You are on page 1of 6

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი


I კურსის სტუდენტი
ლიზი ბოლქვაძე

ფილოსოფიის შესავლი
რეფერატი

,,რა არის ადამიანი“

ხელმძღვანელი: გიორგი გრიგოლაშილი

2023
,,რა არის ადამიანი“
ამ უზარმაზარ სამყაროში უამრავი ელემენტი და დეტალია გაერთიანებული, სადაც
უამრავი ცოცხალი თუ არაცოცხალი არსება ცხოვრობს.ჯერჯერობით ჩვენთვის
შესწავლული არსებებიდან გამომდინარე ვიცით, რომ კონკრეტულად ჩვენს პლანეტაზე
სხვადასხვა ცხოველებთან და მცენარეებთან ერთად ცხოვრობენ და არსებობენ
ადამიანებიც. ჩვენ, ყველანი ადამიანები ვართ ჩვენი ცხოვრებით, ხასიათებითა და
თვისებებით. გვაქვს მიზნები და მისწრაფებები, რომლისკენაც ვისწრაფით, გვაქვს
გრძნობები და ემოციები, რომლებიც ხშირად გვაბრკოლებს, მაგრამ საბოლოოდ, რომ
დავფიქრდეთ ვინ ვართ ჩვენ? ვინ ან რა არის ადამიანი? არსება, რომელიც იბადება,
იზრდება, ბერდება და შემდგომ კვდება? ალბათ, გასაკვირიც არ იქნება თუ ვიტყვით,
რომ ეს საკითხი ერთ-ერთი აქტუალური საკითხია მეცნიერებსა და მოაზროვნეებს
შორის,რომლის შესახებაც მსჯელობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება და
დღემდე არ გვაქვს ზუსტი პასუხი რა არის ადამიანი?

მაშასადამე, ფილოსოფიის ყველა მთავარი პრობლემა შეგვიძლია დავიყვანოთ ერთ


შეკითხვამდე: ,, რა არის ადამიანი და რა მეტაფიზიკური ადგილი უკავია მას ყოფიერთა
მთელში, სამყაროს და ღმერთის მთლიანობაში“? აქედან გამომდინარე მაქს შელერი
(1874-1929) აგრძელებს ანტიკური ფილოსოფიის ტრადიციას, რომლის მიხედვითაც
ადამიანი განსაზღვრა, როგორც მიკროკოსომოსი. ჯერ კიდევ ძვ.წ V საუკუნეში
პროტაგორამ წამოაყენა პრინციპი: ,, ყველაფრის საზომი - არსებულთა როგორც
არსებულთა, და არარსებულთა როგორც არარსებულთა არის ადამიანი“. ესეიგი,
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანში გაერთიანებულია ყოფიერების ყველა შრე და ფენა,
რის შედეგადაც მივდივართ დასკვნამდე, რომ ადამიანი არის ღმერთისა და სამყაროს
დამაკავშირებელი ცენტრი.

ჩვენთვის ნაცნობი მოაზროვნეებიდან, მაგალითად არისტოტელე ამბობდა, რომ: ,,


ადამიანი არის პოლოტიკური ცხოველი“ ან ,, ადამიანი არის სოციალური ცხოველი“.
ორივე მათგანი ერთი და იმავე შინაარს ატარებს, რადგან ტერმინები ,,პოლიტიკური“და
,,სოციალური“ ამ შემთხვევაში სინონიმებად გამოიყენება. ასევე, პლატონის სიტყვებით
ადამიანი არის :,,ორფეხა, უფრთო არსება“. ნიცშეს მიხედვით კი ,,ადამიანი არის
ავადმყოფი ცხოველი“. ზემოდხსენებული ფრაზებიდან და მოსაზრებებიდან
გამომდინარე, უამრავი სხვადასხვა მოსაზრება არსებობდა ამ საკითხის შესახებ და ბევრი
მოაზროვნეც სხვადასხვა არგუმენტებით ასაბუთებდა თავიანთი მოსაზრების
ჭეშმარიტებას.

ადამიანის რაობის შესახებ, ჩვენთვის ცნობილია სამი სხვადასხვა იდეა. პირველი არის
ბიბლიური იდეა,რომლის მიხედვითაც ადამიანი შექმნა ღმერთმა, თავის ხატად და
მსგავსად. ამის მიხედვით ადამიანი ღვთაებრივი არსების ასლია,რომლის მთავარი
მიზანია უზენაესი არსების მიბაძვა. ამ მოსაზრებას ეწოდება ,,ანთროპოლოგია
ზემოდან“.
2
ბიბლიური იდეის გარდა ჩვენთვის ცნობილია ადამიანის ფილოსოფიური იდეა. ის
მიმოიხილავს ადამიანს, როგორც : ,,გონებით დაჯილდოებული ცოცხალი არსება“.
სწორედ ეს განასხვავებს ადამიანს ცხოველისგან,რადგან მას გააჩნია ის უნარები და
შესაძლებლობები რაც სხვა ცოცხალ არსებას არ გააჩნია და სწორედ ამის მიხედვით
მკვეთრად გამოიკვეთება ადამიანის განსაკუთრებულობა, რადგან თვით სამყაროც
მოწყობილია კოსმიური გონების,ლოგოსის პრინციპებით.

მესამე იდეა კი მიიჩნევს, რომ ადამიანი წარმოიშვა ბუნების ევოლუციის შედეგად და


არის განვითარებული ცხოველი.ამ იდეის მიხედვით ადამიანსა და ცხოველში ერთი და
იმავე ბუნების კანონები და ძალები მოქმედებს, თუმცა ადამიანი არის განსაკუთრებული
სახეობის ცხოველი. მაშასადამე, იგი არის ,,იარაღის მკეთებელი ცხოველი“ და
,,მწარმოებელი ადამიანი“. ეს იდეა მიიჩნევს, რომ ადამიანსა და ცხოველს შორის
მხოლოდ ხარისხობრივი განსხვავებაა.ამ გზას ეწოდება ,,ანთროპოლოგია ქვევიდან“.

ზემოდხსენებულიდან გამომდინარე ჩვენთვის უკვე ცნობილია ადამიანის რაობის


შესახებ არსებული სამი მთავარი იდეა, თუმცა თანამედროვეობის თვალსაზრისით თუ
შევეხებით ამ საკითხს შევამჩნევთ, რომ სამეცნიერო სივრცეში ადამიანის არსების გაგება
კრიზისულ სიტუაციაში იმყოფება. როგორც მაქს შელერმა თქვა ,,ადამიანი არასდროს არ
ყოფილა ისეთი პრობლემური,როგორც დღეს არის“.მართლაც, მეცნიერების
განვითარების განვითარებას დადებითი შედეგი უნდა ჰქონოდა ამ საკითხის
შესწავლაში თუმცა ყველაფერი პირიქითაა, მან უფრო მეტი გაურკვევლობა და
ბუნდოვნება გამოიწვია.

მაქს შელერი და მარტინ ჰაიდეგერი არ ეთანხმებოდნენ შემდგომ მოსაზრებებს, რომ


,,ადამიანი არის ბუნების ევოლუციის პროდუქტი“, ,,განვითარებული ცხოველი“, ,,
იარაღის მკეთებელი ცხოველი“ და ა.შ. ისინი ასაბუთებდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ
ადამიანს ,, ცხოველად“ მოვიხსენიებთ, ის თავისთავად ასოცირებული იქნება
ცხოველად და არანაირი მნიშვნელობა არ ექნება წინ რა პრედიკატს დავუმატებთ, ეს
იქნება ,,გონიერი“ თუ ,,იარაღის მკეთებელი“.

შელერმა ადამიანსა და ცხოველს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი აღნიშნა


პიროვნების (persona) ცნებით. ,,პერსონა“ ლათინური სიტყვაა, რომელიც აღნიშნავს
თეატრის მსახიობის ნიღაბს და როლს. შუა საუკუნეებში ,,პერსონის“ თეატრალური
თვალსაზრისით განხილვა იცვლება თეოლოგიურით. აქ ის უკვე ღმერთის
აღმნიშვნელად გამოიყენება, როგორც მამა,ძე და სულიწმინდა.ასევე ჩვენთვის
ცნობილია ბოეციუსის განმარტება, რომლის მიხედვითაც პიროვნება არის გონითი
ბუნების დაუნაწევრებელი სუბსტანცია. თუ ,,პერსონას“ გავიაზრებთ ეთიკურ და
იურიდიულ ჭრილში მაშინ ის ითვლება საკუთარ ქცევაზე პასუხიმგებლობის მქონე
თავისუფალი არსება,რომელიც მორალურ კანონებს ექვემდებარება.

ადამიანის არსის გამოსათქმელად თანამედროვე სივრცეში უკეთესი ცნება არ არსებობს


ვიდრე ,,პერსონა“ ან ,,ექსისტენცი“. ბევრი მკვლევარი ამ ორი ტერმინის გაერთიანებით
3
,,ექსისტენციალური პიროვნებას „ ორი ასპექტით წარმოაჩენს. საბოლოოდ კ. იასპერსის
მიხედვით ადამიანი წარმოდგენილია, როგორც ,,დროულობისა და მარადიულობის
ერთიანობია პარადოქსი“.

საინტერესოა, რას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, რომ ადამიანი, იმდენად არის


ადამიანი, რამდენადაც ის არის ექსისტენციალური პიროვნება?

ამ საკითხის შესახებ მსჯელობა აქტიურად მიმდინარეობს ანგლოსაქსურ


(ემპირისტულ) და კონტინენტურ(მეტაფიზიკური) ტრადიციების მიმდევარ
ფილოსოფოსებს შორის.ამ ფილოსოფიური ტრადიციების მიხედვით, პერსონა
მეტაფიზიკური კატეგორიაა. ამ პოზიციას პერსონალიზმი ეწოდება, რომლის
მიხედვითაც ადამიანში ღვთიური ელემენტი არის პიროვნება. პიროვნება არ არის
არანაირი საგანი ან ცხოველი. მას აქვს სამყარო. თვით ღმერთი არის აბსოლუტური
პიროვნება. ხოლო პიროვნება კი ღვთის ხატია ადამიანში.

ემპირიული მიმათულებით პიროვნების გაგების ფუძემდებლად ჯონ ლოკი ითვლება,


რომელმაც თავის ტრაქტატში ,,ადამიანის ბუნების შესახებ“ ჩამოაყალიბა
თეზისი,რომლის მიხედვითაც ადამიანი ცხოველის განსაკუთრებული
სახეობაა,რომელსაც გააჩნია ის უნარები და ელემენტები რაც ცხოველს არ აქვს.
მაგალითად: გონება და ცნობიერება. სწორდ ეს ქმნის პიროვნების არსს. პერსონის
ბირთვად ითვლება მეხსიერება, სადაც დაფიქსირებულია ადამიანის იდენტობის
აღმნიშვნელი ცნობიერება.

ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის საკითხი, რომ შეიძლება თუ არა ყველა


ადამიანური არსება პიროვნებად ჩაითვალოს? მაგალითად სოკრატე ცოცხალი არსება
იყო, რომელიც უკვე გამქრალია, მაგრამ გამქრალია თუ არა მისი პიროვნებაც? ან, პეტრემ
ჩაიდინა მკვლელობა, თუმცა მოინანია დანაშაული.აქედან გამომდინარე ჩნდება
შეკითხვა, პეტრე, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა და პეტრე, რომელმა ეს დანაშაული
მოინანია, არის თუ ერთიდაიგივე პიროვნება? ასევე ვთქვათ ფიზიკურად ავადმყოფ
პეტრეს აქვს ნაპოლეონ ბონაპარტის იდენტობა. ეს უკვე მცდარი მეხსიერებაა. ხოლო
ბოლო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ამნეზიით დაავადებულის
მაგალითი,რომლითაც დაავადებული იყო აშშ-ს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი. აქედან
გამომდინარე იყო თუ არა მეხსიერება დაკარგული ცოცხალი არსება რონალდ რეიგანის
პერსონისა? სწორედ ეს წარმოადგენს ამ საკითხის შესწავლის ერთ - ერთ დიდ
სირთულეს.

საბოლოოდ, ფილოსოფოსებმა შეამჩნიეს, რომ ადამიანური ცხოველი და პიროვნება


სხვადასხვა მათგანია. პიროვნებას მარტივად შეუძლია გამოვიდეს თავის სამყაროდან და
გარედან შეხედოს ყველაფერს. ეს კი სხვა არცერთ არსებას არ შეუძლია. სწორედ ამაში
ჩანს პიროვნების ფენომენის იდუმალება.

4
ზემოდთქმულიდან გამომდინარე შევაჯამოთ ყველაფერი. ესეიგი ჩვენ ადამიანები
ბიოლოგიური არსებები ვართ, რომლებიც ვცხოვრობთ ჩვენთვის განსაზღვრულ
სოციალურ და ფიზიკურ გარემოში, ვართ თავისუფალი არსებები, გვიკავია ჩვენი
ადგილი არსებულ საზოგადოებაში, გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი თვისებები და
ხასიათები. რომ დავფიქრდეთ ამის მიხედვით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ბიო-
სოციალური აგრესია არის ადამიანის ბუნება. აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი
წესრიგი მყარდება თითოეული ინდივიდის ცხოველური ინსტიქტების კოტროლით.
ესეიგი ხდება ადამიანის ბუნების შეზღუდვა.

ასევე არსებობს პოზიცია,რომელიც მიიჩნევს,რომ ადამიანის ბუნება სოლიდარული და


გონიერია, ხოლო მისი ქცევა დამოკიდებულია საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ
პრინციპებზე.

მესამე მოსაზრება კი ამტკიცებს, რომ ადამიანის ბუნება არ არსებობს იმ სახით,როგორც


არსებობენ ბუნების საგნები და მოვლენები.ადამიანს არ ახასიათებს მარტივი იდენტობა
თავის არსებასთან, ის არც საპირისპირო საწყისთა რთული კონკრეტული ერთიანობაა.
აქედან გამომდინარე შეუძლებელია მისი ,,გაუმჯობესება“ ან ,, გადალახვა“. საბოლოოდ,
რომ შევაჯამოთ ადამიანის არსის გაგების საკითხი საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა
დაკავშირებული. ჩვენ გავეცანით უამრავი ბრძენი პიროვნების მიერ დასაბუთებულ
არგუმენტებსა და პოზიციებს, თუმცა საბოლოოდ ამდენი დისკუსიის შედეგად მაინც არ
გვაქვს პასუხი შეკითხვაზე, რა არის ადამიანი?

გამოყენებითი ლიტერატურა:

ბრაჭული და სხვა 2015: ირაკლი ბრაჭული, ვალერიან რამიშვილი, ანასტასია ზაქარიაძე,


დემურ ჯალაღონია, ,,ფილოსოფიის შესავალი“, გამომცემლობა ,,მერივიანი“, თბილისი
2015 წელი.

5
6

You might also like