You are on page 1of 15

თანამედროვე

ტექნოლოგიები და
მოზარდები

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი


მედიცინის ფაკულტეტი,
დიპლომირებული მედიკოსი/pbl,
III კურსი,
ძოძუაშვილი ინა
ჩაგანავა ლილე
სმარტფონის ფლობის სიხშირე
ასაკთან ერთად იზრდება, კვლევის
თანახმად, დიდ ბრიტანეთში
12-15 წლის ბავშვების 83% ფლობს
სმარტფონს, ხოლო 59% ფლობს
პლანშეტს. 

ციფრული მოწყობილობების
გამოყენების ზრდა დაკავშირებულია
ფსიქიკური ჯანმრთელობის
პრობლემებთან.
ცნობილია, რომ ბავშვთა და მოზარდთა
10-20%-ს გლობალურად აწუხებს
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა,
მათ შორის ფსიქიკური აშლილობის 50%-
მდე ვლინდება 15 წლამდე.
2011 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს
შესწავლის საერთაშორისო სააგენტომ  ტელეფონებისა
და სხვა უსადენო მოწყობილობების რადიოგამოსხივებას
მიანიჭა პოტენციური კანცეროგენის კლასიფიკაცია. 

მობილური ტელეფონები  ასხივებენ რადიოსიხშირულ


(RF) გამოსხივებას,რომლის მთავარი სამიზნე არის
თავის ტვინი.

ეს გამოსხივება აზიანებს ტვინის უჯრედებს- ნეირონებს.


აღსანიშნავია რომ მოზარდები უფრო მგრძნობიარენი
არიან RF გამოსხივების  მიმართ, ვინაიდან მათი ტვინი
და იმუნური სისტემა ჯერ კიდევ განვითარების
პროცესშია. 
თავის ტვინი
ნერვული სისტემის განვითარება ადრეულ
ასაკში დიდწილად  დამოკიდებულია 
 გარესამყაროში არსებულ
გამღიზიანებლებზე.  
ტვინის სტიმულაცია მოწყობილობების
ზემოქმედებით სრულდება  მომატებული
იმპულსურობით, თვითრეგულაციისა და
თვითდისციპლინის უნარის დაქვეითებით.
იმ ბავშვებსა და მოზრდილებში, რომლებიც
ტელეფონებთან, ტელევიზორენთან თუ სხვა
ტიპის ტექნოლოგიურ საშუალებებთან
ატარებენ ყოველდღიურად 4 საათზე მეტს,
ასევე ხშირია ისეთი სიმპტომები,
როგორებიცაა ყურადღებისა და
კონცენტრაციის პრობლემები, თავის
განვითარების
შეფერხება

გაჯეტებზე დამოკიდებულება თავის თავში
მოიაზრებს ნაკლებ ფიზიკურ აქტივობას,
რაც  იწვევს ფიზიკური და გონებრივი
განვითარების შეფერხებას.
ეს პრობლემა უკვე შესამჩნევია აშშ-ში, სადაც
სასკოლო ასაკის ყოველ მესამე ბავშვს
აღენიშნება ჩამორჩენა განვითარებაში, რაც
მკვეთრად აისახება მათ მოსწრებაზე.
ფიზიკური აქტივობა, თავის მხრივ,
აუმჯობესებს ყურადღებისა და ახლის აღქმა-
ათვისების უნარს. 
ADHD-
Attention-Deficit/Hyperactivity Disorder
ეს არის განვითარების დარღვევა, რომელიც
გამოიხატება უყურადღებობით,
ჰიპერაქტიურობით ან/და იმპულსურობით.
ADHD-ის სიმპტომებმა შეიძლება ხელი
შეუშალოს ყოველდღიურ საქმიანობასა და
ურთიერთობებს.
იგი იწყება ბავშვობაში და შეიძლება
გაგრძელდეს თინეიჯერობისა და
ზრდასრულობის პერიოდშიც. 
ჭარბი წონა
•ტელევიზორთან, კომპიუტერთან დიდხანს
ჯდომა პირდაპირ კავშირშია ჭარბი წონის
ეპიდემიასთან.
•იმ ბავშვებს შორის, რომლებიც
უკონტროლოდ და მუდმივად იყენებენ
ელექტრონულ  მოწყობილობებს, სიმსუქნე
30%-ით უფრო ხშირად გვხვდება.
•ყოველი მეოთხე ახალგაზრდა კანადელი და
ყოველი მესამე ამერიკელი მოზარდი
სიმსუქნითაა დაავადებული, რადგან გარდა
იმისა რომ ტელეფონის მოხმარების
პროცესში ბავშვები არააქტიურები არინ,
ასევე ისინი თამაშის პროცესში საკმაოდ
აქტიურად მიირთმევენ სხვადასხვა
წასახემსებლებს  და ვერ აკონტროლებენ
მიღებული წასახემსებლის ნორმას.
ძილთან დაკავშირებული
პრობლემები
•ტელეფონის, პლანშეტის თუ ნოუთბუქის
 გამოსხივება ხელს უშლის ნორმალურ ძილს,
იწვევს უძილობას, რაც  ორგანიზმზე ძალიან ცუდად
აისახება. 
•ეკრანებიდან მომავალი გამოსხივება გავლენას
ახდენს ჰორმონ მელატონინის სინთეზზე, რომელიც
მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილისთვის.
•არასრულყოფილი ძილის შემთხვევაში
მოზრდილები ხდებიან აგრესიულები, იმატებს
გაღიზიანებადობა, ქვეითდება მათი
პროდუქტიულობა, ვითარდება მახსოვრობის
პრობლემები, რადგან როგორც ვიცით, სწორედ
ძილის დროს ხდება დღის განმავლობაში
მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და
ფსიქიკური პრობლემები

ინტერნეტ-დამოკიდებულება ხშირად
ჩაკეტილობასა და ფობიების გაჩენას
იწვევს.
ამ სიას ავსებს ბიპოლარული
დარღვევები, ფსიქოზი, ქცევითი
გადახრები, აუტიზმი და მიკედლების
დარღვევა (ანუ მშობლებთან მჭიდრო
ემოციური კონტაქტის დარღვევა). 
აგრესიულობა                                    
ტელევიზიაში ნაჩვენები სისასტიკე, კომპიუტერულ თამაშებში
გამოჩენილი აგრესიულობა აისახება რეალურ ცხოვრებაშიც. ბავშვი
ქცევის მზა სქემას იღებს, რომლის რეალიზებასაც მის ირგვლივ არსებულ
სამყაროში ახდენს. ამასთან, ეკრანებზე არსებულ ძალადობას როგორც
ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს.   

რეალობასთან აცდენა 
დრო, რომელსაც ვირტუალურ სამყაროში ატარებენ ბავშვები, ხშირად
ვერ ასწავლის მათ ვერაფერს სასარგებლოს, შესაბამისად
ტექნოლოგიებზე დამოკიდებული ბავშვები დიდი რისკის ქვეშ არიან
მომავალში პრობლემები შეექმნათ თავის დამკვიდრების პროცესში.         
შფოთვა
•ტექსტური შეტყობინებების, როგორც
კომუნიკაციის ძირითად მეთოდზე დაყრდნობამ
შეიძლება გაზარდოს შფოთვა მოზარდებში. 
•ტექსტის გაგზავნა მყისიერად სასიამოვნოა,
მაგრამ ასევე იწვევს შფოთვას. მეგობრის
მყისიერმა პასუხმა შეიძლება სიხარული და
აღფრთოვანება მოიტანოს. მაგრამ დაგვიანებული
პასუხის ან უპასუხობის შემთხვევაში, სიამოვნება
შეიძლება გადაიზარდოს იმედგაცრუებაში.
ამგვარი შემთხვევები უარყოფითად მოქმედებს
მოზარდის ემოციურ ბალანსზე.
მხედველობის
პრობლემები
მობილური ტელეფონების
გახშირებული გამოყენება
მოზარდებში მხედველობის
პრობლემებს იწვევს. 
მოსწავლეებზე ჩატარებული
რამდენიმე კვლევის მიხედვით,
მათ 83%-ს მობილური ტელეფონის
მხედველობის სინდრომი ჰქონდა.
სიმპტომებში შედის: სიწითლე,
წვის შეგრძნება, ბუნდოვანი ხედვა
და თვალების სიმშრალე. 
გამოყენებული
ლიტერატურა:
NIMH » Attention-Deficit/Hyperactivity Disorder in Children and Teens:
What You Need to Know (nih.gov) 
Smartphone Use Linked to Behavioral Problems in Kids | Association of
American Universities (AAU)

Impact of Mobile Phone Screen Exposure on Adolescents’ Cognitive


Health - PMC (nih.gov) 
Impact of mobile phones and wireless devices use on children and
adolescents’ mental health: a systematic review - PMC (nih.gov)
გმადლობთ
ყურადღებისთვის!

You might also like