You are on page 1of 10

ავტორები:გიორგი ადამია, ნიკა სანდოძე და თემო გოქსაძე

ახლომხედველობის
კორექცია
გაგაცნობთ პროექტის მიმდინარეობის
ეტაპებს
ინფორმაცია
ახლომხედველობასა და მის
კორექციაზე შეჯამება

I ეტაპი II ეტაპი III ეტაპი

კვლევა
I ეტაპი
• აღსანიშნავია, რომ ახლომხედველობა მსოფლიოს მოსახლეობის 30% ს
ჭირს, რაც 2.4 მილიარდ ადამიანს აღწევს. აქედან 35%, ანუ 840 მილიონი
სკოლის მოსწავლეა.
• დაავადების გამომწვევი რისკ ფაქტორებია :
• გენეტიკა - დიდია ალბათობა რომ ახლომხედველობა მშობლისგან
გენეტიკურად გადაეცეს შვილს, განსაკუთრებით დიდია დაავადების რისკი
თუ ორივე მშობელს აღენიშნება მიოპია.
• მუშაობა და კითვა ახლო მანძილზე - მათ, ვინც ბევრს კითხულობს, წერს ან
მუშაობს კომპიუტერთან დიდი რისკის ქვეშ არიან რომ აღმოაჩნდეთ მიოპია .
• გარემო ფაქტორები - კვლევებზე დაყრდნობით თუ დროის დიდ ნაწილს
ატარებთ დახურულ სივრცეში მეტია ალბათობა რომ გაგივითარდეთ
მიოპია.
I ეტაპი
• მიოპია ანუ ახლომხედველობა საშიშია, ვინაიდან ის
მიდრეკილია პროგრესირებისკენ და ის შეიძლება
გადაიზარდოს განვითარებად მიოპიაში. იმის გამო, რომ
თვალის წინა-უკანა ღერძი იზრდება, დამახასიათებელია
თვალის სტრუქტურებში პათოლოგიური ცვლილებების
განვითარება: მინისებური სხეულის დესტრუქცია,
ცენტრალური და პერიფერიული ქორიორეტინალური 
დისტროფიები, ბადურის ნახეთქები და ჩამოცლა, რამაც
საბოლოო ჯამში შეიძლება სიბრმავემდეც კი მიგვიყვანოს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მიოპიის
პროგრესირების პრევენცია.
I ეტაპი
• დროთა განმავლობაში ჩვენ მივხვდით, რომ სათვალე და
კონტაქტური ლინზა ვერ აჩერებდა მიოპიის განვითარებას.
მიოპიის მკურნალობის ერთ ერთი ყველაზე ეფექტური
მეთოდია ორთოკერატოლოგიური კორექცია ანუ ღამის
ლინზებით კორექცია. კვლევებით დადგინდა, რომ ეს
მეთოდი 80% შემთხვევაში ამართლებს. გარდა ამისა ღამის
ლინზების საშუალებით მთელი დღის განმავლობაში
იდეალურად ხედავ და არ გჭირდება სათვალის ან რაიმე
სხვა საშუალების გამოყენება. ამ მეთოდს მოზარდებსა და
ბავშვებში იყენებენ, რადგან მოზარდებისთვის არ
შეიძლება სხვა სახეობის კორექციის გამოყენება.
I ეტაპი
• ჩვენ გირჩევთ, რომ არ გაატაროთ დიდიხანი
კომპიუტერთან ან მობილურთან და თუ რაიმე ცვლილებას
შეატყობთ მხედველობაში აუცილებლად მიმართოთ ექიმს,
რადგან რაც მალე აღმოაჩენთ ამას მით უფრო მარტივი
იქნება პრობლემის გამოსწორება.
II ეტაპი
• მეორე ეტაპი მოიცავს კვლევას. ამ შემთხვევაში ჩვენ
ფეისბუქი გამოვიყენეთ. მივწერეთ მეგობრებს დავპოსტეთ
გამოკითხვა და ჩავატარეთ კვლევა, რომელსაც შემდეგ
სლაიდზე იხილავთ.
II ეტაპი-კვლევა
რამდენ ხანს ატარებთ გაჯეტებთან ?
Series 1

6
5

3
2

1- 2 საათი 3- 4 საათი 5 - 6 საათი 7 + საათი


II ეტაპი
• გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ საკმაოდ მძიმე შედეგი
გვაქვს, მაგრამ ვინც შვიდ საათზე მეტს ატარებს მათ თავის
სამსახურის თუ სწავლის გამო უწევთ ამდენი ხანი
დატვირთვა. რა თქმაუნდა ეს თვალებისთვის ძალიან
საზიანოა მაგრამ XXI საუკუნეში ხალხს ასე უწევს მუშაობა
და სწავლა.
III ეტაპი შეჯამება
• ერთი სიტყვით, ჩვენ ვილაპარაკეთ ახლომხედველობაზე,
გავიგეთ, ამის გამომწვევი მიზეზები, ასევე გავიგეთ ამის
მკურნალობის ერთერთი ხერხი. გამოვკითხეთ რამდენიმე
ადამიანი, თუ რამდენ ხანს ატარებენ გაჯეტებთან.
საბოლოო ჯამში ახლომხედველობის საკმაოდ ბევრი
შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოში. ამის
გადასაჭრელად მაქსიმალურად უნდა შევამციროთ
გაჯეტების მოხმარება.
• მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like