You are on page 1of 10

პროფესიული გადაწვა

დოდო სულაკაძე

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

ერგონომიკა

ჯგუფი 1

ხელმძღვანელი: შორენა კუჭუხიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2023
სარჩევი
შესავალი............................................................................................................................................ 3

ლიტერატურის მიმოხილვა ........................................................................................................... 4

დასკვნა .............................................................................................................................................. 9

ბიბლიოგრაფია .............................................................................................................................. 10

2
შესავალი
დღევანდელ რეალობაში გვხდება უამრავი ადამიანი, რომელიც
უკმაყოფილოა საკუთარი სამსახურით და სამუშაო გარემოთი. ბევრი საუბრობს
სტრესზე და გადაღლაზე, ბევრს უბრალოდ აღარ აქვს მუშაობის მოტივაცია, რადგან
თვლიან, რომ სათანადოდ არ უფასდებათ შრომა. მსგავს სტრესსა და დაღლილობას
მივყავართ პროფესიულ გადაწვამდე. Future Forum-ის კვლევის მიხედვით,
პროფესიული გადაწვა 2021 წლის გაზაფხულიდან განსაკუთრებით მაღალ
დონეზეა. 2023 წელს ჩატარებული კვლევების შედეგებიდან ვიგებთ, რომ ამერიკაში
გამოკითხულთა 89% დგას პროფესიული გადაწვის წინაშე. ბოლო მონაცემებით
ექიმებში ფიქსირდება ყველაზე მაღალი პროფესიული გადაწვის მაჩვენებელი,
რასაც მოსდევს მედდის პროფესია, პოლიციელები, მომსახურების სფეროს
თანამშრომლები, მასწავლებლები და ა.შ ძირითად მიზეზად კი გადატვირთული
სამუშაო გრაფიკი და ხალხთან ხშირი კომუნიკაცია ითვლება. საინტერესოა ისიც,
რომ მხოლოდ სამსახური და სტრესული გარემო არ განაპირობებს პროფესიულ
გადაწვას. ამდენად, ვეცდები ნაშრომში განვიხილო და ვისაუბრო პროფესიულ
გადაწვაზე, რისკ ჯგუფზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე.

3
ლიტერატურის მიმოხილვა
ტერმინი პროფესიული გადაწვა 1974 წლიდან გვხვდება და იგი პირველმა
ჰერბერტ ფროიდენბერგმა გამოიყენა თავის სტატიაში. პროფესიული გადაწვა
გულისხმობს ემოციურ, ფიზიკურ და გონებრივ ამოწურვას, რისი
მაპროვოცირებელიც გადაჭარბებული სტრესი ხდება. პროფესიული გადაწვის
მქონე ადამიანებს ეკარგებათ მოტივაცია, ინტერესი, განიცდიან საჭირო ემოციების
ნაკლებობას, ხდებიან ნაკლებად პროდუქტიულები და ახასიათებთ უიმედობის
შეგრძნება, ერთგვარ აპათიას მიეცემიან. ამერიკაში სამსახურიდან წასვლის ნომერ
პირველ მიზეზად პროფესიული გადაწვა სახელდება. მორგან სმიტის სტატიის
მიხედვით, პროფესიული გადაწვის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ქალები და
30 წელს ქვემოთ დასაქმებულები. 18-30 წლამდე დასაქმებულებმა აღნიშნეს, რომ
სიცარიელეს გრძნობდნენ. ამასთან ქალების 46%-ში ფიქსირდებოდა პროფესიული
გადაწვის მაჩვენებელი, მაშინ, როცა კაცების მხოლოდ 37% აფიქსირებდა იმავეს. 1

მნიშვნელოვანია რომ პროფესიული გადაწვა და ძლიერი სტრესი


ერთმანეთში არ აგვერიოს. პროფესიული გადაწვა დიახაც რომ არის
გადაჭარბებული სტრესის შედეგი, თუმცა ეს ორი საერთოდ არ არის ერთი და იგივე.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სტრესი გულისხმობს მძიმე
სიტუაციით გამოწვეულ შეშფოთებასა და ფსიქიკურ დაძაბულობას, რაც ადამიანის
ბუნებრივ მდგომარეობას წარმოადგენს და გვეხმარება დავძლიოთ სხვადასხვა
გამოწვევები.2 სტრესი, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ
ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა სტრესის მქონე ადამიანს ჯერ კიდევ შეუძლია
ფიქრი ყველაფრის მოგვარებასა და სიტუაციის გაუმჯობესებაზე, მაშინ, როცა
პროფესიული გადაწვის მქონე ადამიანს სიცარიელე, მოტივაციის არ ქონა, მიზნის
დაკარგვა ახასიათებს. სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვითი აშლილობა,

1
Smith, 2023
https://www.cnbc.com/2023/03/14/burnout-is-on-the-rise-gen-z-millennials-and-women-are-the-most-
stressed.html

2
https://www.who.int/news-room/questions-and-
answers/item/stress#:~:text=Stress%20can%20be%20defined%20as,experiences%20stress%20to%20some%20
degree.

4
მაშინ, როცა პროფესიულ გადაწვას დეპრესიამდე მივყავართ. (Smith , 2018) ამდენად,
პროფესიული გადაწვა ბევრად უფრო მძიმე და საშიში მდგომარეობაა, ვიდრე
სტრესი.

პროფესიული გადაწვის ძირითად სიმპტომებს წარმოადგენს: დაღლილობის


შეგრძნება და უენერგიობა, ხშირი ავადმყოფობა, ძილის რეჟიმის დარღვევა, თავის
ტკივილები, ემოციური გათიშვა, მოტივაციის დაკარგვა, უმწეობის შეგრძნება,
იმედგაცრუების შიში და უიმედობა, წონის უმიზეზო ცვლილება, სხვებისგან
იზოლაცია, საქმის ხშირი გაჭიანურება/გადადება, სამსახურის ხშირი გაცდენა და
ა.შ. თუკი ადამიანს ეს სიმპტომები აწუხებს, მაშინ საქმე გვაქვს პროფესიულ
გადაწვასთან და საჭირო ხდება ჩარევა, რისთვისაც სხვადასხვა გზები არსებობს,
ხშირად ფსიქოთერაპევტის ჩარევაც ხდება საჭირო.

პროფესიულ გადაწვის მიზეზი შეიძლება იყოს ბიოლოგიური, (თუკი


ადამიანს გენეტიკურად აქვს მიდრეკილება სხვადასხვა დაავადებების მიმართ)
სოციალური, (სხვადასხვა ჩვევები, გარემო, სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობა) და ფსიქოლოგიური (ადამიანის მენტალური მდგომარეობა). უფრო
რომ ჩავუღრმავდეთ, გამოყოფენ პროფესიული გადაწვის სამსახურთან, ცხოვრების
წესთან და პიროვნულ თვისებებთან დაკავშირებულ მიზეზებს. სამუშაოსთან
დაკავშირებული მიზეზები შეიძლება იყოს შეგრძნება თითქოს ადამიანი ვერ
აკონტროლებს საკუთარ საქმეს; აღიარებისა და ჯილდოს ნაკლებობა; ზედმეტად
მომთხოვნი სამუშაო მოლოდინები; გამოწვევების არ ქონა, მონოტონური საქმე;
ქაოტური გარემო, მაღალი წნეხის ქვეშ მუშაობა. თუკი ადამიანს გამუდმებით უწევს
ერთიდაიგივე საქმის კეთება, ამას ერთვის მოვალეობებისა და მოთხოვნების წნეხი
უფროსობისგან და გაწეული დიდი შრომის მიუხედავად დასაქმებული ვერ იღებს
რაიმე სახის ჯილდოს ან დაფასებას, რა თქმა უნდა, კარგავს მოტივაციას და მიზანს.
ამასთან, მნიშვნელოვანია ცხოვრების წესიც. თუკი ადამიანს არ სძინავს საკმარისად,
მუშაობს ბევრს, არ რჩება საკმარისი დრო სოციალიზაციისთვის, დასვენების,
განტვირთვისა და გართობისთვის. განიცდის ახლო ურთიერთობების ნაკლებობას
და არ ყავს ისეთი ადამიანი, ვინც მხარს დაუჭერს და გაამხნევებს. საკუთარ თავზე
ბევრი პასუხისმგებლობა აქვს აღებული და არც დახმარებას იღებს სხვისგან, მას, რა
5
გასაკვირია, სხვადასხვა პრობლემებიც განუვითარდება, რაც საბოლოოდ
პროფესიულ გადაწვამდე მიიყვანს. როგორც აღვნიშნე, პიროვნული თვისებებიც
გადამწყვეტ როლს თამაშობს პროფესიული გადაწვის განვითარებაში და
ძირითადად რისკ ქვეშ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც პესიმისტური
შეხედულება აქვთ საკუთარ თავსა და სამყაროზე. პერფექციონისტული ხედვები და
ყველაფრისადმი ისეთი დამოკიდებულება, თითქოს არ იყოს საკმარისი, ასევე
მნიშვნელოვან როლს ასრულებს პროფესიული გადაწვის განვითარებაში. მაღალი
მიღწევების ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურ შრომას დებენ ყველაფერში და
სათანადო შედეგსაც ელიან, ასევე რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან, ვინაიდან,
სამწუხაროდ, გაწეული შრომის შედეგი თუ დაფასება ყოველთვის არ არის ისეთი,
როგორსაც მოველით. კონტროლის მოყვარული ადამიანებსაც ემუქრებათ
პროფესიული გადაწვა, როცა კონტროლის ნაკლებობას განიცდიან. თუკი
პროფესიონალს არ აქვს რესურსებზე საკმარისი წვდომა ან სირთულეს წააწყდება
სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას, ის თვლის, რომ
საკმარისად ვერ აკონტროლებს მოცემულ სიტუაციას. კონტროლის ნაკლებობას
შეიძლება გამოიხატოს მაშინაც, როცა სამუშაოს პრიორიტეტები ხშირად იცვლება
და ხელს უშლის სასურველ პროექტებზე მუშაობას ან დაწინაურების
შესაძლებლობას.

პროფესიული გადაწვა ძირითადად ემუქრება იმ ადამიანებს, ვისი სამუშაოც


მოითხოვს ემპათიას, დაკავშირებულია სხვა ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციასთან
და დიდ პასუხისმგებლობასთან. პროფესიული გადაწვა ემართებათ
მომსახურეობის სფეროს თანამშრომლებს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ
ადამიანებს, სოციალურ მუშაკებს, საჰაერო მოძრაობის მაკონტროლებლებს,
ადვოკატებს, მასწავლებლებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებსაც კი. თუმცა ბოლო
მონაცემებით, ექიმების ყველაზე მაღალ - 62,8% აღენიშნება პროფესიული გადაწვა.3

3
https://www.zippia.com/advice/burnout-
statistics/#:~:text=What%20percentage%20of%20people%20suffer,fatigue%20(44%25%20of%20people)

6
საინტერესოა მორგან სმიტის სტატია, სადაც იგი საუბრობს Gen Z-ის და
ახალგაზრდა მილენიალების (30 წლამდე ახალგაზრდების) მოწყვლადობაზე
პროფესიული გადაწვის მიმართ. ამის მიზეზად იგი ასახელებს გლობალურ კოვიდ
პანდემიას, რომლის დროსაც მოუწიათ Gen Z-ის და ახალგაზრდა მილენიალებს
სამსახურის დაწყება და პირველი ნაბიჯების გადადგმა დასაქმების
თვალსაზრისით. მსოფლიო პანდემიის პერიოდში იყო ინტენსიური
გეოპოლიტიკური კონფლიქტები, ინფლაცია, შფოთვა, რამაც გავლენა მოახდიან
მათ ფსიქიკაზე. სმიტი თავის სტატიაში წერს, რომ სტრესის დონე განსაკუთრებით
მაღალია ახალგაზრდებისთვის, რადგან ისი გრძობენ კონტროლისა და
სტაბილურობის ნაკლებობას თავიან კარიერაში. იგი იშველიებს დები სორენსენის
იდეას, რომ ახალგაზრდა მილენიანები და Gen Z გაიზარდნენ დიდი ზეწოლის ქვეშ,
რომ ქონოდათ მაღალი მიღწევები კარიერაში. 30 წლამდე დასაქმებულებს აქვთ
მაღალი შფოთვის მაჩვენებელიც, რაც გამოწვეულია სამსახურიდან
განთავისუფლების შიშით, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი გამოცდილება და
შემცირების შემთხვევაში პირველ რიგში მათ მოუწევთ დაკავებული თანამდებობის
დატოვება. Gallup-ის 2022 წლის მონაცემების თანახმად, 35 წლამდე დასაქმებულები
ბევრად უფრო დიდი რაოდენობით ანებებენ თავს სამსახურს ვიდრე უფროსი
თაობა, ამის მიზეზი სწორედ ის შფოთვა და არასრულფასოვნების განცდაა, რასაც
პროფესიული გადაწვა იწვევს.

პროფესიული გადაწვა განვითარებისას გადის 5 ფაზას: 1. თაფლობის თვის


ფაზა; 2. სტრესის დაწყების ფაზა; 3. ქრონიკული სტრესი; 4. გადაწვა; 5. ქრონიკული
პროფესიული გადაწვა.

პირველ ეტაპს თაფლობის თვის ფაზა ეწოდება, რაც ეხება ახალ სამუშაო
როლებსა და ამოცანებს. ამ ეტაპზე ადამიანი სავსეა ენთუზიაზმით, სამუშაოს
ხალისითა და ერთგულებით, ამ შემთხვევაში საერთოდ არ არის გადაწვის ნიშნები.
ამ ფაზაზე ადამიანები ცდილობენ საქმეში მაქსიმალური შრომა ჩადონ და
მაქსიმალურად დაიხარჯონ, ადამიანები ენთუზიაზმით არიან სავსე და ცდილობენ,
რაც შეიძლება მეტი პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე, სწორედ ეს მომენტია
სარისკო. თუ კი ადამიანი მთლიანად იქნება ჩართული მუშაობაში და სხვა
7
სოციალური აქტივობებისთვის თუ დასვენებისთვის არ დარჩება დრო, რა თქმა
უნდა პროფესიული გადაწვისკენ წავა. მეორე ეტაპი არის სტრესის საწყისი. ამ
ეტაპზე შედარებით ქრება ის აღფრთოვანება, რაც თავიდან ახლდა სამუშაოს და
დიდ პასუხისმგებლობებს და ადამიანები ამჩნევენ, რომ სამუშაო გარემო
სტრესულია. უკვე ხვდებიან რომ აკლიათ პირადი ცხოვრება, ურთიერთობები, ამ
ეტაპზე ასევე შეიძლება გამოვლინდეს მაღალი არტერიული წნევა, შფოთვები და
სხვა სიმპტომები, რასაც უკვე მოსდევს შემდგომი ეტაპი. ქრონიკული სტრესი
წარმოადგენს პროფესიული გადაწვის მესამე ფაზას, ამ ეტაპზე პრობლემების
გადაჭრის უნარი და შესრულება კლებულობს, ადამიანები გრძნობენ
უკონტროლობას და უძლურობას. ძალისხმევა აღარ იძლევა ისეთ პროდუქტიულ
შედეგს, როგორც ადრე. ჩნდება არაკომპეტენტურობისა და წარუმატებლობის
გრძნობა. ამ ფაზაზე უფრო ძლიერდება ის სიმპტომები, რაც მეორე ფაზაზე
წამოიჭრა, რთულდება ემოციების რეგულირება, აგრესიული და სევდიანი
განწყობა, ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები წყვეტენ სოციალურ
ურთიერთობებსაც და შეიძლება ნეგატიური ემოციებისგან თავის დასაღწევად
ადამიანმა ალკოჰოლსა და ნარკოტიკსაც მიმართოს. მეოთხე ეტაპზე უკვე დგება
გადაწვა. აქ უკვე სრულადაა წარმოდგენილი პროფესიული გადაწვის ყველა
სიმპტომები და ადამიანები მიეცემიან აპათიასა და უიმედობას. მენტალური
სიმპტომების გარდა ფიზიკური სიმპტომებიც ვლინდება. ამ ეტაპზე ადამიანები
მუდმივად გრძნობენ დაღლილობას, აქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის
პრობლემები, ქრონიკული თავის ტკივილი და ა. შ. რაც შეეხება, ბოლო, მეხუთე
სტადიას, ამ ფაზაზე პროფესიული გადაწვის სიმპტომები ხდება ადამიანის
ცხოვრების ნაწილი. რთულდება ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნება. კარიერის
გარდა პირად ცხოვრებაზეც აისახება მსგავსი ფსიქიკური მდგომარეობა. ადამიანები
კარგავენ სიხარულის შეგრძნებას, მიეცემიან მუდმივ სევდას და შეიძლება
დეპრესიაც განუვითარდეთ. უკვე საჭიროც ხდება გარე ჩარევა და ფსიქოთერაპია.

ამდენად, მნიშვნელოვანია სამუშაო ბალანსის დაცვა, საფრთხის შემთხვევაში


დროული ჩარევა და სწორი რეაგირება.

8
დასკვნა

მოცემულ ნაშრომში განვიხილე პროფესიული გადაწვა, მისი სიმპტომები,


რისკ ჯგუფები, გამომწვევი მიზეზები და სტადიები. შეჯამების სახით შეიძლება
ითქვას, რომ პროფესიული გადაწვა სერიოზული სინდრომია, რასაც მოფრთხილება
და მყისიერი ჩარევა სჭირდება. პროფესიული გადაწვა ვითარდება მუდმივი
სტრესის და გადაჭარბებული მუშაობისას, როცა ადამიანს დრო საკუთარი
თავისთვის და სხვადასხვა სოციალური აქტივობებისთვის არ რჩება. რისკ ქვეშ
უმეტესად არიან ახალგაზრდები, განსაკუთრებით მაშინ თუ მათი პროფესია
ადამიანებთან ხშირ კომუნიკაციასა და ემპათიას მოითხოვს. 2021 წლის
გაზაფხულიდან პროფესიული გადაწვის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება, რაც
ვფიქრობ, კოვიდ პანდემიის შემდგომი ეფექტია.

შეჯამების სახით ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა ყურადღება


მივაქციოთ ჩვენს მენტალურ მდგომარეობას და სტრესის სწორ მართვას, ვიცოდეთ
ჩვენი თავისუფალი დროის ფასი და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის სხვადასხვა
აქტივობებისთვის გარდა პროფესიული საქმიანობისა.

9
ბიბლიოგრაფია
“პროფესიული გადაწვა BURNOUT - როგორ ამოვიცნოთ და გადავლახოთ.” Lemons.ge, 12
Dec. 20224

https://shorturl.at/degHV (16.01.2024)

Flynn, Jack. “20+ Alarming Burnout Statistics [2023]: Stress and Lack of Motivation in the
Workplace.” Zippia, 30 Mar. 2023

https://rb.gy/wenyy0 (16.01.2024)

Herrity, Jennifer. “Major Causes of Burnout (and How to Manage It at Work).” Indeed Career
Guide, 4 Feb. 2023

https://rb.gy/iyd3mm (16.01.2024)

Simona. “The 5 Stages of Burnout.” Vitrue Health, 31 Mar. 2021

https://rb.gy/lkrv4f (16.01.2024)

Smith, Melinda, et al. “Burnout Prevention and Treatment.” HelpGuide, 2018,

https://rb.gy/v9wrr3 (16.01.2024)

Smith, Morgan. “Burnout Is on the Rise Worldwide—and Gen Z, Young Millennials and Women
Are the Most Stressed.” CNBC, 14 Mar. 2023.

https://rb.gy/jpftym (16.01.2024)

World Health Organization. “Stress.” Www.who.int, World Health Organization, 21 Feb. 2023.

https://shorturl.at/aDG03 (16.01.2024)

4
სამწუხაროდ, ამ წყაროში არ იყო მითითებული ავტორი.

10

You might also like