You are on page 1of 15

2022 წ.

ჯონი კვიციანი
კავკასიის ხალხთა ისტორია 1.
საგამოცდო ბილეთები

ბილეთი 1.
1. „კავკასიის ხალხთა ისტორიის“ შესწავლის აქტუალობა. ისტორიის შემეცნების
მეთოდები

დღევანდელი კავკასიოლოგიის მეთოდები ეფუძნება სამ მიკროთეორიას:


ფორმაციული,ცივილიზაციური და მოდერნიზაციული.
ფორმაციული საზოგადოების ისტორიული განვითარების გარკვეული
სტადიაა, წარმოების წესით განისაზღვრება. ფორმაციები - 1. პირველყოფილი
თემური, 2. მონათმფლობელური, 3.ფეოდალური, 4.კაპიტალისტური.
5,სოციალისტური
ცივილიზაციური თეორია - კონცეფცია, რომელიც განიხილავს ისტორიას
ცივილიზაციის განვითარების გზით. ცივილიზაცია არის ერთი ან რამდენიმე
ეთნოსის, სახელმწიფოს საერთო ღირებულებებით გაერთიანება.
ცივილიზაციები - აგრარული, ინდუსტრიული და პოსტინდუსტრიული.
მოდერნიზაციური თეორია - კონცეფცია, რომელიც ისტორიას განიხილავს,
როგორც ტრადიციული საზოგადოებიდან თანამედროვე საზოგადოებაზე,
აგრარული საზოგადოებიდან ინდუსტრიულ საზოგადოებაზე გადასვლის
პროცესს. მოდერნიზაციის მიდგომის მთავარი მიზანია მოდერნიზაციის
შესწავლა.

2. რუსეთის კოლონიალური მართვის ორგანოების ჩამოყალიბება ჩრდილო


კავასიაში XIX საუკუნის პირველ ნახევარში
რუსეთის იმპერიის კავკასიური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა
ჩრდილო კავკასიაში რუსეთის ცენტრალურ რეგიონებიდან გლეხთა და
კაზაკთა გადმოსახლება იყო. გლეხთა გადმოსახლებამ ხელი შეუწყო კავკასიის
ეკონომიკურ ათვისებას, ხოლო კაზაკები რუსეთის იმპერატორის ერთგულები
რჩებოდნენ და საიმედოდ იცავდნენ იმპერიის საზღვრებს. აღნიშნული
პროცესებისა და კავკასიაში სხვა სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რუსეთს
კავკასიაში ადმინისტრაციული მართვის ორგანოების დაწესება ესაჭიროებოდა.
1785 წლის 5 მაისს შეიქმნა კავკასიის სამეფისნაცვლო ორი ოლქის – კავკასიისა
და ასტრახანის შემადგენლობით. 1785 წლის 9 მაისს კავკასიის ოლქი, ეკატერინე
II ბრძანებით, გუბერნიად გადაკეთდა, ხოლო ასტრახანი ოლქად დარჩა.
რუსეთის იმპერატორი კავკასიის სამეფისნაცვლოს დიდ როლს
ანიჭებდა.გუბერნიაში ჩასახლება ნებადართული იყო სამხრეთ კავკასიის
სომხებისთვის, ქართველებისთვის, მთიელი ხალხებისა და, რა თქმა უნდა,
იმპერიის შიდა რაიონების წარმომადგენლებისათვის. გუბერნატორი
ასრულებდა ორ ფუნქციას - ზედამხედველობის და მართვის. ადგილობრივი
მმართველობის მეორე საფეხურზე `უეზდი~ (მაზრა) იდგა, რომელიც
გუბერნიის ქვედანაყოფს წარმოადგენდა და მოსახლეობის რაოდენობით
განისაზღვრებოდა (20-დან 30 ათასამდე). მიუხედავად მოსახლეობის მცირე
რაოდენობისა, კავკასიის გუბერნია იყოფოდა ექვს ადმინისტრაციულ
ერთეულად. თითოეულ მაზრაში მოქმედებდა სასამართლო,
ადმინისტრაციული და აღმასრულებელი დაწესებულებები. ქვედა ინსტანცია
სამაზრო სასამართლო იყო. მის კომპეტენციაში შედიოდა როგორც სისხლის,
ასევე სამოქალაქო საქმეების განხილვა. რუსეთის ცარიზმი ცენტრალური
კავკასიის ხალხების ადმინისტრაციულ მართვის სისტემაში ჩართვას პირველ
ხანებში უკავშირებდა იმედს, რომ მთიელები თვითონ ~დაინახავენ საკუთარ
სარგებელს რუსეთის დაწესებულ მმართველობის ზიარებით~. რუსეთის
მმართველობაში მთიელ ხალხთა ზიარების მიზანი იყო მოსამართლეთა
არჩევნებში მათი შესაძლო მონაწილეობა `ცოდნისა და ქონების შესაბამისად~.
ცარიზმის ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ ჩრდილო კავკასიის ხალხთა
ადმინისტრაციული დამორჩილება შედარებით უმტკივნეულო იქნებოდა, თუ
შეიქმნებოდა პირობები მუდმივი კონტაქტებისათვის კავკასიის
ადმინისტრაციასა და მთიელ ხალხებს შორის. მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე,
თუ იქნებოდა მთიელების პირადი დაინტერესება ამგვარი კონტაქტებით.
ამისათვის მთიელებს სამეფისნაცვლო ქალაქებში და კავკასიის ხაზზე სავაჭრო
აქტიურობისათვის სრული თავისუფლება ეძლეოდათ, დახმარებას უწევდნენ
ბარში გადმოსახლებულ მთიელებს. რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ
დიდი როლი შეასრულა რუსეთის კავკასიური პოლიტიკის წარმატებულად
განხორციელებაში. ამრიგად, XVIII საუკუნის დასასრულს ჩრდილო კავკასიის
სტეპურ ზოლში შემოღებულ იქნა რუსეთის ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული დაყოფა: სამეფისნაცვლო, გუბერნია, მაზრები შესაბამისი
მართვის ინსტიტუტებით, რაც კავკასიის რუსეთის მიერ დაპყრობაზე და
რუსეთის ტერიტორიების გაფართოების ტენდენციებზე მიანიშნებდა.

ბილეთი 2.
1. „კავკასიის ხალხთა ისტორიის“ პერიოდიზაცია. ისტორიული წყაროები და
ისტორიოგრაფია
კავკასიისა და მისი ხალხების ისტორია დაყოფილია შემდეგ პერიოდებად:
1 უძველესი დრო (ძვ. წ. VI ათასწლეულამდე)
2 ძველი დრო (ნეოლითური ხანა-ანტიკური ხანა, ძვ. წ. VI ათასწლეული - IV ს.)
3 შუა საუკუნეები (IV-XV სს.)
4 ახალი დრო (XV საუკუნე-XIX საუკუნის პირველი ნახევარი)
5 უახლესი დრო (XIX საუკუნის მეორე ნახევარი-დღემდე)
უძველესი დრო, ძველი დრო და შუა საუკუნეები შეფასდეს, როგორც აგრარული
ცივილიზაციის ეპოქა. ამ ეპოქაში პირველ ადგილზე იყვნენ კოლექტიურობა და
რელიგიობა.ახალ დროს, რომელიც ინდუსტრიულ ეპოქად შეფასდეს, პირველ
ადგილზე იყვნენ ინდივიდუალიზმი და სხვ. უახლეს დროს, პოსტინდუსტრიულ
ეპოქაში, მთავარი ფასეულობებია ინდივიდუალური აზროვნება და ცოდნა.
კავკასიის ისტორიის შესწავლა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად:
I. ანტიკური და შუა საუკუნეთა ავტორები: ბერძნები და რომაელები - ესქილე,
ჰეროდოტი, არიანი, კონსტანტინე VII; ადგილობრივი ისტორიკოსები -
აგათანგელოსი, ეგიშე, მოვსეს ხორენაცი, ლეონტი მროველი, ჯუანშერი და სხ.
II. XVIII-XIX საუკუნეებში მეცნიერულად კავკასიის შესწავლის დასაწყისი. ეს ეტაპი
გაგრძელდა 1917 წლამდე. ახალ დროში კავკასისმცოდნეობას საფუძველი ჩაეყარა
ვახუშტი ბაგრატიონის, იოჰან გიულდენშტედტის, სამუელ გმელინის, პეტერ
პალასის ნაწარბოებში. ამპერიოდის ისტორიკოსები: რუსები - ნიკოლაი დუბრივინი,
პეტრ ბუტკოვი, მაქსიმ
კოვალევსკი; აზერბაიჯანელები - აბას-ყული ბაქიხანოვი და ალექსანდრე კაზემბეკი;
ქართველები - დიმიტრი ბაქრაძე, ექვთიმე თაყაიშვილი; ადიღელები - ხან-გირეი და
შორანოგმოვი; ოსები - კოსტა ხეთაგუროვი და ათანასე სესიევი; ჩეჩნები - უმარ
ლაუდაევი და ბევრი სხვა მეცნიერები.
III. 1917 წლის შემდეგ საბჭოთა კავკასიოლოგიამ დაიწყო თავისი ჩამოყალიბება და
განვითარება. საბჭოთა კავკასიოლოგიის განვითარებაში წვლილი შეიტანეს ისეთმა
მეცნიერებმა, როგორებიც არიან ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი
შანიძე, სერგეი სტაროსტინი, გეორგი კლიმოვი, ნატალია ვოლკოვა, რუსლან
ბზაროვი, ტუღან კუმიკოვი, ამრი შიხსაიდოვი, ზია ბუნიატოვი, ზურაბ ანჩაბაძე,
გიორგი, ძიძარია და სხვები.
IV. 1990-იანი წლებიდან უკვე კავკასიოლოგიის პოსტმოდერნისტული განვითარება
იწყება.2000-იანი წლებიდან იქმნება და აქტიურდება კავკასიოლოგიური ცენტრები
თბილისში, ერევანში, ბაქოში, მახაჩკალაში, როსტოვში, ნალჩიკში, მაიკოპში და ა.შ.

2. ჩრდილო კავკასიის პოლიტიკური ორგანიზაციების ტიპები XIX საუკუნის


პირველ ნახევარში
XIX საუკუნისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში სახელმწიფოები ორ ტიპად
იყოფოდა - ფეოდალურ სამფლობელოდა და სასოფლო თემებად. დაღესტნის
ტერიტორიაზე არსებობდა 10 ფეოდალური სამფლობელო. მთიან დაღესტანში
ყველაზე გავრცელებული ტიპი იყო სასოფლო თემი.
ინგუშები და ჩეჩნები მაშინ გაიყო 10 ტუკხუმად და 6 შაჰარად.
ოსები ცხოვრებდნენ ოსეთის 4 მთის თემში: ამასობაში გაგრძელდება ოსების
ნაწილის მიგრაცია კავკასიის ქედის სამხრეთით ქართლის სამეფოს
ტერიტორიაზე. ეს პროცესი XIX საუკუნის შუა ხანებამდე გაგრძელდება.
ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე იყო 13 ოსური თემი.

ბილეთი 3.
1. პალეოკავკასიური ეთნოკულტურული ერთობა. სახელმწიფოებრიობის
კულტურა კავკასიაში ანტიკურ ხანაში
პალეოკავკასიური....

ანტიკური ხანის განმავლობაში კავკასიის ხალხების სახელმწიფოებრიობის


კულტურაზე ამ მხრივ უფრო განვითარებული სახელმწიფოების გავლენა იქონია. ამ
მხრივ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე გავლენას ახდენდნენ ირანულენოვანი
ხალხების ტომობრივი გაერთიანებები - კიმერიელები, სკვითები და ალანები მაშინ
სახელმწიფოს უმარტივესი ფორმა იყო თემი.
ამიერკავკასიის ხალხები უკვე განვითარებული ცივილიზაციისა და სახელმწიფო
კულტურის მქონე ქვეყნების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ - ურარტუ, მანას სამეფო ,
აქემენიანთა იმპერია, ბერძნების კოლონიები, პონტოს სამეფო და ა.შ. ტომთაშორისი
ურთიერთობების განვითარებისა და ტომთა ჯგუფის გაერთიანების
შედეგად ჩამოყალიბდა პირველი სახელმწიფოები კავკასიაში - კოლხეთი (ძვ. წ. XIII ს.
— 164 წ.), დიაოხი (ძვ. წ. XII — ძვ. წ. VIII სს.), ქართლის/იბერიის სამეფო (ძვ. წ. 302 –
580 წწ.), დიდი სომხეთი (ძვ. წ. 190 — 428 წწ.)და კავკასიის ალბანეთი (ძვ. წ. I – VIII
სს).

2. კავკასიის ომები. შამილის იმამატი

კავკასიის ომი, რუსული ისტორიოგრაფიის მიხედვით, 1817 წელს დაიწყო.


1829 წელს მთიან დაღესტანში ჩამოყალიბდა მთიანი მუსლიმური სახელმწიფო
- ჩრდილო კავკასიის იმამატი. ღაზი-მუჰამედი პირველი იმამია, ვინც
წარმატებით იბრძოდა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. 1829 წელს მან რუსებს
ღაზავათი გამოუცხადა. იგი გარდაიცვალა 1832 წელს მშობლიურ სოფელ
გიმრისთვის ბრძოლაში.
შემდეგი იმამი შამილი გახდა. ახალი იმამი, რომელსაც გააჩნდა
ადმინისტრაციული და სამხედრო შესაძლებლობები, მალევე აღმოჩნდა
უკიდურესად საშიში მოწინააღმდეგე, რომელიც თავისი მმართველობის ქვეშ
აერთიანებდა დაღესტნისა და ჩეჩნეთის აქამდე განსხვავებული ტომებისა და
სოფლების ნაწილს. დროის ამ პერიოდში შამილმა აქტიურად დაიწყო. იმამ
შამილის მეფობის დროს სამხედრო ოპერაციები სხვადასხვა წარმატებით
ჩატარდა ორივე მხრიდან. კავკასიის ომი საბოლოოდ დასრულდა 1864 წელს
ოსმალეთის იმპერიაში ჩერქეზების მუჰაჯირობის შემდეგ.

ბილეთი 4.
1.“თქმულება ნართებზე“ - კავკასიის ხალხთა ეპოსი
თქმულება ნართებზე - ეპოსი, რომელიც არსებობს ჩრდილოეთ კავკასიის რიგ
ხალხებში, რომლის საფუძველს ემყარება ლეგენდები გმირების (ნარტების)
წარმოშობისა და თავგადასავლების შესახებ. გვხვდება აფხაზ-ადიღეელ
ხალხებში, ბალყარელებში, ინგუშებში, ყარაჩაელებში, ოსებში, ჩეჩნებში.
ცალკეული ციკლები ცნობილია აგრეთვე ქართველებსა (სვანები, ხევსურები,
რაჭელები) და დაღესტნის ზოგიერთ ხალხში. სავარაუდოდ, ეპოსის შექმნა ძვ.წ.
VI-V საუკუნეებში დაიწყო, ხოლო XIII-XIV საუკუნეებში სხვადასხვა
ლეგენდებმა დაიწყეს ციკლებად გაერთიანება, გმირის ან მოვლენის ირგვლივ
დაჯგუფება.
არსებობს პროზისა და პოეზიის სახით. ნაწარმოები დაფუძნებულია როგორც
კავკასიის ავტოქტონური ხალხების, ისე ჩრდილოეთ ირანელი (სკვითურ-
სარმატული) ხალხების ძველ ეპიკურ ციკლსა და კულტურაზე

2.1783 წლის გიორგიევსკის ტრაქტატი და შიდაკავკასიური ურთიერთობები


XVIII ს. დასასრულს
კავკასიაში, კერძოდ, ქართლ-კახეთში XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ქვეყნის
შიგნით და ქვეყნის გარეთ შექმნილმა ვითარებამ განაპირობა ის, რომ ჩრდილო
კავკასიის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში – გეორგიევსკში (დღეს სტავროპოლის
მხარე) 1783 წლის 24 ივლისს, ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის
წარმომადგენლებს შორის გაფორმდა ტრაქტატი – `მეგობრობის
ხელშეკრულება~ (ქართულად `მეგობრობის პირობა~). გეორგიევსკის
ტრაქტატის დადება განპირობებული იყო ორივე მხარის ინტერესებით. რუსეთი
დაინტერესებული იყო თავის კონკურენტებთან – ირანთან და თურქეთთან
ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერით. საქართველო რუსეთში ხედავდა
სახელმწიფოს, რომელსაც რეალურად შესწევდა ძალა, დახმარებოდა ქვეყანას
ირანელთა ძალმომრეობისგან გათავისუფლებაში, წართმეული მიწების
დაბრუნებაში. გარდა ამისა, საქართველოს უჩნდებოდა შესაძლებლობა,
რუსეთზე გავლით გასულიყო ევროპული მოდერნიზაციის გზაზე.
ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ საქართველოს გაურთულდა პოლიტიკური
ურთიერთობები თურქეთთან და ირანთან. საქართველოსთვის უმძიმესი
შედეგებით დამთავრდა ირანის მმართველის, აღა-მაჰმად ხანის, 1795 წლის
შემოსევა.
1795 წელს, აღა-მაჰმად-ხანის კავკასიაში შემოსევის პარალელურად,
გააქტიურდა თურქეთიც. იგი, თავისი ტერიტორიების დაცვის საბაბით, შეუდგა
მოსაზღვრე რაიონებში ჯარების გამაგრებას. იმავდროულად თურქეთი აღა-
მაჰმად-ხანს ეხმარებოდა და ჯარისათვის სურსათს უგზავნიდა. სამხრეთ
კავკასიაში აღა-მაჰმად-ხანს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. არაერთგზის
მცდელობის მიუხედავად, მან ვერ შეძლო შუშას ციხესიმაგრის აღება.
აზერბაიჯანულმა და სომხურმა მოსახლეობამ ირანელთა ჯარის იერიში
მოიგერია. ამის შემდეგ აღამაჰმად-ხანი იძულებული გახდა, შუშა მიეტოვებინა
და თავისი ჯარი საქართველოსკენ მიემართა. 1795 წლის 12 სექტემბერს
ორდღიანი ბრძოლების შემდეგ აღა-მაჰმად ხანი თბილისში შეიჭრა, ქალაქი
მტრის ჯარისკაცებმა გაძარცვეს და გადაწვეს. თბილისის 61 ათასი მოსახლისგან
35 ათასი დარჩა, დანარჩენი მოკლეს ან ტყვედ წაიყვანეს. ამის შემდეგ აღა-
მაჰმად- ხანმა დაღესტნის ხალხებს მორჩილება მოსთხოვა. თუ ისინი მას არ
დაემორჩილებოდნენ, ირანის მმართველი სიკვდილით, გაძარცვით და სოფელ-
ქალაქების დანგრევით ემუქრებოდა, იმის მსგავსად, რაც მათ საქართველოში
ჩაიდინეს. დაღესტნის მფლობელებმა მის წინადადებაზე უარი თქვეს და
გადაწყვიტეს, წინააღმდეგობა გაეწიათ, ამავე დროს, მათ დახმარებისათვის
რუსეთს მიმართეს.
ამრიგად, რუსეთ-საქართველოს შორის 1783 წელს გეორგიევსკში დადებულმა
ხელშეკრულებამ, ერთი მხრივ, გაააქტიურა მათ შორის პოლიტიკური,
ეკონომიკური ურთიერთობები. ამავე დროს, მეორე მხრივ, ტრაქტატმა ხელი
შეუწყო რუსეთის მიერ საქართველოს მიერთება-ოკუპირებას, კავკასიაში
რუსეთის კოლონიური ადმინისტრაციული მმართველობის დამყარებას და
ქვეყანაში მცხოვრები ხალხების სუვერენული უფლებების დაკარგვას, რამაც
რეგიონში მოგვიანებით სახალხო-გამათავისუფლებელი ბრძოლები გამოიწვია.

ბილეთი 5.
1. დიდი რელიგიების (ქრისტიანობა, ისლამი) გავრცელება კავკასიაში
ქრისტიანობის გაჩენა კავკასიაში დაკავშირებულია გრიგოლ განმანათლებლის
მოღვაწეობასთან, რომლის წყალობითაც სომხეთი მოინათლა 301 წელს. ქრისტიანობა
გავრცელდა საქართველოშიც (წმ. ნინას მისია) 326 წელს და კავკასიის ალბანეთშიც.
ქრისტიანობა თანდათან გავრცელდა მთელ კავკასიაში. მაგალითად, ალპ-ილიტვერმა,
VII საუკუნის ჰუნების (სავირის) სამეფოს მმართველი დაღესტანში, და მისმა
სახელმწიფომ მიიღეს ქრისტიანობა 682 წელს. 916 წელს - ალანიის სამეფო. ჩერქეზებს
შორის-XI-XIII საუკუნეებში ტმუტარკანის სმთავროდან და საქართველოდან.
VII საუკუნიდან ისლამმა დაიწყო შეღწევა კავკასიაში. ეს გამოწვეულია არაბთა
სახალიფოს გაჩენით, რომელმაც დაამკვიდრა თავისი ჰეგემონია ახლო
აღმოსავლეთში, შთანთქა ირანი და სერიოზულად განდევნა ბიზანტია. VIII
საუკუნიდან აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და დაღესტნის მცხოვრებლებმა თანდათან
დაიწყეს მიღება, რომლის პროცესი XVI საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა.
პარალელურად შენდებოდა მეჩეთები (ყუმუხის ჯუმა-მეჩეთი 734 წელსა და შამახას
ჯუმა-მეჩეთი 743 წელს) და ინიშნებოდნენ ყადიები. აბასიანთა სახალიფოში
არეულობის შედეგად (IX საუკუნის შუას) ამიერკავკასიაში ახალი სახელმწიფოები
იქმნება - შირვანშაჰთა სახელმწიფო (861-1538 წწ.), თბილისი საამირო (736-1122 წწ.),
შედადიანთა სახელმწიფო (951 — 1199 წწ.), დერბენტის საამირო (1075 წლამდე) და ა.შ.
ჩერქეზებს შორის ისლამმა დაიწყო შეღწევა ოსლმალეთიდან და ყირიმის სახანოდან
XV-XVI საუკუნეებში.

2. რუსეთისა და ჩრდილო კავკასიის ხალხთა ურთიერთობები XVIII საუკუნის


მეორე ნახევარში
რუსეთის მიერ ყაბარდოს კუთვნილი ტერიტორიის წართმევით, 1763 წელს
სამხედრო ციხესიმაგრე მოზდოკის (ამჟამად ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია)
დაარსებით და ამავე დროს ყიზლარ-მოზდოკის სამხედრო ხაზის
მშენებლობით იწყება ყაბარდოსა და რუსეთს შორის დაპირისპირება, რაც
მეცნიერების დიდი ნაწილის მიერ როგორც ადრე, ისე ამჟამად, კავკასიის
ომის დასაწყისად არის მიჩნეული. თუმცა არის სხვა მოსაზრებაც, რომ ომი
დაიწყო 1816 წლიდან გენერალ ალექსი ერმოლოვის სამხედრო
მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ. თუ რუსეთი XVIII საუკუნის მეორე
ნახევრამდე ჩრდილო კავკასიაში ძირითადად ყაბარდოსა და დაღესტნის
ფეოდალებზე დაყრდნობით უზრუნველყოფდა რეგიონში თავის
პოლიტიკურ გავლენას, შემდგომ უკვე ის უშუალოდ იწყებს მთელ რეგიონში
თავის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ექსპანსიას.
თავდაპირველად ყოველივე ეს რუსეთის მმართველობის სისტემის
ელემენტების შემოღებაში აისახა, რამაც უფრო გაზარდა ადგილობრივ
საზოგადოებაში დაპირისპირება და რეგიონი რუსეთის მომხრეებად და
მოწინააღმდეგეებად დაყო. რუსეთის ხელისუფლების მიერ XVIII საუკუნის
მეორე ნახევარში შავ ზღვაზე გასვლის საკითხი კონკრეტულად იქნა
დასახული. ამისათვის მას ესაჭიროებოდა ჩრდილო კავკასიაში გავლენის
გამყარება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის იმპერია XVIII საუკუნის მეორე ნახევარში და
XIX საუკუნის დასაწყისში ძალადობას შერჩევით იყენებდა. სტაბილური
ურთიერთობების დასამყარებლად ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებდა
მშვიდობიან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მოლაპარაკებებს, საჩუქრებს
სთავაზობდა ადგილობრივ ფეოდალებს და `სტარშინებს~, არიგებდა
როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო თანამდებობებს. მათ, ვინც
ერთგულებას შეჰფიცავდა რუსეთის ტახტს, ხაზინიდან შესაბამისი
ჯამაგირი ენიშნებოდა.

ბილეთი 6.
1. კავკასიის ხალხები არაბ-ხაზარ-ბიზანტიის ურთიერთობებში IV-XII
საუკუნეებში
VII საუკუნეში კავკასიისთვის ბრძოლაში ბიზანტიას და სასანურ ირანს
შეუერთდნენ ახალი ძალები - უბიწო სახალიფო, მოგვიანებით ომაიანთა
სახალიფო, და ხაზარეთის სახაკანო. ხაზარები პირველად
ამიერკავკასიაში გამოჩნდნენ 602-628 წლების სასანიური ირანბიზანტიის
ომის დროს, როგორც დასავლეთ თურქული სახაკანაოს ნაწილი და,
სავარაუდოდ, მისი ჯარების საფუძველი. თურქულმა ჯარებმა აიღეს
დერბენტი და დაეხმარნენ ბიზანტიელებს თბილისის ალყაში. 630
წლიდან, მრავალმა შიდა შეტაკებამ გამოიწვია დასავლეთ თურქული
სახაკანოს დაშლა. ამის შედეგი იყო მის პერიფერიაზე ორი ახალი
პოლიტიკური ფორმირების გაჩენა აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში.
დიდი ბულგარეთი, რომელიც დააარსა ხან კუბრატმა 632 წელს,
წარმოიშვა შავი ზღვის რეგიონში, ხოლო ხაზარეთი კასპიის რეგიონში.
არაბთა-ხაზარების ომები არაბების მიერ სომხეთის, საქართველოსა და
კავკასიის ალბანეთის დაპყრობით დაიწყო. პირველი ომი დაიწყო არაბთა
დარბევით ხაზარის ტერიტორიაზე 642/643 წლებში. ათი წლის შემდეგ,
ხელახალი დარბევის მცდელობა დასრულდა ბელენჯერში სალმან იბნ
რაბის მეთაურობით არაბული არმიის დამარცხებით. მეორე ომი,
რომელიც გახდა ყველაზე დიდი დროისა და ინტენსივობის
თვალსაზრისით, დაიწყო VIII საუკუნის I ათწლეულში და გაგრძელდა
737 წლამდე. მისი კულმინაცია იყო

2. აზერბაიჯან და სომხეთი XVIII საუკუნეში

XVIII საუკუნის დასაწყისში სეფიანთა სახელმწიფო კვლავ დასუსტდა. აზერბაიჯანის


ჩრდილო-დასავლეთით სეფიანთა ბატონობის წინააღმდეგ 1722 წელს დაიწყო
მთიელთ აჯანყება, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლეზგი სულიერი პირი ჰაჯი-
დაუთი, რომელი მოგვიანებით გახდა შირვანის თეოკრატიული სახელმწიფოს
მმართველი. ირანის ბატონობ ნადირ შაჰმა აღადგინა, მაგრამ მისი გარდაცვალების
შემდეგ 1747 წელს აზერბაიჯანი ტერიტორიაზე 10 აზერბაიჯანული სახანო
ჩამოყალიბდა - ერევანის, განჯის, ყარაბაღის შაქის, შირვანის, ყუბას, ნახიჭევანის,
დერბენტის, ბაქოსა და ჯავადის სახანოები
XVIII საუკუნის დასაწყისისთვის სომხეთი საბოლოოდ გაიყო ოსმალეთის იმპერიასა
და ირანს შორის. დიდი სურგუნის შედეგად XVII საუკუნის პირველ ნახევარში
ჩუხურ-საადისა დ ყარაბაღის საბეგლარბეგოების სომხური მოსახლეობა
საგრძნობლად შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა დიდი ხანია დაკარგა სახელმწიფოებრიობა,
ავტონომიურ ხაჩენის სამთავრო დარჩა ყარაბაღში, ხოლო 1603 წელს მისი დაშლის
შემდეგ ხუთი სომხურ სამელიქო, რომელიც ცნობილია როგორც «ხამსე-ი ყარაბაღი»
(ყარაბაღის ხუთეული) სამელიქოები გადარჩა სიუნიქშიც. სომხეთის ფარგლებს გარეთ
ჩამოყალიბდა შთამბეჭდავი დიასპორები რუსეთში, ევროპასა და ინდოეთის
ევროპულ კოლონიებში (მაგ. მადრასი). XVII საუკუნის ბოლოს - XVIII საუკუნის
დასაწყისში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა, რომელსაც იმ დროს სათავეში
ედგა ისრაელ ორი. 1722 წელს სიუნიქისა და ყარაბაღის სომხებმა, დავით-ბეკისა და
ესაი ჰასან-ჯალალიანის მეთაურობით, პეტრე I-ის სპარსული ლაშქრობასთან
დაკავშირებით, აღმართეს აჯანყება, რომელმაც მოახერხა რამდენიმე წლის
განმავლობაში ირანის ბატონობის დამხობა. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში
ეროვნულგანმათავისუფლებელი მოძრაობის მთავარი ფიგურები იყვნენ იოსებ ემინი,
შაამირ სულთანუმ შაამირიანი და იოსებ არღუტინსკი, რომლებიც სომხეთის
განთავისუფლებაში მთავარ მოკავშირეებს რუსეთსა და ქართლ-კახეთში ხედავდნენ.

ბილეთი 7.
1. ქართულ-სომხური ურთიერთობები და საეკლესიო განხეთქილება IV-XII
საუკუნეებში

602 წელს სამხრეთ კავკასიაში მომხდარმა ფაქტმა გავლენა მოახდინა ადგილობრივი


ხალხების (ქართველები, სომხები) ისტორიაზე და ყოველი მათგანის კულტურული
თავისებურება განაპირობა. ეს იყო საეკლესიო განხეთქილება სომეხ და ქართველ
სასულიერო პირებს შორის.
ქართული ეკლესია, რომელიც იცავდა თავის დამოუკიდებლობას და ამაში მას საერო
ხელისუფლება მხარს უჭერდა, თანდათან ქალკედონიის კრების გადაწყვეტილებისკენ
იხრებოდა, რომელმაც მონოფიზიტობის ერესი და ნესტორიანელობა დაგმო. სომხური
ეკლესია, სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში, სომეხი ხალხის
ერთადერთი ოფიციალური წარმომდგენი გახდა. სომხური ეკლესია თანდათან
ირანელთა ბატონობის საყრდენ ბაზად იქცა კავკასიაში, ხოლო ქრისტიანობის
მონოფიზიტური მიმართულება - ბიზანტიის წინააღმდეგ იდეოლოგიური და
პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად. 614 წელს კტესიფონში
გამართულ საეკლესიო კრებაზე გახმოვანებულ იქნა შაჰინშაჰის ბრძანება: `ყველა
ქრისტიანმა, ვინც ჩემს ხელმწიფობას ემორჩილება, სომეხთა სარწმუნოება უნდა
მიიღოს~.
სომხურ-ქართული საეკლესიო განხეთქილება წყაროებში ასახული არ არის. მხოლოდ
IX საუკუნეში `დაინტერესდებიან~ ბიზანტიელები ამ საკითხით კონსტანტინოპოლის
პატრიარქის, ფოტის, მეშვეობით. ეს ინტერესი უკავშირდებოდა სომხური ეკლესიის
ისტორიას (და არა სომხურ-ქართულ საეკლესიო განხეთქილებას), ბიზანტიურ
ეკლესიასთან მისი გაერთიანების მიზნით. ისტორიულ-ლიტერატურული ძეგლები,
სადაც სომხურ-ქართული საეკლესიო განხეთქილებაა გაშუქებული, აღწერილია VII
საუკუნის სომხურ წერილობით წყაროში - `ეპისტოლეთა წიგნში~ და IX საუკუნის
ქართლის კათალიკოსის არსენ საფარელის თხზულებაში `საქართველოსა და
სომხეთის დაყოფის შესახებ~. `ეპისტოლეთა წიგნში~ მოცემულია სომხებისა და
ქართველების სასულიერო მოღვაწეებს შორის პოლემიკური მიმოწერ
ორ ეკლესიას შორის განხეთქილების ყველაზე მთავარი საკითხი ქართული ეკლესიის
ისტორიული დამოუკიდებლობის (ავტოკეფალიის), აგრეთვე სომხური ეკლესიისგან
დამოკიდებულება-არდამოკიდებულების საკითხია. ცნობები ამის შესახებ `წიგნში~
წინააღმდეგობრივი და გაურკვეველია, რაც არ იძლევა მკაფიო დასკვნების გაკეთების
საშუალებას. მაგრამ თვით ეკლესიის გახლეჩის ფაქტი შეიძლება იყოს საწყის ეტაპებზე
სომხურ-ქართული ეკლესიის გარკვეული ერთობის დასტურიც. ამრიგად, სომხეთში
ბიზანტიისა და ირანის საპირისპირო მრწამსის გაბატონება, ერთი მხრივ, ორივე
დამპყრობელს ერთნაირად უშლიდა ხელს ამ ქვეყნის მითვისებაში და, ამდენად,
ქართული და სომხური ეკლესიების გათიშვა ობიექტურად პროგრესულ როლს
ასრულებდა. მეორე მხრივ კი, იგივე გარემოება ორივე აგრესორს `საფუძველს
აძლევდა~ `ჭეშმარიტი~ სარწმუნოების `დაცვის~ საბაბით სამხრეთ კავკასიის
ქვეყნების საშინაო საქმეებში აქტიურად ჩარეულიყო.

2. ჩრდილო კავკასიის ხალხთა სოციალური ურთიერთობები XVI-XVIII


საუკუნეებში
ჩრდილო კავკასიის ხალხთა სოციალური ურთიერთობების შესწავლა
აქტუალურია. მისი კვლევა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში დაიწყო. რეგიონში
ჩამოყალიბებული ფეოდალური ურთიერთობების შეფასებისას სხვადასხვა
მოსაზრება არსებობს. იმ დროის რუსეთში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში
ჩამოყალიბდა კონცეფცია მთიელების `მუდმივი გვაროვნული წყობის~ შესახებ.
XIX საუკუნეში დამკვიდრდა აზრი, რომ კავკასიის მთიელებში სოციალური
ურთიერთობების კონსერვაცია მოხდა და რომ ამ ყველაფერს გვაროვნული
ურთიერთობები განსაზღვრავს. ევროპაში სწორედ ამ წარმოდგენებზე იყო
დაფუძნებული რუსეთის ე.წ. პროგრესული, ცივილიზატორული მისია
რეგიონში.
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში სოციალური ურთიერთობების შესწავლა
ცალსახად საზოგადოებრივი პროგრესის იდეას, კლასობრივ-ფორმაციულ
წარმოდგენებს ეფუძნებოდა. რუსი მეცნიერი მ. ნ. პოკროვსკი წერდა, რომ XVIII
საუკუნის ბოლოს ჩრდილო კავკასიაში გაბატონებული იყო ფეოდალური
ურთიერთობები. მაგრამ 1950-იან წლებში ზოგიერთი ავტორი მიიჩნევდა, რომ
კავკასიის მთიელებში მიწებზე ფეოდალური საკუთრების სისტემა არ ყოფილა
და, აქედან გამომდინარე, უარყოფდნენ აქ ფეოდალიზმის არსებობას. 1950-იან
წლებში, სამეცნიერო დისკუსიის შედეგად, ისტორიკოსთა ძირითადმა ნაწილმა
აღიარა ჩრდილო კავკასიაში ფეოდალური სოციალური ურთიერთობების
არსებობა. მიუხედავად ამისა, საკამათო დარჩა ფეოდალიზმის გენეზისის დრო
კავკასიაში. მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლიდა, რომ ფეოდალიზმი რეგიონში
XVIII საუკუნეში გავრცელდა, მეორე კი მის გავრცელების დროდ ჩვენი
წელთაღრიცხვის პირველივე საუკუნეებს მიიჩნევს. უკანასკნელმა მიდგომამ
მხარდაჭერა ჰპოვა მოსკოვში გამომცემლობა `ნაუკაში” 1988 წელს გამოსულ
ორტომეულში `ჩრდილო კავკასიის ხალხთა ისტორია~. ამ აკადემიური
გამოცემის მიხედვით ჩრდილო კავკასიაში ფეოდალიზმის განვითარება
მოიცავს თითქმის ორ ათასწლეულს, რომელმაც სამი ეტაპი გაიარა. პირველი
გრძელდებოდა ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისიდან თათარ-მონღოლების
შემოსევამდე. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ადრეფეოდალური ურთიერთობები,
წარმოიქმნა პირველი ეთნოპოლიტიკური გაერთიანებები – კავკასიის
ალბანეთი, ალანია, სერირი, ტარკი და ა.შ. მეორე ეტაპი მოიცავს XIV-XVII
საუკუნეებს. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ფეოდალური საკუთრება და
ფეოდალური იერარქია, ბარში მცხოვრები გლეხების ნაწილი ფეოდალიზმის
უღელქვეშ მოექცა. ფეოდალიზაციის პროცესები ისლამის გავრცელების
შედეგად უფრო მეტად გაძლიერდა. მაღალმთიან რაიონებში არსებობდა
თავისუფალი საზოგადოებები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ჩართული იყვნენ
ფეოდალურ ურთიერთობებში. მესამე ეტაპი მოიცავს XVIII-XIX საუკუნის I
ნახევარს, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო მიწაზე მემკვიდრეობითი
საკუთრების სწრაფი განვითარება და მისი განმტკიცება.

ბილეთი 8.
1.საქართველო კავკასიის ეთნოკულტურულ სივრცეში XI-XII საუკუნეებში

სამეფო-სამთავროების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანების პროცესისა (X ს.-


ის ბოლო - XI ს.) და დავით IV აღმაშენებლის მეფობის (1089-1125 წწ.) შედეგად
ქვეყნის გაძლიერების შედეგად საქართველო ოქროს ხანაში შედის, რომელიც
გრძელდებოდა დედოფალ რუსუდანის მმართველობამდე (1223-1245). XI-XII
საუკუნეები ფეოდალური საქართველოს უდიდესი პოლიტიკური
ძალაუფლებისა და ეკონომიკისა და კულტურის აყვავების ხანად იქცა. ამ დროს
საქართველომ დაიწყო კულტურული ექსპანსია მთელ კავკასიაში. აქტუალური
გახდა ლეონტი მროველის ისტორიულ ნაშრომში «ცხოვრება ქართველთა
მეფეთა» გადმოცემული კავკასიელი ხალხების ნათესაობის კონცეფცია,
რომელიც მოგვითხრობს კავკასიელი ხალხების წარმოშობის შესახებ იაფეთის
ძე და ნოეს შვილიშვილი თარგამოსის შვილებისგან (ქართლოსი, ჰაიკი,
ბარდოსი, მოვაკანოსი, ჰეროსი, ეგროსი, ლეკოსი და კავკასოსი).
პანკავკასიურობის ცნებამ ფაქტობრივად გამოიხატა დიდგორის ბრძოლაში
(აგვისტო 1122 წ.), სადაც ქართველებისა და ყივჩაღების გარდა, ალანებიც
მონაწილეობდნენ თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. რითაც საქართველოს
კავკასიაში პოლიტიკური და კულტურული ლიდერობის პრეტენზია ჰქონდა. 1.
ბაგრატ III-ის მიერ საქართველოს გაერთიანება 2. ქრისტიანობის გავრცელება
3. ეკონომუკირი ურთიერთობები და საქართველოს კულტურის ელემენტების
გავრცელება (მაგ. ხუნძური წარწერები სარირის სამეფოს ტერიტორიაზე) 4.
ქალაქური კულტურა და ქალაქების განვითარება 5. ტრადიციული კულტურა
(კაცის რაინდობა, სტუმარ-მასპინძლობა და ა.შ.)

საქართველოს გავლენა გამოიხატა მთიან ინგუშეთსა და მთიან დაღესტნის


ნაწილებში ქრისტიანობის გავრცელებაში, ქართული ანბანის გამოყენებასა (მაგ.
ხუნძური წარწერები ქართული ანბანით) და ალანიის სამეფოში ქრისტიანობის
გაძლიერებაში.
2…ჩრდილო კავკასიის ეთნოპოლიტიკური რუკა XVI-XVIII სს. ჩრდილო
და სამხრეთ კავკასიის ხალხთა ურთიერთობები.

ჩრდილო კავკასიის ეთნოპოლიტიკური რუკა XVI – XVIII სს.-ში


ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიის დაბლობებზე ცხოვრობდნენ
ადიღეელები, რომლებიც იყოფოდნენ 18 ჯგუფებად. ჩრდილო კავკასიის ერთ-
ერთი მთავარი ცენტრი იყო ყაბარდოს სამთავრო, რუსეთის მთავარი
მოკავშირე. ჩრდილოდასავლეთ კავკასიის მთებში ცხოვრობდნენ ყარაჩაელები
და ბალყარელები, რომლებსაც ახლო ჰქონდათ სვანებთან ურთიერთობები და
თემებად დაიყო. ცენტრალურ კავკასიში ცხოვრობდნენ ოსები, რომელიც
დაიყო ოსეთში 4 თემად (თაგაური, ქურთაული, ვალაგირი და დიგორა) და
ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე 13 თემად. ცენტრალური კავკასიის
აღმოსავლეთით ოსების მეზობლები იყვნენ ინგუშები და ჩეჩნები,
რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარე თერგიდან ტარკის საშამხლოს
საზღვრებამდე. მეორე ცენტრი იყო დაღესტანი, რომელშიც ცხოვრობდნენ
ბევრი ხალხი. მთავარი ფეოდალური წარმოქმნები იყვნენ - ტარკის საშამხლო,
ხუნძახის სანუცლო, ხაიდაყის საუცმიო, თაბასარანის სამაისუმო, ელისუს
სასულთნო. დაღესტანში კიდევ ბევრი სასოფლო თემი ან ჯამაათი იყო -
ახტიპარა, აყუშა-დარგო, ღიდატლი, ანკრატლი და ა.შ.

ბილეთი 9.
1. თათარ-მონღოლები კავკასიაში. ოქროს ურდოსა და ჰულაგიდების
ბრძოლები აღმოსავლეთ კავკასიაში

1184-1206 წლებში, ინტენსიური ბრძოლის შედეგად თემუჯინმა გააერთიანა


მონღოლური ტომები და 1206 წლის კურულტაიზე გახდა ყველა მონღოლთა ხანი და
მიიღო ახალი სახელი - ჩინგიზ-ყაენი. ასე ჩამოყალიბდა მონღოლური იმპერია. 21
წლის განმავლობაში მონღოლებმა დაიპყრეს მთელი ჩრდილოეთ ჩინეთი და
ცენტრალური აზია. პირველად კავკასიაში მონღოლები სარდლების სუბუდეისა და
ჯებეს მეთაურობით 1220 წელს გამოჩნდნენ ხორეზმშაჰთა სახელმწიფოს
დამარცხების შემდეგ. მათი გზა მუღანის, შირვანისა და საქართველოს გავლით
გადიოდა, სადაც დაამარცხეს გიორგი IV ლაშა. დაღესტნისა და ჩეჩნეთის გავლით
ლეზგების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაარწმუნეს ყივჩაღები, დაეტოვებინათ
ალანები (სუბუდეისა და ჯებეის
სიტყვები ყივჩაღებს: «ჩვენ და შენ ერთი ხალხი ვართ....»), შემდეგ მათ დაამარცხეს
ალანები 1222 წელს. 1223 წლის 31 მაისს მონღოლებმა დაამარცხეს რუსი მთავრთა და
ყივჩაღთა გაერთიანებული ჯარი მდ. კალკაზე. 1235-1234 წელს მონღოლებმა
საბოლოოდ დაიპყრეს ჩრდილო კავკასია (ჩერქეზები, ალანები და ლეზგები) და
საქართველო, რომლებიც ოქროს ურდოს შემადგენლობაში შევიდნენ. რუსუდან
დედოფლის გარდაცვალების შემდეგ (1245 წ.) მონღოლებმა საქართველო ორ
ნაწილად დაყვეს. დასავლეთ საქართველო წავიდა დავით VI ნარინს, ხოლო
აღმოსავლეთ საქართველო - დავით VII ულუს. მაშინ საქართველო სამხედრო
პოტენციალის მიხედვით 8 თუმენად იყოფოდა. მიუხედავად ამისა, მონღოლთა
წინააღმდეგ არაერთი აჯანყება მოხდა ჩრდილოეთ კავკასიაში (1261-1357 წწ.) და
ამიერკავკასიაში.

ოქროს ურდოსა და ჰულაგიდების სახელმწიფოს ბრძოლები აღმოსავლეთ


კავკასიაში
ახლო აღმოსავლეთის ლაშქრობის დროს (1256-1260) ჰულაგიდების სახელმწიფოს
ჩამოყალიბების შემდეგ კავკასიაში ძალთა ბალანსი შეიცვალა. ოქროს ურდოსა და
ახლად ჩამოყალიბებულ ულუსს შორის დაიწყო ბრძოლა კავკასიის
კონტროლისთვის. ორივე მხარე ყურადღებას აქცევდა საქართველოს, როგორც
კავკასიის გაერთიანების ინტეგრატორს, და ყველანაირად ცდილობდა მასზე
გაბატონებას. მაგრამ გიორგი V ბრწყინვალეს მოღვაწეობისა და შორსმჭვრეტელი
პოლიტიკის შედეგად საქართველომ შეძლო მონღოლთა ბატონობისაგან
განთავისუფლება. ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება
1335 წლამდე გაგრძელდა. ჰულაგიდების სახელმწიფოში სამოქალაქო
დაპირისპირების შედეგად კავკასია მთლიანად მოექცა ოქროს ურდოს გავლენის
სფეროში 1385 წლამდე, სანამ თემურლენგი 90000-იანი ჯარის სათავეში
ამიერკავკასიაში ოქრო ურდოს ხან თოხთამიშის წინააღმდეგ ომის ფონზე არ
შემოიჭრა.

2. კაზაკები ჩრდილო კავკასიაში XVI_XVIII საუკუნეებში

თავისუფალი კაზაკების პირველი დასახლებები ჩრდილოეთ კავკასიაში XVI


საუკუნეში გაჩნდა - დონის კაზაკები დონზე. თავისუფალი თერგის
კაზაკების განვითარება მოხდა ყირიმ-თურქისა და სპარსელი
დამპყრობლების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლის პირობებში. კაზაკების
კონტროლის ქვეშ იყო მნიშვნელოვანი სავაჭრო და სტრატეგიული
მარშრუტები. თურქეთის ელჩებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ
თავისუფალი კაზაკები დგანან ოსმალეთის გზაზე (თემრიუკი - პიატიგორიე
- ელხოტოვო - თერგი - დერბენტი).
თერგზე კაზაკთა ჯარის პირველი ნახსენები გვხვდება XVII საუკუნის
დასაწყისის საარქივო წყაროებში, რომლებიც ინახება მოსკოვის უძველესი
აქტების რუსეთის სახელმწიფო არქივში. მათ შორისაა ელჩების პასუხები და
წერილები, რომლებშიც რუსეთის ადმინისტრაცია მიმართავდა
„მოთხოვნებს“ კაზაკთა ჯარს მხარდაჭერისა და დაცვის შესახებ. ერთ-ერთი
ასეთი დოკუმენტია ცარ მიხაილ
ფედოროვიჩის ქარტია, რომელიც გაგზავნილია თერგში 1615 წელს, რომლის
ასლი ხელმისაწვდომია სტავროპოლის ტერიტორიის სახელმწიფო არქივში.

1768 - 1774 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასრულების შემდეგ


ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის საზღვარი ყუბანისკენ გადავიდა.
ტერიტორიის დასაცავად აშენდა ცნობილი აზოვ-მოზდოკის თავდაცვითი
ხაზი. სტავროპოლის ტერიტორიის სახელმწიფო არქივში შენახული
მასალების მიხედვით, ხაზის ციხესიმაგრეები დასახლებული იყო
კაზაკებით ძირითადად ხოპერისა და ვოლგის პოლკებიდან. მაგრამ
ზაპოროჟიის, დონის, შავი ზღვის პოლკების კაზაკებიც აქ ჩამოასახლეს. ასე
გამოჩნდნენ ყუბანის კაზაკები.
XVIII საუკუნის ბოლოსთვის კიზლიარიდან მოზდოკამდე და მოზდოკიდან
ყუბანის, აზოვ-მოზდოკის და შავი ზღვის კორდონის ხაზების გასწვრივ
მთელი სივრცე ძირითადად კაზაკებით იყო დასახლებული.
ციხესიმაგრეებში მოსახლეობა ექსკლუზიურად სამხედრო იყო, პირველი
კაზაკთა ოჯახები აქ მხოლოდ 1779 წელს ჩამოვიდნენ და ციხეების
მახლობლად დაიწყეს სოფლები და დასახლებები.

ბილეთი 10.
1. ბიზანტიის იმპერიის დაცემა 1453 წელს. ოსმალეთი და ირანი XV
საუკუნეში

რომის იმპერიის მემკვიდრე - ბიზანტია (395 – 1453) - დიდი ხანია იყო კულტურული
დიალოგის ცენტრი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ბიზანტიას და კავკასიას
ურთიერთობის ათასწლიანი ისტორია აკავშირებს. ბიზანტიამ დიდი როლი ითამაშა
კავკასიაში ქრისტიანობისა და დასავლური კულტურის ელემენტების
გავრცელებაში.13 იმპერიას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა მეოთხე ჯვაროსნული
ლაშქრობის დროს, როდესაც 1204 წელს კონსტანტინოპოლი დაარბიეს და იმპერიის
მიერ ადრე მართული ტერიტორიები დაიყო ბიზანტიურ (მაგ. ტრაპიზონის იმპერია)
და ლათინურ სამფლობელოდ. კონსტანტინოპოლის საბოლოო აღდგენის
მიუხედავად 1261 წელს, ბიზანტიის იმპერია დარჩა მხოლოდ ერთ-ერთი მცირე
მეტოქე სახელმწიფოდან რეგიონში მისი არსებობის ბოლო ორი საუკუნის
განმავლობაში მეჰმედ II-ის მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე 1453 წელს.
ოსმალეთის იმპერია, როგორც ოსმალეთის ბეილიკი, ჩამოყალიბდა 1299 წელს და
პირველი სულთანი გახდა ოსმან I. ოსმანის მემკვიდრეებმა (ორჰან I, მურად I და
ბაიაზიდ I) გააფართოვეს სახელმწიფოს საზღვრები 1324 – 1402 წლებში. ოსმალეთის
იმპერიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო მეჰმედ II-ის მიერ
კონსტანტინოპოლის დაპყრობა 1453 წელს. ამის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ
დაიპყრო ტრაპიზონის იმპერია 1461 წელს და გენუის კოლონიები ყირიმსა (კაფა) და
ჩრდილოეთ კავკასიაში (მატრეგა და ანაპა) 1475 წელს. ამავდროულად ყირიმის
სახანომ თავი ოსმალეთის იმპერიის ვასალად აღიარა. თემურლენგის გარდაცვალების
შემდეგ 1405 წელს ირანსა და ერაყში, თურქმანთა ტომობრივი კონფედერაციები - ყარა-
ყოიუნლუ და აყ-ყოიუნლუ, დაიწყეს გაძლიერება, რომლებმაც ჯაჰან-შაჰისა (1436 –
1467) და უზუნ-ჰასანის (1453 – 1478) მმართველობის წლებში დამანგრეველი
ლაშქრობები მოახდინეს სამხრეთ კავკასიაში (ეს ლაშქრობები აისახება თურქულ
გმირულ ეპოს «ბაბუაჩემი ყორყუდის წიგნში»). ოსმალეთსა და აყყოიუნლუს შორის
ოთლუქბელის ბრძოლამ (1473 წლის 11 აგვისტო) წინასწარ განსაზღვრა აყ-ყოიუნლუს
შემდგომი ისტორია, სადაც 1478 წელს უზუნ-ჰასანის გარდაცვალების შემდეგ
სახელმწიფომ შესუსტება დაიწყო და საბოლოოდ დაიშალა XV საუკუნის ბოლოს.
აყყოიუნლუს დაშლის ფონზე სუფიურმა ტარიკათმა სეფევიემ დაიწყო ამაღლება და
სამხედრო საქმიანობა შეიხ ჯუნეიდისა და მისი მემკვიდრე შეიხ ჰეიდარის ქვეშ 1460-
1488 წლებში შირვანისა და დაღესტნის წინააღმდეგ სამხედრო ლაშქრობებით.
ტარიკათის მეთაური 1499 წელს ისმაილ I გახდა, რომელმაც ოთხ წელიწადში (1500 -
1504 წწ.) დაიპყრო ირანი, ერაყი, აღმოსავლეთ ანატოლია და სომხეთი და დაიმორჩილა
შირვანი, სამხრეთ დაღესტანი და აღმოსავლეთ საქართველო. შიიზმის სახელმწიფო
რელიგიად გამოცხადებამ სერიოზულად შეცვალა ახლო აღმოსავლეთისა და
კავკასიის მთელი რელიგიური ლანდშაფტი. კულტურული კომპონენტის მიხედვით,
სეფიანთა სახელმწიფო შაჰ-აბასის რეფორმებამდე თურქულენოვანი იყო. სამეფო
კარისა და ჯარის ენა აზერბაიჯანული იყო, ბიუროკრატიის ენა - სპარსული. ამ
პერიოდში ყიზილბაშები ირანის ძირძველ მოსახლეობას «ტაჯიკებს» უწოდებდნენ.

2. ოსმალეთისა და ირანის ბრძოლა კავკასიისათვის XVI-XVII საუკუნეებში

კავკასიის ისტორიაში XVII-XVI საუკუნეები აღინიშნა ისლამური სამყაროს


სახელმწიფოების - ოსმალეთის იმპერიისა და სეფიანთა სახელმწიფოს შორის
დაპირისპირების წყობით. კავკასიას ოსმალეთის იმპერიის აღმოსავლეთ პოლიტიკაში
დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,
როგორც პლაცდარმი სეფიანთა სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო
ლაშქრობებისთვის, რომლის დაუფლებაც მას შეეძლო კასპიის ზღვაზე შესვლა და
ბუხარას სახანოსთან, ხორასანისთვის და ავღანეთისთვის ბრძოლაში სეფიანთა
მთავარ მოწინააღმდეგესთან, ურთიერთობის ხელშეწყობა. კავკასიის მფლობელობა
ოსმალებს ეკონომიკურ კეთილდღეობასაც ჰპირდებოდა. ამ შემთხვევაში ევრო-
აზიური ვაჭრობის ყველა სახმელეთო გზა ოსმალეთის სამფლობელოებზე გაივლიდა.
1514-1555 წლების ომის შედეგად დაიდო ამასის საზავო ხელშეკრულება (1555),
რომლითაც კავკასია ორ ნაწილად გაიყო. ოსმალეთის იმპერიამ მიიღო დასავლეთი
საქართველო და დასავლეთი სომხეთი, ირანი - აღმოსავლეთი საქართველო,
აღმოსავლეთი სომხეთი, შირვანი და გავლენის სფერო
დაღესტანში. მაგრამ 1578-1590 წლების ომის შედეგად მთელი ამიერკავკასია
ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში აღმოჩნდა. ამ ომში კავკასიის ხალხები
(კახეთი, ტარკის საშამხლო, სამურის ველის თემები, დერბენტი, შირვანი და ა.შ.)
აქტიურად მონაწილეობდნენ ოსმალეთის იმპერიის მხარეზე ირანის წინააღმდეგ. ამის
შემდეგ შაჰ-აბასმა დაიწყო სახელმწიფო აპარატის და ჯარის აქტიური რეორგანიზაცია.
შაჰმა დაიწყო ქართველების, სომხებისა და ჩერქეზებისგან (უნდილაძის კლანი,
ყარჩიღაი-ხანი და სხვ.) შეკრებილ გულამებზე დაყრდნობა. დაპირისპირების ახალი
ეტაპი დაიწყო 1603 წელს. დამახასიათებელი იყო შაჰ-აბასის მრავალრიცხოვანი
ლაშქრობები 1613-1617, 1624 და 1625 წლებში) და აჯანყებები (აჯანყება ქართლსა და
კახეთში გიორგი სააკაძისა და თეიმურაზ I-ის მეთაურობით) საქართველოში,
ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლება ტაქტიკა «გადამწვარი მიწის» ნაწილად
(დიდი სურგუნი (250 ათას სომეხის ჩასახლება ირანში),
ქართველთა ირანში ჩასახლება) და სხვ. კავკასიისთვის ბრძოლა დასრულდა 1639
წლის ზუჰაბის ზავის ხელმოწერით, რომელმაც აღადგინა ამასიის ზავით დადგენილი
საზღვრები.

You might also like