You are on page 1of 12

ლიტერატურულ ნაწარმოებთა ჟანრები (ეპიკური ჟანრები)

ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ზოგადად, აერთიანებენ სამ ჯგუფად, რომლებსაც

ლიტერატურის `გვარებს~ უწოდებენ. ესენია ეპოსი, დრამა და ლირიკა.

ეპოსსა და დრამას აერთიანებს გარკვეული ნიშან-თვისებები, რომლებიც განარჩევს

მათ ლირიკისგან. ეპიკურსა და დრამატულ ნაწარმოებებში აისახება სივრცესა და დროში

მიმდინარე მოვლენები, ცალკეული ადამიანები (პერსონაჟები), მათი ურთიერთმიმართებები,

აზრები, გრძნობები, ქცევები, გამონათქვამები. და თუმცა ცხოვრების ასახვა ეპოსში

ყოველთვის ხორციელდება ავტორის ჩანაფიქრისა და თვალსაზრისის შესაბამისად,

მკითხველს ზოგჯერ ეჩვენება, რომ ასახული მოვლენები ავტორის ნებისგან

დამოუკიდებლად მოხდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეპიკური და დრამატული ნაწარმოებები

წარმოქმნიან სრული ობიექტურობის ილუზიას.

ამასთან, ეპიკური და დრამატული ნაწარმოებები მკვეთრად განსხვავდებიან

ერთმანეთისგან თავიანთი ფორმის მიხედვით. ეპოსის ძირითადი მაორგანიზებელი

ფორმალური თვისებაა თხრობა ადამიანთა ცხოვრებისა და მათი ქცევის შესახებ. აქედან

მომდინარეობს თვით ეპიკური გვარის სახელწოდება (ძვ. ბერძნ. epos – სიტყვა, მეტყველება).

დრამაში (ძვ. ბერძნ. drao– ვმოქმედებ) თხრობა არ ხორციელდება. დრამატული ნაწარმოების

ტექსტი შედგება თვით პერსონაჟთა გამონათქვამებისგან, რომელთა საშუალებითაც ისინი

მოქმედებენ ასახულ სიტუაციაში.

ავტორისეული განმარტებები დრამატულ ნაწარმოებში დაიყვანება ეგრეთ წოდებულ

რემარკებზე (ფრანგ. remarquer – შენიშვნა), რომელთაც მხოლოდ დამ-ხმარე მნიშვნელობა

აქვს. დრამის, როგორც ლიტერატურული გვარის სპეციფიკა განისაზღვრება იმით, რომ ის

1
განკუთვნილია სასცენო წარმოდგენისთვის. დრამატულ ფორმა წარმოიშვა თეატრალური

ხელოვნების განვითარების საფუძ¬ველ¬ზე.

`ლირიკა~ (ბერძნ. lyra – მუსიკალური საკრავი, რომლის თანხლებითაც ძველ

საბერძნეთში სრულდებოდა ლექსითი ნაწარმოებები) განსხვავდება ეპოსისა და დრამისგან,

პირველ რიგში, მხატვრული შემეცნების ობიექტით. ლირიკაში არ გვხვდება მოვლენათა,

ადამიანების ურთიერთდამოკიდებულებათა დეტალიზებუ¬ლი აღწერა. ლირიკა ასახავს

ადამიანის შინაგან სამყაროს: მის აზრებს, გრძნობებს, შთაბეჭდილებებს, ლირიკული გმირის

ემოციურ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ, ანუ ადამიანის ცხოვრების სუბიექტურ

საწყისს.

არისტოტელე თავისი `პოეტიკის~ მესამე თავში აღნიშნავს, რომ ლიტერატურაში

ბაძვის ხერხი სამგვარია: მოთხრობა სხვის შესახებ, მოთხრობა თავისი თავის შესახებ და

ისეთი ხატვა, როდესაც ასახული გმირები თვით გამოდიან მოქმედად, თვით ამჟღავნებენ

თავიანთ თავს. ამგვარი კლასიფიკაცია შეესაბამება ლიტერატურული გვარების სპეციფიკურ

თავისებურებებს.

ლიტერატურის გვარებად დაყოფის გარდა, ის იყოფა პოეზიად და პროზად. ხშირად

ლირიკულ ნაწარმოებებს აიგივებენ პოეზიასთან, ხოლო ეპიკურ ქმნილებებს – პროზასთან,

რაც მართებული არაა. ყოველი ლიტერატურული გვარი მოიცავს როგორც პოეტურ (ლექსით),

ასევე – პროზაულ ნაწარმოებებს. ლიტერატურის განვითარების ადრეულ ეტაპებზე ეპოსი

უმეტესად სალექსო ფორმით იქმნებოდა. ლექსად დაწერილი ეპიკური ქმნილებები

მოგვიანებითაც გვხვდება. დრამატულ ნაწარმოებებშიც გამოიყენება როგორც სალექსო

ფორმა, ასევე – პროზა, ხშირად – ერთდროულად (მაგალითად, შექსპირის პიესებში).

2
ლიტერატურული გვარების თეორიაში წარმოიშობა სერიოზული ტერმინო-ლოგიური

პრობლემები იმის გამო, რომ სიტყვა `ეპიკური~ (`ეპიკურობა~) `დრა-მატული~

(`დრამატიზმი~), `ლირიკული~ (`ლირიზმი~) აღნიშნავს ლიტერატურული ნაწარმოებების არა

მარტო გვარეობრივ თავისებურებებს, არამედ სხვა ნიშან-თვისებებსაც.

`ეპიკურს~ უწოდებენ სინამდვილის მრავალმხრივ, ფართო, მიუკერძოებელ ასახვას და

ცხოვრების, როგორც მთლიანობის, აღქმას. ამასთან დაკავშირებით ხშირად საუბრობენ

`ეპიკური მსოფლაღქმის~ შესახებ, რომელიც ხორცშესხ¬მუ-ლია, მაგალითად, ჰომეროსის

პოემებში, ტოლსტოის `ომსა და მშვიდობაში~. ეპიკურობა, როგორც თავისებური იდეურ-

ემოციური განწყობილება, შეიძლება შეგვხვდეს ლიტერატურის ყველა გვარში, არა მარტო

ეპიკურ (თხრობით) ნაწარმოებებში, არამედ – დრამაში და ლირიკაშიც.

დრამატიზმს უწოდებენ გარკვეულ განწყობილებას, რომელიც უკავშირდება

წინააღმდეგობათა დაძაბულ განცდას, მღელვარებას. და, ბოლოს, ლირიზმი – ესაა

ამაღლებული ემოციური განწყობა, რომელიც გამოიხატება ავტორის, მთხრობლის

პერსონაჟთა მეტყველებაში. დრამატიზმი და ლირიზმი აგრეთვე შეიძლება შეგვხვდეს ყველა

ლიტერატურულ გვარში.

ამიტომ უნდა განვასხვავოთ, ერთი მხრივ, ეპოსი, დრამა, ლირიკა როგორც

ლიტერატურული გვარები, მეორე მხრივ კი – ეპიკურობა, დრამატიზმი, ლირიზ-მი, როგორც

ნაწარმოებთა თვისებები.

ლიტერატურული ჟანრი (ფრანგ. genre – სახეობა) არის ლიტერატურული

ნაწარ¬მოების ისტორიულად ჩამოყალიბებული ტიპი).

ეპიკური ჟანრებია პოემა, რომანი, მოთხრობა, ნოველა, იგავ-არაკი.

3
უძველესი ეპიკური ჟანრია პოემა, (ბერძნ. poiema – ქმნილება, შემოქმედება) რომელიც

წარმოიშვა ხალხურ სიმღერებთან (ისტორიულ-საგმირო, ლეგენდურ-მითოლოგიური

შინაარსის ნაწარმოებებთან) მჭიდრო კავშირში. ეს კავშირი ვლინდება სიუჟეტთა შერჩევაში

(ჩვეულებრივ, პოემაში აღწერილია მნიშვნელოვან, ისტორიული მოვლენა), გმირის

ჰიპერბოლიზებულ დახასიათებაში, თხრობის ობიექტურ ტონში.

ლიტერატურის ისტორიაში ცნობილია ამ ჟანრის განვითარების ორი სახეობა: ძველი

პოემა და ახალი პოემა. პირველს ეპოპეაც ეწოდება. მისი კლასიკური ნიმუშებია ჰომეროსის

`ილიადა~ და `ოდისეა~. `ილიადაში~ ასახულია ტროას სამეფოსთან ბერძნული ტომების

ათწლიანი ომის მეათე წლის ამბები, ხოლო `ოდისეაში~ - ამ ომის მონაწილის, ითაკის მეფის –

ოდისევსისა და მის თანამებრძოლთა ხიფათით აღსავსე თავგადასავალი.

ჰომეროსის პოემების გარდა, ეპიკური პოემის მრავალი ნიმუში შეიქმნა. ასეთებია –

ვირგილიუსის `ენეიდა~, არიოსტოს `მძვინვარე როლანდი~, დანტეს `ღვთაებრივი კომედია~,

მილტონის `დაკარგული სამოთხე~, რუსთაველის `ვეფხისტყაოსანი~, ფირდოუსის `შაჰნამე~.

მათგან განსაკუთრებით გამოირჩევა `ვეფხისტყაოსანი~, რომელშიც პერსონაჟთა მაღალი

სულიერი თვისებები, მიჯნურთათვის `სოფლის გმობა~, ვაჟკაცური შემართება,

სამშობლოსათვის თავდადება კეთილშობილი ადამიანების საერთო თვისებად არის

წარმოსახული, განურჩევლად ეროვნების, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა.

ამგვარად, პოემაში ხორცშესხმულია ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალები.

ახალი დროის (მე-17 საუკუნიდან) ლიტერატურაში ეპიკური პოემის ეს ფართო

ასახვითი ასპარეზი რომანმა დაისაკუთრა, ხოლო პოემის საზღვრები მნიშვნელოვნად შეიზ-

ღუდა. ამიტომ რომანს ახალი დროის ეპოპეას უწოდებენ.

4
ახალი პოემა საშუალო ან მცირე ფორმის თხრობით - პოეტური ჟანრია. ის ახლო დგას ისეთ

პროზაულ თხრობით ჟანრებთან, როგორიცაა მოთხრობა და ნოველა. მაგრამ, ამ

უკანასკნელთაგან განსხვავებით, პოემა გამოირჩევა თხრო-ბის ამაღლებული და ემოციური

ტონალობით, ლირიკული გადახვევებით. თემატური მოტივების მიხედვით, ახალ პოემას

ყოფენ სოციალურ, პატრიოტულ, დიდაქტიკურ, ფილოსოფიურ და ისტორიულ პოემებად.

ქართულ ლიტერატურაში ახალი პოემის პირველი ნიმუშია ნიკ. ბარათაშვილის `ბედი

ქართლისა~. შემდგომ განვითარებას პოემა აღწევს XIX ს. მეორე ნახევრის ლიტერატურაში

ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

* * *

რომანი თავდაპირველად (გვიანდელ შუა საუკუნეებში) აღნიშნავდა ყოველგვარ ნაწარმოებს,

რომელიც დაწერილი იყო რომანულ და არა ლათინურ ენაზე. რომანის ერთ-ერთი ძირითადი

შიდა თემაა გმირის ბედისა და მდგომარეობის შეუსაბამობა თვით გმირთან.

რომანის გმირის პიროვნული განვითარება ხდება საზოგადოებრივი მთე-ლის¬გან

გმირის განკერძოების პროცესში: გმირი უპირისპირებს თავის განუმეორებელ `მე~-ს, თავის

სულიერსა და ზნეობრივ თავისუფლებას – გარემოს, ბუნებრივსა და სოციალურ

`აუცილებლობას~.

რომანი წარმოიშვა ანტიკურ ლიტერატურაში და წარმოდგენდა ტრადიციუ-ლი

მითოლოგიური სიუჟეტების ყოფით ვარიანტებს.

შუა საუკუნეებში შეიქმნა სარაინდო რომანები `თქმულება ტრისტანისა და იზოლდას

შესახებ~, მეფე ართურის ციკლის რომანები ამ ჟანრმა აყვავება განიცადა შუა საუკუნეების

ეპოქის დასრულების შემდეგ.

5
XVI-XVIII საუკუნეებში ყალიბდება ავანტიურული რომანი. მისი ნიმუშია ა.ლესაჟის

`ჟილ ბლაზის ისტორია~, მოგვიანებით (XIX ს.) _ ალ. დიუმას `სამი მუშკეტერი~, „გრაფი

მონტე-კრისტო “და სხვ.

რენესანსის იდეებმა და იდეალებმა ხელსაყრელი ნიადაგი მოუმზადა რომანის

განვითარებას. რომანის ჟანრული შინაარსი თავდაპირველად ასახვას პოულობს ნოველებში

(ბოკაჩოს `დეკამერონი~), რომანიზებულ პოემებში (ლ. არი¬ოსტოს `მძვინვარე

როლანდი~, ტ. ტასოს `განთავისუფლებული იერუსა-ლიმი~), მაგრამ მხოლოდ რენესანსის

ეპოქის დასასრულს შეიქმნა რენესანსის სულისკვეთებით გამსჭვალული რომანი – ესაა

სერვანტესის `დონ კიხოტი~, რომელშიც გაკრიტიკებულია ახალჩამოყალიბებული

ბურჟუაზიული საზოგა¬დო-ება და გამოკვეთილია ადამიანის `მაღალი~, ჰეროიკული

მისწრაფებების შეჯა-ხება ყოფის `პროზასთან~.

XVIII საუკუნეში ჩამოყალიბდა რომანის ისეთი მნიშვნელოვანი ნიშან-თვისება,

როგორიცაა ადამიანის სულიერი განვითარების, მისი ფსიქოლოგიის დეტალების ასახვა

წარმოიშვა ფსიქოლოგიური რომანის ჟანრი (აბატ პრევოს `მანონ ლესკო~, ჟან-ჟაკ რუსოს

`ახალი ელოიზა~, ბენჟამენ კონსტანის `ადო¬ლ-ფი~).

XVIII საუკუნიდან მოყოლებული, რომანი იქცევა ერთ-ერთ წამყვან ლიტერატურულ

ჟანრად. რეალიზმის ეპოქაში რომანი გამორჩევა სიუჟეტური მრავალფეროვნებით.

პიროვნებისა და მისი გარემოს კონფლიქტის თემა აერთი-ანებს ისეთ განსხვავებულ

ნაწარმოებებს, როგორებიცაა გოეთეს `ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი~, ბალზაკის

`დაკარგული ილუზიები~, ფლობერის `მადამ ბოვარი~, დიკენსის `დომბი და ვაჟიშვილი~,

ლევ ტოლსტოის `ანა კარენინა~, დოსტოევსკის `დანაშაული და სასჯელი~.

6
სოციალური რომანი ასახავდა საზოგადოების კლასთა დაპირისპირებას. ასეთ

რომანთა ნიმუშებია: ბალზაკის `მამა გორიო~, სტენდალის `წითელი და შავი~, ქართული

ლიტერატურიდან გ. წერეთლის `პირველი ნაბიჯი~, მ. ჯავა-ხიშვილის `ჯაყოს ხიზნები~ და

სხვ.

სატირულ რომანში გროტესკულადაა წარმოჩენილი მანკიერი სოციალური

მოვლენები. სატირული რომანებია რაბლეს `გარგანტუა და პანტაგრუელი~, სვიფტის

`გულივერის მოგზაურობა~, გოგოლის `მკვდარი სულები~, იაროსლავ ჰაშეკის `ყოჩაღი

ჯარისკაცი შვეიკის თავგადასავალი~.

ფილოსოფიურ რომანში ასახულია საერთო-საკაცობრიო, ფილოსოფიური იდეები.

ფილოსოფიური რომანებია ვოლტერის `კანდიდი~, ბალზაკის `შაგრენის ტყავი~, თომას მანის

`დოქტორი ფაუსტუსი~.

ისტორიულ რომანში ასახულია ისტორიული წარსული, კონკრეტულ ეპოქის

კოლორიტი, ტენდენციები. ისტორიული რომანის ნიმუშებია ვალტერ სკოტის `აივენჰო~,

ბალზაკის `შუანები~, ფლობერის `სალამბო~, კონსტანტინე გამსახურდიას `დიდოსტატის

კონსტანტინეს მარჯვენა~, `დავით აღმაშენებელი~.

საოჯახო ან საყოფაცხოვრებო რომანში მოქმედება ძირითადად ოჯახის სფეროშია

გადატანილი, მაგრამ მასში აისახება საზოგადოებრივი ურთიერთობებისთვის

დამახასიათებელი ნიშან-თვისებები. ასეთებია, მაგალითად, დიკენსის რომანების

უმრავლესობა, ტოლსტოის `ანა კარენინა~.

ფანტასტიკურ რომანში ასახულია ადამიანების უჩვეულო თავგადასავალი, რომელიც

ახალ მნიშვნელოვან აღმოჩენასთანაა დაკავშირებული (ჟიულ ვერნის `ოთხმოცი ათასი

კილომეტრი წყალქვეშ~, `კაპიტან გრანტის შვილები~, `საიდუმlო კუნძული~ და სხვ.).

7
მეოცე საუკუნეში შეიქმნა მოდერნისტული რომანის ნაირსახეობები, რომ-ლებიც,

პირველ რიგში, უკავშირდება მარსელ პრუსტის, ჯეიმს ჯოისისა და ფრანც კაფკას სახელებს.

ჯოისის შედევრი `ულისე~ წარმოადგენს უზარმაზარ რომან-პაროდიას, შექმ¬ნილს

ჰომეროსის `ოდისეას~ სქემის მიხედვით. საგაზეთო რეკლამების აგენტის, ბლუმის ერთი

დღის ცხოვრება ნაჩვენებია, როგორც 18 ეპიზოდისგან შემდგარი ერთგვარი თანამედროვე

ოდისეა. თითოეული ეპიზოდი პაროდიულად შეესატყ¬ვისება ჰომეროსის ნაწარმოების

რომელიმე ეპიზოდსა თუ მოტივს. თხრობა, ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი. რომანი

თითქმის მთლიანად პერსონაჟთა ცნობიერების ნაკადის შინაგანი მონოლოგებისგან შედგება.

მთელი დღის განმავლობაში ბლუმისა და სტივენ დედალოსის ლტოლვა ერთმანეთისკენ

ორივე გმირის უთვისტომობის, სულიერი ობლობის, თანაგრძნობისა და სითბოს წყურვილის

გამოხატულებაა, რაც მამისა და ძის ერთარსობის სიმბოლურ-პაროდიული სქემის სახითაა

გამოვლენილი.

ჯოისის უკანასკნელი სქელტანიანი რომანი `ფინეგანის ქელეხი~ ასახავს ტრადიციული

საშუალებათა სრული უარყოფისა და ცნობიერების ნაკადის აბსოლუტური გაბატონების

პროცესს. ამ პროზის წაკითხვა-გაშიფვრა ბოლომდე დაუძლეველ პრობლემად იქცევა.

ავსტრიელი მწერლის, ფრანც კაფკას სიცოცხლეში მისი ნაწარმოებების მხო¬ლოდ მცირე

ნაწილი გამოიცა. კაფკას კალამს ეკუთვნის რომანები `პროცესი~, `კოშკი~ და დაუმთავრებელი

`ამერიკა~. კაფკას რომანებში გამოხატულია ადამიანის პერმანენტული ხელმოცარულობა,

მარტოობა, სულიერი უთვისტომობა; სამყარო, ცხოვრება – აბსურდის, ქაოსის სამეფოა. მისი

ნაწარმოებები სიმბოლურ-ალეგორიული ხასიათისა. მათში ასახულია ორი სინამდვილე –

კონკრეტული ყოველდღიური, ემპირიული და სიმბოლური, ფილოსოფიური, შინაგანი. კაფკა

8
მიჩნეულია ექსპერიმენტული რომანის ერთ-ერთ მამამთავრად, რომელიც ძირეულად

არღვევს ძველ ეპიკურ ფორმებს.

მარსელ პრუსტის ძირითადი ნაწარმოებია `დაკარგული დროის ძიებაში~, რომელიც

შედგება შვიდი რომანისგან. მათში მონაწილეობს 2 000 პერსონაჟი.

რაში მდგომარეობს პრუსტის ნოვატორობა?

პრუსტი აღიარებს ცნობიერების უდიდეს სირთულეს. მისი რომანის ჭეშმარიტი

გმირია ადამიანის სიღრმისეული `მე~. პრუსტი იყო ფუძემდებელი ახალი ტიპის რომანისა _

`ცნობიერების ნაკადის~ რომანისა, თუმცა ის არ ცდილობდა, ჯოისის მსგავსად, სიტყვიერად

გადმოეცა არაცნობიერი, მოეხდინა `ცნობიერების ნაკადის~ იმიტაცია. ნაწილობრივ, მისი

რომანი აგრძელებს სტენდალის ფსიქოლოგიური რომანის ტრადიციებს. თავისი

გრანდიოზული რომანის შექმნისას პრუსტი, რა თქმა უნდა, ორიენტირებული იყო ბალზაკზე,

რომელსაც დიდ პატივს სცემდა, მაგრამ რეალიზმის პრინციპები მისთვის უცხო იყო. მას არ

სწამდა, რომ პიროვნება სოციალურად და ისტორიულადაა დეტერმინირებული. პიროვნების

მამოძრავებელ ძალას პრუსტთან წარმოადგენს არაცნობიერი. ამიტომ მისი პერსონაჟები

სტატიკურებია. მათი ხასიათი არ ვითარდება.

პრუსტის სტილმა განაცვიფრა თანამედროვენი. პრუსტის ფრაზა წყლის ნაკადივით

იღვრება და ზოგჯერ მთელ გვერდს მოიცავს, ისე, რომ მასში შედის ჩამოთვლები,

შედარებები, მეტაფორები.

სიუჟეტი მის რომანში ფაქტობრივად არ არის. მის ნაცვლად რომანს, რომელსაც თვით

მწერალი გოტიკურ ტაძრებს ადარებდა, აერთიანებს შეგრძნებები, რომლებიც აღვიძებს

მოგონებებს და აწმყოს წარსულთან აკავშირებს. მაგალითად, როდესაც მთხრობელი მარსელი

იგრძნობს ჩაიში ჩამბალი ნამცხვრის გემოს, მის ცნობიერებაში ამოტივტივდება მოგონება

9
ქალაქი კომბრეს შესახებ, სადაც განვლო მისი ცხოვრების საუკეთესო წლებმა. ერთნაირი

შეგრძნებების წყალობით, რომლებიც აერთიანებს მთხრობლის ცხოვრების განსხვავებულ

მომენტებს და, ასევე, ფსიქოლოგიური ანალიზის მეშვეობით ხდება წარსულის შენარჩუნება

და უკვდავყოფა ხელოვნებაში.

პრუსტმა მთლიანად დაანგრია XIX საუკუნის რომანის ფორმა, რომლისთვისაც

დამახასიათებელი იყო ცხოვრების მოწესრიგებული და რაციონალური აღქმა. შემოქმედების

მამოძრავებელ ძალად იქცა მეხსიერება: დროის მდინარება, რომელსაც ადამიანი სიბერემდე

და სიკვდილამდე მიჰყავს. დრო ჩერდება ბედნიერების მომენტებში, როდესაც უეცრად

მოგონებული წარსული ანათებს აწმყოს წყვდიადს _ და, ამგვარად, ხელოვნება ამარცხებს

დროს.

***

მოთხრობა საშუალო ზომის ეპიკური ნაწარმოებია. ის, რომანის მსგავსად, თემატური

მრავალფეროვნებით (ისტორიული, საყოფაცხოვრებო, სოციალური, სათავგადასავლო,

დიდაქტიკური) ხასიათდება და შუალედური ადგილი უჭირავს რომანსა და ნოველას შორის.

რომანისგან განსხვავებით, მოთხრობაში მხოლოდ ერთი ან ორი მოვლენა პოულობს სრულ

ასახვას. ნოველისგან განსხვავებით, მოთხრობაში უფრო ძლიერია ლირიკული საწყისი.

მოთხრობის ჟანრი სათავეს იღებს ლიტერატურის გაჩენის შემდეგ, მაგრამ როგორც ჟანრი, ის

გამოიკვეთა XIX საუკუნეში.

ქართული მოთხრობის კლასიკური ნიმუშებია ილია ჭავჭავაძის `ოთარაანთ ქვრივი~, `გლახის

ნაამბობი~, `კაცია-ადამიანი?!~

მოთხრობაც ისევე იყოფა სახეობებად, როგორც რომანი.

10
***

ტერმინი `ნოველა~ დამკვიდრდა შუა საუკუნეების იტალიურ ლიტერატურაში. ესაა მცირე

ფორმის თხრობითი ნაწარმოები, რომლის ჟან¬რული თავისებურებაა მძაფრი სიუჟეტი,

მოულოდნელი, მაგრამ ლოგიკური კვანძის გახსნა. ნოველის ახასიათებს მკაფიოდ

გამოხატული კომპოზიცია. მისთვის უცხოა აღწერითობა. ნოველაში ძალზე მცირეა მოქმედი

პირები, ხოლო მათი ცხოვრება, ხასიათი, გარემო, ყოფითი დეტალები და პორტრეტი ძალზე

შეკუმ¬შულადაა წარმოდგენილი. პროლოგი და ეპილოგი ამ ჟანრს საერთოდ არ ახასიათებს.

როგორც წესი, მთელი ყურადღება გადატანილია ფინალზე-კვანძის გახსნაზე.

მსოფლიო ლიტერატურაში ნოველის უდიდეს ოსტატებად ითვლებიან პროსპერ მერიმე,

მოპასანი, ედგარ პო, ო’ ჰენრი, სტეფან ცვაიგი, აკუტაგავა, ა. ჩეხოვი და სხვა. ქართულ

ლიტერატურაში ნოველის კლასიკური ნიმუშები შექმნეს შიო არაგვისპირელმა, ნიკო

ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვებმა.

***

იგავ-არაკი – ეპოსის ერთ-ერთი ჟანრია, დიდაქტიკურ-ალეგორიული ხასი-ა¬თის მცირე

ფორმის ნაწარმოები საყოფაცხოვრებო, ისტორიული, რელიგიურ, ზნე¬ობრივ,

ფსიქოლოგიურ და სხვა თემებზე. მისი გმირებია ცხოველები, მცენარეები, საგნები, მაგრამ

იგულისხმებიან ადამიანები. იგავ-არაკს ახლავს შეგონება, რომელშიც ჩამოყალიბებულია

ნაწარმოების ალეგორიული საზრისი. იგავ-არაკში მოთხრობილი ამბავი მოცულობის მხრივ

მაქსიმალურად შეკუმ-შულია.ესაა ერთ-ერთი უძველესი ჟანრი. ჯერ კიდევ ძვ.

წელთაღრიცხვის VI საუკუ¬ნეში საბერძნეთში ცნობილი იყო ეზოპეს იგავ-არაკთა კრებული.

ახალ საუკუნეებში ამ ჟანრის სახელგანთქმული ოსტატები იყვნენ ლაფონ-ტენი, კრილოვი,

ქართულ ლიტერატურაში – სულხან-საბა ორბელიანი.

11
იგავ-არაკი მოარული, `მოხეტიალე~ ჟანრია, იმ გაგებით, რომ მრავალი იგავ-არაკის ფაბულა

გვხვდება სხვადასხვა ეპოქისა და ხალხის ლიტერატურაში. ეს იმით უნდა აიხსნას, რომ

ხალხურ ზღაპრებში მოცემული ცხოველთა სახეები და შესაბამისი მოტივები პირდაპირ იქნა

გადატანილი იგავ-არაკებში.

იგავ-არაკი იწერება ლექსადაც და პროზადაც.

12

You might also like