You are on page 1of 3

კვლევითი პროექტის წინადადება

სტუდენტის სახელი, გვარი: დიმიტრი დოლიძე

სათაური
როგორ იმოქმედა კორონა ვირუსის პანდემის (2019-) დროს იზოლაციებმა განქორწინებებზე მსოფლიო
მასშტაბით?

შესავალი
2019 წლის მიწურულს ჩინეთში დაწყებული ვირუსული დაავადება, რომელსაც Covid-19 დაერქვა, მსოფლიოს
მასშტაბით გავრცელდა და იმ დროინდელი მსოფლიო რადიკალურად შეიცვალა. რამდენიმე წლიანმა
გლობალურმა პანდემიამ დიდი გავლენა იქონია ზოგად ადამიანურ არსებობაზე. მუდმივმა სტერსმა , შიშმა და
იზოლაციამ შეცვალა ის ცხოვრება რომელიც უმეტესობისათვის ნაცნობი იყო. ადამიანთა უმეტესობა
დაემშიდობა თავიანთ სამსახურს, ჰობიებს, ვარჯიშს, ნათესავებს, მეგობრებს და ერთადერთი გზა ამ
ყველაფერთან კავშირისთვის იყო ტექნოლოგიის საშუალებით, რომელიც ყველასათვის არ არის
ხელმისაწვდობი განვითარებად ან განუვითარებელ ქვეყნებში. ამას დამატებული ახლო ადამიანთა
სიკვდილი, რომელიც ბევრმა განიცადა და შიში იმისა, რომ შეიძლება შენ ყოფილიყავი შემდეგი დამატებითი
წნეხი იყო ყველას გონებაზე. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსმა დაახლოებით 6 946 000 ადამიანი
იმსხვერპლა. (worldometers, 2023) თუმცა, გაზრდილი წნეხი მხოლოდ ერთი ფაქტორია მრავალს შორის,
რომლებმაც იმოქმედეს პანდემიების დროს მსოფლიოს მასშტაბით გაზრდილ განქორიწინებათა
რაოდენობებზე. პანდემიის შედეგად გამოწვეულმა იზოლაციამ ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი რამე წაართვა
წყვილებს, რის შედეგადაც, ზოგ შემთხვევაში, მათი ურთიერთობები თანდათანობით გაუარესდა . მიზეზების სია
ძალიან გრძელია, თუმცა რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი შეგვიძლია აღვნიშნოთ :

1. როგორც ვახსენეთ, იზოლაციამ წყვილებს წაართვა ძალიან მნიშნელოვანი ყოველდღიური


ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია ადამიანისათვის მენტალური კეთილდღეობისათვის , პირველ
რიგში, პირადი სივრცე, ან უფრო ზუსტად, ადგილი სადაც შეძლებს რომ განცალკევდეს
მეწყვილისაგან. ბუნებრივია, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ქორწინების დროს შენს მეწყვილესთან
ბევრ დროს ატარებ, თუმცა მუდმივად ერთ ადამიანთან სივრცის გაზიარება ნებისმიერი
ადამიანისათვის დამღლელია. პრე-კოვიდულ სამყაროში, წყვილებს შეეძლოთ სახლის დატოვება
სამსახურისათვის, ჰობიებისათვის, ახლობლებისა და მეგობრების ნახვის მიზნით, თუმცა იზოლაციამ
ეს ყოველივე შეუძლებელი გახადა და ადამიანებს აიძულა, რომ ცხოვრების ყოველი ასპექტი თავიანთ
პარტნიორებთან გაეზიარებინათ. ასევე, ამას დიდი მნიშნელობა ჰქონდა ისეთ სიუტუაციებში , როდესაც
წყვილები რაიმე საკითხე კამათობდნენ. თუ ადრე მათ შეეძლოთ, რომ დაეტოვებინათ საერთო
სივრცე, ცოტა დრო გამოეყენებინათ „გასაგრილებლად“ ან მათთვის სანდო ადამიანებისათვის
ეკითხათ რჩევები და შეეძინათ ახალი პერსპექტივები პრობლემებთან დაკავშირებით , ახლა ამ
ყველაფრის საშუალება უმეტესად ჩამოერთვათ, ვინაიდან რთულია ადამიანს არ გადაეყარო
როდესაც ერთ სახლში ცხოვრობთ.

2. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ფინანსური. პანდემიის პერიოდში, იმ პროფესიით


დასაქმებულები, რომელთა სამუშაომ ონლაინ სივრცეში ვერ გადაინაცვლა უმუშევარი დარჩა .
გაერთიანებული ერების საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის გამოკვლევების მიხედვით , 2020
წელს მსოფლიოში სამუშაო საათების 8.8 პროცენტი დაიკარგა, რაც დაახლოებით 250 მილიონი
სამსახურის ტოლფასია. (Nina Larson, CTV News, 2021) ბუნებრივია, ფინსანსები დამატებითი წნეხია
ასეთ სიტუაციებში და იგი პანდემიის მიღმაც ხშირად გარდამტეხი პრობლემა არის ქორწინებებსა და მათ
ხანგრძლივობებში.

მსოფლიო მასშტაბით, 2020 წელს განქორწინებების პროცენტული კლება დაფიქსირდა, თუმცა ამის
დიდწილად განმაპირობებელი ფაქტორი იყო მრავალი სამართლებრივი სისტემის ფუნქციონირების შეწყვეტა
პანდემიის გამო. თუმცა, მიზეზი ამ საკითხის აქტუალურობისა, არის შემდგომ წლებში დაფიქსირებული
სტატისტიკა. მაგალითად, საქართველოში საქართველოში 2020 წელს დაფიქსირებულ 7 600 შემთხვევას 2021
წელს მოჰყვა 10 600 შემთხვევა, ხოლო შემდგომ 2022 წელს კრიტიკული ზრდა 14 000 შემთხვევამდე.
(საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.)

აქედან გამომდინარე, ზემოთ ხსენებული ფაქტორების გავლენის გასაგებად, შეგვიძლია დავსვათ რამდენიმე
კითხვა, რომლებიც დაგვეხმარება კვლევისათვის საჭირო პასუხების გაგებაში .
კვლევითი პროექტის წინადადება
სტუდენტის სახელი, გვარი: დიმიტრი დოლიძე
- იქონია თუ არა პანდემიამ და მის შედეგად გამოწვეულმა პირობებმა უარყოფითი გავლენა
ადამიანების ურთიერთობაზე და მნიშნელოვანი როლი მათ განქორწინებაში.
- რომელმა კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა წყვილების დაშორება ყველაზე მეტად ?

- რა ეტაპის შემდეგ გახდა გაუსაძლისი წყვილებისათვის პარტნიორთან ერთად თანაცხოვრება ?

- რა პიროვნული ცვლილებები გამოიწვია პანდემიამ ადამიანებსა და მათ პარტნიორებში ?

ლიტერატურის მიმოხილვა
ერთი მნიშვნელოვანი თეორია რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ოჯახების სისტემისა და ფუნქციონირების
გასაგებად და შედეგად, რომელმა დარღვევებმა შეიძლება, რომ გამოიწვიონ ამ სისტემების ჩაშლა არის
გეორგ სიმერის “Quantitative Aspects of the Group” (1950), რომელშიც იგი განიხილავს სოციალური ჯგუფების
რაობაზე და მახასიათებლებზე მათში მყოფი პირებისა და სხვა განმაოირობებელი ფაქტორების მიხედვით . ამ
სოციალურ ჯგუფებს შორის ბუნებრივია განიხილავს ტრადიციულს ოჯახს, რომელიც არის ჩვენი ინტერესის
ობიექტი. იგი ორ ადამიანს შორის არსებულ ურთიერთობას ეძახის დიადს. მისი თქმით, ეს სოციუალური ჯგუფი
მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, როდესაც მასში ორივე წევრი რჩება, ანუ, თუ ერთი წევრი წავა , ის ჯგუფი
აღარ იარსებებს. ბუნებრივია, ეს ერგება ქორწინებას, ვინაიდან თუ ქორწინებიდან ერთ -ერთი პირი დატოვებს
მას, მათი ქორწინება გაუქმდება. სხვა სიტუაციაა ოჯახის შემთხვევაში, უფრო კონკრეტულად კი, დიდი ოჯახის
შემთხვევაში. თუ მათ ჰყავთ შვილები, მაშინ ერთი მშობლის, ანუ ჯგუფის წევრის წასვლა, არ ანგრევს მთელ
ჯგუფს, ანუ, ისინი კვლავ ოჯახად რჩებიან. ამას იგი განიხილავს როგორც ტრიადს, ანუ, სამთა კავშირს, თუმცა
ბუნებრივია ეს უფრო მრავალ წევრიანი ჯგუფების დროსაც ასე იქნება. დიადის შემთხვევაში , სიმელსი
ამახვილებს ყურადღებას იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დიადის შენარჩუნებისთვის ის, რომ ორივე
პარტიას უნდოდეს ამ სოციალურ ჯგუფში დარჩენა და ძალისხმების გაღება მის შესანარჩუნებლად. ეს
განქორწინების შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია, ვინაიდან სწორედ იმ სიტუაციების დაგდენა გვინდა ,
რომლებმაც გამოიწვია ამ სოციალურ ჯგუფებში ერთ-ერთი ან ორივე მხრიდან წასვლის სურვილის გამოხატვა .

კიდევ ერთი თეორია, რომელიც ქორწილის თვალსაზრისით შეგვიძლია გამოვიყენოთ , არის გარი ს . ბეკერის
თეორია ქორწინებაზე. ამ ნაშრომში, იგი განიხილავ ქორწინების დინამიკებს. მიზეზებს , თუ რატომ ეძებენ
ადამიანები პარტნიორებს, რა სარგებელს პოულობენ ისინი კონკრეტული მახასიათებლებით პარტნიორის
ძიებაში, რა შეაქვს თითოეულ მხარეს, როდესაც ისინი ქორწინებაში შედიან. იგი განიხილავს ასევე ქორწინების
დადებით და უარყოფით მხარეებს ინდივიდუალური მხარისათვის და სხვა მრავალ წვრილმანს , რომლებიც
გვეხმარება გავიაზროთ ქორწინების ფენომენი და შემდგომ მისი დანგრევის გზები . (Becker, 1973)

უშალოდ განქორწინებასთან დაკავშირებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯოსეფ გუტმანის „Divorce in Psychosocial


Perspective: Theory and Research” (1993). ამ ნაშრომში იგი განიხილავს განქორწინებას მრავალს განსხვავებულ
ჭრილში, მაგალითად სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სხვა. იგი განიხილავს მრავალ სხვადასხვა სოციალურ
და ფსიქოლოგიურ თეორიას, რომლებიც უკავშირდება განქორწინებას. საინტერესოა მისი ჩაშლები და
ანალიზი უშუალოდ განქორწინების პროცესისა. ასევე, ავტორი საუბრობს განქორწინების გავლენაზე როგორც
დაშორებულ პარტნიორებზე, ასევე მათ შვილებზე.

მეთოდოლოგია
ამ კვლევისათვის საჭირო იქნება ორივე, თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევების გამოყენება .
რაოდენობრივი, რათა დაგადგინოთ უშუალო რაოდენობა ადამიანთა, რომლებიც განქორწინდნენ , ასევე
კატეგორიზაციისათვის ფაქტორების მიხედვით და სხვა ასპექტებში.
კვლევითი პროექტის წინადადება
სტუდენტის სახელი, გვარი: დიმიტრი დოლიძე
თუმცა, ამ შემთხვევაში, ჩვენი კვლევისათვის უფრო მნიშვნელოვანი იქნება თვისობრივი კვლევა , ვინაიდან
სწორედ მისი საშუალებით შევძლებთ, რომ დავადგინოთ ზუსტი განმაპირობებელი ფაქტორები , შედეგები და
განგრძობითი გავლენები განქორწინებისა.

ამასთან ერთად, ძალიან გამოსადეგი იქნებოდა კვლევისათვის ინტერვიუები. ინტერვიუების სახით


შეგვეძლება გავიცნოთ პირისპირ ის ადამიანები, რომლებიც განქორწინდნენ პანდემიის შედეგად . შეგვეძლება
მათთან საუბარი და უფრო მკაფიო სურათის შექმნა მიზეზებთან დაკავშირებით. შეგვეძლება , რომ ორივე
მხარეს დაველაპარაკოთ, რათა მხოლოდ ცალმხრივი პერსპექტივა არ შეგვექმნას და ორივე მხრიდან
შევაფასოთ სიტუაცია. ორივე მხარეს შეგვუძლია ვკითხოთ თუ რა ცვლილებები მოჰყვა იზოლაციას , როგორ
შეიცვალნენ ისინი პიროვნულად და როგორ შეიცვალნენ მათი პარტნირები. ვკითხოთ თუ რა შეცდომები
დაუშვეს თვითონ და რა შეცდომები დაუშვეს მათმა მეწყვილეებმა იმ პერიოდში, რასაც შემდგომ განქორწინება
მოჰყვა. შეგვიძლია ვკითხოთ თუ რას ნანობენ და რომ შეძლებოდათ, რას შეცვლიდნენ ისინი და სხვა ზოგადი
კითხვები პერსპექტივის შესაქმნელად.

ბიბლიოგრაფია:

Becker, G. S. (1973). A Theory of Marriage: Part I. Journal of Political Economy, 81(4), 813–
846. http://www.jstor.org/stable/1831130

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, განქორწინება.


https://www.geostat.ge/ka/modules/categories/324/gankortsineba

Larson Nina, (2021) “225 million jobs were lost worldwide in 2020 thanks to the pandemic,

report finds. CTV News” https://www.ctvnews.ca/health/coronavirus/225-million-jobs-were-lost-

worldwide-in-2020-thanks-to-the-pandemic-report-finds-1.5281152

Worldometer, Corona Virus death toll. https://www.worldometers.info/coronavirus/coronavirus-


death-toll/

Simmels, Georg (1950) “Quantitative Aspects of the Group”.

Guttman, Joseph (1993) “Divorce in Psychosocial PerspectiveTheory and Research”, Lawrence


Erlbaum Associates, inc … publishers. https://books.google.ge/books?
hl=en&lr=&id=JjF5AgAAQBAJ&oi=fnd&pg=PP1&dq=divorce+theory&ots=_9967zcETN&sig=aN9x9gk
A0hWIk98bo39yG_lRSvA&redir_esc=y#v=onepage&q=divorce%20theory&f=false

You might also like