You are on page 1of 5

სოციალური ქსელის გავლენა სხეულის ხატის ჩამოყალიბებაზე

მარიამ სიხარულიძე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი

კურსის ხელმძღვანელი: თინათინ თვალჭრელიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი


თბილისი, 2020
განაცხადი

როგორც წარდგენილი საშინაო ნაშრომის - სოციალური ქსელის გავლენა სხეულის


ხატის ჩამოყალიბებაზე - ავტორი ვაცხადებ, რომ ნაშრომი წარმოადგენს ჩემ მიერ
ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ,
გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში
არ არის მოხსენიებული/ ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.

მარიამ სიხარულიძე სნკჯსნჯსნკჯსნკჯნკსნკნსკსნკსნკსნსკნსკნსკნსკნსკნსკნსკსნკსნსკნსნ

14/06/2020
შესავალი

დღესდღეობით უფრო მეტად გაიზარდა ყურადღება სხეულის ხატთან


დაკავშირებით. ინტერნეტი და სოციალური მედია არის ერთ-ერთი
პლატფორმა, საიდანაც შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია ვარჯიშების და
დიეტების შესახებ. სოციალური მედია შეიძლება დახასიათდეს, როგორც
საიტები, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს შექმნას ონლაინ-
კომუნიკაცია და გაცვალონ ყველა ტიპის მონაცემი.1 სოციალური მედიის
კომუნიკაციის საშუალებებია: Facebook, Instagram, Youtube და ა.შ. სოციალურ
მედიას დიდი ზეგავლენა აქვს მომხმარებელზე, განსაკუთრებით მათზე, ვინ
უფრო მეტადაა ჩართული და მუდმივად თვალს ადევნებს ცნობილ
ადამიანებს. ბევრი ადამიანისთვის მისაბაძი ხდება ცნობილი სახეები. ისინი
ხშირად აზიარებენ საკუთარი ცხოვრების სტილს სოციალურ სივრცეში, რაც
აყალიბებს გარკვეულ იდეალებს, რომლებმაც შეიძლება როგორც პოზიტიური,
ასევე ნეგატიური გავლენა მოახდინოს სხეულის ხატზე. მაგალითად: 19 წლის
გოგონა რომელმაც 50 ოპერაცია გაიკეთა, რათა ანჯელინა ჯოლის
დამსგავდებოდა. გარდა ოპერაციების, ის იცავს მკაცრ დიეტებს, რათა წონაში
დაიკლოს. ადამიანები განასხვავებენ ორი სახის ,,ზევით“ და ,,ქვევით“
შედარებას. პირველ შემთხვევაში ისინი ადარებენ თავს იმ ინდივიდებს,
რომელნიც განიხილებიან, როგორც უპირატესნი (ცნობილი ადამიანები).
ხოლო მეორე შემთხვევაში თავს ადარებენ იმ ადამიანებს, ვისაც უყურებენ,
როგორც თანასწორებს.2 სოციალურ ქსელში თავის წარმოჩენის ერთ-ერთი
საშუალებაა ,,სელფი“. მისი საშუალებით ადამიანები ახერხებენ საკუთარი
თავი უკეთესი კუთხით წარმოაჩინონ და დაიმსახურონ მოწონებები,
კომპლიმენტები, რის გარეშეც თვითკმაყოფილებას ვერ განიცდიან. სხეულით
უკმაყოფილება ფართოდ გავრცელებული ფენომენია, რაც განსაკუთრებით

1
კენჭუაშვილი გიორგი, სოციალური მედიის საფრთხეები, (Readers unilibrary
2017), 3. https://drive.google.com/file/d/0B2iT6cJgt6h1MzVubDlTVWFiM00/view

2
Ridolfi, Myers, Crowther & Ciesla, Do appearance focused cognitive distortions moderate the relationship
between social comparisons to peers and media images and body image disturbance? 2011, 65
ქალებში იჩენს თავს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, აშშ-ში მცხოვრები
გოგონების 54.1% უნდა, რომ იყოს უფრო გამხდარი. ასაკი მნიშვნელოვნად
განსაზღვრავს სხეულით კმაყოფილებას. 18-23 წლის ასაკის ქალები უფრო მეტ
უკმაყოფილებას გამოხატავენ საკუთარი სხეულის ფორმების მიმართ.3
ქართულ რეალობაში თითქმის არ არსებობს კვლევა იმის შესახებ თუ რა
აყალიბებს ადამიანებში სხეულის ხატებს და სწორედ ამიტომ ჩემი მიზანია
გავარკვიო როგორია სოციალურ მედიაში ასახული სილამაზის სტანდარტები
და როგორ აღიქვამენ ადამიანები საკუთარ თავს ამ სტანდარტებთან
მიმართებაში, სოციალური მედიის გარდა კიდევ რა ახდენს გავლენას
სხეულის ხატის ჩამოყალიბებაზე და როგორ იცვლება სილამაზის
სტანდარტები სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად.

3
Gorman Sinead. The effects of media on body image and self esteem. (BA’ thesis, School of Art, Dublin, 2015), 14.
https://esource.dbs.ie/bitstream/handle/10788/2505/ba_gorman_s_2015.pdf?sequence=1&isAllowed=y%20(12.06.20
18)

You might also like