You are on page 1of 3

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

1 შუალედური

საგნის დასახელება: აკადემიური წერა

ლექტორი: ნინო პოპიაშვილი

სტუდენტის სახელი, გვარი: ლუკა შონია

დავალება :
Დდაწერეთ არგუმენტირებული ესე ნებისმიერ თემაზე.

სათაური : სოციალური მედიის გავლენა საზოგადოებაზე


21-ე საუკუნეში სოციალური მედია გახდა ადამიანთა ცხოვრების
განუყოფელი ნაწილი, მან შეცვალა ინდივიდებს შორის
ურთიერთდამოკიდებულება და ნეგატიური გავლენა იქონია საზოგადოების
ფსიქიკურ მდგომარეობაზე., ამავე დროს მისი გამოყენებისას დიდი რისკის
ქვეშაა ჩვენი პირადი ინფორმაციების დაცვის საკითხი, რადგან ის შეიძლება
სხვა ადამიანების ხელში აღმოჩნდეს. ამ ესეში ვეცდები კრიტიკული ვიყო
სოციალური მედიის მიმართ .

სოც. მედიას გააჩნია უნარი გახადოს ადამიანი მასზე დამოკიდებული,


რაც ჩემი აზრით აქცევს ინდივიდს ნაკლებ პროდუქტიულს ცხოვრებაში იმ
საკითხების მიმართ, რაც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის,
განსაკუთრებით, ეს პრობლემატური საკითხი შეიძლება დავაკავშიროთ
ბავშვებთან და მოზარდებთან, ვინაიდან, მათ მეტად აქვთ შეხება
ტექნოლოგიებთან, რადგან სოციალური მედიის გაჩენა და გავრცელება
ახალგაზრდა თაობის თანმდევი პროცესია. (ჯესიკა პიოტროვსკი, პატი
უოლკენბურგი , (2017), ”როგორ იზიდავს და გავლენას ახდენს მედია
მოზარდებზე, გვ. 1-9 ”)- ვკითხულობთ რომ, ბოლო ათწლეულის განმავლობაში
მრავალი კვლევა არის ჩატარებული მოცემულ საკითხზე და მოზარდებში
სოც.მედიის გამოყენების დრო 4 - დან 9 საათამდე არის გაზრდილი, რაც
ვფიქრობ არის დასტური იმისა თუ როგორ ხდის სოც. მედია ადამიანის მასზე
დამოკიდებულს.

ეს ყველაფერი არაა, მას შეუძლია ადამიანს სერიოზული ფსიკიური და


მენტალური პრობლემები შეუქმნას, საქმე იმაშია, რომ სოც. მედიაში ხშირია
ბულინგი: ჩაგვრა, დაცინვა ადამიანის აბუჩად აგდება, უცენზურო სიტყვებით
მოხსენიება ეს ყველაფერი კი შეიძლება სრულიად უწყინარ პოსტს
მოჰყვეს. რომელიც უბრალოდ არ სიამოვნებს სხვა პიროვნებას და იწყებს
პოსტის ავტორის მიმართ ბულინგს. მერიკის ეროვნული მედიცინის
ბიბლიოთეკის სტატიის თანახმად ამგვარი საქციელი
(კიბერბულინგი) შეიძლება გახდეს ადამიანში დეპრესიის, თვითშეფასების
დაცემის ან შფოთვითი აშლილობის მიზეზი (ჩარის ელ ნიქსონი. (2014) .
“აქტუალური პერსპექტივები: კიბერბულინგის გავლენა მოზარდების
ჯანმრთელობაზე”. 143–158.) https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4126576/
სოციალურ მედია ჩემი აზრით არის დროის უაზროდ კარგვის ერთ-ერთი

You might also like