You are on page 1of 7

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი
1 შუალედური
საგნის დასახელება: აკადემიური წერა
ლექტორი: ნინო პოპიაშვილი
სტუდენტის სახელი, გვარი: ლუკა შონია

Დდავალება :
Დდაწერეთ არგუმენტირებული ესე ნებისმიერ თემაზე.

Სსათაური : სოციალური მედიის ხშირად გამოყენების ნეგატიური


გავლენა საზოგადოებაზე და მისი გადაჭრის გზები

• შრიფტი: Sylfaen

• ზომა: 12

• ინტერვალი: 1.5
21-ე საუკუნეში სოციალური მედია გახდა ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი
ნაწილი, მან შეცვალა ინდივიდებს შორის ურთიერთდამოკიდებულება, ნეგატიური
გავლენა იქონია საზოგადოების ფსიქიკურ მდგომარეობაზე, ადამიანებს შეეცვალათ
სამყაროს აღქმა . ამავე დროს მისი გამოყენებისას დიდი რისკის ქვეშაა ჩვენი პირადი
ინფორმაციების დაცვის საკითხი, რადგან ის შეიძლება სხვა ადამიანების ხელში
აღმოჩნდეს და არამარტო ეს სოც. Მედიას კიდევ არაერთი პრობლემა ახლავს თან. ამ
ესეში ვეცდები კრიტიკული ვიყო სოციალური მედიის მიმართ .

სოც. მედიას გააჩნია უნარი გახადოს ადამიანი მასზე დამოკიდებული, რაც ჩემი
აზრით აქცევს ინდივიდს ნაკლებ პროდუქტიულს ცხოვრებაში იმ საკითხების მიმართ,
რაც საჭიროა სრულფასოვანი ცხოვრებისთვის, განსაკუთრებით, ეს პრობლემატური
საკითხი შეიძლება დავაკავშიროთ ბავშვებთან და მოზარდებთან, ვინაიდან, მათ
მეტად აქვთ შეხება ტექნოლოგიებთან, რადგან სოციალური მედიის გაჩენა და
გავრცელება ახალგაზრდა თაობის თანმდევი პროცესია. ბოლო ათწლეულის
განმავლობაში მრავალი კვლევა არის ჩატარებული მოცემულ საკითხზე და
მოზარდებში სოც.მედიის გამოყენების დრო 4 - დან 9 საათამდე არის გაზრდილი, რაც
ვფიქრობ არის დასტური იმისა თუ როგორ ხდის სოც. მედია ადამიანის მასზე
დამოკიდებულს - (ჯესიკა პიოტროვსკი, პატი უოლკენბურგი , (2017), ”როგორ
იზიდავს და გავლენას ახდენს მედია მოზარდებზე”, გვ. 1-9 ”). მისგან თავის
დასაღწევად, ვფიქრობ, საჭიროა გაცნობიერება პრობლემის და ემოციების მართვა.

ეს ყველაფერი არაა, მას შეუძლია ადამიანს სერიოზული ფსიკიური და მენტალური


პრობლემები შეუქმნას, საქმე იმაშია, რომ სოც. მედიაში ხშირია ბულინგი: ჩაგვრა,
დაცინვა ადამიანის აბუჩად აგდება, უცენზურო სიტყვებით მოხსენიება ეს ყველაფერი
კი შეიძლება სრულიად უწყინარ პოსტს მოჰყვეს. რომელიც უბრალოდ არ სიამოვნებს
სხვა პიროვნებას და იწყებს პოსტის ავტორის მიმართ ბულინგს. ამერიკის ეროვნული
მედიცინის ბიბლიოთეკის სტატიის თანახმად ამგვარი საქციელი (კიბერბულინგი)
შეიძლება გახდეს ადამიანში დეპრესიის, თვითშეფასების დაცემის ან შფოთვითი
აშლილობის მიზეზი - (ჩარის ელ ნიქსონი. (2014) . “აქტუალური პერსპექტივები:
კიბერბულინგის გავლენამოზარდებისჯანმრთელობაზე”143–158). Ხშირად
მოცემული ემოციებია სუიციდის წინაპირობა, ამიტომ, უნდა შეგვეძლოს ყოველ ჩვენს
გადადგმულ ნაბიჯზე სიფრთხილის გამოჩენა და წინასწარ განსაზღვრა თუ რა
შეუძლება მოჰყვეს მას და როგორ იმოქმედებს შედეგი ჩვენზე.

Სოც. Მედიაში ხშირია ასევე ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ამას კარგად


იყენებენ მთავრობები და მასმედია, ხალხზე გავლენის მოსაპოვებლად და ეს
ადამიანებზე მანიპულირების კარგი საშუალებაა მათთვის. Ყალბი ამბების
გავრცელება, რომ ძალზედ სერიოზული პრობლემაა ამას ამტკიცებს ამერიკის
შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის
სიტყვები “დეზინფორმაცია უარესია ვიდრე ეპიდემია, ის სინათლის სიჩქარით
ვრცელდება მთელს მსოფლიოში და შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს, როდესაც
აძლიერებს არასწორ პიროვნულ მიკერძოებულობას - (ე.აიმეური, ს.ამრი, ჟ.ბრასარი,
(2023), “ყალბი ამბები და დეზინფორმაცია სოციალურ მედიაში”).

Სოც. Მედიის ხშირი გამოყენება არ უკავშირდება მხოლოდ მენტალურ პრობლემების


გაჩენას, მას ასევე შეუძლია ადამიანს ფიზიკური პრობლემებიც შეუქმნას, საქმე იმაშია,
რომ მისი გამოყენება ძირითადად უკავშირდება დიდ ხანს ჯდომას ან წოლას, რაც
კავშირშია სიმსუქნესთან და კალორიების მატებასთან და არამარტო, მას ასევე სხვა
ძალიან სერიოზული ფიზიკური პრობლემი ახლავს თან. Სანდო კვლევის შედეგად
ვიგებთ რომ - “კვლევის მონაწილეები, რომლებიც ზედმეტად იყენებდნენ სოციალურ
მედიას, აღმოაჩინეს C-რეაქტიული პროტეინის (CRP) უფრო მაღალი დონე,
ქრონიკული ანთების ბიოლოგიური მარკერი, რომელიც წინასწარმეტყველებს
სერიოზულ დაავადებებს, როგორიცაა დიაბეტი, კიბო და გულ-სისხლძარღვთა
დაავადებები. CRP-ის მომატებული დონის გარდა, შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ
სოციალური მედიის უფრო მაღალი გამოყენება ასევე დაკავშირებული იყო სომატურ
სიმპტომებთან, როგორიცაა თავის ტკივილი, გულმკერდისა და ზურგის ტკივილი” -
(დ.ლი, (2022), “სოციალური მედიის გამოყენება კავშირშია ცუდ ფიზიკურ
ჯამრთელობასთან”). მისმა ხშირმა გამოყენებამ შეიძლება ასევე გამოიწვიოს გულ
სისხლ-ძარღთა დაავადებები, უძილობა, თვალების პრობლემა.

Ინტერნეტში ხშირად შევხვდებით ბოროტმოქმედებს ან ჰაკერებს, რომლებიც


აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, ადამიანთა პირადი ინფორმაციების
მოსაპოვებლად, ამისთვის მათ სხვადასხვა მეთოდები გააჩნიათ, მაგალითად, ფიშინგი
ეს არის მანიპულაციის გზა რომლითაც დამნაშავეები ცდილობენ შეინიღბონ,
დაუკავშირდნენ მსხვერპლს და მანიპულაციის გზით მოიპოვონ კავშირი მათ პირად
ინფორმაციებზე, ხშირად ამ მოპოვებულ ინფორმაციებს ისინი ყიდიან ან აქვეყნებენ,
ამას მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება ადამიანისთვის. Ამის თავიდან
ასარიდებლად საჭიროა არავის ვენდოთ ბრმად და ვიცოდეთ ის, განსაკუთრებით,
სოც. Ქსელებში.

Სანდო წყაროდან ვიგებთ: “მიუზედავად იმისა, რომ სოციალური მედია შექმნილია


იმისთვის რომ, ადამიანები მჭიდროდ და ახლოს იყვნენ დაკავშირებულები
ერთმანეთთანმას არ შეუძლია ხალხს შორის რეალური კავშირის შენაცლება, ეს
კარგად უნდა გავითავისოთ და არ უნდა გავხდეთ მასზე დამოკიდებულები, რადგან
ეს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას ცვლის, რაც ხშირად მარტოობის და
დეპრესიის მიზეზია” -(ლ.რობინსონი,მ.სმიტი, (2023), “სოციალური მედია და
მენტალური ჯანმრთელობა”)
https://www.helpguide.org/articles/mental-health/social-media-and-mental-health.

Ახლა კი ვისუბროთ მოცემული პრობლმების გადაჭრის და მოგვარების გზებზე


თუ რა გზები არსებობს მათი თავიდან ასაცილებლად.

Პირველრიგში უნდა ვეცადოთ, რომ შევძლოთ დროის გადანაწილება, მაგალითად


შევქმნათ დროის განრიგი თუ რა დროს და ხანგრძლივობით გამოვიყენებთ მას,
რათქმაუნდა, საჭიროა ძლიერი ნებისყოფის გამოჩენა მსგავს საკითხში.
Უპირატესობა მივანიჭოთ რეალურ საგნებს და გავაცნობიეროთ, რომ ეკრანში
დანახული არ ასოცირდება სინამდვილესთან. Უნდა ვეცადოთ მეტი მნიშვნელობა
მივანიჭოთ პირად ცხოვრებას, დავისახოთ მიზნები ამით მაქსიმალურად
შევამცირებით ჩვენს დროს სოციალურ მედიასთან.
Ბიბლიოგრაფია

• https://www.helpguide.org/articles/mental-health/social-media-and-mental-health.htm

• https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4126576/

• https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9407706/

• https://www.jstor.org/stable/j.ctt1n2tvjd?turn_away=true&searchText=The%20impact%
20of%20social%20media%20on%20society&searchUri=%2Faction%2FdoBasicSearch%3
FQuery%3DThe%2Bimpact%2Bof%2Bsocial%2Bmedia%2Bon%2Bsociety&ab_segments=
0%2Fbasic_search_gsv2%2Fcontrol&refreqid=fastly-
default%3A3a233dcffeae9aa1c56f06097bc717541
2

1
2
\

You might also like