You are on page 1of 5

სოფიო ბაგაური

დავალება#1
სამეცნიერო ტექსტი
მიზანშეწონილობის პრობლემა: მექანიზმი და ვიტალიზმი_ორგანიზმი როგორც
მთლიანი მოქმედობს, იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს ზემოქმედებას; და
ამის შესაძლებლობას მას როგორც ზემოთ დავინახეთ, მისი საოცარი ანატომიური და
ფიზიოლოგიური თავისებურება აძლევს. მაგრამ ამ მთლიან მოქმედებას მხოლოდ იმ
შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ რომ იგი მიზანშეწონილად წარიმართებოდა, ე.ი.
თუ რომ იგი ორგანიზმს მისი მოთხოვმილებების დაკმაყოფილებისა და გარემოსთან
საზოგადოდ უკეთ შეგუების შესაძლებლობას მისცემდა. ჩვენ ვიცით, რომ ცოცხალი
ორგანიზმის სწორედ ასეთი მიზანშეწონილი მოქმედების უნარი ახასიათებს:
უამისოდ იგი დაიღუპებოდა, უამისოდ სიცოცხლე საზოგადოდ შეუძლებელი
იქნებოდა, უამისოდ მის მოქმედებას აზრი არ ექნებოდა. და აი იბადება საკითხი:
როდის არის ეს მიზანშეწონილი მოქმედება შესაძლებელი? როგორ ახერხებს
ორგანიზმი ამას? ამ ძველადძველ საკითხზე ორი განსხვავებული პასუხი იყო დღმდე
ბურჟუაზიულ მეცნიერებაში გავრცელებული: მექანისტური და ვიტალისტური.
თანახმად მექანისტური შეხედულებისა, ორგანიზმის მოქმედებას წმინდა
მექანიკური კანონზომიერება განსაზღვრავს: ორგანიზმი ნამდვილი მანქანაა, რომლის
მუშაობაც გარედან მომდინარე ზეგავლენაზეა დამოკიდებული.
ბიბლიოგრაფია
(უზნაძე1940,109გვ)

უზნაძე, დიმიტრი 1940. სამეცნიერო ნაშრომი. ელექტრონული


წიგნი-https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/dimitri-uznadze-V-III.pdf .

მოცემული დავით უზნაძის სახელმძღვანელოს ტექსტი არის სამეცნიერო სტილის


ნაშრომი. ტექსტში ნამდვილად ჩანს ლაკონურობა, ავტორი მოკლედ და ნათლად
წარმოაჩენს სახელმძღვანელოს მთავარ არსს. მისი მიზანიც ეს არის სამეცნიერო
ტექსტი გადმოგვცეს ისე რომ თავისი აზრითა და გადახვევებით ტექსტიდან არ
დაკარგოს მისი ძირითადი დანიშნულება. ამასთნავე ტექსტი არის შედგენილი
მკარცრად განსაზღვრული ფორმატით, „მექანიზმი და ვიტალიზმი_ორგანიზმი
როგორც მთლიანი მოქმედობს, იგი როგორც მთლიანი უპასუხებს გარემოს
ზემოქმედებას;“1 აგრეთვე ამ აბზაცში და ტექსტის თითოეულ ნაწილში ჩანს
სამეცნიერო სტილისათვის დმახასიათებელი ობიექტურობა და ნეიტრალურობა,
რადგან არ იკვეთება ავტორის ინდივიდუალიზმი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე,
იგი თავს არ გვახვევს თავის აზრსა და დამოკიდებულებას, რაც საჭიროა მსგავსი
ნაშრომისათვის. და კიდევ ტექსტის მნიშვნელოვნება და გადამოწმებადობა ცხადად
ჩანს, მართლაც, მთავარი აქ მისი აზროვნული მხარეა, ტექსტი მნიშვნელოვანი და
საიტერესო მხარეებით გამოირჩევა, რაც მას ანიჭებს ასევე ერთ დამახასიათებელ
სტილს, ორიგინალურობას.

1
უზნაძე, დიმიტრი, 1940, „განწყობის ფსიქოლოგია“ .
#2
არასამეცნიერო ტექსტი
ფეხები უკან მრჩებოდა, მაგრამ რა მექნა, ასე იყო საჭირო- მივდიოდი კაცთან,
რომელსაც ძალიან უყვარდა. დაღმართებში ჩავდიოდი, ქუცა მოყინული იყო და ისე
ძალიან აღარ მისხლტებოდა ფეხი. მაინც ფრთხილად ჩავდიოდი, და ხანდახან ის
ეუეცრად წამომივლიდა: „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“უგუნებოდ ვიყავი,
რა სათქმელია - გამქარებული ვიყავ.. და ვიღავც ქალი რომ წაიქცა, ცოტათი
გამომიკეთდა გუნება- გავიღიმე. მაგრამ ნაცნობ ფოტოკაბინეტს რომ მივადექი, ისევ
ავწრიალდი, გავნერვიულდი, მთქნარება ამიტყდა. ოთახში სინათლე ენთო, ღონე
მოვიკრიბე, ენერგიულად შევაღე კარი და შევცბი- არავინ იყო. პატარა ხანს
გაოცებული ვიდექ, სანამ მოგუდული ხმა არ შემომესმა: „ახლავე გამოვალ, სურათებს
ვბეჭდავ...“ მივაყურე და ვიწრო კარი დავინახე, სწორედ იქიდან მომესმა ხმა.
სავარძელზე ჩამოვჯექი, ვიიცდიდი. ცუდია, როცა იმას ელოდები, ვისი ,დანახვაც
არ გსიამოვნეს ,კედლებს მოვავლე თვალი, სურათებიდან უმთავრესად მე
მიმზერდნენთავი, ზოგს კი განზე ექცია პირი, ანდა თავი ნაზად დაეხარა,
ყველაზემეტად სათვალიანი ბავშვის დაჟინებული მზერა არ მესიამოვნა.
ბიბლიოგრაფია
(დოჩანაშვილი 2015,5)

დოჩანაშვილი, გურამი 2015. სახელმძღვანელო „კაცი რომელსაც ლიტერატურა


ძლიერ უყვარდა“.

მოცემული არასამეცნიერო ტექტი არის მხატვრული სტილის,გამომდინარე აქედან


მას ახასიათებს სტილის მრავალგვარობა და ამავდროულად გვხვდება პირიანი
კონსტრუქციები, რაც დამახასიათებელია მხატვრული ტექსტისათვის. ტექსტში
ავტორის ინდივიდუალიზმი ირძნობა მის განსხვავებული მწერლობისა და
გადმოცემის სტილში, ხოლო ემოციურობა და ექსპრესიულობა თითოეულ აბზაცში
იგრძნობა, „ვისთან მივდივარ! რა ჯანდაბა მინდა!..“2 რადგან ავტორის მოცემული
ტექსტი გამოირჩევა ემოციურად დატვირთული შინაარსით, რაც მეტ საშუალებას
იძლევა მკითხველის ყურადღება მიიქციო. ამასთანავე ისეთი მახასიათებლები,
როგორიცაა ხატოვანი გამონათქვამები, სიტყვათქმნადობა და მხატვრული ხერხების
სიჭარბე წარმოადგენს ლიტერატურულ ხრიკსა თუ ხერხს შეძლო და დაიპყრო
მკითხველის გონება და შმდგომ შთააგონო მას შენი მთავარი სათქმელი. ამასთანავე
მხატვრული სტილის კიდევ ერთი მახასიათებელია ქვეთავების გამოყოფა, რაც
საინტერესოსა და მეტად ორგანიზებულ იერსახეს უქმნის ნაშრომს.

2
დოჩანაშვილი, გურამი 2015, „კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“.

You might also like