროს წარუდგინეს თოვლიანი


პეიზაჟი, ხოლო მარცხენას – ქათმის ფეხის გამოსახულება. კვლევის მონაწილეს მის
წინ არსებული ობიექტებიდან ამ ორი სურათის შესაბამისი ნივთები უნდა შეერჩია.
მარჯვენა ხელით მან მიუთითა ქათმის თავზე, ხოლო მარცხენა ხელით – თოვლის
ნიჩაბზე. პაციენტი ამბობდა, რომ ნიჩაბი საჭიროა ქათმის ნარჩენების (და არა
თოვლის) გასაწმენდად. რადგანაც ტვინის მარცხენა ნაწილმა კორძიანი სხეულის
გადაჭრის გამო არ იცოდა, თუ რას ხედავდა მარჯვენა ნახევარსფერო, მას უნდა
აეხსნა, თუ რატომ უთითებდა მარცხენა ხელი ნიჩაბზე, როდესაც მარცხენა
ჰემისფერო ქათმის ფეხს ხედავდა. მარცხენა ჰემისფეროს კოგნიტურმა სისტემამ
შეიმუშავა თეორია, რომელსაც უნდა გაემართლებინა სხეულის სხვა ნაწილების
მოქმედება.

პატერნთა ძიება. გახლეჩილი ტვინის კვლევები აჩვენებს, რომ მარცხენა


ნახევარსფერო ინტერპრეტატორია, იგი გამუდმებით ეძებს მნიშვნელობებს საგნებსა
და მოვლენებში.

მიზეზების ძიება. ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ პრელინგვისტური ჩვილები


განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ უჩვეულო და მოულოდნელი პირობებისადმი.
ისინი გამუდმებით ახდენენ უჩვეულო მოვლენის სკანირებას და მოწყენილობას
ამჟღავნებენ, თუკი აღნიშნული ფენომენი პროგნოზირებულიდან მნიშვნელოვნად
განსხვავებული არ აღმოჩნდება. კვლავ იწყებენ ძიებასა და სკანირებას, სანამ
სიახლეს არ აღმოაჩენენ.

ტვინის ევოლუციურად ეს გადიდება დაკავშირებული იყო უფრო ნატიფ


ინტელექტთან, ვიდრე ეს სხვა ჰომინიდებში შეიძლებოდა
შეგვხვედროდა: ,,სხვადასხვა მენტალური უნარის თანდათანობითი განვითარება
ტვინის თანადროულ ზრდას გამოიწვევდა.’’ გაზრდილმა ტვინის ზომამ,
განსაკუთრებით ადამიანებში, მშობიარობისას შეიძლება გამოიწვიოს
გართულებები, რადგან ბიპედალიზმთან ერთად ჩონჩხის სტრუქტურაც შეიცვალა
და მენჯი დავიწროვდა.

ჯორჯ სტრაიდტერი (2006 , p. 7) ამტკიცებს, რომ ტვინის მთლიანი ზომა არის


კოგნიტური კომპლექსურობის უმთავრესი დეტერმინანტი. ნაწილობრივ იმიტომ,
რომ უფრო დიდი ტვინი მოითხოვს ისეთ სტრუქტურულ და ფუნქციურ
ცვლილებებს, როგორიც არის ტვინის უბნების უკეთ სპეციალიზაცია, ცვლილებები
სხვადასხვა ნაწილის პროპორციებში და იმ სისტემებში, რომელიც შორ მანძილზე
სიგნალების გაგზავნას უზრუნველყოფს. თუკი ადამიანების გამორჩეული
კოგნიტური შესაძლებლობები არ აიხსნება ტვინის ზომით, მაშინ იქნებ პასუხები
ტვინისა და სხეულის ზომების პროპორციებში უნდა ვეძებოთ. ბოლობოლო
ლურჯი ვეშაპის ტვინი, მისი სხეულის წონის 0.01%-ს შეადგენს., მაშინ როცა
ადამიანის ტვინი - 2%. თუმცა ეს ამონახსნიც პრობლემას წარმოშობს, რადგან
შედარებით© რიდერის ავტორები : დიმიტრი ჩუბინიძე, ანა რაზმაძე, თეო
ივაშჩენკო 11 მცირე ზომის ცხოველებს აქვთ დიდი ზომის ტვინები. ზოგიერთი
სახეობის თაგვის ტვინი, მისი სხეულის მასის 10%-ს შეადგენს.

სტრუქტურა მნიშვნელოვანია. მრავალი პალეონტოლოგი ამტკიცებს, რომ


ადამიანის კოგნიტური გამორჩეულობა არ არის დაკავშირებული ტვინის მთლიან
გადიდებასთან, არამედ ტვინის ორგანიზების ცვლილებებთან და სხვადასხვა
ნეირონული სტრუქტურების ფარდობით ზომასთან.

მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ გამორჩეული კოგნიტური უნარები


ადამიანებში, ნაწილობრივ დაკავშირებულია ფარდობითი ზომის ცვლილებასთან,
რამაც ნევროლოგიური ბალანსი დაარღვია ტვინში.

კვირა 2

განვითარება, საზოგადოდ, რაიმეს პროგრესულ ცვალებადობას ნიშნავს.


ფსიქოლოგიაში ეს არის შედარებით ნაკლებ სრულყოფილი ფსიქოფიზიოლოგიური
და ფსიქიკური მდგომარეობიდან უფრო სრულყოფილში გადასვლის პროცესი.
(დაბლიდან მაღლა)

განვითარების ფსიქოლოგია, მეცნიერება რომელიც სიცოცხლის პერიოდში


მიმდინარე ფსიქოლოგიურ ცვლილებებს შეისწავლის. ფსიქოლოგიის ეს დარგი
ფოკუსირდება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესებისა და გარემოს
ზეგავლენის შედეგად ადამიანის სხეულის აგებულებაში, აზროვნებასა და ქცევაში
მიმდინარე ცვლილებებზე.

ფსიქიკის განვითარება ორ ფორმაში რეალიზდება: ფილოგენეზი, რომელიც ქცევისა


და კულტურის განვითარებაა, ხორციელდება ბიოლოგიური ევოლუციის პროცესში
და მეორე ონტოგენეზი, მოიცავს ცვლილებებს რომელსაც განიცდის ორგანიზმი
ცხოვრების განმავლობაში.

ევოლუციური პერსპექტივის კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ სოციალური


ფაქტორები, ბიოლოგიურზე ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავენ ადამიანის
პროსოციალურ ქცევებს.

ფსიქოლოგიური განვითარების სფეროები:


ფიზიკური სფერო - მოიცავს ისეთ მახასიათებლებს როგორიცაა, სხეულისა და
ორგანოების ფორმა და ზომა, სენსორულ შესაძლებლობები, მოტორული უნარები,
თავის ტვინის სტრუქტურული ცვლილებები.

კოგნიტური სფერო - (cognitio, ლათ. - ცოდნა, შემეცნება) მოიცავს ისეთ გონებრივ


უნარებსა და ფსიქიკურ პროცესებს, როგორიცაა: შეგრძნება, ყურადღება, აღქმა,
მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება, წარმოსახვა.

ფსიქოსოციალურ სფერო - პიროვნული მახასიათებლები და სოციალური უნარები.


ეს ორი სფერო ურთიერთდაკავშირებულია და ერთი მხრივ, მოიცავს ცვლილებებს
მე-კონცეფციაში, ემოციებში და გრძნობებში, მეორე მხრივ - სოციალური უნარებისა
და ქცევის ფორმირებას.

ბიოფსიქიზმი, რომლის თანახმადაც სიცოცხლის ყოველგვარი ფორმა, მცენარეების


ჩათვლით, ფსიქიკის მატარებელია.

უფრო შორსაც მიდიოდნენ და სულიერებას მთელ ბუნებას, მათ შორის


არაცოცხალასაც მიაწერდნენ – პანფსიქიზმი.

ფსიქიკის ეს კრიტერიუმი (ბიოლოგიურად ნეიტრალური ზემოქმედების ასახვა და


სასიგნალო ქცევა) არ გააჩნია მცენარეებს; იგი თავს იჩენს უმარტივესი,
ერთუჯრედიანი ორგანიზმების დონეზე. მცენარე მხოლოდ ბიოლოგიურად
მნიშვნელოვან გამღიზიანებლებზე რეაგირებს. ამ თვისებას გაღიზიანებადობა
ეწოდება.

ცხოველებისთვის დამახასიათებელია ე.წ. მგრძნობელობა, რაც მათთან ფსიქიკის


გაჩენას უკავშირდება. მგრძნობელობა, როგორც აბიოტური გამღიზიანებლის ასახვა,
ორ ასპექტს შეიცავს: ობიექტურს და სუბიექტურს. ობიექტური თვალსაზრისით,
ასახო და იყო მგრძნობიარე, ნიშნავს რეაგირება მოახდინო მოცემულ სტიმულზე
გარკვეული მოძრაობის სახით. გრძნობიერების სუბიექტური ასპექტი საგნის თუ
მოვლენის შინაგან განცდაში ვლინდება. აბიოტური გამღიზიანებელი, მაგალითად
ბგერა, განცდის, კერძოდ შეგრძნების სახით უნდა მოგვეცეს, რათა მან თავისი
სასიგნალო ფუნქცია შეასრულოს. ფსიქიკის განვითარება ამ ორი
ურთიერთდაკავშირებული მხარის გართულებაში მდგომარეობა.

კვირა 3
სოციალური ფსიქოლოგები ალტრუიზმს განმარტავენ, როგორც საკუთარი
ინტერესის ხარჯზე სხვისთვის გაწეულ დახმარებას.

ჰამილტონის კანონი - c < rb, მოქმედი” ინდივიდი თავგანწირვის ქცევას


“მიმღებისთვის” (ნათესავისთვის) განახორციელებს მაშინ, როცა მიმღების
სარგებელი მოქმედის ხარჯებს აღემატება. (c არის მოქმედის ხარჯი, r არის
მოქმედსა და მიმღებს შორის გენეტიკური კავშირის კოეფიციენტი და b არის
მიმღების სარგებელი).

ინკლუზიური შეგუება - 1. პირდაპირი, ანუ როდესაც გენები მშობლებიდან


მომავალ თაობას გადაეცემა. 2. არაპირდაპირი , ანუ გენების გენეტიკურად
დაკავშირებული ინდივიდებისთვის გაწეული დახმარებით გავრცელება.
(ნათესაობრივი გადარჩევა).

რეციპროკული ალტრუიზმი ისეთი ქცევაა, როდესაც სასიკეთო აქტი უკან


უბრუნდება ინდივიდს იმავე სარგებლის სახით. რეციპროკული ალტრუიზმის
ევოლუციურად ჩამოყალიბება სამ წინაპირობას მოითხოვს:

• ალტრუისტული ქცევა მიმღებისთვის ნაკლებ დანახარჯს უნდა გულისხმობდეს


ვიდრე მოქმედისთვის - სარგებელი.

• ცხოველებს ორმხრივი ურთიერთობისთვის უნდა შეეძლოთ ერთმანეთის და


მატყუარების/არარეციპროკულების (non-reciprocators) ამოცნობა.

• ცხოველებს საკმარისად ხანგრძლივი ცხოვრება უნდა ჰქონდეთ, რათა ხშირად


შეხვდნენ ერთმანეთს და რეციპროკული შემთხვევების ალბათობა მაღალი იყოს.

სოციალური ფაქტორები, ბიოლოგიურზე ბევრად უფრო მეტად განსაზღვრავენ


ადამიანის პროსოციალურ ქცევებს.

ზიანი/მზრუნველობა
ამ მოდულის გასააქტიურებელი საწყისი ტრიგერი ბავშვის წუხილი ან მისი
‘საყვარელი’ გარეგნობა იქნებოდა. საყვარელი გარეგნობის ობიექტები ჩვენში
ზრუნვის, დაცვისა და ურთიერთობის ავტომატურ რეაქციას იწვევს. თანამედროვე
სამყაროში იგივე მოდული შესაძლოა სათამაშომ გაააქტიუროს. საყვარელი
არსებისადმი ძალადობის გამოხატვაც იმავე მოდულს გაააქტიურებს.

სამართლიანობა/მოტყუება

სამართლიანობის მოდულის გამოყენებით, ჩვენ მაქსიმალურს ვიღებთ


თანამშრომლობით ურთიერთობიდან. თანამედროვე სამყაროში ეს მოდული
შესაძლოა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა პროცესებმა გაააქტიუროს. მაგალითად,
მემარცხენეები თვლიან, რომ მდიდრები ეკონომიკურად დაბალსაფეხურზე მყოფ
ჯგუფებს იყენებენ ისე, რომ სამართლიან გადასახადებს არ იხდიან. მემარჯვენეები
კი თვლიან, რომ სოციალისტებს შრომისმოყვარე ხალხისგან ფული მიაქვთ და
ზარმაც ხალხს ურიგებენ. ეს ორივე ხედვა სამართლიანობის მოდულს ააქტიურებს.

ერთგულება/ღალატი

ხშირ შემთხვევაში, ყველაზე მეტ აგრესიას არა გარეჯგუფის წარმომადგენელი,


არამედ მოღალატე იმსახურებს. ყურანში ებრაელები მტრებად არის მოხსენიებული,
თუმცა ყურანი7 მუსლიმებს ებრაელების მოკვლას არ ავალდებულებს. ებრაელებზე
უარესები არიან განდგომილები - მუსლიმები, რომლებმაც საკუთარი რწმენა
მიატოვეს. ყურანი მუსლიმებს ავალდებულებს განდგომილების დახოცვას

ავტორიტეტი/სუბვერსია

ამ მოდულის გააქტიურებას მორჩილების ან დომინანტობის გამომხატველი ქცევები


იწვევს. შიმპანზეების მსგავსად, ადამიანებიც იმახსოვრებენ ვინ ვისზე მაღლა ან
დაბლა დგას. როდესაც არსებულ მორალურ წესრიგს არღვევენ, ავტომატურად
ნეგატიური რეაქცია გვიჩნდება, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ პირადად არ
შეგვხებიან.

სიწმინდე/დეგრადაცია
თანამედროვე სამყაროში ეს მოდული ბევრმა რამემ შეიძლება გაააქტიუროს და ეს
კულტურების მიხედვით განსხვავდება. რიგ შემთხვევაში, ზიზღის გრძნობა
გარეჯგუფის წარმომადგენლებისადმი არის მიმართული. კვლევებმა აჩვენა, რომ
ლიბერალური დამოკიდებულება იმიგრანტების მიმართ იმ ადგილებში და დროშია
გავრცელებული, სადაც დაავადებების რისკი ნაკლებია.

ზიზღის ემოციის გარეშე, სავარაუდოდ, სიწმინდის და სისუფთავის განცდაც არ


აღმოცენდებოდა. ეს ალბათ ერთი კონტინუუმია - რაღაცები ბინძურია, რაღაც -
სუფთა. თუ დავუფიქრდებით, სიწმინდესთან მხოლოდ საკვებს არ ვაკავშირებთ.
ხშირად ადამიანები წმინდად აღიქვამენ თავად ადამიანებს (ლიდერებს,
წმინდანებს...), ნივთებს (დროშებს, ჯვრებს) და პრინციპებს (თავისუფლება, შრომა,
ცოდნა). თითოეული მათგანის შელახვამ შესაძლოა ზიზღის გრძნობა გამოიწვიოს
ადამიანში.

ომნივორებმა ახალი საკვები უნდა მოიპოვონ, მაგრამ ყოველ ახალ საკვებს


სიფრთხილით უნდა მიუდგნენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ საკვები უვნებელია.
ზიზღის ემოცია ომნივორის დილემის საპასუხოდ ჩამოყალიბდა.

კოლბერგი

ცნება - მორალი, ზნეობა გულისხმობს, ადამიანის ქცევის განმსაზღვრელ


პრინციპებს, ღირებულებებს და ნორმებს. ზნეობრიობის ოქროს წესი: -- “მოექეცი
სხვას ისე, როგორც გინდა, რომ შენ მოგეგცენ. “

პრეკონვენციური მორალი:

სტადია 1. მორჩილება და დასჯაზე ორიენტირება.

ბავშვი ემორჩილება უფროსის, მშობლის მიერ დადგენილ წესებს. ისინი


სწორ ან არასწორ საქციელს იმის მიხედვით განსაზღვრავენ, თუ რა შედეგი
მოჰყვება მას. ის რაც ისჯება ცუდია, ის რაც ჯილდოვდება - კარგი.

სტადია 2. მარტივი ინსტრუმენტალური ჰედონიზმი (ორიენტაცია საკუთარი


მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე).

ეს არის სამართლიანი და პატიოსანი გაცვლის გაგება, რომლის მიღმაც


ორმხრივი ვალდებულების ფილოსოფია დგას (შენ - მე, მე - შენ).
კონვენციური მორალი:

სტადია 3. კარგი ადამიანური ურთიერთობები.

ამ სტადიაზე მყოფი ბავშვის სურვილია, მოეწონოს სხვა


ადამიანებს, ,,იყოს კარგი.” ქცევის ავკარგიანობა ფასდება იმის იხედვით, რას
იტყვიან შენზე სხვები. ბავშვი ცდილობს ისე მოიქცეს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი
ადამიანებისგან შექება და მხარდაჭერა დაიმსახუროს (მშობლები, მასწავლებლები,
მეგობრები).

სტადია 4. სოციალური წესრიგის შენარჩუნება.

მეოთხე სტადიაზე მყოფი ადამიანები მორალურ გადაწყვეტილებებს


საზოგადოების გადასახედიდან ღებულობენ, ისინი აზროვნებენ როგორც სოციუმის
ნამდვილი და სრულფასოვანი წევრები. ქცევის შეფასებაში წამყვანი ხდება მისი
შესატყვისობა საზოგადოებაში დაწესებულ ნორმებთან და იურიდიულ კანონებთან.

პოსტკონვენციური მორალი:

სტადია 5. სოციალური კონტრაქტი და ინდივიდუალური წესები.

ისინი აცნობიერებენ, რომ განსხვავებულ სოციალურ ჯგუფებს აქვთ


განსხვავებული ღირებულებები, ამიტომ საჭიროა, რომ - პირველი, დაცული უნდა
იქნეს ადამიანის ბაზისური უფლებები, როგორიცაა სიცოცხლის და თავისუფლების
უფლება და მეორე, ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდეს დემოკრატიული
პროცესების დახმარებით.

სტადია 6. უნივერსალური ეთიკური პრინციპები.

რა არის მორალურად სწორი, განისაზღვრება არა კანონით და წესით,


არამედ სინდისით. ამ ადამიანებს არ ახასიათებთ ეგოცენტრიზმი. ისინი იქცევიან
ზოგადსაკაცობრიო ზნეობრივი პრინციპების შესაბამისად - „ჭეშმარიტება,
უპირველეს ყოვლისა, მე ეს უნდა გავაკეთო, თუმცა ამის გამო შეიძლება დავისაჯო“

მორალის გამოვლინების სამი სახე არსებობს: მორალური მსჯელობა, მორალური


გრძნობები და მორალური ქცევა.
ბავშვები სამართლიანად თვლიან ”სამაგიეროს” გადახდის პრინციპს (მაგალითად,
შენ თუ დამარტყი, მეც დაგარტყამ).

მორალურ განვითარებას ლ. კოლბერგის მიხედვით, საფუძვლად უდევს 3


კრიტერიუმი:

• ორიენტაცია ავტორიტეტზე.

• ორიენტაცია ტრადიციაზე, წესებზე.

• ორიენტაცია პრინციპებზე . ქცევის წესებისა და ნორმების ინტერიორიზაციის


მექანიზმებია:

• იმიტაცია - ბავშვის გაცნობიერებული სურვილი, გააკეთოს მისთვის ღირებული


უფროსის, თანატოლის, ლიტერატურული გმირის ქცევის კოპირება.

• იდენტიფიკაცია - სხვისი ქცევის მოდელის, ღირებულებების, განწყობების მიღება.

• სირცხვილის გრძნობა - გარკვეული ქცევის აკრძალვის მექანიზმი.

• დანაშაულის გრძნობა - შინაგანი განცდა იმისა, რომ ჩადენილი საქციელი, არ


შეესატყვისება მისი პიროვნების ღირებულებებს.

ლ. კოლბერგის თეორიის ძირითადი იდეები:

1. მორალური მსჯელობის განვითარება 6 სტადიას გაივლის.

2. მორალური მსჯელობის სტადიები ერთმანეთისგან თვისობრივად


განსხვავდებიან.

3. სტადიები, გარკვეული თანმიმდევრობით ვითარდებიან. ადგილი არ აქვს


არცერთი სტადიის გამოტოვებას ან უკან დაბრუნებას .

4. მორალური მსჯელობის განვითარების საფუძველია - მომწიფება, სოციალიზაცია


და აქტივობა

კვირა 4
ფიშერის თეორიაა “გაქცეული გადარჩევა”. ამ თეორიის მიხედვით, მამრის
გარკვეული მახასიათებელი, თავდაპირველად, შესაძლოა, მისი გარემოსთან
ადაპტაციისთვის გარკვეულ ფუნქციას ასრულებდეს. თუკი მდედრისთვის ეს
მახასიათებელი მოსაწონი გახდება, ის სქესობრივი გადარჩევის გზით უფრო მეტ
მამრში გამოვლინდება და უფრო მეტად გამოიკვეთება შემდგომ თაობებში.

1. ადამიანის მოქმედების წყაროს ფსიქიკური ენერგია წარმოადგენს. მისი აზრით,


ყველა ადამიანს აქვს თანდაყოლილი ინსტინქტები ანუ ლტოლვები. ფროიდმა
თავდაპირველად 2 ბაზისური ლტოლვა დაუშვა: თვითშენახვის ინსტინქტი
(შიმშილი, წყურვილი) და ეროსი, რომელიც დაკავშირებულია სექსუალურ
იმპულსებთან და სახეობის შენარჩუნებასთან. სექსუალური ენერგიის აღსანიშნად
ის იყენებს ტერმინს - ლიბიდო.17

2. ფროიდი გამოყოფს პიროვნების 3 სტრუქტურას: იდი (id), ეგო (ego) და


სუპერეგო (superego). იდი არის ძირითადი ლტოლვების საცავი. იდს მართავს
სიამოვნების პრინციპი. სუპერეგო წარმოადგენს პიროვნების მიერ
საზოგადოებისგან ნასწავლი ღირებულებების საცავს. სუპერეგო ხშირად
კონფლიქტშია იდთან. იდს უნდა იმის გაკეთება, რაც სიამოვნებს, ხოლო სუპერეგო
ითხოვს იმის გაკეთებას, რაც სწორია. ეგო არის პიროვნების ცნობიერი,
რაციონალური ნაწილი. ის აგვარებს კონფლიქტს იდის იმპულსებსა და სუპერეგოს
მოთხოვნებს შორის. ეგოს მართავს რეალობის პრიპციპი.

3. ფროიდი გამოყოფს პიროვნების ფსიქოსექსუალური განვითარების 5 სტადიას:


ორალური, ანალური, ფალური, ლატენტური და გენიტალური.

გორილები მცირე ჯგუფებში ცხოვრობენ, რომლებიც დაახლოებით


ორიდან ოცამდე ინდივიდისგან შედგება. ჯგუფში არის ერთი ვერცხლისფერ
ზურგიანი მამრი და დაახლოებით სამი მდედრი. (მათგაბ ნაყოფიერდება, ჭამენ
მცენარეებს და ხილს)

შიმპანზესთან ადამიანი საერთო წინაპარს დაახლოებით ექვსი მილიონი


წლის წინ ინაწილებს. შიმპანზეები, ჩვენსავით ძალიან სოციალური ცხოველები
არიან და ჯგუფებად ცხოვრობენ. ჯგუფებში, დაახლოებით, 20-დან 100-მდე
ინდივიდი შედის. ჯგუფში ცენტრალური ადგილი მამრებს უკავიათ, რომელთა
შორისაც მკაცრი იერარქიული კავშირია. მდედრები სქესობრივი სიმწიფის ასაკს
როცა აღწევენ, ჯგუფს ტოვებენ და სხვა ჯგუფს უერთდებიან. ეს, სავარაუდოდ,
შიდა შეჯვარების თავიდან ასაცილებლად ხდება. ( მაიმუნებზეც ნადირობენ, ისე
ხილს და მცენარეებს ჭამენ :/// )

ესტრუსის პერიოდში , მდედრის გენიტალიების გარშემო არე სივდება და მკვეთრი


წითელი ხდება. ეს ცვლილება მამრებისთვის მიმზიდველია და დაწყვილებისკენ
უბიძგებს. გორილებისგან განსხვავებით, დომინანტ მამრებს მონოპოლია არ აქვთ
მდედრებზე. ესტრუსის პერიოდში ერთ მდედრთან რამდენიმე მამრს აქვს სექსი.
თუმცა დომინანტ მამრს ყველაზე ხშირად აქვს სექსი მდედრთან, რაც
განაყოფიერების ალბათობას ზრდის.

ბონობოებში მდედრები არიან დომინანტები. ისინი სექსს მიმართავენ, როგორც კი


მცირე დაძაბულობა ჩდება სოციალურ ურთიერთობებში და ამით თავიდან
იცილებენ კონფლიქტს. დომინანტ მამრებს უფრო ხშირად აქვთ სექსი მდედრებთან.
აქაც, შემჩნეულია შემთხვევები, როცა მამრი ხორცის სანაცვლოდ სექსზე თანხმობას
იღებს მდედრისგან. თუმცა ბონობოებს იმდენად ხშირად აქვთ სექსი, რომ ძნელია
ამის დაზუსტებით თქმა.

ერთი არგუმენტი არის ის, რომ ქალი მრავალ მამრთან დაწყვილებით გაზრდიდა
საკუთარი შთამომავლობის ვარიაციულობას. ვარიაცია, როგორც ვიცით,
ადაპტაციური მექანიზმია შეგუებულობისთვის. გარდა ამისა, ერთზე მეტ კაცთან
დაწყვილებით ქალი უფრო მეტ რესურსს მიიღებდა ვიდრე მხოლოდ ერთ კაცთან
ურთიერთობის დროს. ასეთ ჰიპოთეზას რესურსების ამოღებას უწოდებენ.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ როდესაც ქალებს სხვა კაცთან აქვთ სექსუალური
ურთიერთობა, ჩვეულებრივ, ამ კაცებს ქმრებთან შედარებით უფრო მაღალი
სოციალური სტატუსი აქვთ. ეს გაზრდის იმის შნასს, რომ ქალის შვილებსაც
მაღალი სოციალური სტატუსი და შესაბამისად გამრავლების მეტი შანსი ექნებათ.
გასაგები მიზეზების გამო ამას სექსუალური ვაჟიშვილის ჰიპოთეზა ქვია.

ლიბიდო არის სექსუალური (ფსიქიკური) ენერგია, რომელიც მიმართავს ინდივიდს ყველა


სახის შეგრძნებითი სიამოვნებისკენ.
ფროიდი:

იდი არის ძირითადი ლტოლვების საცავი. ის მოქმედებს იმპულსურად და უბიძგებს


პიროვნებას დაუყოვნებელი სიამოვნებისკენ, მიუხედავად იმისა , არის თუ არა ის , რაც მას
სურს რეალურად შესაძლებელი, სოციალურად და მორალურად მისაღები. იდს მართავს
სიამოვნების პრინციპი.

სუპერეგო წარმოადგენს პიროვნების მიერ საზოგადოებისგან ნასწავლი ღირებულებების


საცავს. ის ვითარდება უფროსების მხრიდან სოციალურად არასასურველი ქცევის
აკრძალვის საფუძველზე. სუპერეგო ხშირად კონფლიქტშია იდთან. იდს უნდა იმის
გაკეთება, რაც სიამოვნებს, ხოლო სუპერეგო ითხოვს იმის გაკეთებას, რაც სწორია .

ეგო არის პიროვნების ცნობიერი, რაციონალური ნაწილი. ის აგვარებს კონფლიქტს იდის


იმპულსებსა და სუპერეგოს მოთხოვნებს შორის. ეგოს მართავს რეალობის პრიპციპი . ეგო
აკმაყოფილებს იდის იმპულსებს, არასასურველი შედეგების გამოწვევის გარეშე .

You might also like