You are on page 1of 22

1.

სოკრატე, პლატონი, არისტოტელე ხელოვნების შესახებ

სოკრატეზე თანამედროვე წარმოდგენა მთლიანად ეყრდნობა ისეთ მეორად წყაროებს,


როგორიცაა პლატონის, არისტოტელესა და ქსენოფონტის ნაშრომები.

პლატონის სახელმწიფოში სოკრატე გამოყოფს 3 თხრობის სტილს:

1. ,,წმინდა თხრობა’’ ანუ თხრობა სხვა მთხრობელის პირით.


2. ,,ბაძვის მანერა’’ ანუ თხრობა სხვა მთხრობელის პირით
3. ამ ორი მეთოდის კომბინაცია

სოკრატესეულმა კლასიფიკაციამ დასაბამი მისცა ჟანრის თეორიის განვითარებას


სინქრონიულ რაკურსში, რომლის პირველ წარმომადგენლად არისტოტელე გვევლინება.

პლატონის ფუნდამენტურ შრომებში დიდი ადგილი უჭირავს ლიტერატურათმცოდნეობით


ძიებებს. ნაშრომში ,,სახელმწიფო’’ პლატონმა სტრატეგიული ომი გამოუცხადა პოეტებს და
წამოაყენა ბრალდება პოეზიის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე არსებით მიზეზზე
დააფუძნა. მისი თქმით ,,პოეზია არის ბაძვა, ხოლო პოეტები მიმბაძველები არიან’’, ვინაიდან
სწორედ მათი ძალისხმევით ხორციელდება ბაძვა. პლატონი ამბობს, რომ საგანთა ყოველ
სიმრავლეს მოეპოვება ერთი იდეა, რომლის მიბაძვასაც წარმოადგენს ესა თუ ის
მატერიალური საგანი. მაგალითად ხელოსანი ყოველი გეგმის დამზადებისას ჯერ კარგად
აკვირდება ამ საგნის იდეას და შემდეგ ქმნის საგანს, მაგრამ არცერთ ხელოსანს არ შეუძლია
საკუთრივ იდეის შექმნა. იდეების შემქნელი არის ღმერთი. მისი თქმით, პოეტი სამი
საფეხურით არის დაშორებული ჭეშმარიტებისგან. ჯერ არის ღმერთი, შემდეგ ნივთის
შემქმნელი და შემდეგ პოეტი, მხატვარი. გარდა ამისა, პოეტიც და მხატვარიც ცდილობს
მიბაძოს საგანს და არა ისეთს, როგორიცაა სინამდვილეში, არამედ ისეთს, როგორადაც მას
ეჩვენება. პლატონისთვის ჭეშმარიტების და აზროვნების უპირველესი საზომი არის ცოდნა.
მისი თქმით პოეტები უარს ამბობენ ცოდნაზე. მათი ცოდნა ზედაპირული და არაქმედითია.
ასეთი ადამიანების ადგილი მის მიერ აგებულ სახელმწიფოში არაა.

პლატონის ბრალდება პოეზიის წინააღმდეგ ემყარება დიქოტომიას სიმართლე/ტყუილი,


სადაც სიმართლე წარმოადგენს ორიგინალს, ხოლო ტყუილი გამონაგონს. პოეტები
მატყუარები და ფლიდები არიან. ბაძვის პროცესში პლატონი განასხვავებს ერთის მხრივ
მიმესისს, როგორც პერსონაჟის მიერ ნათქვამ სიტყვას, ხოლო მეორე მხრივ დიეგესისს,
როგორც ავტორისეულ თხრობას. პლატონის თქმით, პოეზია ვალდებულია დაემორჩილოს
კონტროლოს. პოეტი, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ კონტროლს იმდენად
მიუღებელია პლატონისთვის, რომ იგი ვერ ხედავს ასეთი პოეტების ადგილს მის მიერ
აგებულ სახელმწიფოში. აღსანიშნავია ისიც, რომ პლატონის დამოკიდებულება პოეზიასთან
ხისტი და მკაცრია.
არისტოტელეს ფილოსოფიური ინტერესები პლატონის აკადემიაში ჩამოყალიბდა.
მიუხედავად ამისა, ის მიდის თავისი მასწავლებლის წინააღმდეგ და პოეზიას იცავს.
არისტოტელე პოეტიკაში, ერთის მხრივ, ეთანხმება პლატონის მსჯელობას პოეზიის, როგორც
ბაძვის გააზრების შესახებ, მაგრამ, მეორე მხრივ, ვერ იაზრებს პლატონისეულ
ინტერპრეტაციას.

არისტოტელესთვის ბაძვა გაიაზრება შემოქმედებით აქტად, რომელიც წარმოადგენს მის


გარდაქმნას ახალი ტიპის რეალობად. მისთვის ხელოვნება არის რეალობის ბაძვა, მაგრამ
რეალობა ყოველთვის განსხვავებულია. თუ პლატონისთვის რეალობა აბსტრაქტულია,
არისტოტელესთვის ის მატერიალურია. არისტოტელეს თქმით: ,,პოეტის ამოცანაა ისაუბროს
არა რეალურად მომხდარზე, არამედ იმაზე, თუ რა შეიძლება მომხდარიყო’’.

არისტოტელე ჟანრის თეორისს დიფერენციისთვის 3 პოზიციას გამოყოფს:

1. ბაძვის საშუალება
2. ბაძვის ობიექტი
3. ბაძვის სტილი

არისტოტელესეული ბაძვა ერთმანეთისგან მიჯნავს ,,რეალობას’’ და ,,რეალისტურობას’’.

არისტოტელეს პრიციპული დაცვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძნება რეალური


მატერიალური სამყაროს სინონიმის შექმნას, რომელიც პოეტურადაა გარდასახული.

2. აღორძინების ხანის ლიტერატურა

კულტურის ისტორიაში რენესანსი არის ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი


ხანა. აღორძინების კლასიკური ფორმები ყალიბდება იტალიაში და განვითარებას ჰპოვებს
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მე-15 საუკუნის იტალიელი ჰუმანისტები
ორიენტირებულნი იყვნენ ანტიკური პერიოდის მსოფლმხედველობისა და ესთეტიკის
პრინციპებზე. იდეალურად და მისაბაძად თვლიდნენ იმას, რაც ძველ საბერძნეთს
ეკუთვნოდა.

აღორძინების ხანა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული აღორძინება, მაღალი აღორძინება და


გვიანი აღორძინება. ადრეულ აღორძინებას ეწოდება პროტორენესანსი, რომელიც იტალიურ
კულტურაში წინ უსწრებდა რენესანსს. ეს მოიცავს 1200-1300 წლებს. ამ პერიოდში განახლდა
ინტერესი ხელოვნების, მეცნიერებისა და კლასიკური სწავლების მიმართ, რამაც
მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში.

XIII-XIV საუკუნეების იტალიაში ბიზანტიურ ტრადიციებთან ერთად თავი ახალმა


ხელოვნების კონტურებმა იჩინა, რომელიც ახალი ხელოვნების საფუძვლად იქცა. ეს არის
პროტორენესანსის პერიოდი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყო და არცერთ სხვა ქვეყანას არ
ჰქონდა ასეთი გარდამავალი მომენტი. დანტე ალიგიერი მიიჩნევა პირველ მწერლად,
რომელმაც შუა საუკუნეებში შექმნა იტალიური სალიტერატურო ენა. მისი საქმე დიდმა
ფლორენციელებმა გააგრძელეს-ფრანჩესკო პეტრარკმა, ჯოვანი ბოკაჩომ.

განვიხილოთ ვეფხისტყაოსანი-XII საუკუნის ქრისტიანი მწერალი შოთა რუსთაველი


ქრისტიანულ სარწმუნოებას ახლებურად უყურებს და აყალიბებს ახალ პოზიციას,
გონებისმიერ წვდომას. ტრადიციული რწმენის მიღმა ეძებს ის ღრმა საზრისს, რაშიც უნდა
დავინახოთ რენესანსის ეპოქის იმპულსი.

რენესანსის ეპოქის ჰუმანისტებმა საეკლესიო დოგმატები სხვაგვარად გადაიზარეს. ადამიანი


უკვე თავისუფალი იყო და პირველცოდვით უსაშველოდ დამძიმებულ ქმნილებად აღარ
უნდა განგვეხილა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსთაველის შეხედულება ადამიანის
არსებასა და დანიშნულებაზე. ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს აქვს გონება და მას შეუძლია
აირჩიოს კეთილი გზა. XII საუკუნის ჰუმანიზმმა ადამიანს რეალური, თვალით ხილული
სამყარო დაანახა, რომელსაც აღარ ჰქონდა ღირებულება, მაგრამ შუა საუკუნეების
მოძღვრებას ბზარი გაუჩნდა და ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოქმედების
უმაღლესი მიზანია არა ღმერთი, არამედ გმირობის ჩამდენი ადამიანი. რენესანსული
აზროვნების საფუძველი ადამიანია. რუსთაველის შემთხვევაშიც ასეა, ის აქებს გმირობას,
როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო, არამედ გმირობის ჩამდენ ადამიანს.

რენესანსი არსებითად კულტურული და ინტელექტუალური მოძრაობა იყო, რომელიც


მჭიდროდ უკავშირდებოდა საზოგადოებას და პოლიტიკას, მე-14 საუკუნის მეორე
ნახევრიდან მე-17 საუკუნის პირველ ნახევრამდე. ითვლება, რომ ამ მიმართულებას
საფუძველი იტალიაში ჩაეყარა. რენესანსი იყო ის მოძრაობა, რომელიც კლასიკური, ძველი
ბერძნული და რომაული ცოდნის ხელახლა აღმოჩენას და გამოყენებას ითვალისწინებდა.
ადამიანი ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ-წოდებრივი ურთიერთობებისა და შუა
საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია ღირებულებათა თავისებური
გადაფასება, შეხედულებების შეცვლა აწმყოსა და წარსულზე. საერთოდაც, რენესანსის
ეპოქის ჰუმანისტებმა ახლებურად გადაიაზრეს საეკლესიო დოგმატები: აღიარებულ იქნა,
რომ ადამიანი თავისუფალია თავის მოქმედებაში და ის აღარ უნდა განვიხილოთ
პირველცოდვით უსაშველოდ დამძიმებულ ქმნილებად. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა
რუსთაველის შეხედულება ადამიანის არსებასა და დანიშნულებაზე. რენესანსული
ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანი ღმერთს კიარ იყო მოწყვეტილი, არამედ ისიც
კოსმოსის სამყაროს ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
რენესანსული ჰუმანიზმი შუა საუკუნეების წიაღშივე გაჩენილა. საბოლოოდ ადამიანი
მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოქმედების უმაღლესი მიზანია არა ღმერთი, არამედ
ადამიანი: ესე იგი, რენესანსული აზროვნების საფუძველი ადამიანია.

რენესანსის ეპოქის ავტორები იყვნენ დანტე, პეტრარკი, ბოკაჩო, რაბლე.

რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქაში უდებს სათავეს. მის გიგანტურ


პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც ზოგადად ადამიანში
იმალება. იგი აკრიტიკებს შუა საუკუნეების სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების
მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე
დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას. რაბლეს ნაწარმოები სალაპარაკო და გასაგები ენითაა
დაწერილი. მიზანს ხუმრობით აღწევს.

დანტე ალიგიერის მთავარი ნაწარმოებია ,,კომედია’’, რომელიც დღემდე საკამათოა, თუ


რატომ ჰქვია პოემას კომედია. დანტემ მას მხოლოდ ,,კომედია’’ უწოდა, ხოლო ,,ღვთაებრივი’’
პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატა ბოკაჩომ. ეს პოემა 14 წელს იქმნებოდა. დანტესთან
ერთად რენესანსის ფუძემდებლად ფრანჩესკო პეტრარკა მიიჩნევა. იგი იტალიელი
ჰუმანისტი და პოეტი იყო. ასევე, მათთან ერთად ბოკაჩო, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწარმოებია ,,დეკამერონი’’.

3. სენტიმენტალიზმის ხანის ლიტერატურის თავისებურებანი

სენტიმენტალიზმი XVIII საუკუნის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი


მხატვრული მიმდინარეობაა კლასიციზმსა და როკოკოსთან ერთად, ის წარმოადგენს
გრძნობა-გონების დაპირისპირებას. სენტიმენტალიზმი ფოკუსირებულია ემოციური,
გამძაფრებული შთაბეჭდილების მქონე პიროვნებაზე, რომელიც კეთილშობილებისკენ
ისწრაფვის.

სენტიმენტალიზმი მწერლისთვის ყოველივე საინტერესოა. ყოვლად შეუმჩნეველი, არაფრით


საინტერესო ბიოგრაფიული ისტორია სენტიმენტალურ ნარატივში შეიძლება სრულიად
ახლებურად წარმოჩნდეს. სენტიმენტალიზმისთვის დამახასიათებელი ფორმაა გაწელილი,
დინჯი, ზნეობრივ-შეგონებითი რომანი. პერსონაჟები გატაცებულნი არიან დღიურებისა და
გაწელილი წერილების წერით, რომლებშიც საკუთარი გულისნადები თუ სანეტარო
ოცნებებია გამჟღავნებული.

სენტიმენტალიზმს მკვიდრად უკავშირდება ჟან-ჟაკ რუსოს გამორჩეული ფიგურა, რომელმაც


გავლენა იქონია მისი თანადროული შეხედულებებისა და გემოვნების ჩამოყალიბებაზე. ასევე
ფილოსოფიაზე და ლიტერატურაზე. რუსოიზმი სენტიმენტალიზმის ფილოსოფიურ-
ესთეტიკური საფუძველია. იგი შეეწინააღმდეგა კლასიციზმის ეპოქაში გამეფებულ
რაციონალიზმს. ადამიანური განცდებისადმი ინტერესის გამძაფრებას ხელი შეუწყო
განმანათლებლობის ეპოქის ისეთმა კონცეპტებმა, როგორებიცაა ,,ბუნებრიობა’’
და ,,უშუალობა’’. სენტიმენტალისთა თვალთახედვით, აღნიშნული ცნებები ბუნების
შინაგანი საზირის და ადამიანის შინაგანის სამყაროს თანახმიანობას აცნობიერებენ. ეს
აპირობებს ავტორთა განსაკუთრებულ დაინტერესებას მასში მიმდინარე პროცესებისადმი,
ასევე, ცალკეული პიროვნების ცნობიერებაში მიმდინარე ემოციური ძვრების
გამოვლინებისადმი.

სენტიმენტალიზმის დამახასიათებელ ნიშან-თვისებად მორალიზმი და ზნესრულობის


ქადაგება გვევლინება. სენტიმენტალისტები ,,ვალდებულად’’ თვლიან თავს დაამკვიდრონ
აზრი, რომ სამყაროს ზნეობრივი წესრილი მართავს. ისინი მიელტვიან პროვინციას,
უპირატესობას ანიჭებენ სოფლურ ცხოვრებას. სენტიმენტალურ ტექსტებში სასიყვარულო-
სატრფიალო პერიპეტიები, ძირითადად, ბუნების სურათების აღმატებულად წარმოჩენის
ფონზე ვითარდება. ავტორები ეტრფიან ღამეულ მთავრის ნათელს, ფრინველთა გალობას,
გული უჩუყდებათ ყვავილნაირს ხილვისას.

სენტიმენტალისტური რომანის ჩასახვის ხანად XVIII საუკუნის შუახანები ითვლება, რის


წინამძღვრად სოციალური, ფსიქოლოგიური და ლიტერატურული ფაქტორები.
სენტიმენტალური რომანი სიახლის დამამკვიდრებელი აღმოჩნდა ზოგადად
ლიტერატურულ პროცესში. ბუნების შეცნობა და პიროვნებისეულ ყოფიერება
ლიტერატურაში სენტიმენტალიზმის დამსახურებაა, რომელიც შემდეგ თავისებურად
წარმოაჩინეს რომანტიკოსებმა. ჟან-ჟაკ რუსომ აღძრა ,,ბუნებრივი ადამიანის’’ იდეა. ბუნებრივ
ადამიანს იგი უპირისპირებს ,,საზოგადოების მიერ შექმნილ ადამიანს’’. სენტიმენტალიზმში
აზრობრივ-შინაარსობრივი მახვილი სახელმწიფოდან პიროვნებაზეა გადატანილი.
სენტიმენტალიზმის ესთეტიკის საფუძველი ბუნების გაცნობიერება, ბაძვაა. თავად
სენტიმენტალური რომანი წინა პლანზე მგრძნობიარობას წამოწევს, მიელტვის მარტივ,
გუმოწყალე დამოკიდებულებას ადამიანისადმი.

საქართველოში სენტიმენტალიზმის ტენდენციები მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან იჩენს


თავს. ქართული პროზა და პოეზია ხასიათდება სენტიმენტალიზმისთვის ჭარბი გრძნობებით
დატვირთვული დღიურებით, მოგზაურული ჩანაწერებით. სენტიმენტალისტური
ტენდენციების დამკვიდრებაში დიდი როლი ითამაშა თარგმნილმა ნაწარმოებმა.
საქართველოში პასიურ ლიტერატურულ პროცესად ჩანს, რომელიც რეალიზმის ჩასახვა-
განვითარების წინარე საფეხურია.

4. რეალიზმის ხანის ლიტერატურული თავისებურებები

მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში ურთიერთთანამშრომლობისა და


ურთიერთწინააღმდეგობის ატმოსფეროში თითქმის პარალელურად ვითარდება ორი
ლიტერატურული მიმდინარეობა-რომანტიზმი და რეალიზმი.

რეალისტური ლიტერატურა ხაზს უსვამდა ობიექტურობასა და სიმართლეს პერსონაჟების,


მოვლენებისა და გარემოებების ასახვისას. მწერლები მიზნად ისახავდნენ საზოგადოების
რეალისტური და ზუსტი ასახვის წარმოდგენას, ხშირად დეტალური აღწერილობებისა და
ზუსტი დაკვირვებით.

რეალისტური ლიტერატურა ფოკუსირებული იყო ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებაზე


და არა იდეალიზებულ ან არაჩვეულებრივ ინდივიდებზე. იგი ასახავდა ყოველდღიური
ცხოვრების ბრძოლას, სიხარულს და საზრუნავს, ხშირად იკვლევდა სოციალურ საკითხებს
და კლასობრივ დაყოფას.
რეალისტი მწერლები ხშირად იყენებდნენ თავიანთ ნაწარმოებებს სოციალური კრიტიკის
პლატფორმად. ისინი ცდილობდნენ გამოეჩინათ სოციალური უსამართლობა,
უთანასწორობა. რეალიზმი მიხნად ისახავდა საზოგადოების პრობლემებისთვის ნათელი
მოეფინა.

რეალისტი მწერლები იყენებდნენ პარამეტრების, გარემოს და ყოველდღიური საგნების


დეტალურ აღწერას. მათი მიზანი იყო თხრობის ნათელი და რეალისტური ფონის შექმნა,
მკითხველის ჩაძირვა სიუჟეტის სამყაროში.

რეალისტური ლიტერატურა ხშირად იყენებდა ბუნებრივ და სასაუბრო ენას, რაც ასახავდა


ხალხის ლაპარაკს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე, რეალისტი ავტორები იკვლევდნენ
თავიანთი პერსონაჟების ფსიქოლოგიურ ასპექტებს, იკვლევდნენ მათ აზრებს, ემოციებსა და
მოტივებს. ისინი ცდილობდნენ ადამიანის ფსიქიკის რეალისტურად გამოსახვას, ადამიანის
გონების სირთულეებისა და წინააღმდეგობების შესწავლას.

საქართველოშიც არსებობდა ეს ლიტერატურული მიმდინარეობა, რომელიც მე-19 საუკუნის


50-იან წლებში ჩამოყალიბდა. კრიტიკული რეალიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი
წარმომადგენლები არიან ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და გიორგი წერეთელი.

როდესაც საქართველოში რეალიზმის არსებობაზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ილია


ჭავჭავაძის ,,კაცია-ადამიანი?!’’, სადაც მთელი სისრულით არის წარმოდგენილი კრიტიკული
რეალიზმის თეორია ტიპიურობის შესახებ. ილია ჯერ ტიპიურ გარემოს აღგვიწერს, ხოლო
შემდეგ ნაწარმოების ერთ-ერთ მოქმედ პირს-ლუარსაბ თათქარიძეს, რომლითაც
თვალსაჩინოთ აღგვიღწერს იმდროინდელ ქართულ ყოფა-ცხოვრებას

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, რეალიზმის ეპოქის ლიტერატურა მიზნად ისახავდა


საზოგადოების ჭეშმარიტი და ზუსტი ასახვის წარმოჩენას, მის ხარვეზებზე შუქის მოფენას
და სოციალური ცვლილებების წახალისებას. იგი ხაზს უსვამდა ჩვეულებრივი ადამიანების
ყოველდღიურ ცხოვრებას, აერთიანებდა დეტალურ აღწერილობებს, ავთენტურ პერსონაჟებს
და სოციალურ კრიტიკას რეალისტური და მიმზიდველი ნარატივის შესაქმნელად.

5. ანტიკური ტრაგედია

ანტიკური ტრაგედია ეხება დრამატული ლიტერატურის ფორმას, რომელიც წარმოიშვა ძველ


საბერძნეთში ძვ.წ მე-5 საუკუნეში და გაგრძელდა კლასიკური პერიოდის განმავლობაში.
ტრაგედიები ტარდებოდა რელიგიური ფესტივალების პერიოდში და ითვლებოდა
მნიშვნელოვან კულტურულ და მხატვრულ წამოწყებად. ტრაგედიის განმარტებაში
არისტოტელემ სტრუქტურული იდეაც ჩადო, მისი აზრით ტრაგედიას უნდა ჰქონდეს 6
ნაწილი: ამბავი, ხასიათი, განსჯა, სამზერი, სათქმელი, საგალობელი.
უძველესი ტრაგედიები, როგორც წესი, ტრიალდება ცენტრალური ტრაგიკული პირის
გარშემო, რომელიც იყო მაღალი რანგის ან თავადაზნაურობის ადამიანი. ტრაგიკული გმირი,
რაღაც კუთხით იყო ნაკლი, რაც იწვევს მათ დაცემას.

ძველი ბერძნული ტრაგედია ხშირად იკვლევდა ბედის კონცეფციას და აზრს, რომ


ადამიანები ექვემდებარებიან ძალებს, რომლებიც მათ კონტროლს არ ექვემდებარება.
ტრაგიკული გმირის დაცემას ხშირად ასახავდნენ, როგორც ბედისწერის ან ღმერთების
ჩარევის შედეგად. ძველი ბერძნული ტრაგედიები იცავდა ერთიანობის პრინციპს, სადაც
მთელი სპექტალი მიმდინარეობდა ერთ ლოკაციაზე და მოკლე დროში. ფოკუსირებული იყო
მთავარ კონფლიქტზე და ტრაგიკული გმირის განვითარებაზე.

ანტიკური ტრაგედიის გამოჩენილი დრამატურგები არიან ესქილე, სოფოკლე და ევრიპიდე.


მათი ზოგიერთი ცნობილი ნაწარმოების შესწავლა და შესრულება დღესაც გრძელებდა და
მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დასავლურ დრამასა და ლიტერატურაზე.

6. შუასაუკუნეების ლიტერატურის თავისებურება.

ტერმინი ,,შუა საუკუნეები’’ შემოიღეს იტალიელმა ჰუმანისტებმა და ამ ტერმინით


განისაზღვრა პერიოდი დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან რენესანსამდე,

ადრეული შუა საუკუნეები მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანულ რელიგიას. აქ უკვე


შემოდის ახალი ჟანრები, როგორებიცაა აგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია და ა.შ. იწერება
წმინდანთა ცხოვრებები, მარტვილობები, მოღვაწეობები. სასულიერო მწერლობა ორი
ჟანრითაა წარმოდგენილი:

1. ჰაგიოგრაფია (სასულიერო პროზა)

2. ჰიმნოგრაფია (სასულიერო პოეზია)

ჰაგიოგრაფია ორ ქვეჟანრად იყოფა 1. წამებანი, რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის


თავდადებულთა წამება. 2.ცხოვრებანი, რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის
თავდადებულ პირთა ცხოვრება-მოღვაწეობა. იგი იყოფა მატერიკებად, ანუ დედათა
ცხოვრება და პატერიკებად-მამათა ცხოვრებად. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის გმირები
ყოველმხრი ამაღლებულნი და ადამიანურ სისუსტეებს მოკლებული არიან.

გარდა ჰიმნოგრაფიასიისა და აგიოგრაფიისა, შუა საუკუნეების ლიტერატურა ხშირად


იყენებდა ალეგორიასა და სიმბოლიკას უფრო ღრმა მნიშვნელობების გადმოსაცემად.

შუა საუკუნეების ლიტერატურა ხშირად ასახავდა კეთილშობილების ცნებას, ქცევის კოდექსს


და რომანტიკულ იდეალებს, რომლებსაც ახორციელებდნენ თავადაზნაურობა. ეს
ლიტერატურა იკვლევდა უპასუხო სიყვარულის, ერთგულებისა და ქალების იდეალიზაციის
თემებს.. ასევე, ეპიკური ლექსები და რაინდული რომანსები პოპულარული იყო შუა
საუკუნეების ლიტერატურაში. ეს ისტორიები, ხშირად სავსე იყო თავგადასავლებით,
რაინდებით და ზებუნებრივი ელემენტებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია არტურის
ლეგენდები.

შუა საუკუნეების ლიტერატურა ძირითადად ეფუძნებოდა ზეპირ ტრადიციას და მრავალი


ნაწარმოები გადმოცემული იყო მოთხრობის საშუალებით და იმღერა ან წაიკითხა
ბალადებას. ეს ბალადები ხშირად შეიცავს ფოლკლოლურ ელემენტებს, როგორიცაა
ლეგენდები, ფოლკლორი და მითიური არსებები. ასეთი ნაწარმოებები ცდილობდა
მორალური და რელიგიური გაკვეთილების მიცემას მკითხველისთვის ან მსმენელისთვის.

შუა საუკუნეებში წიგნიერება შეზღუდული იყო და არსებობდა ხელით გადაწერილი


წიგნები, რომლებსაც ხშირად ბერები ამზადებდნენ მონასტერში. არსებობდა ბევრი ისეთი
წიგნი, რომელსაც აკლდა ინდივიდუალური ავტორის კონცეფცია. ბევრი ნამუშევარი იყო
ანონიმური ან მიეკუთვნებოდა ისტორიულ პირებს.

შუა საუკუნეების ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დანტე


ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედია’’. შუა საუკუნეების ლიტერატურა ასახავს შუა
საუკუნეების მსოფლმხედველობას, რელიგიურ შეხედულებებს და საზოგადოებრივ
სტრუქტურებს, რაც მას ღირებულ წყაროდ აქცევს შუა საუკუნეების პერიოდის გასაგებად.

7. პროტორენესანსისა და რენესანსის ლიტერატურის თავისებურებანი

კულტურის ისტორიაში რენესანსი არის ფეოდალიზმიდან კაპიტალიზმში გარდამავალი


ხანა. აღორძინების კლასიკური ფორმები ყალიბდება იტალიაში და განვითარებას ჰპოვებს
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მე-15 საუკუნის იტალიელი ჰუმანისტები
ორიენტირებულნი იყვნენ ანტიკური პერიოდის მსოფლმხედველობისა და ესთეტიკის
პრინციპებზე. იდეალურად და მისაბაძად თვლიდნენ იმას, რაც ძველ საბერძნეთს
ეკუთვნოდა.

აღორძინების ხანა იყოფა 3 პერიოდად: ადრეული აღორძინება, მაღალი აღორძინება და


გვიანი აღორძინება. ადრეულ აღორძინებას ეწოდება პროტორენესანსი, რომელიც იტალიურ
კულტურაში წინ უსწრებდა რენესანსს. ეს მოიცავს 1200-1300 წლებს. ამ პერიოდში განახლდა
ინტერესი ხელოვნების, მეცნიერებისა და კლასიკური სწავლების მიმართ, რამაც
მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ლიტერატურაში.

XIII-XIV საუკუნეების იტალიაში ბიზანტიურ ტრადიციებთან ერთად თავი ახალმა


ხელოვნების კონტურებმა იჩინა, რომელიც ახალი ხელოვნების საფუძვლად იქცა. ეს არის
პროტორენესანსის პერიოდი, რომელიც მხოლოდ იტალიაში იყო და არცერთ სხვა ქვეყანას არ
ჰქონდა ასეთი გარდამავალი მომენტი. დანტე ალიგიერი მიიჩნევა პირველ მწერლად,
რომელმაც შუა საუკუნეებში შექმნა იტალიური სალიტერატურო ენა. მისი საქმე დიდმა
ფლორენციელებმა გააგრძელეს-ფრანჩესკო პეტრარკმა, ჯოვანი ბოკაჩომ.
განვიხილოთ ვეფხისტყაოსანი-XII საუკუნის ქრისტიანი მწერალი შოთა რუსთაველი
ქრისტიანულ სარწმუნოებას ახლებურად უყურებს და აყალიბებს ახალ პოზიციას,
გონებისმიერ წვდომას. ტრადიციული რწმენის მიღმა ეძებს ის ღრმა საზრისს, რაშიც უნდა
დავინახოთ რენესანსის ეპოქის იმპულსი.

რენესანსის ეპოქის ჰუმანისტებმა საეკლესიო დოგმატები სხვაგვარად გადაიზარეს. ადამიანი


უკვე თავისუფალი იყო და პირველცოდვით უსაშველოდ დამძიმებულ ქმნილებად აღარ
უნდა განგვეხილა. ამ კუთხით მნიშვნელოვანია რუსთაველის შეხედულება ადამიანის
არსებასა და დანიშნულებაზე. ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანს აქვს გონება და მას შეუძლია
აირჩიოს კეთილი გზა. XII საუკუნის ჰუმანიზმმა ადამიანს რეალური, თვალით ხილული
სამყარო დაანახა, რომელსაც აღარ ჰქონდა ღირებულება, მაგრამ შუა საუკუნეების
მოძღვრებას ბზარი გაუჩნდა და ადამიანი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოქმედების
უმაღლესი მიზანია არა ღმერთი, არამედ გმირობის ჩამდენი ადამიანი. რენესანსული
აზროვნების საფუძველი ადამიანია. რუსთაველის შემთხვევაშიც ასეა, ის აქებს გმირობას,
როგორც ეს შუა საუკუნეებში იყო, არამედ გმირობის ჩამდენ ადამიანს.

რენესანსი არსებითად კულტურული და ინტელექტუალური მოძრაობა იყო, რომელიც


მჭიდროდ უკავშირდებოდა საზოგადოებას და პოლიტიკას, მე-14 საუკუნის მეორე
ნახევრიდან მე-17 საუკუნის პირველ ნახევრამდე. ითვლება, რომ ამ მიმართულებას
საფუძველი იტალიაში ჩაეყარა. რენესანსი იყო ის მოძრაობა, რომელიც კლასიკური, ძველი
ბერძნული და რომაული ცოდნის ხელახლა აღმოჩენას და გამოყენებას ითვალისწინებდა.
ადამიანი ვეღარ თავსდებოდა ფეოდალურ-წოდებრივი ურთიერთობებისა და შუა
საუკუნეების ტრადიციების ჩარჩოებში. ამან გამოიწვია ღირებულებათა თავისებური
გადაფასება, შეხედულებების შეცვლა აწმყოსა და წარსულზე. საერთოდაც, რენესანსის
ეპოქის ჰუმანისტებმა ახლებურად გადაიაზრეს საეკლესიო დოგმატები: აღიარებულ იქნა,
რომ ადამიანი თავისუფალია თავის მოქმედებაში და ის აღარ უნდა განვიხილოთ
პირველცოდვით უსაშველოდ დამძიმებულ ქმნილებად. ამ თვალსაზრისით საგულისხმოა
რუსთაველის შეხედულება ადამიანის არსებასა და დანიშნულებაზე. რენესანსული
ანთროპოლოგიის თანახმად, ადამიანი ღმერთს კიარ იყო მოწყვეტილი, არამედ ისიც
კოსმოსის სამყაროს ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ
რენესანსული ჰუმანიზმი შუა საუკუნეების წიაღშივე გაჩენილა. საბოლოოდ ადამიანი
მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მისი მოქმედების უმაღლესი მიზანია არა ღმერთი, არამედ
ადამიანი: ესე იგი, რენესანსული აზროვნების საფუძველი ადამიანია.

რენესანსის ეპოქის ავტორები იყვნენ დანტე, პეტრარკი, ბოკაჩო, რაბლე.

რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქაში უდებს სათავეს. მის გიგანტურ


პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც ზოგადად ადამიანში
იმალება. იგი აკრიტიკებს შუა საუკუნეების სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების
მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე
დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას. რაბლეს ნაწარმოები სალაპარაკო და გასაგები ენითაა
დაწერილი. მიზანს ხუმრობით აღწევს.

დანტე ალიგიერის მთავარი ნაწარმოებია ,,კომედია’’, რომელიც დღემდე საკამათოა, თუ


რატომ ჰქვია პოემას კომედია. დანტემ მას მხოლოდ ,,კომედია’’ უწოდა, ხოლო ,,ღვთაებრივი’’
პოეტის გარდაცვალების შემდეგ დაუმატა ბოკაჩომ. ეს პოემა 14 წელს იქმნებოდა. დანტესთან
ერთად რენესანსის ფუძემდებლად ფრანჩესკო პეტრარკა მიიჩნევა. იგი იტალიელი
ჰუმანისტი და პოეტი იყო. ასევე, მათთან ერთად ბოკაჩო, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი
ნაწარმოებია ,,დეკამერონი’’.

8. რომანტიკული მსოფლხედვის თავისებურებები, რომანტიზმის ხანის ლიტერატურა

რომანტიზმს სხვადასხვა ქვეყანაში თავისებური გამოვლინება ჰქონდა, რადგან ის სხვადასხვა


სოციალური თუ ლიტერატურული მოვლენებით იყო გამოწვეული. დასავლეთ ევროპული
რომანტიზმის სოციალური ფონი საფრანგეთის დიდი რევოლუცია იყო, აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნებში კი ის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას უკავშირდება.
რომანტიზმი იყო რეაქცია განმანათლებლობის პერიოდის რაციონალიზმისა და
ინდუსტრიალიზაციის წინააღმდეგ, ხაზს უსვამდა ემოციების, წარმოსახვისა და
ინდივიდუალური გამოცდილების ძალას.

რომანტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი თეორეტიკოსი ფრიდრიხ შლეგელი ამ მოვლენის


სამ წარმომშობ მიზეზზე მიუთითებდა. ესენია: საფრანგეთის დიდი რევოლუცია, ფიხტეს
ფილოსოფია და გოეთეს ერთ-ერთი რომანი. ასე რომ. შლეგერმა გამოყო რომანტიზმის
სოციალური, ფილოსოფიური და ლიტერატურულ-ესთეტიკური წინამღძვრები.

რომანტიკოსებს სურდათ ბუნებრივი, მარტივი და ავთენტური ცხოვრების წესის დაბრუნება.


ამიტომ აკრიტიკებდნენ ისინი ინდუსტრიალიზაციის, ურბანიზაციისა და მეცნიერული
რაციონალიზმის უარყოფით გავლენას. რომანტიკული ლიტერატურა ხშირად ასახავდა
კონტრასტს ბუნების სილამაზეს, სიწმინდესა და ინდუსტრიული საზოგადოების დეჰუმანურ
ეფექტებს შორის. იგი ხშირად ასახავდა სიყვარულს, რომელიც განიხილებოდა როგორც
მნიშვნელობის, კავშირისა და სულიერი სრულყოფის საშუალება. ასევე, რომანტიკული
ლიტერატურა ხშირად აერთიანებდა გოთურ ელემენტებს და ზებუნებრივ ელემენტებს. ეს
ელემენტები მკითხველში აძლიერებდა ემოციებსა და წარმოსახვის გრძნობებს. ასევე, აქ
პოეზია ითვლებოდა ლიტერატურის ყველაზე გამომხატველ და ძლიერ ფორმად.

ქართულ რომანტიზმს. რომელიც ნაწილობრივ ევროპული და რუსული რომანტიზმის


ტრადიციებით იყო ნასაზრდოები, ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები მთელს წინამორბედ
ქართულ ლიტერატურაში, საიდანაც მან ბევრი რამ აიღო, კერძოდ, ლექსის ფორმა და
მხატვრულ სახეთა სისტემა. ქართველ რომანტიკოსთა, განსაკუთრებით ალექსანდრე
ჭავჭავაძის, ხოლო ნაწილობრივ, გრ. ორბელიანისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსებში
თვალს ხვდება ისეთი ტრადიციული სახეები, როგორცაა გიშრის დალალები, შავი თვალები
და ა,შ, რაც ასევე დამახასიათებელი იყო ბესიკისა და მისი სკოლის პოეტებისთვის, მაგრამ ეს
ტრადიციული ელემენტები რომანტიკოსთა შემოქმედებაში სრულიად ახალი, რომანტიკული
მსოფლგანცდის კონტექსტშია მოცემული.

ჩვენში რომანტიზმის განვითარების პირველ ეტაპზე ეროვნულმა პრობლემამ უკანა პლანზე


გადასწია პიროვნების პრობლემა და დაიყვანა მის როლზე ეროვნულ-განმათავისუფლებელ
მოძრაობაში, რადგან რეალობა ქართველი რომანტიკოსებისთვის ციხე იყო, რომელშიც
სატრფო-სამშობლო იტანჯებოდა. ალ. ჭავჭავაძის შემოქმედებაში ეროვნული თავისუფლების
იდეა მჭიდროდ არის დაკავშირებული პიროვნული და სოციალური თავისუფლების
აუცილებლობასთან და თავისუფლების ზოგად იდეამდე მაღლდება. ტიპიური
რომანტიკული შტრიხი არის ისიც, რომ სიყვარული ქართველ რომანტიკოსთა
შემოქმედებაში ხან მტანჯველი, ხან კი სიამის მომგვრელი გრძნობაა.

საბოლოოდ რომ შევაჯამოთ, რომანტიზმის ეპოქის ლიტერატურა მრავალფეროვანია და


მოიცავს სხვადასხვა ჟანრს, მათ შორის პოეზიას, ნოველებს, ესეებს და დრამას. მან აღნიშნა
გადასვლა უფრო პიროვნული, ემოციური და წარმოსახვითი გამონათქვამებისკენ,
ადამიანური გამოცდილების სიღრმეებისა და არსებობის საიდუმლოებების შესწავლით.

9.არისტოტელეს ბაძვის თეორია

არისტოტელეს ფილოსოფიური ინტერესები პლატონის აკადემიაში ჩამოყალიბდა.


მიუხედავად ამისა, ის მიდის თავისი მასწავლებლის წინააღმდეგ და პოეზიას იცავს.

არისტოტელე პოეტიკაში, ერთი მხრივ, ეთანხმება პლატონის მსჯელობას პოეზიის, როგორც


ბაძვის გააზრების შესახებ, მაგრამ მეორე მხრივ, ვერ იზიარებს ბაძვის ცნების პლატონისეულ
ინტერპრეტაციას. პოეტიკაში არისტოტელე განიხილავს პლატონის დებულებას ბაძვის
შესახებ. არისტოტელესთვის ბაძვა გაიაზრება შემოქმედებით აქტად, რომელიც წარმოადგენს
რეალობის არა მარტივ კოპირებას, არამედ მის გარდაქმნას ახალი ტიპის რეალობად. თუ
პლატონისთვის რეალობა აბსტრაქტულია, არისტოტელესთვის ის მატერიალურია. მისი
აზრით, პოეტები ბაძავენ მოქმედ პირებს, რომლებიც ან კეთილები არიან, ან უკეთურები.
პლატონისგან განსხვავებით, მას პოეტების ღირსებად მიაჩნია არა ცოდნა იმ ყველაფრის
შესახებ, რაზეც იგი წერს, არამედ მიბაძვის ნიჭი და მასშტაბი,

ბაძვის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არისტოტელე ჟანრის თეორიის დიფერენციისთვის


3 პოზიციას გამოყოფს:

1.ბაძვის საშუალება

2.ბაძვის ობიექტი

3.ბაძვის სტილი
ბაძვა ხორციელდება რიტმის, სიტყვისა და ჰარმონიის საშუალებით. ამიტომ მისი შედეგები
განსხვავებულია. რაკი პოეზია მუდმივად ბაძავს ,,მოქმედ ადამიანს’’, ბაძვის ობიექტი
შეიძლება იყოს ,,კარგი’’ ან ,,ცუდი’’.

ბაძვის სტილი შეიძლება იყოს სამგვარი: 1)ავტორი საუბრობს მოვლენებზე, როგორც


სრულიად განყენებულ ქმედებებზე. 2)ავტორი თავად არის აღწერილი ქმედებების
მონაწილე. 3)იგი კონცენტრირებულია არა მხოლოდ რეალურ, არამედ მოქმედ ადამიანებზე.

არისტოტელეს ბაძვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძნება დიქოტომიას


რეალური/შემოქმედებითად გარდასახული, სადაც რეალური წარმოადგენს მატერიალური
სამყაროს სინონიმს, ხოლო შემოქმედებითად გარდასახული პოეტური ქმნილებისა.

არისტოტელეს ბაძვა ერთმანეთისგან მიჯნავს ,,რეალობასა’’ და ,,რეალისტურობას’’. პოეტი


ბაძავს რეალობას, მაგრამ მისი მიზანი არაა რეალისტური სურათის შექმნა. არისტოტელეს
პრინციპული დაცვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძნება რეალური მატერიალური სამყაროს
სინონიმის შექმნას, რომელიც პოეტურადაა გარდასახული. სწორედ ამის გამო, არისტოტელე
განასხვავებს რეალურ ქმედებებსა და მითოსს, სადაც რეალური ქმედებები საფუძვლად
ედება ამბავს, ხოლო მითოსი გაიგივებულია მითისმქნადობის პროცესთან, რომელიც
მოწესრიგებული და ერთმანეთთან შეჯერებული ტექსტუალიზებული ქმედებების
მთლიანობას წარმოადგენს.

10. შუასაუკუნეობრივი მსოფლხედვის თავისებურებები. ადამიანი და სამყარო შუა


საუკუნეებში

ტერმინი ,,შუა საუკუნეები’’ შემოიღეს იტალიელმა ჰუმანისტებმა და ამ ტერმინით


განისაზღვრა პერიოდი დასავლეთ რომის იმპერიის დაცემიდან რენესანსამდე,

ადრეული შუა საუკუნეები მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანულ რელიგიას. აქ უკვე


შემოდის ახალი ჟანრები, როგორებიცაა აგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია და ა.შ. იწერება
წმინდანთა ცხოვრებები, მარტვილობები, მოღვაწეობები. სასულიერო მწერლობა ორი
ჟანრითაა წარმოდგენილი:

1. ჰაგიოგრაფია (სასულიერო პროზა)

2. ჰიმნოგრაფია (სასულიერო პოეზია)

ჰაგიოგრაფია ორ ქვეჟანრად იყოფა 1. წამებანი, რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის


თავდადებულთა წამება. 2.ცხოვრებანი, რომლებშიც აღწერილია ქრისტიანობისთვის
თავდადებულ პირთა ცხოვრება-მოღვაწეობა. იგი იყოფა მატერიკებად, ანუ დედათა
ცხოვრება და პატერიკებად-მამათა ცხოვრებად. ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის გმირები
ყოველმხრი ამაღლებულნი და ადამიანურ სისუსტეებს მოკლებული არიან.
გარდა ჰიმნოგრაფიასიისა და აგიოგრაფიისა, შუა საუკუნეების ლიტერატურა ხშირად
იყენებდა ალეგორიასა და სიმბოლიკას უფრო ღრმა მნიშვნელობების გადმოსაცემად.

შუა საუკუნეების ლიტერატურა ხშირად ასახავდა კეთილშობილების ცნებას, ქცევის კოდექსს


და რომანტიკულ იდეალებს, რომლებსაც ახორციელებდნენ თავადაზნაურობა. ეს
ლიტერატურა იკვლევდა უპასუხო სიყვარულის, ერთგულებისა და ქალების იდეალიზაციის
თემებს.. ასევე, ეპიკური ლექსები და რაინდული რომანსები პოპულარული იყო შუა
საუკუნეების ლიტერატურაში. ეს ისტორიები, ხშირად სავსე იყო თავგადასავლებით,
რაინდებით და ზებუნებრივი ელემენტებით. ამის თვალსაჩინო მაგალითია არტურის
ლეგენდები.

შუა საუკუნეების ლიტერატურა ძირითადად ეფუძნებოდა ზეპირ ტრადიციას და მრავალი


ნაწარმოები გადმოცემული იყო მოთხრობის საშუალებით და იმღერა ან წაიკითხა
ბალადებას. ეს ბალადები ხშირად შეიცავს ფოლკლოლურ ელემენტებს, როგორიცაა
ლეგენდები, ფოლკლორი და მითიური არსებები. ასეთი ნაწარმოებები ცდილობდა
მორალური და რელიგიური გაკვეთილების მიცემას მკითხველისთვის ან მსმენელისთვის.

შუა საუკუნეებში წიგნიერება შეზღუდული იყო და არსებობდა ხელით გადაწერილი


წიგნები, რომლებსაც ხშირად ბერები ამზადებდნენ მონასტერში. არსებობდა ბევრი ისეთი
წიგნი, რომელსაც აკლდა ინდივიდუალური ავტორის კონცეფცია. ბევრი ნამუშევარი იყო
ანონიმური ან მიეკუთვნებოდა ისტორიულ პირებს.

შუა საუკუნეების ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დანტე


ალიგიერის ,,ღვთაებრივი კომედია’’. შუა საუკუნეების ლიტერატურა ასახავს შუა
საუკუნეების მსოფლმხედველობას, რელიგიურ შეხედულებებს და საზოგადოებრივ
სტრუქტურებს, რაც მას ღირებულ წყაროდ აქცევს შუა საუკუნეების პერიოდის გასაგებად.

11.კლასიციზმის მსოფლმხედველობრივი თავისებურებები

კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, თავისი აღმავლობის მწვერვალს


მე-17 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში მიაღწია. ფრანგმა მწერლებმა სრულყვეს და
დააგვირგვინეს იტალიელი ჰუმანისტების მიერ წამოწყებული საქმიანობა, რომელიც
ანტიკური ტრადიციების აღდგენასა და მხატვრული შემოქმედების რაციონალისტური
თეორიის შექმნას ითვალისწინებდა. მე-18 საუკუნიდან კლასიციზმი მთელს ევროპაში
გავრცელდა და მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. ამ პერიოდის განმავლობაში მან
განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო და მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა.

კლასიცისტების აზრით, ლიტერატურის ძირითადი დანიშნულება საზოგადოებრივი და


ზნეობრივი პრობლემების დანიშნულება გახლდათ. კლასიცისტური დრამის მთავარი
შინაარსი იყო პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაპირისპირების პრობლემა, რაც
აუცილებლად სახელმწიფოს ინტერესების გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.
კლასიცისტური ესთეტიკის პირველი და არსებითი მოთხოვნა იყო მორალური მიზნის
დასახვა და მიღწევა. პოეტმა ჯერ თემისა და ფაბულის არჩევამდე უნდა დაისახოს მიზანი და
მისი განხორციელებისკენ მიმართოს როგორც მთელი ნაწარმოები, ისე მისი ცალკეული
ნაწილები. იდეალურ პოეტად ითვლება ის, ვინ ფიქრობს, როგორ გამოასწოროს მორალური
ატმოსფერო პოეზიის საშუალებით.

კლასიციზმი მიხნად ისახავდა უნივერსალურობასა და ობიექტურობას ხელოვნებასა და


ლიტერატურაში. იგი ცდილობდა შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც გამოსაყენებელი
იქნებოდა ყველა დროისა და ადგილისთვის. კლასიკოსი მხატვრები და მწერლები
მიისწრაფოდნენ შეექმნათ მუდმივი ღირებულებების ნამუშევრები, რომლებიც
მიმართავდნენ გონიერებასა და ინტელექტს და არა წარმავალ ემოციებს. კლასიციზმისთვის
დამახასიათებელია წესრიგი, წონასწორობა და სიმეტრია მხატვრულ კომპოზიციაში.
მხატვრები და არქიტექტორები იცავდნენ გეომეტრიულ პრინციპებს. ეს აქცენტი ჰარმონიულ
პროპორციებზე და სიმეტრიულ დიზაინზე ასახავდა მოწესრიგებული და სტაბილური
საზოგადოების იდეალს.

კლასიციზმმა მოიცვა გმირის კლასიკური იდეალი, ძველი ბერძნული და რომაული


მითებიდან და ლეგენდებიდან. გმირებს ასახავდნენ როგორც კეთილშობილური ხასიათის
პიროვნებებს, რომლებიც ავლენდნენ გამბედაობას, პატივსა და თავგანწირვას. კლასიციზმმა
გააცოცხლა და მიბაძა კლასიკური ლიტერატურული ფორმები, როგორიცაა ეპიკური პოეზია,
ოდები, ესეები და პიესები. მწერლები უყურებდნენ ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებს და
მიჰყვებოდნენ კლასიკურ კონვენციებს, იყენებდნენ ფორმალურ სტრუქტურებს, წესებსა და
ჟანრებს.

კლასიციზმისთვის ასევე დამახასიათებელი იყო აზრის სიცხადე, ნაწილთა ჰარმონიული


ურთიერთმიმართება, კომპოზიციის ლოგიკური აგებულება, ლაკონურობა, სიუჟეტის
სიმარტივე, ენის სინათლე და სიმკვეთრე. უარიყოფა ფანტასტიკა, ფოლკლორი, მდაბალი და
უხეში გამოთქმები. ჟანრები იყოფოდა ,,მაღალ’’ და ,,დაბალ’’ ჟანრებად და მათი ერთმანეთში
აღრევა შეუძლებელია. ,,მაღალ’’ ჟანრებად მიჩნეულია ეპოპეა, ტრაგედია და ოდა. ,,დაბალ’’
ჟანრებად-სატირა, იგავი, კომედია. კლასიცისტი მწერლები მტკიცედ იცავდნენ ენის
სიწმინდეს, მკაცრად იყო განსაზღვრული პოეზიაში დასაშვები ლექსიკა, გაურბოდნენ
ყოველდღიური ,,მდაბალი’’ სიტყვების ხმარებას, ზოგჯერ ყოფითი საგნების დასახელებასაც
კი. აქედან იღებდა სათავეს პოეტური პერიფრაზები, აღწერითი გამოთქმები. ასევე,
კლასიციზმი ებრძოდა გადაჭარბებულ ორნამენტულობას პოეზიაში, ენობრივ სიჭრელეს,
აზრის დამაბნეველ მეტაფორებს და სტილისტურ ფიგურებს. ყველა ეს წესი აზრის
გამოხატვის სიცხადეს ემსახურებოდა. წესების ზუსტი დაცვის მოთხოვნა, ერთი მხრივ,
მწერლის დაოსტატებას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, მის შემოქმედებით თავისუფლებას
ზღუდავდა და ამ მიმდინაორების ეპიგონთა სიმრავლეს განაპირობებდა.
საქართველოში კლასიცისტური დრამა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში ძირითადად
ალექსანდრე ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებით არის წარმოდგენილი.

კლასციზმის ეპოქის ეს იდეოლოგიური თავისებურებები ასახავს გონების, წესრიგისა და


ძველი საბერძნეთისა და რომის პრინციპების დაბრუნებას. კლასიციზმი ცდილობდა
დაემკვიდრებიდა უნივერსალური და მარადიული ესთეტიკური და მორალური ჩარჩო, რაც
ხაზს უსვამდა რაციონალურობას, მორალურ სწავლებასა და თავშეკავებულ მხატვრულ
გამოხატულებას.

12.გაიხსენეთ მოდერნიზმის ძირითადი მახასიათებლები

ცნება ,,მოდერნიზმი’’ აღნიშნავს ხელოვნებაში, კრიტიკასა და ფილოსოფიაში გარკვეულ


პერიოდსა და ახალ ტენდენციებს, რომელთაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს მეოცე
საუკუნის ადამიანების აზროვნებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იგი წარმოიშვა მე-19
საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მოიცავდა მრავალ მხატვრულ
დისციპლინას, მათ შორის ლიტერატურას, ვიზუალურ ხელოვნებას, მუსიკას, არქიტექტურას
და სხვ. და დაუპირისპირდა ტრადიციულ ფორმებს.

მოდერნიზმის ერთ-ერთი თვალშისაცემი მახასიათებელია ტრადიციის უარყოფა.


მოდერნიზმს ახასიათებდა მიზანმიმართული შეწყვეტა ტრადიციული ფორმებისგან,
სტილისა და ნორმებისგან. მან უარყო ჩვეულებრივი და ცდილობდა შეექმნა რაღაც
სრულიად ახალი. მოდერნიზმმა მოიცვა ექსპერიმენტები და ინოვაციები მხატვრულ
გამოხატულებაში. მხატვრებმა და მწერლებმა გამოიკვლიეს ახალი ტექნიკა, ფორმები და
მასალები, გადალახეს თავიანთი დისციპლინების საზღვრები. ისინი ცდილობდნენ
აღებეჭდათ თანამედროვე სამყაროს სირთულეები და გაურკვევლობა არატრადიციული
სტრუქტურების, ფრაგმენტული ნარატივებისა და არაწრფივი სიუჟეტების მეშვეობით.
მოდერნისტული ლიტერატურა ხშირად იყენებდა ცნობიერების ნაკადის ტექნიკას, რომელიც
მიზნად ისახავდა წარმოედგინა აზრების, გრძნობებისა და ასოციაციების ნაკადი ადამიანის
გონებაში. იგი ასახავდა პერსონაჟების გონების შინაგან მოქმედებებს თავისუფლად.

მოდერნიზმი ფოკუსირებულია დღევანდელ მომენტზე და ცხოვრების ჩვეულებრივ


ასპექტზე. იგი აღნიშნავდა ამქვეყნიურ, ყოველდღიურ გამოცდილებას და ცდილობდა ეპოვა
აზრი აქ და ახლა. მოდერნისტმა მწერლებმა და მხატვრებმა უარყვეს წარსულის ან მომავლის
იდეალიზებული ხედვები, აწმყო მომენტი, როგორც შთაგონების ძირითადი წყარო.
მოდერნისტული ლიტერატურა და ხელოვნება ხშირად ტოვებს ადგილს
ინტერპრეტაციისთვის, რაც საშუალებას აძლევს აუდიტორიას აქტიურად ჩაერთოს
ნაწარმოებში და გამოიტანოს საკუთარი დასკვნები.

მოდერნიზმის ეს მახასიათებლები ასახავს ტრადიციული შეზღუდვებისგან თავის დაღწევის


სურვილს, საზოგადოების ნორმების გამოწვევას და მხატვრული გამოხატვის ახალ ფორმებს.
მოდერნისტული ნამუშევრები ცდილობდნენ აღებეჭდათ თანამედროვე სამყაროს
სირთულეები და წინააღმდეგობები, აღენიშნათ ინდივიდუალობა, ინოვაცია და სუბიექტური
გამოცდილება.

საქართველოში, ისევე როგორც ევროპაში, ლიტერატურული მოდერნიზმის დამკვიდრება


და, ზოგადად, მოდერნისტულ მსოფლმხედველობა-ესთეტიკა ორიენტირება არ იყო
გაუცნობიერებული მოვლება. ქართველი მოდერნისტი ავტორებისთვის-რობაქიძე,
გამსახურდია, ლორთქიფანიძე, ტიციანი, პაოლო და სხვა-მოდერნისტული მსოფლაღქმა
იმთავითვე დაკავშირებულია ქართული კულტურის, ქართული მწერლობის რუსული
აზიატური კულტურის ტირანიისგან გამოყვანასთან და ქართული მწერლობის ევროპულთან
დაკავშირებასთან. ყოველივე ამის დასტურია, ერთი მხრივ, ის, რომ ქართველი მოდერნისტი
ავტორები ინტენსიურად აქვეყნებდნენ ესეებსა და კრიტიკულ წერილებს მიმდინარე
ვეროპული სოციოკულტურული ცხოვრების შესახებ. ასევე აქვეყნდებდნენ მანიფესტებს,
სადაც საჯაროდ აცხადებდნენ კონკრეტული მოდერნისტული მიმდინარეობის დაფუძნებას.

მეორე მხროვ, ქართველი მოდერნისტები აწყობდნენ საჯარო ლექციებს მოდერნიზმზე და


თანადროულ კულტურაზე. ფუძნდებოდა მოდერნისტული მიმდინარეობები და მათ
დაბადებას ქართველი ხალხი მანიფესტებით იგებდა. ქართულ სინამდვილეში
მოდერნისტული ესთეტიკისა და მსოფლმხედველობის ინტენსიური რეცეფცია და დანერგვა
იყო ერთგვარი რეაქცია 20-იან წლებში საქართველოში გამძაფრებულ პოლიტიკურ
ვითარებაზე-1921 წლის მოვლენები, 20-იანი წლების ტერორი, 1924 წლის აჯანყების ჩახშობა
და ა.შ. ამ სოციო-პოლიტიკურ ფონზე ყველა ის პროცესი განვითარდა, რაც მოდერნული
ეპოქისთვისაა დამახასიათებელი, ხოლო მოდერნისტული ლიტერატურა, ისევე როგორც
ევროპაში, აქაც თანადროული ეპოქის წინააღმდეგ წავიდა.

13.იმპრესიონიზმიდან სიმბოლიზმამდე

იმპრესიონიზმი და სიმბოლიზმი ორი განსხვავებული მხატვრული მოძრაობაა, რომლებიც


წარმოიშვა მე-19 საუკუნის ბოლოს და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხელოვნების
სამყაროზე. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იზიარებენ ქრონოლოგიურ და ისტორიულ
კავშირს, ისინი განსხვავდებიან თავიანთი მხატვრული მიზნებით, სტილებით და საგნებით.

იმპრესიონიზმი გაჩნდა 1870-იან წლებში საფრანგეთში და იყო რეაქცია იმ დროის მკაცრი


აკადემიური ხელოვნების წინააღმდეგ. იმპრესიონისტი მხატვრები მიზნად ისახავდნენ
გადაეღოთ წარმავალი მომენტები, სინათლის ეფექტი და მათი საგნების გარდამავალი
ბუნება. იმპრესიონისტი მხატვრები ცდილობდნენ წარმოედგინათ სინათლისა და ფერის
ცვალებადი თვისებები თავიანთ ნამუშევრებში. ისინი იყენებდნენ ფხვიერ ფუნჯს და სწრაფ,
თვალსაჩინო ფუნჯს, რათა აღებეჭდათ სინათლის თამაში ზედაპირებზე და ბუნებრივი
სამყაროს სიცოცხლისუნარიანობა. იმპრესიონისტები ხშირად ხატავდნენ ღია ცის ქვეშ, რათა
პირდაპირ დააკვირდნენ და აღებეჭდათ ბუნებრივი სინათლისა და ატმოსფეროს ეფექტი.
ისინი ხატავდნენ პეიზაჟების, ზღვის პეიზაჟების, ურბანული გარემოსა და ყოველდღიური
ცხოვრების სცენებს, ხაზს უსვამდნენ ამ საგნების გარდამავალ ბუნებას.
სიმბოლიზმი წარმოიშვა, როგორც რეაქცია იმპრესიონიზმის ნატურალისტური და
პირდაპირი წარმოდგენის წინააღმდეგ. სიმბოლისტი მხატვრები დაინტერესებულნი იყვნენ
სუბიექტური და სიზმრის მსგავსი სფეროების, ადამიანის ფსიქიკის საიდუმლოებებისა და
ხელოვნების სიმბოლური ძალის შესწავლით. სიმბოლისტი მხატვრები ცდილობდნენ
გამოხატონ ემოციების, ოცნებებისა და სულიერი გამოცდილების შინაგანი სამყარო. ისინი
იყენებდნენ სიმბოლიკას, მეტაფორას და ალეგორიას აბსტრაქტული იდეების წარმოსაჩენად
და უფრო ღრმა მნიშვნელობების გადმოსაცემად. სიმბოლისტები ხშირად იყენებდნენ
დამაფიქრებელ, ორაზროვან და მეოცნებე გამოსახულებებს.სიმბოლისტები
დაინტერესებულნი იყვნენ ტრანსცენდენტული და მისტიკური სფეროების შესწავლით,
ხშირად შორდებიან ხელშესახები სამყაროსგან. ისინი მიზნად ისახავდნენ ემოციების
გამოწვევას და ინტროსპექციის პროვოცირებას, ვიდრე გარე დაკვირვებებზე ფოკუსირებას.
სიმბოლისტები ხშირად ცდილობდნენ შეექმნათ ხელოვნების სხვადასხვა ფორმები, მათ
შორის ლიტერატურა, პოეზია, მუსიკა და ვიზუალური ხელოვნება, რათა შეექმნათ სრული
მხატვრული გამოცდილება. ისინი ხელოვნებას ხედავდნენ, როგორც მატერიალური
სამყაროს საზღვრების გადალახვის და უმაღლესი ჭეშმარიტების წვდომის საშუალებას.

საქართველოში სიმბოლიზმის ისტორია 1916 წლიდან იწყება, როდესაც ,,ცისფერი ყანწების’’


ორდენის სახელით ცნობილმა ლიტერატურულმა დაჯგუფებამ ქ. ქუთაისში თავისი
პერიოდული ორგანო გამოსცა. ქართველი სიმბოლისტების ჯგუფმა 15 წელს იარსება. ეს იყო
პირველი ლიტერატურული გაერთიანება ჩვენი მწერლობის ისტორიაში, რომელსაც
თავიდანვე გააჩნდა გარკვეული ორგანიზებული ფორმა და ესთეტიკური პროგრამა. მათ
მიეკუთვნებოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, და სხვები.
1918 წლიდან მათ შეემატნენ გიორგი ლეონიძე, სერგო კლდიაშვილი, შალვა კარმელი და სხვ.

,,ცისფერყანწელებს’’ ძალიან უნდოდათ, რომ მათ ორდენში ერთი პოეტი ქალიც ყოფილიყო
და რადგან ქალი არ აღმოჩნდა, მათ გამოიგონეს იგი. გამოგონი ქალი ელენე დარიანი
ყოველთვის ფიგურირებდა ორდენის წევრთა სიაში, ხოლო ერთ-ერთი ,,ცისფერყანწელი’’
მისი სახელით ლექსებსაც თხზავდა.

ქართველი სიმბოლისტეი, ევროპელი და რუსი სიმბოლისტების მსგავსად, ხელოვნების


უპირველეს დარგად მუსიკას მიიჩნევდნენ. საგანგებო ყურადღების საგანო
გახადეს ,,ცისფერყანწელებმა’’ ლექსის მუსიკალური კეთილხმოვანების ერთ-ერთი მთავარი
ფაქტორი-რითმა. ზუსტი რითმა, არაკლასიკური რითმით შეცვალეს, რამაც მოულოდნელი
და მრავალფეროვანი ჟღერადობით ლექსებით გაავსო. მათ დაამკვიდრეს ქართულ პოეზიაში
ისეთი მყარი სალექსო ფორმა როგორიცაა სონეტი. ქართული ლექსის რეფორმა, რომელიც
ჩვენი საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება, ძირითადად გალაქტიონ ტაბიძისა
და ,,ცისფერყანწელების’’ სახელთანაა დაკავშირებული.

გადასვლა იმპრესიონიზმიდან სიმბოლიზმზე შეიძლება ჩაითვალოს, როგორც გადასვლა


გარე სამყაროს ობიექტური წარმოდგენიდან შინაგანი ემოციების, ოცნებებისა და
სიმბოლური მნიშვნელობების სუბიექტურ კვლევაზე. მაშინ, როცა იმპრესიონიზმი
აღნიშნავდა აწმყო მომენტის სენსორულ და აღქმულ გამოცდილებას, სიმბოლიზმი
ქვეცნობიერის, მეტაფიზიკურისა და ტრანსცენდენტის სფეროებში იჭრებოდა.

14.ფუტურიზმი-გათავისუფლებული სიტყვის პოეტიკა

ფუტურიზმი, როგორც ერთ-ერთი ავანგარდისტული მხატვრული მიმდინარეობა, ჩვენი


საუკუნის 10-იან წლებში წარმოიშვა და ყველაზე სრულად იტალიასა და რუსეთში
გამოვლინდა. ფუტურიზმმა სრულად უარყო მანამდე არსებული კულტურული
მემკვიდრეობა და ახალი ხელოვნების შექმნას შეეცადა.

ფუტურიზმის სამშობლო იტალიაა. იგი აღნიშნავდა სიჩქარეს, ტექნოლოგიას,


ინდუსტიალიზაციასა და თანამედროვე მსოფლიოს დინამიზმს. ფუტურისტული მოძრაობა
მოიცავდა ხელოვნების სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის ლიტერატურას, ვიზუალური
ხელოვნებას, მუსიკას, თეატრსა და არქიტექტურას.

ფუტურისტული ლიტერატურა მიზნად ისახავდა ენის მეშვეობით თანამედროვე სამყაროს


დინამიზმისა და ენერგიის აღქმას. პოეტები იყენებდნენ არატრადიციულ გრამატიკას,
სინტაქსს და სიტყვების არჩევანს, რათა შეექმნათ სიჩქარისა და მოძრაობის განცდა თავიანთ
ნაწერებში. პოეტები კი ცდილობდნენ დაშორდნენ ტრადიციულ პოეტურ ფორმებს,
როგორიცაა რითმიანი ლექსები. მათ მიიღეს თავისუფალი ლექსი, რომლებიც დადგენილი
იყო შეუზღუდავი წესებითა და სტრუქტურებით. ისინი აქტიურად ცდილობდნენ
დამკვიდრებული ლიტერატურული ტრადიციებისა და კულტურული ნორმების გამოწვევას
და ჩაშლას.

ფუტურიზმმა აღნიშნა ტექნოლოგიის, მანქანებისა და ინდუსტრიალიზაციის წინსვლა.


ფუტურისტმა პოეტებმა თავიანთ ნამუშევრებში შეიტანეს მითითებები მანქანებზე,
ავტომობილებზე, თვითმფრინავებზე და სხვა თანამედროვე გამოგონებებზე. მათ მიიღეს ამ
ტექნოლოგიური სასწაულების სიჩქარე, ხმაური და ძალა, როგორც პროგრესისა და მომავლის
სიმბოლო. ფუტურისტული პოეზია ხშირად იღებდა ერთდროულობის ცნებას, სადაც
მრავალი მოვლენა, სურათი და იდეა ერთდროულად თანაარსებობს. ეს ტექნიკა მიზნად
ისახავს აღბეჭდოს თანამედროვე ცხოვრების სენსორული გადატვირთვა და სწრაფი ტემპი.
ფუტურისტმა პოეტებმა გამოიყენეს კოლაჟის მსგავსი ტექნიკა, ერთმანეთთან შეუთავსებელი
სიტყვების, ფრაზებისა და გამოსახულებების შექმნით მოულოდნელი და ნათელი
ასოციაციების შესაქმნელად. ფუტურიზმი არ იყო ორიენტირებული მხოლოდ მხატვრულ
ინოვაციებზე, არამედ ჰქონდა პოლიტიკური და სოციალური განზომილებები. ფუტურისტმა
პოეტებმა გამოხატეს მხარდაჭერა ნაციონალიზმისადმი, განადიდეს ომი და მიიღეს
მებრძოლი დამოკიდებულება. მათ სჯეროდათ, რომ მხატვრული და ტექნოლოგიური
პროგრესი, რომელსაც ისინი ზეიმობდნენ, გამოიწვევს საზოგადოების გაახალგაზრდავებას
და ახალი სამყაროს შექმნას.
ფუტურიზმში სიტყვის თავისუფლების პოეტიკა მიზნად ისახავდა ენის განთავისუფლებას
ტრადიციული შეზღუდვებისგან, მიეღო თანამედროვე სამყაროს ენერგია და პროვოცირება
მოახდინოს ლიტერატურული გამოხატვის რადიკალური ხელახალი წარმოსახვით.
ფუტურისტული ლიტერატურა და პოეზია გამოირჩეოდა მათი თამამი ექსპერიმენტებით,
ტრადიციების უარყოფით, ტექნოლოგიების ზეიმით და დამრღვევი მანიფესტებით.

15.კათარსისი _ ინტელექტუალურად გადამუშავებული ემოციების შედეგი

არისტოტელეს ფილოსოფიური ინტერესები პლატონის აკადემიაში ჩამოყალიბდა.


მიუხედავად ამისა, ის მიდის თავისი მასწავლებლის წინააღმდეგ და პოეზიას იცავს.

არისტოტელე პოეტიკაში, ერთი მხრივ, ეთანხმება პლატონის მსჯელობას პოეზიის, როგორც


ბაძვის გააზრების შესახებ, მაგრამ მეორე მხრივ, ვერ იზიარებს ბაძვის ცნების პლატონისეულ
ინტერპრეტაციას. პოეტიკაში არისტოტელე განიხილავს პლატონის დებულებას ბაძვის
შესახებ. არისტოტელესთვის ბაძვა გაიაზრება შემოქმედებით აქტად, რომელიც წარმოადგენს
რეალობის არა მარტივ კოპირებას, არამედ მის გარდაქმნას ახალი ტიპის რეალობად. თუ
პლატონისთვის რეალობა აბსტრაქტულია, არისტოტელესთვის ის მატერიალურია. მისი
აზრით, პოეტები ბაძავენ მოქმედ პირებს, რომლებიც ან კეთილები არიან, ან უკეთურები.
პლატონისგან განსხვავებით, მას პოეტების ღირსებად მიაჩნია არა ცოდნა იმ ყველაფრის
შესახებ, რაზეც იგი წერს, არამედ მიბაძვის ნიჭი და მასშტაბი,

ბაძვის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, არისტოტელე ჟანრის თეორიის დიფერენციისთვის


3 პოზიციას გამოყოფს:

1.ბაძვის საშუალება

2.ბაძვის ობიექტი

3.ბაძვის სტილი

ბაძვა ხორციელდება რიტმის, სიტყვისა და ჰარმონიის საშუალებით. ამიტომ მისი შედეგები


განსხვავებულია. რაკი პოეზია მუდმივად ბაძავს ,,მოქმედ ადამიანს’’, ბაძვის ობიექტი
შეიძლება იყოს ,,კარგი’’ ან ,,ცუდი’’.

ბაძვის სტილი შეიძლება იყოს სამგვარი: 1)ავტორი საუბრობს მოვლენებზე, როგორც


სრულიად განყენებულ ქმედებებზე. 2)ავტორი თავად არის აღწერილი ქმედებების
მონაწილე. 3)იგი კონცენტრირებულია არა მხოლოდ რეალურ, არამედ მოქმედ ადამიანებზე.

არისტოტელეს ბაძვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძნება დიქოტომიას


რეალური/შემოქმედებითად გარდასახული, სადაც რეალური წარმოადგენს მატერიალური
სამყაროს სინონიმს, ხოლო შემოქმედებითად გარდასახული პოეტური ქმნილებისა.
არისტოტელეს ბაძვა ერთმანეთისგან მიჯნავს ,,რეალობასა’’ და ,,რეალისტურობას’’. პოეტი
ბაძავს რეალობას, მაგრამ მისი მიზანი არაა რეალისტური სურათის შექმნა. არისტოტელეს
პრინციპული დაცვა პოეზიის სასარგებლოდ ეფუძნება რეალური მატერიალური სამყაროს
სინონიმის შექმნას, რომელიც პოეტურადაა გარდასახული. სწორედ ამის გამო, არისტოტელე
განასხვავებს რეალურ ქმედებებსა და მითოსს, სადაც რეალური ქმედებები საფუძვლად
ედება ამბავს, ხოლო მითოსი გაიგივებულია მითისმქნადობის პროცესთან, რომელიც
მოწესრიგებული და ერთმანეთთან შეჯერებული ტექსტუალიზებული ქმედებების
მთლიანობას წარმოადგენს.

16.კლასიციზმის პოეტური პრინციპები

კლასიციზმმა, როგორც ლიტერატურულმა მიმართულებამ, თავისი აღმავლობის მწვერვალს


მე-17 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურაში მიაღწია. ფრანგმა მწერლებმა სრულყვეს და
დააგვირგვინეს იტალიელი ჰუმანისტების მიერ წამოწყებული საქმიანობა, რომელიც
ანტიკური ტრადიციების აღდგენასა და მხატვრული შემოქმედების რაციონალისტური
თეორიის შექმნას ითვალისწინებდა. მე-18 საუკუნიდან კლასიციზმი მთელს ევროპაში
გავრცელდა და მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. ამ პერიოდის განმავლობაში მან
განვითარების რამდენიმე ეტაპი განვლო და მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა.

კლასიცისტების აზრით, ლიტერატურის ძირითადი დანიშნულება საზოგადოებრივი და


ზნეობრივი პრობლემების დანიშნულება გახლდათ. კლასიცისტური დრამის მთავარი
შინაარსი იყო პიროვნებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაპირისპირების პრობლემა, რაც
აუცილებლად სახელმწიფოს ინტერესების გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო.

კლასიცისტური ესთეტიკის პირველი და არსებითი მოთხოვნა იყო მორალური მიზნის


დასახვა და მიღწევა. პოეტმა ჯერ თემისა და ფაბულის არჩევამდე უნდა დაისახოს მიზანი და
მისი განხორციელებისკენ მიმართოს როგორც მთელი ნაწარმოები, ისე მისი ცალკეული
ნაწილები. იდეალურ პოეტად ითვლება ის, ვინ ფიქრობს, როგორ გამოასწოროს მორალური
ატმოსფერო პოეზიის საშუალებით.

კლასიციზმი მიხნად ისახავდა უნივერსალურობასა და ობიექტურობას ხელოვნებასა და


ლიტერატურაში. იგი ცდილობდა შეექმნა ნამუშევრები, რომლებიც გამოსაყენებელი
იქნებოდა ყველა დროისა და ადგილისთვის. კლასიკოსი მხატვრები და მწერლები
მიისწრაფოდნენ შეექმნათ მუდმივი ღირებულებების ნამუშევრები, რომლებიც
მიმართავდნენ გონიერებასა და ინტელექტს და არა წარმავალ ემოციებს. კლასიციზმისთვის
დამახასიათებელია წესრიგი, წონასწორობა და სიმეტრია მხატვრულ კომპოზიციაში.
მხატვრები და არქიტექტორები იცავდნენ გეომეტრიულ პრინციპებს. ეს აქცენტი ჰარმონიულ
პროპორციებზე და სიმეტრიულ დიზაინზე ასახავდა მოწესრიგებული და სტაბილური
საზოგადოების იდეალს.
კლასიციზმმა მოიცვა გმირის კლასიკური იდეალი, ძველი ბერძნული და რომაული
მითებიდან და ლეგენდებიდან. გმირებს ასახავდნენ როგორც კეთილშობილური ხასიათის
პიროვნებებს, რომლებიც ავლენდნენ გამბედაობას, პატივსა და თავგანწირვას. კლასიციზმმა
გააცოცხლა და მიბაძა კლასიკური ლიტერატურული ფორმები, როგორიცაა ეპიკური პოეზია,
ოდები, ესეები და პიესები. მწერლები უყურებდნენ ძველ ბერძენ და რომაელ ავტორებს და
მიჰყვებოდნენ კლასიკურ კონვენციებს, იყენებდნენ ფორმალურ სტრუქტურებს, წესებსა და
ჟანრებს.

კლასიციზმისთვის ასევე დამახასიათებელი იყო აზრის სიცხადე, ნაწილთა ჰარმონიული


ურთიერთმიმართება, კომპოზიციის ლოგიკური აგებულება, ლაკონურობა, სიუჟეტის
სიმარტივე, ენის სინათლე და სიმკვეთრე. უარიყოფა ფანტასტიკა, ფოლკლორი, მდაბალი და
უხეში გამოთქმები. ჟანრები იყოფოდა ,,მაღალ’’ და ,,დაბალ’’ ჟანრებად და მათი ერთმანეთში
აღრევა შეუძლებელია. ,,მაღალ’’ ჟანრებად მიჩნეულია ეპოპეა, ტრაგედია და ოდა. ,,დაბალ’’
ჟანრებად-სატირა, იგავი, კომედია. კლასიცისტი მწერლები მტკიცედ იცავდნენ ენის
სიწმინდეს, მკაცრად იყო განსაზღვრული პოეზიაში დასაშვები ლექსიკა, გაურბოდნენ
ყოველდღიური ,,მდაბალი’’ სიტყვების ხმარებას, ზოგჯერ ყოფითი საგნების დასახელებასაც
კი. აქედან იღებდა სათავეს პოეტური პერიფრაზები, აღწერითი გამოთქმები. ასევე,
კლასიციზმი ებრძოდა გადაჭარბებულ ორნამენტულობას პოეზიაში, ენობრივ სიჭრელეს,
აზრის დამაბნეველ მეტაფორებს და სტილისტურ ფიგურებს. ყველა ეს წესი აზრის
გამოხატვის სიცხადეს ემსახურებოდა. წესების ზუსტი დაცვის მოთხოვნა, ერთი მხრივ,
მწერლის დაოსტატებას უწყობდა ხელს, მეორე მხრივ კი, მის შემოქმედებით თავისუფლებას
ზღუდავდა და ამ მიმდინაორების ეპიგონთა სიმრავლეს განაპირობებდა.

საქართველოში კლასიცისტური დრამა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში ძირითადად


ალექსანდრე ორბელიანისა და გიორგი ერისთავის შემოქმედებით არის წარმოდგენილი.

კლასციზმის ეპოქის ეს იდეოლოგიური თავისებურებები ასახავს გონების, წესრიგისა და


ძველი საბერძნეთისა და რომის პრინციპების დაბრუნებას. კლასიციზმი ცდილობდა
დაემკვიდრებიდა უნივერსალური და მარადიული ესთეტიკური და მორალური ჩარჩო, რაც
ხაზს უსვამდა რაციონალურობას, მორალურ სწავლებასა და თავშეკავებულ მხატვრულ
გამოხატულებას.

You might also like