You are on page 1of 2

კულტურული ცვლილებები

რელაქსაციის(მაინდფულნესის) საჭიროება ყველაზე მეტად სწორედ ამჟამად არის.

საბოლოო მიზეზი იმის, თუ რატომ არის დღესდღეობით მაინდფულნესის


საჭიროება, არის ის რომ სამყარო შეიცვალა. სამყარო გაცილებით, ბევრად უფრო
სიტყვიერი გახდა.

ამ პერიოდის სტუდენტები იზრდებიან კომპიუტერით, ინტერნეტით, ელფოსტით,


მობილურით და ზოგადათ ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი არიან პირველი
თაობა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაუკავშირდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისინი
დაკავშირებულნი იყვნენ არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ტკივილს, საშინელებას
და განსჯას, როგორც ყოველდღიურ დიეტას. ერთ-ერთი სტუდენტი საუბრობს რომ
ერთის მხრივ ტექნოლოგიებით შესაძლებელია ოჯახის წევრებსა და საყვარელ
ადამიანებთან დაკავშირება და მეორე მხრივ, იმის ონლაინ ფორმატში ნახვა ან გაგება
როგორ მიგატოვეს ან ჩაგანაცვლეს ახალი შეყვარებულით, პირდაპირ ეთერში თვალი
ადევნო როგორ ინგრევა შენი მეზობლის კარ-მიდამო. თუ რაიმე საშინელი ხდება
მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ამის შესახებ წუთის
შემდეგ. ჩვენ შეგვიძლია ვუყუროთ ცუნამებს პირდაპირ ეთერში — დავინახოთ
კედლები წყალი ჩვენს თვალწინ ყლაპავს მანქანებს, სახლებს და ადამიანებს. თუ
ბომბი მიდის ან რაკეტა ვარდება, ჩვენ ვხედავთ ვიდეოს, როდესაც ადამიანები
იღუპებიან. თუ პოლიცია ადამიანს სცემს, ადგილობრივი თვითმხილველი
ატვირთავს ვიდეოს YouTube-ზე. ეს ყველაფერი ცუდი არ არის. ტექნოლოგია ქმნის
ურთიერთობის განცდას სიმტკიცე და საერთო მოქმედება. ეგვიპტეში ნაწილობრივ
ჩამოაგდეს დიქტატორი , რადგან რთულია სოციალური მედიის კონტროლი
(Naughton, 2011).

სტუდენტებიც ამ დიდი ინტერნეტის ნაწილი გახდნენ, სწრაფი ვიზიტი ნებისმიერ


საინფორმაციო პორტალზე ინტერნეტში გამოჩნდება ფენომენი. ახალი ამბების
შემდეგ, მკითხველები კომენტარების გამოქვეყნების უფლება აქვთ. აუცილებლად
შეივსება ეს კომენტარები სიძულვილით სავსე კრიტიკითა და განსჯებით, ხშირად
არა მხოლოდ ამბის, არამედ სხვა ადამიანების კომენტარების საშუალებითაც.
სტუდენტების მეოთხედზე მეტი ამბობს რომ იყვნენ კიბერბულინგის მსხვერპლი.
სტუდენტებმა ჩაიდინეს თვითმკვლელობა მას შემდეგ რაც კოლეჯის სხვა
სტუდენტებმა გამოაქვეყნეს მათი საიდუმლო ჩანაწერები

და სხვა სტუდენტები ციხეში ჩასვეს ამის გამო (ზერნიკე, 2012).


დაკავშირებულ თაობაში ყოფნას მკაცრი ზღვარი აქვს. ეს ყველაფერი აფერხებს
სიმშვიდისა და მიზნის პოვნის უნარს. ადამიანის გონება არ განვითარდა ასეთი
სიტუაციისთვის. ენა განვითარდა კოოპერატიულ კონტექსტში, მაგრამ მის
სარგებლობამ, როგორც პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტმა, გამოიწვია
წინასწარმეტყველება, კატეგორიზაცია, და განსჯა, რომ ადამიანები იწყებენ ფიქრს
თავად ცხოვრებაზე, როგორც მოსაგვარებელ პრობლემაზე

და არა პროცესზე, რომელიც უნდა იცხოვრო (ჰეიზი, სტროზალი და უილსონი,

2011).

კორნელის უნივერსიტეტში ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც სუიციდი ერთ-


ერთი ყველაზე პრობლემაა. კოლეჯის სტუდენტების 20%-ს ჰქონია სუიციდური
ფიქრები და 7%-მა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თითქმის სტუდენტთა
50%-ს აქვს ოფიციალური ფსიქიკური დიაგნოზი. 1/5ს ჰქონდა დეპრესია და 2/3ს აქვს
შფოთვა. სტუდენტებში ხშირია დამოკიდებულების პრობლემები. 20%ს აღმოჩნდა
ალკოჰოლზე დამოკიდებული. 600 000 სტუდენტს ესაჭიროება დახმარება და აქედან
1700 სტუდენტი იღუპება ალკოჰოლზე დამოკიდებულებით. მდედრობითი სქესის 14
%ს, მამრობითი სქესის 4 %-ს კვებითი აშლილობები. სხვადასხვა მენტალური
პრობლემების გამო, საჭირო აღმოჩნდა კოლეჯში დანერგილიყო უფასო
ფსიქოლოგიური მომსახურება. 2003 წლიდან 2012 წლამდე მიმდინარეობდა
დაკვირვება, თუ რამდენად პოზიტიურად აისახა სტუდენტების მენტალურ
ჯანმრთელობაზე დიალექტიკურ-ქცევითი თერაპიები.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მენტალურ ჯანმრთელობაზე გაფრთხილება,


სიმშვიდის და საკუთარ თავზე კონტროლის შენარჩუნება, რაშიც გვეხმარება
დიალექტიკური ქცევითი თერაპია (DBT; Linehan, 1993), გონებამახვილობაზე
დაფუძნებული სტრესის შემცირება (MBSR; Kabat-Zinn, 1990), გონებამახვილობაზე
დაფუძნებული კოგნიტური თერაპია (MBCT; Segal, Williams, & Teasdale, 2002) და
Mindful Learning (ლანგერი, 1997). მიმღებლობა, ღიაობა და მოქნილობა ეხმარება
ადამიანს სიმშვიდის და წონასწორობის შენარჩუნებაში. ცნობიერებაში და
ახლანდელზე ორიენტირება ხელს უწყობს ადამიანებს ამ ყველაფერში. ყველაზე
მნიშვნელოვანია საკუთარ ღირებულებებთან ერთად თანაარსებობა, რაც
უმრავლესობისთვის ცხოვრების ბოლომდე უცვლელი და მნიშვნელოვანია1.

1
Pistorello Jacqueline, Mindfulness and Acceptance for Counseling College Students: Theory and Practical
Applications for Intervention, Prevention, and Outreach

You might also like