You are on page 1of 9

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საგნის დასახელება: აკადემიური წერა


ავტორი: რუსუდან გოგია
ლექტორი: მორის შალიკაშვილი
თარიღი: 15.11.2023

ინფორმაციის წყაროს სანდოობა, როგორც სოციალური მედიის


გამოწვევა

1
სარჩევი
1. შესავალი....................................................................................................................4
2. სოციალური მედია და დეზინფორმაცია ............................................................4
3. სოციალური მედიის არასანდოობა საქართველოს მაგალითზე ....................5
4. ინფომრციული ომი .................................................................................................6
5. პრობლემის გადაჭრის გზები ................................................................................6

2
აბრევიატურანი/შემოკლებანი

ქართულენოვანი
ა.შ. ასე შემდეგ
ე.ი. ესე იგი
ე.წ. ეგრეთ წოდებული
თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილის სახელმწიფო
უნივერსიტეტი

უცხოენოვანი

IO Information Operations
IW Information War

3
1.შესავალი
ციფრული ტექნოლოგიების ზრდამ და ინტერნეტის გლობალურმა ხასიათმა,
გამოიწვია სოციალური მედიის გააქტიურება. სოციალური მედია წარმოადგენს
ინფორმაციის მიღების სწრაფ საშუალებას, მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია
საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, მისი წყალობით, მსოფლიოს ნებსმიერ
წერტილში მომხდარი სიახლეები ცნობილი ხდება უმოკლეს დროში და რაც
მთავარია, სოციალური ქსელები უფასო და ხელმისაწვდომია ყველასთვის.
ყველა იმ სიკეთესთან ერთად, რაც სოციალური მედიის არსებობას ახლავს თან,
არ უნდა დაგვავიწყდეს ის რისკები და საფრთხეები, რომლის წინაშეც ვდეგებით,
მაშინ, როდესაც ,,ბრმად“ ვენდობით სოციალური მედიით მოწოდებულ
ინფორმაციებს. როგორც ზევით აღვნიშნე, სოციალური მედია დიდ როლს
ასრულებს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, შესაბამისად, არასწორად
მოწოდებულმა ინფორმაციამ, შესაძლოა სერიოზული საფრთხის წინაშე
დაგვაყენოს. ყალბი ინფორმაციები ე.წ. ,,Fake News“ , იმდენად ხშირი გახდა, რომ
სოციალური მედიის მომხმარებლები, არცთუ იშვითად, მოტყუებულები
რჩებიან.ქვემოთ შევეხები იმ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია
დეზინფორმაციის გავრცელებასთან, პარალელს გავავლებ საქართველოსა და სხვა
ქვეყნების მაგალითზე, და შევეცდები შემოგთავაზოთ პრობლემის გადაჭრის
გზები.

2.სოციალური მედია და დეზინფორმაცია


განასხვევებენ მცდარი ინფორმაციის გავრცელების რამდენიმე ხერხს, მათ
შორისაა, მისინფორმაცია და დეზინფორმაცია. მისინფორმაცია, გულისხმობს
მცდარ ინფორმაციას, თუმცა ის დეზინფორმაციისაგან განსხვავდება იმით, რომ
მისი მიზანი არ არის განზრახ შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში.
1
მისინფორმაციის თუ დეზინფორმაციის გზით მიწოდებული სიახლეები,
გავლენას ახდენს ადამიანებზე, თუმცა მისინფორმაციასთან მიმართებით გვაქვს
სამწუხარო პრაქტიკა აშშ-ს მაგლითზე, კერძოდ, მაშინ როდესაც აშშ-ს
მოსახლეობის 66% სიახლეებს სოციალური მედიის საშუალებით ეცნობა,
ბოსტონის მარათონის დაბომბვის შესახებ ცნობა სოციალურ მედიაზე
დაყრდნობით გადასცა ტელევიზიამ და მოხდა უდანაშაულო ადამიანების
დაჭერა2. როგორც ვხედავთ, დეზინფორმაციამ შეუძლია სერიოზული საფრთხე
შუქმნას ადამიანის თავისუფლებას, აგრეთვე სახელსა და რეპუტაციას.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირად ირღვევა პერსონალური მონაცემები,
რის საფუძველზეც , დეზინფორმაციის გამავრცელებლები ხელს უწყობენ
კონკრეტული პირების მიმართ სიძულვილისა და შურის გაღვივებას.

1
სოციალური მედია სამართალის ჯორბენაძე 2019
2
სპეციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში (სამაგისტრო ნაშრომი),
ს.ჩიტიძე (გვ:41)

4
ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაციები, გავლენას ახდენს
პოლიტიკასა და ეკონომიკაზეც. პოლიტიკურ ჭრილში მას შეუძლია ზეგავლენა
მოახდინოს თავად არჩევნების შედეგებზეც კი, როდესაც ხდება არასწორი
ინფორმაციის გზით, პროპაგანდისტული განცხადებების გავრცელება,
რომლის ,,დამკვეთებიც“ არცთუ იშვიათად, თავად პოლიტიკური პარტები არიან.
ეს ჰგავს ბრძოლას სხვისი ხელებით, როდესაც სხვადასხვა სოციალურ მედიას
ამოფარებული პოლიტიკოსები, ცდილობენ ან საკუთარი თავის აგიტიასა და
პოპულარიზებას, ან კიდევ სხვებისათვის სახელის გატეხას. ხშირია, როდესაც
სხვადსხვა პოზიციების საერთო აზრად წარმოჩენა ხდება. დეზინფორმაცია
არჩევნების თანმდევ მოვლენადაც კი შეიძლება ჩავთვალოთ, ვინაიდან სწორედ
მისი გავლენით ყალიბდება სხვადასხვა აზრი, რისი შედეგიც უნდა იყოს
სამართლიანი არჩევანის გაკეთება.

3. სოციალური მედიის არასანდოობა საქართველოს მაგალითზე


,,ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა“ ,,დეზინფორმაციის კვლევა და
გაუვნებელყოფა საქართველოში/სოციალური მედიის მონიტორინგი და ანალიზი
„ წარმოგვიდგინა მონაცემები, საქართველოში არსებული ყალბი ანგარიშების და
გვერდების არსებობის პრობლემის თაობაზე, კერძოდ, ,,Freedom House”-მა 2019
წელს წარადგინა ანგარიში, სადაც გამოკვლეული იყო, თუ რამდენად დაცულია
ქვეყანა მედიაგარემოში გავრცელებული ყალბი ინფორმაციისაგან, რომლის
თანახმადაც, საქართველოს 100-დან 63 ქულა მიენიჭა 3. ეს ფაქტი ცხადყოფს, იმას,
რომ ქვეყანა არ არის დაცული ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან,
პროპაგანდისა და მანიპულაციებისაგან. საბოლოოდ ხდება, ისე რომ ყალბი
ინფორმაციის გავლენით, საზოგადოება , ხშირად აკეთებს დისკრიმინაციულ და
ქსენოფობიურ განცხადებებს .
ამავე ანგარიშში საუბარია ერთ-ერთ კვლევაზე, კონკრეტულად კი, LG-იმ
ჩაატარა კვლევა და მის მიერ მოპოვებულმა ინფორმაციამ, საქართველოს
მაგალითზე, გვიჩვენა, რომ საქართველოს საინფორმაციო სივრცეში ყველაზე
პოპულარული სანიფორმაციო მედიის სოციალური პლატფორმა არის ფეისბუკი,
სადაც ინფორმაცია ორი განსხავავბული გზით ხასითდება. რიგ შემთხვევებში
ტრადიციულ მედიაში განთავსებული ინფორმაციები ვრცელდება, ან თვითონ
სატელევიზიო არხები, მათთვის საყურადღებო ინფორმაციას სოციალური მედიის
მეშვეობით მოიპოვებენ და ამ ინფორმაციას მათი სამაუწყებლო პოლიტიკის
შესაბამისად ავრცელებენ4.
3
,,დეზინფორმაციის კვლევა და გაუვნებელყოფა საქართველოში/სოციალური მედიის
მონიტორინგი და ანალიზი „ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (გვ:10-13)

4
,,დეზინფორმაციის კვლევა და გაუვნებელყოფა საქართველოში/სოციალური მედიის
მონიტორინგი და ანალიზი „ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (გვ:10)

5
LG-ის პროექტის პირველი ეტაპი განხორციელდა 2017 წლის 1 იანვარსა და 2018
წლის 31 დეკემბერს შორის პერიოდში, რა დროსაც მოხდა დეზინფორმაციის
გამავრცელებელ ფეისბუკ გვერდებსა და მასთან დაკაშირებულ ვებსაიტებს შორის
არსებული მონაცემების ანალიზი. სულ გამოიკვეთა 43 დეზინფორმაციული
გვერდი. რომლეთა წყაროები ან არასანდო იყო ან საერთოდაც არ იყო წყარო
მითითებული5. როგორც ვხედავთ, საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ისეთი
ვებსაიტებისა, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთ მომხმარებლებს აწვდიან
არასნდო და დეზინფორმაციებს. საბოლოოდ, კი ერთგული გამომწერებისა და
მნახველების წყალობით, მაინც აღწევენ მიზანს და ზემოქმედებენ ადამიანთა
გადაწყვეტილებებსა თუ შეხედულებებზე.

4.ინფორმაციული ომი
სხვადსხვა ინფორმაციების გავრცელებისა და სიახლეების ფონზე, ხშირად
ვხვდებით შეპირისპირებას ინფორმაციებს შორს, რასაც შესაძლოა ვუწოდოთ -
ინფორმაციული ომი. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის
დეპარტამენტის განსაზღვრებით, Information War (IW) ანუ როგორც მას ეძახიან
აგრეთვე Information Operations (IO)-ეს არის ქმედება მიმართული საკუთრი
ინფორმაციული სისტემის შენარჩუნებისაკენ, რათა არ მოხდეს არასასურველი
შეღწევა გარედან, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის დარღვევის მიზნით. არსებობს
კიდევ სხვა სახის განმარტება, კერძოდ, IW/IO მოიხსენიებენ, როგორც
მოწინააღმდეგე ან სხვა ქვეყნის მოსახლეობისა და სამხედრო მოსამსახურეებზე,
ინფორმაციის გავრცელების გზით, ფიზიოლოგიურ ზემოქმედებას, პოლიტიკური
და სამხედრო უპირატესობის მოპოვების მიზნით. ასეთი განსაზღვრებით IW/IO
ხშრად მოიხსენიებენ, როგორც ,,ინფორმაციულ-ფსიქოლოგიურ ომს“. 6 მისი
წარმოების დროს ძირითად მეთოდად გამოიყენება დეზინფორმაციის
გავრცელება, ან ვრცელდება საჭირო კონტექსტის შემცველი ინფორმაცია. ამგვარი
მეთოები საშუალებას იძლევა შეცვალოს საზოგადოებრივი აზრი ამა თუ იმ
მოვლენებზე.
6.პრობლემის გადაჭრის გზები
ზემოთ განხილული მაგალითებისა და საკითხების ფონზე, შეიძლება
დავასკვნათ, რომ სოციალური მედიის სანდოობის პრობლემა მწვავედ დგას ,
როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. არასანდო წყაროები, ხშირ
შემთხვევაში კი , საერთოდ წყაროს არარსებობა, ყალბი ანგარიშები და პირადი
გამორჩენის მიზნების არსებობა ქმნის ამ მეტად სერიოზულ პრობლემებს. საჭიროა
გზების ძიება, რომლითაც გადაიჭრება არსებული საკითხი.
დღეს უკვე არსებობს ევროპარლამენტის მიერ შემნილი სამუშაო ჯგუფები,
რომლებიც იკვლევენ, დეზინფორმაციის შემთხვევებს. საფრანგეთის მაგალითზე
შეიძლება ითქვას, რომ მან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემასთან, როდესაც 2018
5
,,დეზინფორმაციის კვლევა და გაუვნებელყოფა საქართველოში/სოციალური მედიის
მონიტორინგი და ანალიზი „ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (გვ11-13)
6
სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება, ვ.სვანაძე.( გვ:8-12).

6
წელს მიიღო კანონი ,,ინფორმაციით მანიპულირების წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“7. ამ კანონით სახელმწიფოს შესაძლებლობა მიეცა, მოეთხოვა სოციალური
ქსელებიდან მცდარი ინფორმაციის წაშლა, ხოლო , თავადაც ჰქონდა
უფლებამოსილება მოეხდინა შესაბამისი კონტენტის ბლოკირება. თუმცა ეს თავის
მხრივ ქმნის, თავისუფლების გამოხატვის ზომაზე მეტად შეზღუდვის რისკსაც,
ვინაიდან ქმნის საფრთხეს რომ სახელმწიფო იმაზე მატად ჩაერევა სიტყვისა და
გამოხატვის თავისუფლებაში, რომ შებოჭავს ამ ერთ-ერთ დემოკრატიულ
მონაპოვარს.
დეზიმფორმაციასთან ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებად
გვევლინება ფაქტების-შემმოწმებელი. აშშ-ში შეიქმნა გლობალური საქმიანობის
ცენტრი, რომელიც, ეხმარება აშშ-ს ხელისუფლებას.ამ ორგანიზაციის მიზანია,
პროპაგანდისა და დეზინფორმაციის იდენტიფიკაცია, ამოცნობა, გამოაშკარავება
და ბრძოლა საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებთან და უცხო
ქვეყნებთან, რომელთა მიზანია აშშ-ს უსაფრთოებისა და ინტერესებისათვის ძირის
გამოთხრა.
დღესდღისობით, ევროკავშირის მასშტაბით, დეზინფორმაცისათან ბრძოლის
საშულებები მოიცავს 400-ზე მეტ ექსპერტს, ჟურნალებს, ოფიციალურ წყაროებსა
და არასამთავრობო ორგანიზაციებს. რომელთა მიზანია, არმოფხვრას და
ებრძოლოს, ყველა იმ მცდარ ცნობებსა და ინფორმაციებს, რომლებიც ვრცელედბა
ინტერნეტს სივრცეში, კერძოდ კი, სოციალურ მედიაში, სხვადსხვა პოლიტიკური
ამინდის შესაქმნელად.
ავტომატური ალგორითმები ამცირებს ასეთი პოსტების მოხვედრას ფეისბუქ
სივრცეში. ამასთნავე, ის შედარებით ნაკლებად ზღუდავს გამოხატვის
თავისულებას. სოციალურ პლატფორმაზე და მის რეგულირებაზე საუბრისას,
გასათვალისწინებელია, ისიც რომ უნდა მოხდეს საარჩევნო და ჩვეულებრივი
რეკლამების ერთმანეთისაგან გამიჯვნა, იდენტიფიცირებული უნდა იყოს ამ
რეკლამის წყაროები. მნიშვნელოვანია რომ მონიტორინგი განხორციელდეს თავად
ინფორმაციის გავრცელების მეთოდებზე. ბოტები, ავტომატური ანგარიშები და
ხელოვნური ინტელექტი უნდა გამოირიცხოს ინფორმაციის
გამოქვეყნების,გავრცელებისა და საჯარო საკითხების რეკლამირებისას.
2018 წელს, ფეისბუქმა მიიღო ზომები, იმისათვის, რომ ებრძოლოს
დეზინფორმაციას და მოახდინოს მცდარი ცნობების იდენტიფიცირება. ფეისბუქის
საზოგადოებრივი სტანდარტებით იზღუდება მცდარი ცნებების გავცელება.
ფეისბუქი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რეალურად რა სირთულეს
წარმოადგენს მცდარი ცნობების ამოცნობა. განსაკუთრებით მისი გამიჯვნა
უბრალოდ სატირის ან მოსაზრებისაგან. სწორედ ამიტომ, არათუ შლის ასეთ
ინფორმაციებს, არამედ ცდილობს ნაკლებად გავრცელდეს მომხმარებელთა ახალი
ამბების გვერდში. ამ მიზნებისთის, ფეისბუქი ახორციელებს შემდეგი სახის

7
სპეციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში (სამაგისტრო ნაშრომი),
ს.ჩიტიძე (გვ;47)

7
ღონისძიებებს:8 1) ეკონომიკურად ზღუდავს მომხმარებლებს, გვერდებსა და
დომეინებს, რომელბიც ახორციელებენ დეზინფორმაციის პროპაგანდას; 2)
იყენებენ სხვადასხვა სიგნალებს, მაგალითად, უკუავშირებს, იმისათვის რომ
მომხმარებლებმა მოახდინონ მცდარი ცნობების იდენტიფიცირება; 3) მესამე
მხარის, ფაქტების შემმოწმებელი პირების დასკვნების საფუძველზე ზღუდავს
ინფორმაციის გავრცელებას; 4) მომხმარებლისთვის ფართო სპექტრის
ინფორმაციის მიწოდების და არჩევის უზრუნველყოფა; 5) აკადემიურ და სხვა
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყალბ ინფორმაციასთან, აგრეთვე
დეზინფორმაციასთან ბროლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, როგორც
საკანონმდებლო დონეზე სხვადასხვა მექანიზმების არსებობა, ასევე სოციალური
მედიის საშუალებით მსგავსი ინფორმაციის ამოცნობა. მნიშვნელოვანია
განისაზღვროს თუ რა ტიპის ინფორმაცია ჩაითვლება ყალბ ინფორმაციად, რომლი
ინფორმაციის დაბლოკვა, წაშლა ან რედაქტირება უნდა მოხდეს, აგრეთვე ის თუ
რა სახის ინფორმაციაზე გავრცელდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობა.ასევე ის
თუ, რამდენად ზიანის მომტანია აღნიშნული ინფორმაციები, რამდენიად
რეალურია ზიანის დადგომის საფრთხე. გარდა სადამსჯელო ღონისძიებისა,
მნიშვნელოვანია, გატარდეს პრევენციული ღონისძიბებიც, რაც გულისხმობს
სოციალური მედიის სფეროს იმდაგვარად განვითარებას, რომ მან აიღოს
პასუხისმგებლობა და იმუშავოს იმაზე, რომ მიაწოდოს მომხმარებელს სწორი და
სანდო ინფორმაცია და აგრეთვე, უნდა მოხდეს ფაქტების შემოწმება. თუნდაც
თავად საინფორმაციო გამავრცელებლების მიერ მოხდეს იდენტიფიცირება ასეთი
მცდარი ფატებისა და შემდგომ სააშკარაოზე გამოტანა.

გამოყენებული ლიტერატურა:

8
სპეციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში (სამაგისტრო ნაშრომი),
ს.ჩიტიძე (გვ:49)

8
1),,დეზინფორმაციის კვლევა და გაუვნებელყოფა საქართველოში/სოციალური მედიის
მონიტორინგი და ანალიზი „ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (გვ:10-13)

2) სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება, ვ.სვანაძე.( გვ:8-12).

3) სოციალური მედია სამართალის ჯორბენაძე 2019 ( გვ: 38-42)

4)სპეციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში (სამაგისტრო ნაშრომი),


ს.ჩიტიძე (გვ:41-50)

You might also like