You are on page 1of 20

რიდერი I

ტვინი, ფსიქიკა და კუტურა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია


ATSAR20

ტვინი - ფსიქიკის პრობლემა


ადამიანის ტვინი - ყველაზე ნატიფი, სრულყოფილი და მაღალგანვითარებული
სტრუქტურა.
ფსიქიკა/გონება - მიუხედავად მდგრადი მეცნიერული პროგრესისა, ჯერ კიდევ
ყველაზე იდუმალ მოცემულობად განიხილება

ფსიქომორფოლოგიზმი - ადამიანის ფსიქიკური ცხოვრების მისი სხეულის სხვადასხვა


სუბსტრატში, უპირატესად თავის ტვინში პირდაპირ ლოკალიზება. ამ შეხედულების
მიმართულებით ვითარდებოდა ფილოსოფიური და შემდგომ ნევროლოგიური აზრი.

ანტიკური ფილოსოფოსები ფსიქიკის ფიზიკურ ადგილად


ადამიანის სხვადასხვა ორგანოს მოიაზრებდნენ:
ფსიქიკის ფიზიკურ ადგილად
ფილოსოფოსი ჰიპოთეზა
მოაზრებული ორგანო
გულის ჰიპოთეზის ფუძემდებელი.
ემპედოკლე გული
მიაჩნდა, რომ ადამიანის შემეცნებითი პროცესები
(ძვ.წ V საუკუნე)
გულშია ლოკალიზებული.
ფსიქიკური პროცესები გულშია ლოკალიზებული,
არისტოტელე გული ვინაიდან გული თბილი და აქტიურია.
ჰიპოკრატე,
კროტონი თავის ტვინი რადგან გული გრძნობის ორგანოდ ითვლებოდა.
(ძვ.წ V საუკუნე)
სული 3 ნაწილისგან შედგება:
რაციონალური ნაწილის ადგილი თავის ტვინშია,
პლატონი 1. ხორციელი (appetitive)
რადგან თავის ტვინი ყველაზე ახლოსაა ზეცასთან
(ძვ.წ 427-347 წწ.) 2. რაციონალური (rational)
და ის განაგებს კოგნიტურ პროცესებს
3. ენერგიული (spirited)
ადამიანი შთაბეჭდილებებს გარედან თვალების
საშუალებით იღებს ფლუიდების სახით. ისინი თავის
ჰალენი ფსიქიკური ფლუიდები ტვინის პარკუჭებში მიმემართება, + იქვე მიდის
(ძვ.წ III საუკუნე) თავის ტვინის პარკუჭში ღვიძლიდან ე.წ. „საციცოცხლო ფლუიდები“.
ამ ორი ტიპის ფლუიდის გაერთიანებით
გარდაიქმნება ფსიქიკურ ფლუიდებად
ტვინის პარკუჭები 1წინა პარკუჭი - წარმოსახვის და აღქმის ადგილი
ნემეზიუსი
(ძვ.წ IV საუკუნე) (განავრცო ფსიქიკის ტვინის შუა პარკუჭი – აზროვნების ადგილი
პარკუჭებში ლოკალიზაციის იდეა) უკანა პარკუჭი – მეხსიერების ადგილი

ვეზალიუსი თავის ტვინი თავის ტვინი ფსიქიკური პროცესების მატერიალური


(ვეზალიუსი - მეცნიერული ანატომიის სუბსტრატია. (ნივთიერება ან საგანი, რომელზეც
(მე-16 საუკუნე)
ფუძემდებელი) მიმაგრებულნი არიან ორგანიზმები.)

1ეს იდეა შუა საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული და ამას კარგად ადასტურებს ლეონარდო და ვინჩის
ილუსტრაცია ადამიანის უნარების ლოკალიზაციის შესახებ თავის ტვინის პარკუჭებში
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

მე–17 საუკუნეში ფრანგი ფილოსოფოსის რენე დაკარტეს მოღვაწეობა გარდამტეხი


აღმოჩნდა სხეულის და ფსიქიკის ურთიერთმიმართების გაგების საკითხში.
რენე დეკარტე ეს ნაწილი დეკარტემ იმიტომ აირჩია, რომ ახლოს
(მე-17 საუკუნე) არის თავის ტვინის პარკუჭებთან.
მწვავედ დადგა თავის ტვინის ღეროში 2
პრობლემა - ჟალღუზისებრი სხეული აკონტროლებს
მდებარე ჯალღუზისებრი სარქველებს,რომელთა საშუალებითაც თავ-ზურგის
სულის ნაწილია
სხეული, თუ სხეული ტვინის სითხე მიედინება პარკუჭებიდან ნერვების
სხეულის ნაწილია და კუნთებისკენ და ამოძრავებს მათ.
სული?)

დეკარტეს შეხედულებები, ფსიქიკისა და სხეულის ურთიერთობის


თაობაზე ცნობილია

დუალიზმის ან კარტეზიანული დუალიზმის სახელით.


1. სხეული და სული სხვადასხვა სუბსტანციებია და მოქმედების განსხვავებული
კანონზომიერებები გააჩნიათ.
2. სხეული მანქანის პრინციპებით მოქმედებს, აქვს სივრცითი განფენილობა და
რეფლექსურად რეაგირებს გარემოს გამღიზიანებლებზე.
3. სხეული ნაწილებისგან შედგება, სული განუყოფელი და მარტივი მთლიანია.
4. ორი სუბსტანცია ადამიანში თანაარსებობს, მაგრამ ორივეს თავისი მოქმედების
კანონზომიერებები აქვს.
5. სული და სხეული ერთი მთლიანია, რაც უფრო მეტია ვიდრე ცალ–ცალკე მისი
შემადგენელი ნაწილები. სული სხეულის გარეშე არ არსებობს, ისევე როგორც სხეულს
არ გააჩნია აზროვნების უნარი.
6. ადამიანის ფსიქიკა ცნობიერია და ცნობიერებასთანაა გაიგივებული. („ვაზროვნებ,
მაშასადამე ვარსებობ“)

დუალიზმი - გულისხმობს, რომ სხეული და სული თანაარსებობენ, მაგრამ მათი


ურთიერთზემოქმედება ფიზიკის კანონებს ვერ დაემორჩილება.
ისინი განსხვავებული წესებით მოქმედებენ, მაგ. სხეული ფიზიკის კანონებს
ემორჩილება, სული – არა.

2
ენდოკრინული ჯირკვალი, რომელიც ლოკალიზებულია თავის ტვინში. ასინთეზებს მელატონინს,
სეროტონინს და მთელ რიგ პოლიპეპტიდებს. გავლენას ახდენს სქესობრივ მომწიფებაზე, სასქესო
უჯრედების ფუნქციაზე და ძილისა და სიფხიზლის რითმზე.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

დუალიზმის საპირისპიროა - მონიზმი - რომლის მიხედვითაც,


თავის ტვინი და ფსიქიკა ერთი სუბსტანციის ორი ნაწილია

თანამედროვე ნეირობიოლოგიური კვლევების მიხედვით, ადამიანის ფსიქიკა არ


წარმოადგენს მხოლოდ თავის ტვინის ულტრანატიფი ნეირონების ერთობლიობას.

მართალია, ბავშვი იბადება მისთვის უნიკალური, გენეტიკურად განსაზღვრული და


მუცლადყოფნის პერიოდში ჰორმონული გავლენით ფორმირებული ნეიროქსელით,
მაგრამ დაბადების შემდეგ, ნეირობიოლოგიურ ანატომიაზე გავლენას ახდენს
ინტერპერსონალური ურთიერთობები (ადამიანები ბავშვის გარშემო, განსაკუთრებით
- დედა).
ტვინის ნეიროსტრუქტურები განაგრძობს სრულყოფას და ადამიანის ფსიქიკა
სრულყოფილებას აღწევს:
1. ნეიროფიზიოლოგიური პროცესების
2. ინტერპერსონალური ურთიერთობების
3. ცხოვრებისეული გამოცდილების დაგროვება-დასწავლის
გამუდმებული ინტერაქციითა და სინთეზით.
განვითარების პროცესში მყოფი ტვინის, როგორც ურთულესი ნეირობიოქიმიური
მექანიზმის შემდგომი სრულყოფა გრძელდება:

1. ასაკობრივი ფიზიოლოგიური განვითარებით


2. ადამიანური ურთიერთობებით
3. შემეცნების პროცესებით

ეს ყველაფერი კი ქმნის ადამიანის გონებას - ფსიქიკას.


ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ტვინის სამი ფილოგენეტური სტრუქტურა


ტვინი - მოვარდისფრო-რუხი ქსოვილი. შეიცავს ნეირონულ ბადეს ათეულობით
მილიარდი ნეირონული უჯრედით.
ფსიქიკური ფუნქციონირების ნეირონულ სუბსტრატს ქმნის - მილიარდობით
უჯრედის ქსელური პრინციპით ურთიერთქმედება.

ადამიანის ტვინის 3 დონე ფილოგენეტური განვითარების თვალსაზრისით:


1. პრიმიტიული - რეპტილიური ტვინი, (ყველაზე ძველი და ყველაზე მარტივი)
ამ სტრუქტურის (ძირითადად, ტვინის ღერო და ნათხემი) ფუნქცია არის სიცოცხლის
შენარჩუნება, გადარჩენაზე ზრუნვა: ამ ნაწილით კონტროლდება სუნთქვის,
გულისცემის და სხვა მარტივი, თუმცა ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ფუნქციები. ეს
ფუნქციები ავტომატურად, ცნობიერი კონტროლის გარეშე ხორციელდება.
2. ემოციური - ძუძუმწოვრების განვითარებასთან ერთად გაჩნდა თავის ტვინში
ლიმბური სისტემა, პირველი სტრუქტურა, რომელიც მეტწილად ემოციურ-
მოტივაციურ კომპონენტების და ავტონომიური ნერვული სისტემის3 ფუნქციების
ინტეგრაციას უზრუნველყოფს. (ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციად მიიჩნევა
თვითგადარჩენისა და ბიოლოგიური სახეობის შენარჩუნების ფუნქცია)
ლიმბური სისტემის ჩამოყალიბების პირობი: ორგანიზმის ქცევის ფორმების
გართულება, ქცევის გენეტიკურად განსაზღვრული, ხისტი ფორმებიდან პლასტიკურ
(მეხსიერებასა და დასწავლაზე დაფუძნებულ) ფორმებზე გადასვლას.
3. „მოაზროვნე“ – (ყველაზე ახალგაზრდაა) ნეოკორტექსი
თავის ტვინის ქერქი წარმოდგენილია ორი დიდი ჰემისფეროთი, რომელიც
დომინანტურ როლს თამაშობს და პასუხისმგებელია ადამიანის მეტყველების,
აბსტრაქტული აზროვნების, წარმოსახვის უნარებსა და ცნობიერებაზე. ნეოკორტექსი
ძალიან მოქნილია და დასწავლის უნიკალური შესაძლებლობებით გამოირჩევა.

სამი ფილოგენეტური სტრუქტურა (ინტელექტი + ემოცია + ინსტიქტი) ერთმანეთთან


შეთანხმებულად მოქმედებს, რაც უამრავი სხვადასხვა ტიპის ნეირონული გზით
ხორციელდება.

3
ავტონომიური ნერვული სისტემის მოქმედების
მაგალითებია გულის ცემა, საჭმლის მონელება,
სუნთქვის სიხშირე, ნერწყვის გამოყოფა,
ოფლიანობა, გუგების რეფლექსური პასუხი
სინათლის ინტენსივობის ცვლილებაზე,
სექსუალური აგზნება და ა.შ
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

თავის ტვინის მარცხენა და მარჯვენა ჰემისფეროები


მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროები ნაწილობრივ განსხვავებულ ფუნქციებს
ასრულებენ.
ჰემისფეროთაშორისი ასიმეტრია წარმოადგენს არა მხოლოდ ადამიანების, არამედ
ცხოველების ტვინის ფუნქციონირების ერთ-ერთ ფუნდამენტურ კანონზომიერებას.

ჰემისფეროთა შორის განსხვავებების შესწავლის პირველი შანსი ეპილეფსიის


ქირურგიული წესით მკურნალობის დროს გამოჩნდა

„გახლეჩილი ტვინი“- ეს მეთოდი გულისხმობს კორძიანი სხეულის გადაჭრას


კორძიანი სხეული - 200 მილიონი ნერვული ბოჭკოს ერთობლიობა, რომელიც
ჰემისფეროთა შორის ინფორმაციის გაცვლას ემსახურება
ქირურგიული ჩარევის მიზანია, ხელი შეუშალოს ეპილეფსიის თანამდევი
აგრესიული ელექტრული აქტივობის ორივე ჰემისფეროზე გავრცელებას.

როდესაც პაციენტებში კორძიანი სხეული გადაჭრილია, მარცხენა და მარჯვენა


მხედველობით ველებში არსებული ინფორმაცია შესაბამისად მხოლოდ მარჯვენა და
მარცხენა ჰემისფეროებს გადაეცემა.

“გახლეჩილი ტვინის“ კვლევა:


მარჯვენა ჰემისფეროს წარუდგინეს თოვლიანი პეიზაჟი, ხოლო მარცხენას – ქათმის
ფეხის გამოსახულება.

კვლევის მონაწილეს მის წინ არსებული ობიექტებიდან ამ ორი სურათის შესაბამისი


ნივთები უნდა შეერჩია.

მარჯვენა ხელით მან მიუთითა ქათმის თავზე, ხოლო მარცხენა ხელით – თოვლის
ნიჩაბზე.

პაციენტი ამბობდა, რომ ნიჩაბი საჭიროა ქათმის ნარჩენების (და არა თოვლის)
გასაწმენდად.
რადგანაც ტვინის მარცხენა ნაწილმა კორძიანი სხეულის გადაჭრის გამო არ იცოდა, თუ
რას ხედავდა მარჯვენა ნახევარსფერო, მას უნდა აეხსნა, თუ რატომ უთითებდა მარცხენა
ხელი ნიჩაბზე, როდესაც მარცხენა ჰემისფერო ქათმის ფეხს ხედავდა.

მარცხენა ჰემისფეროს კოგნიტურმა სისტემამ შეიმუშავა თეორია, რომელსაც უნდა


გაემართლებინა სხეულის სხვა ნაწილების მოქმედება.
პატერთა ძიება - ადამიანის ტვინის ფუნდამენტური მახასიათებელი, რომელსაც ეს
კვლევა ადგენს.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

პატერნთა ძიება
არსებულის მიღმა
მნიშვნელობის ძიება

მარცხენა ჰემისფერო ცდა ცხოველებში ცდა ადამიანებში


არსებითი ტექნიკა - მნიშვნელობის წერტილი აინთება ან ზევით ნაწილში ან ქვევით, 80% ეკრანის ზედა
მინიჭების პროცესში უსაზღვრო ნაწილში ანთების ალბათობით. ცდისპირებს უნდა გამოეცნოთ სად
გენერალიზაციის მცდელობებია. აინთება ზევით თუ ქვევით.
ინტერპრეტატორია - გამუდმებით ხვდებოდნენ, რომ ზედა ნაწილში
გაცილებით ნაკლებ
ეძებს მნიშვნელობებს საგნებსა და სინათლე უფრო ხშირად ინთებოდა, თუმცა
შეცდომას უშვებენ
მოვლენებში. ეს არ აკმაყოფილებს მარცხენა
იმიტომ,რომ
ჰემისფეროს, რომელსაც სურს იპოვოს
პატერნებს (არსებულს
მიუხედავად ამისა, წარსულის აქტივობის საფუძველმდებარე ზოგადი
მიღმა მნიშვნელობას)
მაღალის სიზუსტით აღდგენის პატერნი. მხოლოდ 68% მა გამოიცნო
არ ეძებენ.
პროცესში არ არის ჩართული. სინათლის მოსალოდნელი მდებარეობა.

ცხოველებს მარცხენა ჰემისფერო არ აქვთ - შესაბამისად, არ ეძებენ პატერნებს.

მიზეზების ძიება
პრელინგვისტური ჩვილები განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენენ უჩვეულო და
მოულოდნელი პირობებისადმი. მუდამ ახდენენ უჩვეულო მოვლენის სკანირებას და
მოწყენილობას ამჟღავნებენ, თუკი აღნიშნული ფენომენი პროგნოზირებულიდან
მნიშვნელოვნად განსხვავებული არ აღმოჩნდება. შემდეგ კვლავ იწყებენ ძიებასა და
სკანირებას, სანამ სიახლეს არ აღმოაჩენენ. (ასე იყო ჰომო საპენსიც)
შეკითხვათა რიგი - „რატომ ვარ აქ? სად წავალ სიკვდილის შემდეგ? ან „როგორ
განვითარდა სამყარო?“ - ცდისეულად არ მოწმდება. მიუხედავად ამისა, პასუხები
აუცილებლად პროდუცირდება, რაც ჩვენი მარცხენა ჰემისფეროს დაჟინებულ
მოთხოვნას წარმოადგენს.
ადამიანები თავიანთ ნააზრევში კომფორტულ თავშესაფარს ეძებენ განუსაზღვრელი
მომავლით გამოწვეული შფოთვის შესამცირებლად.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ევოლუცია და ტვინი თავის ქალის ფუნქციები


ცხოველებში ადამიანებში
ბიოლოგიურ
ლინემ - ჩვენი სახეობა ჰომო საპიენსად საკვების
პრიორიტეტებზე
მონათლა. გადამუშავების
მეტად ემსახურება
ეფექტურად
განსაკუთრებული განსხვავება - ინტელექტი ფსიქიკურ
უზუნველყოფა.
ფუნქციონირებას.

ჩვენს ,,ბიძაშვილ’’ მაიმუნებთან და ზოგიერთ ჰომინინ წინაპართან ერთად,


ევოლუციის პროცესში, ფსონი მხოლოდ ერთ რამეზე დავდეთ: ტვინის გაზრდაზე.

ადამიანის ტვინის შეფარდება ბიომასასთან 8-ჯერ აღემატება ხმელეთზე მცხოვრები,


გარეული, ხერხემლიანი ცხოველების ბიომასისა და ტვინის შეფარდებას.

დარვინის მიხედვით, ლინეს მიერ შემჩნეული მსგავსებები ცხოველებს შორის, იყო


საერთო წარმომავლობისა და საზიარო წინაპრების ყოლის შედეგი.

ზომა მნიშვნელოვანია....
არისტოტელემ:
1. შენიშნა ადამიანის ტვინის არაპროპორციული სიდიდე
2. დაინტერესდა, იყო თუ არა კავშირი ამ ორგანოს სიდიდესა და ჩვენი სახეობის
გამორჩეულ კოგნიტურ უნარებს შორის.

დარვინის ჰიპოთეზა - ,,სხვადასხვა მენტალური უნარის თანდათანობითი განვითარება


ტვინის თანადროულ ზრდას გამოიწვევდა.’’ (ევოლუციურად ეს გადიდება
დაკავშირებული იყო უფრო ნატიფ ინტელექტთან, ვიდრე ეს სხვა ჰომინიდებში
შეიძლებოდა შეგვხვედროდა)

 ტვინის ზომა და კოგნიტური უნარები მჭიდროდ არის დაკავშირებული


 ტვინის ქსოვილი მეტაბოლიზმს საკმაოდ ძვირი უჯდება.
 გაზრდილმა ტვინის ზომამ, განსაკუთრებით ადამიანებში, მშობიარობისას
შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, რადგან ბიპედალიზმთან ერთად ჩონჩხის
სტრუქტურაც შეიცვალა და მენჯი დავიწროვდა
 ადამიანის ნაწლავები არაპროპორციულად განუვითარებელია, რაც შეიძლება
ენერგოვამპირი ტვინის ბრალიც იყოს
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ტვინის მთლიანი და ფარდობითი ზომა


დიდი ტვინები ასოცირდება კომპლექსურ სოციალურ ქცევასთან, უფრო დახვეწილ
და მრავალფეროვან საკვების მოპოვების უნარებთან.

 ჰეინზ სტეფანი - შეაგროვა მონაცემები ტვინის სხვადასხვა უბნის ზომების შესახებ


პრიმატებში და სხვა ძუძუმწოვრებში.
 ჯეიმს რაილინგი - ადამიანის საშუალო ტვინის ზომასა და სხვა ჰომინიდის
საშუალო ტვინის ზომას შორის დაშორება არც ისე მცირეა. (ადამიანის ტვინი- 1300
კუბური სმ. სხვა ჰომინიდების ტვინის საშუალო მოცულობა- 300-400 სმ.კუბი)
 ჯორჯ სტრაიდტერი - ტვინის მთლიანი ზომა არის კოგნიტური კომპლექსურობის
უმთავრესი დეტერმინანტი.

უფრო დიდი ტვინი მოითხოვს ისეთ სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს,


როგორიც არის ტვინის უბნების უკეთ სპეციალიზაცია, ცვლილებები სხვადასხვა
ნაწილის პროპორციებში და იმ სისტემებში, რომელიც შორ მანძილზე სიგნალების
გაგზავნას უზრუნველყოფს

ადამიანების გამორჩეული კოგნიტური


შესაძლებლობები არ აიხსნება ტვინის ზომით.

ასე რომ იყოს ვეშაპები, რომელთა ტვინის მთლიანი ზომა


ადამიანისას 6-ჯერ აღემატება, უნდა წერდნენ წიგნებს
,,ნეიროკიტოლოგიაზე’’. :) <3
+ იმ რეპტილიებს, ჩიტებსა და ძუძუმწოვრებს, რომელთაც
ერთი ზომის ტვინი აქვთ, ერთნაირი ინტელექტიც უნდა
ჰქონდეთ. რაც ასე არ არის.

ტვინისა და სხეულის ზომების პროპორციებიც არ მოგვცემს სწორ


პასუხს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ლურჯი ვეშაპის ტვინი, მისი
სხეულის წონის 0.01%-ს შეადგენს., მაშინ როცა ადამიანის ტვინი - 2%,
ზოგიერთი სახეობის თაგვის ტვინი, მისი სხეულის მასის 10%-ს
შეადგენს.

ამ ლოგიკით ადამიანზე უფრო გონიერი და განვითარებული გამოდის


თაგვი.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

პალეონტოლოგიური ტრაექტორია
ადამიანებისა და შიმპანზეების ბოლო წინაპარს, დაახლოებით იმ ზომის ტვინი
ჰქონდა, როგორიც თანამედროვე შიმპანზეს.
საწყისი განსხვავება, ჩვენს ჰომინინ წინაპარსა და შიმპანზეს წინაპარს შორის, არა
ტვინის ზომა, არამედ ტანის აგებულება იყო, კერძოდ ბიპედალიზმი.
2 მილიონი წლის წინ გაჩნდა ჰომოს გვარი და ტვინის ზომის ცვლილებებიც მოხდა.

ეს ზრდა ნაწილობრივ დაკავშირებული იყო ჩვენი გვარის ზოგად ზრდასთან, ჰომო


ერექტუსის ტვინი უფრო დიდი იყო ვიდრე სხვა ავსტრალოპითეკების, შეფარდებითაც და
მთლიანადაც.

ჩვენს წინაპრებს შედარებით მოკლე დროში, ორი მილიონი წლის წინათ,


გაუსამმაგდათ ტვინის ზომა.

ჰოლოუეი - ჰომინინების ტვინის რეორგანიზება წინ უძღვოდა მონიშნულ ექსპანსიას


/გავრცელებას, რაც განასხვავებს ჩვენი გვარის ტვინის ზომას, სხვა ჰომინიდებისგან.
ავსტრალოპითეკებიც კი, რომლეთა ტვინის ზომა გორილებისა და შიმპანზეების
ტვინის ზომას უტოლდება, უკვე ავლენდნენ ადამიანისმაგვარ ტვინის პატერნს, იმ
კუთხით, რომ კოგნიტური ფუნქციები მსგავსად დაკავშირდა და ახლებურ ცხოვრების
წესზე აისახა.

ადამიანი VS შიმპანზე
 მიუხედავად თვალსაჩინო ქცევითი და მორფოლოგიური სხვაობებისა,გენეტიკის
კვლევებმა დიდი მსგავსება აჩვენა ადამიანის და შიმპანზეს გენომს შორის.
 მორის გუდმანი - გენეტიკური მსგავსებები, მეტყველებს იმაზე, რომ შიმპანზეები და
ადამიანები ერთი გვარის (ჰომოს) წარმომადგენლები არიან. (ამ არგუმენტის
პოპულარული ფორმულირება ეკუთვის ჯარედ დაიმონდს) გენეტიკურმა
ანალიზებმა, შიმპანზეები და ადამიანები ერთმანეთს უფრო მეტად დააკავშირეს,
განსაკუთრებით სხვა მაიმუნებთან (გორილებთან, ორანგუტანგებთან) კონტრასტში
 პარადოქსია ის, რომ საკმაოდ მცირე გენეტიკური განსხვავებები არის აშკარა
საფუძველი, ექსტრაორდინალური ქცევების, ფიზიკური და ეკოლოგიური
შეუთავსებლობის.

ახლანდელი “ evo-devo ” სინთეზი, ევოლუციური თეორიისა და განვითარების


ბიოლოგიის- ფილოგენეტიკური და ონტოგენეტიკური მიდგომები ორგანიზმის
ბიოლოგიისადმი- განსაკუთრებით დამარწმუნებელ არგუმენტებს იშველიებს, იმის
შესახებ, რომ
ევოლუცია არ მუშაობს დასრულებულ გენებსა თუ მახასიათებლებზე, არამედ
განვითარებად პროგრამებზე, რომელიც არაწმოებს სახეობის ზრდასრულ წევრებს
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

პრიმატებში ზრდასრულის ტვინის ზომის ცვლილება დაკავშირებულია:


1. გახანგრძლივებულ მომწიფების პროცესთან
2. მუცლად ყოფნის დროს, სხეულის არაპროპორციულად ნელ განვითარებასთან
3. გახანგრძლივებულ ჩვილობასთან
4. გახანგრძლივებულ ტვინის ზრდის დონესთან
5. გადავადებულ სექსუალურ სიმწიფესთან
6. უფრო ხანგრძლივ სიცოცხლესთან
სხვადასხვა სახეობის ზრდასრულთა ტვინები იგება სხვადასხვა მოდელის საწყისი
სტრუქტურების გაზრდით.

ადრეული წინამორბედები განსხვავდებიან: განვითარების დროით და იმით, თუ


როგორ მწიფდებიან

სტეიდტერი - ტვინის ჰომოლოგია არ არის ყოველთვის მთავარი. რაც უფრო მეტს


ვსწავლობთ, თუ როგორ განვითარდა ტვინი, მით უფრო იკვეთება აზრი, რომ
ევოლუციას შეუძლია გააუმჯობესოს ნებისმიერი ნეირონული ატრიბუტები, დაწყებული
ემბრიონული დასაბამიდან, დასრულებული სტრუქტურული კომპლექსურობით და
ფიზიოლოგიური ფუნქციით.

სტრუქტურა მნიშვნელოვანია
კოგნიტური გამორჩეულობა არ არის დაკავშირებული ტვინის მთლიან გადიდებასთან,
იგი დაკავშრებულია ტვინის ორგანიზების ცვლილებებთან და სხვადასხვა
ნეირონული სტრუქტურების ფარდობით ზომასთან.
კომპარატივისტული ნეიროლოგები ცდილობდნენ ეპოვნათ ადამიანის ის
უნიკალური ტვინის სტრუქტურა, რომელიც ხსნის ინტელექტუალურ სხვაობას
ადამიანსა და სხვა სახეობებს შორის

 რიჩარდ ოუენი - მხოლოდ ადამიანებს აქვთ ტვინის ზოგიერთი სტრუქტურა, მათ


შორის მცირე ჰიპოკამპუსი
 თ. ჰ. ჰაქსლი - (რიჩარდს უპასუხასავით) ამ სტრუქტურებს აქვთ შესაბამისი ნაწილები,
ანუ ჰომოლოგები შიმპანზეს ტვინშიც. ისეთ უბნებსაც კი, როგორიცაა ბროკას და
ვერნიკეს უბნები, რომელიც საფუძველია ენობრივი უნარებისა, აქვს ჰომოლოგები
სხვა პრიმატების ტვინშიც.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

კომპარატივისტული ნეირომეცნიერების უმრავლესობა ასკვნის, რომ ძირითადი


გასხვავებები ადამიანებსა და სხვა პრიმატებს შორის მომდინარეობს ტვინის უბნების
პროპორციებიდან და არა ევოლუციის შედეგად გაჩენილი აბსოლუტურად ახალი
სტრუქტურებიდან.

ერნს მეირი, ,,პრე-ადაპტაცია“ - ადამიანის კოგნიტური უნარების უმეტესობა აღმოცენდა


არსებული სტრუქტურების მოდიფიკაციის და მათი დანშნულების გადასხვაფერების
შედეგად.

მრავალი მკვლევარი ამტკიცებს, რომ გამორჩეული კოგნიტური უნარები ადამიანებში,


ნაწილობრივ დაკავშირებულია ფარდობითი ზომის ცვლილებასთან, რამაც
ნევროლოგიური ბალანსი დაარღვია ტვინში.

უბნების შეცვლილი პროპორციები გახდა მიზეზი, ადამიანისთვის, პრობლემების


გადაჭრის უფრო კომპლექსური უნარების გაჩენისა და ასევე, ინსტინქტურ ქცევაში
ჩარევის შესაძლებლობისა.

ნეოკორტექსის რუხი ნივთიერების წილი, მედულას


ზომასთან შედარებით, შიმპანზეების ტვინში არის 30:1,
არაპროპორციული
ხოლო ადამიანებში, ეს წილი არის 60:1. გვაჩვენებს ჩვენი
ნეოკორტექსი
ნეოკორტექსის არაპროპორციულობას, ტვინის სხვა
ნაწილებთან შედარებით
ტვინის ზოგიერთი
ადამიანს უფრო პატარა აქვს, ვიდრე შიმპანზეს და
ნაწილის განვითარება
გამარტივებულია მისი კონფიგურაციაც. სხვა პრიმატებსაც
რეგრესისკენ წავიდა.
შედარებით შემცირებული აქვთ ტვინის ეს უბანი, სხვა
მაგ: სუნთქვის
ძუძუმწოვრებთან შედარებით.
ბოლქვები
ადამიანის ვიზუალური კორტექსი შიმპანზეს ტვინის
ვიზუალური
რელევანტურ უბანს თითქმის ორჯერ აღემატება გაზრდილი
კორტექსი
თხემის წილის ხარჯზე, რაც ევოლუციის პროცესში
(ჰოლოვეის მიხედვით)
მიმდინარე „გადანაწილებების“ შედეგი უნდა იყოს

პრიმატების ტვინი ავლენს ვიზუალური სიმახვილის განვითარებას, ხოლო ადამიანის


უპირატესობა კი ლოკალური ვიზუალური ინფორმაციის ინტეგრირებაა გლობალურ
სივრცულ და დროით მთლიანობაში
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ჰემისფეროების გამოკვეთილი ასიმეტრია


თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ ადამიანის ტვინი სხვანაირად გადაეწყო.
დადებითი შედეგი უარყოფითი შედეგი
ჰემისფეროების სპეციალიზაციამ ასიმეტრიული სპეციალიზაციის გამო
შეზღუდა მხოლოდ ცალკეული ტვინის ჩვენ უფრო მოწყვლადები ვართ
უბნის აქტივობა, შესაბამისად, დაზიანებების მიმართ, რადგან ერთ
გაამარტივა და დააჩქარა ნეირონული ჰემისფეროს უჭირს დაზიანებული
კავშირი. ნაწილის კომპენსირება

კავშირები მნიშვნელოვანია (ადამიანის ტვინის უბნებს შორის კავშირი)


ტვინის ან მისი უბნის ზომის ცვლილება არ აუმჯობესებს მის ფუნქციონირებას.
ყველაზე მნიშვნელოვანია სპეციალიზაცია და კავშირები.
დიდი ზომის ტვინის უარყოფითი მხარეები, („დიზაინის პრობლება“):
1. დაკავშირებულ წერტილებს შორის დისტანცია იზრდება და ნელდება კავშირი.
გაზრდილი ნეოკორტექსის დისტანციის პრობლემას ძუძუმწოვართა ტვინი უმკლავდება
მეტი ნაკეცების წარმოქმნით,ჰემისფეროებისა და უბნების სპეციალიზაციით.

ადამიანის ტვინში ამის გამოხატულებაა 150-მდე განცალკევებული უბნის არსებობა


2. დიდი ზომის ტვინი არ ნიშნავს უფრო დიდ ნეირონებს, არამედ უფრო მეტ
ნეირონს.
ნეირონების რიცხვის ზრდასთან ერთად თითოეული ნეირონი უფრო მცირედი
პროპორციით უკავშირდება მთლიანს. ფარდობითი კავშირი იკლებს და დიდი ტვინის
უბნები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან, ეძლევათ საშუალება სპეციალიზირდნენ,
განსხვავდნენ და გახდნენ ,,პატარა სამყაროები’’ ნეირონულ ქსელში
მომატებული იზოლაციის საპირისპიროდ,
აქსონური4 კავშირების (თეთრი მატერია) წილი ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე
ნეირონების (ნაცრისფერი მატერია) რიცხვი. თეთრი, მაკავშირებელი მატერიის ზრდა
არ უშლის ხელს ნაცრისფერი მატერიის ზრდას და მიუხედავად იმისა, რომ დიდი ტვინი
არაპროპორციულად მოიცავს თეთრ მატერიას, ის მაინც საფუძვლიანადაა
დაკავშირებული.

4
აქსონი – ნეირონის წაგრძელებული ბოჭკო, რომლის გასწვრივაც ნერვული იმპულსები ვრცელდება
სომიდან ცენტრალური ბალთისაკენ.
რაც უფრო გრძელია აქსონი, მით სწრაფად გადაიცემა ნერვული იმპულსები.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ტერენს დეკონის „გადანაცვლების ჰიპოთეზა“ (“კავშირების შეჭრა“)


ტვინის უბნები, რომლებიც არაპროპორციულად გაიზარდა ევოლუციის გზით,
მიდრეკილია, რომ მოახდინოს კავშირებითი შეჭრა და მოამარაგოს ნერვებით ის
უბნები სადაც მანამდე ასეთი რამ არ ყოფილა.
დეკონის წესია: ,,დიდი უდრის უკეთ დაკავშირებულს.’’
გადიდებული ტვინის უბნები კავშირებს აბამენ ისეთ უბნებთან, რომელთანაც
წინაპრების ტვინებს კავშირები არ ჰქონიათ

ედელმანი - ტვინის დაკავშირებულობის ცნების გააზრება აუცილებელია ადამიანის


ცნობიერების კვლევისათვის.
ტვინის ასოციაციური ნაწილები - არეალები, რომელთაც პირდაპირი კავშირი არ აქვთ
სენსორულ თუ მოტორულ სისტემებთან, მაგალითად, შუბლისწილი.
ტვინის ასოციაციურ ნაწილებში შექცევადი კავშირების არსებობა ჩვენს ტვინს
აღჭურვავს კოგნიტური ინტეგრაციის ისეთი კომპლექსური ფორმებით, როგორებიცაა
თვითგაცნობიერება, შეფასება და სხვა.

აღქმის დაღმავალი პროცესები - ზემოდან ქვემოთ. ერთვებიან როცა პერცეპტულ


გამოსახულებაზე გავლენას ახდენს წარსული ცოდნა, მოტივაცია და სხვა. გონებრივი
პროცესები- იდენტიფიკაცია/ცნობა-აღქმის ფორმირება
ქვედა დონის ფუნქციები - ცოდნა, გაგება და გამოყენება

ამ ორის: ზემოდან ქვემოთ მიმართულ სტიმულებსა და ქვედა დონის ფუნქციების


დათრგუნვას ხელს უწყობს გაზრდილი ნეოკორტიკალიზაცია და ნეოკორტექსის მიერ
სხვა უბნებთან კავშირის პროპორციული გაძლიერება და გავრცელების არეალის ზრდა
მაგალითად:

ცნობიერ კონტროლს ნაკლებდამოკიდებული, ავტომატური ნერვული სისტემის


გააქტიურება, როგორიცაა ნელი სუნთქვა ან ვიზუალური არის გამოყენება გონებრივი
სიმულაციების შესაქმნელად ან შიშისა და არასასიამოვნო შეგრძნებებისათვის
ყურადღების არმიქცევა.
ნეოკორტიკალური ანომალიების არსებობა ინდივიდებში შესაძლოა გამოვლინდეს
შფოთვითი აშლილობით,რაც გამოწვეულია თვითრეგულაციური მექანიზმის
მოშლით
შექცევადი კავშირის არსებობა ტვინს საშუალებას აძლევს, რომ უკეთ დააჯგუფოს და
გააერთიანოს საკუთარი ნერვული რესურსები მრავალმხრივობითა და სწავლის უნარით
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

პლასტიკური დიდი ტვინი

მცდარი მოსაზრება ჭეშმარიტი მოსაზრება


ისეთი კომპლექსური და ნელა
ინსტინქტები და უნივერსალურად
ჩამოყალიბებადი ტვინი, როგორიც ჩვენ
გაზიარებული თვისებები „მკაცრად
გვაქვს, უკეთ გაიაზრება „მოქნილად
დაქსელილი“ (“hard-wired”) და
დაქსელილი“ (“ wet-wired”), პლასტიური
ფიქსირებულია
სელექციური პროცესით.

ტვინის ფორმირებას სჭირდება დიდი რაოდენობით არაგენეტიკური ინფორმაცია,


მათ შორის მისი ჩამოყალიბება ხდება თავად ტვინთან, მთლიან სხეულთან და
გარემოსთან ინტერაქციის პროცესში.

ედელმანი - გენეტიკური ინფორმაცია არასაკმარისი მოცემულობაა ტვინის


სტრუქტურისათვის
„ნერვული ჯგუფური შერჩევით“ - გადარჩევა, რომლის დროსაც აქტიური სინაპტიკური
კავშირები ნარჩუნდება, ხოლო გამოუყენებელი ბმები სუსტდება და მიილევა, ქრება
(ან ფარული ხდება).
ემბრიონული განვითარების ეტაპზე ტვინი იმდენ ნეირონს აწარმოებს, რომ
ზრდასრულობის პერიოდისთვის ნეირონული უჯრედების წარმოების პიკური
ოდენობიდან მხოლოდ 20%-დან 80%-მდეა შემორჩენილი, დანარჩენი კი ნადგურდება
უჯრედული კვდომის ბუნებრივი პროცესის შედეგად. (ამით იმართება ნერვული
კავშირების ადრეული ჭარბი წაროება)

ნერვული უჯრედების განვითარება:


ძუძმწოვრებში იწყება ძალიან ადრე, განვითარების ადრეულ ეტაპზე
არაპროპორციულად დიდია, ხოლო შემდეგ ანელებს ზრდის ტემპს და საბოლოოდ
წყვეტს ცხოველის მოწიფულობის ასაკის მიღწევისას.
თევზებში, ფინველებში და რეპტილიებში - ტვინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში
იზრდება.

პრიმატების ტვინი - დიდი ხნის განმავლობაში განაგრძობს ზრდას, რაც მჭიდრო


კავშირშია ორგანიზმის მომწიფების პროცესის გაძლიერებასა და შეფერხებასთან
ადამიანის ტვინი - შედარებით სწრაფად იზრდება, რაც დიდწილად გამოწვეულია
ადრეულ პერიოდის სწრაფი ზრდის ხანგრძლივობით. ადამიანის ტვინი დაბადების
შემდეგ ზომით სამჯერ იზრდება იმ დროს, როცა პრიმატების ტვინის ზომა მხოლოდ
ორმაგდება. (ჩვენი ტვინები დაბადებისას საკმაოდ განვითარებულია)
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ზრდის სწრაფი ტემპის შენარჩუნება ადამიანის ტვინს ხდის გარემოზე


მეტად მორგებულსა და სწავლებისკენ მიდრეკილს.
რუზი - ადამიანურ და სხვა ტვინებს შორის სხვაობას, შესაძლოა იწვევდეს სინაფსების
ფორმირებისას მომხდარი გენეტიკური მოდიფიკაცია და მეტაბოლური ენერგიის
რაოდენობა, რომელიც ადამიანის ტვინს საშუალებას აძლევს თავის ზომასთან
შედარებით ბევრად მეტი ენერგია მოიხმაროს. (+ ტვინი აქტიურია, მოქნილია და
ინდივიდუალურ დონეზე ევოლუციამ წარმოქმნა ცვლილება განვითარების მრავალ
დონეზე, დაწყებული მთლიანი ზომით, დამთავრებული უჯრედული სტრუქტურით )

არა მხოლოდ ტვინი


რიჩარდსონი - მხოლოდ ადამიანის გონება არ წარმოქმნის ინტელექტს.
ადამიანის გონების ყველა თავისებურება არ მომდინარეობს პირდაპირ ჩვენი
გენებიდან. ტვინის განვითარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
ბავშვობის პერიოდს.
ანატომიური, მაკავშირებელი და მოლეკულური თავისებურებები, რომლებიც ჩვენს
სახეობას გადმოეცა, გვეხმარება გავიაზროთ ორი რამ:
რატომ გადაარჩია და განავითარა ევოლუციამ ესა თუ ის მახასიათებელი?

რა გავლენას ახდენს ეს ევოლუციური მემკვიდრეობა ჩვენს ადაპტაციურ


შესაძლებლობებზე?

მარტივი ევოლუციური მოდელი - გარემო ბუნებრივი გადარჩევის გზით ორგანიზმებში


განაპირობებს ადაპტაციას
ნიშის შექმნის მოდელი - სახეობის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გავლენა მოახდინონ
გარემოზე, შესაბამისად, იმაზეც, თუ როგორი ძალით იმოქმედებს მათზე ბუნებრივი
გადარჩევა. წრებრუნვა ქცევიდან - გარემოში და შემდეგ - ბუნებრივი გადარჩევისკენ

„ორმხრივი მემკვიდრეობა“ / „გენი-კულტურის თანაევოლუცია“ - ბიოლოგიური და


კულტურული მემკვიდრეობები თანაბრად განსაზღვრავს ერთმანეთს.
„სამმაგი სპირალის“ მოდელი - მოიცავს გენს, ორგანიზმსა და გარემოს
ევოლუციის „ოთხი განზომილება“ - გენეტიკური, ეპიგენეტიკური, ქცევითი და
სიმბოლური განზომილებები

დასკვნა: გენები არის მემკვიდრეობითობის ერთადერთი მექანიზმი


ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ოდლინგ-სმი - (სამდანაყოფიანი ან ორდანაყოფიანი მოსაზრების კრიტიკა) რთულია


ზღვარის დადგენა. მაგალითად, კულტურის აბსტრაქტული გამიჯვნა ეკოლოგიისგან
ხელოვნურად გამოიყურება.ცეცხლის გამოყენება, თამაშის დაგეგმვა, ხეებისა და
მცენარეების შერჩევითი გაჩეხვა,ადამიანის საარსებო გარემოსთან დაკავშირებული
ტექნიკები - ეს ყველაფერი კულტურასა და გარემოს შორის ზღვარს ოდნავ აბუნდოვნებს.
კენდალი - („ნიშის“ შესახებ) ის არის ერთგვარი ნეიტრალური ამხსნელი მექანიზმი,
რომელიც არ გვთავაზობს მკაცრ გამიჯვნას გარემოს ჩარევასა და ორგანიზმის
ენდოგენურ, ანუ შინა პროცესებით წარმოებულ ძალისხმევას შორის. ამგვარი ტიპის
ამბივალენტურობა განსაკუთრებით გამოსადეგია ტვინის ევოლუციური განვითარების
კომპლექსური პროცესის გასაგებად

DA MAINC, ROGOR MOXDA ADAMIANIS TVINIS EVOLUCIA?


დეკონის აზრით - ძუძუმწოვრებში შედარებით მყარი ალომეტრიული5
ურთიერთობა სხეულსა და ტვინის ზომას შორის „ასახავდა ყოვლისმომცველი
ევოლუციური ინტელექტის ან მეტაბოლიზმის ეკონომიას, რომელიც
ვრცელდება სხვადასხვა ადაპტაციასა და ზომებში.

ევოლუციური მონაპოვარი, რომელიც ინტელექტუალური


განვითარების სახით ვლინდება, მეტაბოლური ან სხვა ტიპის
საფასურს მოითხოვს.
ბარბარა ფინლი- ჩვენ გვაქვს „ძალიან ბევრი თეორია, რომელთაგანაც
ნაწილობრივ მაინც ყველა მართებულია“.

სოციალური ინტელექტი
ჰომინინების თავის ტვინის ზომის ზრდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ახსნა:
"მაკიაველური გონიერება" / "სოციალური ინტელექტის" ჰიპოთეზა - გაზრდილი
გონიერება საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად უფრო ხელსაყრელია,
ვიდრე გარემოსთან შესაგუებლად
თეორია დაშენებულია ჰამფრის იდეაზე.
სოციალური გადარჩევის წვლილი დიდია: იარაღის გამოყენებიდან დაწყებული,
ორგანიზებული ნადირობით დამთავრებული - იმ დონემდე ვერ განავითარა ადამიანის
ტვინი, როგორც სოციალურმა ინტელექტმა

5
ალომეტრია -სხეულის ნაწილების არათანაბარი ზრდა ორგანიზმის ინდივიდუალური
განვითარების პროცესში
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

ნეიროანთროპოლოგიური კვლევები გვეხმარება ადამიანის ტვინის ევოლუციაში


მიმდინარე პროცესების გარკვევაში, მათ შორის, თუ როგორ აყალიბებს იგი დინამიური
ტვინის განვითარებისა და კოგნიციის სოციალურად ხელსაყრელი ფორმების
საშუალებით კულტურულ განსხვავებულობას.

ნერვული დინამიურობის კომპლექსურობით ადამიანებმა მიაღწიეს „მორგებულობის“


(“fitness”) იმ ხარისხს, რომელიც ღიაა განვითარებისთვის, სოციალური
გამოცდილებებისა და კულტურული კონტექსტებისთვის.

კულტურა და კოგნიტური სტილი


ჟან-პიაჟე - განათლებას შეუძლია მცირე ბიძგი მისცეს განვითარებას, თუმცა მას არ
შესწევს უნარი ფუნდამენტურად შეცვალოს გონებრივი სტრუქტურები. ფორმალურ
განათლებას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ინდივიდები კოგნიტური
განვითარების მეოთხე ანუ ფორმალური ოპერაციების დონეზე არიან.

კონტექსტისგან დამოუკიდებელი vs კონტექსტზე დამოკიდებული


(ვიტკინი)

კონტექსტისგან დამოუკიდებელი კონტექსტზე დამოკიდებული


უფრო სწრაფად ახდენენ რთულ ფიგურაში მარტივი უფრო ნელა ახდენენ რთულ ფიგურაში მარტივი
ფიგურის იდენტიფიცირებას ფიგურის იდენტიფიცირებას
სინთეზური(გლობალური) აღქმა ანალიტიკური აღქმა

მიმართავენ ანალიტიკურ, დანაწევრების ტენდენციას უჭირთ ნაწილების გამოცალკევება მთელისგან


(ტენდენცია აქვთ აღიქვან ტყე და არა ცალკეული ხე)
უფრო გამოცალკევებულია, მიდრეკილია მოცემული უფრო მეტად სენსიტიურები სოციალურ
გარემოს/სტიმულის რესტრუქტურირებისკენ6, თუმცა მიმნიშნებლებლების მიმართ. ინტერესდებიან
ნაკლები ინტერპერსონალური კომპეტენციების იმით, თუ „რას ამბობენ სხვები“. მათ უყვართ სხვა
ფლობის ფონზე. ადამიანების გარემოში ყოფნა
თუ ოჯახში წახალისებულია ბავშვის ავტონომიურობა, მშობლის ავტორიტეტისადმი მორჩილება და
ამ ოჯახში მეტი ალბათობით კონტექსტისგან იმპულსების გარეგანი კონტროლი ზრდის
დამოუკიდებელი ბავშვები გაიზრდებიან. კონტექსტზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების
ალბათობას.
საზოგადოებაში, სადაც კონფორმულობაზე საზოგადოებაში, რომლებშიც ავტონომიურობაა
(ადამიანების ტენდენცია მოერგონ სოციალური წახალისებული, მაღალი იქნება კონტექსტზე
გარემოს სხვა წევრების ღირებულებებს) კეთდება დამოკიდებულთა რიცხვი.
აქცენტი, უფრო მეტია კონტ. დამოუკიდებელი.

6
რესტრუქტურირება – გულისხმობს პაციენტის სწავლებას განარჩიოს შფოთვის გამომწვევი აზრები და
ჩაანაცვლოს ისინი რაციონალურად (ღმერთო დაგვეხმარე, რა სიტყვებია)
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

მოკლედ რა არის ეს კონტექსტზე დამოკიდებული/დამოუკიდებელი.


კონტექსტზე გამოუკიდებელი არის ის, ვინც ხაზის ვერტიკალურ მდგომარეობას ჩარჩოს
პოზიციისგან დამოუკიდებლად,ხოლო ვინც ხაზის მდგომარეობას განსაზღვრავდა
ჩარჩოს პოზიციასთან მიმართებით, ის არის კონტექსზე დამოკიდებული

ვიტკინის აზრით კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის


ტენდენციები ბავშვის აღზრდის განსხვავებული პრაქტიკების შედეგს
წარმოადგენდა.
კოგნიტური სტილის მიხედვით მნიშვნელოვანი სხვაობა დაფიქსირდა
მექსიკელ და ამერიკელ, კუბელ და ამერიკელ, პერუელ და ამერიკელ,
მექსიკური წარმოშობის ამერიკელ და ანგლო-ამერიკელ ბავშვებს შორის.
კოგნიტურ სტილზე გავლენას ახდენს:

1. კულტურა
2. აღზრდა
3. სოციოეკონომიკური სტატუსი
დაბალი სოციოეკონოკური სტატუსის მქონე ინდივიდები - კონტექსტზე დამოკიდებული
4. ასაკი
ასაკის მატებასთან ერთად იზრდება კონტექსტზე დამოკიდებულების ხარისხი
5. სქესი
მამრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად იყვნენ კონტექსტისგან
დამოუკიდებლები, თუმცა შემდეგ ეს მონაცემები სხვადასხვა კულტურაში შეადარეს.
აღმოჩნდა, რომ სქესთა შორისი სხვაობა მეტად თვალსაჩინოა იმ კულტურებში,
რომლებშიც ავტონომიურობა არ არის წახალიებული.

ასეთ კულტურებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლები არიან შეზღუდული. ამით


შეიძლება აიხსნას მათში კონტექსტზე დამოკიდებულების კოგნიტური სტილის
გავრცელებულობა.
იგივე შეიძლება ითქვას სოციოეკონომიკურ სტატუსსა და ასაკზე.

როგორც დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, ისე ხანდაზმულობა ზრდის სხვაზე


დამოკიდებულების ხარისხს, რაც მათ კოგნიტურ სტილზეც აისახება.
ტვინი, ფსიქიკა და კულტურა Atsar20

კონტექსტზე დამოკიდებულება-დამოუკიდებლობის გავლენა სწავლების


პროცესზე
ქულების მიხედვით, კონტექსტისგან დამოუკიდებლობა კორელირებს მაღალ
მათემატიკურ მიღწევებთან (Vaidya & Chansky, 1980).
კონტექსტისგან დამოუკიდებლები მათემატიკის გაკვეთილზე უფრო მეტს
სწავლობდნენ, როცა ხელმძღვანელობა/დახმარება იყო მინიმალური, ხოლო
დამოუკიდებელი აღმოჩენების შესაძლებლობა მაქსიმალური. კონტექსტზე
დამოკიდებულები კი გაცილებით ეფექტური იყვნენ მაქსიმალური სუპერვიზიის
შემთხვევაში

ჯეიმსის კვლევის მიხედვით, კონტექსტისგან დამოუკიდებელი მასწავლებლები უფრო


მაღალ ქულებს უწერდნენ კონტექსტისგან დამოუკიდებელ მოსწავლეებს, მაშინ როცა
კონტექსტზე დამოკიდებული მასწავლებლები - კონტექსტზე დამოკიდებულ
მოსწავლეებს.
(MUSSER)

საგანმანათლებლო პირობები, საგანმანათლებლო პირობები,


რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანია რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანია
კონტექსტისგან დამოუკიდებელი კონტექსტზე დამოკიდებული
მოსწავლეებისთვის, თუმცა გამომწვევ მოსწავლეებისთვის, თუმცა
ხასიათს ატარებს კონტექსტზე გამომწვევია კონტექსტისგან
დამოკიდებულითათვის: დამოუკიდებელი მოსწავლეებისთვის:

დამოუკიდებელი სასწავლო გარემოს სოციალური სასწავლო გარემოს შექმნა.


შექმნა.
კონტექსტზე დამოკიდებული
აღმოჩენებზე დაფუძნებული სასწავლო მოსწავლეების დაწყვილება
მიდგომის გამოყენება. კონტექსტისგან დამოუკიდებელ
დიდი რაოდენობით სხვადასხვა მოსწავლესა თუ მასწავლებლებთან.
მასალის მიწოდება; განსხვავებული სტრუქტურირებული მასალის
წყაროების დასახელება.
მიწოდება.
ავტონომიურობის, თვით-
გასაგები მიმართულების მიცემა და
ინსტრუქციების წახალისება.
მაქსიმალური დახმარება. ინტენსიური
მინიმალური სუპერვიზია/დახმარება და უკუკავშირის გამოყენება.
მიმართულების მიცემა.
ორგანიზებული მასალის გრაფიკული
სქემების, ცნებების რუკების , სქემის/ჩარჩოს წარდგენა.
გონებრივი იერიშის გამოყენება.
მაგალითების მოყვანა. სწავლის
პროცესში შეკითხვების ხშირი დასმა.
რიდერი I
ტვინი, ფსიქიკა და კუტურა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია
ATSAR20

კოგნიტური უნარი vs კოგნიტური სტილი

კოგნიტური უნარი კოგნიტური სტილი


მიემართება კოგნიტური აქტივობის მიემართება სწავლების მანერასა და
შინაარსსა და დონეს ფორმას
შეგვიძლია განვიხილოთ
გულისხმობს კომპეტენციებს მიდრეკილებების/მისწრაფებების
ტერმინებში
უნიპოლარულ სკალაზე შეგვიძლია
ბიპოლარულია (ვიზუალური vs
წარმოვადგინოთ (ნაკლები უნარი vs მეტი
ვერბალური)
უნარი)
ერთ-ერთ პოლუსს უფრო მეტი სკალის არც ერთი პოლუსი არ არის
ღირებულება ენიჭება მეორეზე უკეთესი
ინდივიდს აძლევს შესაძლებლობას განსაზღვრავს იმ გზას, თუ როგორ
შეასრულოს ამოცანა შესრულდება ეს ამოცანა.

You might also like